ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
Without sun

Bella_Cullenთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1
Miss Cullen
371
77  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება:without sun
ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი)
ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე)
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე
ჟანრი;მელოდრამა
მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი.
სტატუსი:წერის პროცესში
ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..


Immortalთარიღი: კვირა, 2010-09-05, 9:13 PM | შეტყობინება # 76
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
S@li, vaime tvalebi gamipartovda axmela komentari rom wavikitxe.
Quote (S@li)
simartle gitxra arc ki vici, gaqo am tavistvis tu gechxubo imis gamo, rom amden ganx matire ras merchodi?

jobia mechxubo biggrin chemi mizanic xom eg iyo, damenaxebina tqventvis rom edwardi ar moiqca arasworad roca bella miatova. namdvilad ar megona tu tqveni ramodenime cremlis mizezi mainc gaxdeboda es naweri.
Dzalian momwons sheni msjeloba da yvelapershi getanxmebi. edwardi ar aris egoisti, tavis tavs yvelaze bolos ayenebs da amitomac mimizida am personajma. dznelia roca adamiantan yopnis upleba ar gaqvs imis gamo, rom is xar rac ar ginda rom iyo. umetesoba ver gaudzlebda amas da edwardma imdeni msxverpli gaigo am erti chveulebrivi gogos gulistvis, rom ar vici....
Quote (S@li)
Eliss minda calke madloba movaxseno Kargad iqceva, cdilobs edwardi bellastan daabrunos, magram, chemi azrit, tu tviton edwardi ver mixvda amas, mis mcdelobebs azri ar eqneba.

xo elisi bolomde vabrdzole. ragac variantshi martali xar, tviton edwardma unda gadawyvitos magram momdevno tavshi gamochndeba rom elisma shedzlo mainc ragac gavlenis moxdena edikas piqrebze.
Quote (S@li)
Mokled, Nunuk, agar vici ra sityvebit shegamko da ra gitxra, roogr agixsna, rom saocari adamiani xar. Chemi azrit, is, rom yvelas ase axlos migvaqvs gultan es yvelaperi, sauketeso jildoa mwerlistvis. Dzalian nichieri xar da aba shen ici, ase gaardzele Chemi imedia yoveltvis gqondes. Miiiiyvarxar

genacvalee,ugrmesi madloba mardacheristvis da aseti tbili sityvebistvis. mec dzalian dzalian miyvarxaar

დამატებულია (2010-09-05, 9:13 PM)
---------------------------------------------
აიი დაგიბრუნდიით!
10 თავი
წინ ჩამირბინა. არ იცოდა, რომ თავისი ცხოვრების უკანასკნელ წამებს ჩაუქროლა. სურნელმა ყელი ჩამწვა, მთელი სხეული ცეცხლად ქცეულიყო. ოთხი თვე... აღარც კი მახსოვდა, ბოლოს როდის ვინადირე. ეს უაზრო, უშედეგო ქმედებად მეჩვენებოდა, ახლა კი უბრალოდ ვეღარ გავუძელი, ლომთან მივვარდი და კბილები ჩავავლე. გაოგნებული ვიყავი, როგორი სასტიკი გავმხდარიყავი ამ დროის განმავლობაში. ნუთუ ეს იმის ბრალი იყო, რომ მშიერი ვიყავი... თუ იმის, რომ ჩემგან აღარაფერი დარჩენილიყო ტკივილის გარდა? ყველანაირი გრძნობა, სიბრალული, სიკეთე თუ სიყვარული, ყველაფერი ბელას დაკარგვასთან ერთად დამემარხა. ცხოველის სისხლს დავეწაფე, შეშლილივით ვიქცეოდი, ვსვამდი, ვხვდებოდი, რომ უკვე ზედმეტი მომდიოდა, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი; ბოლო წვეთებს ვისრუტავდი მისი სხეულიდან, ყველანაირად ვცდილობდი ბოლომდე გავსებულიყავი სისხლით, იქნებ ტკივილისთვის ადგილი აღარ დამეტოვებინა და მეიძულებინა გარეთ ამოეხეთქა. მაგრამ უფრო და უფრო ვეძლეოდი სასოწარკვეთას. თითქოს ჩემი კანი ტკივილით იყო გაჟღენთილი და შიგნით მხოლოდ სიცარიელე სუფევდა.
თანდათან ძალა მომემატა, შედარებით მხნედ ვგრძნობდი თავს. მაგრამ ეს ბევრად უფრო ძნელი ასატანი იყო. მეჩვენებოდა, რომ ძველი ცხოვრების რიტმს ვუბრუნდებოდი, ენერგია იმედის ნაპერწკალსაც მინერგავდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ მე ხომ ვიცოდი... საათობით ვარწმუნებდი ჩემს თავს, ხმამაღლა ვუმეორებდი, თითქმის ვყვიროდი: ,,ის ბედნიერი იქნება ჩემ გარეშე”,ბელა ადამიანია, თბილი, სათუთი, კეთილი, მე კი ვამპირი, მონსტრი, ურჩხული, ეგოისტი და ლაჩარი, მკვლელი... რა შეიძლებოდა გვქონოდა ჩვენ საერთო? კრავი და ლომი, მზეთუნახავი და ურჩხული, ცა და დედამიწა. ეს სიყვარული თავიდანვე ილუზიებზე აგებული ისტორია იყო.
როგორ მინდოდა, რომ ცოტა ხნით მაინც შემძლებოდა ძილი. ჯანდაბა, ვის დავეწყევლე ასე? რატომ ვიყავი განწირული ასეთი კოშმარისთვის? მე ხომ არავითარი დანაშაული არ მქონდა ჩადენილი. რატომ ვისჯებოდი ასე სასტიკად იმის გულისთვის, რომ ჩემს სიცოცხლეს მაშინ არ დაესვა წერტილი, როცა ეს ლოგიკური იყო? ნეტავ მაშინ მოვმკვდარიყავი, როცა სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელი, საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. ოღონდ სიკვდილი ჩემთან მოსულიყო და მერე თუნდაც ჯოჯოხეთში წავეყვანე. რა ჩამედინა, რომ ეშმაკის სამფლობელოც ასეთი სანატრელი გამხდარიყო ჩემთვის?
ახლა რომ თვალები დამეხუჭა და ეს ფიქრები მომეშორებინა თავიდან, რომლებიც ქვეწარმავლებივით დაძვრებოდნენ ჩემს თავში. გავიღვიძებდი, ეს ტკივილიც სიზმრად მომეჩვენებოდა, სამყაროს ახალი თვალით შევხედავდი. არ ვიქნებოდი ასეთი დატანჯული და ენერგიაგამოცლილი. სხვისი ფიქრების დაბლოკვა ხომ შემეძლო, საკუთარს რატომ ვერაფერს ვუხერხებდი?
გადავწყვიტე ცოტა ხნით ქალაქში გამესეირნა. არა მგონია, ისევ ისეთი საშინელი სანახავი ვყოფილიყავი. მივაბიჯებდი, ხეებს შორის გაკვალულ გზას ნელა მივუყვებოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ წინ დაბრკოლებებით აღსავსე მარშრუტი მელოდა, თუ წარმატებით გავივლიდი, მასთან მივაღწევდი. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო... თუნდაც მეხი ჩამოვარდნილიყო, გადაუღებლად ეწვიმა, ქარიშხალს დედამიწა თავის ძლიერ მკლავებში მოექცია, მიწისძვრას პლანეტის გული შუაზე გაეპო... რაც არ უნდა მომხდარიყო, მე მაინც მივიდოდი ბელასთან, მაგრად ჩავეხუტებოდი და მილიონჯერ გავუმეორებდი, თუ როგორ მიყვარს. გაყინული ვარ, მაგრამ მისი გულისთვის ცეცხლად ვიქცეოდი და გავათბობდი, გავაშრობდი მის ცრემლებს, თავად კი ვიტირებდი, იმის გამო, რომ დავტოვე... ტკივილი მივაყენე. ხელში ავიყვანდი, მაგრად ჩავიკრავდი გულში და მისი სიახლობით დავთვრებოდი...
მოულოდნელად ჩემ წინ შეყვარებულებმა ჩაიარეს და ტყისკენ შეუხვიეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად მომინდა, რომ გავყოლოდი მათ. ასეც მოვიქეცი, თუმცა კი ვერ ვხვდებოდი რატომ ვაკეთებდი ამას.
ბიჭმა გოგოს ხელი მოხვია და უფრო მაგრად მიიკრა. ნეტავ რატომ ვაიძულებდი ჩემს თავს ამის ყურებას? ეს ხომ აუტანელ ტკივილს მანიჭებდა.
ცოტა ხანი იარეს, მერე ერთ ადგილას გაჩერდნენ დ ახის მორზე ჩამოჯდნენ. ბიჭმა შეყვარებულის სახე ხელებს შორის მოიქცია, წინ წაიწია და აკოცა.
თვალები დავხუჭე. მე მარტო ვიყავი და არასოდეს მეგრძნო ეს ისე მძაფრად, როგორც ახლა. მანამ, სანამ ბელას შევხვდებოდი, ჩემი ოჯახის და უამრავი ნაცნობისდა მიუხედავად, მაინც მარტოსული ვიყავი, ახლა კი... სხვა სიტუაცია იყო, უფრო რთული, უფრო მძიმე, ალბათ იმიტომ, რომ უკვე გაგებული მქონდა სიყვარულის გემო.
მათი ფიქრების წაკითხვა გადავწყვიტე. გოგო ისეთი ბედნიერი იყო, მრცხვენოდა კიდეც, რომ მისი აზრები მესმოდა. ეს იყო ნამდვილად შეყვარებული ადამიანი, რომელიც სამყაროს ვარდისფერ ფერებში ხედავდა, თავისი გრძნობებით არსებობდა, სუნთქავდა, არ ანაღვლებდა არავინ და არაფერი, მთავარია ოცნების პრინცი მის გვერდით იყო, გრძნობდა ბიჭის სიახლოვეს, სითბოს და წამები ისევე სწრაფად ცემდა, როგორც მისი გული. დრო მიჰქროდა, თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთადერთი რაც ახსოვდა, ეს იდეალური, სრულყოფილი მომენტი იყო, რომელიც თითქოს არასდროს დასრულდებოდა. მესმოდა როგორ რეაგირებდა ის ბიჭის ნებისმიერ შეხებაზე, რას ნიშნავდა მისი სიახლოვე და მიკვირდა, ბელაც იმავეს გრძნობდა თუ არა ჩემთან ყოფნისას?
ბიჭის ფიქრებზე გადავერთე იმ იმედით, რომ მათში უფრო ნაცნობს და ახლობეს ვიპოვიდი, მაგრამ... ნეტავ საერთოდ არ გამეგონა ეს სიტყვები...
,,ყოჩაღE, ვილ! ნამდვილად ვამაყობ შენით. როგორც იქნა მივაღწიე მიზანს, სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო უკვე ჩემია. როგორც ჩანს, ნამდვილად მიმართლებს. გულუბრყვილო ბავშვი, ფიქრობს, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი მოვიდა მის წასაყვანად. ო, ჯულიეტა, ჩემო მზეთუნახავო, შენი რომეო გეახლა, შენი მონა-მორჩილი. ჰა, ჰა, ჰა! არა, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი მსახიობი ვარ. მგონი ამ პროფესიაზეც ღირს ფიქრი, ნამდვილად წარმატების მწვერვალებს დავიპყრობ, თუკი, რა თქმა უნდა, მთავარ როლებში ასეთი შტერი გოგოები იქნებიან.”
ძლივს ვითმენდი, რომ ამ იდიოტს არ მივვარდნოდი და ნაწილებად არ დამეფლითა. როგორ ბედავდა?! სიამოვნებით ვასწავლიდი ჭკუას. სულელი, ამპარტავანი, ეგონა სამყაროს ცენტრი იყო? ასე სხვის გრძნობებზე როგორ თამაშობდა? ეს ხომ ნამდვილი სისასტიკე იყო, გულის მაგივრად ქვა ედო? რატომ ვერ ხვდებოდა, გოგოს ხომ გულწრფელად უყვარდა, თავად კი ასე უპრობლემოდ ისროდა მის ოცნებებს სანაგვეზე. ნეტავ რამდენი ასეთი ეგოისტი დააბიჯებს ამ ქვეყანაზე? მოულოდნელად თავში გამოელვა აზრმა, რომელმაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა ჩემი ტანჯვის ისტორიას. რა მოხდებოდა ბელაც რომ გადაყროდა ერთ-ერთ მათგანს? მე ხომ მას ვეღარ დავიცავდი...
გონზე რომ მოვედი, უკვე უკანმოუხედავად მივქროდი. არ ვიცი საით, მაგრამ ტკივილს გავურბოდი. ნანახი უკან უნდა დამეტოვებინა, მაგრამ წინ ისევ ის მოგონებები მიდგებოდა. ცოტა ხნის წინ დასმული კითხვები გონებას მიღრღნიდა, შიგნიდან მჭამდა, პასუხები კი ჯიუტად იმალებოდა, საუბედუროდ ხსნა არსაიდან ჩანდა.
ამას ვეღარ გავუძლებდი. მეც ხომ გამაჩნდა გრძნობები, მეც ხომ მტკიოდა! ეს უკვე აუტანელი იყო, ყველა ზღვარს გადასული. მოსვენებას მიკარგავდა ელისის სიტყვებიც: ,,თავადაც მშვენივრად იცი, რომ ბელა საფრთხეს მაგნიტივით იზიდავს. გინდა თქვა, რომ ასე დაუცველს დატოვებ?” თითოეული სიტყვა განგაშივით ჩამესმოდა ყურში, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სამყაროს აღსასრული ახლოვდებოდა და მთელი ქვეყანა პანიკას მოეცვა. ირგვლივ კი ისევ ის სიწყნარე იდგა...
მეტი აღარ შემეძლო. არსებობდა ტკივილის ზღვარი, რომელსაც ვერ გავცდებოდი, ვეღარ ავიტანდი. ეს უკვე საკმაოდ შორს იყო ამ ზღვარიდან. მიჭირდა ისე, როგორც არასდროს. ყველაფერი ერთდროულად დამესხა თავს. ალბათ გავგიჟდებოდი.
სასწრაფოდ მაღაზიაში შევვარდი, იარაღს და ტყვიებს დავავლე ხელი, მერე შეუმჩნევლად გამოვვარდი იქედან და ისევ ტყეში დავბრუნდი.
ოთხი თვე... 123 დღე... 123 ტყვია დავიხალე გულში. კიდევ ერთხელ განვიცადე ის ტკივილი, რომელიც 123 დღე, ანუ 10 627 200 წამის განმავლობაში მასწორებდა მიწასთან. ამდენჯერვე გაისმა სროლის ხმა, ალბათ ხალხი მოგროვდებოდა, დაიწყებდნენ დამნაშავის და მოკლულის ძებნას, მაგრამ უშედეგოდ. გამოძიება გვამის აღმოჩენის იმედის დაკარგვასთან ერთად დაიხურებოდა. იმას კი ვერავინ მიხვდებოდა, რომ იმ დღეს მართლაც მოკვდა ვიღაც, მოკვდა ტანჯვით და სიყვარულით, მოგონებებით, მოკვდა ყველა გრძნობა და გონება, მოკვდა, მაგრამ ცარიელი სხეული მაინც უნამუსოდ დააბიჯებს ამ ქვეყანაზე. ვერავინ მიხვდება ვერც იმას, რომ ის იმ 123 გასროლის მსხვერპლი სულაც არ გამხდარა. . .




DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-09-05, 9:38 PM | შეტყობინება # 77
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
OMG!!! OMG!!! ნუ მართალია ყვეელა ვიძახით, რომ ნუკა შესანიშნავად წერს, მაგრამ მე რა ვქნა, რომ მისი ყოველი ახალი თავი მაოცებს?!
Immortal, ძვირფასო, ეს მართლაც შესანიშნავი თავი იყო! კი მითხრეს, რომ რაღაც საოცრება დაწერე, მაგრამ წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა! გითხარი და გიმეორებ, რომ ედვარდის ფიქრებს ისე გადმოსცემ, როგორც საჭიროა! ეს მართლაც შემზარავი და საშინლად დამამწუხრებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ასე იტანჯება. ძალაინ მომეწონა ედის ფიქრების მიმდინარეობა... ლოგიკურად იყო დაწყობილი და ფაქტიურად ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე (ამას ის დაუმატე, რომ საშინლად დაძაბული ვკითხულობდი) ეს თავვიც, როგორც სხვები, დიდი ტკივილით იყო გაჟღენთილი და ამ ყველაფერს შეყვარებული წყვილის გამოჩენა კიდევ უფრო ამძაფრებდა! მათი სიუჟეტში შემოსვლა კარგად გამოგივიდა და ედვარდის აფექტის მდგომარეობაში მკვლელობაც ისე ჩააჯინე, რომ ვერავის დასცდება, ედიმ რატომ მოკლაო... ის ბიჭი ღირსი იყო სიკვდილის, ტუნდაც იმიტომ რომ ჩვენი მთავარი გმირი ასე იტანჯებოდა, ის კი მასზე შეყვარებულ გოგოს ცუდად ექცეოდა... და ის 123 დღე და ის წამები...შესანიშნავად გამოგივიდა. აი მაგ მომენტზე მიმტყუნა ზუსტად ნერვებმა, რომ მოგივარდი სკაიპში biggrin დასასრული კი მდენად სევდიანი იყო რომ...სიტყვები არ მყოფნის გითხრა, თუ როგორ მინდა შემდეგი თავის წაკითხვა!!! ძალაინ ნიჭიერი, უნიჭიერესი ბავშვი ხარ!!! შესანიშნავად წერ და მე ვიცი, შენს ნაწერს გულგრილად და მძიმე ემოციების გარეშე ვერასოდეს წავიკითხავ! cry cry cry cry cry cry პლაგიატობაში არ ჩამომართვა და ნამდვილად ფენომენი ხარ! kiss ძალაინ მიყვარხარ, ჩემო კარგოოოო kiss :* kiss



Immortalთარიღი: კვირა, 2010-09-05, 11:18 PM | შეტყობინება # 78
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
stupid_l@mb, vaimee dik ratom gaiget yvelam mase? EDWARDS IS BICHI AR MOUKLAVS! es rom sdomeboda, iaragi saertod arc daschirdeboda. is sheyvarebulebi wavidnen, edwardma ki is 123 tyvia tavis tavze daixala. vegar gaudzlo im tkivils,romelic imis codnam miayena, rom bellas ase daucvelad tovebda. mokled chemi edika mkvleli ar aris biggrin es ubralod tkivilis simboluri gamoxatuleba iyo.
იმას კი ვერავინ მიხვდებოდა, რომ იმ დღეს მართლაც მოკვდა ვიღაც, მოკვდა ტანჯვით და სიყვარულით, მოგონებებით, მოკვდა ყველა გრძნობა და გონება, მოკვდა, მაგრამ ცარიელი სხეული მაინც უნამუსოდ დააბიჯებს ამ ქვეყანაზე. ვერავინ მიხვდება ვერც იმას, რომ ის იმ 123 გასროლის მსხვერპლი სულაც არ გამხდარა. . . ai amas unda dakvirvebodit biggrin salimac eg ipiqra roca waikitxa.
didi didi madloba chemo kargo aseti komentaristvis. yoveltvis tbil sityvebs imeteb chemtvis da es dzalian bevrs nishnavs merwmunee. chemii nichierii gogoo.miiiy kiss :* kiss



DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-09-05, 11:26 PM | შეტყობინება # 79
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Quote (Immortal)
გამოძიება გვამის აღმოჩენის იმედის დაკარგვასთან ერთად დაიხურებოდა.

ვაიჰ, ისე ვიყავი აფორიაქებული, რომ ეს წინადადება ისე გავიგე, თითქოს მკვლელის კვალს რომ ვერ იპოვიდნენ biggrin

Quote (Immortal)
didi didi madloba chemo kargo aseti komentaristvis. yoveltvis tbil sityvebs imeteb chemtvis da es dzalian bevrs nishnavs merwmunee. chemii nichierii gogoo.miiiy kiss

შენ ამაზე გაცილებით მეტს იმსახურებ, დამერწმუნე. ვიცი, რომ ყოველ სიტყვას შენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რა ბედენაა ჩემი სიტყვები?! იცოდე, შენთვის ყველაფერი საუკეთესო მემეტება kiss მეც ძალაინ მიყვარხაააარ kiss :* kiss



elisთარიღი: ორშაბათი, 2010-09-06, 9:06 PM | შეტყობინება # 80

44
28  +
   ±
Offline
nuki ra davwero iseti rac ar mitqvams aqamde? ubralod saocar gancdebshi var, ra davarqva ar vici, vkitxulob mtel tanshi majrialebs da yelshi burti mechxireba, rogor shegidzlia ase sheexo adamianis grdznobebs?nuki unichieresi adamiani xar, shen didi mwerali iqnebi, nikas vetanxmebi, namdvili propesionali xar, martla aucileblad miige monawileoba konkursebshi, ubralod upleba ar gaqvs es nichi damalo.
gamagija am tavma, saertod ra xdeba, edvardi mec miyvars da gavuge roca bella miatova, warmovidgine ra dgeshic miqneboda magram es? shokirebuli var.. rogor mainteresebs(tu rodesme gvegirsa) new moonis stepaniseburi versiis shedareba edvardis pirit da am fikis. mgonia rom bevri msgavseba iqneba) saertod kitxvisas saertod maviwydeba rom es ertma patara gogom dawera, iseti shegrdzneba maqvs rom stefanis ert-ert tavs vkitxulob. mokled shen me gamagijeb ra:D sheni pani var :********* daa dzaalian gtxooov dade kideee :****



Takoთარიღი: ორშაბათი, 2010-09-06, 9:15 PM | შეტყობინება # 81
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
sityvebi zedmetiaa... giji xar shen! giji geniosi biggrin ro momkla ase lamazad ver davwer biggrin ai ras nishnasvs rodesac nichi gaaqvs ! BRAVO!


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

Immortalთარიღი: შაბათი, 2010-09-11, 9:55 PM | შეტყობინება # 82
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
Twilighter, ნიკა უღრმესი მადლობაა. აჭარბებ მაგრამ მაინც ძალიან მადლიერი ვარ ამ სიტყვებისთვის.
Quote (Twilighter)
bevri ramis dacera minda, tumca klaviaturas problema aqvs da xelebi mtkiva ukve imxelas vacher...mokled magari xar))

რაც დაწერე ისიც საკმარისი იყო.
elis, ნათიი ჩემი ერთგული მკითველიი. მოკლედ რამდენჯერ დაგწყვიტე გული ამ ოხერი ახალი თავების გამო sad იმედი მაქვს მაპატიებ.
Quote (elis)
edvardi mec miyvars da gavuge roca bella miatova

ედვარდი ვის არ უყვარს biggrin მიხარია, რომ თავიდანვე ჩვენს მოსაზრებას ეთანხმებოდი და არ თვლი შეცდომად იმას, რომ ბელა მიატოვა. ნუ ამას ძალიან ბევრი ცუდი რაღაც მოყვა, ასეთი არამიწიერი ტანჯვა, რაც არ უნდა ბედნიერი იყოს ედვარდი მაინც თავის კვალს დატოვებდა. მაგრამ მასაც ხომ უნდა გავუგოთ?
Quote (elis)
rogor mainteresebs(tu rodesme gvegirsa) new moonis stepaniseburi versiis shedareba edvardis pirit da am fikis. mgonia rom bevri msgavseba iqneba)

ოო ეგ მეც მაინტერესებს. აიი არ ვიცი რა გრძნობა მექნება როცა სტეფანის ვერსიას წავიკითხავ, წინასწარ ვიცი რომ თავს უკანასკნელ იდიოტად ვიგრძნობ მაგრამ მაინც მაინტერესებს ის რა სტილს აირჩევს, ან საერთოდ დაემთხვევა თუ არა რამე.
Quote (elis)
saertod kitxvisas saertod maviwydeba rom es ertma patara gogom dawera

ხოო ეგ ჩემი ზოგადი პრობლემაა, რომელიც ძალიან მაწუხებს. აშკარად ასაკს ვუსწრებ biggrin ჩემი ტოლები ვერ მიგებენ, უფრო დიდებთან მაქვს ურთიერთობა. თურმე ნაწერშიც აისახა ეს biggrin
Tako_Twilfan, დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო, მხარდაჭერისთვის და გულთბილი კომენტარისთვის.
ახლაა კი საქმეეე biggrin

11 თავი
იმ დღეს გადაუღებლად თოვდა... ლურჯი ციდან ცვიოდა თეთრი ფანტელები და ცეკვა-ცეკვით ეშვებოდა დედამიწაზე. მერე მას მეორე ემატებოდა, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. ქათქათა ქურქში გახვეული მიდამო თითქოს თბებოდა, მე კი ხეზე ვიყავი შემომჯდარი და დაბლა ფეხის დადგმის მეშინოდა. მეშინოდა იმიტომ, რომ ბუნებას შესცივდებოდა. რა საჭირო იყო ჩემნაირი გაყინული და უგულო არსების შეხება? შორიდან ვუყურებდი, მაგრამ თვალები ვერაფერს ხედავდნენ, ისინი გამჭვირვალე თოვლს ქვევით გარბოდნენ და სადღაც უსასრულობაში იკარგებოდნენ. ვიჯექი იქ, გაბრუებული და ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, თითქოს ვაკუუმში ვიყავი გამოკიდებული. ვერც ვფიქრობდი. ჯანდაბა, უკვე ტვინის უჯრედებიც გამყინვოდა. ისინი იკუმშებოდნენ და ერთმანეთს მაგრად ეკვროდნენ, არ უნდოდათ რაღაც აზრის განთავისუფლება და ზედაპირზე ამოსვლა. არ ვიცოდი რა დღე იყო, რა თვე, რა ადგილი... ალბათ უკვე თებერვალი მიიპარებოდა და ასპარეზს გადარეულ მარტს გადასცემდა. ნეტავ რა აზრი ჰქონდა? ვგრძნობდი, რომ საბოლოოდ დაკარგული ვიყავი. წარმოგიდგენიათ სამყარო პლანეტების, ვარსკვლავების, მეტეორების და ყოველგვარი ციური სხეულების გარეშე? აი, ზუსტად ასე. ჩემი საკუთარი ჰეროინი... დიდი ხნის წინ დამენებებინა მისთვის თავი, მაგრამ დღემდე ჩემში იყო გამჯდარი მისი სურნელი, მისი სითბო... დღემდე ისევე მოქმედებდა ჩემზე, როგორც ადრე.
ვუყურებდი თოვლს და ის უცნაურად მამშვიდებდა. წყნარი სიკვდილი, მემგონი ჯობია, არა? ჩემი ტკივილი... ის ნაპირთან მიახლოებულ ზღვის ტალღას მაგონებდა, რომელიც ნელა, ლაღად მიუყვება კალაპოტს, ზოგჯერ კი აბობოქრებული ამოყოფს თავს და მანძილთან ერთად იზრდება, მთელი ძალით მოაწყდება ნაპირს, ხოლო მერე პატარ-პატარა ნაწილებად დაშლილი უკან ბრუნდება. ვერ ვხვდებოდი რატომ არ ვღრიალებდი, ან განაწამები აქეთ-იქით რატომ არ ვასკდებოდი. უბრალოდ ვიჯექი იქ, უაზროდ, დაცარიელებული და განადგურებული, ვუყურებდი თოვლს, ისე თითქოს მანამდე არასდროს მენახა. ალბათ იმიტომ, რომ თეთრი სიწმინდესთან, სიმშვიდესთან და ... ანგელოზთან ასოცირდება. ვიხსენებდი მას, მის თითოეულ ნაკვთს, იმ ბედნიერ დღეებს. როცა პირველად ,,გავასეირნე” ტყეში, როგორი შეშინებული იყო, დამფრთხალი ჩიტივით და მაინც ისევ ისეთი საყვარელი; როგორ წითლდებოდა ჩემი თითოეული შეხებისას, ლოყები ხომ ჩემი მთავარი ჯაშუში იყო, გასაღები, რომელიც მის გულამდე და გრძნობებამდე მიმიყვანდა. ძალაუნებურად ხელი ჰაერში ავწიე და მომეჩვენა, რომ მთელი გარემო წითლად შეფერადდა. ეჰ!... ყველა გაკვეთილი ერთად რომ გვქონდა, მეეჭვება ერთი სიტყვა მაინც შემსვლოდა თავში მასწავლებლის ლაპარაკიდან, ბელაც ყოველთვის უყურადღებოდ და დაბნეული იჯდა, თითქოს ვერაფერზე აზროვნებდა როცა მე მის გვერდით ვიყავი. ახლა უჩემოდ ბედნიერიც იქნებოდა და განათლებულიც. მე კი აღარასოდეს ვივლიდი სკოლაში, აღარასოდეს ვიქნებოდი ნორმალური. რატომ? რისთვის უნდა მებრძოლა იმის წინააღმდეგ, რაც ვიყავი? ეს რეალობა იყო და ამას ვერ შევცვლიდი, მხოლოდ მისი დავიწყება შემეძლო, ამას კი უკვე ერთხელ საზარელი შედეგები მოჰყვა.
როგორ მენატრებოდა ბელა, როგორ მჭირდებოდა. მე მარტო ვიყავი, ერთი ამ უსაზღვრო ტკივილისა და უსამართლობის წინაშე. შემეძლო ყველა დამემარცხებინა, მთელი სამყარო, მაგრამ რა? რა აზრი ჰქონდა ფიზიკურ სიძლიერეს, როცა შინაგანად სუსტი ვიყავი... ბავშვზე უფრო უძლური... ვუყურებდი რა ბედნიერად ცხოვრობდნენ ადაიანები, დრო გადიოდა და ისინიც მის რიტმს მისდევდნენ. მათ სხეულს შიგნით ხომ სისხლი ჩქეფდა. მე კი გარიყული ვიყავი, სამყაროს წინააღმდეგ, საკუთარი პიროვნების წინაარმდეგ. ჩემი თავი მეთვრამეტე საუკუნის ბოროტმოქმედად წარმომედგინა, რომელიც მცდარ დროში მოხვდა, მცდარ ადგილას... არავინ მყავდა გვერდით, ვინც მომეხვეოდა და მეტყოდა, რომ ჩემი სჯერა. ის, ვინც ოდნავ სიყვარულს მაინც გაიმეტებდა ჩემთვის, დამარწმუნებდა, რომ არ ვარ ასეთი ურჩხული, რომ ჯერ კიდევ შემრჩენია რაღაც ადამიანური, რაღაც კარგი... ის, ვინც მომცემდა იმედს, მიზანს... და ეს ,,ის” მხოლოდ ბელა შეიძლებოდა ყოფილიყო. მე მხოლოდ მისი თანადგომა და სიყვარული დამიბრუნდებდა ძალას. რატომ ვიტანჯავდი თავს? ხომ ვიცოდი, რომ შეუძლებელზე ვოცნებობდი და ფუჭი იმედები ყველაზე დიდ დარტყმებს მაყენებდა.
მოულოდნელად წინ მოტოციკლეტზე შემომჯდარმა გოგომ ჩამიქროლა. სულ შეიშალა ეს ახალგაზრდობა, რა დროს ექსტრემი იყო ასეთ ამინდში? როგორც ეტყობოდა, ტარება კარგად არ იცოდა, საჭეს ვერ იმორჩილებდა. არა! ცოტაც და ხეს შეეტაკებოდა.
- ბელა!
არა. რატომ ჩამესმა ყურში მისი სახელი მაინცდამაინც ახლა? მე ხომ დაბლა ჩამოსასვლელად ვემზადებოდი, მოულოდნელმა სურპრუზმა და მისგან გამოწვეულმა ტკივილმა კი ადგილზე გამყინა.
- ბელა! გაჩერდი, გთხოვ. რამეს დაიშავებ!
უკან გავიხედე. ვიღაც ბიჭი შორიდან განწირული ყვიროდა და ჩვენსკენ მორბოდა.
სასწრაფოდ უნდა დავხმარებოდი. ეს უკვე მეტისმეტი იყო, ხალხი ალბათ რაღაცას იეჭვებდა და მალევე დაირხეოდა ქალაქში ხმები ,,სუპერგმირზე”, მაგრამ ეს არ მანაღვლებდა. მთავარი იყო იმ გოგოს... ბელას დავხმარებოდი. არ მინდოდა მეღიარებინა, მაგრამ ამას უმეტესწილად სახელის გამო ვაკეთებდი.
წამის მეასედში ჩამოვხტი, მოტოციკლეტს წინ გადავუდექი და გავაჩერე... ბელა... არა! ეს შეუძლებელია... ის არ იქნებოდა... მაგრამ ასე ცხადად ვხედავდი. თვალები დავხუჭე, თავი გავიქნიე, გავახილე და... ბელას ლამაზი, თაფლისფერი თვალები მწვანე, შეშინებულმა თვალებდა შეცვალა, პატარა, საყვარელი ტუჩები დიდი და უხეში გახდა, თმები კი მოშავოდან მოყავისფროში გადავიდა.
ეჰ! რატომ მოვიქეცი ასე? თუნდაც ბელა იმ ბიჭთან მოსულიყო, თუნდაც განსაცდელში ჩავარდნილიყო, ოღონდ აქ ყოფილიყო... ამ ადგილას... რატომ გავაქრე მისი სახე?
მოვბრუნდი და უკანმოუხედავად გავეშურე ტყის შუაგულისკენ. იქ, სადაც არავინ დამინახავდა და მარტო დავრჩებოდი ჩემს ფიქრებთან.
დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად, უგონოდ... უკვე დაღამებულიყო.

როცა ლურჯი ცა შავად იქცევა,
ტკივილის სიზმრად გადაიქცევა,
როცა მზე მთვარეს ცოტა ხნით ტოვებს,
ყველა როდესაც სიმშვიდეს ჰპოვებს,
ბნელს გაგინათებს ვარსკვლავის შუქი,
როცა ცხოვრება იქნება მუქი,
შეხედავ ჩუმად, მიაპყრობ თვალებს,
უცნობი სევდა რომ გაგაწვალებს.
მის დანახვისას რომ იგრძნობ სითბოს,
მიხვდები ვიღაც რომ თავს შენ გითმობს,
მიხვდები, რომ მე შენთან ვარ ისევ,
რომ გული ამდენ სიყვარულს იტევს.
გთხოვ მაპატიე, არ დავბრუნდები,
მალე ამაში შენ დარწმუნდები,
ისევ მიყვარხარ, ისევ მჭირდები,
მაგრამ არ მოვალ, ამას გპირდები.
გემშვიდობები, უკვე დაღამდა,
სიზმრებს გიგზავნი ჩემი სახელით,
ჩემი წამება ჯერ არ დამთავრდა,
ღმერთი კი იყოს შენი მფარველი.

ყველა დასაძინებლად ემზადებოდა, რომ დაესვენა პრობლემებისგან და ახალ დღეს ახალი ენერგიით, ახალი იმედით შეხვედროდა. ყველა, რა თქმა უნდა, ჩემს გარდა. მაგრამ არა მარტო მე...
უცებ...




შეტყობინება შეასწორა Immortal - შაბათი, 2010-09-11, 9:57 PM

Takoთარიღი: კვირა, 2010-09-12, 0:12 AM | შეტყობინება # 83
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
ici raaa? shennairi milionshi erti ibadeba. martlaa arrr vicii, prosta laprakis unari warmeuli maqvs. ar gamikvirdeboda vinme 50 wlis adamians rom daewera ase (ara, gatyueb, gamikvrideboda) biggrin magram 14 wlis bavhsviii???? es xom warmoudgenelia, martla... mec shenxela var da swored amitom mikvirs. stefanis gadaujokre, seriozulad. ar ginda midnightic daamtavro da es ikos midnightis gagrdzelebaa??? biggrin mainc sheni varianti jobia stefanisas da ragat gvinda iman ro daweros biggrin xalxo am saitze fenomeni adamianebi gvyvanan, yvela vinc fanfkiks wers, arachveulebrivebi xart, exla cremlebi momids cry cry cry cry cry


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

saaaliთარიღი: კვირა, 2010-09-12, 0:20 AM | შეტყობინება # 84
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
Tako Twifan martali xar. yvela vincfanfiks wers martlac unichieresebi arian ..ai ravi sityvebi ar myopnis.. propesionalebivit wert bavshvebo da albat rom gaizrdebit sheqspirsac ki ajobebt biggrin biggrin immortal sheni without sun uzomod momwons ,umagresad wer, magram wegan rac vtqvi yvelas exeba saertod vinc am saitze debs tavis fanfikebs... ese gaagrdzelet UniChiereSebi xaaart wacko wacko love love love love love love

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-09-12, 1:41 PM | შეტყობინება # 85
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Immortal, შენი და სალის ბრალია პირველად რომ ვერ დავაკომენტარე sad მაგრამ პირველმა წავიკითხეე... იიიფ! biggrin biggrin biggrin
მოკლედ რომ გითხრა გაოცებულიი ვართქო მოგატყუებ... მე უკვე შევეჩვიე რომ შენი ყოველი თავი განსაკუთრებულად სევდიანი, ლამაზე და სესანიშნავია და მოდი ერთიდაიგიივეს ნუ ვილაპარაკებთ...მაგრამ აბა სხვა რა გიიიითხრა??? cry cry cry cry cry cry არაცვეულებრივი თავი იყოო ნუუკ! რა აღწერა... რა სიტყვებიი! ვკითხულობდი ედვარდის ტკივილის და მეც მტკიოდა... იტანჯებოდა შენი პერსონაჟი და მეც მტანჯავდა! ვაიმე, ხომ იცი რომ ეს მართლა ასეა! (სკაიპის ჩვენს ჩანაწერებს გადავხედე biggrin )
იყო რამდენიმე ფრაზა, რომლებიც იცი, როგორ მომეწონა...მაგრამ აგარ გამოვყოფ იმიტომ რომ ვხვდები, ეს უსამართლობაა! შენი მთლიანი თავი ერთად აღებული რთული წინადადეებაა რომელიც ერთ ამოსუნთქვაში იკითხება და თუ ნერვებმა გიმტყუნა, შეიძლება ვეღარც ჩაისუნთქო, კითხვას რომ დაამთავრებ happy
ხომ ხედავ, მე კიდევ აღფრთოვანებული და შეშლილი ვარ biggrin ასევე მინდა გითხრა, რომ მე რაღაცას მივხვდი biggrin (მის ჰოლმს)
თუ არ ვცდები (და ვიცი რომ არ ვცდები biggrin ) მოტოციკლეტის მომენტი "ახალი მთვარის" ასევე მოტოციკლეტის მომენტს ემთხვევა!!! რათქმაუნდა! ეს პატარა დეჟავიუ ედვარდსაც ჰქონდა და წინა თავში, როდესაც ჩვენმა მაზოხისტმა ვამპირმა ( biggrin ) გოგონა გადაარჩინა, ბელა ამ დროს პორტ-ანჟელესში ფილმის სეანსიდან გამოდიოდა... რათქმაუნდა განზრახ დამთხვევაა! biggrin ყოოჩაღ, ჩემო სიხარულოო kiss :* kiss შენ ათიანში ურტყამ და ასე გააგძელეე biggrin მიიყვარხაარ ძალიააან kiss
პ.ს. წავიპლაგიატებ და გეტყვი, რომ შემდეგ თავს კიარა, ააააააახალ თავს ველიი happy biggrin



S@liთარიღი: შაბათი, 2010-09-18, 11:25 PM | შეტყობინება # 86
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Immortal, Oh, iseti sevdiani tavia, rogorc yoveltvis... sad Sheni tavebis wasakitxad winaswar vemzadebodi xolme, sxvanirad ar sheidzleba. Saocrari ici ra aris? ukve amdeni tavi dawere, yovel tavshi aris agwerili edwardis tanjva da miuxedavad amisa, mainc yovel tavshi ragac axalia, ragac axali detali ematebi mis tanjvas sad
Kargia, rom ise gogo mainc gadaarchina...

Leqsi socrad momewona, ramodenimejer gadavikitxe, dzalian lamazia happy

Dasasruli ki... ise damaintriga am dasasrulma, lamisaa gavgijde! Agar vici ra davamato, ras vpiqrob shens shemoqmedebaze - isedac ici. happy
Velodebi shemdeg tavs, chemo nichierovicho kiss


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


Immortalთარიღი: სამშაბათი, 2010-09-28, 5:04 PM | შეტყობინება # 87
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
12 თავი

-ალო, ედვარდ, ელისი ვარ.
-თუ კიდევ იმ სულელური საუბრის გაგრძელება გინდა, გაფრთხილებ, დროს ტყუილად კარგავ.
თითქოს დრო რაიმეს ნიშნავდა ჩვენთვის, თითქოს შეგვეძლო მისი დაკარგვა, როცა წინ მთელი მარადისობა გვქონდა.
-არა, მე უბრალოდ...
-რა არის ელის?
-შენი გაფრთხილება მინდოდა.
უცნაურია. ნეტავ რა მელოდა? მანაღვლებდა კი რამე თუ დამემართებოდა? მემგონი დედამიწაზე რაც კი საშინელი სასჯელი არსებობდა, ყველას ჩემზე მოესინჯა საკუთარი ძალები.
-რა მოხდა?
-ედვარდ, ახლა რასაც გეტყვი ნამდვილად არ გესიამოვნება, მაგრამ გთხოვ, წინასწარ დამპირდი, რომ შენს თავს არ დაიდანაშაულებ.
-ჯერ დანაშაულის შესახებ მომახსენე და მერე გეტყვი, თუ ვინ უნდა დავსვათ საბრალდებო სკამზე.
ნუთუ კიდევ ერთი შეცდომა? წინასწარ ვგრძნობდი, რომ ისიც ჩემი მიზეზით იქნებოდა გამოწვეული.
-არ ვიცი როგორ გითხრა. მხოლოდ შენ შეგიძლია... მისი სიცოცხლის გადარჩენა.
ბოლო სიტყვები უკვე შორიდან ჩამესმოდა ყურში. თითქოს ირგვლივ ცეცხლი იყო და მის შუაგულში ვიწვოდი, საგანგაშო არეალის იქედან კი ვიღაც მეძახდა, მესმოდა სიტყვები, რომელთა გაგონებასაც სიკვდილი მერჩივნა. ორივემ მშვენივრად ვიცოდით ვინც იგულისხმებოდა ,,მასში".
-ელის! -ვიყვირე რაც ძალი და ღონე მქონდა. ის გამიგებდა, ის იგრძნობდა ჩემს ტკივილს და არ გამიბრაზდებოდა. -ელის, ამიხსენი ნორმალურად რა ხდება!
-კარგი, ყველაფერს მოგიყვები. დღეს ხილვა მქონდა. გახსოვს ბეისბოლის თამაშის დროს მომხდარი ამბები? მაშინ იმდენად კონცენტრირებული იყავი ბელას დაცვაზე, რომ არ გესმოდა ვიქტორიას ფიქრები. ის გაიქცა... მისი შეყვარებული ჯეიმსი კი გავანადგურეთ. როგორც ჩანს, წითელთმიანმა შურისძიება გადაწყვიტა. თავიდან შენს მოკვლას ფიქრობდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ უფრო მეტ ტანჯვას მოგაყენებს თუ შენ კი არა ბელას მოუღებს ბოლოს. იცის, ამით საბოლოოდ გაგანადგურებს და იმავე ტკივილს მოგაყენებს, რაც თავად განიცადა. მისი გადაწყვეტილება შეუვალია, გეგმების განხორციელება კი მარტივი. ყველა მდგომარეობა ვიქტორიას მხარეზე მოქმედებს. გესმის? ახლავე უნდა დაბრუნდე ბელასთან, მას შენი მფარველობა სჭირდება.
-არა! ამას არ დავუშვებ. არ დავბრუნდები. ვიქტორია კი მოკვდება! -გარკვევით, ბოლო ხმაზე წარმოვთქვამდი თითოეულ სიტყვას.
-ედვარდ, ასე ვერ იცხოვრებ, ყოველთვის ,,მეორე” გზის ძებნით. წახვედი, მაგრამ რა? ბელას ცხოვრებიდან შენს თავს მაინც ვერ ამოშლი.
ტელეფონი გავთიშე.
ძალაგამოცლილი მიწაზე დავეცი, თავი ხელებში ჩავრგე და ხმამაღლა, უცრემლოდ ავტირდი. ტკივილი სხეულში მივლიდა. მძიმედ ვსუნთქავდი, თუმცა ჰაერი არ მჭირდებოდა. გამწარებული არ ვყოფილვარ, უბრალოდ იმედგაცრუებული და განაწამები. ნუთუ ამ სიტუაციას არაფერი ეშველებოდა? ნუთუ ეს ტანჯვა უშედეგო იყო და ბელას ცხოვრებას მაინც ვერასოდეს გავწმენდდი ვამპირებისგან? ის ხომ არ იმსახურებდა ამას. რა დააშავა? რატომ გასწირა ბედმა ჩემნაირ მონსტრებთან შესახვედრად? თითქოს რაღაც ბოროტმა ძალამ გადმოაგდო ნორმალური ცხოვრებიდან ზღაპართა სამყაროში. მისი სიცოცხლე ვერასოდეს იქნებოდა ადამიანური... და ეს ჩემი ბრალი იყო. თავიდან რომ წავსულიყავი, როცა ჯერ კიდევ არ მიცნობდა და აზრადაც კი ვერ გაივლებდა ვისთან ჰქონდა საქმე... ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგებოდა. არა, კი არ ჩადგებოდა, თანაბრად გაჰყვებოდა დინებას. ახლა კი... წამოვედი და მეგონა, რომ ბელას უსაფრთხოდ ვტოვებდი... მეგონა ბედნიერად იცხოვრებდა ნორმალური ცხოვრებით. სწორედ ამის გამო ვიტანჯებოდი აქ, ამის გამო ვთმობდი ყველაფერს, რაც შეიძლებოდა ძვირფასი ყოფილიყო ჩემთვის. ამის გამო ვკარგავდი არსებობის აზრს, პატარა სინათლეს, რომელიც ოდნავ მაინც ანათებდა ამ კოშმარს. ამის გამო ვუძლებდი ამ ტკივილს, ამის გამო იწვოდა ჩემი გული აკრძალული სიყვარულით... მხოლოდ ბელას დასაცავად. ახლა კი რა გამოდიოდა? მე მისგან შორს ვიყავი და მაინც საფრთხის წინაშე ვაყენებდი. ვიქტორია მას ახლოსაც ვერ გაეკარებოდა. ამას არ დავუშვებდი. ეს ბოროტებით აღსავსე ურჩხული ბელას ვერაფერს დაუშავებდა. ამის უფლებას მე არ მივცემდი. სასწრაფოდ უნდა გამეანალიზებინა სიტუაცია და მომეფიქრებინა როგორ მოვქცეულიყავი.
აქ ასე უმოქმედოდ ვერ დავრშებოდი მაშინ, როცა ანგელოზის გვერდით არავინ იყო, ვინც ვამპირებისგან დაიცავდა. ელისი ან რომელიმე ოჯახის წევრი რომ გამეგზავნა? არა, მათ ვერ ვანდობდი ბელას უსაფრთხოებას. მე მინდოდა ამის გაკეთება. თანაც ვერ დავავალდებულებდი, ეს ხომ მათი ბრალი არ იყო. რატომ უნდა ეგოთ პასუხი სხვის შეცდომებზე? ეს ვარიანტიც გამოვრიცხე. თავად რომ დავბრუნებულიყავი? არა, ასე არ შეიძლებოდა. ვიქტორიას გავანადგურებდი, მაგრამ სამაგიეროდ ანგელოზის სულს ვერ წავიღებდი. ესეც შეუძლებელი იყო. ერთადერთი გამოსავალიღა მრჩებოდა. უნდა გამეგო მტრის ადგილსამყოფელი, დავდევნებოდი და მანამდე მომეღო მისთვის ბოლო, ვიდრე ფორკსში ჩავიდოდა.
დაიმედებულმა, რომ ჩიხიდან გამოსავალი გზა ვიპოვე, ტელეფონზე ნაცნობი ნომერი ავკრიფე.
-ვიცოდი რომ დარეკავდი.
-ელის, უბრალოდ მაინტერესებს სად არის... ის....
-ედვარდ, რას აპირებ?
-ეს ჩემი საქმეა.
-არ დაბრუნდები, ხომ?
-არა. პასუხს ველოდები...
-აბა ისე როგორ დაიცავ ბელას?
-ელის, თავადაც მშვენივრად იცი, რომ არ დავუშვებ მას ერთი ნაკაწრი მაინც ჰქონდეს. შედეგი ეს არის, საბრძოლო გზები კი მხოლოდ მე ვიცი.
-ნეტავ მეც შემეძლოს აზრების კითხვა.
-მე კი მომვლის ხედვა.
-ეჰ, კარგი. ბრაზილიაშია. შენ ტყეში ხარ, ქალაქის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ის კი -ჩრდილო-დასავლეთში. კონტინენტის გადაკვეთას და ფორკსში ჩასვლას აპირებს. ვფიქრობ დაეწევი. რთული არაა შენი გეგმების გამოცნობა. იმედი მაქვს მოასწრებ, თორემ ბელას რომ რაიმე დაუშავოს, შენს თავს ვერ აპატიებ რომ არ დაბრუნდი, ხომ?
-გეყოფა. მადლობა ინფორმაციისთვის. შედეგებს ჩემზე მალე შეიტყობ.
-კარგად, ედვარდ. თავს გაუფრთხილდი.
-მოიცა.... ის... როგორ არის?
ის... ის.... კარგად ხვდებოდა ვინც იმალებოდა ამ მინიშნების უკან.
-არ ვიცი... ალბათ ისევ ისე, მას შემდეგ ხომ მხოლოდ ერთი თვე გავიდა.
-კარგი, ნახვამდის.
ისევ ისე... არა მგონია, ერთი თვე ბევრს ნიშნავდა. ეს ჩემთვის გადიოდა სწრაფად და შეუმჩნევლად, თორემ ბელასთვის 30 დღე იყო... 720 საათი... 43 200 წუთი... 2 592 000 წამი...



DiiiK♥თარიღი: სამშაბათი, 2010-10-12, 4:33 PM | შეტყობინება # 88
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Immortal, გეეენც... მაგარი თავი რომ იყო უკვე გითხარი, ხოოო? biggrin აუუ ისე.. ისეე მომეწონააა დილალოგიიიოოო!!! happy happy ელისი სულ ჩამჭრელად რომ ელაპარაკებოდა მაგრამ ესეც დიდი გაიძვერა და ეშმაკი ვინმეა, არაა? biggrin უპს.. ედვარდს რა სიტყვები ვაკადრე.. მაგრამ ხომ იცი, მხოლოოდ სიყვარუულით და თან შინაურია cool
Quote (Immortal)
ბოლო სიტყვები უკვე შორიდან ჩამესმოდა ყურში. თითქოს ირგვლივ ცეცხლი იყო და მის შუაგულში ვიწვოდი, საგანგაშო არეალის იქედან კი ვიღაც მეძახდა, მესმოდა სიტყვები, რომელთა გაგონებასაც სიკვდილი მერჩივნა. ორივემ მშვენივრად ვიცოდით ვინც იგულისხმებოდა ,,მასში".

ანგელოოოზს... angel love love love ამ ადგილიდაან იიწყება გულის გაჩერებები! კარგი გადასვლა იყოო მთავარ თემაზეე :*
Quote (Immortal)
-ელის! -ვიყვირე რაც ძალი და ღონე მქონდა. ის გამიგებდა, ის იგრძნობდა ჩემს ტკივილს და არ გამიბრაზდებოდა. -ელის, ამიხსენი ნორმალურად რა ხდება!

ჰმ... კარგი მომენტია, როცა ედვარდი ამბობს, რომ ელისი არ გაუბრაზდება happy მას დის აზრი ანაღვლებს!

Quote (Immortal)
ძალაგამოცლილი მიწაზე დავეცი, თავი ხელებში ჩავრგე და ხმამაღლა, უცრემლოდ ავტირდი.

cry cry cry აი ამ დროს უნდა მიხვიდე ბიჭთან და ანუგეშო biggrin მაგრამ ვამპირის შემთხვევასი. როგორც ხედავთ, საქმე უფრო რთულადაა. ვაიმე, ნუუკ, როგორ მომეწონა შენი ფრაზა- უცრემლოდ ტირილი! hands love love love

Quote (Immortal)
მეგონა ბედნიერად იცხოვრებდა ნორმალური ცხოვრებით. სწორედ ამის გამო ვიტანჯებოდი აქ, ამის გამო ვთმობდი ყველაფერს, რაც შეიძლებოდა ძვირფასი ყოფილიყო ჩემთვის. ამის გამო ვკარგავდი არსებობის აზრს, პატარა სინათლეს, რომელიც ოდნავ მაინც ანათებდა ამ კოშმარს. ამის გამო ვუძლებდი ამ ტკივილს, ამის გამო იწვოდა ჩემი გული აკრძალული სიყვარულით... მხოლოდ ბელას დასაცავად.

ვაიმე რა მაგარი მონაკვეთიააა!!! უბრალოდ ზუსტად იმას ლაპარაკობ, რაც უნდა თქვა. არც მეტი, არც ნაკლები! (ნუ ხანდახან მეტი უფროა biggrin რომ ვღვრით ცრემლებს ) აი ამიტომ წავიდა ედვარდი!!! როგოც ნუკას ედვარდი, ისევე იმ ვიღაცის... მოიცა რა ქვიაა... ისადა... ენაზე მადგას.. ხო მაიერის biggrin (ნუ ეს ცანცარობასი არ ჩამითვალოთ... უბრალოდ ამ გოგოს არ სჯერა, რომ მარტლა უმაგრეს რაღაცას წერს და ვცდილობ გადავარწმუნო dry ) :* :* :*
Quote (Immortal)
-ელის, თავადაც მშვენივრად იცი, რომ არ დავუშვებ მას ერთი ნაკაწრი მაინც ჰქონდეს. შედეგი ეს არის, საბრძოლო გზები კი მხოლოდ მე ვიცი.
-ნეტავ მეც შემეძლოს აზრების კითხვა.
-მე კი მომვლის ხედვა.

ესეე ძალიააან მომეწონაა... პაექრობაააა happy
დააა ბოლო შტრიხიიიიც
Quote (Immortal)
-მოიცა.... ის... როგორ არის?
ის... ის.... კარგად ხვდებოდა ვინც იმალებოდა ამ მინიშნების უკან.
-არ ვიცი... ალბათ ისევ ისე, მას შემდეგ ხომ მხოლოდ ერთი თვე გავიდა.
-კარგი, ნახვამდის.
ისევ ისე... არა მგონია, ერთი თვე ბევრს ნიშნავდა. ეს ჩემთვის გადიოდა სწრაფად და შეუმჩნევლად, თორემ ბელასთვის 30 დღე იყო... 720 საათი... 43 200 წუთი... 2 592 000 წამი...

უმაგრესი იყოოოო cry cry cry cry cry cry cry cry დავიღვარეეე ბოლო წინადადებაზეეეე..... შესანიშნავაად დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაძაბული სიტუაციაა.. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება... გადაურჩება კი ბელა ვიქტორიას? ან რას იზამს ედვარდი? ალტერნატივის წაკითხვა ასეთი საინტერესო თუ იყო, ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ მე უკვე ლომკა მაქვს შენი თავების გარეშეე... :* :* :* მიიიიყ!!! ასე გააგრძელეეე :* :* :*



Rosalieთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 11:08 PM | შეტყობინება # 89
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Immortal, eseigi siamayit shemidzlia ganvacxado rom rac aqamde ar wamikitxvas yvelaferi wavikiTxe anu 7 tu 8 tavi exlaa.. xoda komenatrasac imito vwer ro icode ro vkitxulob cool cool [me ra dgeshi var lol ]
mokled karlailis ar iyos..
You know, what i think about your masterpiece.. ^^





შეტყობინება შეასწორა Rosalie - პარასკევი, 2010-10-15, 9:21 PM

Takoთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 11:51 PM | შეტყობინება # 90
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
nunuka - es aris bavshvi movlena, fenomeni, ragac axali era biggrin axali epoqa, axali stili, axali perspeqtivaa...
bavshvi yvelaferi biggrin biggrin

P.s mokled vbodialob cota, axla kargad ver var, magram chemi agfrtovaneba rogor gamovxato sxvanairad ar vici ... sad biggrin



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
ძებნა: