Just sing a song
|
|
♥---♥ | თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1 |
<<>
44
Offline
|
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი". პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი". ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".
სახელწოდება: Just sing a song ავტორი: DiiiK♥ დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე რეიტინგი:G (General) ბეტა: S@li პეირინგი:ბ.ს./ე.კ. ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს... სტატუსი: წერის პროცესშია. ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!
პროლოგი დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე: " All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"
პირველი თავი: შიში მეორე თავი მესამე თავი მეოთხე თავი მეხუთე თავი მეექვსე თავი მეშვიდე თავი მერვე თავი მეცხრე თავი მეათე თავი მეთერთმეტე თავი მეთორმეტე თავი მეცამეტე თავი მეთოთხმეტე თავი მეთხუთმეტე თავი მეთექვსმეტე თავი მეჩვიდმეტე თავი მეთვრამეტე თავი მეცხრამეტე თავი მეოცე თავი ოცდამეერთე თავი ოცდამეორე თავი
შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM | |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: კვირა, 2011-01-23, 1:56 PM | შეტყობინება # 346 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| ქურთუკის ჯიბედან მობილური ამოვიღე და დავხედე. გამორთული იყო. ალბათ ბატარეა დაჯდა. ედვარდის წერილი დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. უკვე მოწყენილი აღარ ვიყავი. ჩემს თავზე უფრო დაბნეული ითქმოდა. გზაში იმ მიზეზზე ვფიქრობდი და ჩემი ერთადერთი ვარიანი ის იყო, რომ ედვარდი და ვიქტორია პატარაობისას მშობლებმა დანიშნეს. საშინელი მოსაზრება, რა თქმა უნდა, არარეაული იყო! მაშ რა ხდებოდა? კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი და ეს ჭკუიდან მშლიდა. თუმცა, რატომ მხოლოდ ეს?! კიდევ იყო კითხვების მთელი რიგი, რომლებზეც პასუხი არ მქონდა და არც იმის თქმა შემეძლო ზუსტად, მექნებოდა თუ არა. მაგალითად, მარტოსული. მოუთმენლად ველოდი გაზეთის შემდეგ ნომერს, რომ მისი ნაწერი წამეკითხა. მისის უილსონი ხომ ცალკე პრობლემა იყო... ჩემი მოსიკალური კარიერაც... ამოვისუნთქე და პიკაპი ავტოსადგომზე გავაჩერე. მახოსვდა, რომ სახლის გასაღები დილით ჩანთაში ჩავაგდე. მის საძებნად მთელი წიგნების ამოლაგება დამჭირდა. უცებ ხელში პრიალა ფურცელი მომხვდა. კონვერტი იყო... ძალიან მწყინდა, რომ დღეს ედვარდი ჩემთცის ვეღარ მოიცლიდა. ალბათ ვიქტორიასთან წავიდოდა. სავარაუდოდ, მე ჩემს ოთახში გვემით ვიქნებოდი დაკავებული. ტანზე დავიხედე. ჩვეულებრივად მეცვა, ბებიასთან წასვლა რომ გადამეწყვიტა სხვაგვარად არც გამოვეწყობოდი, ამიტომ პიკაპი დაუფიქრებლად დავქოქე და ლონდონისკენ ავიღე გეზი. საინტერესოა, რას იფიქრება ხალხი ჩემი მანქანის დანახვისას? თუმცა ეს სრულიად არც იყო საინტერესო. ამოვიოხრე და გზას გავუდექი. მთავარი იყო, მგზავრობა მალე დამთავრებულიყო და მისის უილსონის სახლი მალე მეპოვა. მისამართს დავხედე. ქუჩის სახელი საკმაოდ ცნობილი იყო, იქ მცხოვრები მილიონრების წყალობით. დაიმედებული გავედი მთავარ ტრასაზე და ყურადღება მოვიკრიბე. ბებიას სახლის პოვნა არ გამჭირვებია, რასაც ვერ ვიტყვით მანქანის გაჩერებაზე. რამდენიმე წუთი ვეძებდი თავისუფალ ადგილს და ბოლოს პიკაპი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დავტოვე. მანქანა დავკეტე და გასაღები ჯიბეში ჩავიდე. ნელა გავუყევი ქუჩას და მისის უილსონის სახლის შესასვლელთან გავჩერდი. ერთი შევყოვნდი, კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამ ნაბიჯზე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს უნდა მეცადა. დასაკარგი მართლა აღარაფერი იყო... ზარი დავრეკე და ხელები ერთმანეთს გადავაჭდე. კარები თეთრ ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ გამიღო. ეტყობა, მოახლე იყო. - რით შემიძლია გემსახუროთ? - ზრდილობიანად მომმართა მან. - მისის უილსონის ნახვა მინდა, - ვუთხარი ყოყმანით. მხოლოდ ახლა, როცა ფაქტს შევეჯახე, მივხვდი, რომ უკან გაქცევის გარდა არაფერი მინდოდა, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი. - ქალბატონი ახლა დაკავებულია, - მიპასუხა მოახლემ. - შეხვედრა გქონდათ დანიშნული? - შეიძლება ასეც ითქვას, - თვალები მოვჭუტე მე. - ოღონდ საათი არ იყო დაზუსტებული. - თქვენი სახელი, მის? - სვონი... ბელა სვონი. გოგონამ გაიგონა თუ არა ჩემი სახელი, მაშინვე უკან დაიხია და ჟესტით მანიშნა, სახლში შევსულიყავი. ამოვიოხრე და შიგნით შევაბიჯე. თავიდანვე ვერ ვუთხარი, რომ მისი ქალბატონის შვილიშვილი ვიყავი?! - გამომყევით, მის სვონ, - მითხრა მოახლემ და გრძელ დერეფანს გაუყვა. მეც უკან მივყევი. დერეფანი არც ისე ფართო იყო, მაგრამ მაღალი ჭერი ჰქონდა. კედლებზე მეწამულისფერი შპალერი გაეკრათ, რომელსაც შუა ნაწილზე ცოტა დაბლა ოქროსფერი, დაკლაკნილი ხაზი გასდევდა. ეს ხაზი ერთგვარად გამოყოფდა მკვეთრ და მიმქრალ განატებას, რომელიც ჰოლს დაბლიდანაც ანათებდა და მაღლიდანაც. რამდენიმე თაღიანი შესასვლელი უკან მოვიტოვეთ და მარჯვნივ, პატარა შესახვევში შევედით, საიდანაც თავი უზარმაზარ, ნათელ ოთახში ამოვყავით. ვერ მივხვდი, საიდან შემოდიოდა ამდენი მზის შუქი. ოთახს ჭერამდე აზიდული ფანჯრები ამშვენებდა, რომელზედაც ღია კრემისგფერი ფარდები დაეკიდათ. თვალში მომხვდა ჭერის მოხატულობა და ჭაღის მდიდრული იერი. რატომღაც ბაროკოს სტილი გამახსენდა. დახვეწილი და მედიდური ორნამენტები მიჰყვებოდა ფანჯრის შვერილებს. მრგვალი ოთახის შუაში დიდი, თეთრი როიალი იდგა. მასზე არც ისე ხნიერი ქალბატონი უკრავდა, რომელიც ჩვენსკენ ზურგით იჯდა. კარის მოხურვის ხმაზე დაკვრა შეწყდა და ქალმა უკან მოიხედა. ადგილზე გავშრი. მისი თვალები გაკვირვებით მიყურებდნენ, არც მე მექნებოდა სხვანაირი გამომეტყველება. მეგონა, დედაჩემი მიყურებდა. რენე საოცრად გავდა დედას. ქალმა მოახლეს გახედა. მან თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. მე ატუზული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი. მისის უილსონი წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. ეს გახლდათ 55-60 წლის მაღალი ქალი. გამხდარი არ იყო, უფრო ძვალმსხვილი. გადათეთრებული თმები შუბლზე გადაეწია და უკან ჩაეხვია. აშკარა იყო, რომ მის თმებს არანაირი ქიმიური საღებავი არ შეხებია. ნაკვთები სწორი ჰქონდა, თუმცა უკვე დაბერებულ სახეზე ნაოჭები ემჩნეოდა. შუბლი დასერილი ჰქონდა, სადღაც წავიკითხე, ეს ზედმეტი ნერვიულობის და მუდამ აღელვებული განწყობის ბრალიაო. ტანზე თეთრი, ფართო ზედა და თეთრი, გაშლილი შარვალი ეცვა, რომელიც თითქმს ფარავდა თეთრ, სახლის ფეხსაცმელს. დანახვისთანავე მოვიხიბლე ამ ქალით, მაგრამ მაინც ვერ ვუყურებდი მას ისე, როგორც საჭირო იყო. - იზაბელა? - მომესმა მელოდიური, კითხვანარევი ხმა. - დიახ, - როგორღაც ვუპასუხე. - ბელა ვარ. - ბელა, - ამოისნთქა ქალმა. - რამეს ხომ არ იმღერებდი? გაოცებისგან კინაღამ პირი დავაღე. მისის უილსონი როიალისკენ წავიდა და დასაკრავად მოემზადა. - რაზე ფიქრობ? - მკითხა ღიმილით. - გამოვიცნობ! ფიქრობ, რომ შეშლილი ბებრუხანა დაგხვდა, არა? - არა, - ავტომატურად ვუპასუხე. თავი გავაქნიე, რომ გონზე მოვსულიყავი და მისკენ წავედი. - იქნებ „ავე მარია“? - მკითხა მან და ნოტების შლას შეუდგა. - კარგი, - ამოვილუღლუღე მე. - ოღონდ არც ისე მაღალი სოპრანო... - კოლორატიული? - დიახ... ჩემდა უნებრად ავყევი მელოდიას. თვალები დავხუჭე და რამდენიმე ტაქტი ისე შევასრულე, როგორც მაშინ, სკოლის ზეიმზე... დაკვრა ისევ მოულოდნელად შეწყდა. თვალები გავახილე და დავინახე, რომ მისის უილსონი ტიროდა. - ბელა, - დაიწყო მან. - მაპატიე... მე დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი რენესთან მიმართებაში... დამეხმარე, რომ ეს ცოტა მაინც გამოვასწორო. ქალს ლაპარაკში ცრემლები უშლიდა ხელს, მაგრამ ის საუბარს არ წყვეტდა. ზემოდან ვუყურებდი, როგორ მოთქვამდა ბებია და გული მეკუმშებოდა. ამას არავის ვუსურვებდი, მაგრამ სანუგეშო სიტყვის თქმასაც ვერ ვახერხებდი. - მე... მე არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო. დედა თავისი შვილისთვის ცუდ არასოდეს ისურვებს. როდესაც ის ცუდად იყო, მე ვფიქრობდი, რომ... - შეწყვიტეთ, - როგორც იქნა, შევძელი, რომ რაღაც მეთქვა. - შეწყვიტეთ თავის გამართლება... - არა, ბელა, არა, - ქალი უცებ წამოდგა და მკალებში ჩამავლო ხელი. - მე აღარ შემიძლია, ეს მოსვენებას მიკარგავს! მინდა რომ წყნარად ვიცხოვრო, მაგრამ რენეს აჩრდილი, ის თან დამყვება.. ყოველთვის! მოსვენებას არ მაძლევს ის ფაქტი, რომ ჩემი ჯიუტობით ქალიშვილი შევიწირე... ბელა... შემინდე... მან თავი მხარზე დამადო და საბრალოდ აქვითინდა. არ მახოვს, ტირილი როდის დავიწყე, ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა მდუღარე ცრემლებმა ლოყები ამიწვა. თავს ვიწყევლიდი, რომ აქ მოვედი! რისი ნახვა მინდოდა? მე ჩემი მივიღე... - მე...მე უნდა წავიდე, - ვთქვი სასოწარკვეთილმა. - მტოვებ? - ამოიოხრა ქალმა და თავი ასწია. - მე არც უნდა მოვსულიყავი. იცით, მე არ მოვსულვარ იმიტომ, რომ თქვენი თავის მართლება მომესმინა. მე არაფერში არ გადანაშაულებთ... - მაგრამ მე დამნაშავე ვარ! - ამას ღმერთი გადაწყვეტს, - ამოვიოხრე და თავი დავხარე, ჩარლი გამახსენდა და ცრემლების ახალი ნაკადიც შეუბრალებლად მომაწყდა. - მე არავის განსჯის უფლება არ მაქვს. უკან დავიხიე და კარებისკენ წავედი. - ბელა, მინდა რომ ბევრს მიაღწიო, - დამიძახა ბებიამ. - შენ ნიჭი გაქვს. - აჰ, - სასოწარკვეთილი მისკენ მივტრიალდი. რატომ ცდილობდა ყველა, რომ ამაზე დავეყოლებინე?! - ბელა, შენს ჩემს სკოლაში უნდა გააგრძელო სწავლა... - უკაცრავად, - შევაწყვეტინე მე. - მე ვიცი, რასაც წარმოვადგენ... დიახ, ვმღერი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამით ვიცხოვრო! მე მინდა ვცხოვრობდე და მქონდეს საბაბი, რომ ვიმღერო. სიმღერამ დამღუპა, - ხელი თავისით წავიდა გულისკენ. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, უნდა მელაპარაკა. - დიახ, მე ამ ნიჭიმა დამღუპა და როცა ჩარლი... როცა ეს მოხდა, მე დავიფიცე, რომ უბრალოდ არ ვიმღერებდი... - მომეცი საშუალება, რომ რენეს სურვილი ავასრულო, - შემაწყვეტინა მისის უილსონმა მკაცრი ხმით. - რენეს სურვილი ეს არ ყოფილა, - მშვიდად ვუპასუხე, ქალს ფერი ეცვალა. - მისი სურვილი ნამდვილად არ იქნებოდა ის, რომ ჩემი ცხოვრება ფუჭ პრიორიტეტებზე და უცემენტოდ აშენებულ პრინციპებზე ამეგო. მისი სურვილი არ იქნებოდა, რომ თქვენ ასე გეტანჯათ... - იზაბელა... - დაივიწყეთ ჩემი არსებობა, როგორც ამას ჩვიდმეტი წელი აკეთებდით. დაივიწყეთ თქვენი შვილიც. - შენ გძულვარ, - ამოიოხრა მან. - არა, არ მძულხართ, - თავი გავაქნიე. - თქვენ არ უღალატეთ თქვენს პრიციპებს, რაც არ უნდა აბსურდული ყოფილიყვნენ ისინი... არ მიყვარხართ, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა არ მომეცით, მაგრამ არც მძულხართ. - მე მინდა, რომ ახლა მოგცე ამის შესაძლებლობა... - უკვე გვიანია, უკვე აღარაფერს არ აქვს მნიშვნელობა. - შენში ვცდებოდი, - წამოიძახა მან. - უფრო მიზანდასახული მეგონე. - როგორ? - ვკითხე ისტერიული სიცილით. - როცა არ მიცნობდით... ასეთი ბელა მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაწილია... ასეთი ბელა აღარ არსებობს? - ვუთხარი და დერეფანში გამოვვარდი. შემოსასვლელი კარები აკანკალებული ხელებით ძლივს გავაღე და მხოლოდ პიკაპში ჩაჯდომისას ამოვისუნთქე. არ მახოვს სახლში როგორ მივაღწიე. უკვე ბნელოდა, როცა პიკაპი სახლის წინ, ავტოსადგომზე დავაყენე. სწრაფად ავედი სახლში. მამიდა მარტო იჯდა სასტუმრო ოთახში და რაღაც ფურცლებს ჩაჰკირკიტებდა. - ბელა, - შეიცხადა, როცა დამინახა. - სად იყავი? მობილური გამორთული გქონდა და... - კლერ, - შევაწყვეტინე მე. - მობილური დაჯდა... მაპატიე, უპასუხისმგებლო საქციელი ჩავიდინე, რომ არ გაგაფრთხილე, სად მივდიოდი, მაგრამ რომ წავედი ისიც დიდი სისულელე იყო! - იქ იყავი? - გაოცდა მამიდა. - ხო... მაგრამ ამაზე არ მინდა ლაპარაკი, - ვგრძნობდი, რომ ცუდად ვიყავი. მარტო ყოფნა მინდოდა. საერთოდ, ვეღარ ვაძროვნებდი. - რა მოხდა? - მამიდას უნდადო დივანზე ჩამოვესვი, მაგრამ შევეწინააღმდეგე. - უბრალოდ მივხვდი, რომ ის ქალი მე ვერ გამიგებდა, - მოკლედ ვუთხარი, რომ თავი მალე დამძვრინა. თვითგადარჩენის ინსტიქტი მოქმედება. - მაპატიე, ახლა უნდა წავიდე, დავიღალე... მამიდამ სავდიანი თვალებით გამომხედა. ძალიან ცუდად ვიქცეოდი, მას ისედაც ბევრი ჰქონდა თავისი საფიქრალი. ჩემს ოთახში შევედი. სინათლე არ ამინთია. უბრალოდ კარს მივეყუდე და ჩავიკეცე... ვგრძნობდი, რომ ვაკუუმში ვიძირებოდი. გასაღები ძლივს მოვძებნე და კარები ჩავკეტე. ^^^ - ეს ასე არ უნდა იყოს, გესმის ლუი? - გაცოფებული ახალგაზრდა ბუნკერში ბრდღვინავდა. - რა შემიძლია გავაკეთო, ბატონო ჯონ? - ჰკითხა მოხუცმა აკანკალებული ხმით. - შენ? - ის უცებ დამშვიდდა და მის წინ მდგარ საბრალო კაცს ახედა. - შენ რა უნდა გააკეთო, ლუი? მე განწრული ვარ... - მაგრამ თქვენ ხომ გიყვართ ის, ის ხომ თქვენ გყავთ, - არ ჩერდებოდა მოხუცი. - მყავს? - ახარხარდა ყმაწვილი. - არა ლუი, არა... ვინ გითხრა, რომ მყავს? ვინ გითხრა? ის არავისია... მარტოსულია... ეულია.. მიუსაფარია...ჩემსავით. - მაგრამ მასაც უყვარხართ... - მას ეშინია ჩემი, ლუი! აი, რას მივაღწიე! - ბატონო, იქნებ... იქნებ... - რა, ლუი? - იქნებ ყველაფერი უამბოთ? მოხუცი შიშისგან მოიბუზა, ახალგაზრდა კი ადგილზე გაქვავდა. წუთით ჩაფიქრდა, მერე თავი გააქნია. - არა... ეს საშიშია, - ჯონ დოის ხმა უკანკალებდა. - ის უფრო შეშინდება. - არა მგონია, მისტერ ჯონ, - მოხუცებული დამშვიდდა, რომ პატრონის რისხვა თავს არ დაატყდა. - ის უფრო ძლიერია. მე ვიცი, რომ მან ბევრი რამ გადაიტანა... - შენ რა, რამე გაარკვიე? - თავის ასწია ყმაწვილმა. - კი... გავარკვიე, მაგრამ ჯობს, თუ თვითონ გეტყვით. - შენ ასე ფიქრობ? - ეჭვით ჰკითხა. მოხუცმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. ჯონ დოი აცახცახდა. თვალებში ერთ წამს ელვარებამ და იმედის ნაპერწკალმა გაურბინა. ქურთუკი აიღო და კარისკენ წავიდა. - ნახვმდის, ლუი, - უთხრა მოხუცს, გარეთ გასვლა დააპირა, მაგრამ შეჩერდა. - არის კიდევ რამე, რაც არ ვიცი? მოხუცი უხერხულად შეიშმუშნა. ახალგაზრდა უკვე მკაცრად უყურებდა. ლუიმ ამოიოხრა. - დედათქვენის საფლავზე ვიყავი, - დაიწყო მან. ჯონ დოის სახე ეცვალა. - და რაღაც ვნახე... - რა? - მოხუცს მივარდა ყმაწვილი. - ეს... ქვის თავზე იდო... ლუიმ ბატონს საქორწინო ბეჭედი გაუწოდა. ეს ბეჭედი მამამისის იყო. - მან იცის, - ამოიოხრა დოიმ. ბეჭედს ხელი მოუჭიდა და გარეთ გავარდა.
| |
|
|
|
★Gvanca★ | თარიღი: კვირა, 2011-01-23, 4:14 PM | შეტყობინება # 348 |
Don’t hate the player, HATE the game!
883
Offline
| stupid_l@mb, vaime am tavs rogor velodi da molodini rogor gamimartlda shesanishnavi tavi iyo zalian zalian momewona uzomod gamexarda roca shemovedi da axali tavi damxvda . me vin var, rom shen shegapaso, magram ubralod ar shemidzlia chemi agprtovaneba ar gamovxato. sityvebi martla ar myopnis yvelaperi dzalian originalurad gaqvs dawerili . unichieresi admiani xar ase gaagrdzele
შეტყობინება შეასწორა bella-bella - კვირა, 2011-01-23, 4:15 PM | |
|
|
Tako | თარიღი: კვირა, 2011-01-23, 9:56 PM | შეტყობინება # 349 |
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| დიკო! ვაიმე როგორ მსიამოვნებს ასეთჲ ნიჭიერი ხალხის ნაწარმოებების წაკითხვა ^^ მსიამოვნებს რომელია... მოგეხსნეებათ ალბათ ჩემი აზრი თქვენზე და თქვენს განუსაზღვრელ ნიჭზე, ამიტომ აღარ მივედმოვედები და გულსაც აღარ გაგიწყალებ,პირდაპირ ნაწარმოებზე გადავალ ეს თავიც ხომ არაჩვეულებრივი იყოო! აი უკვე გამოჩნდა ჩვენი მარტოსული. არ ვიცი, არ ვიცი მაგრამ მაინც მომკლაით და ეს "ჯონ დოი" ედვარდი მგონია. ახლა გეტყვით რატომ: Quote (stupid_l@mb) - შენ? - ის უცებ დამშვიდდა და მის წინ მდგარ საბრალო კაცს ახედა. - შენ რა უნდა გააკეთო, ლუი? მე განწრული ვარ... - მაგრამ თქვენ ხომ გიყვართ ის, ის ხომ თქვენ გყავთ, - არ ჩერდებოდა მოხუცი. - მყავს? - ახარხარდა ყმაწვილი. - არა ლუი, არა... ვინ გითხრა, რომ მყავს? ვინ გითხრა? ის არავისია... მარტოსულია... ეულია.. მიუსაფარია...ჩემსავით. - მაგრამ მასაც უყვარხართ... - მას ეშინია ჩემი, ლუი! აი, რას მივაღწიე! - ბატონო, იქნებ... იქნებ... - რა, ლუი? - იქნებ ყველაფერი უამბოთ? მოხუცი შიშისგან მოიბუზა, ახალგაზრდა კი ადგილზე გაქვავდა. წუთით ჩაფიქრდა, მერე თავი გააქნია. - არა... ეს საშიშია, - ჯონ დოის ხმა უკანკალებდა. - ის უფრო შეშინდება. - არა მგონია, მისტერ ჯონ, - მოხუცებული დამშვიდდა, რომ პატრონის რისხვა თავს არ დაატყდა. - ის უფრო ძლიერია. მე ვიცი, რომ მან ბევრი რამ გადაიტანა... - შენ რა, რამე გაარკვიე? - თავის ასწია ყმაწვილმა. - კი... გავარკვიე, მაგრამ ჯობს, თუ თვითონ გეტყვით. - შენ ასე ფიქრობ? - ეჭვით ჰკითხა. აი ასე! მოკლედ მგონია რომ ის მოხუცი ლუი ეუბნებოდა ბელაზე, ხომ გიყვართ და ასევე ბელაზე უთხრა მასზე რაღაც გავარკვიეო. ანუ ბელასა და მისი მშობლების უცნაური ამბავი, რომელსაც ბელა არავის უყვება! ნუ შეიძება ეს ასე არ არის, უბრალოდ მე ვეძებ ყველანაირ ფაქტს , რომელიც ედვარდის მარტოსულოას დამიმოწმებს, რადგან ძალიან მინდა ასე იყოს! : ( ვაიმე დიიიიკ ინტერესი მტანჯავს და ბოლოს მიღებს! იმ ბებერმა ქალმა კიდე ნერვები მომიშალა! როგო იციან ასე გამოხტომა უადგილო ადგილას რაა... ისე კი შემეცოდა ცოტა ედვარდს კიდე რა ემართება რა არის, ყველაფერი იდუმალებით როგორ უინდა იყოს მოცული რაა << რაღა უნდა იმ ვიკტორიასთან?! ისე რა საყვარელიაა... : ( მაგრამ მეც ხანდახა ბელასი არ იყოს მგონია რომ მათი სამყაროები ძალიან შორსაა ერთმანეთისგან. ხადნახან მათ შორის დიდი ადგილი ივსება , თანაც ძალიან სწრაფად, მაგრამ მერე ისევ იზრდება მე კიდე ნერვები მეშლება ასე აღარ გვალოდინოოო! მიყვარს ეს ნაწარმოებიი!
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-24, 0:02 AM | შეტყობინება # 350 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| vaime diko ra magari iyooo shesamowmeblad shemovedi axali tavi xo ar devstqo da ro davinaxe, arc minaxia ramxela iyo ise daviwye kitxva. neta menaxa tvalebi exlac chawitlebuli maqvs da mewvis, magram exla axlidan rom shemovide aq da vicode ramxelaa, mainc ar vityvi uars mis wakitxvaze. es ar vici ra ari. es ubralod ar sheidzleba, rom "fiki" iyos. es ragac ufro metia. geficdebi titoeuli sityva ise giweria, rom titqos imasac ki vgrdznob ras grdznobdi roca amas werdi. ar vici rogor sheidzleba rom shegaqo, martla ar vici. yvelaferi, absoliturad yvela emocia ise zustad da natlad giweria, rom nateli xdeba yvelaferi da natlad mesmis im momentshi personajebis grdznobebi. ai cota martosuli ki michylitavs tvins, magram araushavs, imedia male gairkveva vinaa da shenc daisveneb amdeni intrigit da chvenc davisvenebt amdeni tvinis chyletit uh ramxela komenti gavashvanshvalee
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
S@li | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-24, 3:46 PM | შეტყობინება # 351 |
*/In love with Rpattz/*
417
Offline
| არც კი ვიცი, რა გითხრა. იმ დღიდან გამოყოლებული (ისე ვამბობ, თითქოს დიდი ხანია გავიდა ), რაც ეს თავი გამომიგზავნე, ვერ ვისვენებ და მინდა კომენტარი დაგწერო, მაგრამ მხოლოდ ახლა მოვაგწიე აქამდე. პირველ რიგში მინდა ავღნისნო, რომ ყოველი თავის შემდეგ აშკარად იზრდები, სულ უფრო და უფრო კარგად წერ, ალბათ მალე სულ გადამრევ, ისეთ რაღაცას დავწერ ( მე კიდე გადარევა მინდა, შენი თავების ხელში? ) . ბელა ძლიერი ადამიანია, მართლა ძლიერი, ამდენ რაღაცას გაუძლო და კიდევ ემატება პრობლემები. ჯერ მარტო ორივე მსობელის დაკარგვა რა არის და მერე კიდე ის, რომ თავის თავს ადანაშაულებს, პრობლემები პირად ცხოვრებაში ედვართან დაკავშირებით, ახლა კიდე გიჟი, გადარეული ბებო. თავიდან ვიპიფრე, სალომე, წინასწარი დაკსვნები არ გამოიტანო, იქნებ ეს ბებო არც ისეთი ცუდია როგორც გეჩვენება, ქინებ მართლა ნანობს-მეთქი. მაგრამ მერე ნამდვილად შევიცვალე აზრი. ჯერ ერთი, შვილიშვილს პირველად ხედავ და იმის მაგვირად, რომ ეცადო, ყველაფერი გამოსწორო, კითხა რამეს ხომ არ იმღერებდიო. ამაზე პირი დავაღე, არ მოველოდი. მერე კიდე მისი საუბარი ბელასთან. მინდა ავღნისნო, რომ ბელას კარგად ეჭირა თავი! და აი, ეს ფრაზა ძალიან მომეწონა: არ მიყვარხართ, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა არ მომეცით, მაგრამ არც მძულხართ. და სრულიად მართალიცაა ბელა. ბებიამისს არ დაუმსახურებია მისი სიყვარული. ბელამ ის მაინც სცადა, რომ კავშირი აღედგინა და მივიდა მასთან, ეს კი ეუბნება, უფრო მიზადასახული მეგონეო. არა იმას არ ვამბობ, რომ ბებიამისი ცუდი ქალია. იმისდა მიუხედავათ, რომ არ ვამართლებ მის ასეთ ლაპარაკოს და საქცილებს, ამ ეპიზოდიდან ზუსტ დასკვნას ვერ გამოვიტანთ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანი, ასეთი აღზარდეს. ისედაც დავინახეთ, რომ აშკარად შეძლებული ქალბატონია, ამაყი და თავისის "გამტანი". ასეთი პიროვნებაა. მაგრამ ერთადერთი, რაც არ შემიძლია გავუგო, არის ის, რომ მან ფაქტიურად შვილი არჰყო, ისევე, როგორც შვილიშვილი. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იცხოვრო იმ ფიქრით, რომ გყავს შვილი, შვილიშვილი, მაგრამ მათ ზურგს აქცევ?! განა ვინ იყო ასეთი ჩარლი, რომ იმ აზრს ვერ შეეგუა, რომ რენე მას გაყვა. ნამდვილად მიუღებელია. ხო, ახლა რაც შეეხება ედვარდს. აქ უფრო რთულადაა, ალბათ, მე უფრო კარგად მესმის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პრივილეგიები მაქვს და რაღაც-რაღაცეები ვიცი პატივისცემული ავტორისაგან მაგრამ რომც არ ვიცოდე, ვიტყოვდი, რომ ედვარდს, ეტყობა, მართლა არ შეუუძლია ბელასთან ყოფნა, თორემ ჩანს, რომ გულწრფელად უყვარს. სასაცილო მომენტებიც იყო ამ თავში. მომწონს ასეთი შეზავება! ბელასა და ბებიამისის საუბარზე ვიტირე (სხვაგვარად როოგრ შემეძლო?) , თავსი კიდე ვიცინე. ბელას ნამიოკები ედვარდზე ძალიან სასაცილოა. კინოში წასვლაზეც ბევრი ვიცინე. - ოჰ, დამერწმუნე, - გადავუჩურჩულე მე. - მაგ მხრივ მშვენიერი იდეა იყო. და ზურგზე ფანქარი მიჩხვლიტა. მე არ შევიმჩნიე, ისევ წინ ვიყურებოდი. ამ ფრაზებზე იმდენი ვიხალისე „ბელა, ვერ ვხვდები, რატომ გამიბრაზდი... თუმცა არა, ვხვდები... და ვიცი, რომ სწორი ხარ. მაპატიე, მაგრამ მიზეზი მაქვს და სწორედ ეს მკლავს. სამწუხაროდ, დღეს შენთან ერთად ვეღარ ვიქნები... პ.ს. მობილური გამორთული რატომ გაქვს? ე.“ გული ამიჩუყდა. მიდი ეხლა და არ აპატიო, რომ ვიქტორიასთანაც არის! კარგია, რომ ბელასი ესმის, თუმცა სამწუხაროა, რომ არ შეუზლია აუხსნას ყველაფერი. ბოლო მონაკვეთს რაც შეეხება... ამაზე გავცუმდები, იმიტომ რომ, ისევდაისევ, უფრო ბევრი რამ ვიცი, ვიდრე ტექსტშია ნათვამი. მაინც რას შვრება ეს ნაცნობობა, რა :D უბრალოდ აშკარად ჩანს აქ, რომ ბელაზე იყო ნათქვამი, ახალი რაღაცეები გავიგეო. მაგარი ეპიზოდი იყო! დიკო, კიდევ იმდენი რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ახლა რომ გავაგრძელო, ქართულის დავალებას ნამდვილად ვერ დავწერ, არა და 6 საათზე მაქვს მოკლედ, უნიიიიიიიიჭიერესი, უუუუუმაგრესი გოგონა ხარ და ასე გააგრძელე!!! ვამაყობ შენით!!!!! =* ******************************************************************************************************* აჰაა, მოვედი, რომ ჩემი სიტყვა დამავთავრო ხოდა რას ვამბობდი? მოვიდა დრო, რომ ხოტბა შეგასხა! (ინლოვე) არაჩვეულებრივი, ემოციური თავი იყო, რომელსაც ნაკლვს ვერ უპოვი. სრული სერიოზულობით გეუბნები! ვინმემ ამ ფიკში თუ იპოვა პატარა ნაკლი მაინც ან შეუსაბამებლობა, ძალიან გამიკვირდება. ყველანაირად კარგი ნაწარმოები. მე პირადად პერსონაჟებთან ერთად განვიცდი ხოლმე ყველაფერს. ემოციების დედოფალი ისედაც ჩანს ვინ არის, დიკო მოიცა, ვიღაცა სტეფანი მაიერი უნდა აკეთებდეს მილიონებს თავის ნაწერზე და შენ ასეთი ნიჭის პატრონი მხოლოდ რამოდენიმე კომენტარს უნდა ღებულობდე? სად არის სამართალი? გეხვეწებით, დამანახეთ! ისე, გუსინ რას ვფიქრობდი, იცი? ბოლოსდაბოლოს, ვიღაც უნიჭოები აქვეყნებენ რასაც უნდათ და მართლა მომინდა, რომ შენი ფიკის წგნი გამოვცეთ. ოღონდ მართლა გულწრფელად ვამბობ. კარგი რედაქტორი, რეკლამა და ეგ არიიის მოკლედ, ამაზე მოგვიანებით ვიფიქროთ, ხო? საიდან მყავხარ ასეთი კარგიი? :* =* მიყვარხარ უუუზომოდ, სიხოვიჩ! Ai aset tomebad minda gamovce sheni nawerebiiiiiii =*
I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again, I didn't want to try, so I turned myself to ice and stone, said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...
| |
|
|
kristen | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-24, 10:17 PM | შეტყობინება # 352 |
ForevEr YoUnG
513
Offline
| gadavirie dzalian magari tavia :love: mokled mec mgonia rom edwardi martoulia yoveli shemtxvevistvis tavis saqcielshi ase chans magram ai bolos gamochnda is ucnauri 2 pirovneba nu jer ver gavarkvie ra xdeba da rashia saqme magram rogorc sherlk holmsi aucileblad mivxvdebi bellasa da edwards shoris mgonia rom urtiertoba daidzabeba mimdinare movlenebisda gamo :* Quote „ბელა, ვერ ვხვდები, რატომ გამიბრაზდი... თუმცა არა, ვხვდები... და ვიცი, რომ სწორი ხარ. მაპატიე, მაგრამ მიზეზი მაქვს და სწორედ ეს მკლავს. სამწუხაროდ, დღეს შენთან ერთად ვეღარ ვიქნები... პ.ს. მობილური გამორთული რატომ გაქვს? ე.“ es dzalian kargi iyo romantikuli da saxaliso, piradad tqma ver moaxerxa da werili miswera :love: ase moqceva nebismieri bichisgan kargia mitumetes edwardisnairisgan vnaxot shemdeg tavshi ra iqneba magram amaza uketesi rom iqneba darwmunebuli var dzalian miyvarxar da warmatebebs gisurveb :*:*:*:*
| |
|
|
|
|
|
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: შაბათი, 2011-02-12, 0:34 AM | შეტყობინება # 359 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| renesme, ★Gvanca★, Natt♥Boo, უღრმესიი მადლობა, გოგონებოო :* saaali, შეენც, უღმესი მადლობაა!!! თქვენი ნამდვილად გეხერხებათ ადამიანის გაწითლება!!! :love: გიხარეთ, უღმესი მადლობა natuka, ჩემო კარგოოოო!!! რა შეფასება იყოო... შენ ხომ საერთოდ გამაწითლეე... საერთოოდ!! გაიხარეე, უღრმესი მადლობა Tako, ჩემო კარგოო, დიდი მადლობააა ძაალიან მსიამოვნებს შენი კომენტარების კითხვა, ისვეე როგორც სხვების (აქ ბეტა არ შედის (ევილ) ) ძაალიან, ძაალიან კარგად მსჯელობ მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ედვარდზე შენი ევები უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, რაც შეეხება მათ შორის უფსკრულს, ნამდვილად ცვალებადი ხასიათი აქვს ზომებში მაგრამ შემდეგი თავი ცოტათი სეცვლის სიტუაციას. kristen, ნიინ... ძვირფასოოო!! დიიდი მადლობააა!!! :* გაიხარეე! ხოო.. ნეტა კარგი იქნებოდა, რომ ედვარდი ყოფილიყო მარტოსული? S@li, როგორც ჩემი მასწავლებელი იტყოდა "awesome"... შენამდე მოვაღწიე, ხვედელიძე დროის სიმცირის გამო ძალიან მინიმალური რაოდენობის მადლობების გადახდა მომიწევს :((( ჩემო ძვირფასოოოო... და გამოუსწორებელოოო!!! შენი ასეთი შეფასება ჩემთვის ხომ იცი, რომ ბევრს ნიშნავს, მაგრამ... მააააააგრამ, ვიცი ასე რომ ფიქრობ და შენს სიტყვებს ვიმეორებ "ნუ წვალდები ასე" (შენ წვალდები, იმიტომ რომ ჩემზე მეტი სამეცადინო გაქვს, არ შემეკამათო.. კიდევ ბევრი მიზეზია ) ძაალიან, ძაალიან მიყვარხაარ!!! მაგრამ ამდენად არა, რომ ეს გაპატიოო (ევილ) ზლობნი პლანი მერე ნახე შენ მაგრამ კიდევ გავიმეორებ შენს სიტყვებს Quote (S@li) მიდი ეხლა და არ აპატიო, :D :D ასეთი საყვარელი რომ მყავხარ, მოდი აბა და არ გაპატიო თან გახარებული ვარ, რომ შენ ახალ თავს წერ და არ შემიძლია, რომ გისაყვედურო, არადა ღირსიც ხარ! ასეთი გაორება დამმართე ღამის 2 საათზე არ ვიცი რა გითხრა, როგორ გაგთათხო მადლობებით... მეორედ ასეთი საქციელი არ წამაკითხო ის ანდაზა ხომ იცი "შადაც შენსას იტყვი, იქ ჩემიც თქვიო" ჩვენს შემთხვევაში ხომ პირიქითაა ყველა ანდაზა "სადაც ჩემს იტყვი ჯერ შენი თქვიო" მოდი, ჯერ ბნდ.ს რედაქტორის კანდიდატზე ვიფიქროთ, პიარს მე გპირდები მიიყვაარხააარ უზომოოდ, სიხოვიიჩ საიდან მყვარხარ მე, ასეთი კარგი? მიყვარს სენი მშობლები :**** (დანარჩენს მერე მივამატებ ) პ.ს. ბოლოს კი, კიდევ ერთხელ მინდა უუღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, რომ კითხულობთ და ასე მაფასებთ.. ძაალიან მიიყვარხაართ და დიდიი ბოდიში, რომ ახალ თავს ამდენი აგვიანდება... ის კიარადა, თქვენ კომენტარზე პასუხის გასაცემად ვერ ვიცლიდი... : ((( ამისთვისაც დიიდი ბოდიში... :(((
| |
|
|
|