ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
Just sing a song

♥---♥თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline


პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი".
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი".
ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".




სახელწოდება: Just sing a song
ავტორი: DiiiK♥
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
რეიტინგი:G (General)
ბეტა: S@li
პეირინგი:ბ.ს./ე.კ.
ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort
სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!

პროლოგი

დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე:
" All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"




პირველი თავი: შიში
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM

DiiiK♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:19 PM | შეტყობინება # 361
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
მეცხრამეტე თავი

If you can see the future, you can save it.

- ეს არაჩვეულებრივი იყო, - წამოიძახა ელისმა, როდესაც შოუს დამთავრების შემდეგ ბარიდან გამოვდიოდით.
ჯასპერი და ედვარდი მალე დაემშვიდობენ თავიანთი ჯგუფის დანარჩენ წევრებს და ერთად წავედით ავტოსადგომისკენ. საგულისხმო ფაქტი იყო ის, რომ ოთხნი ვიყავით და ჯასპერის გარდა, ყველა თავისი მანქანით იყო მოსული.
- მართლა მოგეწონა, ძვირფასო? - ჩაეძია კმაყოფილი ჯასპერი, რომელიც ჯერ კიდევ აქოშინებული იყო სცენაზე ხტომით.
- რა თქმა უნდა! არ მჯერა, რომ ამდენი ხანი არ ვიცნობდი სცენის ჯასპერს, - დანანებით ჩალაპარაკა ელისმა.
- მე ყველგან შენი ვარ, არავითარი სცენა ან ფეხბურთი, - გულზე მიიხუტა გოგონა ჯასმა.
მე მათ მარცხნივ, ედვარდი კი მარჯვნივ იდგა. არ ვიცი ის - რამდენად, მაგრამ მე კი უხერხულად ვიყავი.
- ჰმ, გუგულებო, იქნებ ცოტა მოიცადოთ, - წამოიძახა ედვარდმა. - აქ მარტო არ ხართ.
- მერე, რა? - ხელი ჰკრა ჯასპერმა და ეშმაკურად შემომხედა. - სამაგიეროდ არც შენ ხარ მარტო და..
- ჯასპერ, - გავაწყვეტინე მე, სანამ კიდევ რამეს იტყოდა. - მე მგონი, დღეს ძალიან აჟიტირებული ხარ. აქამდე გეთქვა სიმართლე ელისისთვის და უფრო უკეთესი არ იქნებოდა?
- ბელა მართალია, - დამეთანხმა ელისი. - ძვირფასო, როგორ ვამაყობ შენით.
ედვარდმა ჩაახველა, რომ სიცილი დაეფარა. მიხვდა, რომ თემა განგებ შევცვალე. ამასობაში მანქანებთან მივედით.
- ცუდადაა საქმე, - ამოიოხრა ელისმა, - ერთ-ერთ წყვილს დაშლა მოუწევს.
- ვერ დაგეთანხმები, - სიცილით ვუთხარი ელისს. - მე ჩემი პიკაპით წავალ, ედვარდი - თავისი მანქანით, შენ და ჯასპერი კი - ერთად.
თითქოს საქმე მოვაგვარე, მაგრამ სინამდვილეში ძალიან არ მინდოდა, რომ ედვარდი უბრალოდ ჩამჯდარიყო „ვოლვოშო“ და ასე უბრალოდ წასულიყო... სიტყვის უთქმელად. ედვარდმა მოჭუტული თვალებით შემომხედა.
- ბელა, შენი პიკაპი წინააღმდეგი ხომ არ იქნება, ავტოსადგომზე რომ დავტოვოთ? - მკითხა მან და როცა ჩემი სახე დაინახა სწრაფად დაამატა: - ცოტა ხნით.
- ეგ როგორ?
- მერე მე მოვიყვან...
- კარგი აზრია! - ძმას აჰყვა ელისი.
- ხო, თან ყველა კმაყოფილი იქნება... აბა კარგად, ბელა!
- ყველა - არა, - გავაპროტესტე მე, მაგრამ აღარავინ მისმენდა.
ელისი და ჯასპერი მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ. ედვარდი „ვოლვოს“ მიყრდნობოდა და მშვიდად მიყურებდა. მე ისევ ვყოყმანობდი. ერთი მომენტი ვიფიქრე, რომ არაფერი მოხდებოდა, თუ ედვარდის გეგმას მივყვებოდი, მაგრამ მაშინვე შინაგანმა ხმამ გამომაფხიზლა: „როგორ უნდა იყო ბედნიერი, როცა ის აღარ არის?!“
ძარღვებში სისხლი გამეყინა. წაშლილი სახით მივბრუნდი და პიკაპისკენ წავედი. ედვარდს არაფერი უთქვამს, არც მე მომიხედავს მისთვის, როცა მანქანა ავტოსადგომიდან გამყავდა. გზაში ცრემლები მახრჩობდა, როცა ჩარლის ვიხსენებდი. მარჯვენა ხელმა სწრაფად იპოვა თავის ადგილი.. ის ადგილი, სადაც დაჩვეული იყო ყოფნას და სადაც ახლა საშინელი აურზაური იყო. მინდოდა, ჩემი ფიქრები ქარს წაეღო, რომელიც ასე სუსხიანად უბერავდა გარეთ იმ დღეს, როცა ედვარდმა მითხრა თავისი გრძნობების შესახებ... ქარს წაეღო ეს გრძნობები, რადგან ისინი უკვე ჭკუიდან მშლიდნენ! ცრმელიანი თვალებით მანქანა ძლივს მიმყავდა სწორ გზაზე. საბედნიეროდ, ტრასა თავისუფალი იყო და ამჯერად საფრთხეს არავის ვუქმნიდი. ღმერთო, მერემდენედ უნდა მენატრა ის, რომ წარსულის დაბრუნება შესაძლებელი ყოფილიყო?! მაშინ, ალბათ, აწმყოც და მომავალიც აირეოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩარლი ცოცხალი იქნებოდა... ის ჩემ გვერდით იქნებოდა. თუმცა შეიძლება ეს არც მოესურვებინა, მე ხომ ყველაზე აუტანელი შვილი ვიყავი. მაგრამ მაინც, ასეა თუ ისე, ის ყველაფერს მაპატიებდა, რაც ჩავიდინე და ამაზე ფიქრი საერთოდ საშინელება იყო! ის ისეთი სულგრძელი და მომთმენი მამა იყო, მე კი... მე ვერ გამოვდექი კარგი შვილი.
სახლთან ახლოს მკვეთრად დავამუხრუჭე. მანქანა გავაჩერე და გარეთ გადმოვედი. თოვას გადაეღო და ჩემდა გასაოცრად ღრუბლებიც მიმოფანტულიყვნენ ცის კაბადონზე. ვერცხლისფერმა შუქმა თვალი მომჭრა. მთვარე არ მტოვებდა, ღრუბელთა გროვიდან თავი გამოეყო და თავზე დამყურებდა. მოულოდნელად სხვა შუქმა დამაბრმავა. მოსახვევში მანქანა სწრაფად შემოვარდა და პირდაპირ ჩემ გვერდით გაჩერდა. ვერცხლისფერის გახსენებაზე...
- ბელა, ორჯერ გაიარე წითელზე! იღბლიანი ხარ, რომ არ დაგაჯარიმეს! - მითხრა „ვოლვოდან“ გადმოსულმა ედვარდმა, თუმცა ნათქვამი სულაც არ შეეფერებოდა მის აღელვებულ ტონს, რომელიც თან ახლდა წარმოთქმულ სიტყვებს.
უსიტყვოდ ვუყურებდი, ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა მისი აქ ყოფნა. თუმცა რომელი ლოგიკას?
რატომ გამომყვა? ნუთუ მისთვის ასეთი უმნიშვნელო იყო ის, რომ მე არ შემეძლო მასთან ურთიერთობა? ნუთუ ის ჩემს გადაწყვეტილებას პატივს არ სცემდა?! თავი გავაქნიე... არა, მე ხომ ვერ ვუყურებდი საკუთარ თვალებს! რა, თუ ისინი გამცემდნენ? რა, თუ ედვარდი მათში სრულ სიმართლეს ხედავდა? აფორიაქებულმა, წინ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ედვარდმა ჩემი დაძაბულობა იგრძნო და სწრაფად დამიჭირა, თორემ აუცილებლად დავეცემოდი. მძიმედ ვსუნთქავდი და სულ ვცახცახებდი. რაღაც უცნაური ხმები ჩამესმოდა, რომლებშიც ძლივს გავარჩიე ედვარდის ხმა.
- ნუ გეშინია, ბელა, პირველი არ ხარ, ვინც წითელზე გაიარა.
- საშინელი სასჯელი მომელის...
- სულ რამდენიმე ფუნტი სტერლიგი, - ბუნდოვნად ვხედავდი ედვარდის შეშფოთებულ მზერას, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ჩემს გაცინებას.
- სულ რამდენიმე წელი...
ედვადრმა წამომაყენა და ძლივს ჩავჯექი მის მანქანაში.
- სულ რამდენიმე წელი... სულ რამდენიმე წელი... სულ რამდენიმე...
- ბელა, რა რამდენიმე წელი? - მკითხა ედვარდმა. მე უკვე სალონში ვიჯექი, ის კი გარეთ იყო. საშინელი სიცივე შემოდიოდა ღია კარებიდან. ედვარდმა კითხვა გამიმეორა და მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ხმამაღლა ვფიქრობდი.
- სულ რამდენიმე წელი უნდა ვიტანჯო, - ვუთხარი ჩურჩულით. - მერე ყველაფერი დამთავრდება... თვალებში ნუ მიყურებ...
- ბელა, - ედვარდის ხმიდან სასოწარკვეთილება გამოსჭვალოდა. - ბელა, რას ამბობ? დამშვიდდი... ბელა?
- არაფერი, - უეცრად ვიგრძენი, რომ ეს ედვარდისთვის არ უნდა მეხვდა, მას ძალიან ვაშინებდი.
- შეგიძლია სახლში ამიყვანო? - ვკითხე და თავი სავარძელს მივადე.
- რა თქმა უნდა..
ედვარდმა მანქანიდან გადმომიყვანა და ჩემი ხელი კისერზე შემოიხვია. სახლში მარტო ბებია იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ უკვე ეძინა. მახსოვს, მამიდან მითხრა, რომ გვიანობამდე მკერავთან იქნებოდა. ძლივს მოვძებნე სახლის გასაღები და კარები გავაღე. ედვარდი მკლავზე ხელს არ მიშვებდა. სახლში შესვლისას ფრთხილად ავხედე: შეშფოთებული მზერა ჰქონდა.
- შემოდი, - ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე. უკვე მშვიდად ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთხელაც ბოლოს მომიღებდა.
- ერთხელაც ბოლოს მომიღებ, - წამოიძახა ედვარდმა. გაკვერვებით ავხედე, მეგონა ჩვენ ორში ეს პატივი მე მხვდებოდა.
ჰოლში ფეხისწვერებით გავიარე და ბოლო ოთახში შევიჭყიტე. ბებო თანაბრად სუნთქავდა, ე.ი. ღრმად ეძინა. კარი საიმედოდ გამოვხურე და ედვარდთან დავბრუნდი. შემოსასვლელში საცოდავად იდგა და მიცდიდა.
- ქურთუკი გაიძვრე, - ვუთხარი და საკიდზე მივანიშნე.
ედვარდმა ავტომატურად გაიძრო ქურთუკი, საკიდზე ჩამოკიდა და კაშნეც იქ დატოვა. სასტუმრო ოთახში შევედით. მე გამათბობელთან ახლოს ჩამოვჯექი, ის კი ფეხზე იდგა და მიცდიდა.
- არ დაჯდები? - ვკითხე დაბნეულმა. თვალებში ვერ ვუყურებდი.
- რამეს თავში ხომ არ ჩამარტყამ? - მკითხა სერიოზულად.
- დღეისთვის სისულელეები საკმარისია, - ვუთხარი ბუზღუნით. ძალიან მრცხვენოდა, რომ ედვარდი მაშინ იქ აღმოჩნდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ უიმისოდ ძალიან გამიჭირდებოდა. მისი მადლობელი ვიყავი...
- ძალიან მიხარია, რომ ასე ფიქრობ, - მითხრა მან და ჩემ პირდაპირ ჩამოჯდა. - არ გინდა რამე მითხრა?
- მადლობა...
- მადლობა?
- ძალიან დამეხმარე, - გამოვუტყდი მე.
- ისე, მართალი ხარ, - ამოიხვნეშა მან და ხმა გაუმკაცრდა. - წარმომიდგენია... წარმომიდგენია, რას აპირებდი, მე… მე რომ არ მოვსულიყავი... მაგრამ მადლობის გადახდა არაა საჭირო.
- მე არაფერს ვაპირებდი, - თავი გავაქნიე.
- მაგრამ შენი მდგომარეობა უკვე უმართავი ხდება, არა? უკვე შენს თავს, გრძნობებს ვეღარ აკონტროლებ.
მის სიტყვებზე ჩავფიქრდი. ბოლო წინადადება ნამდვილად არ იყო კითხვა.. იქნებ, ედვარდი მართალი იყო? იქნებ მართლა აღარ შემეძლო ჩემი საქციელის გაკონტროლება ასეთ კრიტიკულ მომენტებში? რამდენიმე, ახლო წარსულში მომხდარი ფაქტი გამახსენდა და შევშინდი. ნუთუ ვგიჟდებოდი?!
- ბელა, - გამომაფხზილდა ედვარდმა. - იმედია არ გგონია, რომ გიჯი ხარ.
- არა... მგონია, - ამოვიკვნესე სასოწარკვეთილმა. მომენტალურად, ედვარდი ჩემ გვერდით გაჩნდა და მხრებზე ხელი მომხვია.
- არა, ასე არაა, - ჩამჩურჩულა მან ყურში. - შენ გიჟი არ ხარ.
- ოჰ, მადლობა დამშვიდებისთვის, მაგრამ შენ თვითონ მიმანიშნე ამაზე.
- არა, - თავი გააქნია ედვარდმა და მისკენ შემატრიალა. - როგორ გგონია, შენ თუ გიჟი ხარ, მე ვინ ვარ? მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ შენ არ ცდილობ ამ ტკივილს ებრძოლო!
- მე არ მაქვს ამის უფლება, - თავი უმწეოდ დავხარე, არ მინდოდა მისი საყვედურით აღსავსე თვალების შეხედვა.
- რას ნიშნავს “არ გაქვს”? - ამოიოხრა ედვარდმა, არაფერი ვუპასუხე და მანაც შემდეგი შეკითხვა დამისვა: - შენი აზრით, გრძნობებს რატომ ვერ აკონტროლებ?
- ედვარდ, ეს ჩემს ძალას აღემატება...
- არა, შენ ეს შეგიძლია! როგორ არ გესმის?! შეხედე სამყაროს, ირგვლივ მიმოიხედე, შენ ცხოვრების ყველაზე რიტმულ ქალაქში ხარ და ყველაზე ნელა მოძრაობ! შენს ირგვლივ მთელი ცხოვრება ტრიალებს, შენ კი ყველაფერზე ხელი ჩაგიქნევია. ცუდია, როცა ადამიანი სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით უყურებს, მაგრამ როცა შავ-თეთრით უყურებს - ეს უკვე კატასტროფაა! - აღელვებულმა ედვარდმა თავი ამაწევია და თვალებში ჩამხედა. - ნუ მიხვალ ამ ზომამადე.
- მე უკვე მისული ვარ, ედვარდ..
- არა, ბელა! შენ ხელოვანი ადამიანი ხარ! მომღერალი ხარ…
- ედვარდ, გთხოვ, - არ მინდოდა იმის გახსენება, თუ ვინ ვიყავი. ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე ის აღარ ვიყავი. - არ გინდა...
- მინდა, ბელა, მინდა! შენ შემდგარი მომღერალი ხარ. ასეთი ადამიანი კი თავის გრძნობებს სიმღერაში აქსოვს. ის ცხოვროს იმიტომ, რომ უმღეროს თავის კერპებს, საუნჯეებს, ოცნებებს, სიყვარულს... შენ კი აღარ მღერიხარ, არ აძლევ შენ თავს საშუალებას, რომ დაიცალოს იმ ზღვა ემოციებისგან, რომლებიც ასე გტანჯავენ!
- მაგრამ მე არ შემიძლია სიმღერა. არ ვარ მზად იმისთვის, რომ ვინმეს ჩემი გრძნობები გავუზიარო. ასეთი ადამინი აღარ მყავს, - ღრმად ჩავისუნთქე და საიდან მოვიტანე ის ძალა, რომელიც ამ სიტყვების გაგრძლებაში მეხმარებოდა არ ვიცი... შეიძლება ყველაფერი ედვარდის ბრალი იყო, რომელმაც გულში ჩამიკრა და მე მის მხარზე ტირილით ვაგრზელებდი საუბარს. - აღარ მყავს ადამიანი, რომელიც ჩემი დასაყრდენი იყო. ის მე მოვკალი! ის იმიტომ მოკვდა, რომ ჩემთვის კარგი უნდოდა... შენ არ გესმის, ეს ძალიან რთულია, როცა ოჯახის ერთადერთ წევრს კარგავ, იმიტომ რომ ეგოისტი და მშიშარა ხარ...
- ბელა, ბელა... დაწყნარდი...
- ნუ… ნუ მაჩერებ, - გადავწყვიტე, რომ ასე ედვარდის ნდობას ვერ მოვიპოვებდი, ამიტომ ყველაფერი უნდა მეთქვა მისთვის,თავი ავწიე და უძირო თვალებში ჩავხედე. - ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა.. 13 აგვისტოს... ფორქსისთვის უჩვეულოდ ცხელი დილა იყო. მეორე დღეს იმ დაწყევლილ კონკურსში ჩაწერა მთავრებოდა. ჩარლი მაიძულებდა, რომ ლონდონში წავსულიყავი და განაცხადი შემეტანა. მე უარზე ვიყავი, ძნელი ასახსნელია რატომ, მე უბრალოდ არ მინდოდა ფორქსიდან წასვლა და არც კონკურსი მხიბლავდა. მეშინოდა დამარცხების და საერთოდ - ყველაფრის. არ ვიყავი მზად, რომ ეს გამოწვევა მიმეღო. ჩარლი ასე არ ფიქრობდა. ის ყოველთვის ცდილობდა, როგორმე აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებაში ავეყოლიებინე, მე კი ოჯახურ და მეგობრულ ატმოსფეროში შესრულებული სიმღერებით ვკმაყოფილდებოდი, არავითარი ამბიცია არ მქონია… არც ჩარლის... მას უბრალოდ სურდა, რომ წარმატებული ვყოფილყავი. სწორედ ამიტომ, 13 აგვისტოს ლონდონში გამოფრინდა. დილით საწოლის ტუმბოსთან დატოვებული ბარათი დამხვდა, სადაც მწერდა, თუ რატომ წავიდა ინგლისში. მას უნდოდა კონკურსში ჩავეწერე. მართალია, პორტ-ანჯელესში მანამდე ჩავედი მის შესაჩერებლად, სანამ თვითმფრინავში ჩაჯდებოდა, მაგრამ... ნეტავ არ მიმესწო! ნეტავ ის დღე საერთოდ არ გათენებულიყო. ედვარდ, ყველაფერს მივცემდი, ოღონდ ჩემი წარსულიდან 13 აგვისტო წაიშალოს... ყველაფერს მივცემდი, - ედვარდს ტუჩები მოეკუმა და ისე მისმენდა.
თვალს არ მაცილებდა. ამოვისუნთქე და გავაგრძელე:
- მე და მამამ საშინლად ვიჩხუბეთ... „ბელა, მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ...იმდენად ძლიერ, რომ შენგან ყველაფერს ავიტან“, - აი, ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც მისგან გავიგონე... სახლში საშინლად გაბრაზებული დავბრუნდი. მობილური გამოვრთე, სახლის ტელეფონის კაბელი გადავჭერი. საღამოს ტელევიზორთან ვიჯექი და უაზროთ ვუყურებდი ფერად ეკრანს. მოულოდნელად მამაჩემის სახელი და გვარი გავიგონე... ეთერში საინფორმაციო გამოშვება გადიოდა. დაზაფრულმა წავიკითხე რეპორტაჟის სათაური... თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ავარიული დაშვება განხორციელდა, თუმცა შასი არ გაიხსნა და დასაშვებ ბილიკზე თვითმფრინავი აფეთქდა... ყველა დაიღუპა... ყველა... ამ თვითმფრინავით მამაჩემი მგზავრობდა. ის დაიღუპა ჩემ გამო, - თავი ვერ შევიკავე და ისტერიულად ავქვითინდი.
ეს ისტორია პირველად მოვყევი და მართალია, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ საოცარი შვება ვიგრძენი... ვიღაცას ჩემი ტკივილი გავუზიარე. სულ დამავიწყდა, ეს როგორი შეგრძნება იყო. ვტიროდი და გულიდან ვიღებდი ყველაფერს, რაც კი მაწუხებდა. ამდენი ხნის განმავლობაში ტირილს ჩემში მხოლოდ გრძნობები იწვევდნენ. პირველად მოხდა, რომ ტირილმა გამოიწვია გრძნობები. მთელი სხაულით ვცახცახებდი, როდესაც ედვარდის მკლავები მეხვეოდა და მამშვიდებდა. ჩემი გონება ფიქრებზე დახტოდა და უკვე აღარ ვიცოდი, რა მატირებდა... ედვარდს მთელი პერანგი ცრემლებით დავუნამე. ბოლოს, მან ფრთხილად გამასწორა, ჩამოშლილი თმები გადამიწია და ტკივილით გაჟღენთილი მზერით შემომხედა. მასაც ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე და ეს ძალიან არ მომეწონა. სწორედ ეს არ მინდა - ჩემი ტკივილის გამო სხვა დატანჯულიყო.
- ძალიან ვწუხვარ, ბელა, - დაიჩურჩულა მან. - გაოგნებული ვარ... თუმცა, შენი მესმის...
- მართლა? - ვკითხე ღიმილით.
- კი... შენ იღიმი, - ტუჩებზე ხელი გადამისვა ედვარდმა. - ძალიან გიხდება.
- ჩემი საქციელის გამო ღიმილის უფლებაც კი არ მაქვს.
- ასე ნუ ამბობ, - ცრემლები მომწმინდა ედვარდმა. - ახლა, როცა ვიცი, რაც მოხდა, ჩემს პოზიციაში დარწმუნებული ვარ.
- მაინც?
- ჩარლის არასოდეს ენდომებოდა, რომ შენ ასე დატანჯულიყავი...
- კი, - გავაწყვეტინე მე. - ის ძალიან სურგძელი ადამიანი იყო... სათნო და კეთილი.
- აბა, რას ერჩი შენს თავს?
- განა მე არ დავიმსახურე ტანჯვა? - ვკითხე და ამოვიოხრე. ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი იყო, რა თქმა უნდა დადებითი.
- არა, - თავი გაიქნია ედვადრმა. - ბელა, როგორ არ გესმის, აქ საქმე ტანჯვაში არაა! აქ საქმე შენს ცხოვრებას ეხება, შენ ისევ არასწორად იქცევი.
- რას გულისხმობ?
- ჩარლი იმიტომ დაიღუპა, რომ შენთვის კარგი უნდოდა...
- მე მივიღე კონკურსში მონაწილეობა, - შავეხსენე მას.
- და შესანიშნავად იმღერე!
- შედეგებზე აისახა, როგორც ვიმღერე, - ავღნიშნე ჩემთვის.
- აჰ, არა, - ედვარდი ჯიუტად მიყურებდა. - ვერ ვხვდები? შენ ისევ ისე იქცევი. ჩარლი იმიტომ მოკვდა, რომ შენთვის სიკეთე უნდოდა და შენს შეცდომებზე არ სწავლობ...
ედვრადს მოვცილდი, ფეხზე წმაოვდექი და ფანჯარასთან მივედი. დიახ, მე შეცდომებზე უნდა მესწავლა. ეს ცხოვრების კანონი იყო, ყველა შეცდომებზე სწავლობდა, მაგრამ მე არ მქონდა მომავალი, სადაც უკვე დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებდი. დიახ, ედვარდი მართალი იყო, ჩარლი ჩემი გულისთვის მოკვდა...
- მაპატიე, - წამოლუღლუღა ედვარდმა და მომიახლოვდა. - უხეშად მომივიდა...
- არა, - მისკენ მიბვრუნდი. - სინამდვილეში, შენ მართალი ხარ: ჩარლის სიკვდილში მე ვარ დამნაშავე.
- არა, არ ხარ, - მითხრა ედვარდმა და ჩემს ცრემლებს თავისი ხელი დაახვედრა ლოყებზე. - მამაშენის სიკვდილში არავინაა დამნაშავე. თვითმფრინავი ცუდად დაეშვა მიწაზე, ეს უბედური შემთხვევა იყო.
- მაგრამ იმ თვითმფრინავში არ ჩაჯდებოდა, რომ არა ჩემი საშინელი ხასიათი...
- შენს პოზიციას, კონკურსთან დაკავშირებით, გარკვეული ახსნა აქვს, მაგრამ რაც არ უნდა თქვა, ეს მაინც უბედური შემთქვევა იყო, რომლიდანაც დასკვნა შენ უნდა გამოიტანო.
- დასკვნა ისაა, რომ მის გარეშე არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო.. ის არა მარტო მამა, არამედ ჩემთვის მიმართულებს მომცემი იყო.
- მისი სურვილი იყო, რომ შენ შენი გზა გეპოვა.
- თეორიულად - კი, - ვთქვი ალმაცერად.
- და ეს გზა არის მუსიკა, - ეშმაკურად გამიღიმა ედვარდმა და სასტუმრო ოთახში მდგარ პიანინოსკენ გააპარა მზერა. - განა არა?
- კი, მაგრამ ძალიან ძნელია იმღერო, როცა ბედნიერი არ... ვერ ხარ, - ხმა ჩამიწყდა და დამნაშავის თვალებით შევხედე ედვარდს. ნუთუ მის გვერდით ბედნიერი არ ვიყავი?! როგორ არა... უბრალოდ, მაინც ვერ ვიყავი... მაინც...
- არა მგონია, ეს პრობლემა სიმღერის გარეშე გადალახო, - არ მეშვებოდა ის.
- არ შემიძლია...
- უნდა სცადო, ბელა, - წელზე ხელი მომხვია ედვარდმა და თავისკენ მიმიზიდა. - დღესვე, ახლავე...
- ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - უკან გავიწიე და გვერvე გავიხედე.
- რატომ? რატომ დაკარგა შენთვის მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ მნიშვნელობა?
- იმიტომ, რომ მან ჩემი უსაყვარლესი ადამიანი შეიწირა.
- იქნებ გამოჩნდეს ვინმე სხვა, უსაყვარლესი ადამიანი, - ჩემი თმის კულული ხელში შეათამაშა და შუბლზე ხელი გადამისვა. - რომლისთვისაც უბრალოდ იმღერებ.
- უბრალოდ ვიმღერებ? - დავიჩურჩულე თავჩაღუნულმა.
- უბრალოდ იმღერებ და ეს იმ ვიღაცისთვის ყველაფერი იქნება, - ედვარდმა ფრთხილად მიმიხუტა გულზე. - თანახმა ხარ?
- მხოლოდ ერთზე...
ედვარდი დაიხარა და ფრთხილად შეეხო ჩემს ტუჩებს, რომლებიც კიდევ ცახცახებდნენ ნერვიულობისგან, თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ჩემს გულში ხდებოდა. შინაგანად, მთელი ჩემი არსებით ვზეიმობდი ედვარდის თითოეულ თბილ გამოხედვას თუ სიტყვას. კოცნაზე აღარ ვლაპარაკობ... მისი ყოველი შეხება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ეს იყო ოკეანეში ჩაძირული გემის მგზავრისთვის გადაგდებული თოკი, რომელიც მას სიკვდილისგან იხსნიდა. კოცნა დასრულდა და ეს თოკიც ხელიდან გამისხლტა.
- ჰმ.. დასაწყისი მომწონს, - ჩაიღიმა ედვარდმა. გაწითლებულმა, თავი დავხარე და ტუჩზე ვიკბინე. - ბელა, შენ ბედნერი უნდა იყო, - სერიოზული ხმით გააგრძელა ედვარდმა.
- ეს გაცილებით რთულია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
- წარმომიდგენია, - ამოიოხრა ედვარდმა. - მე გავლილი მაქვს ეს პერიოდი...
- ეგ როგორ? - ვკითხე გაკვირვებულმა. ედვარდი ჩემთვის ისევ ბურუსით მოცული იყო, თუმცა თანდათან, ჩვენ შორის დამყარებული ნდობით, ის იფანტებოდა.
- მე სულ სხვა რაღაცაზე მინდოდა ლაპარაკი, - თვალით მიმანიშნა ედვრდმა პიანინოსკენ.
- ოღონდ ახლა არა, - ამოვიკვნესე მე.
- კარგი რა, ბელა, - გამიღიმა ედვარდმა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს ნაძალადევი ღიმილი იყო, თითქოს ის სადღაც გამიფრინდა, თუმცა ედვარდი ისევ ცვეულებრივი ტონით აგრძელებდა: - რკინა მაშინ უნდა გამოადნო, როცა რბილია.
ედვარდმა ხელი მომკიდა და პიანინოსთან მიმიყვანა. კლავიშებზე თითები დააწყო, სერიოზული სახე მიიღო და დაბნეულმა შემომხედა.
- იცი... მინდა რაღაც შეგისრულო, - მითხარა ყოყმანით.
- მიდი, - შევაგულიანე მე. - შენი დაწერილია?
- კი, - ჩაიღიმა მან. - ჩემიც და შენიც...
სანამ დაკვრას დაიწყებდა, ჩავისუნთქე. ედვარდის პიანინოსთან დანახვას შეჩვეული არ ვიყავი. გამახსენდა, როდის ვიმღერე ბოლოს და მაშინვე გუნება გამიფუჭდა. ედვარდმა თბილად ამომხედა, ალბათ დაწყების დასტურს ელოდებოდა. ფიქრებიდან გამოვერკვიე და თავი დავუქნიე. მელოდიამ მთელი ოთახი ტალღასავით გააპო. ერთ უსასრულობაში დარჩა მთელი სამყარო, მეორეში კი მე, ედვარდი და ინსტრუმენტი, რომელიც საოცრად ჰარმონიულ და თბილ აკორდებს გამოსცემდა. ედვარდის პირდაპირ დავდექი და დაჟინებით ვუყურებდი მისი ნაკვთების მოზრაობას ყოველ ახალ ტონალობაში გადასვლისას. დაკვრა მოულოდნელად შეწყდა. ედვარდმა მოჭუტული თვალებით ამომხედა და ჩემს სახეზე გაეცინა.
- რა მოხდა?
- ედვარდ... ეს ძალიან, ძალიან ლამაზი მელოდიაა, - ვუპასუხე აღტაცებულმა.
- სულ ესაა.. ჯერ-ჯერობით.
- აუცილებლად უნდა დაამთავრო, - გავუღიმე და გვერდზე მივუჯექი.
- შენ გარეშე ვერ დავამთავრებ, - თბილად შემომხედა ედვარდმა და ჩამოყრილი თმები გვერდზე გადამიწია.
- აუცილებელი ვარ? - ვკითხე დაეჭვებით.


DiiiK♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:19 PM | შეტყობინება # 362
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
- უფრო გარდაუვალი... შენ ჩემი ბედისწერა ხარ, - ნიკაპ ქვეშ ამომდო ხელი, თავი მაღლა ამაწევინა და ცხვირზე მაკოცა. - გარდაუვალი!
- ბედისწერის არ მჯერა, - დავიჩურჩულე ჩემთვის. მისი არსებობის უარყოფა ძალიან გამართლებული მეჩვენებოდა. ბედისწერა რომ არსებულიყო, ჩარლი ცოცხალი იქნებოდა.
- მთელი ცხოვრება წინ გაქვს, - შემახსენა ედვარდმა. - დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებ.
პასუხად მხოლოდ გავუღიმე და კლავიატურას დავაცქერდი.
- რა ქვია მელოდიას?
- ჯერ მაგაზე არ მიფიქრია... დიდი იმედი მაქვს, რომ სიტყვების მოფიქრებაში დამეხმარები, - გამიღიმა ედვარდმა.
- შენი აზრით, რამე გამომივა? - ვკითხე ეჭვით.
- დარწმუნებული ვარ. ერთად ყველაფერი გამოგვივა! - მითხრა ედვარდმა. - გაქვს ჩემი იმედი?
- კი, - ავტომატურად ვუპასუხე, მაგრამ ჯერ კიდევ ეჭვი მკლავდა ვიქტორიაზე... და კიდევ, ბევრ რამეზე. ჯერ კიდევ იყო პასუხგაუცემი კითხვები.
ედვარდს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ჩვენი ყურადღება კარების ხმამ მიიპყრო. კლერის ხმა შემოსასვლელიდან მომესმა.
- ბელა, სახლში ხარ?
- კი, - გავძახე დაბნეულმა. მისი მოსვლა საერთოდ არ გამითვალისწინებია. - სასტუმრო ოთახში ვარ.
ედვარდმა უხმაუროდ დახურა პიანინო. სიცილის ძლივს იკავებდა, მე იდაყვი ვკარი.
- საშინლად დავიღალე, იმედნჯერ მოვიზომე კაბა, რომ დგომისგან წელი მეტკინა! - გამომძახა დაღლილმა. ვეჭვობდი, რომ ჩემს სანახავად არც შემოვიდოდა, მაგრამ აღარ გავრისკე და ედვარდს ხელი მოვკიდე.
- მამიდა, მინდა ვიღაც გაგაცნო, - წამოვექი და ედვარდიც წამოვაყენე.
ის გაკვირვებული მიყურებდა. ალბათ, აქედან გაპარვის გეგმა უკვე მოფიქრებული ჰქონდა.
- ვინ? - კლერი სასტუმრო ოთახში შემოვიდა და ედვარდის დანახვისას შედგა. მერე მზერა ჩვენს გადაჭდობილ ხელებზე გადაიტანა და წარბები მაღლა ასწია.
- აჰა... გასაგებია, - ჩაეღიმა მას. - შენ ალბათ ედვარდი ხარ.
- დიახ. ედვარდ კალენი.
- ედვარდ, ეს მამიდაჩემია, კლერი, - ვუთხარი ედვარდს.
- სასიამოვნოა, - თავაზიანად გაიღიმა ის.
- ჩემთვისაც, - უპასუხა მამიდამ და მე მომაშტერდა.
- ედვარდმა სახლამდე მომაცილა და შემოვიპატიჟე, - ავუხსენი მე.
- და თან პიანინოზეც დავუკარით, - აღნიშნა ედვარდმა.
- ედვარდმა დაუკრა, - დავამატე მე, კლერის გაოცებულილ სახის დანახვაზე. მას არასოდეს უნახავს როგორ ვმღეროდი ან როგორ ვუკრავდი.
- ედვარდ, შენ უკრავ? - ჰკითხა მამიდამ.
- ცოტას, - უხერხულად ჩაიღიმა ედვარდმა.
- ძალიან კარგი... ბელა, მე წავალ, ბებიას დავხედავ. ნახვამდის, ედვარდ.
- ნახვამდის, მის კლერ.
- კარგი, მამიდა, - ედვარდთან ერთად მეც გავუღიმე. კლერმა თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.
- მგონი, ჩემი წასვლის დროა, - მითხრა ედვარდმა მოწყენილი ხმით.
- გეთანხმები, - ვუპასუხე და თვალი ჩავუკარი. გაწბილებულმა ედვარდმა ოთახი გადაჭრა და შემოსასვლელში გავიდა, მეც უკან გავყევი.
- ანუ, კალთებს არ მახევ, რომ დავრჩე, მაგრამ რომ მივდივარ, მაინც გწყინს? - ჩამჩურჩულა ყურში.
- ძალიან გამიხარდა, რომ გელაპარაკე, - მის კითხვას ყურადღება არ მივაქციე.
- მეც, - დასერიოზულდა ედვარდი. - ძალიან... სასიამოვნო საღამო იყო.
- სასიამოვნო? - ალმაცერად ვკითხე.
- ტოსტი უნდა შეისვას სხვა ამგვარი საღამოებისთვის, - მითხრა წასასვლელად გამზადებულმა ედვარდმა და წელზე ხელი მომხვი. - ოღონდ შენი ცრემლების გარეშე...
- მაშ, ასეთი საღამო კიდევ იქნება? - ვკითხე ორაზროვნად.
- ასეთი საღამო კიდევ ბევრი იქნება, - მითხრა მან სიცილით. - შაბათ-კვირას თავისუფალი ხარ?
- მოდი, გრაფიკს გადავხედავ, - შუბლი შევიჭმუხნე მე. - თავის ტანჯვა, ტირილი, გვემა და მწუხარება რამდენიმე დღით რომ გადავდო, შეიძლება მოვიცალო.
- რამდენიმე დღით გადადება არ გეყოფა, - აღნიშნა ედვარდმა სიცილით.
მე კარების გასაღებად გავიწიე.
- მაშინ დრო გვიჩვენებს...
- ძალიან კარგი, - სანამ გავიდოდა, მოხვეული ხელით უფრო მიმიზიდა და გულზე მიმიხუტა. - მითხარი, რომ ღამე ცუდზე არაფერზე იფიქრებ.
- ვერ დაგპირდები, - გამოვუტყდი მე.
- მაშინ შვეცდები, მხოლოდ კარგი მოგონებები დაგიტოვო, - მითხრა ჩურჩულით და ჩემი ტუჩებიც მალე იპოვა.
გამოსამშვიდობებელი კოცნა მოკლე გამოვიდა, მაგრამ ეს შედეგზე არ ისახებოდა.
- ნახვამდის, - ვუთხარი აღტკინებულმა.
- ტკბილი ძილი, - მიპასუხა ედვარდმა.
უკან მიტრიალდა და სწრაფად ჩაირბინა საფეხურები.
კარები ფრთხილად დავკეტე და ზურგით ავეკარი. მინდოდა სიხარულისგან ამომეკვნესა. ნუთუ ედვარდი იყო ის ადამიანი, რომელიც ჩემი დასაყრდენი - ცხოვრების აზრი გახდებოდა? ნუთუ ასე ძლიერ მიყვარდა?!

^^^^^^^^^^^^^^

სპიდომეტრი შეუმჩნევლად მიუახლოვდა 120 კმ/სთ-ს . თანდათან ისარმა მაღლა ხტუნაობა დაიწყო და ორი წუთის შემდეგ სიჩქარე დაშვებულის კვადრატი გახდა. საჭესთან მჯდომ ბიჭს ეს არ ანაღვლებდა. მას უბრალოდ უნდოდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრებულიყო. შედარებით ვიწრო რაიონში შესვლისას სვლის შენელება მოუხდა. ახლა უფრო გარკვევით ჩანდა, რომ გარეთ ცრიდა. ჯონ დოი ჩაშავებული სახლების რიგს მისთვის შეუფერებელი სიმშვიდით მიუყვებოდა, თითქოს მგლოვიარეთა შორის მიდისო. ერთმანეთზე შეწებებული სახლები, რომლებიც, რაც შეეძლოთ, მაღლა გაეწელათ, მართლაც სევდიანი სახით აღმართულიყვნენ ქუჩის ორივე მხარეს. სურათს გლოვის ზარიღა აკლდა... გამვლელს თავი დაკრძალვის პროცესიაზე ეგონებოდა, თუმცა რომელი მგზავრი?! აქა-იქ მშიერი და უსახლკარო ძაღლის ხრიალს, ან გაწუწული და გრძელულვაშა კატის კნავილს თუ გაიგონებდით.
მანქანამ მოულოდნელად მარცხნივ შეუხვია. საეჭვოა, რომ უცხო ადამიანს საერთოდ შეენიშნა ეს მოსახვევი, მაგრამ ყმაწვილმა ეს გზა ზეპირად იცოდა. მას ალბათ არ გაუგონია, მაგრამ კატამ, რომელსაც ფარების შუქმა თვალები მოჭრა, საცოდავი ხმით დაიკნავლა და იმის მაგივრად, რომ წინ გადაერბია, უკან დაიხია და მანქანა გაატარა.
შავი კატა კუპრივით ღამის ნაწილი გამხდარიყო.
მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა და მანქანიდან გადმოვიდა. ცხვირში დამპალი კარტოფილის სუნი ეცა და მკლავის პირზე აფარება მოუხდა, თუმცა მერე ხელი სწრაფად დაუშვა. ამ სუნს მალე მიეჩვეოდა.
ბიჭი ნელა გაუყვა გზას. მისი ნაბიჯები სველ, დახეთქილ ასფალტზე იდუმალ ხმას გამოსცემდა. ისე მიიპარებოდა, თითქოს თავისი არსებობის დამალვა უნდოდა... თითქოს მას და სამყაროს შორის ჩატეხილი ხიდი იყო. ნეტავ, უნდოდა კი, რომ გაემთელებინა?!
- ლუი? - იკითხა ჩურჩულით.
ირგვლივ ისევ სიბნელე და ადამიანთმოძულე უხმაურობა ბატონობდა.
- ლუი? - ისევ გამოკრთა ახალგაზრდა კაცის შეშფოთებული ხმა.
- აქ ვარ, - ამოიკვნესა მოხუცმა და ფარების მკრთალ სინათლეში მისი დანაოჭებული სახე გამოიკვეთა.
- მოიტანე? - ხმის კანკალით იკითხა ბიჭმა.
- მოვიტანე, - ლუიმ თავის ბატონს საქაღალდე გაუხოდა.
- ყველაფერია? - სწრაფად გამოართვა ქაღალდების გროვა ახალგაზრდამ.
- ბოლო ფურცლამდე...
ისინი ნაგვის ურნასთან მივიდნენ. სახლების საწვიმარი მილებიდან წვიმის წვეთების მონოტორული ხმა ისმოდა... პიროვნებები, რომლებიც თავიანთ მეობას კარგავდნენ შიშით დაჰყურებდნენ საქაღალდეს.
- მაშ, ესაა აღსასრული? - დაიჩურჩულა მოხუცმა რიტორიკული ტონით.
- ეს ჯონ დოის აღსასრულია, - გაისმა მჭექარე ხმა, რომელსაც არაფრის ეშინოდა. - და იმ ცხოვრების დასაწყისი, რომელიც მხოლოდ იმედზე შენდება...
- თუმცა თქვენ დიდი ხანია აღარ არსებობთ, - ჩაილაპარაკა მოხუცმა თანაგრძნობით.
- მართალი ხარ, ლუი, - ამოიოხრა ჯონ დოიმ. - ჩემი სახელი ნიშნავს იმას, რომ „ვინმე“ ვარ... საზოგადოებისთვის უცნობი. ადამიანებისთვის, რომლებიც უდარდელად საუბრობენ რამდენიმე კვარტლის მოშორებით ბარში, მე მართლაც არარაობა ვარ. მაგრამ მთავარი ეს არ არის, - სიტყვა გაწყვიტა ყმაწვილმა და ჩაფიქრდა.
- აბა რა არის? - ამოთქვა მოხუცმა და თან ხველაც დააყოლა.
- მთავარი ის არის, თუ ვინ ხარ იმისთვის, ვინც გიყვარს...
- ეჰ... მისტერ ჯონ... ის აღარ არის!
- ვიცი! - ჯონ დოიმ საქაღალდე მუჭში მოაქცია. - ის მოკვდა...
- განისვენა...
- სწორად თქვი, ლუი... მან განისვენა და სიმშვიდე ჰპოვა, - დაეთანხმა ყმაწვილი და გაუღიმა. ლუი ყველაფერს თავის სახელს არქმევდა.
- თქვენ უნდა გიხაროდეთ, რომ იპოვეთ.
- რა ფასად დამიჯდა ეს? ხედავ, რა დღეში ჩამაგდო ცხოვრებამ? მან ღამის ადამიანი გამხადა. აქ, ქუჩებში დავძრწოდი და არც კი ვფიქრობდი მომავალზე, სანამ...
- სანამ მომავალმა არ დაიწყო თქვენზე ფიქრი...
- ზუსტად...
ჯონ დოიმ ბოლოჯერ გადახედა საბუთებს, საბანკო ქვითრებს, ოფიციალურ წერილებს და ფურცლებს. ბოლოჯერ ამოიკითხა დედის სახელი. შემდეგ საქაღალდე დაუდევრად მოისროლა სანაგვე ყუთში, ასანთი აანთო და ფურცლებს ცეცხლი წაუკიდა. სახეზე ტანჯვის კვალი მაინც ეტყობოდა, თუმცა სანამ უკანასკნელი ფურცელიც არ გაშავდა, არც ერთს ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია.
ერთი იყო მოხუცი, დამჭკნარი, დალეული კაცი, რომელიც უყურებდა, თუ როგორ იწვებოდა მისი ცხოვრების აზრი. მისი სიცოცხლის მიზანი, რომელიც უკვე დასრულდა.
მეორე იყო ახალგაზრდა, ცხოვრების ქარტეხილების გამძლე წისქვილი, რომელსაც რამდენიმე მთელი ფრათაღა ჰქონდა შერჩენილი. ის უყურებდა ჯონ დოის, საკუთარი თავის სიკვდილს და ფიქრობდა იმ მომავალზე, რომელიც შავი ფურცლიდან იწყებოდა... ბიჭი არ იყო ბედნიერი, მაგრამ ჰქონდა ის, რაც აუცილებელი იყო ამისთვის. მოხუცს კი მხოლოდ დაბეჩავებული ღიმილიღა დასთამაშებდა ბაგეზე. მას მანუგეშებელი არავინ ჰყავდა.
ყმაწვილმა შეხედა თავის მეგობარს და ამოიოხრა. ის არ გაიმეორებდა სხვის შეცდომებს. მომავლის ცოდნა ნიშნავს იმას, რომ მისი დაცვა შეგიძლია...



♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:37 PM | შეტყობინება # 363
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
pirveli vaaar! exla wavikitxav da davakomenteb meree happy happy happy happy biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

E:)B:)თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:45 PM | შეტყობინება # 364

106
17  +
63  ±
   ±
Offline
vaime ar vici ra vtqvaa surprised surprised surprised surprised surprised umagresi tavi iyoo... ulamazesad wer ar vici sityvebi ar myofnis ... surprised surprised surprised

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:58 PM | შეტყობინება # 365

842
83  +
   ±
Offline
DiiiK♥, ვაიმეეე, დიიიკ. როგორ გამიხარდა, რომ ახალი თავი დადეეეეეე cry cry და რა მაგარი იყოოოო surprised cry kiss ახალი თავი რომ დავინახე, ლამის ხტუნვა დავიწუე ისე გამიხარდა. როგორ მომნატრებია შენი ნაწერებიიი kiss შესანიშნავი თავი იყო. გამიხარდა, რომ ბელამ ედვარდს ყველაფერი მოუყვა და გული გაუხსნა. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მათ ურთიერთობაში. happy მგონი ბელა გამოსწორების გზაზეა. არა? :? ისე, ედვარდს მამა ცოცხალი ყავს? რატომღაც მეგონა, რომ მასზე ამბობდა. biggrin
მე ამ თავში ველოდი მარტოსულს sad ამ ბოლო ნაწილმა, როგორც ყოველთვის ძალიან დამაინტრიგა და ბევრი ეჭვი გამიჩინა. რა აღარ მომივიდა თავში აზრად რა biggrin ერთი სული მაქვს, როდის გამოირკვევა ეს დაიდუმლოოო. მაგრამ მე მიანც ედვარდი მგონია happy
შენი წერის კულტურაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ძალიან ლამაზად წერ. თითოეული სიტყვა გაზომილი გაქვს. ძააალიააან მიყვარს ეს ფიკიც და შეეენნცცც love kiss

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 10:23 PM | შეტყობინება # 366
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
vaime dzaan gamixarda axali tavi rom davinaxe da martlac sheudarebeli tavi iyo yvelaperi dzaan magrad da lamazad gewera. bellas da edwardis urtiertoba memgoni nel-nela win miiwevs kargia bellam rom yvelaperi mouyva . dzaan maintereseb jon dois saidumloebebi imedia nel-nela yvelapers gavigebt .


♥izabella♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 10:34 PM | შეტყობინება # 367
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
waime waime waimeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee biggrin biggrin biggrin ara xo vambob ra dges magari dge maqvstqo ra biggrin biggrin biggrin biggrin
diko dzalian magrad wer momwons uazrod happy happy happy namdvili shemoqmedi xar dzalian ishviatad moidzebneba axalgazrda 17 wlis gogona romelsac ase sheedzlos wera,ase lamazad da kargad gadmocemdes yvelanair grdznobebs happy happy dzalian magaria happy happy
chveni saitze bevri aris nichieri adamiani ,ar shemidzlia vinme pirvel an bolo adgilze davayeno yvela dzalian nichierebi xart da amitom miyvarxart gaucnobelad happy happy

kristenთარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 4:32 PM | შეტყობინება # 368
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
dikooooo chemo kargo umagresi iyo axla vnaxe da wavikitxe kidec. neta icode rogor velodebodi biggrin
dzalian magari xar momewona, mixaria isic rom bellam sabolood edwards yvelaferi uambo , mokled edwardi rom ara arvici ra eshveleboda bellas albat sadgac usasrulobashi daikargeboda da saertod agar iarsebebda iseti rogoric axla aris cry mokled es jon doi ver gavarkvfie ra vinaa magram ase mgonia bellas dedis dzveli "love" iyo biggrin nu sheileba uazrobaa magram ase mgonia, echvgareshea isic rom am kacs bellastan ragac saerto eqneba smile
aba he gaagrdzele wera gagvaxareeeee biggrin miyvarxar love



♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 7:51 PM | შეტყობინება # 369
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime dikoo, ra magari tavi iyooo. au dzaan gamixarda axali tavi rom danxvda da tan aseti kargi da sayvareli. dzalian dzalian momewona. imas agar movyvebi tu raoden nchieri xar da rogor ufiqrdebi titoeul sityvas. yochag!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

soniaთარიღი: კვირა, 2011-02-27, 6:51 PM | შეტყობინება # 370

118
5  +
25  ±
   ±
Offline
shokshii var surprised surprised surprised surprised

Takoთარიღი: კვირა, 2011-02-27, 8:30 PM | შეტყობინება # 371
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
ო მაი გად დიკო! cry
ედვარდია, ვიცი რომ ედვარდია! ! !
უალამზესად წერ დიკკ! არაჩვეულებრივი ხარ !
ეს ალბათ ბევჯერ გითხარი , მაგრამ ყოვლეი თავის წაკითვის შემდეგ მიჩნდება კითხვა: "საიდან ეს გოგო?"
გაგიწყალე ხო გული? მაგრამ ჩემს წარმოდგენებს შენზე ვერ ვთოკავ, იმედენად მომწონხარ...
რა ცშეეხება ამ თავს და შგ მომხდარ "რაღაც-რუღაცეებს" ძალიან საინტერესო იყო. როგორც იქნა გაიხსნა ეს ბელა! არ დაგტანჯა თავისი დეპრესიულბით კაცოო?! biggrin ჯინ დოი კიდე ედვარდია და მიკიბ მოკიბვით ნუ მცემ პასუხებს, ამას რომ ვწერ biggrin
ვიცი რომ ისაა და მომავალი, რომელზედაც ლუი ლაპრაკობდა სწორედაც ბელაა.
ხოლო ედვარდმა ბელას უთხრა: "მე ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვსო", ანუ ვინე მოუკვდა ახლობელი. ჯონ დოისაც დედა გარდაეცვალა! ვსო, გათავებულია, ეგაა! biggrin



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

ucnobiucnobi2თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-02, 3:37 PM | შეტყობინება # 372
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
ise xom sheidzleba am esses avtori edwardi iyos ?

ucnobiucnobi2თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-02, 5:19 PM | შეტყობინება # 373
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
cry cry cry cry cry cry cry

DiiiK♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-02, 6:09 PM | შეტყობინება # 374
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ბავშვებოოო!!! უღრმესი მადლობაააა!!! happy happy happy გაიხარეეთ :***

Quote (natuka)
pirveli vaaar! exla wavikitxav da davakomenteb meree

biggrin biggrin biggrin ბევრი მაცინე, მართლა biggrin
E:)B:), დიიდიი მადლობაა, ჩემო კარგოო kiss
bella-vampire, დიიდიიი ბოდიში, რომ მონატრებამდე მივიდა საქმეე : (((( და დიდი მადლობააა biggrin
Quote (bella-vampire)
ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მათ ურთიერთობაში. მგონი ბელა გამოსწორების გზაზეა. არა? :? ისე, ედვარდს მამა ცოცხალი ყავს? რატომღაც მეგონა, რომ მასზე ამბობდა.

კი, ნამდვილად. გულახდილოიდან იწყება ყველაფერი biggrin ბელა აშკარად თავს ანებებს თვითგვემას, მაგრამ ეს არც ისე ადვილია... კიი, კარლაილი ცოცხალია, რათქმაუნდა biggrin გამოცნდა კიდეც რომელიღაც თავში, რაილიც რომ იყო biggrin
ხო, ბოლო ნაწილი ცოტა გაურკვეველი გამოვიდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ნათელი იქნება biggrin დიიდიი მადლობაა, ძვირფასოო, მეც ძაალიან მიყვარხაარ kiss

★Gvanca★, გაიხარე, ჩემო კარგო, უღრმესი მადლობაა!!! : *** კი, "ჯონ დოის" საიდუმლოს, ერთხელაც იქნება, გავიგებთ... დიიდიი, დიიდიი მადლობაა kiss

renesme, აშკარად გეთანხმები იმაში, რომ ჩვენს საიტზე უნიჭიერესი ხალხი არის, რომელთა გვერდითაც მე, უბრალოდ ვერ დავდგები! ბევრ ჩემხელას და ჩემზე პატარას ვიცნობ, რომლებიც მართლა შესანიშნავად წერენ happy ვამაყობ მათი წარმატებებიით happy biggrin

kristen, ნიინიი kiss ვიცი, როგორც ელოდებოდი და პირადად შენ, დიიდიი ბოდიშიიი და უღრმესი მადლობააც biggrin
კიი, ზუსტად ეგრეა. რომ არა ედვარდი, ბელა სულ სხვანაირი იქნებოდა, იმიტომ რომ ედვარდი მისთვის არის არა მარტო

გაიხარეე, უღრმესი მადლობაა!!!

natuka, sonia, biggrin დიიდიი მადლობა, ჩემო კარგებოო :****

Tako, ძვირფასოო, ჯერ გეტყვიი დიიდი მადლობაას, შენი ასეთი თბილი სიტყვებისთვის და მერე იმას, რომ ასეთი კატეგორიულიც ნუ იქნები biggrin საკმაოდ მყარი არგუმენტები გაქვს და ძალიან მინდა, რომ მიკიბულ-მოკიბული პასუხი არ გაგცე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ რომ შეიძლება ცოოტა ზედმეტი წამომცდეს : (((
ასე რომ, ჯერ ამით შემოვიფარგლოთ:

ვხედავ, რომ "ჯონ დოიზე" ბევრი მოსაზრებები წამოიჭრა biggrin ნუ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვითონ სახელი "ჯონ დოი" ერქმევა იმ ადამიანებს, რომელთა სახელიც ა.შ.შ_ს სამართალდამცველებმა არ იციან და პირობითად "ჯონ დოის" არქმევენ, ყველაფერია შესაძლებელი და მესმის თქვენი. biggrin



DiiiK♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-02, 6:10 PM | შეტყობინება # 375
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Quote (ucnobiucnobi2)
ise xom sheidzleba am esses avtori edwardi iyos ?

მმ.. საინტერესოა, რომელ ესეს გულისხმობ? happy


ძებნა: