DiiiK♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-01-18, 11:10 PM | შეტყობინება # 341 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| bella-bella, დიიდიი მადლობა, ჩემო კარგოო! რით დავიმსახურე ესეთი თბილი სიტყვები?! (ბლუშ) გაიხარეე :* უღრმესი მადლობა, რომ ჩემი წყვილლი მოგწონს. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ არ იჩხუბებენ გაიხარეე, გაიხარეეე, უღრმეესიი მადლობაა!!! elle____, ეგეც საკმარისია, ჩემო კარგოო!! შენი თითოეული სიტყვა ძაალიან მახარებს და უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვიის :* sonia, ჩემო კარგო, დიდი მადლობა!!! მეც, ოცნებებში ვიძირები-ხოლმე უღმესი მადლობა შეენც, გაიხარეეე!!! შემდეგი თავი სკოლის დაწყებამდე იქნება... იმედია კიდევ ერთხელ დიიდი მადლობაა! :* natuka, ძვირფასოოო... დიდი მადლობა ასეთი სიყვარულით გაჟღენთილი კომენტარისთვიის!!! შენი სიტყვები პირველი ჯილდოა! გაიხარეეე, ძაალიან კარგიი, თბილი, ნიჭიერი და საყვარეელი გოგონა ხაარ :* უუუუუუუღრმეესი მადლოობაა! :* KristenStewart, მადლობაა renesme, გაიხარეე , ჩემო კარგო, დიდი მადლოობაა, რომ კითხულობ და მოგწოონს გაგრძელება იქნება მალე... Katherine_Петрова♥, უუუღრმეესი მადობაა, სოოფ! გაიხარეე, ძაააააააალიიაან მიყვარხააარ, შესანიშნავი ადამიანი ხაარ :* მიხარია, რომ მესიჯები მოგეწონათ კიდევ ერთხეელ დიიდიი მალდობაა :* saaali, ჩეემო საყვარეელოოო, უღმეესიი მადლოობა ასეთი თბილი სიტყვებისთვიის!! ყველანაირად ვცდილობ, რომ პერსონაჟებს ადვილად გაუგოთ და მათი ქცევები მისაღები იყოოს :* ძალიან მიხარია, რომ ასე ფიქროობ :* დიდი, დიიიდიი მადლობააა :* sofka, ჩეეემოო ძვიირფასოოო და უსავაარლეესოოო!!! ძაალიიაან დიდიი და გადარეუული მადლობააა!!! მიხარია, რომ ამოისნუთქე მარრთლა არ ველოდი ასეთ შეფასებას თქვენი მხრიდან და არ ვიცი სად გავიქცე :((( ძააალიან, ძააალიან დიიიდიი მალდობააა :* :* მიხარია, რომ რომანტიკის დროც მოვიდა ამ საცოდავ ფიკში... უბრალოდ, იმდენად შებოჭილია ბელა, რომ თვითონ არ ისწრაფვის ამისკენ... მაგრამ თუ ბელა არ მივა მასტან, ის მივა ბელასთან მუჰამედის ვარიანტში გაიხარეეე, კიიდეევ ერთხეელ დიიიდიი მადლობააა :* :* :* ძაალიან მიყვარხააარ :* kristen, უუსაყვარლეესოოო :* უღრმეესიი მალდობააა... მაგრამ არ არის საჭირო ასეთი, ასეთი გამაწითლებელი კომენტარებიი (ბლუშ) დიიდიი, დიიდიი მალდობააა :* :* :* Quote (kristen) yvelaferi ise kargad da natlad gaq gadmocemuli rom tavi nawarmoebshi mgonia sadgac volvos ukan ოოო, ეს კარგია ვცდილობ რომ უმნიშვნელო ჟესტიც კი გადმოგცეთ, რაც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ძაალიან დაწვრილმანებულია ყველაფერი... გეთანხმები, პერსონაჟები შედარებით გახსნილები იყვნენ, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. უკვე დგება დრო, რომ ერთმანეთში მონათესავე სულები იპოვონ და ასეთი გულახდილობები მომავალში გაცილებით მკვეთრად და ბლომად იქნება ოჰჰოოჰოოჰ, ბოლოს მაინც თქვა რაღაცა ძაალიან დიი მადლობაა, ნიინ! გაიხარეეე, ძააალიან, ძაალიან მიყვარხააარ!!! :* Tako, ორეულო როგორ მიხარია, რომ შენც მოგეწონაა!!! ძვირფაასოო, დიიდიი მალდობაა!!! :* ერთი მოსმით ჩავარაკრაკე შენი კომენტარი და ძააალიან დიიიდიიიიი კიარადაა უღრმეესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვიის... ყველანაირად ვცდილობ, რომ ფიკი კარგი გამოვდეს და ბევრი ორნამენტებით იყოს სავსე... მაგრამ მაინც ადაჭარბებულად მაფასეებთ და ძაალიან მაწითლეებთ (ბლუშ) Quote (Tako) კიდევ ერთი რამ; მარტოსული მომენატრა . მინდა გავიგო ნამდვილად ედვარდია თუ არა ის, რაშც ეჭვი სულ უფრო და უფრო აღარ მეპარება. მეც მომენატრა ჩემი საყვარელი პერსონაჟი. სიმართლე გითხრათ, იშვიათად მიყვარს ჩემი შექმნილი გმირები... მაგრამ "მარტოსულმა" ზედმეტად მომხიბლა! ახლა რაშია საქმე და რატომ გგონიათ, რომ დიდი ხანი გავიდა, რაც მასზე წაიკითხეთ. რამდენიმე თავია, მოქმედებები მიდის დღეების მიყოლებით. ხანდახან ერთი დღე მაქვს აღწერილი ორ თავში. ეს იმიტომ რომ სულ მოქმედებებს არ ვეყრდნობი. ის გაზეთი, სადაც მარტოსული თავის მონოლოგებს ბეჭდავს კვირაში ერთხელ გამოდის...ჩემს ფიკში ჯერ ხუთშაბათია... მაგრამ მძიმე წუთები გადატანილია, და მარტოსულიც მალე გამოჩნდება გაიხარეე!! გაიხაააარეე!!! უღმეესიი მალდობაააა, ჩემო კარგოო :* :* :* მატრაკვეცა ხალხი ბოლოსთვის მოვიტოვე :D Immortal, ვაიმე, კაცი იფიქრებს, მოცლილიაო მთელი ისტორია დაწერეე (ბლუშ) ზუსტად ეგრე იყო ყველაფერიი! ოღონდ მობილური ამიფეთქე არა კვახი მაგას მე ვერ ვაფეთქებ ისე ვნერვიულობდი, რომ ლინკს არ ხსნიდა... თან მაგთი ფიქსის ინტერნეტი ჯვარზე მაკრავდაა!!! მოკლედ ნერვეები არც მე აღარ მქონდა. სალი მაგ დღეს დაბადების დღეზე იყო, თუ არ ვცდები და მაინც ვერ გამოგიგზავნიდა... მოკლედ, ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა ისტერიკული სიცილი მაშინ ამიტყდა, პმს რომ გწერდი და მაინდამაინც მაშინ რომ გაითიშა საიტი არც მე გამიკვირდებოდა ფეისიც რომ გაეთიშათ ვაიმე, ვაიმეეე ნუუკ!! უღრმეესიი მადლობააა!!! გაბრუებული ვარ შენი კომენტარიით!!! გაიხარეე, ძვირფასოოო! შენნაირი გენიოსი რომ ასე მაფასებს, ესეიგი ღირდა მართლა ამ ფიკის დაწერა! :* მიყვარხააარ ძაალიააან!!! ძააალიან გამიხარდაა, რომ როგორც იქნა გავითვალისწინე შენი რჩევა იმდენად დაახლოვდნენ ერთმანეთთან მთავარი გმირები, რომ რომანტიკა სასურველი კიარა აუცილებელი იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება.. იმედია Quote (Immortal) მაგრამ მარტოსულის წერილს ,,არასოდეს” არასოდეს გავცვლი რომელიმეზე. მაინც ჩემი ფავორიტია. ჩვენი გემოვნება აშკარად ემთხვევა ერთმანეთს :* მახსოვს ეგ წერილი... ნუ ახლა დიდი მართლა არაფერია რაა :((( უუფ... მატრააკვეცააა :* აი მარტოსულზე პასუხი თაკოს რაც ვუთხარი ისაა... მეტის თქვა ჯერ არ შემიძლია... :((( ვნახოთ, ვნახოოთ :* დიიდიი მალდობაა, ჩემოო ძვიირფასოო, განუმეორებეელიი, ასეთი საყვარელი კომენტარისთვის.. :* მაგრამ შენ სალის ნუ აყვები ჩვენ პირადი ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი :* გაიხარეე, ძააააააააააააალიააააააააააააან მიიიიყვააააააააარხააააააააააააარ :* :* :* და დადგა S@li, შენი ჯერიც... ვაიმეე... ვაიმე ხვედელიიძეე!!! მატრაკვეცობა შენი მოგონილიააა ძააალიაან, ძაააალიან დიიდიი მადლობაა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის, რომელიც შენს კომენტარეში იყოო, მაგრამ ამ პატრა ბავშვს ( ) რას მყვები, ჰა? აი არ ვიცი რა გითხრა, როგორ გაგკიცხო ამდენი ადამიანის თვალქინ?! ძააალიაან, ძაალიან მიყვარხაარ და ვიცი რომ მოგწონს ეს რაღაც (არა, მაინც რა პონტში მოგწონს ვერ ვხვდები, მაგრამ ახლა სიტყვაზე ნუ გამომეკიდები ) და სამაგიეროს გადახდას ამ გაგებით არ ვაართ ეჰ... მივყვეთ შენს კომენტარს... Quote (S@li) მოდი, ჯერ ბელაზე ვიტყვი. იცი, ძალიან ბუნებრივი პერსონაჟია. ყველა მის გრძნობების, მისი ფიქრების და გადაწყვეტილებების გესმის. მიხარია, რომ ასე გამოდის და ასე რომ ფიქროობ... ბელა ჩემი სუსტი წერტილია, იმ თვალსაზრისით, რომ ცხოვრებამ სრულიად ირაციონალური ადამიანი გახადა და ვცდილობ ეს ყველაფერი ისე ავღწერო, რომ მეც გავუგო ბელას Quote (S@li) ის, რომ მათ შორის პაააწაწინა უფსკრულია საიდუმლოების სახით, აბრკოლებს ბელას და ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დარწმუნებული თავისი ქმედებების სისწორეში. ხოო, ზუსტად ეგრეა... და შემდეგშიც გეთახმები... ეს "პაწაწინა" უფსკრული ძალიან საშიში და ისეთია... რაღაცნაირი გაპიროვნებული... Quote (S@li) ედვარდს უფრო უკეთესად აქვს გაცნობიერებული, რა უნდა. მის ქცევებში უფრო მეტი თავდაჯერებულობა იგრძნობა, რადგანაც, ეტყობა, ბელასაგან გასხვავებით, ის მიხვდა, რომ ამ ყველაფერთან ბრძოლას აზრი არ აქვს. ისე, მანამდე უფრო თავშეკავებული და სხვანაირი იყო, ახლა კი ყველანაირად გამოხატავს თავის ნამდვილ გრძნობებს და ეს არ შეიძლება, რომ არ გახარებდეს. კი, ნამდვილად გეთანხმები ედვარდის შემთხვევაშიც... მას უფრო აქვს გათვითცნობიერებული ის ფაქტი, თუ რამხელა გადატრიალება შეიძლება მოახდინოს სიყვარულმა Quote (S@li) ქველმოქმედება? (როფლ). ნუ, შენ მიხვდები, რაზეც ვთქვი). ხო, მოთხოვნები გავითვალისწინე და რა ფასად ისიც მახსოოვს ვაიმე ქველმოქმედებას რა დამავიწყეებს!!! ყველა არაქველმოქმედს... ჰმ... შემოვეველე ცოოტა სხვანაირი კუთხით (აბა ქველმოქმედებზე რომ მეთქვა... ცენზურა! ) ეჰ... მეც მინდა შენც ჩაიდინო ქველმოქმედება..ეეემ.. უფრო ზუსტად... ნუ იმათმა რა... დამაბნიე, ხვედელიძეე!!! აღარ წავშლი, რაც ვიბოდიალე ვაიმე, ვაიმე... კონკურსში "ვინ გააწითლებს ყველაზე კარგად" პირველი ადგილი შენია!!! ძაალიან, ძაალიან დიდი მადლობა ძვირფასოოო!!! სიხოვიიჩ, ეს მე გამიმართლა თუ გამიმართლა (ნუ იტყუები აქ! ) რომ შენ, ასეეთიიიიიი უუმაგრეესიი ადამიანი, ხარ ჩემი ბეტაა! სირცხვილოო, მარტო ბეტა ხარ ჩემთვიის? ყოლფერიი ხაარ :* მიყვარხაარ, მიიყვარხაარ ძააალიააან :* და არ დავინახო მსგავსი საქციელი აქ კიდეევ :(((( სიხოვიიჩ, როგორ უნდა მიხაროდეს, რომ სწავლა იწყება და არ გეცლება კომენტარის დასაწერაად?! :პ ვაპაპარაპაააა სურათეებიით მანებივრებ ამ ბოლო დროოს (სან) :* კიი, მახსოოვს :* :* შენ საიდან მყავხაარ, თორემ მე რაა :* ხოოოხოოოო :* :* ვაიმეე, კიდეევ ერთხეელ უღრმეესიი მადლოობაა და აი არ ვიცი, რა გიქნა, რომ ეს აღარ გააკეთო!!! გული მისკდება რომ მწერ ეს ჯერ დასაწყისიაო.. (ევილ) არც მე ვაპირებ დანებებას პ.ს. ყვეელააას უღრმეესიი მადლობააა, რომ კითხულობთ და ასეთ თბილ კომენტარებს მიტოვეებთ :*
| |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: კვირა, 2011-01-23, 1:56 PM | შეტყობინება # 345 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| მეთვრამეტე თავი სახლში მამიდა მელოდებოდა. სასტუმრო ოთახში იჯდა. ოთახს მარტო ერთი, პატარა ნათურა ანათებდა, რომელიც მას შუქს სახეში სცემდა. მაშინვე გამახსენდა ჰოლივუდური ფილმები, სადაც მშობელი შინ გვიან დაბრუნებულ შვილს ასეთ პოზაში ხვდებოდა ხოლმე. ამ მომენტზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ახლა სრულიად არაფერი არ იყო სასაცილო. ეს ყველაფერი მაინც სიტუაციის გამუქებად მეჩვენებოდა. მე და ედვარდი პარკიდან კაფეში წავედით. დაიჯინა, აუცილებლად უნდა მივირთვათ რამეო. იქ, ყველაზე ბევრი, ერთი საათი დავრჩით, რადგან ამინდი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. როცა ჩემს სახლთან მივედით, უკვე კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ ეს არავის უკვირდა. ჩემთვის წვიმა ცხოვრების უმთავრესი ნაწილი იყო. თითქმის ყველაფერი მნიშვნელოვანი მას უკავშირდებოდა. კარგად მახსოვს, როგორ წვიმდა, როცა პირველად წავედი სკოლაში. ნერწყვი ჩავყლაპე და შემოსასვლელის ჩრდილს თავი დავაღწიე. - იზაბელა, - მომმართა კლერმა უჩვეულოდ წყნარი ხმით. - აქ მოდი. ამ ხნის განმავლობაში კარებთან გასუსული ვიდექი. ამოვისუნთქე და ფეხაკრებით შევედი სასტუმრო ოთახში. მამიდამ მიმითითა, რომ მის პირდაპირ დავმჯდარიყავი. ფრთხილად შევათვალიერე. ხალათის ამარა იჯდა და სიგარას აბოლებდა. მეგონა, თავი დაანება ამ მავნე ჩვევას. უკვე დიდი ხანია არ მოუწევია, მაგრამ ახლა, ეტყობა, განსაკუთრებული შემთხვევა იყო. დიდი იმედი მქონდა, რომ ეს მე არ მიკავშირდებოდა. მის პირდაპირ ჩამოვჯექი და გავისუსე. როდესაც ჩემსა და ედვარდის ურთიერთობაზე ვფიქრობდი, მამიდის პოზიცია არ გამითვალისწინებია. განა იმიტომ, რომ მის აზრს პატივს არ ვცემდი, უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ის არასოდეს იქნებოდა წინააღმდეგი, ვინმე რომ შემყვარებოდა. მამიდა არ გამოხატავდა, მაგრამ მის თვალებში მაინც ვხედავდი ხოლმე მზრუნველ მზერას. ბევრი ჟესტით დაუმტკიცებია, რომ ჩემზე ღელავდა და ახლა, ალბათ, სწორედ ამ თემაზე სურდა ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი. მამიდა ჯერ ლაპარაკის დაწყებას არ აპირებდა და ეჭვები ჭკუიდან მშლიდა. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მამიდას ჩემი საღამოობით სეირნობის საწინააღმდეგო რამე ექნებოდა, ეს არაფერს შეცვლიდა. - ამ ამბავს ველოდი, - დაიწყო როგორც იქნა მან. - სიმართლე გითხრა, მიკვირდა, რომ ასე გვიან მოხდა... - მამიდა, - კორექტურად გავაწყვეტინე. - მინდა იცოდე, რომ მე და ედვარდი უბრალოდ ვსეირნობდით... საერთოდ არ ვთვლი, რომ ამის დაზუსტებაა საჭირო, მაგრამ თუ შენ გინდა... - ბელა, - კლერმა ისტერიულად გაიცინა, ოღონდ დაბალ ხმაზე. ეტყობა ბებიას უკვე ეძინა. - მოიცა ბელა, ედვარდი რა შუაშია? - რას გულისხმობ? - დავიბენი. - ედვარდი შენი კლასელი არ არის? - მკითხა მამიდამ ორაზროვანი ტონით. - კი... - და შენ და ის სეირნობთ ხოლმე? - კი, - ვუპასუხე და მერე უცოდველი ტონით დავამატე: - მეგონა, ამაზე გინდოდა ლაპარაკი. - არა, ბელა, - ხელი აიქნია მამიდამ და სიგარას ბოლი გაფანტა: - მე შენს პირად ცხოვრებაში არ ჩავერევი. შენ უკვე თავად უნდა განსაზღვრო შენი მომავალი... მაგრამ თუ რჩევა დაგჭირდება, შეგიძლია თავისუფლად მომმართო. - კარგი, - შვებით ამოვისუნთქე. - მადლობ. - ისე კი, - დაიწყო უდარდელი ტონით: - ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა ის გამოჩნდა... - ვინ ის? - ვკითხე გაკვირვებით. - ვინც შენი გული დაიპატრონა, - მითხა მამიდამ სიცილით. მე არაფერი ვუპასუხე და მანაც განაგრძო: - ეს მართლა კარგი გრძნობაა, როცა იცი, რომ შენზე ვიღაც ზრუნავს... ამ თემაზე მამიდასთან ლაპარაკი ნამდვილად მეუხერხულობედა და ჩუმად ვიჯექი. საერთოდ, არ მინდოდა ამ ამბის ხმამაღლა აღიარება... საბედნიეროდ მანაც შეიკავა თავი გაგრძელებისგან, თუმცა თუ მისი ასეთი უცნაური ქცევის მიზეზი ედვარდი არ იყო, საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. - კარგი, - დაიწყო მამიდამ. - მოდი, თემას ნუ გადავუხვევთ, აქ სრულიად სხვა რამეზე სალაპარაკოდ გელოდებოდი. მე თავი დავუქნიე და მანაც გააგრძელა: - რაც მოხდა ბებიამ არ იცის და საერთოდ, ჯობია თუ არც გაიგებს, ხომ გესმის, ბელა? უფრო სწორედ, არ გაიგებს იმას, თუ ვინაა ამ ამბავში გარეული... - სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები რას გულისხმობ, - ვუპასუხე სასოწარკვეთილმა. - აქ მხვდები, ასეთ პოზაში, - მისკენ გავიშვირე ხელი, - და რებუსებით მელაპარაკები... - მართალი ხარ, - ამოიოხრა მან. - ჯობია პირდაპირ გითხრა. - ნამდვილად, - დავეთანხმე მე. - საქმე ისაა, რომ ძალიან დავიბენი... აი, ეს ნახე, - მითხრა მან და კონვერტი გამომიწოდა. თეთრი, მართკუთხედი ფორმის პრიალა კონვერტი გამოვართვი და დავხედე. ჩემს სახელზე იყო მოსული. - ეს რას ნიშნავს? - ვკითხე მამიდას. - მაპატიე, რომ გავხსენი, - მითხრა მან. - უბრალოდ აუცილებლად უნდა შემემოწმებინა და მართლიც აღმოვჩნდი. ეს დედაშენის დედის წერილია... ასე ვთქვათ, საქმიანი წერილი. - საქმიანი წერილი? - წამოვიძახე გაოცებულმა. - ბებიაჩემის? - ხო, თუ გინდა ეგრე დავუძახოთ, - ამოიოხრა მამიდამ. - რატომ გამოაგზავნა? - სწრაფად ამოვიღე წერილი, რომ ჩემს სხვა, უამრავ კითხვაზე პასუხი მიმეღო. არ ველოდი ბარათს, რომელშიც ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები იქნებოდა, ან ის, თუ როგორ მიდიოდა ჩემი საქმეები. იმის მერე, რაც რენე ჩარლის მისთხოვდა, დედასთან კონტაქტი გაწყვიტა. უფრო სწორად, ბებიამ არ ისურვა, რომ მის ქალიშვილთან ურთიერთობა შეენარჩუნებინა, ის მამაჩემს დედაჩემის ღირსად არ თვლიდა. არასოდეს დაურეკავს მადლიერების დღეს ან ახალ წელს, დედაჩემისგან განსხვავებით. ის სულ ცდილობდა, რომ დედის გული ჩემით მაინც მოეგო, სანამ ცოცხალი იყო... მერე კი საბოლოოდ გაწყდა ის წვრილი ძაფები, რომელიც მე და ბებიას გვაკავშირებდა. ჩარლი რენეს დედაზე არ მელაპარაკებოდა. მისი მესმოდა, სათქმელი არაფერი ჰქონდა, მაგრამ მომენტი თუ ჩავარდებოდა, მამა მასზე ცუდს არაფერს ამბობდა. ამიტომ გამიკვირდა, როცა დავინახე, ვისი გამოგზავნილი იყო ბარათი... უკვე აღარ მიკვირდა მამიდას რეაქცია ამაზე. ვიცოდი, რომ მას საშინლად არ უყვარდა მისის უილსონი - ჩემი მეორე ბებია. - ჩარლი ელოდა ამას, - თავისთვის ჩაილაპარაკა მამიდამ. - არ ვიცი, როგორ გაიგო, რომ ჩემთან ხარ და არა ფორკსში... მამიდას აღარ ვუსმენდი, წერილი გავშალე და სწრაფად ჩავიკითხე რამდენიმე წინადადება. ამდენი წლის განმალობაში უნახავ შვილიშვილს მე ოფიციალური ტონის წერილს არ მივწერდი, მაგრამ მისის უილსონი ასე არ ფიქრობდა. ძალიანაც კარგი, მიხაროდა, რომ მას არ ვგავდი... თუმცა ის ჩემი ბებია იყო და ამას ვერაფრით შევცვლიდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ იმას ვერა, რაც წერილში წავიკითხე. - ჩემი ნახვა უნდა, - ჩავიბურტყუნე მე. - იმიტომ რომ... - ვიცი, - სიგარა გააბოლა კლერმა. - ცოტა გვიან ხომ არ არის? ისე, ჯობია, თუ პირდაპირ პანაშვიდზე მიხვალ... - მამიდა, - შევაწყვეტინე მას. - დარწმუნებული ვარ, ის მიხვდა თავის დანაშაულს. - ბელა, ასეთებს ვერაფერი გამოასწორებს! - დრო ... დავაპირე მეთქვა, რომ დრო ყოვლისშემძლეა, რომ ის ყველაფერის მკურნალია, მაგრამ შევჩერდი. ამ ფრაზის უკვე დიდი ხანია არ მჯეროდა. იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ დაივიწყონ წარსული მხოლოდ იმიტომ, რომ იქედან ახსოვთ ტკივილი, არ ესმით ცხოვრების. შეიძლება მეც არ მესმის... მაგრამ არ ვაპირებდი იმ წარსულის დავიწყებას, რომელშიც ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემთან ერთად იყვნენ. რომელშიც ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა მწარე გასახსენებელი იყო. ამოვიოხრე, მამიდა მოლოდინით მიყურებდა. - არაფერი, დაივიწყე, - ვთქვი ბოლოს. - ბელა, რას აპირებ? - მკითხა მამიდამ ჩვეულებრივი ტონით, მაგრამ შევატყვე, რომ ჩემი გადაწყვეტილება ძალიან აღელვებდა. - არ ვიცი, - ვუპასუხე დაბნეულმა. - უნდა მოვიფიქრო... - ამ საქმეში მისის უილსონი რომ არ იყოს გარეული, - ალმაცერად გამომხედა კლერმა, - თავისუფლად გეტყოდი, რომ ეს შანსი უნდა გამოიყენო! შენ კარგად მღერი და ეგ ქალი დახმარებას გთავაზობს... მაგრამ... - მაგრამ მას შენ კუდიან დედაბერს ეძახი, - მივეშველე კლერს. - ხო, ასეა, - მიპასუხია სიცილით. - ჩემს ოთახში ვიქნები, - შევუბღვირე და წამოვდექი. - მალე დაწექი... - შენც ტკბილი ძილი, ძვირფასო, - მომაძახა კლერმა. ჯანდაბა! სასოწარკვეთილი შევვარდი ჩემს ოთახში. აღარ ვიცოდი რაზე ან ვიზე მეფიქრა. კინაღამ გადავიწვი! ერთი მხრივ ედვარდი... ის, რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა. ის, რაზეც უახლოესი წარსულის განმავლობაში ვოცნებობდი. მეორე მხრივ, ჩემი ახლადგამომცხვარი ბებია, რომელსაც სურდა, დაუყონებლივ გავეცანი, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო სინდისმა შეაწუხა, თუმცა მე ეს დიდად არ მენაღვლებოდა. მესამე მხრივ ის, რომ ეს ახლადგამომცხვარი ბებია დიდ სურვილს გამოთქვამდა ჩემი „კარიერის“ აწყობაში. რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ დედის ნიჭი მეც გამომყვა და სიმღერა შემეძლო. თვითონ მისის უილსონს საკუთარი მუსიკალური სასწავლებელი ჰქონდა და წერილში მწერდა რომ ძალიან გაუხარდებოდა, თუ იქ გავაგრძელებდი სწავლას. ჯანდაბა, ნუთუ თავსატეხი მაკლდა?! აღარ ვიცოდი რა მექნა და უბრალოდ ლოგინზე წამოვწექი. თვალი ჩემს სკოლის ჩანთას მოვკარი. ესღა მაკლდა! ხვალ სკოლა იყო... ზანტად ავდექი, ჩანთას ხელი დავავლე და საწერ მაგიდას მივუჯექი. ჩემი ტვინი რა სიხშირით მუშაობდა, არ ვიცოდი, უბრალოდ ვშლიდი წიგნის ფურცლებს და ნახატებს ვუყურებდი. მერე გაკვეთილისკენ „გამექცა“ თვალი (ვის ვატყუებ, გავაქციე) და ასოები ბუზებივით აირია გონებაში. თანდათან გამოიკვეთა სიტყვები, შემდეგ წინადადებები და ბოლოს, რაღაც აზრის გამოტანაც შევძელი მათგან. მათემატიკის წიგნი არც ამომიღია. ზუსტად ვიცოდი, რომ ელენემტარულ კვადრატულ ფონქციასაც კი ვერ ამოვხსნიდი. არადა წინ უფრო რთული ამოცანა მედო, რომლის გადაწყვეტაზე ფიქრი არ შემეძლო. ჩემი თავის მიკვირდა, კიდევ რაღაცის წაკითხვა და გააზრება რომ მოვახერხე, მაგრამ ეტყობა ჩემს ტვინს იმდენად სურდა მისის უილსონის დაბლოკვა, რომ მზად იყო, ბერლინის ბლოკადაზე ინფორმაცია მიეღო. გაბრუებული, ორი საათი ვიჯექი მაგიდასთან და ვცდილობდი, ხვალისთვის რაღაცა მაინც მესწავლა იმ დონეზე, რომ ცოდნა მაქსიმუმ თექვსმეტი საათი გამყოლოდა. ბოლოს, ისტორიის, ინგლისურის და ბიოლოგიის წიგნები კეთილსინდისიერად ჩავდე ჩანთაში. კალამს თავსახური დავახურე და გვერდზე გადავდე. საათისკენ არც შემიხედავს, მობილურს და ბებიაჩემის წერილს ხელი დავავლე და ლოგინზე გაუხდელად წამოვჯექი. სწრაფად გავხსენი შემოსული შეტყობინებები და ედვარდის მესიჯებს გადავხედე. ბოლო შეტყობინებაზე გამეცინა და გვერდზე გადავწექი. „ შენი აზრით, მესიჯით სიყვარულის ახსნა არასერიოზულობაა? “ მახსოვს, რა დამემართა ამის წაკითხვისას ან როცა ედვარდმა მითხრა, რომ ვუყვარდი. გული ისევ სიამაყით ამიძგერდა! მე მას ვუყვარდი... ამით ყველა უფსკრული ივსებოდა, რაც კი ჩვენს შორის იყო. უბედნიერესი ვიყავი იქ, იმ პარკში... უკმაყოფილოდ გავხედე კონვერტს. მისი ბრალი იყო, რომ აფორიაქებულს, გზა-კვალი სულ ამრეოდა. ჩემს ოთახში დაძაბული ატმოსფერა იყო. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, აქ ხომ მე ვცხოვრობდი. ისე გადავერთე ბებიასთან წასვლაზე, თითქოს ჩემი და ედვარდის ურთიერთობა ამასთან რაიმე კავშირში ყოფილიყოს. მართალია, ყოველთვის მაინტერესებდა ბებიას ნახვა, მაგრამ ძალიან მეშინოდა ამ შეხვედრის. ეს ქალი გულცივ ადამიანად წარმომედგინა და ძალიან რთული იყო, უბრალოდ ავმდგარიყავი, მივსულიყავი და მეთქვა: „გამარჯობა, ბებო. მე ბელა ვარ. შენი შვილიშვილი, რომელიც არასოდეს გიღიარებია ამ ტიტულით, არასოდეს გინახავს და მის შესახებ არაფრის გაგონება არ გინდოდა. მე იმ კაცის შვილი ვარ, რომელიც უსაზღვროდ გძულდა და იმ ქალმა მშობა, რომლის დედობაზეც შენ, მისი გათხოვების შემდეგ, უარი თქვი! მე ის ვარ, ვინც ვერ გაიმარჯვა რაღაც სულელურ, თუმცა ზოგიერთისთვის ასე მნიშვნელოვან კონკურსში. შენ კი მოწყალების ხელი გამომიწოდე მაშინ, როდესაც უკვე აღარაფერს არ აქვს მნიშვნელობა... და აი, მეც მოვედი, რომ გითხრა, რომ არა შენი სიამაყე, დედა ჩემს გვერდით იქნებოდა.“ არა, ეს ძალიან რთული იყო... ყველამ, მათ შორის მისის უილსონმა, იცოდა, თუ რა დაემართა სინამდვილეში დედაჩემს. ინსტიქტურად მეც ვხვდებოდი, რომ ჩემთვის უცნობი, ზვადი ქალბატონი, რომელიც დედას დასაფლავებისას გამოგვეცხადა, იყო მიზეზი რენეს ღამეული კოშმარების და უკეთეს შემთხვევაში, თეთრად გატარებული ღამეების. ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მახოვს, თუ როგორ მოთქვამდა საძინებელში დედა და როგორ სცემდა ბოლთას ანერვიულებული ჩარლი... ეს მოგონება სასწრაფოდ გავაგდე გონებიდან. ყველამ იცოდა, რატომ ჰქონდა რენეს დილაობით ჩაწითლებული თვალები... ყველამ, გარდა იმისა, ვისაც პირველ რიგში უნდა სცოდნოდა. შემცივდა, ტანზე გავიძვრე და ლოგინში შევწექი. გავიყინე, მაგრამ მალე გავთბებოდი. კონვერტი ტუმბოზე დავდე და ზემოდან მობილური დავადე. დილას გამოუძინებელს გამეღვიძა. მთელი ღამე ვერ დავიძინე და უაზროდ ვწრიალებდი. მახსოვს, დამესიზმრა, თუ როგორ გადადიოდა მისის უილსონი ედვარდის გარემონტებულ ხიდზე. ამოვიოხრე, უკვე მოვლენები ერთმანეთში მერეოდა. აბაზანაში, სარკეში ჩახედვისას, კინაღამ გული გამისკდა, როცა ჩემი ჩაწითლებული თვალები დავინახე. რამდენჯერმე შევისხი ცივი წყალი, რომ უძილობის კვალი წამეშალა. მერე ჩავიცვი, ცოტა ხანი ბებიას გამოველაპარაკე სამზარეულოში, ქორწილის ამბები ვკითხე და სკოლაში წავედი. მეგონა, ქორწილი სულ მალე იქნებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ იყო დრო. ამ ბოლო ხანებში იმდენი რაღაც მოხდა, რომ დღეების სათვალავი ამერია. ჯერ ხუთშაბათი იყო, მე კი კლერის საქმრო სამშაბათს ვნახე. ამოვიოხრე და მანქანა სკოლის ავტოსადგომზე გავაჩერე. ვიცოდი, წინ რაც მელოდა, ამიტომ ღრმად ჩავისუნთქე და მტკიცე ნაბიჯებით გზას გავუდექი. შესასვლელთან შევყოვნდი და შენობაში მარჯვენა ფეხით შევედი... მხოლოდ თავის გამხნევებისთვის, თორემ ისედაც ვხვდებოდი, რომ ეს არაფერს შეცვლიდა. გაკვეთილებზე უაზროდ ვიჯექი. გამიმართლა და ისტორიამ მხოლოდ კითხვები დამისვა. მთლიანი გაკვეთილის პრეზენტაციის არც სურვილი მქონდა, არც განწყობა და არც ცოდნა. გეოგრაფიამ უფრო ადვილად ჩაიარა. საბედნიეროდ ჩარლი პატარაობიდანვე მასწავლიდა რუკას და მასზე ბევრი ინფორმაციის ამოკითხვა შემეძლო. რაც შეეხება მათემატიკას, აქ მთელი გაკვეთილი მობუზული ვიჯექი და ვცდილობდი მასწავლებელს არ შევემჩნიე. რასაკვირველია, არ გამომივიდა, მაგრამ ეგ არაფერი. ინგლისურის გაკვეთილზე კი უპრობლემოდ გავაკეთე „აივენჰოს“ სამი თავი. ეს წიგნი ძალიან მომწონდა. რა თქმა უნდა, ელისი გვერდიდან არ მომცილებია, თუ არ ჩავთვლით მათემატიკის გაკვეთილს, რომელიც ერთად არ გვიტარდებოდა. კაფეტერიაში რაღაც წვრილმანებზე ვლაპარაკობდით. მომიყვა, როგორ განახორციელა გეგმა, რომელიც ჯეიკობ მასწავლებლის ტელეფონის ნომრის გაგებას უკავშირდებოდა და ყველას მოუგო. ოღონდ ამის შესახებ ჯასპერს არაფერი არ უნდა გაეგო. ერთი მომენტი მკითხა, გუშინ რას აკეთებდიო. მე ბევრი სამეცადინო მოვიმიზეზე და ამით ავხსენი, რომ ისეთს არაფერი არაფერი მომხდარა. - შენ და ედვარდი, ამ ბოლო დროს, რაღაც ერთდროულად ქრებით, - ჩაიბურტყუნა მან, როდესაც კაფეტერიიდან გამოვდიოდით. ამ თემაზე საუბარი ჯესიკას თანდასწრებით არ შეიძლებოდა. - ხო, შეიძლება, - ვუპასუხე ყოყმანით. - მაგრამ ჯერ მე თვითონაც არ ვიცი, რა ხდება... - რომ გაიგებ, არ გამომაპარო, - თვალი ჩამიკრა ელისმა და გადაიკისკისა. - გული კარგ რაღაცას მიგრძნობს. საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და ელისის მზერას გავაყოლე თვალი, რომელიც დერეფნის მეორე ბოლოში მდგარ ედვარდს უყურებდა. ედვარდმა დაგვინახა და ჩვენსკენ წამოვიდა. სულ ერთი წამი, გული კინაღამ საგულედან ამომივარდა, მაგრამ დავინახე, რომ მას ვიქტორიაც მოჰყვებოდა. გოგონამ დაუდევრად მოკიდა ხელი და ასე მოდიოდნენ ჩვენამდე. მე განზე გავიხედე. აი, სიურპრიზიც. - გამარჯობა ელის, - დაიწრიპინა ვიქტორიამ. - ბელა... - გამარჯობა, - უპასუხა ელისმა. მეც ჩავიბურტყუნე რაღაც. სანაძლეოს დავდებდი, ედვარდი ძლივს იკავებდა სიცილის, მაგრამ მას არ ვუყურებდი. - ედვარდმა ახლახანს მითხრა, რომ ხვალ საღამოს არ ეცლებოდა, არადა დაგეგმილი გვქონდა, რომ ერთი ძალიან მაგარი ფილმი უნდა გვენახა. მან შემომთავაზა, რომ მის მაგივრად თქვენ დამეპატიჟებინეთ, - ჩქარა ლაპარაკობდა ვიქტორია და ედვადს ეხუტებოდა. ვითომ კალენი ვერ იტყოდა ამ ყველაფერს მოადგილეს გარეშე?! - მაინც რა ფილმი? - ჩაეძია ელისი. - ახალი გამოსულია, - დაიწყო გოგონამ. - რომანტიკული კომედია... - აშკარად ჩემთვისაა, - ავღნიშნე მე ირონიული ტონით. - მაგრამ მე უკვე დავგეგმე პარასკევი საღამო და ვფიქრობ, ვერ შემოგიერთდებით. - ოჰ, ბელა, - დაიწუწუნა ელისმა და ჩუმად ჩამიკრა თვალი. - ძალიან ცუდი იქნება. ვერ გადადებ გეგმებს? - ვერა, ელის, - ვუპასუხე მას და ედვარდს გადავხედე. ეშმაკურად მიყურებდა. - სამწუხაროდ ვერ გადავდებ. - ძალიან საწყენია, - თქვა ვიქტორიამ და ედვარდს მიუბრუნდა. - არა, ძვირფასო? - კი, - დაეთანხმა ედვარდი. - მაგრამ, ალბათ, ბელას მნიშვნელოვანი გეგმები აქვს და ამიტომ არ შეუძლია გადადება. - ხო, - თქვა ელისმა და წყვილს თვალი მოავლო. - ჩვენ ორნი კი ისე ვერ გავერთობით... - ეგ არაფერი, - უპასუხა ვიქტორიამ. - ჯესსაც უთხარი, ემეტსაც და როზალისაც. ელისი შეყოვნდა. - მგონი, ჯასპერი ვერ შეძლებს, - თქვა ბოლოს. - მასაც რაღაც გეგმები აქვს. - ოჰ, რა ხდება? ყველას გეგმები აქვს? - გაეცინა ვიქტორიას. - ელის, როზალი და ემეტი აუცილებლად წამოვა, - შევაგულიანე მე. - დიდი ნუგეშია, - ჩაიცინა ელისმა. - მაგრამ, ალბათ, მეც ჯასპერს შევუერთდები. გამეცინა. რა თქმა უნდა, ელისი კვდებოდა ინტერესით, ისე უნდოდა ჯასის და ედვარდის მოსმენა. - ო, ძალიან სამწუხაროა ელის, - დაიჩურჩულა ვიქტორიამ. - მაშ, როზალის დავურეკავ. ცუდია, რომ ბილეთები უკვე აღებული მაქვს, მაგრამ, ედვარდ, ჩვენ სხვა სეანსზე წავიდეთ. ედვარდმა ვიქტორიას თავი დაუქნია, ვიქტორიამ კი საეჭვოდ აიწია ფეხისწვერებზე. - მმმ, ელის, ჩვენი წასვლის დროა, - ვთქვი ხმამაღლა. - ბიოლოგიაზე გვაგვიანდება... - დამელოდეთ, - თქვა ედვარდმა და ვიქტორიას მოშორდა. - ამჯერად გაცდენას არ ვაპირებ. მე გზა მაინც გავაგრძელე. არ მინდოდა გამომშვიდობების ცერემონიებს დავსწრებოდი. ელისიც გამომყვა. ედვარდი მალე დაგვეწია და გვერდზე ამომიდგა. ასე, შორიშორს მდგომები, გავუყევით დერეფანს. წინა რამდენიმე გაკვეთილი ედვარდი ბიოლოგიას არ ესწრებოდა, ამიტომ ელისმა ამით ისარგებლა და მერხზე ედვარდის ადგილი დაიკავა. დიდი იმედი მქონდა, რომ ედვარდი დას ადგილს არ დაუთმობდა. ელისი პირველი შევიდა საკლასო ოთახში და ჩემდა გასაკვირად, თავის ძველ ადგილისკენ გაემართა. ჩემს უკან ფხუკუნის ხმა გავიგონე. მივტრიალდი და დავინახე, როგორ ჩაუკრა ედვარდმა თვალი თავის დას. გამკიცხავი სახით შევხედე ელისს, მაგრამ ის მხოლოდ მიღიმოდა. მასწავლებელი უკვე კლასში იყო და მოსწავლეებს წესრიგისკენ მოუწოდებდა. ჩვენც ადგილები დავიკავეთ. - ეს რა იყო? - ვკითხე ედვარდს ჩურჩულით, როდესაც მისტერ ბლექსი სიას კითხულობდა. - რას გულისხმობ? - ედვადი ჩემსკენ შემობრუნდა. გამიკვირდა, როცა თვალებში შევხედე და დავინახე, რომ რამდენიმე წუთის წინ მოცინარი მზერა სევდას დაეპყრო. - შენი იდეა, რომ მე და ვიქტორიას ერთად უნდა გვეყურებინა რომანტიკული კომედია, - წარბი ავწიე და პასუხის მოლოდინში გავირინდე. უკნიდან ელისის მზერას ვგრძნობდი. - ჰმ, - ჩაახველა ედვარდმა და შუბლი შეიმუხნა. - -ნამდვილად ცუდი იდეა იყო. სახიფათო და ძალიან სარისკოა თქვენი ერთ, ჩაბნელებულ დარბაზში ყოფნა... - ოჰ, დამერწმუნე, - გადავუჩურჩულე მე. - მაგ მხრივ მშვენიერი იდეა იყო. ედვადმა ჩაიფხუკუნა და თავი დახარა. აღარაფერი უთქვამს. მე ტუჩზე ვიკბინე და მასწავლებლისკენ გავიხედე. გაკვეთილი ნელა მიდიოდა. შეიძლება იმიტომ, რომ მასწავლებელს საერთოდ არ ვუსმენდი, სამაგიეროდ დაძაბული ვიჯექი. ედვარდს და მე სულ რაღაც სანტიმეტრები გვაშორებდა ერთმანეთისგან, მაგრამ ერთ მომენტში ვიგრძენი, რომ ეს სანტიმეტრები გაცილებით უფრო გრძელი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ და პანიკამ შემიპყრო. ნუთუ ასეთი შორი იყო ჩვენი სამყარო ერთმანეთისგან?! - ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი პარასკევი საღამოს გეგმები ერთმანეთს ემთხვევა, - ჩურჩულით მითხრა ედვარდმა. - არა მარტო ბელასი, - მომესმა უკნიდან წკრიალა ხმა, რომელსაც პატარა ჩახველება მოჰყვა. ელისი თავის შენიღბვას ცდილობდა. - ელისს, მასწავლებელს მოუსმინე, - ვითომ მკაცრად უთხრა ედვარდმა, მაგრამ უფრო ისეთი ინტონაციით, თითქოს მისი შექება სურდა. - როგორც ჩანს, მხოლოდ ვიქტორია იქნება თამაშგარეში, - აღნიშნა ელისმა და ზურგზე ფანქარი მიჩხვლიტა. მე არ შევიმჩნიე, ისევ წინ ვიყურებოდი. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან არ მომწონდა ის ფაქტი, რომ ედვარდს და ვიქტორიას ერთად ვხედავდი. ეჭვიანობა ჩემგან ყოველთვის შორს იყო. მართალია, საამისო სიტუაცია არასოდეს მქონია, მაგრამ ასე ვფიქრობდი. მე უფრო ის მაღელვებდა, რომ ვიქტორია ასე თავისუფლად იქცეოდა. თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო... - რა თქმა უნდა, - მომესმა ედვარდის დაძაბული ხმა, რამაც მაიძულა მისკენ გამეხედა. შუბლშეკრული იჯდა. - ვიკის ნამდვილად არ სცალია. საუბარი ამით დასრულდა, იმიტომ რომ მასწავლებელი ჩვენს მერხებთან გაჩერდა და ისე გააგრძელა გაკვეთილი. ეტყობა ზედმეტად აღტაცებული ელისის ხმამ გაგვყიდა. ზარის დარეკვისთანავე ჩვენი სამეული წამოიშალა და რიგრიგობით გავედით კაბინეტიდან. ელისი თვალსადახელშუა გაქრა. შეტყობინება მომწერა, რომ ჯასპერმა დაურეკა და მასთან მიდიოდა. ედვარდს გაეცინა. რატომღაც მეგონა, რომ აქ ჯასპერი ძალით იყო გარეული. - იცი, არაა საჭირო ჩემთან ყოფნა, - ვანიშნე ედვარდს, როცა ფიზ-კულტურის დარბაზისკენ მივდიოდით. მე ეს გაკვეთილი მქონდა, ედვარდს - არა. - საჭირო? - ჩაიბურტყუნა მან. - იქნებ სასურველია? - ვიქტორიასთან ყოფნაც სასურველი უნდა იყოს, - მის სიტყვებს ყორადღება არ მივაქციე, ისე შევუბრუნე კითხვა და განზე გავიხედე. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავწითლდი. - ვიქტორიასთან ყოფნასთან დაკავშირებით სულ სხვა ამბავია, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მან. - რა ამბავი? - ახლა ამის დრო არაა, ბელა, - მითხრა ედვარდმა თბილი ხმით და ხელი მომკიდა. რამდენიმე წამს გაჩუმებული მივდიოდოთ. მისი ხელის სითბოს ვგრძნობდი და ეს აზრებს სულ მიფანტავდა. - აბა როდის იქნება? - ვკითხე თვალდახუჭულმა. პატარა კიბეებს ჩავუყევთ და დარბაზის შესასვლელთან გავჩერდით. კვადრატის ფორმის შესასვლელს პატარა ნათურა ძლივს ანათებდა. ედვარდმა შემაჩერა და მისკენ შემაბრუნა. - არ ვიცი, - მითხრა ისევ ნაღვლიანი ტონით. - სამწუხაროდ, არ ვიცი... არ მინდოდა, რომ მისთვის სათამაშო ვყოფილიყავი. ეჭვები ისევ არ მაძლევდა მოსვენებას და სანამ რაიმეს მოიმოქმედებდა ტუჩებზე თითი მივადე. - რომ გეცოდინება, მეც მითხარი, - ვუთხარი ჩურჩულით, თავი გავინთავისუფლე და დარბაზში შევედი. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ერთი მხრივ, ედვარზე გაბრაზების მიზეზი მქონდა, მაგრამ მეორე მხრივ, ამ მიზეზის არსებობა თავიდანვე ვიცოდი. საბედნიეროდ, ფიზ-კულტურაზე არავის შევუწუხებივარ და ჩემთვის ვიჯექი კუთხეში. გამახსენდა, როგორ დასრულდა ჩემი ბოლო ფრენბურთის თამაში... ნეტავ მაშინ მცოდნოდა, რა იქნებოდა მომავალში. რაღაცას მოვიმოქმედებდი და ასეთ მდგომარეობაში არც მე ვიქნებოდი და არც ედვარდი. მაინც ვფიქრობდი, რომ წასვლა ერთადერთი კარგი გამოსავალი იყო. ედვარდს თუ ნამდვილად ვუყვარდი… (ამ წინადადების დასრულება არ მინდოდა) მას ჩემთვის ვერ ვიმეტებდი. ზედმეტად დეპრესიული გოგონა არ იყო ედვარდის შესაფერისი. მე კი ეს ტიტული ძალიან კარგად მქონდა მორგებული. დარბაზში, რომელიც სავსე იყო მოსწავლეებით ისე ვიყავი, როგორც ლანდი... არარაობა. არავის არ ჰქონდა სურვილი, რომ გამომლაპარაკებოდა და მადლობა ღმერთს, რომ ასე იყო! ერთადერთი შვება ეს მქონდა. კედელს თავი მივადე და თვალები დავხუჭე. გამახსენდა გუშინდელი საღამო და ფორკსში გადაბარგების სურვილიც მოულოდნელად გაქრა. სამაგიეროდ, ჩემს წარმოსახვას არ შორდებოდა ვიქტორიას და ედვარდის სურათი, ხელჩაკიდებულები რომ მოდიოდნენ ჩემსკენ... ზარის ხმამ მოულოდნელად გამომაფხიზლა. არ მეგონა, თუ დრო ასე მალე გავიდოდა. ზანტად წამოვდექი და გასახდელისკენ წავედი. ჩანთა ავიღე და ამოვისუნთქე. როგორც იქნა სახლში წავიდოდი. პიკაპთან მისული, გაოცებისგან შევდექი. ფანჯარაზე მიმაგრებული თეთრი ფურცელი დავინახე. ჩუმად ავიღე და სწრაფად ჩავჯექი მანქანაში. „ბელა, ვერ ვხვდები, რატომ გამიბრაზდი... თუმცა არა, ვხვდები... და ვიცი, რომ სწორი ხარ. მაპატიე, მაგრამ მიზეზი მაქვს და სწორედ ეს მკლავს. სამწუხაროდ, დღეს შენთან ერთად ვეღარ ვიქნები... პ.ს. მობილური გამორთული რატომ გაქვს? ე.“
| |
|
|