ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 13
  • 14
  • »
ფორუმის მოდერატორი: S@li  
Without sun

Bella_Cullenთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1
Miss Cullen
371
77  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება:without sun
ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი)
ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე)
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე
ჟანრი;მელოდრამა
მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი.
სტატუსი:წერის პროცესში
ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..


Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:08 PM | შეტყობინება # 2
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
1 თავი
გათენდა.ყველასთვის ეს ახალი დღის დასაწყისი იყო,ახალი სიცოცხლის,რომელიც სასიამოვნო სურპრიზებითა თუ მოულოდნელობებით არის აღსავსე,ჩემთვის კი-უბრალოდ დაუსრულებელი არსებობის ჩვეულებრივი მონაკვეთი.თუმცა არა! დღეს ხომ ცამეტი სექტემბერი იყო,ბელას დაბადების დღე.ის თვრამეტი წლის ხდებოდა.ასაკი,რომელსაც თავად ვერ მივაღწიე.კარგად მახსოვს ის დღე,როდესაც ოფიციალურად თვრამეტი წლის უნდა გავმხდარიყავი. ნამდვილი კოშმარი იყო.ჯერ კიდევ ვერ დამეჯერებინა,რომ მონსტრი ვიყავი,ვერ მივმხვდარიყავი რა ხდებოდა ჩემს თავს.მაშინ ვერ ვაანალიზებდი ჩემი ცხოვრების აზრს,მთავარ მიზანს.სისხლი, ნადირობა,დამალვა,ადამიანებისგან შორს ყოფნა-მე ხომ მხოლოდ ეს შემეძლო.ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ გავიდოდა საუკუნე და ჩემს შუაღამეს მზის სხივები მოჰფენდა ნათელს,თუ ოდესმე მივცემდი ჩემს თავს უფლებას თბილი,სათუთი გოგონა შემყვარებოდა.ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად იყო.თითქოს სიცოცხლე ჩქეფდა ჩემს გაყინულ სხეულში,გული არ მქონდა,მაგრამ ის არსაიდან ფეთქავდა სიხარულით. გადაწყვეტილი იყო,ბელას არასოდეს მივცემდი უფლებას ჩემსავით დატანჯულიყო,გამოევლო ის,რაც თვით ჯოჯოხეთსაც კი მიწასთან გაასწორებდა.კმარა,დღეს მაინც არ უნდა მეფიქრა ამაზე.დღეს მთელი ჩემი არსებით ბელას ვეკუთვნოდი.
ჩემი ოთახიდან სწრაფად გამოვედი.უკვე სკოლაში წასვლის დრო იყო.სკოლა რაში მანაღვლებდა,მოსაწყენი მასწავლებლებითა და უკვე მეასეჯერ გავლილი მასალით,იქ ბელა იყო,ჩემი ცხოვრების ნაწილი და მაგნიტივით მიზიდავდა თავისკენ.ხანდახან ჩემს თავზე მეცინებოდა ხოლმე,როგორ ბავშვივით ვიყავი შეყვარებული,თინეიჯერი ბიჭივით და არა 109 წლის ბებერივით,რომელის უბრალოდ კარგად ამოფარებოდა ახალგაზრდობის ნიღაბს.
,,ოხ! შეყვარებულის სანახავად მიიჩქარის.ღმერთო,სულ გადაიყვანა ეს ბიჭი ჭკუიდან იმ გოგომ”-გავიგე ემეტის ფიქრები და გამეცინა.ჩემი ძმა ყველაზე მეტად ,,წუხდა” ჩემი ,,გაგიჟების” გამო.ახლა უკვე ნამდვილად შემეპარა ეჭვი,მასაც ხომ არ შეეძლო ჩემი აზრების კითხვა.
დანარჩენების ფიქრები დავბლოკე.არ მინდოდა როზალის მოსაბეზრებელ ქედმაღლობას გაეფუჭებინა დღეს ჩემი ხასიათი. სასწრაფოდ მანქანაში ჩავჯექი და ნაცნობ გზებს გავუყევი.




შეტყობინება შეასწორა Immortal - პარასკევი, 2010-06-25, 7:09 PM

Bella_Cullenთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:12 PM | შეტყობინება # 3
Miss Cullen
371
77  +
   ±
Offline
ცუდად ვარ უმაგრესია...ნიჭი გაქვს ნუკა ნიჭი kiss :*

Miss Cullen


DiiiK♥თარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:18 PM | შეტყობინება # 4
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ჩემი ნიჭიერი გოგონა! დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ფანტასტიკური გამოვა! მშვენიერი იდეაა ალტერნატივის დაწერა "ახალ მთვარეზე" !!! ყველანაირად შენს გვერდით ვარ და შენი მკითხველი ვარ! kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss წარმატებები!


S@liთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 8:30 PM | შეტყობინება # 5
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Immortal, ნუნუუუუკ, ძალიან მიხარია, რომ დაიწყე ისევ წერა! უკვე ძაააალიან მომწონს happy მართლაც ჰგავს სტილი სტეფანისას happy
ეგრე გააგრძელე, უნიჭიერესი ხარ kiss

აი, ვიჯახირე დღეს, თუ გამოგადგება :



I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 10:17 PM | შეტყობინება # 6

842
83  +
   ±
Offline
nanukaaaaaaaa surprised dzaan magariaaaaa. love momewona dzaan da darwmunebuli var mere ufro kargi iqneba ai bela rom miatova mashin. cry dzalian kargad wer da darwmunebuli var yvelaferi gamogiva! kiss

ROBsessedთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 10:53 PM | შეტყობინება # 7
***
1111
54  +
   ±
Offline
wow!!!dei chemi nunuka!!!!nichi gaqvs ai magari nichi!!!chemi unichieresi!!! love miyvarxar!!!magari xar ra!!! love



Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

elisთარიღი: შაბათი, 2010-06-26, 2:25 AM | შეტყობინება # 8

44
28  +
   ±
Offline
Immortal, shvilo es ra iyo aaa? surprised shen me gadamrev, aseti nichieri xar, ase lamazad ushecdomad, zgvarsgadausvlelad, idealurad rogor wer?! tan ase lamazad, titqos edvards 109 welia icnob da mis magivrad saubrob. gamagije me shen. bravo, vici ro gaagrdzeleb yochagi gogo xar, velodebi gagrdzeleba kiss :*

დამატებულია (2010-06-26, 2:25 Am)
---------------------------------------------
xo martla kide shegidzlia mudmiv mkitxvelebshi chamwero biggrin kiss



mileyთარიღი: შაბათი, 2010-06-26, 9:44 AM | შეტყობინება # 9

93
17  +
31  ±
   ±
Offline
nanuka dzaaan magaria vaao yochag sityvebit ver gadmovcem ra magaria shen gogo didi momavali gelis band band band


Immortalთარიღი: შაბათი, 2010-06-26, 11:13 AM | შეტყობინება # 10
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
bavshvebo yvelas ugrmesi madlobaa kiss dzalian bevrs nishnavs chemtvis tqveni shepasebebi,verc ki warmoidgent rogor dzalas mmatebs. S@li, ulamazesebiaa orive martlaa,dzaliaan dzaliaan didi madloba.ai ar vici romeli avirchio biggrin elis, natii ugrmesii madlobaaaaaaa kiss :* acharbeb magram mainc.
Quote (elis)
tan ase lamazad, titqos edvards 109 welia icnob da mis magivrad saubrob

aii dzalian didi pasuxismgebloba iyo aseti srulyopili,unikaluri adamianis pirit dagewera ragac,memgoni ragac gamomdis da girs gagrdzeleba.
xo martla meore tavs savaraudod dges davdeb kiss




შეტყობინება შეასწორა Immortal - შაბათი, 2010-06-26, 11:14 AM

elisთარიღი: შაბათი, 2010-06-26, 12:53 PM | შეტყობინება # 11

44
28  +
   ±
Offline
Immortal, arapersac ar vacharbeb, ubralod sghen gechveneba ase, aba chemi mxridan shexeda am fiks, ai shenc gaaprendi biggrin
ratqmaunda girs gagrdzeleba razea saertod laparaki, dges aucileblad wavikitxav kiss



♥---♥თარიღი: შაბათი, 2010-06-26, 2:42 PM | შეტყობინება # 12
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
Immortal, შენ მითხარი, რომ არ მიცნობდი და ძალაინ მოგწონდა ჩემი ფაკი... მე რაღა ვთქვა??? მე გიცნობ, შენი ნაწარმოებებით და ვიცი, რომ უნიჭიერესი, უსაუვარლესი და მიზანდასახული ბავშვი ხარ. ხალხნო, ეს არ არის ნაწერი, რომელმაც იმ გაგებით უნდა მოგხიბლოს, რომ "ბინდს" და ედვარდს ეხება. ეს ბავშვი აქედან ყალიბდება მშვენიერ მწერალად და დიდი მომავალი ელის! ამაში დარწმუნებული ვარ! მის ნაწერს, უნდა შეხედოთ ლიტერატურული თვალით და ამას ყველა მიხვდება! ჯერ მარტო წინა ფაკი... ის რაღაც საპცრება იყო და იმედი მაქვს ამ ნაწარმოებშიც ჩართავ... მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს! ორიგინალურ ხედვას და უბრალოდ სასიმოვნოდ წასაკითხ ნაშრომს! :*




Immortalთარიღი: შაბათი, 2010-06-26, 3:06 PM | შეტყობინება # 13
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
♥---♥, xalxnoo es ukve propesionalis shepasebaa biggrin biggrin biggrin ogond gadacharbebuli. didi madloba chemo ,,gulo tireebo da gulo" (rogorc elisi ityoda) biggrin Sheni komentari bevrs nishnavs chemtvis.ugrmesi madlobaaa.gavwitldi namdvilad.dzalian miyvarxar da pativs gceem.chemi misabadzi pirovneba xaar. kiss sheni pani var biggrin


Rosalieთარიღი: შაბათი, 2010-06-26, 5:09 PM | შეტყობინება # 14
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Immortal, dzaan kargad weeer.. kiss dzalian kargi wasakitxi martla nichieri xaaaar kiss kiss aii Edwardis grdznobebs dzaan kargad gadmoscem da vetanxmebi guls tireebs da isev guls, biggrin shen tu ase gaagrdzeleb da ase dawer didi momavali geqneba..
♥---♥, yvelafershi getanxmebii.. kiss kiss kiss




Immortalთარიღი: შაბათი, 2010-06-26, 5:26 PM | შეტყობინება # 15
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
2 თავი
სკოლის წინ,როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო.აბა ის სცოდნოდათ,რომ მათ სიახლოვეს ორი ვამპირი იყო, თავქუდმოგლეჯილები გავარდენოდნენ.ყველა,რათქმაუნდა ბელას გარდა.აუწერელ ბედნიერებას მანიჭებდა ეს ფიქრი,ის რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა,მიუხედავად იმისა ვიმსახურებდი თუ არა ამას. ბელა ჯესიკასთან,ანჯელასთან და მაიკთან ერთად იდგა.ღმერთო როგორ მიშლიდა ეს ბიჭი ნერვებს,ერთ დღეს სიამოვნებით გავულამაზებდი თავ-პირს,ვასწავლიდი ვისთან როგორ უნდა მოქცეულიყო.მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ იყო.
ბელამ როგორც კი დამინახა,ჩემკენ გამოემართა.ხელი გავუწოდე, მისი თბილი და ნაზი კანის შეხება ერთ სიცოცხლედ ღირდა.მისმა გულმა ცემას მოუმატა,თითქოს ცოტაც და საგულედან ამოვარდებოდა. გამეღიმა,ჯერ კიდევ ვერ დამეჯერებინა,რომ მისი სიყვარულის ღირსი გავმხდარიყავი.
-როგორც ვხვდები არ მაქვს უფლება,რომ დაბადების დღე მოგილოცო,არა?
-მართალი ხარ.
-რატომ?ადამიანების უმრავლესობას უყვარს მილოცვებისა და საჩუქრების მიღება,-ვკითხე მას,თუმცა კი კარგად მახსოვდა,რომ ის უმრავლესობას არ ეკუთვნოდა.არასოდეს აზროვნებდა ისე,როგორც ნორმალური ადამიანი.
-რათქმაუნდა მოგეწონება.დღეს ყველა კეთილგანწყობილი იქნება შენ მიმართ.რა არის ცუდი ამაში?-იკითხა ელისმა.ზოგჯერ როგორი შემაწუხებელი იყო ეს გოგო,ახლა კი ნამდვილად ჭკვიანური კითხვა დასვა.
-ის,რომ ახლა უკვე ედვარდზე უფროსი ვარ.
ამ პასუხის გაგონება კი ნამდვილად არ მინდოდა.ყოველთვის, როდესაც ბელა ამ საკითხე საუბრობდა,მეჩვენებოდა,რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო.ჩემი არსებობაც,ჩვენი შეხვედრაც,ეს სიყვარულიც. მეჯავრებოდა ჩემი თავი იმის გამო,რომ ასსეტ ტკივილს ვაყენებდი მას. მე რომ არა,ახლა ბელა დატკბებოდა თავისი დაბადების დღით და თვრამეტ წელს არა ტრაგედიად,არამედ თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანის დასაწყისად მიიჩნევდა.
-რა დროისთვის იქნები სახლში?-იკითხა ელისმა.
-არ ვიცოდი თუ დღეისთვის რაიმე გეგმები მქონდა.
-კარგი რა ბელა.შენ ხომ არ დაანგრევ ჩვენს ბედნიერებას?
-მე მეგონა ჩემი დაბადების დღე ისეთი იქნებოდა,როგორც თავად მსურდა.-ახ! არასოდეს ემთხვეოდა ერთმანეთს ის,რაც ბელას უნდოდა და რაც მისთვის სასარგებლო იყო.
-მე წამოვიყვან,როგორც კი სკოლა დამთავრდება,-ჩავერიე მათ საუბარში.ელისი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომეშორებინა თავიდან.
-მე...მე ვერ წამოვალ. ,,რომეოს და ჯულიეტას” უნდა ვუყურო ინგლისურისთვის.-ეს უკვე ჩემი ჯიუტი ბელა იყო.
-კი მაგრამ, ,,რომეო და ჯულიეტა” ხომ უკვე დაზეპირებული გაქვს,-წამოიძახა ელისმა. ,,უბრალოდ მიზეზს ეძებს რომ არ წამოვიდეს. არადა რამდენი ვიწვალე წვეულების მოსაწყობად,”-დააყოლა გულში ჩემმა დამ.წამიერად მართლაც შემეცოდა ეს პატარა არსება.მერე რა რომ სწრაფი და ძლიერი იყო?
-მისტერ ბერტიმ თქვა,რომ აუცილებლად უნდა ვუყუროთ.
თუ ახლავე არ მოვიფიქრებდი რამეს,ელისი უსათუოდ გაბრაზდებოდა და ბელასაც გულს დაწყვეტდა.მე კი არ მინდოდა მისთვის ეს დღე ჩამეშხამებინა.
-დაწყნარდი ელის.თუ ბელას უნდა,უყურებს კინოს.წვეულებაზე შვიდი საათისთვის მოვიყვან.თან მანმადე უკეთ მოემზადები.
,,მიყვარხარ ძამიკო!”
-საღამომდე ბელა.დამდვილად მოგეწონება.აი ნახავ! –გამარჯვებული სახით დაგვემშვიდობა ელისი.როგორც იქნა დაგვტოვა მარტო.
-ედვარდ,გთხოვ... –დაიწყო ბელამ გაპროტესტება,მაგრამ თითი ტუჩებზე მივადე და შევაჩერე.თითქოს ჩემს თავზე კონტროლი დავკარგე.მართალია გაყინული ვიყავი,მაგრამ ადამიანური გრძნობები მაინც შემომრჩენოდა,სადღაც ფსკერზე იყო დალექილი.ბელა კი ყველა მათგანს აღვიძებდა ჩემში.შემაჟრჟოლა. მინდოდა დავხრილიყავი და მის თბილ ტუჩებს შევხებოდი,მაგრამ მალევე მოვეგე გონზე.
-მოდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ,თორემ გაკვეთილზე ვაგვიანებთ.
ჩემი გარეგნობის წყალობით ახლა უკვე თითქმის ყველა კლასი ერთად გვქონდა. ბელას გარეშე გატარებული თითოეული წამი საუკუნეს გავდა.ერთი სული მქონდა მის გვერდით ვმდგარიყავი, შევხებოდი,მისი ლამაზი თვალებისთვის შემეხედა და ის სიყვარული მეგრძნო,რომელიც იმ წუთას თავად მწვავდა; ჩამეხედა მის თვალებში და ცოტა ხნით მაინც დამევიწყებინა ჩემს თავში ჩასაფრებული ურჩხული,რომელიც ყოველ წამს მზად იყო სამალავიდან ამომძვრალიყო და შესაფერის მომენტში დავემარცხებინე.
Oორივე უკან დავჯექით.ეს ჩვენი მუდმივი ადგილი იყო.იქ,სადაც არ გვხვდებოდა ცნობისმოყვარე თვალები.თავიდან ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა. ,,ეს ედვარდ კალენი არ არის? შკოლის ყველაზე ლამაზი ბიჭი,ნამდვილი ანგელოზი.ნეტავ რა ნახა ამ გოგოში ასეთი?” –გაისმოდა ყველას ფიქრებში.ეჰ,რა ბანალური იყო ეს ხალხი! მხოლოდ იმას ხედავდა,რაც გულით ეწადა რომ დაეჯერებინა. ახლა კი ყურადღებას აღარავინ გვაგცევდა.ჩვეულებრივი ,,შეყვარებული წყვილი” გავხდით.არავინ იცოდა,რომ ეს უფრო მეტი იყო.ის,რაც ჩვენ გვაკავშირებდა უფრო ძლიერი იყო,ვიდრე უბრალოდ სიყვარული.
სკოლამ სწრაფად ჩაიარა.ბელა სახლში მივიყვანე.
-დღეს კარგ ხასიათზე უნდა იყო,-ჩუმად ჩავჩურჩულე.
-და თუ არ მინდა,რომ კარგ ხასიათზე ვიყო?
-ძალიან ცუდი.
ვიცოდი როგორ უნდა გამემხიარულებინა,ცოტა ხნით მაინც, რა ფასადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს.ახლოს წავიწიე დამ ის ტუჩებს შევეხე.ხანდახან მიკვირდა კიდეც რა ადვილად გამომდიოდა ეს.როგორი მარტივი იყო ბელას გვერდით თავი მეგრძნო ადამიანად,კაცად; დამევიწყებინა,რომ ვამპირი ვიყავი და ადამიანს ვკოცნიდი.
ბელამ ,,რომეო და ჯულიეტა” ჩართო.მერე ტახტზე მოკალათდა. ხელები წელზე მოვხვიე და ჩემსკენ მოვწიე.ამ მოქმედებას უკვე შეჩვეული ვიყავი.სიახლოვე არ აყენებდა მას საფრთხის წინაშე.
-იცი,რომეო არასოდეს მომწონდა,-ვუთხარი ბელას წრფელი გულით.ო არა,მე ხომ გული არ მქონდა.თუმცა მისი დამსახურებით ეს ადვილად მავიწყდებოდა.
-რატომ?-იკითხა ბელამ.რათქმაუნდა,ის ხომ ადამიანი იყო და რომეო მისი პრინცის იდეალი იქნებოდა.აბა რომელი გოგო იოცნებებდა ვერცხლისფერ ვოლვოზე ამხედრებულ პრინცზე.
-პირველ რიგში იმიტომ,რომ მას როზალინი უყვარს.მათი ქორწილიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ კი ჯულიეტას ბიძაშვილს კლავს.შეცდომა შეცდომის შემდეგ,-ისე ვამბობდი,თითქოს თავად არ ვუშვებდი შეცდომებს,თითქოს ბელასთან გატარებული თითოეული წამი მიზანშეწონილი და სასარგებლო იყო მისთვის.
ბელამ ამოიოხრა.
-ესე იგი გინდა,რომ მარტომ ვუყურო?
სხეულში სიხარულის ჟრუანტელმა დამიარა.ვხედავდი,რა ტკივილს აყენებდა მას ის აზრი,რომ შეიძლებოდა წავსულიყავი.ისევე განიცდიდა ამას,როგორც მე.
-არა! მე ძირითადად მაინც მარტო შენ გიყურებ, -მართლაც, ჩემს ყველანაირ ძალას აღემატებოდა თვალი მომეწყვიტა ჩემი ანგელოზისთვის. –იტირებ?
-ალბათ.თუ მთელს ჩემს ყურადღებას კინოსკენ მივმართავ.
-კარგი,მაშინ ხელს აღარ შეგიშლი.
ტუჩები მის თმებს შევახე.სურნელმა ყელი ჩამწვა,მაგრამ ამას უკვე აღარ ვაქცევდი ყურადღებას.ბელასკენ სხვა გრძნობა მიზიდავდა, სიყვარული და არა სისხლის წყურვილი.
კინო დაიწყო.ნაცნობი გმირები,ნაცნობი ფრაზები.ბელას თვალებიდან რამოდენიმე ცრემლი ჩამოუგორდა თბილ ლოყებზე. მაშინვე მოვწმინდე.არ შემეძლო მათი დანახვა.ყველაფერი რაც ოდნავ მაინც აწუხებდა მას,საშინელ ტკივილს იწვევდა ჩემში.
-უნდა ვაღიარო,რომ რომეოსი ცოტათი მშურს.
-ჯულიეტა ნამდვილად ლამაზია.
Pპატარა,სულელი გოგონა.რატომ ვერ ხედავდა,რომ ის ყველაზე ყველაზე ლამაზი იყო,ჩემი მანათობელი.
-არა,მე ამას არ ვგულისხმობდი,არამედ იმას... თუ როგორ ადვილად გამოგდით ეს ადამიანებს... –სიტყვებს ვეძებდი ჩემი აზრის გადმოსაცემად. –კარლაილის გამოცდილებიდან ვიცი,რომ ჩვენთვის თვითმკვლელობა თითქმის შეუძლებელია. მე ერთხელ უკვე ვიფიქრე ამაზე,შარშან,გაზაფხულზე,როცა... თითქმის... მოგკლეს. –საშინლად აუტანელი იყო ამის გახსენება.კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა,რომ ეს აკრძალული სიყვარული იყო. –მე არ ვაპირებდი შენს გარეშე ცხოვრებას, -მართლაც,რა აზრი ქონდა ჩემს არსებობას, თუ ბელა ჩემ გვერდით არ იქნებოდა? –გადაწყვეტილი მქონდა იტალიაში წავსულიყავი.სხვა გზა არ იყო.
-რატომ იტალიაში?
ბელას ყველაფერი ვუამბე ვოლტურიზე. თითქმის ყველაფერი, რადგანაც არ მინდოდა დამეფრთხო ის. თუმცა არც კი ვიცოდი ოდესმე რამე თუ შეაშინებდა მას.ბელა გაბედული იყო.ასე რომ არ ყოფილიყო, ახლა ჩემგან ძალიან,ძალიან შორს იქნებოდა.
-მისმინე,ედვარდ კალენ! შენ არასდროს,აღარასოდეს უნდა იფიქრო ამაზე,გესმის? მნიშვნელობა არ აქვს რა დამემართება მე.შენ არ გაქვს უფლება საკუთარ თავს ავნო.
ღმერთო მე მართლაც არ მქონდა უფლება ტკივილი გამომეწვია. ოღონდ არა ჩემთვის,არამედ მისთვის... ჩემი ბელასთვის.


  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 13
  • 14
  • »
ძებნა: