ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
Without sun

Bella_Cullenთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1
Miss Cullen
371
77  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება:without sun
ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი)
ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე)
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე
ჟანრი;მელოდრამა
მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი.
სტატუსი:წერის პროცესში
ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..


elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 10:04 PM | შეტყობინება # 136
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime vaime rogorc iqnnaaa dadeee cry cry cry cry rogor velodebooodiii cry cry cry cry dzaaan magra gaqvs agwerili shengan naklebs arc movelodiii :*:*:*:*:* imedia shemdeeeeeg tavs malee dadddeeeb :*:*:*:** gelodeeebiii :*:*


saaaliთარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 10:28 PM | შეტყობინება # 137
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
vaimeeeeeeee cry cry cry cry ra magari tavi iyoo.a uu dzalian nichieri xar da umagresad wer.. aii sityvebi ar myopnis martla .. arc ki vici rogor agvwero, chemi azrit stepani amaze uketesad verc dawerda love love love love love love imedia male dadeb shemdeg tavs rasac qvia moutmenlad veli happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

DiiiK♥თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 3:01 PM | შეტყობინება # 138
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ჩემი გენიოოსიიიი :* :* :* snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka საჭირო იყო ამ თავის დაწერა, აღფრთოვანებული ვარ შენი აღქმით... ყველაფერს ისე გადმოსცემ, როგორც იყო და ისე ადვილად გასაგებია ედვარდის დამოკიდებულება ვოლტურებისადმი, რომ ყველაფერი ნათელი ხდება happy ჩეემოო ლამააზოოო, ჩეემი თავი როდიის იქნებააა??? როდის დაინახავს ჩვენი ედვარდი (ჰაჰა, ჩვენი biggrin ) ბელას.... ღმეერთო, როგორ მინდა წავიკითხო ის სიტყვები, რითაც შენ ამ ყველაფერს დაგვიხატავ happy happy happy happy ვეღარ ვითმეენ sad sad sad sad sad
მიიიყვაააააააააააარხააააააააააააარ :* :* :*



SLYTHIთარიღი: კვირა, 2010-12-26, 6:44 PM | შეტყობინება # 139

259
11  +
   ±
Offline
ra magari iyoo snegurochka
magram ar arina volturebi egeti cudebii cry biggrin biggrin
dzalian magra wer nuk!!
sawyali edwardii.. :S

elle____თარიღი: კვირა, 2010-12-26, 9:41 PM | შეტყობინება # 140
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (SLYTHI)
magram ar arina volturebi egeti cudebii

martali xar dzaaan cakalelebi arian biggrin :D
Quote (SLYTHI)
sawyali edwardii.. :S

au xoo : ((((( dzaaaan dzaaaaaaaaaaaaaaaan shemecoda : ((( martla bellaze cudad gadautania : (((((( cry cry cry cry cry




შეტყობინება შეასწორა elle____ - კვირა, 2010-12-26, 9:42 PM

DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 11:44 PM | შეტყობინება # 141
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
რა თავი გელით წინ, თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ... დაუდარაჯდით და არ გამოგრჩეთ... biggrin მომავალი თავი ნამდვილი შედევრია შედევრებს შორის cool1 cool1 cool1


Takoთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 11:48 AM | შეტყობინება # 142
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
enas vedzeb chems sxeulshi dry ar vici ra gitxra... zedmetia chemi sitvebi :x :x stefani shentan shedarebit ukacravad da araraobaa... mitumetes shens asakshi... snegurochka snegurochka
diko echvic ar meparebaa biggrin



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

Immortalთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 1:45 PM | შეტყობინება # 143
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
stupid_l@mb, ox she intrigano shena biggrin biggrin

Me-17 tavi. Flashback
1901 წელი. ჩიკაგო. მიყრუებული გარეუბნის პატარა, ნახევრად დანგრეულ საავადმყოფოში, ღამის ორ საათზე ქვეყნად მოევლინა ედვარდ მეისენი. სწორედ ამ დღეს დაიწყო ჩემი დაუსრულებელი ისტორია. ღარიბი მეშახტის ოჯახში პირველი და უკანასკნელი შვილი ვიყავი. დედა მომხიბვლელი, დახვეწილი ქალი იყო, მძიმე შრომისაგან დაღდასმული. გაჭირვებულ წლებს მისი სილამაზე სევდიანი თვალებით, მუდამ დასვრილი სახითა და დამსკდარი ხელებით შეეცვალა. ერთ-ერთი გრაფის ერთგული მოსამსახურის ქალიშვილი იყო და ბატონის ტყუპებთან ერთად იზრდებოდა მდიდრულ სახლში. მას არაფერი აკლდა, დოლარებს ისე იღებდა, როგორც ფურცლის ნაგლეჯებს, საკმარისი იყო რამე ენატრა, რომ ორ ნაბიჯს გადაადგამდა და მაშინვე გადააწყდებოდა უზარმაზარი ,,სასახლის” მორთულ ოთახებში, მარმარილოს კიბეებზე ან სარდაფებში, რომელთა მსგავს საცხოვრებელ სახლებზეც ოცნებობდა ქალაქში მოსახლეობის ოთხმოცდაათი პროცენტი. მაგრამ მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა ხომ ვერ გაამრთელებს სულს, ვერ მოგანიჭებს ბედნიერებას მარტო ფული, როცა სხვა რაღაც გაკლია, უფრო დიდი, უფრო არსებითი და მნიშვნელოვანი. მართლაც, დედა საშინლად იტანჯებოდა სახლში, რომელიც ერთი შეხედვით მიწიერ სამოთხეს ჰგავდა. ყოველი დილა ბატონის ცოლის სასოწარკვეთილი კივილით იწყებოდა, რომელიც დაპროგრამებული მამალივით ყიოდა შვიდ საათზე, არცერთი წუთით ადრე და მითუმეტეს არც გვიან. განგაშის ზარი იუწყებოდა, რომ გრაფის ,,დიდებულ” მეუღლეს შიოდა და პატარა გოგონას 15 წუთში უნდა მოესწრო ადგომაც, ჩაცმაც, საუზმის მომზადებაც და ქალბატონისთვის ლანგრით მირთმევაც. ამის შემდეგ იწყებოდა წამების საათები: უფროსების მოთხოვნების შესრულება, სახლის დალაგება, სამზარეულოში ტრიალი და მრავალი სხვა რამ. გასამრჯელოდ სანატრელ სათამაშოებსა და გრაფის შვილების ულამაზეს, მრავალფეროვან კაბებს მიუგდებდნენ ხოლმე, რომელთა უმეტესი ნაწილიც სახლთან ახლოს მდებარე სანაგვეზე ხვდებოდა იმ დღესვე. თუკი თავისუფალ დროს გამონახავდა და ტყუპებს თამაშში შეუერთდებოდა, მაშინვე ცხვირს აიბზუებდნენ ხოლმე, ზურგს შეაქცევდნენ და ყვირილით ,,ჩვენ მოსამსახურის შვილთან არაფერი გვესაქმება”, სასწრაფოდ გადაინაცვლებდნენ სხვაგან. გოგონა კი საოცრად ლამაზ, უძირო ზღვისფერ,სევდიან თვალებს გააყოლებდა მათ, შემდეგ თავის პატარა ოთახში არბოდა, პატარა დათვს ეთამაშებოდა და დაღლილს იქვე მდგარ პატარა, ცრემლებით დანამულ საწოლში ჩაეძინებოდა ხოლმე. სიზმარში ფრთიანი ანგელოზი მიფრინავდა მასთან, ეთამაშებოდა, ეფერებოდა და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ასე გრძელდებოდა 18 წელიწადი. დედის სიკვდილის შემდეგ, როგორც იქნა თავი დააღწია ჯოჯოხეთს. გრაფის სახლიდან უკანმოუხედავად მირბოდა. არ იცოდა რას უმზადებდა მომავალი, მაგრამ იქ გაჩერებაც აღარ შეეძლო. ზამთრის ცივი საღამო იყო, მთელი ქალაქი თეთრ ნაბადში გახვეულიყო, შეყვარებულები ხრაშუნა თოვლში სეირნობდნენ და ყინვისგან გაწითლებულ, გათოშილ ხელებს უთბობდნენ ერთმანეთს. სწორედ იმ დღეს გაიცნეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი, როცა დედა ამინდისა და შიმშილისაგან სიკვდილის პირას მისულიყო. სწორედ იმ დღეს დაიწყო სიყვარულის ისტორია. ერთ წელიწადში მეც გავჩნდი. დედა ისეთი გახარებული იყო, პატარა გულის ფორმის რვეული ჰქონდა, სადაც ყოველდღე ჩანაწერებს აკეთებდა ხოლმე. სწორედ ამ დღიურის წყალობით შემომრჩა მოგონებები ჩემს წარსულზე.
,,დღეს ნანატრი ბიჭუნა დაიბადა. ნეტავ იცოდეს როგორ მოუთმენლად ველოდით ცხრა თვის განმავლობაში. პირობისამებრ, ედვარდი დავარქვით. ექიმებმა მითხრეს ულამაზესი შვილი გყავს, პატარა ანგელოზს ჰგავსო. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და როდის შევეხები მის ნამცეცა თითებს.”
შემდეგ მოდიოდა ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ გამომიყვანეს სამშობიაროდან, როგორ ვიზრდებოდი, როგორ გავიარე და როგორ წარმოვთქვი პირველად ,,დედა”.
,,ერთხელ მე, ვილიამი და ჩვენი შვილი საყიდლებზე მივდიოდით. მეტროს შესასვლელთან მოხუცი კაცი იჯდა, თმები სულ გაჭაღარავებოდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ასაკის კი არა, მისი მძიმე ცხოვრების გამო იყო. საოცრად სევდიანი, წყლიანი თვალები ჰქონდა, რომლებშიც მთელი მისი ტანჯვა აირეკლებოდა. დანაოჭებულ, აკანკალებულ ხელებში გახუნებული, ნახევრად დახეული ქუდი ეჭირა და მთლიანად ხალხის კეთილშობილებაზე დამოკიდებული, მოწყალებას თხოვდა თითოეულ გამვლელს. ედვარს მის დანახვაზე ლამაზი, ღრმა თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა, მე და ვილიამი გაკვირვებულები ვუყურებდით. ბოლოს გონს მოვეგეთ და ატირებული ბავშვი სასწრაფოდ მოვაცილეთ იმ ადგილს. იმ დღეს ხმა არ ამოუღია და სათამაშოზეც უარი განაცხადა. შინ სხვა გზით დავბრუნდით.
მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ედვარდი კარგ ხასიათზე იყო და ჩვენც ვიფიქრეთ, რომ ნანახს უცებ დაივიწყებდა ბავშვის გონება. მაგრამ მას თავბრუს ხვევები დაეწყო, მაღალი სიცხე ჰქონდა. შეშინებულებმა სასწრაფოდ ექიმს გამოვუძახეთ. ჩვენი ბიჭის გასინჯვის შემდეგ გაკვირვებული სახით შემოგვიბრუნდა, თავიდან ფეხებამდე დაგვათვალიერა და სრულიად მოულოდნელი რამ გვითხრა: ბავშვს რომ ერთი კვირა არაფერს აჭმევდით თქვენ რა, უკეთეს შედეგს ელოდით? დღესვე დაანაყრეთ და მაშინვე მოღონიერდებაო. სახტად დარჩენილებს გულგრილად ჩაგვიარა, ალბათ გონებაში კარგად გამოგვლაძღა კიდეც და კარები მიიჯახუნა. მარტო დარჩენილებმა მკაცრად გადავხედეთ ჩაწოლილ ედვარდს. რა არ ვცადეთ, ბოლოს ძლივს ვათქმევინეთ სიმართლე, იმ პირობით, რომ არ დავსჯიდით. თურმე საჭმელი იმ მოხუც კაცთან მიჰქონდა, თავად კი მხოლოდ წყლის ანაბარა იყო მთელი დღეები. გაცეცხლებული ვიყავი, მაგრამ აბა რა მექნა?! ვეღარ მოვითმინე და ჩემი კეთილი ბიჭი გულში ჩავიკარი.”
ამ ისტორიაზე ყოველთვის მეღიმებოდა ხოლმე. მეგონა სულ სხვა ედვარდზე იყო საუბარი, და არა სწორედ იმ მეისენზე, რომელიც მოგვიანებით დაუნდობელ მონსტრად იქცა.
,,ჩემი ბიჭი ისეთი განსხვავებულია. ყოველთვის ჩუმად ზის, ჩაკეტილი თავის თავში. ალბათ საკუთარი სამყარო აქვს. ზოგჯერ მისი ზედმეტად სერიოზულობა ძალიან მაშინებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მოხუცებული, გამოცდილი ადამიანის სული ჩასახლდა მის სხეულში.”
ბავშვობიდან ერთი უცნაური რამ მჭირდა. სხვები ამბობდნენ, რომ ეს ჩემი განსაკუთრებული ნიჭი იყო, მე კი უბრალო მოვლენად აღვიქვამდი. როცა ბედისგან დაჩაგრულ, განაწამებ ადამიანს შევხვდებოდი, მის თვალებს მიღმა მთელ წარსულს ვხედავდი ხოლმე. მის განცდებს გადაშლილი წიგნივით ვკითხულობდი. მტკიოდა ისე, როგორც მას. ალბათ სწორედ ამიტომ მესმის ახლა სხვების აზრები...
დედა ყოველთვის მეუბნებოდა უნდა ისწავლო, განათლების გარეშე ამ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ, თუ ბევრი არ გეცოდინება ისე გაგთელავენ, როგორც სპილო ჭიანჭველასო. მამას იმის ფული არ ჰქონდა, რომ სკოლაში ვეტარებინე, ამიტომ ელისაბედი ყოველ ღამე საწერ მაგიდასთან მეზობლებისგან ნათხოვ ან ძლივძლიობით ნაყიდ წიგნებს დამიხვავებდა ხოლმე. მეც ხარბად ვეწაფებოდი მათ ფურცლებზე მოთხრობილ ისტორიებს. ალექსანდრე დიუმას ,,სამი მუშკეტერი’’, ,,დედოფალი მარგო”, მაინ რიდის ,,უთავო მხედარი’’, უოლტერ სკოტის ,,აივენჰო”, ,,რობ როი”, სტენდალის ,,წითელი და შავი” და მრავალი სხვა. მათი პერსონაჟების საგმირო საქმეები თავბრუს მახვევდა, დღე და ღამ იმაზე ვოცნებობდი როდის გავიზრდებოდი და სახელოვანი ვაჟკაცი როგორ გავხდებოდი. დონ კიხოტის მსგავსად მოწყურებული ვიყავი რაინდობას. ერთი სული მქონდა როდის ავიღებდი იარაღს ხელში და დავუმტკიცებდი ყველას ჩემს ძლიერებას. სანჩო პანსა ჩემი ბავშვობის მეგობარი ტომი იყო. მე და ეს ხვეულთმიანი, ჭორფლებიანი, წითური ბავშვი დაბადებიდანვე განუყრელი ძმაკაცები ვიყავით. მომხიბვლელი გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ გული კი ნამდვილად ოქროსი ჰქონდა. თავიდან ფეხებამდე სითბოთი იყო სავსე და გარშემო მყოფებსაც განუსაზღვრელ ენერგიას გადასცემდა. უყვარდა ყველა და ყველაფერი. ხშირად მიკვირდა შეეძლო თუ არა საერთოდ ბოროტი ზრახვები გაევლო გონებაში, თუნდაც წამით. პატარები ხშირად გამოვიდოდით ხოლმე ქალაქის გარეუბნის შარაგზაზე, დავდგებოდით სათამაშო თოფებით ასხმულები და ყიჟინით დავედევნებოდით ,,საშიში” გამომეტყველების ადამიანებს. გავიდა წლები და პლასტმასის ხარახურა ნამდვილ იარაღად გადაიქცა, ,,თავდასხმის ობიექტები” -რეალურ მტრებად, უბრალო ბავშვური მისწრაფება კი –ნამდვილ სამხედრო მოწოდებად. მე და ტომი ჯარში გაგვიშვეს, იქედან პირდაპირ ომში, სადაც თოფები ჰქონდათ, რომლებიც მართლა ისროდნენ და მართლა კლავდნენ. თავდაპირველად აღტაცებულები შევუდექით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, მაგრამ მერე ყველაფერი ნამდვილ კოშმარად გადაიქცა. გვერჩივნა ისევ იმ პატარა, გულუბრყვილო ბავშვებად დავრჩენილიყავით, რომელთა თამაშიც არ იყო სისხლში ამოსვრილი უმძიმესი ცოდვა... გვერჩივნა მოგვეტყუებინა საკუთარი თავი, სხვები, მაგრამ არა ადამიანები, რომელთაც სწამდათ, რომ შინ საღსალამათი თუ არა ცოცხლები მაინც დაბრუნდებოდნენ. რამდენი გამოვასალმეთ წუთისოფელს. ომში ხომ ერთადერთი დაუწერელი კანონი მოქმედებდა: ან მოგკლავდნენ ან უნდა მოგეკლა. დღისით ტყვიების წვიმას ვხედავდით, შედეგად დასახიჩრებულ ჯარისკაცებს, რომელთა სხეულის ნაწილებიც ცალ-ცალკე ეყარა სისხლით მორწყულ საბრძოლო ველზე. გვესმოდა ყუმბარების საზარელი ხმები, შემდეგ კი თვალწინ წარმოგვიდგებოდა ცეცხლი, ბოლოს ფერფლად ქცეული შენობები, ადამიანები... ღამე იყო და ძილშიც იმ სამხედროების გულისგამგმირავი კვნესა გვიღებდა ბოლოს, რომელთა სასტიკი აღსასრულიც ჩვენს მხრებზე იყო. არასოდეს... არასოდეს დამავიწყდება ის დღე... მოწინააღმდეგის ბანაკამდე ვცადეთ მიღწევა, რომ დატყვევებული მეგობარი გაგვეთავისუფლებინა. სულ რამდენიმე ნაბიჯიღა გვქონდა დარჩენილი, რომ დაგვინახეს... მერე ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, ისე რომ გამომშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი... ,,ედვარდ, გაიქეცი!” იღრიალა ტომმა, ჩემკენ გადმოგდებულ ნაღმს გადაეფარა და წამებში ჩემი ერთადერთი ერთგული მეგობარი ნაფლეთებად იქცა. ვუყურებდი როგორ დაასახიჩრა მისი სხეული ამ პატარა დაწყევლილმა იარაღმა, როგორ მოწყდა ნაცნობი წითური თავი ტანს და როგორ ჩაქრა ღიმილი მის სახეზე. ვუყურებდი და ვერაფერს ვაკეთებდი. არადა მის ადგილას ხომ მე უნდა ვყოფილიყავი. მე უნდა მოვმკვდარიყავი. საბრძოლო ველზე კი ტომი იწვა, ჩემთვის ყველა დროის ყველაზე დიდი გმირი!
მაშინ თითქოს ცა თავზე ჩამომექცა, თითქოს სამყარო გაჩერდა... მხოლოდ ტყვიების გაუთავებელი წვიმა მარწმუნებდა იმაში, რომ ჯერ კიდევ ვარსებობდი. ალბათ თავიდანვე ეს იყო ჩემი ბედი, უსაყვარლესი ადამიანები ჩემივე მიზეზით უნდა დამეკარდა. ტომი ჩემს სიცოცხლეს შეეწირა... ბელა კი... ბელა... ბელა... ტკივილი უზარმაზარი ტალღასავით მოაწყდა ჩემს სხეულს. როგორ მინდოდა დამეჯერებინა, მერწმუნა, რომ ასე ცუდად მისი მიტოვების გამო ვიყავი... და არა იმიტომ, რომ ჩემი ანგელოზი უკვე აღარ იყო...
იმ საღამოს წვიმის სქელი ფარდა ჩამოეშვა მიწაზე. ალბათ ბუნება გლოვობდა ღირსეული შვილის დაღუპვას. მე არ ვიცოდი სად დავმალულიყავი, როგორ მეპოვა ადგილი, სადაც საკუთარ სინდისს გავექცეოდი და დავივიწყებდი რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ჩემთან აღარ იყო... ჩემ გამო... დავწყევლე ის დღე, როცა მე და ტომმა სამხედრო საქმიანობა ავირჩიეთ.
ომი მალევე დამთავრდა. შინ დავბრუნდი, მაგრამ იქაც სიკვდილი დამხვდა, არც იქ მომცა მოსვენება... იქაც ჩემი საყვარელი ადამიანები წაიყვანა. მე კი ისევ უნამუსოდ დამტოვა ცოცხალთა რიგებში. ოჯახის სამივე წევრს იმ დროისთვის გავრცელებული უკურნებელი ეპიდემია შეგვეყარა. მან შეძლო დედაჩემის და მამაჩემის დამარცხება. ხოლო მე სამუდამოდ დამწყევლა. სწორედ ამ ავადმყოფობისგან გატანჯული, მაღალი სიცხით გათანგული ვღაფავდი სულს საავადმყოფოს სარეცელზე, იმის ფიქრში, რომ ეს სამართლიანი აღსასრული იყო ტომის სიკვდილის გამო. გონებაში ტექსტსაც კი ვიფიქრებდი რა უნდა მეთქვა ჩემი მონატრებული მეგობრისათვის, როცა იქ შევხვდებოდი. მაგრამ სიკვდილმა იმის ღირსიც კი არ გამხადა რომ ჩემთან მოსულიყო. სწორედ იმ დროს მიპოვა კარლაილმა, როცა უკანასკნელი ძალებით ვებღაუჭებოდი წუთისოფელს და ფეხის წვერებზე ვიდექი ნაპრალის პირას. მიპოვა და მონსტრად მაქცია, ძალით ჩამათრია უფსკრულში. ისეთ სიღრმეზე, რომ მუდმივად ბნელში ვყოფილიყავი და ვეღარასოდეს მეხილა სინათლე. მართლაც, მე უკუნეთ ღამეში ვარსებობდი, ვიტანჯებოდი, ტკივილთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მივუყვებოდი გზებს, რომლებიც სულ სხვანაირი მეჩვენებოდა. თითქოს სხვა სამყაროში მოვხვედრილიყავი, მაგრამ მაინც ადამიანებთან ერთად განვაგრძოვდი ყოფნას. ვცდილობდი დავმსგავსებოდი მათ, მეცხოვრა მათი ცხოვრებით, წესებით, რომლებიც ჩემთვის ოდესღაც ძალიან ახლობელი იყო; დამევიწყებინა ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი და მეარსება ჩემს წარმოსახვაში შექმნილი ილუზიებით. მეცხოვრა უაზროდ, უმიზნოდ, რაღაცის მოლოდინში. მაგრამ ვაი რომ ეს რაღაც არა და არ ჩანდა. ვიბრძოდი, ვებღაუჭებოდი გაყინული გულის სიღრმეში ჩასახულ ფერმკრთალ ოცნებებს, რომელთაც დრო და დრო ფერი უხუნდებოდათ. ვცოცავდი უშველებელი უფსკრულის ხვრელში, ვეჭიდებოდი ყველაფერს, რაც შეიძლებოდა დასაყრდები ყოფილიყო, რომ ბოლოს და ბოლოს დამეღწია თავი სიბნელის ბატონობისაგან და მეხილა სინათლე, რომელიც იმდენაც წარმტაცი და დიდებული იქნებოდა, რომ თვალებს ამიწვავდა. შემეგრძნო მისი არსებობა და ერთხელ და სამუდამოდ დამემტკიცებინა რომ ჩემი ცხოვრება არ იყო მხოლოდ დაუსრულებელი ბინდი. და მე ვიპოვე ჩემი მზე, რომელიც შუა ღამით ნელ-ნელა ამოვიდა, გაათბო თითოეული გაყინული უჯრედი, მოჰფინა თავისი სასიცოცხლო სხივები ჩამკვდარ ორგამიზმს, სიცოცხლის სული შთაბერა გაქვავებულ სხეულს, ამოვიდა ნელ-ნელა, მთელი თავისი დახვეწილობით, გრაციოზულობით და დადგა ყველაზე მაღლა, დაიკავა ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჩემს არსებაში. გაიბრწყინა როგორც მეტეორმა, როგორც წვიმის შემდეგ ცაზე მოხატულმა ცისარტყელამ. მაგრამ ლამაზი, მოფარფატე პეპელასავით ხანმოკლე აღმოჩნა მისი სიცოცხლე. მე მოვკალი... მე მოვიქციე ძლიერ მუშტში სუსტი, ნაზი არსება. მე გავანადგურე... მე მოვუღე ბოლო ჩემთვის ყველაზე ძვირფას, ყველაზე მნიშვნელოვან საგანძურს.
ხვალ მე პასუხს ვაგებდი ამის გულისთვის... მანამდე კი მინდოდა თვალი გადამევლო ჩემი წარსულისათვის. 109 წელი... სათქმელად იყო ბევრი... საათის ციფერბლატზე ჩანდა დაუსრულებელი, თორემ ჩემთვის წამების ერთი დღე იყო. რომლის აღსაწერადაც ფურცლის ნაგლეჯიც კი ზედმეტია. მხოლოდ რამდენიმე უჯრა გჭირდება რომ დაწერო: ,,სიცარიელე.’’ მინდოდა მეპოვა წარსულში თუნდაც ერთი მიზეზი, რის გამოც ღირდა ეს ყველაფერი. რის გამოც დავიბადე და ჯერ კიდევ უნამუსოდ განვაგრძობდი არსებობას. რის გამოც შეიძლებოდა მეთქვა რომ ამქვეყნად ჩემი მოვლენა არ იყო ყველაზე დიდი შეცდომა. მეფიქრა, რომ მე არ ვიყავი ყველაფერში დამნაშავე და ერთ თბილ სიტყვას მაინც ვიმსახურებდი, თუ მაინცდამაინც შენდობას არა. აღმომეჩინა ერთი კარგი რამ მაინც, რასაც დედამიწაზე ვტოვებდი და რასაც ჩემი ქანდაკებასავით დამსხვრევა შეცვლიდა. გაყინულ გულში ვიხუტებდი დედის მიერ დატოვებულ დღიურს და შევიგრძნობდი, რომ ოდესღაც მეც მერქვა ადამიანი, მეც ვიყავი პიროვნება, მეც მქონდა ჩემი საკუთარი ცხოვრება, ღირსებები და ფასეულობები. ვცდილობდი აღმომეჩინა ისეთი რამ, რისი დათმობაც ხვალ გამიჭირდებოდა, რასაც ტკივილით დავტოვებდი ამქვეყნად...
მაგრამ სამწუხაროდ, სულ მცირე ერთი მიზეზიც კი ვერ ვიპოვე იმისთვის, რომ აღსასრულის წინ ჩემს ბაგეებს გაებედათ და აღმოეთქვათ ერთადერთი სიტყვა: ,,მაპატიე!”



bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 3:37 PM | შეტყობინება # 144

842
83  +
   ±
Offline
Immortal, vaimeeeeee nukaaaaaaaaa. exa 5 wuti gashterebuli vuyurebdi ekrans da ver vxvdebodi ra damewera. dikos srulebis vetanxmebi. es martlac namdvili shedevria. saertod ar etyoba, rom es 14 wlis bavshvis dawerialia. ase megona didi adamianis dawerils vkitxulobdi. romelsac cxovrebashi bevri unaxavs da bevri ram gamoucdia. mokled shokshi var da ar vici ra gitxra. ramdeni xani velodi am tavs, magram molodini amad namdvilad girrda! ar vici sxva ra dagiwero. uuunichieresi adamiani xar snegurochka snegurochka snegurochka

★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 4:13 PM | შეტყობინება # 145
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
Immortal, wow dzaan magari tavi iyo genacvale sityvebi ar myopnis ise var shenit agprtovanebulii. yochag.. dzalian kargad, propesionalurad da unakold wer.veraperze ver ityvi rom zedmetia an sadme raimes chamateba sheidzleba. velodebi mteli sulit da gulit shemdeg tavs. aba shen ici snegurochka snegurochka


saaaliთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 9:40 PM | შეტყობინება # 146
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
aii sityvebi ar myopnis namdvilad.. piri jer kidev gia maqvs da ise vwer am komentars.. shen xar ragac unichieresi bavshvi, nichis maqsimaluri mozgvaveba gaqvs rasac qvia da umagresad wer.. ara mgonia stefanis kidev uketesad daewera, imitom rom essheudzlebelia... surprised happy happy happy sruli propesionalivit wer rasac qvia, amaze seriozulad unda ipiqro.. sheni tavebi srul shokshi magdebs aramarto me yvelas saitze da chaagdebs yvelas vinc ki odesme waikitxvas.. namdvilad ar etyoba rom tineijeris dawerilia.. aii uzomod magri xar da amdeni xnis lodinad girda ki ara da metic rogor girda tan biggrin imedia ardadegebze xshirad dadeb xolme da gagvanebivreb axal-axali tavebit happy happy happy dzalian nichieri xar da adamianshi amas dzalian vapaseb happy happy happy yochag vamayob shenit rom xar saitze, rom vkitxulob shens nawers , rom gicnob imdenad mainc rom chemi shtabechdilebis daweris sashuleba maqvs happy happy happy happy happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

DiiiK♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 3:57 PM | შეტყობინება # 147
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Immortal, ინტრიგანიის ხმაა მესმიიის :* biggrin biggrin
აი ბავშვებს ვეთანხმები happy happy happy ყოჩაღ, ეს თავი ტრიუმფის წინა იყო (ტრიუმფი მალე იქნებააააა biggrin იიის თავიი, ჩეეემიი )
და ყველანააირ მოლოდინს გადაჭარბა!!! მე ველოდი ვოლტურებთან დაკავშირებულ თავს, მაგრამ თან ვფიქრობდი, ამ ამოსაწყვეტ ვოლტურებზე რაღა უნდადაწეროსმეთქიი დაა ეს თავი რომ წავიკითხე (ვიფერებ, რომ ბეტას შემდეგ პირველი ვიყავი)
შოოოკში ჩაავარდი... თან ქალბატონი მწერს (ნუკას ვგულისხმობ biggrin ) რაღაც არ მომწონს ეს თავი, ხომ არ წავაზღაპარეო... არა, ამის მერე შენ ცოცხლად დასატოვებელი ხააარ? ამ თავზე რომ ვინემე რამეე ცუდი თქვაას... (ნუ ნუკას ეხება ეს ძირითადად biggrin ) არ ვიცი რას ვუზაამ!!!! წინ მაგარი ტავები გველოდება, ამიტომ სიცოცხლეს გაუფრთხილდიიიიი happy happy tongue snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka
snegurochka
რაც შეეხება საქმესთან ახლოს ყოფნას... შესანიშნავთა შორის შესანიშნავი თავი იყოო! ისეთი, რასაც არავინ ელოდა და ვერ წარმოიდგენდა! თხრობა ისე წმინდად მირაკრაკებდა, მთის პატარა, ახალდაბადებულ ნაკადულსაც კი შეშურდებოდა happy
ეს ისტორია კი თავიდან ბოლომდე შესანიშნავი იყოო!!!! უმაგრეესიიი ხაარ ნუუუკ :* :* :* snegurochka snegurochka snegurochka thumb thumb thumb thumb thumb thumb



SLYTHIთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 7:35 PM | შეტყობინება # 148

259
11  +
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
Immortal, vaimeeeeee nukaaaaaaaaa. exa 5 wuti gashterebuli vuyurebdi ekrans da ver vxvdebodi ra damewera. dikos srulebis vetanxmebi. es martlac namdvili shedevria. saertod ar etyoba, rom es 14 wlis bavshvis dawerialia. ase megona didi adamianis dawerils vkitxulobdi. romelsac cxovrebashi bevri unaxavs da bevri ram gamoucdia. mokled shokshi var da ar vici ra gitxra. ramdeni xani velodi am tavs, magram molodini amad namdvilad girrda! ar vici sxva ra dagiwero. uuunichieresi adamiani xar

Tamom dawera rac unda metqva da ar vici raga davwerooo...
saertod ar iyo es chveulebrivii Taviii.. yvelaze yvelaze sauketeso Tavi iyo "without sun"-shiii... sityvebs ver vabav ertmanets ro davwero ras vfiqrob.. ver vigeb rogor unda werdes amas 14 wlis bavshvi ase.. asee.. ase ragacnairad.. surprised surprised grdznobebit da emociebit.. achvenet es nawerii msoflios (bindis fanebs) da stefani meiers chaqolaveen surprised surprised dzalian magari xar nuk!! dzalian dzalian magrad wer !! snegurochka snegurochka

S@liთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 9:03 PM | შეტყობინება # 149
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Immortal,

ese igi, nu ar vici rit daviwyo. martla ver vpoulad shesaperis sityvebs. Pirvelad, mgoni, uazrod vzivar da ar vici ra vtqva!
Bolo ori tavi wavikitxe! Rogorc iqna! vici rom unamuso mkitxveli var da chavardnebi maqvs xolme, magram chemi gamosworeba etyoba ar iqneba! biggrin
Zedized orjer vitire. Me-16 tavze da flashbackze.
Volturebi magari... swervebi agmochndnen angry Rogor epyrobodnen Edwards! Edwardi ki iseti sasorwarkvetilia... sad
Flashbacki? Es iyo ragac bomba! Aseti tavi rtulia sheapaso satanadod, radgan me piradad jerac ver movsulvar gons! Sehn farda axade im yvelapers, rac aqamde ucnobi iyo chventvis. Imas, rac stefanis naxsenebic ki ar aqvs magram, ai, kitulob "Without sun"-s da ggonia, rom swored aseti unda yopiliyo Edwardis warsulic. Vkitxulobdi da mjeroda, rom edwardi swored iseti iyo, rogoric shen agwere. Tan ise gaqvs dawerili, rom natlad warmomidga tvalwin edwardi - patara, lamazi bichuna tavisi gamorcheuli shinagani samyaroti. Bolo ori abzaci ki... ar viic ra vuwodo! Gepicebi, cremlebi maxrchobda, rom vkitxulobdi. Miuxedavad im tanjvisa, rac man gamoiara, miuxedavad misi ketilshobilebisa, is mainc tavs girsad ar tvlis, rom saertod arsebuliyo.

Quote (Immortal)
მხოლოდ რამდენიმე უჯრა გჭირდება რომ დაწერო: ,,სიცარიელე.’’

Ai am strofebze vbgaodi! Ai axlac, rom davakopire, uneburad gadavikitxe es sityvebi da cremlebi isev momadga. bolos momigebs es chemi emociuroba da sheni fanfikia : D
Am tavis citirebas rom mivyve, albat verc dges movrchebi da verc gadmovcem yvelapers, rasac vgrdznob.

Ar vici, mitqvams shentvis tu ara (Oh, es sklerozi!gaxdebi shen 17 wlis da mixvdebi biggrin ) , magram ramdeni xania ramdeni rusuli sites momxmarebeli var, magram sul titze chamosatvleli fanfikia, romlebmac shesdzles da saocari emociebi gamoiwvis chemshi. Aris fanfikebi, romlebsac waikitxav, mogewoneba da titqos kmayopilebis grdznoba grcheba, magram cota xanshi gaviwydeba da rodesac waayydebi fiqrob : " Aaaa, es xom is fanfikia, romelic odesgan wavikitxe". Magram aris gamonaklisebi da sheni ... nawarmoebi (fanfiks ver vuwodeb) im uishviates fanfikebs ganekutvneba, romelic ar gaviwydeba da did emociebs iwvevs. Romelsac ver auvli gverdit da aucileblad adre tu gvian kidev mogindeba gadakitxva, kidev da kidev. Sheni nawerebi srulyopilia, rogorc emociebis, agwerebis, ase dialogebi mrxivac, tumca ki arc ise bevria. Aris ragaceebi, rasac ver gadmoscem, tu nichi ara gaqvs, shen ki nichi namdvilad gaqvs da ver warmoidgen rogor mixaria, rom shennair adamians vicnob.
Da dzalian gtxov, sruli seriozulobit geubnebi (!!!) : rac ar unda moxdes, romel profesiasac ar gayvebi, pirvel rigshi gaxsovdes, rom shen xar genialuri mwerali da arasodes ar miatovo es saqmianoba! Es sheni nichia da kidev upro unda daixvewo (tumca meti sadga? wacko ).

Dasamatebeli kidev bevria, magram ubralod getyvi, rom didi, didiiii madlobeli var sheni, rom chven imis shesadzlebloba gvaqvs, rom sheni "Without sun" vikitxot! Miyvarxar, nuka! =* snegurochka

P.S. stefani shentan shedarebit araraobaa da noli. Sheni nawerebi rom gavugzavno, mware cremlebit itirebs biggrin


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 5:14 PM | შეტყობინება # 150
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
ai prosta ar vici : ((( arc vici rogor meyofa sityvebi amis asagwerad : (( albat ar ici shen ramdeni fiki maqvs wakixtuli aqac da rusul saitebze : ) magram martla seti ar shemxvedria : ) :* ai martla ise agwer , ise gadmocem am tkivils arc vici saidan modis es yvelaferi : ) titqos videqi da vuyurebdi rogor chaiares moxuci kaics gverdit, titqos davinaxe rogor atirda edwardi, warmovidgine dedamisis cxovreba , rogor werda dgiurebs...... es yvelaferi iseti gulis amachuyebelia ... agtacebuli var martlla :* ar mesmis rogor unda dajde 14 wlis bavshvi da es dawero, moifiqro.... is rom uzomod nichieri xar albat bevrjer mec mitqvams da sxvasac : ) ar vici.... meti rogor gadmogce chemi emocia ar vici : (( :* sauketeso fikia yochag happy happy happy snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka

ძებნა: