DiiiK♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 10:50 AM | შეტყობინება # 296 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| მეთექვსმეტე თავი ეს არ იყო ის, რასაც მე ამ ქალაქისგან ველოდი. მოღრუბლული და ნისლიანი ალბიონი არ წარმომედგინა ადგილად, სადაც ეს მოხდებოდა... მაგრამ მოხდა. მოხდა თავისთავად და მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ეს მინდოდა. მინდოდა და თან არ მინდოდა.... გაბრუებული, უსიტყვოდ შევბრუნდი სადარბაზოში და კიბეები ავირბინე. არასოდეს გავქცეულვარ, არასოდეს დამიტოვებია ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წუთები უსიტყვოდ, მაგრამ დღეს ყველაფერი ირაციონალურად ხდებოდა, ამიტომ უბრალოდ დავტოვე ედვარდი შესასვლელთან და სახლში ავედი. არ ვიცი, როგორ მიიღებდა ის ჩემ საქციელს, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა. მე ხომ ისიც არ ვიცოდი, თვითონ როგორ მივიღებდი ედვარდის საქციელს... მან მაკოცა... და ისევ, როგორც კოცნისას, ოცნებებში ჩავიძირე. ოცნებებში, რომლებსაც ახდენა არ ეწერა. მაშინებდა ისინი, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი, გონება დამეძაბა და კოცნაზე არ მეფიქრა... მაგრამ ძნელი იყო მისი ასე, უბრალოდ დავიწყება. მხურვალე ტუჩების დადებითი მუხტი მთელი ძალით იზიდავდა ჩემს ყინულივით ცივ ტუჩებს. სამწუხაროდ ვერ გაალღო ყინული, მაგრამ გააღვიძა უფრო მნიშვნელოვანი რამ: გრძნობა სიცოცხლისა. გარესამყაროს შეგრძნება ასე არასოდეს დამვიწყებია. არასოდეს დამიხუჭავს თვალები იმიტომ, რომ უკეთესი მომავლისთვის მეოცნება. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ედვარდსაც ექნებოდა ჩემს მიმართ გრძნობები. თურმე როგორ ვცდებოდი! როგორი წრფელი იყო მისი ტუჩები, როდესაც მთელი ძალით ატყევებდა ჩემს ტუჩებს... როგორი წმინდა იყო მისი გამოხედვა, როდესაც კიბეებზე ამოდიოდა და თბილი თვალებით მიყურებდა. უაზრობა იყო ამ სიყვარულის უარყოფა, მაგრამ არა... აი ახლაც თავს ვისულელებდი, როცა ვფიქრობდი, რომ ეს კოცნა რამეს ნიშნავდა. ნეტავ რამდენი წამიერი გატაცება ჰქონია მას ცხოვრებაში? ალბათ, უამრავი.. დაუთვლელი... და მე რა უფლება მქონდა, რომ ამ ერთი უმნიშვნელო კოცნის გამო მისთვის რაიმე ვალდებულება დამეკისრებინა? ეს აბსურდი იყო. ცოტა ხნით გავწყვიტე ამაზე ფიქრი და ოთახში მიმოვიხედე. მძიმე, ზამთრის ტანსაცმელი სულს მიხუთავდა. სასწრაფოდ გამოვიცვალე და რბილ ხალათში გავეხვიე. ფანჯრის რაფასთან მივედი და ბნელ ქალაქს გადავხედე. აი, რა იყო წინ: სიბნელე, რომელიც არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ბევრ კითხვებს აღძრავდა. ტელეფონის ვიბრაციამ ადგილზე შემახტუნა. ელისის მესიჯი იყო. მწერდა, რომ ერთი სული ჰქონდა ხვალ სკოლაში როდის მნახავდა და მახარებდა ახალ ამბებს. ჯასპერიც მოკითხვას მითვლიდა. ე.ი. ყველაფეირ კარგად იყო. ვიღაცას მაინც ხომ უხარია ბედნიერება. ედვარდი კი, ალბათ, ახლა სადმე ბარში ზის, რა თქმა უნდა, გოგონების გარემოცვაში და მშვენივრად ერთობა. მაშ, მე რატომ უნდა ვიყო აქ მოწყენილი? გაბრაზებული მივწექი ლოგინზე. ჩემს თავზე მეცინებოდა. ედვარდი იმას გააკეთებდა, რაც გაუხარდებოდა და მე მისი განსჯის უფლება არ მქონდა. არც ის უნდა მწყენოდა, რომ ვიქტორია მისი შეყვარებული იყო და სკოლაში სულ მასთან ერთად დადიოდა. სამაგიეროდ, ის არ იცნობდა იმ ედვარდს, რომელსაც მე ვიცნობდი. და კიდევ: დიდი იმედი მქონდა, რომ ის ვერ ხედავდა ედვარდის თვალების მიღმა იმ ყველაფერს, რასაც ფარდა მხოლოდ ჩემთვის ეხდებოდა. ნეტავ ვიქტორიამ იცოდა ედვარდის სულზე იმდენი, რამდენიც მე? ან მე ვიცოდი კი ყველაფერი მასზე? კითხვებით გაბრუებულს თავბრუ დამეხვა და მუცელზე გადავბრუნდი. მნიშვნელობა უკვე აღარაფეს აღარ ჰქონდა. მე ის მიყვარდა... არანორმალურად მიყვარდა, რადგან ნორმალური სიყვარული ჩემთვის წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო. ორი კვირის წინ რომ გეთქვათ, ვინმე შეგიყვარდებაო, ალბათ სიცილით გავიგუდებოდი. არ მეგონა, თუ შეყვარება საერთოდ შემეძლო, მე ხომ საკუთარი მამაც არ მყვარებია ნორმალურად. და უცებ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმაშია დარწმუნებული, რომ ყველაფერი შეუძლია. გარედან ეს საშინელი აღსაქმელია, როცა უყურებ ქარაფშუტა, მოლაქლაქე ადამიანს, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ის თავის ნამდვილ სახეს გაჩვენებს და ნიღაბს აიხდის. მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება... უყურებ ადამიანს, რომელიც არ არის ისეთი, როგორიც სხვას აჩვენებს თავს. შემდეგ აკვირდები მას, ცდილობ ჩასწვდე გულის სიღრმეში, რათა გაიგო რა აწუხებს, რას ფიქრობს. შემდეგ, როცა ამას მეტ-ნაკლებად შეძლებ, ხვდები, რომ ეს ადამიანი ვიღაცას გაგონებს. ხოლო როცა სარკეში იხედები, ხვდები, ვისაც გაგონებს... თუმცა ამ შემთხვევაშიც იყო „მაგრამ“. ვიცნობდი თუ არა ედვარდს, მისი გულისნადები რომ გამეგო? იქნებ ჩემთანაც ნიღაბი ეკეთა და თავს მაჩვენებდა კეთილ, გულისხმიერ ადამიანად. როგორ უნდა მივნდობოდი მას? აი, კიდევ ერთი „მაგრამ“... ჩემთვის ის უკვე მეტისმეტად ახლობელი იყო, მასში ეჭვი რომ შემპარვოდა. მე მინდოდა, რომ კოცნა კიდევ განმეორებულიყო. მინდოდა, რომ ისევ მეგრძნო მისი ტუჩების მხურვალება და ლტოლვა. მინდოდა, რომ მის ხელებს ისევ გაეთბო ჩემი გაყინული ლოყები და ისევ შევებორკე ძლიერად, მწველად... მაგრამ ეს არ იყო რეალობა. სულ მალე ფორკსში ვაპირებდი წასვლას და მხოლოდ ედვარდის საკეთილდღეოდ, კარგი იქნებოდა, თუ მას ჩემს გრძნობებზე არაფერი ეცოდინებოდა. ჩემს თავს განაჩენი დიდი ხნის წინ გამოვუტანე და ის უნდა აღსრულებულიყო. არ ვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ გამთენიისას გავიღვიძე... სულ გაყინულმა, სწრაფად გადმოვიფარე საბანი და გვერდზე გადავბრუნდი. საათს ცალი თვალით გავხედე. ექვსი ხდებოდა. ვერაფრით მოვისვენე, ამიტომ ჩუმად წამოვდექი და აბაზანაში გავიპარე. ცხელმა შხაპმა საბოლოოდ გამომაღვიძა. ოთახში დავბრუნდი და მოღუშულმა გამოვეწყვე სკოლისთვის, თორემ იქ წასვლის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. ჩაცმისას თვალი მოვკარი, რომ გარეთ თოვდა. უნებურად ბაგეზე ღიმილი გადამეფინა. ნელა მივუახლოვდი ფანჯრის რაფას და მასზე ჩამოვჯექი. გარეთ ბარდნიდა. შორს აღარაფერი აღარ მოჩანდა, ჰორიზონტი სულ თეთრი იყო. პატარა ფიფქები ტრიალ-ტრიალით ეშვებოდნენ დედამიწაზე და ირგვლივ ყოველივე შავს შლიდნენ, ბოროტებას აქრობდნენ. ნელა მოძრაობდნენ, მაგრამ მათი შედეგი სწრაფად იხატებოდა ირგვლივ. ჩემს გულში კი ქარბუქი ქროდა, მაგრამ შედეგი არანაირი... სრული, შავი ერთფეროვნება. სკოლაში წასასვლელად ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი. ედვარდის დანახვისას კარგი არაფერი დამემართებოდა, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვადგენდი. თავზეხელაღებულ, უკანასკნელ ნაძირლად ვგრძნობდი თავს, რომელიც დაუფიქრებლად აპირებს გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი და სულ არ ფიქრობს შედეგზე. შედეგი კი ის იქნება, რომ საყვარელ ადამიანს ყველანაირად დავუმახინჯებ ცხოვრებას. არ აქვს მნიშვნელობა იმავე გრძნობით ვუპასუხებ თუ არა. თუმცა იქნებ ის ყველაფერი, რაც საღამოს მოხდა, არ იყო რეალობა? იქნებ მხოლოდ წამიერი სისუსტის გამოვლინება იყო? მაგრამ, წესით, ასეთ დროს სისუსტე მე უფრო უნდა გამომეჩინა. დაბნეულმა დავქოქე პიკაპი და გზას გავუდექი. გზაში უაზროდ ვბურტყუნებდი. რა ჯანდაბა მემართებოდა, როცა ედვარდზე ვფიქრობდი? რატომ მინდოდა, რომ ისევ განმეორებულიყო კოცნა? რატომ ვერ ვივიწყებდი ედვარდის უძირო თვალებს? მოულედნელად უკანა ხედვის სარკეში დავინახე, რომ უკანიდან მანქანა ფარებს მინთებდა. გვერდზე გავიწიე, რომ გამეტარებინა, მაგრამ ის ისევ უკან მომდევდა. ისევ გავიხედე სარკეში და მოულოდნელობისგან კინაღამ მკვეთრად დავამუხრუჭე. ვერცხლისფერი „ვოლვო“, ჩემთვის ასე კარგად ნაცნობი სანომრე ნიშნით, ჩემს პიკაპს უკან მოსდევდა. ედვარდს ვერ ვხედავდი, მაგრამ აბა სხვა ვინ იქნებოდა მის საჭესთან?! გზიდან გადავედი და მანქანა გავაჩერე. პიკაპის სალონი არ დამიტოვებია. გული გამალებით მიცემდა და გარეთ გადასვლას ვერ ვბედავდი. რა უნდა მეთქვა ედვარდისთვის? - გამარჯობა, ბელა, - ფანჯარას ცხვირი მოადო ედვარდმა. მისი ხმა ყრუდ მომესმა. მინა ჩამვწიე. - გამარჯობა... - როგორ ხარ? - არა მიშავს, - ნელ-ნალე გავმხნევდი. - შენ? - მე - მშვენივრად, - ფართოდ გამიღიმა და მომაშტერდა. - სკოლაში გვაგვიანდება, - შევახსენე მე. - ხო, მაგრამ მე მინდოდა უფრო სერიოზულ თემაზე გვესაუბრა. ღრმად ჩავისუნთქე. ედვარდი ეშმაკურად მიყურებდა. - ბელა, გცივა? - მკითხა ბოლოს. - არა... - არ გადმოხვალ? - სკოლაში გვაგვიანდება, - ჯიუტად გავიმეორე. ედვარდი უსიტყვოდ წავიდა. გული დამწყდა, რომ ასე მოვექეცი. მას ხომ ასე ძალიან უნდოდა ლაპარაკი და ყველაფრის გარკვევა. იქნებ გადავსულიყავი და ყველაფერი გულახდილად ეთქვა? მაგრამ მას გული დავწყვიტე და უკვე არაფერს აღარ ჰქონდა აზრი. ჩემი თავი მძულდა. რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველას ცხოვრებას ვუფუჭებდი ან საერთოდ ვანადგურებდი... კარების გაღების ხმაურზე შევხტი. - აი მე კი გარეთ შემცივდა, - ლაღად თქვა ედვარდმა, თოვლი დაიბერტყა და ჩემს გვერდით მოკალათდა. გარედან შემოსული ცივი ჰაერი საერთოდ არ მიგრძვნია... ჩემი გული შიგნიდან მათბობდა. - კარგად თოვს, არა? - პირდაპირ გავიხედე მე. - კი, - სიცილით მიპასუხა ედვარდმა. - რა იყო? - არ გინდა ლაპარაკი? - ნუთუ მეტყობა? - მორცხვად გავხედე. - ზედ შუბლზე გაწერია, - თავი დამიქნია ედვარდმა. შუბლი ხელით დავიზილე, რამაც ედვარდი ძალიან გაახალისა, მაინც ვერ მოიშორებო. უმწეოდ მოვიკუნტე პიკაპის გაცრეცილ სავარძელში. ედვარდი სულ რამდნეიმე სანტიმეტრის მოშორებით იჯდა. რაღაც შეუცნობელი ძალით მე ამას ვგრძნობდი და მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა. გვერდზე გავიხედე. ედვარდი ნაღვლიანი სახით იყურებოდა ფანჯარაში. - ცუდია, რომ ჩემთან ლაპარაკი არ გინდა, - თქვა ბოლოს და შუბლი შეჭმუხნა. - შენ არაფერ შუაში ხარ, - დავამშვიდე მე. - ეს მე ვარ აქ ერთადერთი პრობლემა. - ბელა, სულ მაგას ნუ გაიძახი, - სწრაფად მოტრიალდა ჩემსკენ და შემაკრთო. - მომბეზრდა იმის მოსმენა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება! - არაფერიც, - გავწიწმატდი. - მე სიმართლეს ვამბობ. - როგორ? როგორ ამბობ, რომ სიმართლეს ამბობ? მე გაკოცე და შენ როგორ ხარ ამაში დამნაშავე? თავი დავხარე. შეიძლება ის მართალი იყო, მაგრამ ამ საქციელს მე დანაშაულში სულაც არ ვუთვლიდი. ედვარდი კი თავს დამნაშავედ თვლიდა. აი ასე, ბელა სვონ, მიიღე რაც გინდოდა. - მართალი ხარ, - ამოვიოხრე. - რაც მოხდა, დანაშაული იყო... - შენ ასე გგონია? - გაოცდა ედვარდი. - არა, არა, მაგრამ შენ გგონია ასე! ედვარდმა გადაიხარხარა. მთელი სხეული ბრაზისგან მიცახცახებდა, ის კი მოურიდებლად გაშოტილიყო სავარძელზე და უკვე ცრემლები სდიოდა თვალებიდან. - ედვარდ, შეწყვიტე სიცილი! - მოიცა, - ხელი აიქნია. - მოიცა.... - რა? გინდოდა კიდევ ერთხელ გაგემწარებინე? ხოდა დატკბი, როგორც ყოველთვის ეს გამოგივიდა, - მთელი ბრაზი გადმოვანთხიე და ცოტა წავუმატე, მაგრამ ვეღარ ვჩერდებოდი. - და გაინტერესებს, რატომ არ მინდა შენთან ლაპარაკი? იმიტომ რომ მძულხარ! მეზიზღები! გონებაშეფერხებულო! მოცილდი ჩემი მანქანიდან! შენ გეგონა, რაღამც გაბედე და მაკოცე, ამით ყველაფერს მოაგვარებდი? ედვარდი ძლივს დაწყნარდა, როცა შემომხედა და მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი. მინდოდა დამეხრჩო, ასეთი კარგი რომ იყო, მაინც რომ მიღიმოდა. მე კი, მგონი ყველაფერი გავაფუჭე, მაგრამ მის სიცილში ირონია ვიგრძენი და ეს ჩემზე ცუდად მოქმედებდა. - ბელა, ბელა, - ამოისუნთქა ედვარდმა. - შენ გგონია, რომ ვნანობ რაც გავაკეთე? ვნანობ რომ გაკოცე? ჯიუტად ვდუმდი. ან კი რა მეთქვა... -და შენ გგონია, - გააგრძელა წყნარი ხმით, - რომ დავიჯერე, რაც მითხარი? აბა თვალებში შემომხედე და გამიმეორე, რომ გძულვარ... სახე მოვარიდე, მაგრამ მაინც ჩავიბურტყუნე: - მძულხარ... - და კიდევ გეზიზღები, - მომეშველა ედვარდი. - ხო... - და უნდა გადავეთრიო? - შენთვის უმჯობესია. - შენთვის რა არის უმჯობესი, ბელა? ღონემიხდილმა, სასოწარკვეთით შევხედე. ედვარდი მიღიმოდა. საბოლოოდ დავნებდი. - მაპატიე, მაგრამ მე არ შემიძლია... - მე არ გაჩქარებ, - თავი გაიქნია მან. - მადლობა... - მოკლედ შევრიგდით? აღარ ვარ უნარშეფერხებული? - გონებაშეფერხებული, - სიცილით შევუსწორე. - თუნცად, - გაეცინა ედვარდს. -არა, აღარ ხარ. - ძალიან მიხარია. - ედვარდ, სიმართლე მითხარი, - დავიწყე მე რამდენიმე წამის დუმილის შემდეგ, - რატომ მაკოცე? - ვხედავ, ჩემმა კოცნამ ფურორი მოახდინა, - გაიბადრა ედვარდი. წარბები შევკარი და დოინჯი შემოვირტყი. - ედვარდ კალენ... - სიმართლე ის არის, - შემაწყვეტინა მან, - რომ აქ, ლონდონში, ყურებამდე შეყვარებული ხალხი თავის გრძნობებს ასე გამოხატავს... თუმცა, რატომ მარტო აქ? - გაიცინა ედვარდმა. ჩემსკენ გადმოიხარა, ლოყაზე მაკოცა და მოულოდნელად პიკაპის კარები გააღო. შემდეგ კი დაამატა: - სკოლაში გნახავ... ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. მეტყველებაში ხელს მდუღარე ცრემლები მიშლიდა. ბედნიერების ცრემლები... სკოლაში როგორ მივედი, არ მახსოვს. ზუსტად ვიცი, რომ გზაში არავის დავჯახებივარ და არც მოძრაობის წესები დამირღვევია. გონება სრულიად გადამეწვა, მხოლოდ რეფლექსების ხარჯზე მივაღწიე საკლასო ოთახამდე. მე და მაიმუნის ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი - სახელი და გვარი იყო. კლასში შესვლისას, იძულებული გავხდი ყურადღება მომეკრიბა. გამოვფხიზლდი და ირგვლივ მიმოვიხედე. ჩვეული სიტუაცია იყო. ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ლაყბობდნენ. ელისსაც მოვკარი თვალი, ფანჯარაში იხედებოდა და მობილურზე ლაპარაკობდა. ჩუმად მივედი ჩემს ადგილთან და უხმაუროდ დავჯექი, მისთვის ხელი რომ არ შემეშალა. ცოტა ხანში ელისმა ლაპარაკი დაასრულა და ჩემსკენ შემობრუნდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მრელვარება შამეხშო და ბუნებრივი სახე მიმეღო. გოგონამ გამიღიმა და ჩემსკენ გამოემართა. - ბელა, რომ იცოდე, როგორ მომენტრე, - მაგრად მომეხვია. - როგორ ხარ? - არა მიშავს, - ვუპასუხე სიცილით. - გუშინ არ მნახე? - ხო... მაგრამ, რამდენი ხანია არ გვისაუბრია, - აღნიშნა ელისმა. - შენ როგორ ხარ? - მშვენივრად, - ელისმა თავისი ადგილი დაიკავა ჩემს გვერდით. - წარმოგიდგენია, ჯასპერმა იმდენი ქნა, რომ ვაპატიე! - ეჭვიც არ მეპარება, - გავუღიმე. - იმედია, აღარ იჩხუბებთ. - მითხრა, რომ არასოდეს არაფერს არ დამიმალავს, - კმაყოფილებით მუჭუტა თვალები. - და ასევე შემპირდა, რომ იმ ბარში მეც წამიყვანს! - ძალიან მოგეწონება, - შევაგულიანე მე. - კარგი ადგილია. - როგორც ჩანს, ჩემს მალულად იქ ხშირად დადიოდი, - მოიბუზა ელისი. - სულ შემთხვევით აღმოვაჩინე, - სწრაფად ვუპასუხე. არ მინდოდა ელისს რამე სწყენოდა. ისედაც ცუდად ვგრძნობდი თავს, ჩემზე და ედვარდზე არაფერს რომ არ ვეუბნებოდი, ამიტომ სანამ მასწავლებელი მოვიდოდა, დეტალურად მოვუყევი როგორ მოხდა ის, რომ ედვარდმა თავისი საიდუმლო გამიმხილა. - აი, ეს მესმის, - შესძახა ელისმა. - ედვარდმა შენ გითხრა და არა ვიქტორიას? - ხო, უცნაურია, - შევიშმუშნე, საუბარი სხვა მიმართულებას იღებდა. - ნამდვილად... საბედნიეროდ ამ დროს ბიოლოგიის მასწავლებელი შემოვიდა და ელისი იძულებული გახდა 45 წუთი მოეთმინა. ამოვისუნთქე და მოვეშვი. გაკვეთილს ნაკლებად ვუსმენდი, შიგადაშიგ ამხედავდი მასწავლებელს, ჩემს ყურადღებაში ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა. ეტყობა, ელისმა ვერ მოითმინა და რამდნიმე წუთში ფურცელი გამომიცურა. „ბელა, შენ როგორ გგონია, რატომ გითხრა მაინდამაინც შენ?“ ფანქარი მოვიმარჯვე და თავი დავხარე. ვგრძნობდი ელისი მიყურებდა. სწრაფად დავწერე პასუხი და ფურცელი დავუბრუნე. მოულოდნელად ისტერიულად შეჰყვირა. მთელმა კლასმა ჩვენ შემოგვხედა. მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე. მასწავლებელმა მკაცრი მზერა გვესროლა და ჩვენსკენ დაიძრა. საბედნიეროდ ელისმა ფურცლის დამალვა მოასწრო. ვღელავდი, მაგრამ გულში ელისის რეაქციაზე მეცინებოდა, ე.ი. კარგად მოვიქეცი. - რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ, მის კალენ? - ჰკითხა მკაცრი ხმით მასწავლებელმა. - ოჰ, არა, - დაიმორცხვა ელისმა. - უბრალოდ გავვოცდი, როდესაც აპლაზიური ანემიის გამომწვევ მიზეზებად მაიონიზირებელი რადიაცია, ორსულობა, ჰეპატიტი და სისტემური წითელი მგლურა დაასახელეთ. ეს საშინელებაა! ძლივს შევიკავე თავი სიცილისგან. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ელისმა თქვა. მასწავლებელი გაოცებული სახით იყურებოდა, უფრთო ანგელოზი კი მშვიდად იჯდა და იღიმებოდა. გაკვეთილის ბოლომდე მკაცრ კონტროლზე ვიყავით აყვანილები, ამიტომ მე ელისის შექების საშუალება ვერ გამოვძებნე. სამაგიეროდ, ზარი დაირეკა თუ არა, გულახდილად გამოვთქვი ჩემი აღფრთოვანება. - აქ აღფრთოვანებას მხოლოდ მე უნდა გამოვთქვამდე, - შემეპასუხა ელისი და კლასიდან გამათრია. - ყველაფერი მომიყევი! ეს რას ნიშნავს? - ელის, მე მეგონა ჰუმანური ადამიანი იყავი, - საწყლად ამოვილუღლუღე და გავუღიმე. - არავითარი ძალადობა. - კარგი, - ხელი შემოშვა ელისმა და გამიღიმა. - სერიოზულად... ეს რას ნიშნავს, ბელა? როგორ თუ: გაკოცა? - მეც არ ვიცი რას ნიშნავს, - დავიწყე მე და თან გზას გავუდექით. - თითქოს უბრალოდ მოხდა... - და შენ ეს არ გეწყინა, ხომ? - ეშმაკურად გამირიმა ელისმა. მე თავი დავუქნიე. მან ტაში შემოჰკრა და გააგრძელა: - მაგარიაა! აღფრთოვანებული ვარ! - ანუ გგონია, ეს კარგია? - ვკითხე დაეჭვებით. - როგორ არა?! - გაოცდა ელისი. - ყველაზე მაგარია... საბედნიეროდ, ჩემმა ძმამ ნამდვილი სიყვარული იპოვა... - მოიცა, მოიცა, - გავაწყვეტინე ელისს. - ჩვენს ურთიერთობას ამას ვერ დავარქმევთ. ეს შეუსაბამოა. - არაფერიც! - ელის... - ბელა, ნუ ჭირვეულობ. მე ხომ ვხედავ როგორ უყურებთ ერთმანეთს, - თვალების ფახური დაიწყო ელისმა. - მორჩი, - გამეცინა და წინ გადავუდექი. - მაგრამ ეს არაფერია... ჩვეულებრივი კოცნა იყო... - თუ არაჩვეულებრივი? - შემისწორა ელისმა. ჩემს გამოუსწორებელ მეგობარს სიცილით ავხედე. როგორც ჩანს, მის კითხვაზე პასუხი ამჯერადაც შუბლზე მეწერა. ძალიან კარგი, ამას გავითვალისწინებდი და ხვალ ქუდს დავიხურავდი. დავიბენი, ელისს თვალს ვეღარ ვუსწორებდი. ეს ყველაფერი ძალიან ჩახლართული მეჩვენა. დაქალის ძმა მომწონდა... ამ ამბით, ჩემს გარდა, მგონი, ყველა გახარებული იყო, თუმცა მე ერთი გარემოება სულ დამავიწყდა. ედვარდს უკვე ჰყავდა შეყვარებული და, არა მგონია, მას ეს ახალი ამბავი მოსწონებოდა. ვიქტორიას გახსენებაზე ბრაზმა შემიპყრო. ის ედვარდს ყოველთვის სხვანაირად ექცეოდა, ვიდრე ჩვეულებრივი შეყვარებული. თითქოს მათ რაღაც ამოუცნობი, რაღაც უფრო ძლიერი აკავშირებდათ. უკვე კაფეტერიაში ვიყავით, როცა ისინი ერთად დავინახე. როგორც ყოველთვის ხალხმრავალ მაგიდასთან ისხდნენ. ვიქტორია რაღაცაზე გამალებით ელაპარაკებოდა სხვა მოსწავლეებს და ხანდახან მის გვერდზე მჯდომ ედვარდს გადახედავდა ხოლმე. ის კი მხოლოდ თავს აქნევდა. ჯიუტად უყურებდა მაგიდის ზედაპირს და თავის აწევა არ უნდოდა. ცისფერი, ნათელი კაფეტერია ჩემთვის თანდათან მუქდებოდა. რა თქმა უნდა, ედვარდი დიალემის წინაშე იდგა. ან მე ან ვიქტორია. ამის გაფიქრებაზე გამეცინა და ელისმა გაკვირვებით გამომხედა. ჩემს პირდაპირ იჯდა, ასე რომ ვერ ხედავდა მის ზურგს უკან ვის ვუთვალთვალებდი. მე მორიდებით ჩავახველე და თვალი მოვარიდე მას. ვის მოუვიდოდა აზრად, რომ მე ვიქტორიას შემადაროს. ვიკი სკოლის ერთ-ერთი „მშვენება“ იყო. ედვარდი კი, ალბათ, ჩემი თავიდან მოშორების გეგმას აწყობდა, მაგრამ მე ყველანაირად გავუადვილებდი საქმეს. - ბელა, მორჩი? - მკითხა ელისმა და ჩემს ლანგარს დახედა, სადაც ხელუხლებელი სადილი იყო. - კი, - თავი დავუქნიე მე. - არ გშია? - მომიბრუნდა ანჟელა, ჩვენი ერთ-ერთი კლასელი, რომელიც ხანდახან გამომელაპარაკებოდა ხოლმე. - არა, მართლა არ მშიოდა. შეიძლება ანჟელა, მაგრამ ელისი კი ჩემს ტყუილს ნამდვილად მიხვდებოდა. წარბი ასწია და მაგიდიდან წამოდგა. - მაშ, წავიდეთ? - მკითხა უკმაყოფილო სახით. - კარგი, წავიდეთ, - დავეთანხმე მე, თუმცა ძალიან მწყინდა კაფეტერიის დატოვება, მაგრამ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა უკვე აუცილებელი იყო. უხმოდ მივუყვებოდით დიდ ჰოლს. არასოდეს მიმიქცევია ყურადღება კედელზე ჩამოკიდებულ სურათებზე. საბედნიეროდ რამდენიმე პორტრეტი ამოვიცანი, ე.ი. ჯერ კიდევ შემეძლო ამ ცხოვრებაში რაღაცის გარჩევა. - ნუ ფიქრობ მაგაზე, - დაარღვია სიჩუმე ელისმა. - რაზე? - ვკითხე გაკვირვებით, თუმცა დარწმუნებული ვიყავი ელისი ყველაფერს ხვდებოდა, იმის ჩათვლით, რომ მეც მივხვდი, რომ ის ყველაფერს მიხვდა. - იმაზე, რომ ედვარდს შეყვარებული ჰყავს, რომ ვიკი ყველაზე მაგარი გოგოა და სხვა სისულელეზე, - ამოიოხრა გოგონამ. - განა ასე არ არის? - ვკითხე ნაღვლიანად. - კი, შეიძლება ასე იყოს, - დამეთანხმა ელისი. - მაგრამ ეს შენ და ედვარდს საერთოდ არ ეხება. - როგორ არ ეხება? ის მისი შეყვარებულია! - დარწმუნებული ვარ, ედვარდს ის არასოდეს უყვარდა. გაოცებისგან შევდექი და 90 გრადუსით შევბრუნდი. - რას ამბობ, ელის? - ბელა, მე ჯასპერმა ბევრი რამ მიამბო, - დაიწყო მან ყოყმანით. - დაწყებული საიდუმლო მუსიკოსობით, დამთავრებული რამდენიმე წლის წინანდელი ინციდენტებით. - ანუ შენ იცი...? - კი, ყველაფერი ვიცი ვიქტორიაზე, - თავი დამიქნია მან და გზა გავაგრძელეთ. - დარწმუნებული ვარ, ვიკიმ თავისი მდგომარეობით ისარგებლა... ედვარდიც არ იქნებოდა თავიდან მის მიმართ გულგრილი, მაგრამ სიყვარულზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. - მაგრამ მე სხვანაირი შთაბეჭდილება მრჩება, - გადავწყვიტე ბოლოსდაბოლოს ჩემი დარდისთვის ფარდა ამეხადა. - თითქოს მათი დამოკიდებულება ისეთ მყარ რაღაცას ემყარება, რაც ვიქტორიას შესაძლებლობას აძლევს, ედვარდი მუდამ მის გვერდით იყოლიოს... ეს უცნაურია! - ეგეთი შთაბეჭდილება მეც დამრჩენია, - გამომიტყდა ელისი. - მაგრამ ვიკის ეტყობა, რომ ყველაფერში ზედმეტად თავდაჯერებულია, ასე რომ მაგაზე ნერვიულობა არ ღირს, ძვირფასო. მართალია, ჩემი ძმა არ არის კონტაქტური ადამიანი, - ელისმა ლაპარაკი შეწყვიტა ჩემი გაოცებული სახე რომ დაინახა. - ხო, ბელა, არ უყვარს თავის საქმეების ოჯახში განხილვა. - არასოდეს? - არასოდეს... და ამიტომ არ შემიძლია ზუსტად გიპასუხო შენს ეჭვებზე. ედვარდი თავისებურია... გულჩათხრობილია, - დარდიანად დაამატა ელისმა. - რატომ? - არ ვიცი... ეს ამბავი ძალიან ჩახლართულია, ბელა. მე და ელისი ჩემს საკლასო ოთახთან შევჩერდით. საუბრის დამთავრებას ჯერ არ ვაპირებდით. - რამე მოხდა? - ვკითხე ინტერესით. - ეს მანამ მოხდა, სანამ კარლაილი ესმეს გაიცნობდა, ასე რომ ამ თემაზე ჩვენთან არ ლაპარაკობენ, - მიჩურჩულა ელისმა. ელისის ჩემს პასუხს ელოდა, მაგრამ მე მის ნათქვამს ვიაზრებდი. იყო რაღაც, რაზეც კალენებთან არ ლაპარაკობდნენ - თემა, რომელსაც ვეტო ედო. მოულოდნელად ზარი დაირეკა და ელისი იძულებული გახდა დავეტვებინე. კლასში დათრგუნული შევედი. მთელი დანარჩენი გაკვეთილები ვერაფერზე ვფიქრობდი. რამდენჯერმე ედვარდიც დავინახე, მაგრამ ის მხოლოდ შორიდან მიყურებდა და არც მე მივსულვარ მასთან. ვიქტორია გვერდიდან არ სცილდებოდა. ელისი ხვდებოდა ჩემი მოწყენის მიზეზს, ამიტომ ამაზე სიტყვა აღარ დაუძრავს. სამაგიეროდ, ცდილობდა, ჩემი ყურადღება სხვადასხვა თემებზე გადაეტანა. მეც ავყვებოდი ხოლმე საუბარში, მაგრამ გონება მაინც გაფანტული მქონდა. გაკვეთილების დამთავრების მერე, სწრაფად გავემართე ჩემი პიკაპისკენ. ელისთან ნორმალური დამშვიდობებაც კი ვერ მოვახერხე, ედვარდის ნახვა და მისი მორიგი ხრიკების საკუთარ თავზე გამოცდა ნამდვილად აღარ მინდოდა. საბედნიეროდ მანქანა პირველივე ცდაზე დაიქოქა. მეც როხროხით გავუყევი გზას. გამათბობელს ავუწიე და რადიო მაღალ ხმაზე ჩავრთე. მინდოდა შემაწუხებელი ფიქრები თავიდან მომეშორებინდა, მაგრამ ჩემი ტვინი მხოლოდ მათზე იყო მომართული, ამიტომ აკომულიატორს გავუფრთხილდი და რადიო გამოვრთე. სახლიდან რამდენიმე კვარტალის მოშორებით ვერცხლისფერმა „ვოლვომ“ გამისწრო. ედვარდმა ავარიული ფარები ააციმციმა და ამით მომესალმა. მეგონა, დღეს ექსესები აღარ მოხდებოდა და საღამოს მშვიდად შევხვდებოდი, მაგრამ კალენმა ხომ ყოველთვის ყველაფერი უნდა გააფუჭოს! მანქანა გავაჩერე და თავი საჭეზე დავდე. დათვლა მხოლოდ ხუთამდე მოვასწარი და მისი მანქანის ზუზუნიც გაისმა. „ვოლვო“ ჩემს უკან გაჩერდა. ამჯერად ვიფიქრე, რომ პიკაპიდან გადასვლა უმჯობესი იქნებოდა. ედვარდი თავისი მანქანის კარებს მიყრდნობილიყო და მელოდა. ნუთუ ისიც ითვლიდა? - გამარჯობა, - მომესალმა თბილად და გამიღიმა. - რა? გამოგიშვა ვიქტორიამ? - ყველანაირად შევეცადე მისი სახელი ზიზღით არ წარმომეთქვა. - ოო, - აღმოხდა ედვარდს. - ეჭვიანობა - არაფერზე უკეთესია! - ეჭვიანობა არაფერ შუაშია, ედვარდ... უბრალოდ… - აბა რა? - ეშმაკურად მირიმოდა კალენი - ნუ, შეიძლება ეგეც არის… მაგრამ, მე მგონი, საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ შეშლილი ხარ! - დამერწმუნე, სრულ ჭკუაზე ვარ. - უბრალოდ ვერ გავიგე, ედვარდ, - დავიწყე მე. - შენ და ვიქტორია... - ბელა, ეს ცოტა რთული ამბავია. - თუ მეტყვი გავიგებ, - შეავაპარე მე. - დიდი სიამოვნებით მოგიყვებოდი, - სახე წაეშალა ედვარდს. - მაგრამ ჯობია, თუ არ გეცოდინება. - ანუ ვიქტორიას შეყვარებული უნდა იყო და მე მკოცნიდე? - ვკითხე ირონიით. - არა, ბელა, - ჩაიცინა ედვარდმა. ისევ თბილი გამომეტყველება დაუბრინდა. - მე ვიქტორია არ მიყვარს... შენთვის მთავარია, რა ერქმევა ურთიერთობას? - არანაირად, - ამოვილუღლუღე მე. - უბრალდო დარწმუენბული არ ვარ... - ჩემს გრძნობებში? - თეატრალურად გაიკვირვა ედვარდმა. - ზუსტად! რამდენიმე წამი უსიტყვოდ მიყურებდა თვალებში. არ ვიცი, კონკრეტულად რას ხედავდა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ მისი მწველი მზერა ჩემს თავლებს იქეთ გრძელდებოდა და სადღაც გულის მიუვალ, გაუკვალავ, ბნელ კუნჭულებში იკარგებოდა... ბოლოს ედვარდი ნელა გამოემართა ჩემსკენ. მივხვდი, რასაც აპირებდა და სწრაფად ავარიდე მის მკლავებს თავი. - არა, ედვარდ... - მინდა სადღაც წაგიყვანო, - მითხრა მან. მაინც დამიჭირა და თავი კისერზე ჩამომადო. მისმა სიახლოვემ თავბრუ დამახვია. - მაინც სად? - ვკითხე გაბრუებულმა. - სიტყვაზე მენდობი? - მკითხა სიცილით. - არაფერი დაგიშავდება... - გენდობი, - ღრმად ჩავისუნთქე და თავი გავინთავისუფლე. ედვარდს ავხედე. წყლიანი თვალებიდან უსაზღვროდ დადებითი ენერგია მოდიოდა, ბაგეზე კი ღიმილი ურთდოდა. მთლიანად ჩავიძირე მის თავბრუდამხველ მზერაში. - წავიდეთ? - კარგი, ოღონდ ჩემი მანქანით. - მერე ჩემი პიკაპი? - გავხედე საცოდავ ჯაბახანას. - სახლამდე მივიყვანოთ. - კარგი...
| |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 10:50 AM | შეტყობინება # 297 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| ედვარდი ღიმილით მომშორდა და „ვოლვოში“ ჩაჯდა. მეც მივუჯექი ჩემს მანქანას და უკან გავყევი. სადგომზე 5 წუთში მივედი, მაგრამ ეს დრო დაუსრულებლად მეჩვენა. გული გამალებით მიცემდა და ვცდილობდი კონცენტრაცია მანქანის მართვაზე მომეხდინა. წინ მიმავალი ედვარდი ჯიუტად არ აქრობდა ავარიულ ფარებს. საბოლოოდ, მანქანა დავაყენე და „ვოლვოსკენ“ წავედი. ედვარდი გარეთ მიცდიდა. თავზიანად გამიღო კარი და დაჯდომა შემომთავაზა. ალმაცერად ავხედე, ვინ ვეგონე ამ ცეტ, ხუმარა და საოცრად სიმპატიურ ბიჭს? - მადლობა, - მეც არ დავივიწყე თავაზიანობა და ჩუმად ვუთხარი. მერე რა, რომ ამის თქმა მადლობის გადახდას არ გავდა? ედვარდი გამიგებდა. აი, რატომ იყო მასთან ყოფნა სასიამოვნო. ის არ მთხოვდა ჩემი ქმედებების და საშინელი ქცევების განმარტებებს. სამაგიეროდ მე ვაყრიდი თავზე კითხვებს. ედვარდი საჭეს მიუჯდა და იგივე იგივე გზით წავედიტ, რითაც მოვედით. - მიმანიშნე მაინც, სად მივდივართ - ვუთხარი სასხვათაშორისოდ, თუმცა სიმართლე ის იყო, რომ ეს ძალიან მაინტერესებდა. ეტყობა ედვარდი ამას ხვდებოდა. - ერთ ძალიან ლამაზ და წყნარ ადგილას, - მითხრა იდუმალი ღიმილით. - ასეთი ადგილი ყველგან შეიძლება იყოს, - შევნიშნე მე. - არა, - ედვარდი სიცილის ძლივს იკავებდა. - ისეთი ადგილი დედამიწის ზურგზე მეორე არსად არის. - საინტერესოა... იმედია ტაუერში არ მივდივართ, - გამეცინა მე. - მე ვფიქრობ, ტაუერს ტაჯ-მაჰალი ჯობია... ან თუნდაც ლჰასა... - აღმოსავლეთისკენ იხრები? - გამიკვირდა ინგლისელი ბიჭისგან ამგვარი ხმამაღალი განაცხადი. - არა, - იუარა ედვარდმა. - ეს მხოლოდ ციხე-სიმაგრეებში და მასიურ ნაგებობაში... სიჩუმე ჩამოწვა, თუმცა ედვარდმა ის დიდხანს არ გააგრძელა. ჩემდა მოულოდნელად იგივე თემაზე განაგრძო საუბარი, ალბათ უნდოდა არ მეფიქრა იმაზე, თუ სად მივდიოდით. - იცი, არაფერია საინტერესო მაღალ და უფორმო ნაგებობებში... ლონდონი სითი ხომ გადაჭედილია ცათამბრჯენებით... ტაუერი განსაკუთრებული, დახვეწილი ნაგებობაა, მაგრამ აბა დაუკვირდი ლჰასას მოხაზულობას... მის ფორმებს და დახვეწილობას. ჰარმონიულობა და სიმეტრია ადამიანის სულს თითქოს ამშვიდებს და სრულყოფილებასთან ასოცირებს... მე ვფიქრობ, ყველაფერი უცხო საინტერესოა. - გეთანხმები, თუ მის ისტორიას გავითვალისწინებთ, - ავყევი მეც. - შეაბიჯო ნაგებობაში, არ ვგულისხმობ მხოლოდ ლჰასას და იგრძნო ის მუხტი, რომელიც უსულო კედლებიდან, ქვებიდან მოდის. ბობოქარი ქარტეხილების გადმონაშთი ენერგია... ეს საოცარია. - გიყვარს ისტორია? - მკითხრა უცებ ედვარდმა. - ამაზე არც დავფუქრებულვარ, - გულახდილად ვუთხარი. - უბრალოდ პატივს ვცემ მას და მესმის მისი მნიშვნელობა. - სწორი მიდგომა, - აღნიშნა მან. - წარსულის გარეშე ვერ იცხოვრებ სრულყოფილ აწმყოში და ვერ იფიქრებ არამყარ მომავალზე... - გამიგონია ეგეთ რაღაც, - გაეღიმა ედვარდს და თბილად შემომხედა. - ნუთუ ასე ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს? - მე სხვანაირად ვიტყოდი, - შევეწინააღმდეგე სიცილით. - ნუთუ გამოჩნდა რაღაც, რაზეც ერთი აზრი გვაქვს? - ე.ი. შეგვიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკოთ ისტორიაზე და არქიტექტურის ძეგლებზე? - საკმაოდ კომპრომისული გადაწყვეტილებაა, - ჩავიცინე მე. - რა თქმა უნდა, სხვა თემებს არ ეწყინებათ, თუ არ ვიკამათებთ. - მაგრამ ყველაფერს გვერდს ვერ ავუვლით. - რა თქმა უნდა, - დამისასტურა ედვარდმა და შემდეგ სიცილით დაამატ: - აი, ამაშიც ვეთანხმებით ერთმანეთს. მგზავრობა არც ისე დაძაბული გამოდგა, როგორსაც მოველოდი. საუბარი რბილად აიწყო და, მართალია, სხვადასხვა, ჭრელ თემებზე ვსაუბრობდით, მაგრამ შიგადაშიგ ისმოდა ის ფრაზები, რომელიც ჩვენს ლაპარაკს სრულებითაც არ შეეფერებოდა. ბევრჯერ გავიფიქრე, რომ ედვარდი თამაშობდა, მისი ნამდვილი მიზანი საუბრის წამოწყება და ამ გზით ჩემი კითხვების თავიდან არიდება იყო... მაგრამ როცა მის გულწრფელ თვალებს გადავეყრებოდი, ეს ფიქრები წამში მავიწყდებოდა. ბოლოს, როგოც იქნა, „ვოლვომ“ მოძრაობა შეანელა და შემდეგ გაჩერდა. ფანჯრიდან მხოლოდ თეთრ, თოვლით დაფარულ ხეებს, რკინის მესერს და დიდ ჭიშკარს ვხედავდი. - მოვედით - გამოაცხადა ედვარდმა გიდის ტონით. - გადავიდეთ? - მე ამას ველოდი. ერთ წამში გადმოვფრინდი მანქანიდან, თუმცა ის სიცივე, რომელიც გარედან შემეჯახა, ძალიან არ მესიამოვნა. ლურჯი ქურთუკის ჯიბეები მოვძებნე და საიმედოდ მოვაქციე ჩემი თითები იზოლაციაში. ედვარდი სიცილით მოყურებდა, მობუზული როგორ ვიდექი მანქანასთან და შემცბარი ვათვალიერებდი გარემოს. - არ მოდიხარ? - მკითხა სიცილით. - კი, კი, - სწრაფად ვუპასუხე და უკენ გავეკიდე. - რადგან მოვედით, შეგიძლია მითხრა, ამ ადგილს რა ჰქვია? - პარკი, - მოკლედ მიპასუხა. - უფრო გეოგრაფიული ტერმინი მაინტერსებდა... - ისე, ისტორია და გეოგრაფია ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, - მითხრა და ღიმილით შემომხედა. ამჯერად გულწრფელის მაგივრად ეშმაკური მზერა ჰქონდა. - ეგ ფანდი არ გაგივა, - ძლივს შევიკავე თავი ენა რომ არ გამომეყო! - ჩვენ ქალაქის ჩრდილოეთით, პატარა ბორცვზე განლაგებულ ბუნებრივ ტყე-პარკში ვიმყოფებით, - მიპასუხა დამცინავი სერიოზულობით, სიცილის უკევ ვეღარ იკავებდა. - დაგაკმაყოფილა პასუხმა? - პირველთან შედარებით გავრცობილი იყო, - ავღნიშნე მე. - მაგრამ არ დაგაკმაყოფილა, - ჩაიცინა ედვარდმა. - შეეცადე გამოასწორო... - ჯობია შევიდეთ, - მანიშნა კარიბჭეზე. თამამად გავემართე მისკენ. როგორც კი პარკის შიგნით აღვმოჩნდით, საოცარი გრძნობა დამეუფლა. სიმშვიდე თავისით იპყრობდა ჩემს სხეულს. ულამაზესი, თეთრი და სპეტაკი გარემო ჩაძირულიყო არაამქვეყნიურ სიჩუმეში. უწმინდესი თოვლი შორიდან მარგალიტივით ბრჭყვიალებდა, მაგრამ თვალს არ აჭრელებდა. აქ ყველაფერი ზეციურ შეგრძნებას ტოვებდა. ყინულის ლოლოები ხეების შიშველ ტოტებზე ულამაზეს შვერილებად იშლებოდნენ და საოცრად ჰარმონიულ გარემოს ქმნიდნენ. შესავლელის პირდაპირ პატარა გზა მიდიოდა. გაჭირვებით ვხედავდი მის ბოლოს რაღაც მუქს... - მოგწონს? - ჩუმად მკითხა ედვარდმა. - ძალიან ლამაზი და... - მშვიდი ადგილია, - დააბოლოვა მან. ედვარდისკენ მივტრიალდი. თეთრ, მშვიდ სახეზე უნაკლო ნაკვთებიც კი აღარ ეტყობოდა. ისიც ჩემსავით მონუსხული შეჰყურებდა გარემოს, მაგრამ მე ახლა უკვე სხვა სილამაზით ვიყავი შეპყრობილი. - იქნებ გაგვევლო? - შემომხედა ედვადმა ღიმილით გაჯერებული მზერით. - კარგი აზრია, - დავეთანხმე მე. ნელა გავუყევით ბილიკს. საერთო მშვენიერებას ჩიტების ჟღურტულიღა აკლდა, მაგრამ ეს უკმარისობა მალე შეავსო ედვარდმა. - მიხარია, რომ მოგეწონა... - დიდი მადლობა, რომ აქ მომიყვანე, - ვუთხარი, ამჯერად გულწრფელი ტონით. - აი, ხომ ხედავ, - გაეცინა მას. - კარგი ქენი, რომ დამიჯერე და გამომყევი. არაფერი ვუპასუხე, უაზროდ ვიყურებოდი ირგვლივ. არ მინდოდა ჩემი ნერვიულობა და ღელვა შესამჩნევი ყოფილყო. - ბელა , მოეშვი, - მითხრა ედვარდმა და შეჩერდა. - ხედავ? ხელით მიმანიშნა იმ მუქ ფიგურაზე, რომელიც ხიდი აღმოჩნდა. - აქ მდინარეა? - ზაფხულობით, - გამირიმა ედვარდმა. - ახლა იქ ყინულია. ედვარდს კითხვის გამომეტყველების სახით შევხედე. - აბა რას ელი? - მითხრა სიცილით და ხელი ჩამკიდა. - რას აპირებ? - ვკითხე სიცილით, როცა უკვე გაყინული მდინარისკენ მივრბოდით. - ნუ გეშინია, ყინული არ ჩატყდება. მთლიანად თავდავიწყებაში გადავეშვი. დამავიწყდა ყველაფერი, ყველა დარდი თუ საფიქრალი. მახსოვდა მხოლოდ ის, რომ მე ბელა ვიყავი, ის - ედვარდი და ჩვენ ყველაზე თეთრ და შესანიშნავ პარკში ვიყავით, რომლის ტოლი ამქვეყნად არსად იყო...
| |
|
|