ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
Just sing a song

♥---♥თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline


პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი".
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი".
ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".




სახელწოდება: Just sing a song
ავტორი: DiiiK♥
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
რეიტინგი:G (General)
ბეტა: S@li
პეირინგი:ბ.ს./ე.კ.
ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort
სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!

პროლოგი

დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე:
" All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"




პირველი თავი: შიში
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-01-02, 7:21 PM | შეტყობინება # 316
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
netis ar qonis gamo gvian momiwia am tavis wakitxva, magram iseti agfrtovanebuli var rom dfznelia amis sityvebit gadmocema. dzalian kargi da sayvareli tavi iyo da ar vici rogor agixsna ras vgrdznobdi kitxvisas. sruliad vetanxmebi yvela im jildos ra c miige dik, martla dzalian nichieri da kargi adamiani xar da miyvarxar dzalian


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

soniaთარიღი: კვირა, 2011-01-02, 8:11 PM | შეტყობინება # 317

118
5  +
25  ±
   ±
Offline
gilocav.....namdvilad imsaxurebdi gamarjvebas cool cool shemdeg tavs velodebi moutmenlad.....axalma tavma imdenad didi shtabechdileba moaxdina erti suli maqvs gagrdzelebas rodis vixilav wink wink wink

kristenთარიღი: კვირა, 2011-01-02, 8:54 PM | შეტყობინება # 318
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
gilocav chemo kargo dzalian nichieri xar da zdalian miyvarxar :*:*:**:*


soniaთარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 8:03 PM | შეტყობინება # 319

118
5  +
25  ±
   ±
Offline
au rogor vdarajob axali tavis dadebas ici? wacko wacko wacko

elle____თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 9:26 PM | შეტყობინება # 320
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaimeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee : )))))))))))))))))))))))) agtacebuli var prostaaaa ar viiciiii ra vtqvaaaa : ))))) imdennnnn fikksss vkitxulobbb ukveee merevaa xolmeee mara es nagdat ar amerevaa : ) ro wavikitxe gavgijdiiiii ise chamitria tavidan bolomde wavikitxeee dgessss ro davujeeqiii : )))))))))) prostaaa ukomentaroodddd :*:************************** namdvilad imsaxurebdi im prizebs , gilocav sayvaaareeeloo :******************* velodeeeebiiiiiiiiii shemmdeeg taaaaaaaavs :*****


S@liთარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 10:08 PM | შეტყობინება # 321
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Bavshvebo, tavs uplebas mivcem, rom dianas magvirad gipasuxot biggrin Axla tbilisshi ar aris da ar calia. axali weli dadga, shoba axlovdeba da maincdamainc ar scalia, rom komptan dajdes. Amitom, modit, gavugot. happy darwmunebuli var, rogorc ki moiclis, aucileblad dawers axal tavs happy

I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-05, 10:55 PM | შეტყობინება # 322
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
დიკოოოო! გილოცავ გამარჯვებააააას! ძალიან გამიხარდა შენი წარმატებები, ასე გააგრძელე და კიდევ უფრო მეტი და დიდი წარმატებები მოგეპოვებინოს, აბა შენ იცი! მიყვარხაააარ! :*:*:*:* snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

KristenStewartთარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 12:39 PM | შეტყობინება # 323
Kristen Stewart
292
24  +
42  ±
   ±
Offline
ვაიმეეეეეე! ძალიაააააააააააააააააააან მომეწონააა! თითქმის ისე როგორც ბინდიი! ყოჩაღ wink


DiiiK♥თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 8:19 PM | შეტყობინება # 324
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ჩემო კარგეეებოოო, საალი, ძვირფასო, დიდი მადლობაა!!! :* ძააააალიან მიყვარხააარ :* :* :*
ნუუკ, შეენც ჩემი ცხოვრების ნაწილიი ხაარ!!! ვერ წარმოიდგეენ, როოგოორ პატივს გცემ და როგორ მიყვარხააააარ!!! happy დიდიი მალდობაა, ძაალიან მიყვარხაარ!! :* :* :*

saaali გაიხარე, ძვირფასოო, დიდი მადლოოობაა!!!

natuka იიჰ, უსაყვარლეესოოო!!! :* უღრმესი მადლობაააააა!!!!

sonia უღრმესი მადლობა, უცნობო მკითხველო happy შემდეგი თავი წერის პროცესშია ჯერ :(((

kristen მეეც ძაალიაან მიყვარხარ, ნიინ :* უღრმესი მადლობაა!!!

elle____ ვაიმეე.... ვაიმეე (ბლუშ) biggrin უღრმესი მადლობააა თბილი სიტყვებისთვის, ჩემო კარგოოოო :* :* :* გაიხარეე!!!! დიდიი, დიიიდიი მადლობაა!!! შემდეგი თავი როდის იქნება არ ვიცი :((( გააცნია, რა სიხშირით ივლიან ჩემთან სტუმრები biggrin

S@li სიხოოვიიიჩ, ჩეეემიი ყველაფეერიი ხააარ შეენ biggrin მადლობაა, რომ უპასუხეე, ეგრეა ბავშვებოო :((

sofka უღრმეეესიი მადლობაა, ჩემო ძვირფასოოო!!! შენი ასეთი კომენტარი ძააალიაან მახარეებს!!! შენც ასევე, კიდევ უფროო ბეევრ წარმატებებს გისურვეებ, დიდიიიიი, უღრმესი მადლობაა!!! მეეც ძაალიან მიყვარხააარ!!!

KristenBella მმმ... დიდი მალდობააა, ჩემო კარგო happy

კიდევ ერთხეელ, ყველაას მინდა დიიდი მადლობა გადავუხადო, ვინც ხმა მომცა და თვლის, რომ ღირსი ვარ ასეთი ხმამაღალი ჯილდოების (ვაიმე, რაშიც ეჭვი მეპარება ძაააალიაან dry )
რაც შეეხება სალის ჯილდოს, ყველაზე მეტად ეგ გამიხარდა, რადგან მე ხომ ვიცი, როოომ საუკეთესოა იმაში, რასაც აკეთებს... არ ეხება ეს მარტო ბეტობას... happy გილოცააავ, ძვირფასოო და ჩემს თავსაც ვულოცაავ biggrin happy
უღრმესი მადლობაა შენ, რომ მაშიინ, როცა არ იცოდი ვინ ვიყავი, ჩემს ბეტობას დათანხმდი biggrin მიიყვარხაარ!!!



S@liთარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 10:46 PM | შეტყობინება # 325
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Quote (stupid_l@mb)
(ვაიმე, რაშიც ეჭვი მეპარება ძაააალიაან )

dry აი ახლა შენ გჭირდება "(gaqcevasmile)"

Quote (stupid_l@mb)
რაც შეეხება სალის ჯილდოს, ყველაზე მეტად ეგ გამიხარდა, რადგან მე ხომ ვიცი, როოომ საუკეთესოა იმაში, რასაც აკეთებს... არ ეხება ეს მარტო ბეტობას...

დიკოო, შენ თემაშიც არ მაძლევ მოსვენებას და მაწითლებ, ხომ? თავი გამანებე (rofl) შენ ხარ საუკეთესო!!! biggrin =** Love U =*და შენი ბეტობა ჩემთვის დიიიდი პატივია :*:*


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 0:28 AM | შეტყობინება # 326
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
eXceptional, მეც იგივე შემიძლია ვთქვა შენზე, ჩემო კარგოო :** დიდი მადლობაა!!!
S@li, არ გცემ ხმას biggrin მე და შენი მოსვენებაა? biggrin biggrin გამორიცხულიაა!!! :*
მოეშვი მატრაკვეცოოობაას, სიხოვიიცჩ biggrin :*



DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 0:29 AM | შეტყობინება # 327
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
თავი მეჩვიდმეტე

ნანატრი წუთები ერთმანეთს ცვლიდნენ, მაგრამ ჩემთვის მათ თვლას მნიშვნელობა დაკარგვოდა. დრო გაჩერებული იყო ჩვენს ირგვლივ. აღარ მაწუხებდა მისი დაუდგრომელი მოძრაობა და გაუჩერებელი სწრაფვა სადღაც… უსასრულობისკენ.
სამაგიეროდ ახლა მე მივისწრაფოდი დაუსრულებელი ნეტარებისკენ და სულ არ მადარდებდა ის რეალობა, რომელთანაც შეჯახება მალე მომიწევდა. თუმცა ეს არასწორი იყო და ამას კარგად ვხვდებოდი, ისევე როგორც ედვარდი, მაგრამ თავდავიწყებაში გადაშვებულებს, გაჩერება უბრალოდ აღარ შეგვეძლო. ამიტომ არ მიმიქცევია ტელეფონის ზარისთვის ყურადღება. ეკრანზე დაუხედავად გამოვრთე, ზარი გავუთიშე და ისევ ჯიბეში ჩავიდე. ედვარდს ჩაეცინა.
- უარს ამბობ ყოველივე რეალურზე?
- კი, ამ მსხვეპლს დაუფიქრებლად ვიღებ, - ვუპასუხე სიცილით, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ, როცა მისი შეკითხვა კარგად გავიაზრე შეფიქრიანებულმა ვკითხე: - ეს შენთვისაც არარეალურია, ხო?
ედვარდი მუხლებზე იდგა ჩემგან რამდენიმე მეტრში. ყინული მართლაც ძალიან მყარი იყო და მთელი ნახევარი საათი ვსრიალებდით. ამ ხნის განმავლობაში თვალები სიხარულით გვიბრწყინავდა და მხოლოდ ახლა, როდესაც ეს კითხვა დავუსვი, ედვარდის გამოხედვაში სევდა შევნიშნე. ის ნელა გამოემართა ჩემსკენ და, საბოლოოდ, ძალზე გაწელილი ხუთი წამის შემდეგ, მომიახლოვდა. მე ყინულზე გაჭირვებით ვიმაგრებდი თავს, ბოლოს კი დავჯექი: არ მომწონდა, რომ ედვარდი ქვემოდან მიყურებდა.
- ჩემთვის ყველაფერი არარეალურია, - წარმოთქვა უცნაური ღიმილით. - ეს ბაღიც, შენც, ჩემი თავიც კი...
- გასაგებია, - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- არა მგონია, - ჩვეული ღიმილი დაუბრუნდა სახეზე. ეტყობა, ჩემმა გამმომეტყველებამ გაამხიარულა.
- იმდენად სავსეა ჩემი ცხოვრება სიბინძურით, რომ არა მგონია რეალური იყოს მასში შენნაირი... წმინდა... შენნაირი უმანკო ადამიანი. უცნაურად ვლაპარაკობ, არა? - ამოიოხრა ბოლოს.
- სიმართლე გითხრა, გეთანხმები, - გამიკვირდა ჩემი და ედვარდის აზრები ერთმანეთში რომ დაემთხვა, მაგრამ განსხვავება, რა თქმა უნდა იყო. - მეც იგივე გრძნობა მაქვს... ოღონდ, მგონია, რომ შენც არარეალური ხარ ჩემს სამყაროში. სამყაროში, სადაც მუდამ გლოვის ზარი ისმის.
- უცნაურია, - თავისთვის ჩაილაპარაკა ედვარდმა და ლოყაზე მომეფერა, გული ამიძგერდა და სუნთქვა გამიხხშირდა. ალბათ სასაცილოდ გამოვიყურებოდი, მაგრამ ედვარდი თავს იკავებდა და აგრძელებდა:
- და მაინც, ორივენი აქ ვართ და არ გვეშინია ერთმანეთის საშინელი ცხოვრების.
- ალბათ იმიტომ, რომ არ იცი, რას ამბობ, - ამოვულუღლუღე უმწეოდ. ედვარდი მაინც თავს აქნევდა.
- მე ვიცი, ბელა, რას წარმოვადგენ, - დაიწყო ისევ მან. - ისიც ვიცი, რას ვიმსახურებ... მაგრამ საქმე ამაში არ არის.
- აბა რაშია? - ვკითხე დაბნეულმა. თუმცა პასუხს მის თვალეში, მის მოძრაობაში, მის ღიმილში ვითხულობდი, მაგრამ მინდოდა, რომ მას ეს პირდაპირ ეთქვა.
- გულს ვერ უბრძანებ, - უბრალო ტონით მიპასუხა. შემდეგ ნელა მიმიზიდა და ღიმილით შეყოვნდა. გული გამალებით ამიძგერდა, სახლში მისვლისას ნამდვილად დამჭირდებოდა დამამშვიდებლის დალევა, მაგრამ იქნებ უკეთესი ყოფილიყო, რომ თავი სულ ასე, აღტაცებულად მეგრძნო?!
- აღარ მეწინააღმდეგები? - მკითხა ჩურჩულით.
- ახლა - არა, - ძლივს მოვასწარი პასუხი, სანამ ჩვენი ტუჩები ერთმანეთს იპოვიდნენ და თუნდაც რამდენიმე წამით მტკიცედ შეერთდებოდნენ. ეს არ იყო დაუფიქრებელი, სპონტანური კოცნა... ეს უფრო მეტის გამომხატველი იყო, ვიდრე ის, რომ გულს ვერ უბრძანებ... მხურვალე ალერსი მალე დასრულდა, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემთვის საკმარისი არ იყო. ედვარდის ამღვრეულ თვალებშიც იგივე ამოვიკითხე და გამეღიმა. კოცნისგან ისევ გაბრუებული ვიყავი, მით უმეტეს, როცა ედვარდის ეშმაკური მზერა მაკვირდებოდა, ამიტომ დაბნეულმა ზურგი შევაქცია და ირგვლივ მიმოვიხედე.
- იმედია, სახლში წასვლა არ გინდა, - უკნიდან ჩამჩურჩულა ყურში ედვარდმა.
- ახლა - არა, - ისევ გავიმეორე და ვცადე მიწაზე გადავსულიყავი, რაც არც ისე ადვილი იყო.
ბოლო მომენტში ფეხი ამისრიალდა. მართალია, ედვარდმა ხელი მომკიდა, მაგრამ ამან ორივე დაგვღუპა. საკმაოდ ღრმა თოვლში გადავვარდით და მთლიანად დავსველდით. მგონი პირველად, კარგა ხნის პაუზის მერე, ხანგრძლივად ვიცინოდი. სასაცილო იყო ედვარდის უკმაყოფილო სახის ყურება, მსახიობური ნიჭის არქონის მიუხედავად რომ ცდილობდა, არ გაეცინა და მაინც რომ არ გამოსდიოდა. დინჯად იფერთხავდა თოვლს და მეც მომეხმარა წამოდგომაში.
- ნუ იცინი, - მითხრა სიცილით.
- სამსახიობოზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ ყველას მოქრთამავ, დამლაგებლით დაწყებული, - ვუთხარი სიცილით.
- გავითვალისწინებ, თუ მანდ ჩაბარებას გადავწყვეტ, - გამომაჯავრა ედვარდმა და ხელი გამომიწოდა.
- ლამაზი ხიდია, - ვთქვი უფრო ჩემთვის, მაგრამ ედვარდის ყურადღება დღეს მხოლოდ მე მეკუთვნოდა.
- რაღას ვუცდით, ლამაზი ხიდი ელის, როდის ვესტუმრებით, - დაიბუბუნა მან საზეიმო ხმით. - ბელა, ძალიან გთხოვ. ნაბიჯები ამიწყვე.
მეც დავემორჩილე მის თხოვნას და მარშის რიტმში გავემართეთ ხიდისკენ. თან ჩვენს ქცევაზე მეცინებოდა, ორი წლის ბავშვიც კი არ იკადრებდა ამგვარ საქციელს.
- მოიცა, მოცია, - შემაჩერა ედვარდმა, როდესაც ხიდზე ასვლა დავაპირე. - ნება მიბოძეთ...
ედვარდი პირველი ავიდა ხიდზე და ხელი გამომიწოდა.
- მადმუაზელ, მინდა წარმოგიდგინოთ „თეთრი ხიდი“... თქვენ პირველი ადამიანი ხართ, რომელმაც ამ ხიდზე გაიარა... ჩემს შემდეგ, - ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
ზედმეტი ოვაციების გარეშე ავედი ხიდზე და ედვარდს ქედმაღლურად ავხედე. ეჭვი მქონდა, რომ ედვარდი ისევ მაიმუნობდა.
- ეგ რას ნიშნავს? აქ სხვა ვერ მოვიდოდა?
- იცით, მილედი, - დაიწყო ედვარდმა, ხიდის მოაჯირს მიეყუდა და ხელი უდარდელად აიქნია. - სრულიად უმნიშვნელო დეტალი გამოგრჩათ...
- იმედია დააზუსტებთ, - შევეშველე მე.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, - თავი დამიქნია ედვარდმა. - ზუსტად გუშინ, საღამოს, დავასრულე ამ ხიდის რეკონსტრუქცია. დღეს, ასე ვთქვათ, პრეზენტაციაა!
გაოცებისგან პირი დავაღე. გამახსენდა, რას ვფიქრობდი გუშინ საღამოს. როგორ წარმოვიდგინე ედვარდი რომელიღაც კლუბში, გოგონების გარემოცვაში, როდესაც ის ხიდს არემონტებდა. უნებურად ცრემლი მომადგა, გული ამიჩუყდა... ნუთუ მას საერთოდ არ ვცნობდი? ედვრადი ჩემმა ხასიათის ცვლილებამ გააკვირვა და დაიჯინა, მითხარი რაზე ფიქრობო. ხომ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა! იძულებული გავხდი ჩემი ეჭვები მისთვის გამემხილა.
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, - ღიმილით გამოაცხადა ჩემი აღსარების მოსმენის შემდეგ, - ეჭვიანობა - ეს ნამდვილად არაფერს ჯობია!
- ეს უბრალოდ მეამიტური აზრი იყო, - შეევეწინააღმდეგე მე, როდესაც გულის სიღრმეში 100%-ით ვეთანხმებოდი!
- კარგი, ეჭვიანობას მეამიტური აზრები ვუწუდოთ, - არ ჩერდებოდა ედვარდი. ხიდი უკვე ჩავათავეთ და მდინარის მეორე ნაპირზე ვიყავით. მე აღარაფერი ვუპასუხე, თორემ ედვარდი კიდევ დამიჭერდა სიტყვაზე.
ხელთათმანები არ მეკეთა და პირველად ვიგრძენი, რომ თითები გაყინული მქონდა. ედვარდი ჩემს გვერდით მოდიოდა. ნამდვილად ვერ დავდებდი თავს იმაზე, რომ ჩემს აზრებს არ კითხულობდა... შეიძლება უბრალოდ დაკვირვებული იყო. სანამ ხელებს ჯიბეებში ჩავყოფდი, მოულოდნელად მარჯვენა ხელზე მისი თბილი ხელი ვიგრზენი. ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა და ერთბაშად დავდნი. ჩემთვის ეს პატარა შეხებაც ძალიან ბევრს ნიშნავდა. ედვარდმა ნაზად მომიჭირა ხელი და ეშმაკურად ჩაიცინა.
- სულ გაყინულხარ!
- არა, არ მცივა...
- ხელებს კიდევ გრძნობ თუ უკვე გაგიშეშდა? - ეჭვით ასწია წარბი.
- მართლა, აღარ მცივა, - გავუმეორე სიცილით.
- ო, ეს უკვე სხვა საქმეა.
თვითკმაყოფილს, მხარზე ხელი ვკარი. ედვარდი სიცილს აგრძელებდა, მაგრამ ხელს არ მიშვებდა. მეც, სრულ ნეტარებას მივეცი თავი და ნელა ვაგრძელებდი გზას მის გვერდით. დიდი ხანი, ასეთი გრძნობა არ მქონია. ახლა თავს კარგად ვგრძნობდი. შემეძლო საათობით მევლო ასე, ედვარდთან ერთად ხელჩაკიდებული და არ მეფიქრა არაფერზე, ჩვენ ორის გარდა. ბუნებაც ეხმიანებოდა ჩემს ფიქრებს და ირგვლივ სრული სიწყნარე იყო. ეს საეჭვოდ მეჩვენა. ძირითადად ქარიშხლის მოახლოებისას იყო ხოლმე სამარისებული სიჩუმე.
- ბელა, რას ფიქრობ ჩემზე? - მკითხა მოულოდნელად ედვარდმა.
- რას ვფიქრობ? - დავიბენი ედვარდის კითხვისგან. - ეგ რა შეკითხვაა?
- მე ხომ გითხარი რასაც ვფიქრობდი შენზე, - გამახსენა ედვარდმა.
- კი, - დავეთანხმე და ყოყმანით დავიწყე: - ვფიქრობ, რომ ცნობისმოყვარე, განათლებული... თავდაჯერებული ხარ.
- მართლა? - გაუკვირდა ედვარდს.
- მხოლოდ ეს არა, - გავაგრძელე მე. - გარკვეულ სიტუაცეებში ძალიან დაბნეული ხარ...
- გეთანხმები...
- მართლა? - ახლა ჩემი ჯერი იყო, დამცინავი ტონისთვის მიმემართა. - არ ფიქრობ, რომ არასწორ დასკვნებს ვაკეთებ, როდესაც ერთდროულად თავდაჯერებულსაც გიწოდებ და დაბნეულსაც?
- მე ვიცი, შენ ამას რატომაც ამბობ, - ედვარდი სულაც არ ბრაზდებოდა ჩემს ტონზე. შეიძლება უბრალოდ გრძნობდა თავის მძიმე მდოგარეობას. მე ხომ ე.წ. ვეტო დადებულ თემას ვეხებოდი, კოდური სახელწოდებით „ვიქტორია“. მართალია, ამაზე ლაპარაკი არც მე არ მიხაროდა, მაგრამ საუბრის გადადებას აზრი არ ჰქონდა. აქამდე დიდი წვალებით მივედით და კარგი იქნებოდა, თუ ყველაფერს გავარკვევდით, მაგრამ ... გულის სიღრმეში, აშკარად არ მინდოდა ამ მომენტის გაფუჭება, თუმცა ედვარდის საქციელი იმედს მაძლევდა. იმედს იმისა, რომ სიტუაცია არ გართულდებოდა.
- თუ გინდა, ამაზე არ ვილაპარაკოთ, - თავი ვერ შევიკავე და ჩემი სურვილი გამოვთქვი. ჩემს წინადადებას ედვარდი თბილი ღიმილით შეხვდა, მაგრამ თავი ნელა გააქნია.
- შენი მესმის, მეც არ მინდა ამაზე ლაპარაკი, უფრო იმიტომ, რომ შესაბამისი გარემო არ არის, - ამიხსნა მან და ხელი უფრო მომიჭირა. - მაგრამ, მგონი, ორივესთვის აჯობებს, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ, - ამოიოხრა ედვრადმა. - აი, ყველაფერი ისევ რთულდება.
- ისედაც ყველაფერი რთულად იყო, - ამოვილუღლუღე მე.
- ძალიან გამიხარდებოდა, წარსულში რამდენიმე შეცდომა რომ არ დამეშვა, - გააგრძელა ედვარმა თავის ქნევით. - ახლა გაცილებთ ნაკლები პრობლემა იქნებოდა...
- მაგრამ შეგიძლია მაგაზე არც იფიქრო, - შევაწყვეტინე მე. - მე მაინც არა მგონია, რომ რამე... რომ საერთოდ გამოვიდეს რამე...ედვარდ, მე...
ედვარდმა შემაჩერა და მისკენ მიმაბრუნა. დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა და ცდილობდა ჩემს სახეზე წაეკითხა, რას ვფიქრობდი.
- რას ამბობ? - მკითხა იმდენად წყნარად, რომ ძლივს გავიგე მისი ხმა, თუმცა უკვე ვხვდებოდი, რაც იმალებოდა ამ ტონის მიღმა. მას თვალები ბრაზისგან უელავდა.
- მე უკვე დიდი ხანია გადავწყვიტე, - დავიწყე ყოყმანით. - რომ აქ დარჩენა შეცდომაა, - ნელა ვლაპარაკობდი და ედვარდის სახეს ვაკვირდებოდი. ემოციები, რომლებიც ერთმანეთს ადგილს უთმობდნენ, ძნელი აღსაწერი იყო. გადავწყვიტე სიტყვა აღარ მეთქვა, გავჩუმდი და თავი დავხარე.
- ბელა? - ედვარდს სახე გაქვავებოდა. - რა მოხდა, ბელა? ასე ნამდვილად არაფერი გამოგვივა...
- ნამდვილად, - სწრაფად დავეთანხმე.
- არა, - დაიბუბუნა მან. - შენ არ გესმის... თუ ერთმანეთს ჩვენ ფიქრებს, გადაწყვეტილებებს არ გავუზიარებთ, არაფერი გამო...
- იქნებ ეგრე უკეთესიც იყოს, - ამოვიკვნესე მე.
- იზაბელა სვონ! - ედვარდმა სახეზე ხელი მომკიდა და მისკენ მიმწია, ჩვენს შორის მანძილი სულ რამდენიმე სანტიმეტრიღა იყო. - მე არ მინდა, რომ შენგან შორს ვიყო... არ მინდა, რომ დაგკარგო, როცა ისედაც არ ხარ ჩემი... არ მინდა, რომ მიმატოვო და, გეფიცები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე არ მოხდეს.
- არც მე მინდა, - ამოვიკვნენსე უმწეოდ და თვალები დავხარე.
- მაშ, რა არის პრობლემა? - მკითხა მაცდური სიცილით.
- მე ვარ პრობლემა, ედვარდ, - ვუთხარი თითქმის ტირილით. - ნუთუ არ გესმის? აქ ერთადრთი პრობლემა მე ვარ!
- გეთანხმები, - მითხრა ღიმილით, ხელით ისევ სახეზე მეფერებოდა. - ძალიან... ჰმ, არა... ზედმეტად მიმზიდველი ხარ.
მთელი სხეულით ვცახცახებდი, როცა ედვარდი ფრთხილად ჩამეხუტა. ხელები ფართოდ გავშალე და კისერზე შემოვხვიე. ფეხისწვერებზე მომიწია შედგომა, რომ მის მხრებს კარგად მივსწვომოდი. თავი გულზე დავადე და გავირინდე. წყნარად ვიყავით, ზოგ მომენტებში უბრალოდ სიჩუმეს უნდა მიენდო, ასეთ დროს სიტყვა ხომ ყველაფერს აფუჭებს. ედვარდის ხელები ნელ-ნელა წელამდე ჩავიდა, ბიჭი გასწორდა და შემომხედა.
- შენ ყველაზე ლამაზი, განუმეორებელი, მიმზიდველი, მეამიტი და საშიში პრობლემა ხარ, - მითხრა ღიმილით და ჩემი ტუჩებისკენ დაიხარა.
- ედვარდ, - მისი შეჩერება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. არასოდეს გამომდიოდა ის, რაც გულით არ მინდოდა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. საკმარისი იყო დამენახა ის, მეგძნო მისი სიახლოვე, მაშინვე ყველაფერი მავიწყდებოდა. მაგრამ დავრჩებოდი თუ არა მარტო, მაშინვე მტანჯველი ფიქრები შემომაწვებოდა და სიცოცხლე აღარ მინდოდა. აქ კი, ამქვეყნიური ცოდვებისგან მივიწყებულ პატარა წალკოტში, მოურიდებლად ვკოცნიდი ედვარდს, რომელიც ჩემთვის ყველაზე ეშმაკეული ანგელოზი იყო.
კოცნა გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე წინა. ედვარდი ნელა მომცილდა და ამისუნთქვის საშუალება მომცა, თუმცა ხელით ისევ წელზე მეხვეოდა.
- კიდევ გინდა წავლა? - კითხა მაცდური ღიმილით.
- როგორ არ გესმის, - ამოვიოხრე მე. - ეს ჩემი... მოვალეობაა.
ედვარდი გაკვირვებული მიყურებდა. ნამდვილად ვერ ხვდებოდა, რას ვგულისხმობდი. მის მზერას ვერ გავუძელი და თავი დავხარე. ედვარდი ისევ საკოცნელად გამოიწია, მაგრამ მე ხელი გულზე დავადე და შევაჩერე. უსიტყვოდ შედგა და ხელები დაუშვა. ამ მოძრაობამ ცუდად გამხადა, ლამის შევიშალე, როცა ედვარდის წაშლილი სახე დავინახე. მან ხელი გამიშვა, მომცილდა...ისე იდგა, როგორც უცხო.. თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამსკდა. ედვარდმა იმ წამსვე მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა.
- ჩშუუ, ბელა, ჩშუუ, - მეუბნებოდა შეშფოთებული. - დამშვიდდი, შენთან ვარ, ჩშუუ...
უაზროდ ვტიროდი და ედვარდს მაგრად ვეხუტებოდი. სახე სულ გამეყინა. ვგრძნობდი, რომ არ მიმატოვებდა და ჩემთან იქნებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდებოდი.
- ბელა, - ამოიოხრა ედვარდმა. - ხანდახან შენი არ მესმის, ძვირფასო.
გული გამითბა და ტირილი შევწყვიტე. შეუძლებელი იყო, ედვარდის გულუბრყვილო ტონს ზემოქმედება არ მოეხდინა ჩემს განწყობაზე. უცებ ცას მოვკარი თვალი, საეჭვოდ ჩაშავებულლი ღრუბლები ბოროტად იცქირებოდნენ მაღლიდან.
- არც მე არ მესმის ჩემი, - ვუპასუხე ჩუმად.
- მაშინ ერთად გავუგოთ შენს თავს, - სიცილით მიპასუხა და უფრო ძლიერად მიმიხუტა.
- თანახმა ვარ...
რამდენიმე წუთი ჩახუტებულები ვიდექით და არც ერთი არ ვინძრეოდით. ბოლოს მაინც სიცივემ მძლია და ედვარდს გაყინული ხელები შევუშვი და სახეზე მოვისვი. ცრემლების მოწმენდა მინდოდა, მაგრამ ედვარდმა დამასწრო. ორივე ხელით ლოყებზე ნახად მომეფერა და ცხვირზე მაკოცა.
- მგონი ჯობია, თუ მანქანაში ჩავჯდებით, - შემომთავაზა მან. - ძალიან გცივა.
- ხო, მცივანა ვარ, - დავეთანხმე მე.
უკან გავბრუნდით ხელჩაკიდებულები. ხიდზე ასვლისას უკან მოვიხედე, ცუდი იყო, პარკის დათვალიერება რომ ვერ მოვასწარი. ედვარდმა ჩემი მზერა შენიშნა და გამიღიმა.
- კიდევ მოვალთ.
- კარგი, - მეც გავუღიმე და მანქანისკენ წავედით.

„ვოლვოს“ სალონში, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო თბილოდა, მაგრამ ედვარდმა გამათბობელს მაინც ბოლომდე აუწია. ერთბაშად მომწყდარი თბილი ჰაერისგან გამაჟრიალა.
- გათბი? - მკითხა ედვარდმა.
- კი, - თავი დავუქნიე.
- ქარბუქი ამოვარდება, - ჩაფიქრებულმა ედვარდმა ჩუმად ჩაილაპარაკა.
- ხო, - დავეთანხმე მე. ამინდი, რა თქმა უნდა, მადარდებდა, მაგრამ ეს მაინც ნეიტრალური თემა იყო ნებისმიერ სიტუაციაში.
- ლონდონი არ მოგწონს? - შემობრუნდა ჩემსკენ.
- თუ ამინდს გულისხმობ, - დავიწყე მე, - ფორკსი არ არის მზიანი დარებით განებურვებული.
- ვიცი, - გამიღიმა, მაგრამ არა სიხარულით. - უბრალოდ მაინტერესებს, რატომ არ გინდა აქ ყოფნა?
- ეს მართლა ძალიან გრძელი და რთული ამბავია, - ჩავილაპარაკე და ფანჯრიდან გავიხედე.
- მე ეგეთ ამბებს მიჩვეული ვარ, - ლაღად მითხრა ედვარდმა.
- ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი, - დავიწყე რამდენიმე წამის დუმილის შემდეგ: - იყო მხოლოდ მუსიკა და ის კონკურსი... მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდა, საბოლოოს დაესვა წერტილი... აქ ყოფნა მე ერთ ვალდებულებას მახსენებს და ეს.. ეს ძალიან მძიმეა, - სვენებ-სვენებით ვლაპარაკობდი და ვცილობდი იმდენი მეთქვა, რამდენსაც შევძლებდი. ედვარდს კითხვები ექნებოდა და მათზე პასუხის გაცემაც მომიწევდა, ამიტომ გული გავიმაგრე. ვიფიქრე, იქნებ გულზე მომეშვას მაინც-მეთქი, თუ ვინმეს გავუზიარებდი ჩემს ფიქრებს. ისევ ფანჯრიდან ვიხედებოდი ედვარდის რეაქციის მოლოდინში, მაგრამ მან უბრალოდ ხელზე ხელი დამადო. ხმა არ ამოუღია. ფრთხილად გავხედე, მაგრამ ის უბრალოდ მიღიმოდა. მეგონა ვერ გაიგო, რა ვუთხარი, ან სრულიად სხვანაირად გაიგო და ამ ყველაფერზე ეღიმებოდა, მაგრამ შევცდი.
- შენ ცხოვრების მიზანი დაკარგე, - მითხრა ბოლოს. - უფრო სწორედ, აღარ გაქვს...
არაფერი მიპასუხია, მაგრამ ამ შემთხვევაში დუმილი თანხმობის ნიშნად მეთვლებოდა. ედვარდს ხელი არ გაუშვია, მაგრამ ჩემსკენ აღარ იხედებოდა, ეტყობა მე მელოდებოდა, როდის გავაგრძელებდი. დავეჭვდი, ელისი და ის სისხლით ნათესავები არ იყვნენ და საიდიან მისი დის თვისება? ელისსაც არასოდეს დაუსვამს ჩემთვის ამ თემაზე შეკითხვები... ისიც უბრალოდ მელოდა, მაგრამ ედვარდს ცნობისმოყვარეობა სწვავდა.
- რა ვალდებულებას გახსენებს? - მკითხა ბოლოს. ისევ სადღაც შორს იხედებოდა.
- რაც თავის დროზე არ გავაკეთე და რის გამოც, - ხმის გასაწმენდად ჩავახველე, - რის გამოც, საყვარელი ადამიანი...
შევჩერდი. ჩავისუნთქე და ყველანაირად შევეცადე ცრემლები შემეკავებინა. უბრალოდ ვერ გავიხსენებდი წარსულს. დიდი დრო არ გასულა... არც ათი წლის შემდეგ ვიტყვი, რომ დიდი დრო გავიდა. ამას არასოდეს ვიფიქრებ, რადგან რაც მოხდა, მუდამ უნდა ყოფილიყო ჩემს მეხსიერებაში... თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალი ვიქნებოდი. ამოვიოხრე და ედვარდს გავხედე. მოღუშული იჯდა.
- ბელა, ძალიან არ მომწონს ეს ამბავი, - მითხრა ბოლოს. - შენ შეყვარებულს მიაყენე ტკივილი და ამას ასე განიც...
- არა! - გავაწყვეტინე აღშფოთებულმა, ედვარდი საერთოდ დაიბნა. - არა, აქამდე არასოდეს მყოლია შეყვარებული!
- აბა? - უბრალოდ მკითხა ედვარდმა და განზე გაიხედა, თითქოს არ უნდოდა, რომ მისი სახე დამენახა. რატომღაც ეღიმებოდა, თითქოს რაღაც წამომცდა.
- საქმე ჩემს ოჯახის წევრს ეხება, - ვაგრძელებდი და ისევ თავს ვაქნევდი. - მამაჩემი ყოველთვის ცდილობდა... რომ ჩემი ნიჭი სხვასაც გაეგო და, იცი, მე ეს არასოდეს მომწონდა. არ ვეთანხმებოდი... ამაზე ბევრჯერ გვიჩხუბია, - გამახსენდა ჩვენი ბოლო კამათი და ტუჩზე ვიკბინე. - ის... ის ცდილობდა, როგორმე ევროპაში ჩამოვეყვანე, მაგრამ მე ამაზეც არ ვიყავი თანახმა... და... მოკლედ ამ ყველაფერს ძალიან ცუდი დასასრული ჰქონდა...
ამოვისუნთქე და სავარძელში გადავწექი. ედვარდი გაოცებული მიყურებდა. გული ამოვარდნაზე მქონდა და სულ ვკანკალებდი, არა და მანქანაში უკვე საკმაოდ ცხელოდა.
- ბელა, კარგად ხარ? რა დაგემართა? - ედვარდის შეშფოთებული ხმა ნაწყვეტებად ჩამესმა ყურში.
- ცოტა ხანი მაცადე, - როგორღაც მოვახერხე პასუხის გაცემა. ყველანაირად ვცდილობდი არაფერი გამხსენებოდა. არაფერი, რაც უარესად გამხდიდა... ახლა არა, ოღონდ ახლა არა!
შევეცადე გონებიდან ედვარდის გარდა ყველაფერი ამომეგდო, ამაში ნაწილობრივ, ედვარდის ხელიც მეხმარებოდა, რომელიც უკვე ძალიან მაგრად მიჭერდა. ჩემი გონება ჩვენს კოცნაზე გადაერთო, გამახსენდა საღამო, როცა სადარბაზოსთან ვიდექით ჩვენ, მხოლოდ ორნი... ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი. ედვარდს გავხედე, მძიმედ სუნთქავდა.
- კარგად ვარ, - ვუპასუხე და გაღიმე ძლივს მოვახერხე.
- არ გეტყობა...
- არა, მართლა, - თავი გავაქნიე. - უბრალოდ ამის გახსენება მიჭირს.
- შევეშვათ ამ თემას, - ამოიოხრა ედვარდმა. - ძალიან მაშინებ...
- მე მეგონა, მშიშარა არ იყავი, - გახუმრება ვცადე,
- ბელა, ეს სასაცილო არ არის, - ედვარდს ხმაში ნაღველი გამოერია. - რომ გენახა შენი თავი გვერდიდან... ისე იყავი, თითქოს შიგნიდან იცლებოდი.
- არა, მირჩევნია ყველაფერი გიამბო...
- არა, ამ თემას ვხურავთ!
- სხვა შემთხვევაში ჩვენ არაფერი გამოგვივა, - შევეწინააღმდეგე მე. - არ გახსოვს შენი სიტყვები? ერთმანეთთან გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ, ასე ცალ-ცალკე ორი სამყარო ვერ იქნება!
- მაგრამ სადაც სიყვარულია… - გაეღიმა ედვარდს და სუნთქვაც შემეკრა, - როგორც მახოვს, რამდენიმე წუთის წინ თქვი, აქადმე შეყვარებული არ მყოლიაო...
ედვარდმა მრავლისმეტყველად შემომხედა. ეს მე ვთქვი? დიდი შანსი იყო... აი, თურმე რატომ ეცინებოდა მაშინ!
- და კიდევ მე ვარ დაბნეული, - გამომაჯავრა ედვარდმა.
- არაფერიც არ მითქვამს, - ჩავიბურტყუნე ჩემთვის და პირდაპირ გავიხედე. გაბრაზებული უფრო იმაზე ვიყავი, რომ გამომიჭირა და თან საუბრის შეცვლაც მოახერხა. გარეთ მართლაც ქარბუქი იწყებოდა...
- არა, თქვი, - წყნარად მიპასუხა ედვარდმა.
- მგონი სახლში უნდა წავიდეთ, - ვთქვი ისევ ჩუმად.
- სიმართლე თქვი და წავიდეთ.
- ანუ ისე აქ დავრჩებით? - ვკითხე ისტერიკულილ სიცილით.
- ეგრე გამოდის, - ედვარდმა არხეინად აიჩეჩა მხრები. - მე მომწონს ჩემი ადგილი.
- შესანიშნავია, - ჩავიბურტყუნე და, დონჯშემორტყმულმა, გარეთ ყურება გავაგრძელე.
ქარბუქი თუ გაძლიერდებოდა, გზაზე სიარული საშიში იქნებოდა. მართალია, ძალიან შორს არ ვიყავით, მაგრამ მანძილი მაინც მაფრთხობდა, როდესაც ჰაერში მფრინავ ფიფქრებს ვუყურებდი. ისინი ერთმანეთში ირეოდნენ და უკვე ხედვაც ჭირდა.
- ესე იგი აღარ მელაპარაკები? - მკითხა ედვარდმა.
არაფერი ვუპასუხე. ან მანქანას დაქოქავდა ან ასე ვიჯდებოდით. არჩევანი მასზე იყო. მოულოდნელად ჩემი მობილურის ხმა გავიგონე. მესიჯი იყო. გავხსენი და მარტო რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად ეკრანს დავეჭყანებოდი!
„ ნუ მებუტები. მითხარი, რა გეწყინა? :* “, - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვერდზე მჯდომი მწერდა. რამდენიმე წამს ვფიქრობდი, მეპასუხა თუ არა. ბოლოს მობილური დავკეცე.
მეორე მესიჯს არ დაუყოვნებია.
„ ბელა, ბავშვივით იქცევი! ბავშვები კი ასე მაშინ იქცევიან, როცა სიმართლის აღიარება არ უნდათ : D .“
ეს უკვე მეტისმეტი იყო. სასწრაფოდ მივწერე: „ ბავშვების ფსიქოლოგიაში ასე კარგად ერკვევი?“
ედვარდისთვის არ ამიხედავს, მაგრამ საკმაოდ გვიან დაიწყო პასუხის წერა.
„ კი, ვერკვევი... თემას ნუ ვუხვევთ და არც ის მომწერო, რომ ეგ ჩემი მოგონილია“
„ კარგი, ვაღიარებ... შეიძლება ეგ ვთქვი. მოგილოცო?“ - მივწერე სწრაფად, თუმცა უკვე საერთოდ აღარ ვბრაზობდი. თავისი მიიღო, მაგრამ აქ გამარჯვებული ჯერ არ იყო გამოვლენილი.
„ აღიარებ და არ ფიქრობ, რომ უბრალოდ წამოგცდა?“ , - მომწერა ედვარდმა.
„ არა, არ წამომცდა...“
მოულოდნელად კარი გაიღო და ედვარდი მანქანიდან გავიდა.
- რას აკეთებ? - დავუყვირე მე, თუმცა ჩემი ხმა აღარ ესმოდა. სასწრაფოდ დავიწყე დასიგნალება, მაგრამ ქარბუქში ედვარდი უბრალოდ აღარ ჩანდა.
ვფიქრობიდი, გადავსულიყავი თუ არა... მესიჯმა ადგილზე შემახტუნდა. სახელს დავხედე. ედვარდი იყო... ამივისუნთქე და გავხსენი. ჯობდა არ წამეკითხა! ჯობდა, არ გადასულიყო! აქ ყოფილიყო და თვალებში ჩამეხედა!
„ შენი აზრით, მესიჯით სიყვარულის ახსნა არასერიოზულობაა? “
ქურთუკი შევიკარი და კაპიუშონი წამოვიხურე. გარეთ უკვე ყინავდა და მხოლოდ თეთრ ფიფქებს ვხედავდი, რომლებიც თვალებში მეცემოდნენ.
- ედვარდ! ედვარდ სად ხარ? - ვყვიროდი, მაგრამ უშედეგოდ, ის არ ჩანდა. - ედვა...
- ნუ ყვირი, ბელა, - მომესმა მისი ხმა უკნიდან. შევბრუნდი და დავინახე. ამაყად იდგა და ლაღად მიღიმოდა.
- კი, - დავუყვირე, რომ ჩემი ხმა კარგად გაეგო.
- რა “კი”? - მკითხა ედვარდმა სიცილით.
- კი, ვთვლი, რომ სიყვარულის მესიჯით ახსნა არასერიოზულობაა!
- მიხარია, რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა, - ედვარდს ყვირილი აღარ დასჭირდა, უკვე ჩემთან იყო.
- ხოო?
- ბელა... მიყვახარ! მთელი გულით, მთელი ჩემი არსებით. მაპატიე, რომ ამას მხოლოდ ახლა გეუბნები. მაპატიე, რომ ამდენი დრო ტკივილს გაყენებდი... მე უბრალოდ… უბრალოდ დარმუნებული არ ვიყავი, რომ უფლება მქონდა...
- ედვარდ, - გავაწყვეტინე მე. ედვარდის თქმული ყოველი სიტყვა ჩემს გულში დაილექა და იქედან ვერავინ და ვერაფერი ამოშლიდა, თვითონ ავტორიც კი. - მეც არ მაქვს უფლება... მეც არ უნდა ვიდგე ახლა აქ, შენთან ერთად...
- მაგრამ ასეა! - ედვარდი უსაზღვროდ ბედნიერი იყო. მე კი ტირილისთვის მზად ვიყავი, ოღონდ ეს ბედნიერების ცრემლები იქნებოდა. - და მე ეს მხოლოდ მიხარია!
- მეც მიხარია, - ვუთხარი ღიმილით.
- მიყვარხარ, ძვირფასო...
ედვარდს ტუჩებზე თითი მივადე და გავაჩუმე. მან ეშმაკურად გამიღიმა, მე კი ჩემსკენ მოვიზიდე და ვნებიანად ვაკოცე. ქარბუქი არ წყნარდებოდა, ჩვენს ირგვლივ ძალებს იკრებდა. ჩვენ კი მის შუაგულში ვიდექით და ნაკლებად გვაღელვებდა ის, რაც გველოდა. არ ვფიქრობდით იმ ქარიშხალზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გველოდა. ოღონდ ახლა არა, ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. ჩვენ ხომ ერთმანეთი გვყავდა...



★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 2:40 PM | შეტყობინება # 328
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
stupid_l@mb, agfrtovanebuli var dzaan dzaan magari tavi iyo . edwardi da bella dzaan sayvarlebi arian dzlivs ertad arian imedia agar ichxubeben da dashoedebian . martla dzaan nichieri adamiani xar veraperze ver ityvi rom zedmetia an sadme raimes chamateba sheidzleba , unaklod wer agar vici ra gitxra martla sityvebit ver gadmogcem . velodebi shemdeg tavs


elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 2:42 PM | შეტყობინება # 329
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vame vaime ra kargi tavi iyooooooooooo happy happy happy happy happy vaime dzaaaaaan sayvarlebi arian ro srialebdnen da yvelaferiii iiihhhhh : ))) ai dzaaaaan kargad wer dzaaaan magari xaaaaaaaar :****** ar vici ra gitxraaaa sxvaaa happy happy happy


S@liთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 3:07 PM | შეტყობინება # 330
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
stupid_l@mb, ოჰ, ახლა ხომ ღირსი ხარ, რომ შენ პოსტზე 3-ჯერ მაინც უფრო დიდი კომენტარი დაგიწერო? biggrin
პირველად რომ წავიკითხე (და შენ ხომ არ იცი, მე რამდენჯერ გადავიკითხე), შოკში ვიყავი! მთელი თავი მათ გრძნობებზე, მათ სიყვარულზეა აგებული. მიხარია, რომ ეს თავი მთლიანად ბელვარდს დაუთმე.
ახლა იმდენი რაღაცის თქმა მინდა და აზრები ისე სწრაფად ცვლიან ერთმანეთს, რომ არ ვიცი რით დავიწყო.
მოდი, ჯერ ბელაზე ვიტყვი. იცი, ძალიან ბუნებრივი პერსონაჟია. ყველა მის გრძნობების, მისი ფიქრების და გადაწყვეტილებების გესმის. ყოველი მისი ნაბიჯი ისე გაქვს გადმოცემული, რომ ეჭვიც არ შეეპარება ადამიანს, რატომ მოიქცა ასე და არა სხვაგვარად. ეს პერსონაჟი, ალბათ, ყველასთან უფრო ახლოსაა, რადგან მისი პირითაა დაწერილი თავები. ბელასი მეც კარგად მესმის. მისი ეჭვები სულაც არ არის უსაფუძვლო და აზრს მოკლებული. რა თქმა უნდა, ის, რომ ედვარდს შეყვარებული უკვე ჰყავს, ის, რომ მათ შორის პაააწაწინა უფსკრულია საიდუმლოების სახით, აბრკოლებს ბელას და ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დარწმუნებული თავისი ქმედებების სისწორეში. მაგრამ, როგორც შენ აღნიშნე, იქ, სადაც სიყვარულია, არაფერია შეუძლებელი. ამ თავის კითხვისას დავდნი, ისეთი ნაზი, ახალი გრძნობები აკავშირებთ ამ ორს.
ედვარდს უფრო უკეთესად აქვს გაცნობიერებული, რა უნდა. მის ქცევებში უფრო მეტი თავდაჯერებულობა იგრძნობა, რადგანაც, ეტყობა, ბელასაგან გასხვავებით, ის მიხვდა, რომ ამ ყველაფერთან ბრძოლას აზრი არ აქვს. ისე, მანამდე უფრო თავშეკავებული და სხვანაირი იყო, ახლა კი ყველანაირად გამოხატავს თავის ნამდვილ გრძნობებს და ეს არ შეიძლება, რომ არ გახარებდეს. მე, პირადად, ნამდვილას შეყვარებული ვარ შენ ედვარდზე :D. ჩვეულებრივი ბიჭია თითქოს, მაგრამ უფრო სხვანაირი, განსხვავებული. მისი მცდელობები, რომ ბელას დაუმტკიცოს თავისი სიყვარული, მე მიჩუყებს გულს და ბელა როგორ შეიძლება, რომ გულგრილი დარჩეს? biggrin
ბუნება და გარე სამყარო, მთლიანად გარემო არაჩველებრივად გაქვს გადმოცემული. happy
ბევრი ძალიან სასაცილო მომენტიც აქვს ამ თავს, სადაც მეც, გმირებთან ერთად, ვიცინოდი biggrin საერთოდ, ყველაფერი ზომიერი დოზით გაქვს თავებში. ტრაგიდიზმი, სიყვარული, იუმორი და ასე შემდეგ.
Quote (stupid_l@mb)
- აღარ მეწინააღმდეგები? - მკითხა ჩურჩულით. - ახლა - არა, - ძლივს მოვასწარი პასუხი, სანამ ჩვენი ტუჩები ერთმანეთს იპოვიდნენ და თუნდაც რამდენიმე წამით მტკიცედ შეერთდებოდნენ.

დავდნი, ენდელაძეეეე!!! biggrin ამათ კოცნებზე და სიყვარულის გამომხატველ ჟესტებზე ჭკუა მეკეტებოდა! მიხარია, რომ ყველანაირად გაითვალისწინე მკითხველების... თხოვნები კი არა და... მოთხოვნები უფრო biggrin (გახსოვს: ქველმოქმედება? (როფლ). ნუ, შენ მიხვდები, რაზეც ვთქვი). biggrin

ტადაააააამ ...

Quote (stupid_l@mb)
- ბელა... მიყვახარ! მთელი გულით, მთელი ჩემი არსებით. მაპატიე, რომ ამას მხოლოდ ახლა გეუბნები. მაპატიე, რომ ამდენი დრო ტკივილს გაყენებდი... მე უბრალოდ… უბრალოდ დარმუნებული არ ვიყავი, რომ უფლება მქონდა...

რა საყვარელი ბიჭია! სასიხარულოა, რომ აღიარა სიმართლე და ბელასაც გაუმხილა, აუხსნა სიყვარული. და თან როგორ!

სააააშინლად რომანტიული, ნაზი და საყვარელი თავია და კითხველი, გმირებთან ერთად, ამ გრძნობებში ეფლობა და თავში მომხდარი მოქმედებების თანამონაწილე ხდება.
მადლობ, რომ ასეთი თავი გვაჩუქე! ქედს ვიხრი შენს წინაშე, დიკო! მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის ის, რომ შენი ბეტა ვარ. ისეთი ბედნიერება მხვდა წილად, რომ სწორედ შენ ფანფიკს ვასწორებ. კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრჯერ მითქვამს: დახვეწილი, გასაგები და ამასთანავე განსხვავებული (კარგად განსხვავებული) სტილით წერ და მართლაც რომ სასიამოვნო წასაკითხია. თუ ვინმეს არ აქვს წაკითხული ეს ისტორია, მაშინ ძალიან ბევრი დაკარგა! უნიჭიერესი და უმაგრესი მწერალი ხარ და ეს საქმე არასოდეს მიატოვო, რადგან ძალზე კარგად გამოგდის! მიიიიიიყვარხარ უზომოდ, დიკო =**

P.S. და მაინც... ვერ შევძელი ჩემი ემოციების ერთი მეათედი მაინც გადმომეცა! როდესაც ამ თავს ვკითხულობ, გული მიფრთხილდება biggrin

:snegurochka: snegurochka :snegurochka:
საიდან მყავხარ ასეთი კარგი?

გახსოვს? :DDD biggrin


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...

ძებნა: