ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
Just sing a song

♥---♥თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline


პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი".
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი".
ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".




სახელწოდება: Just sing a song
ავტორი: DiiiK♥
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
რეიტინგი:G (General)
ბეტა: S@li
პეირინგი:ბ.ს./ე.კ.
ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort
სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!

პროლოგი

დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე:
" All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"




პირველი თავი: შიში
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM

rose_cullenთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 3:48 PM | შეტყობინება # 241

2
0  +
3  ±
   ±
Offline
DZALIAN MAGAIAAAAAAAAAAA! heart heart heart heart

DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-11-14, 5:16 PM | შეტყობინება # 242
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
rose_cullen, დიდი მადლოობაა happy


saaaliთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 2:26 PM | შეტყობინება # 243
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
shock shock shock shock dzaaan dzaaan dzaaaan momewonaa wacko wacko es tavic rogorc danarchenebi umagresii iyoo.. saertod erti meoreze magrebiaa love love ravii aii yvelaperi momwons shinaarsi , stili da ravi calke personajebze rom agaraperi vtqva happy happy esee gaagrdezele da tu shedzleb dzaliaan didi xanic ar gavwvaloo hands lol lol shemdeg tavs velodebii sulmoutqmelad shy shy heart heart heart heart

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2010-11-20, 1:47 PM | შეტყობინება # 244
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
stupid_l@mb, unichieresi adamiani xar dik. dzalian nichiera, sayvareli da umagresi. gushin wavikitxe tavidan bolomde, magram dakomenteba ver movaxerxe imdenad ajitirebuli viyavi. ai umagresia. chveni chanafiqri xo gaxsovs filmi ro unda gadavigot amaze? biggrin ara martla umagresia raa :*:*:* chemi chkviani gogo miyvarxar :*


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-11-21, 7:09 AM | შეტყობინება # 245
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
natuka, saaali, ვაიმე, როგორი მადლოოობააა გოგოონებოოო love :love: love :love: love :love: love :love: გაიხარეთ, გაიხარეეთ, გაიხარეეთ!!! მეეც ძალიიაან მიყვარხააართ!!!!
შემდეგი თავი დღეს იქნება happy




შეტყობინება შეასწორა stupid_l@mb - კვირა, 2010-11-21, 7:10 AM

♥---♥თარიღი: კვირა, 2010-11-21, 1:24 PM | შეტყობინება # 246
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
მეთოთხმეტე თავი

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მე ვიყავი. მანქანაში ედვარდი და ჯასპერი წინ იჯდნენ, ედვარდი საჭეს მართავდა და მართალია მეგობარს ელაპარაკებოდა, თუმცა არც მე მტოვებდა მომნუსხველი მზერის გარეშე. ელისი ყველანაირად ცდილობდა ლაპარაკში ჩემს აყოლიებას, მაგრამ მე მხოლოდ ცალკეული შორისდებულების ამოღერღვით შემოვიფარგლებოდი. ჰმ... ძველი ზღაპარი იყო! ჩვენი პატარა საზოგადოების ძლიერი სქესის წარმომადგენლები ჩემთვის გაუგებარი ენით განიხილავდნენ ფეხბურთის მატჩს. ისე საუბრობდნენ, თითქოს ერთი საათის წინ ციხეში არ ისხდნენ... თითქოს არც არასოდეს უნახავთ რაილი და, რაც მთავარია, ედვარდის გამოხედვას თუ არ ჩავთვლით, თითქოს არასოდეს უნახავთ ბელა სვონი...
მეგონა ჩემმა აზრებმა რეალობის სწორი აღქმა დამაკარგვინეს, მაგრამ ყველაფერი უკვე თავის კალაპოტში მიედინებოდა. რა, თუ მე ელისს არასოდეს გავიცნობდი? არც ჯასპერს და არც... არც ედვარდს? ეს ბოლო კითხვა განსაკუთრებით არ მომეწონა, მაგრამ რეალურად, მათთვის უკეთესი იქნებოდა, ასე რომ მომხდარიყო. მე არ ვიყავი ის, ვინც მათ მეგობრად გამოადგებოდა.
ედვარდის იმ ერთმა შეხებამ, რაც ამხელა გაოცება გამოიწვია, ერთი წამი ღრუბლებში ამაფრინა. მე ზემოდან ვუყურებდი ყველაფერს, სახეში აქეთ-იქით მონავარდე ქარი მცემდა და თავისუფლების სურნელით გაჟღენთილ ჰაერს ხარბად ვსუნთქავდი... მაგრამ ერთი წამი მალე გავიდა და მეც მიწაზე დავეშვი, უფრო სწორედ მერსედესის უკანა სავარძელზე. დაძაბული ვიყურებოდი წინ-უსასრულობაში.
კალენების სახლთან, რა თქმა უნდა, მალე მივედით. მანქანიდან ედვარდის გარდა ყველანი გადმოვედით. მე ჩემს პიკაპს გავხედე. როგორც დავტოვე, ისე იდგა.
- ბელა, - ჩაახველა ედვარდმა და თავისკენ მომიხმო. - შეიძლება?
მორჩილად მივედი მანქანის კარებთან.
- თუ წინააღმდეგი არ ხარ, - გააგრძელა ედვარდმა,- მინდა სადღაც გამომყვე...
- სად? - ვკითხე დაბნეულმა. ედვარდთან ერთად ყოფნა იმის შემდეგ აღარ მინდოდა, რაც პოლიციის შენობასთან ვუთხარი. წარმოდგენაც არ მქონდა, ჩემზე რას ფიქრობდა. სამაგიეროდ არ მშორდებოდა ფიქრი, თუ რაოდენ სასიამოვნო იქნებოდა მის კომპანიაში ყოფნა მანქანაში, პარკში, ან თუნდაც ალიასკაზე.
- ერთ მყუდრო ადგილას, - ედვარდმა თვალები მოჭუტა და ჩემს ზურგს უკან გაიხედა. - მაგრამ ეს სხვებისთვის სურპრიზი იქნება, ასე რომ ნუ ვიტყვით.
- და იქნებ მე მაინც გამიმხილო, - არ დავნებდი, - მაინც რომელ მყუდრო ადგილას?
ედვარდმა მრავლისმეტყველი მზერა მომაპყრო და თვალი ჩამოკრა. ბევრი ფიქრი აღარ დამჭირვებია, „პაემნის“ ადგილის გამოსაცნობად, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ჩემთან ერთად იქ წასვლა რატომ უნდოდა?! რატომ არ წაიყვანდა ვიქტორიას? ის ხომ მისი შეყვარებული იყო...
- კარგი, მაგრამ სახლში მალე უნდა მივიდე, ამიტომ ჯობს, თუ ჩემი პიკაპით წავალთ.
- შენი მანქანით? - ედვარდმა უკანა ხედვის სარკიდან სკეპტიკურად გადახედა ჩემს „შეკრულ ჯაბახანას“. - ასე სახლში მალე ნამდვილად ვერ მიხვალ.
- ცდები... პიკაპი არც ისეთი ნელია, როგორც შენ გგონია, - შევუბღვირე მე.
- კარგი, მაგას ვნახავთ.
გამარჯვებული გამომეტყველებით მოვტრიალდი 180 გრადუსზე და ელისს შევეჩეხე.
- ბელა, ჩემთან დარჩები? - მკითხა მან.
- ემმმ... არა მგონია გამოვიდეს.
- ჯასპერს ორშაბათ საღამოს არასოდეს არ სცალია ხოლმე... ემეტთან ერთად დიდი-დიდი მოიწყინო, თან ის და როუზი სავახშმოდ მიდიან, - ელისი ჩემს დაყოლიებას ცდილობდა, მაგრამ როცა ედვარდმა მანქანა სადგომში დააყენა და ჩემი პიკაპისკენ წავიდა, ელისს მხოლოდ ეშმაკურად გაეცინა. - ჰმ... ესე იგი კარლაილთან ერთად მომიწევს ამ საღამოს გატარება.
მე ტუჩზე ვიკბინე და თავი დავუქნიე.
- არა უშავს, - უდარდელად აიქნია ხელი ელისმა, - აბა გაიქეცი... ხვალამდე, ბელა.
- ხვალამდე, - მე მას მოვეხვიე და ყურში ჩავჩურჩულე: - დიდი მადლობა ყველაფრისთვის...
- ოჰ, პირიქით მადლობა, ძვირფასო! შენ რომ არა...
- ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, - დავაბოლოვე მე.
ელისმა წყრომით შემომხედა.
- ახლა თავიდან ნუ დაიწყებ, - ამოიკვნესა მან.
- კარგი, კარგი, - ვუთხარი მე და ჩემი მანქანისკენ გავიქეცი.
პიკაპთან ედვარდი იდგა და მიღიმოდა. ერთი მომენტი შევყოყმანდი, ღირდა თუ არა მასთან ერთად წასვლა? რის მიღწევას ცდილობდა? წესით ახლა სახლში უნდა ვყოფილიყავი ბებოსთან და მამიდასთან ერთად, ხვალ ხომ სტივი უნდა გამეცნო... სტივი! ის სულ არ გამხსენებია. მე მაინც რისკზე წავედი და საბოლოოდ გადავწყვიტე ედვარდს გავყოლოდი.
- საჭესთან დაჯდები? - მკითხა ბიჭმა და ვითომ დაბნეულად გამომხედა.
- ზუსტადაც, - დავეჭყანე მე და ამაყად განვაცხადე: - ჩემი მანქანაა!
- ჰმ, ისე ამბობ, თითქოს ბუგატში მაჯენდე, - ჩაიბურტყუნა მანქანაში ჩაჯდომის დროს. მე მისი სიტყვები არ შევიმჩნიე და წინანდებურად გამარჯვებული სახით მივუჯექი საჭეს.
- გზა გახსოვს? - მკითხა ედვარდმა.
- რა თქმა უნდა, - ალმაცერად გადავხედე. - რა დამავიწყებს!
მან მხოლოდ ჩაიცინა. არაფერი არ უთქვამს. მართალია, საჭესთან ვიყავი და საუბრის წამოსაწყებად არანაირი მიზეზი არ მქონდა; მე ხომ მანქანას ვმართავდი, მაგრამ უადგილო სიჩუმე ყურში უხეშ და ხმაურიან წუილად ჩამესმოდა, ამიტომ პირველი რაც თავში მომადგა დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე.
- რატომ გინდა, რომ მეც წამოვიდე?
ეტყობა, ედვარდი ჩემს კითხვას არ ელოდა. ან საერთოდ არ ეგონა რამეს თუ ვეტყოდი. დაფიქრებული იყურებოდა ფანჯრიდან და უცებ ჩემსკენ მოტრიალდა. ყურადღება დავძაბე ხეზე რომ არ ავსულიყავი...
- ვიცოდი, რომ ვერ მოითმენდი და მკითხავდი, - თქვა მან დანანებით.
- რაა?
- დაივიწყე, არაფერი...
- არა... რა? ანუ რას გულისხმობ? - ბრინჯივით დავიბენი, მაგრამ მისი შეფასება სრულიად მოულოდნელი და არარაციონალური იყო. რას ნიშნავს - იცოდა?!
- რაღაც მინდა გითხრა... და გაჩვენო, - არც ედვარდი იყო თავის თავში დარწმუნებული. - იმიტომ, რომ აბსურდულს ფიქრობ.
- რაზე ამბობ? - ედვარდს გავხედე. ისევ დანანებით მიყურებდა. მანქანების ფარების შუქზე თაფლისფრად მოელვარე თვალები მწუხარედ ირეკლებოდა მის ნატიფ სახეზე. საჭეს ხელები ჩავჭიდე. რა მემართებოდა? ჰაერში დაძაბულობის სუნი ვიგრძენი. ეს მე გამოვცემდი მას...
- გგონია, რომ ყველაფერში დამნაშავე ხარ, - გააგრძელა ედვარდმა. - მაგრამ ეს ასე არაა.
- ჰაჰ, - ისტერიულად გავიცინე. - ასე არაა? არა, ასეა!
- ბელა, დამშვიდდი...
- მშვიდად ვარ, მაგრამ ნუ მეუბნები, რომ არ ვარ დამნაშავე! - ვცრუობდი, მშვიდად არ ვიყავი, მაგრამ როგორ ვიქნებოდი?!
კალენი მკაცრად მიყურებდა.
- წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან, - ედვარდი ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ მე მისი ხმის ჟღერადობას უკვე კარგად ვიცნობი, ბრაზი ეპარებოდა. - მინდა თვალები აგიხილო...
- მაინც რას აპირებ?
- ...და ბრმის როლის თამაშს მეც დავანებო თავი, - დააბოლოვა თავისი სათქმელი, ისე რომ ჩემს კითხვას არც გამოხმაურებია. - დამშვიდდი?
- კი, - ისევ მოვიტყუე.
ხელები აღარ მიკანკალებდა, მაგრამ ისევ დაძაბული ვიყავი. არასოდეს, არასოდეს არ მწამდა მომავლის. გული მიგრძნობდა, რომ ედვარდი რაღაც ისეთს გააკეთებდა, რაც ახალ საფიქრალს გამიჩენდა. ნეტავ საერთოდ რატომ წამოვედი, რაზე ვფიქრობდი? ჯანდაბა, ნახევარ საათშივე ვინანე ჩემი გადაწყვეტილება! როდემდე უნდა ვყოფილიყავი ასეთი ცვალებადი? მაგრამ... იქნებ საქმე ედვარდში იყო?
ბევრი რამ მაინტერესებდა, მაგრამ ამჯერად ხმის ამოსაღებად გამბედაობა აღარ მყოფნიდა. ეტყობა პირველ ჯერზე მისი მარაგი საბოლოოდ ამოვწურე. მაინტერესებდა, შეიცვალა თუ არა რამე ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ედვარდის საქციელს სკოლაში, არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა. ღმერთო, რაზე ვფიქრობდი! ედვარდისთვის უკეთესი იყო, თუ ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც იყო. არანაირი ზედმეტი სენტიმენტალური გრძნობები და ა.შ. მე მისთვის ისედაც თავში სახლელი ვიყავი და სიტუაციის კიდევ გართულება კარგი არ იქნებოდა. არ მინდოდა ჩემთან ყოფნით დამეტანჯა. შეიძლება ხანდახან უნამუსოდ იქცეოდა, მაგრამ მხოლოდ ხანდახან... და თანაც ასე მეგონა, რომ ჩემზე დარდობდა. ეს აზრი სწრაფადვე ვუგულებელყავი. შეუძლებელი იყო ედვარდს ჩემზე ედარდა. უბრალოდ, როგორც მითხრა, ცუდი არავისთვის უნდოდა. ეს იყო და ეს. არაფერი „ზედმეტი“.
ამოვიოხრე და ამით მისი დაინტერესება გამოვიწვიე. წინ აღარ იყურებოდა, ჩემს პროფლის აკვირდებოდა და უფრო მაბნევდა. სულ ადვილად შევასკდებოდი ხეს, მაგრამ ამჯერად ტრასაზე რვიანების მოხაზვით დავკმაყოფილდი. საბედნიეროდ ის ადგილი, სადაც მივდიოდით ახლოს იყო. მანქანა ნაცნობ ავტოსადგომზე დავაყენე და უსიტყვოდ გადმოვედი მანქანიდან. ვგრძნობდი, რომ არ შემეძლო ედვარდისთვის სახეში შემეხედა. ძალა არ მქონდა, მისი მზერისთვის უემოციო სახე დამეხვედრებინა. თითქოს არაფერი არ იყო... თითქოს არაფერს არ ვგრძნობდი. იქნებ აქ რომ არ წამოვსულიყავი ასეთ მდგომარეობაში არც ვიქნებოდი?! მაგრამ არა... ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო.
- მოიცა, - დამიძახა ედვარდმა, როდესაც ჩუმად გავუყევი ქუჩას. არ გავჩერებულვარ. ხელებჩაჭიდული და თავდახრილი წინ მივიწევდი.
- სად გარბიხარ? - მკითხა სიცილით.
- მცივა, - მართლა მციოდა, ოღონდ უფრო შიგნიდან. მოულოდნელად ედვარდმა შავი ქურტუკი გაიხადა. მივხვდი რასაც აპირებდა და ხელები გავასავსავე.
- მალე მივალთ, არაა საჭირო.
კალენმა ჩემს სიტყვებს ყური არ დაუგდო. ქურთუკი მხრებზე მომაცვა და მის ჩაცმაში მომეხმარა. მოპირდაპირე მხრიდან მომავალმა გოგონებმა შურიანი მზერით გამომხედეს და მერე ედვარდს მიაპყრეს თვალები გამომწვევად.
- ჰმ... მადლობა, - ამოვიოხრე. ედვარდმა წინ გაიხედა და ჩაეცინა. გოგონებმა რაც შეიძლება ნელი ნაბიჯით ჩაგვიარეს გვერდზე.
- ოჰოოო, - წარბები ასწია ედვარდმა. - ნუთუ?
- რა? - ვერ მივხვდი რაზე ამბობდა.
- რატომ ამოიოხრე?
- იმიტომ რომ, - ტუჩზე ვიკბინე, - იმიტომ რომ, გითხარი, არ არის საჭირო-მეთქი და შენ არ დამიჯერე.
- აი ამ პასუხის შემდეგ უნდა მეთქვა: "ნუთუ" ? - სიცილით თქვა ბიჭმა. ეტყობა ჩემს მონაბოდზე ეცინებოდა. მე აღარაფერი მითქვამს.
ხელებით შავი ქურთუკის სახელოებს ვებღაუჭებოდი და ისევ მობუძული მივდიოდი. წინ საშინელი საათები მელოდა! ქურთუკმა გამათბო და ბარში რომ შევედით მისი გახდა აღარ მინდოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ეტიკეტის ნორმებს ცდებოდა, ამიტომ ედვადის მოწიწებით გამოწვდილ ხელებს ზურგი შევაქციე და საშუალება მივეცი გახდაში დამხმარებოდა. არასოდეს მომწონდა გადამეტებული ჯელტმენობა და ფამილიარობა. მომეჩვენა, რომ კალენის ქცევაშიც სიყალბე იყო. წარბშეკრულმა ავხედე, მაგრამ სახეზე მხოლოდ ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა, ამიტომ ვერაფერში ვერ წავუყენებდი ბრალს. ძალიანაც კარგი. ჩემს თავზე გაბრაზებულს, ედვარდზე ჯავრი რატომ უნდა მეყარა? მართალია აქ მოსვლა მისი იდეა იყო, მაგრამ არც კალთები დაუგლეჯია, წამომყევიო.
ბარის კუთხეში ჩვეული ადგილი დავიკავეთ და სასმელი შევუკვეთეთ. ედვარდი ჩუმად იჯდა და მუშტად შეკრულ ხელებს ეყრდნობოდა. მე უხერხულობის დასაფარავად აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს.
- რა, შეკითხვები არ გაქვს? - მომესმა უცებ კითხვა.
- არ უნდა მქონდეს? - ვკითხე ღიმილით, თუმცა სიცილი ედვარდის სახის გამომეტყველების ბრალი იყო და არა შეკითხვის.
- კი, - სიტყვა გაწელა ედვარდმა. - და მიკვირს, რომ არ მეკითხები.
- იმედია თავს არ გაწყენ, - ფრთხილად მოვსინჯე ნიადაგი.
- არა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შეკითხვების მიზეზი მე ვარ...
- ეს როგორ? - თვალები დავპრაწე.
- ჩემი საქციელი გაიძულებს კითხვებით გამომწურო სიმართლე.
- მერე პირდაპირ მითხარი.
- კარგი მცდელობა იყო, - ხელი დამიქნია ედვარდმა და გაეცინა. - მაგრამ ზუსტად ათიანში გაარტყი!
- ვითომ? - დაეჭვებით თვალები მოვჭუტე, სიმართლე? რა სიმართლე? რა უნდა ეთქვა?
სასმელი მოგვიტანეს. მე კოლა მოვსვი. უცებ უკან მიმავალ ოფიციანტს სინი დაუვარდა, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. მოულოდნელად სცენისკენ გავიხედე და კინაღამ ჭიქა დამივარდა! სცენაზე რამდენიმე ბიჭი იდგა, ეტყობა დაკვრისთვის ემზადებოდნენ. ერთ-ერთმა ჩემსკენ გამოიხედა და ჩვენი თვალები ერთი წამი გაშებული უყურებდნენ ერთმანეთს.
- ჯასპერ! - წამოვიძახე გაოცებულმა. ჯასპერი სწარაფად გაუჩინარდა კულისებში. - ჯასპერს აქ რა უნდა?!
ედვარმა სცენისკენ გაიხედა და ამოიოხრა. გული გამიჩერდა. ჯასპერი აქ რას აკეთებდა? თან ის კოსტუმი ეცვა, რაც "the headless horsemen"-ის მომღერლებს.
- მოვლენების დაჩქარება მოგვიწევს, - ჩაილაპარაკა ედვარდმა.
- რა? - აგონიაში მყოფი მის სიტყვებს ვერ ვაანალიზებდი.
- ჯასპერი აქ სრულიად ბუნებრივი მიზეზის გამოა, - დაიწყო ედვარდმა და ფრთხილად შემომხედა.
მთელი სხეული დაჭიმული მქონდა და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი. ედვარდმა ჩათვალა, რომ გაგრძელება შეიძლებოდა:
- ის აქ უკრავს.
ნათქვამის გასააზრებლად წუთი დამჭირდა.
- ანუ ჯასპერი უკრავს...
- ხო...
- და ის წვეულებაზეც...
- კი...
- და საერთოდ...
- ხო
- ანუ გამოდის, - ედვარდს არც „ხო“ არ უთქვამს, არც „კი“, ამიტომ კითხვა დავაბოლოვე: - ის დაკავებული იმიტომ არის... ის რა, იტყუება?
- ჰმ... გამოდის, - ედვარდს არ ესიამოვნა ჩემი კითხვა, მაგრამ ეს ფაქტი იყო.
- ეს ელისმა არ იცის, ხო? - ედვარდმა უმწეოდ გააქნია თავი.
- არ იცის.
- და რატომ? რატომ არ უმხელს? ან შენ როგორ აძლევ უფლებას მოატყუოს?
- ეს რთულია ამბავია, - ედვარდს ლაპარაკი უჭირდა. ახლა ნამდვილად ვცდილობდი ჩემი კითხვებით სიმართლის გაგებას.
- თუ არ მოიტყუებოდა, რთული არ იქნებოდა. შეეძლო თავისუფლად ეთქვა სიმართლე, რა არის აქ დასამალი, მით უმეტეს...
- მე ვაიძულე, - ქადაგება ედვარდმა გამაწყვეტინა. გავშრი. ბიჭმა გააგრძელა:
- მე ვთხოვე, რომ ეს არავისთვის არ ეთქვა.
- შენ რა შუაში ხარ? - ბრინჯივით დავიბენი. თუმცა უნდა მივმხვდარიყავი, რომ სადაც საქმე ტყუილს ეხება, იქ ჩემი „კავალერიც“ იქნებოდა გარეული.
- ვხედავ ბოლომდე ვერ გაიაზრე, რაც გითხარი...
- აზრიანი არაფერი გითქვამს, - შევუსწორე მე.
- ამიტომ მომისმინე, - გაეცინა ედვარდს, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, დარბაზში მუსიკის ხმა გაისმა. ჯასპერი თავი ჯგუფთან ერთად უკრავდა! უცებ ვიღაც თვალში დამაკლდა.
- ერთი აკლიათ! - წამოვიძახე მე.
- მართალია, - ედვარდი ისე დამეთანხმა, ზურგს უკან არც გაუხედავს.
- ნეტავ ის რატომ არ უკრავს? - რიტორიკულად ვიკითხე.
- ჰმ.. არ სცალია.
- რატომ? - გაოცებული მზერა ჯგუფს მოვწყვიტე და ჩემს წინ მჯდომს შევხედე.
- ერთ გოგოს ელაპარაკება...
- ედვარდ, ცოტა სერიოზულად, გთხოვ, - ხმას ავუწიე, რადგან ხმაურში არაფერი ისმოდა.
- სრულიად სერიოზული ვარ, - მშვიდად მიპასუხა ედვარდმა. მართლაც სერიოზული სახით მიყურებდა.
- მაშ, სად არის ის მეოთხე?
- შენს წინ ზის...
თავიდან მომეჩვენა, რომ ხმაურში რაღაც მომესმა და კითხვა გავუმეორე. თუმცა ედვარდმა ზუსტად ისე მიპასუხა, როგორც პირველად. იგივე პოზაში ვეჯექი და თვალებს ვახამხამებდი. ვფიქრობდი წარსულზე... იმაზე, რაც მე და ამ ჯგუფს გვაკავშირებდა და ვცდილობდი ამ კავშირში ედვარდიც ჩამეკვეხებინა. შეუძლებელი იყო...
- ესე იგი... - დავიწყე მე, მაგრამ ედვარდმა არ მაცალა.
- კი! კი! კი და კი!
შოკირებული ვუყურებდი, მაგრამ სიტყვას ვერ ვძრავდი. ედვარდი ადგილზე ცქმუტავდა. ეტყობა რაღაცას ორჭოფობდა. მერე უცებ წამოდგა. სცენისკენ წავიდა და დამკვრელებს შეუერთდა. თვალებგაფართოებული ვუყურებდი, თუ როგორ აიღო ელექტრონული გიტარა და დაკვრა დაიწყო. ჩემთვის ნაცნობმა მელოდიამ გული სწრაფად გამითბო და ერთ წამში დამავიწყა ყველა დარდი, რაც კი გამაჩნდა. გადავეშვი შოკოლადისფერ სამყაროში, რომელსაც მრუდ ხაზებად გასდევდა ოქროსფერი, ნარინჯისფერი და სალათისფერი ზოლები... ედვარდი თავდავიწყებით უკრავდა და მეც ამიტომ გამიადვილდა რეალობის უარყოფა, მაგრამ მისმა ერთმა გამოხედვამ აწმყოში დამაბრუნა და ის თბილი ფერები ჩემს ირგვლივ ნამდვილ ქაოსად იქცა. ედვარდი უკრავდა, როცა პირველად ვიყავი ამ ბარში. ედვარდი უკრავდა წვეულებაზე ელისთან... ედვარდი, ედვარდი, ედვარდი... ის, ის, ის... ჩემს ფიქრებში მისი სახელი ყველაზე მეტად მეორდებოდა, ტრიალდებოდა, იმარცვლებოდა, განიხილებოდა და მერე ისევ მეორდებოდა...
დარბაზში მუსიკა შეწყდა. ბენდი კულისებში გაუჩინარდა. მე ირგვლივ თვალებს ვაცეცებდი, რომ ის დამენახა. ის არ ჩანდა. ტელეფონი ავიღე და კონტაქტებში შევედი... ჩემი სია „ე“ ასოზე იწყებოდა... ის კი ისევ არ ჩანდა. უნებურად რამდენიმე ციფრი ავკრიფე „333927773“... ისევ ის! რატომ ავკრიფე მაინცდამაინც ციფრების ეს კომბინაცია და არა სხვა? ალბათობა ხომ განუსაზღვრელია! ჰმ, კითხვები და ამ კითხვების პასუხები! ჩემი ცხოვრება ანკეტას დაემსგავსა, აი რას მივაღწიე!
- რაზე ჩაფიქრდი? - მომესმა ხმა უკნიდან. წამის მეასედში მივბრუნდი და დავინახე ის! ალბათ, უნდა მესაყვედურა, რომ ამდენი ხანი იტყუებოდა და მეც მატყუებდა, მაგრამ იმის მერე, რაც მის ეშმაკურ ღიმილზე ღიმილითვე ვუპასუხე, სათქმელი აღარაფერი დამრჩა.
- მმმ... არაფერზე.
ედვარდმა მაგიდას შემოუარა და თავის ადგილს დაუბრუნდა. წვენი მოსვა და გამომწვევად შემომხედა.
- რა? არ უნდა მითხრა, რომ ტყუილი დიდი ცოდვაა? - თქვა იმედგაცრუებულმა და ცალყბად ჩაიღიმა.
- ეგ ფაქტია, მაგრამ რატომ გინდა, რომ ეს მე გითხრა? - თვალებმოჭუტული მივაშტერდი.
- დამეწმუნე, უცებ არ წამოუვლია, რომ მაინდამაინც შენთვის მეთქვა ეს.
ბევრჯერ მინახავს ნაღვლიანი ღიმილი, თუნდაც სარკეში, მაგრამ ის, რაც ედვარდის თვალებში დავინახე, იყო უიმედო, განწირული ღიმილი...
- ანუ, ეს კარგად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება იყო?
- დიახ...
- რატომ? - ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვკითხე: - რატომ მე?
- იმედია არ გაგეცინება...
- არა, გისმენ!
- იმიტომ, რომ ვიცოდი გამიგებდი და რომ მოვიდოდი არ მეტყოდი, რომ ტყული დიდი ცოდვაა, - თვითონ იღიმებოდა და მე რატომ მთხოვდა არ გაიცინოო?
- თავი რომ დავანებოთ მაგ სისულელის ჭეშმარიტებას, - დავიწყე მე, მაგრამ გამაწყვეტინეს.
- მე სიმართლე გითხარი, - ედვარმა მხრები აიჩეჩა.
- კარგი, მაშინ შენ რატომ გინდოდა, რომ ეგ მეთქვა? - აშკარად რაღაცას ვბოდავდი, მაგრამ რატომღაც მეექვსე გრძნობას მივენდე, ის კი მკარნახობდა, რომ უნდა მელაპარაკა.
- რა? - კალენი დაბნეული მიყურებდა.
- თავიდან ისე გამოთქვი შენი ვარაუდი, თითქოს ელოდი, რომ უბრალოდ გეტყოდი „ტყუილი დიდი ცოდვაა“ და რადგან არ გითხარი, თითქოს იმედი გაგიცრუვდა, - ჩავისუნთქე. იმედია, იდიოტს არ ვგავდი. ედვარდს სახის არც ერთი ნაკვთი არ შეტოკებია. უბრალოდ თვალებს ახამხამებდა ხშირად.
- ხო, იქნებ მართალი ხარ, - თქვა რამდენიმე წამის შემდეგ. - იქნებ მართლა მინდოდა, რომ ეგ გეთქვა... მაგრამ რაღაც მაინც შეგეშალა.
- რა?
- იმედი გამიცრუვდებოდა, - ხაზგასმით წარმოთქვა. - რომ გეთქვა!
ვერაფერი ვუთხარი, რადგან ედვარდი გაგრძელებას აპირებდა:
- შენ ხომ სხვა ხარ... ის, ვინც ყველაფერს სხვანაირად უყურებს.
ედვარდმა დამაცადა მისი ნათქვამი გამეაზრებინა და შემდეგ განაგრძო:
- რაღაც გჭირს, ბელა... რაღაც ისეთი, რაც გგონია, რომ მარტო შენ გჭირს.
ადგილზე გაქვავებულს, გული ცემა გამიჩერდა და საერთოდ არ ვიცი, ვსუნთქავდი თუ არა. სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა, გაიყინა და მერე ერთბაშად ამივარდა თავში. რატომ აფათურებდა კალენი ჩემს სულში ხელს? რატომ? რატომ? რატომ?!
- სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს საუბარი, - ჩავიბუტბუტე და განზე გავიხედე. თვალებში ვეღარ ვუყურებდი.
- სულ თავიდანვე ეს თემა გვქონდა, - ამოიოხრა ედვადმა. - გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? სისულელე ჩავიდინე და შემთხვევით ბურთი ისე მაგრად მოგარტყი, რომ კონკურსში ჩემს გამო...
- არა! - გავაპროტესტე სწრაფად.
კალენმა გაოცებით ამომხედა.
- რა არა?
- შენს გამო არა, ედვარდ... შენ არაფერს შუაში არ ხარ.
- მაგრამ ეს ჩემს გამო იწექი საავადმყოფოში!
- კი.. მაგრამ მე შენი მადლობელი ვარ, - შეიძლება უკვე ზედმეტს ვლაპარაკობდი. ედვარდი უკვე საეჭვოდ მიყურებდა, მაგრამ მისი გულახდილობის შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი, მისთვის სიმართლე მეთქვა... ნაწილი მაინც.
- არ მეგონა ვინმე ჩემი მადლობელი თუ იქნებოდა, - ჩაიცინა ბიჭმა.
- ეს სახუმარო არ არის, მე ისე არასოდეს მიმღერია, როგორც კონკურსის დღეს...
- ანუ თავში ბურთი კიდევ მოგარტყა? - გაიკრიჭა ედვარდი.
- არა მგონია ამ შემთხვევამ მიშველოს. მე აღარ ვიმღერებ, - ედვარდი ხუმრობდა, მაგრამ მე სრულიად სერიოზულად ვუპასუხე, ამ თემაზე არ ვხუმრობდი.
ჩემს წინ მჯდომს გავხედე. მას სახე ისეთივე სერიოზული ჰქონდა, როგორც ორიოდე წუთის წინ. დაკვირვებით, შუბშეჭმუხნული მიყურებდა. ასეთ დროს ადამიანები რაღაცაზე ძალზე სწრაფად ფიქრობენ...
- რატომ? - თქვა ბოლოს. ხმა მტკიცე და გაბრაზებული ჰქონდა.
- ეს რთული ამბავია, - მე თავი გავაქნიე. - ამაზე ლაპარაკი არ მინდა... ახლა არა.
- ეს გულს გტკენს, არა? - ედვარდს ხმაში სევდა შეეპარა.
- ხო, - ვცადე ფიქრებში არ ჩავძირულიყავი, ამიტომ რაც შემეძლო მხიარული სახე მივიღე.
- მაგრამ ხომ შეიძლებოდა მაშინ კონკურსზე ვერ გემღერა, - გააგრძელა ედვარდმა. - არადა ეს თურმე შენთვის იმდენს ნიშნავდა.
- შენ არ იცი რამდენს...
- შემიძლია მივხვდე.
- ფიქრობ რომ კი? - ვკითხე ეჭვით.
- იმედგაცრუება ნაცნობი გრძნობაა, - უბრალოდ თქვა ედვარდმა და ამოიოხრა, თითქოს ძველი ამბავი გაახსენდაო.
- მაგრამ ჩემს შემთხვევაში არანაირი იმედგაცრუება არ იქნებოდა. მე ჩემი თავის იმედი არც მქონია.
- ხო, მაგრამ ეს არც მიგულისხმია. ბელა, იმედგაცრუება იქნებოდა არა შენი თავის მიმართ, არამედ სხვის მიმართ.
გამაჟრჟოლა და დამნაშავე მოსწავლესავით თავი დავხარე. ცოტაც და ცუდად გავხდებოდი. ედვარდი ტაბუდადებულ თემებზე ლაპარაკობდა, ისე, რომ ამას ვერც ხვდებოდა. ან კი საიდან ეცოდინებოდა?!
- შენ დასკვნებს ვარაუდებზე აგებ, - ვუთხარი თითქმის ჩურჩულით.
- არა, მე მხოლოდ ვვარაუდობ.
ედვარდის მწველი მზერა ჩემს თმებს ცდებოდა და სახეს მიწვავდა. არ ამიხედია... ჩემს სახეზე ყველაფერს წაიკითხავდა.



DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-11-21, 1:25 PM | შეტყობინება # 247
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
- დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა, - თქვა მან.
- მაგრამ აქ ჩემზე სალაპარაკოდ არ მოვსულვართ, - ამოვიოხრე. ათამდე დავითვალე და თავი ავწიე.
- შენი არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ მაგას ვაპირებდი, - კალენს ჩვეული იუმორის გრძნობა უბრუნდებოდა.
- სულ ახლახანს მითხარი, რომ ყველაზე დიდი მატყუარა ხარ, - ცალყბად ჩავიცინე. - ეს ვიქტორიამ იცის?
ედვარდს სახე შეეცვალა. დაბნეული, წელში გასწორდა და მკაცრად შემომხედა, თითქოს რაღაცით უკმაყოფილო იყო.
- არა, არ იცის, - ედვარდი სახეწაშლილი მიყურებდა.
მგონი ჯობდა ვიქტორია საერთოდ არ მეხსენებინა, მაგრამ ის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ამიტომ ვერ გამოვტოვებდი. ჰმ... ედვრადის შეყვარებული, რომელის გახსენებაზეც ბიჭს ფერი არაღ აქვს!
- ანუ, ეს კიდევ ერთი საიდუმლოა, რომელიც არ უნდა ვუთხრა, ხო? - ნიშნის მოგებით ჩავილაპარაკე, თუმცა სულაც არ მესიამოვნა იმ ეპოზოდის გახსენება, როდესაც დავინახე ედვარდი ვიღაც გოგოსთან ერთად ხეივანში.
ედვარდმა ამოიოხრა და წყენით შემომხედა. ეტყობა მიხვდა, რაც გამახსენდა.
- მომისმინე, - დაიწყო მან. - იმ გოგოს გვარიც კი არ ვიცი...
- ახსნა-განმარტება რა საჭიროა, ისედაც გასაგებია, რომ ყოველ შემხვედრ გოგოს...
- ბელა, გაჩერდი, - ამოიოხრა ედვარდმა. - გთხოვ...
- და რატომ, განა ეს სიმართლე არაა? - ხელები გულზე დავიწყვე.
- ერთი წუთით მომისმინე!
- ყველაფერი გასაგებია...
- არა, არ არის, - ედვარდი გაბრაზებული მიყურებდა. - შეგიძლია გაჩუმდე?
შევუბღვირე და ტუჩები მოვკუმე.
- მინდა მომისმინო, - დაიჯინა ედვარდმა. - უბრალოდ... მომისმინე, კარგი?
მე თავი დავუქნიე და მანაც განაგრძო: - არ აქვს მნივნელობა, რატომ მინდა, რომ ეს გითხრა, მაგრამ ის გოგო არავინ არ იყო. უბრალოდ სულ დამსდევდა... და ის მიიღო, რაც უნდოდა.
მე წარბი ავწიე და ჩავახველე.
- მაპატიე, - მომიბოდიშა ედვარდმა. - უბრალოდ სიმართლე უნდა გცოდნოდა.
ეს ისედაც გასაგები იყო, მაგრამ მაინც მესიამოვნა, რომ ის გოგო მისთვის არაფერს არ ნიშნავდა. იქნებ არც ვიქტორია უყავარდა? ვერაფრით წარმომედგინა ისეთი წყვილი, როგორიც ედვარდი და ვიქტორია იყვნენ. ნამდვილი ურთიერთ-საწინააღმდეგო ადამიანები.
- და იმას არ მეტყვი, რატომ მალავ, რომ უკრავ?
- აი ეს არის საუბარის სხვა თემაზე გადატანა, - შენიშნა ედვარდმა, მე თავი ჩავქინდრე. - მაგრამ ამჯერად ჯობს გიპასუხო.
ედვარდის ნათქვამი „ამჯერად“ ძალიან მომეწონა. ეს ნიშნავდა იმას, რომ შეხვედრები გაგრძელედებოდა. სპონტანური ხასიათის იქნებოდა თუ წინასწარ დაგეგმილი, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. მე წვენი მოვსვი, ედვარდმა კი განაგრძო:
- მუსიკა ჩემთან ძალიან ახლოსაა... ის იმ მოგონებებს, უფრო სწორად იმ ადამიანს უკავშირდება, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს... ჰმ, მიყვარდა. ვისაც ყველაზე მეტად ვაფასებდი და ვინც სიცოცხლეს მერჩივნა. როცა ვუკრავ, მე მას ველაპარაკები, როცა მას ველაპარაკები წინ მიდგება მისი თეთრი სახე, მწვანე თვალები, ნაზი გამოხედვა და ვფიქრობ, შეიძლება რამე იყოს მასზე მშვენიერი?! მაგრამ მან მიმატოვა... წავიდა და წავიდა! აღარ დაბრუნებულა... ამიტომ არ მინდა, ვინმე ხედავდეს ჩვენს „ლაპარაკს“, - დაამთავრა ედვარდმა და ფრთხილად ამომხედა. მისგან ასეთი რამის თქმას ნამდვილად არ ველოდი და პირმოკუმული ვუყურებდი.
- უცნაურია არა?
- არა, - სწრაფად მოვეგე გონს. - უფრო სწორედ, უცნაურია შენ რომ მეუბნები ამას...
- ხო?..
- ნამდვილად, - თავი დავუქნიე. - ვერ წარმომედგინა, რომ შენ... კარგი, ვინ იყო ის ადამიანი?
ედვარდს არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ ჩემსკენ იყურებოდა, მაგრამ არა მგონია მხედავდა. მისი ფიქრები ამ ბარის გარეთ ტრიალებდა. უხერხულობის დასაფარავად წვენი ისევ მოვსვი. მოულოდნელად ედვარდმა უცნაურად შემომხედა.
- ბელა, მაინტერესებს, კიდევ ფიქრობ რომ ჩემთვის უბედურება მოგაქვს?
- ყველაფერი ამას ამტკიცებს, - დაუფიქრებლად ვთქვი დაზეპირებული ფრაზა.
- არა, - შემეწინააღმდეგა ედვარდი. - ყველაფერი მაგას არ ამტკიცებს.
- შენ თუ ერთ-ერთ ფაქტს დამისახელებ, რომელიც გამართლებს, მაშინ... - ვუთხარი მე და ხელები ავწიე კაპიტულაციის გამოცხადების ნიშნად.
ის მიყურებდა... გავიდა 60 წამი, 120 წამი... 180... 240... ედვარდი გაუნძრევლად მიყურებდა. შუბლი ოდნავ შეეჭმუხნა, თუმცა თვალები ისევ ისეთი ჰქონდა, როგორიც მე მიყვარდა... წყლიანი და თაფლისფერი. დარბაზის მკრთალ განათებაზე ოდნავ გამუქებოდა, მაგრამ ჩემთვის მაინც ის თვალები იყო!
- სიტყვაზე მენდობი? - მითხრა ბოლოს.
- ეს რთული იქნება...
- რატომ?
- განა ის, რომ ვერ გენდობი, - შევარბილე მე. - არამედ ის, რომ ვიცი, ამას რატომაც აკეთებ.
- იცი? - აშკარად დავინახე ედვარდის სახეზე შეშფოთება, მაგრამ ერთ წამში მისი კვალი გაკვირვებას სულ წაეშალა.
- ხო. შენ გინდა, რომ მე ასე არ ვფიქრობდე, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ეს სიმართლეა და თავის მოტყუებას...
- ბელა, - შემაჩერა ედვარდმა. - ეს საღამო მხოლოდ იმიტომ დავგეგმე ასე, რომ შენ ეგ სულელური აზრი თავიდან მოგეშორებინა! ნუთუ არ შეიძლება ერთხელ მაინც დამიჯერო?
- არა, - მოულოდნელად გამახსენდა ყველა ის მომენტი, როდესაც ედვარდის იმედზე მყოფი, მისგან ყურადღებას და მხარდაჭერის მომლოდინე, პირში ჩალა გამოვლებული დავრჩი და გავბრაზდი, იქნებ კიდევ მატყუებდა! იქნებ ეს ეგეთ წოდებული გულახდილობაც ფარსი იყო? მხოლოდ ერთი საღამოსთვის დადგმული სპექტაკლი, რომელსაც დროის დინება სულ გააცამტვერებდა და ხვალ ისევ მწარე რეალობასთან მომიწევდა შეჯახება?!
- არ შეიძლება ედვარდ, და იცი რატომ? იმიტომ რომ არ მინდა, ვინმეს იმედზე ვიყო... არ მინდა, რომ ვინმესი მჯეროდეს, - ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ ლაპარაკს კიდევ ვაგრძელებდი. - არ მინდა, რომ ვინმემ ჩემი გრძნობები მართოს და პირიქით... არ მინდა, რომ ვინმემ გული მატკინოს, გესმის?
- შენ ჩემი არ გჯერა, - თავი ჩაქინდრა ედვარდმა.
- მე მგონი, ამის მიზეზი მაქვს.
- მართალი ხარ, მე ეს დავიმსახურე, - ხელში ხელსახოცი ეკავა და აქუცმაცებდა. - ყველაფერი ჩემი ბრალია... მე ხომ არ ვიცოდი...
- რა არ იცოდი?
- ის, თუ ვინ იყავი...
- ჰმ, სასაცილოა, - არაბუნებრივად გავიცინე. - ეს რას ნიშნავს? რა, ახლა იცი?
- კი, - შენიშნა ედვარდმა. - ვიცი.
- უნერვო ფსიქოპატი?
- არა, - ჩაიცინა ედვარდმა. - ეგრე თავიდან მეგონა...
- აჰა...
- ...მაგრამ მხოლოდ თავიდან! შემდეგ კი მივხვდი... - ედვარდი შეყოვნდა.
- მაინც რას მიხვდი?
- შენ ასეთი არ იყავი, ბელა, - დაიჩურჩულა ედვარდმა. მე მაგიდის გადასაფარებელს დავუწყე ყურება... ჩაეხედა ედვარდს ჩემს თვალებში და იქ სიმართლე წაიკეთხა? აჰ, არა... მაგრამ მას ეს არც სჭირდებოდა.
- მე ასეთი ვიყავი.
- არ, არ იყავი! ასეთი არავინ არ იყო თავიდანვე.
- მე ჩვეულებრივი ვარ, სრულიად ჩვეულებრივი, - დავიჯინე მე.
- შენ არაჩვეულებრივი ხარ, - თბილად გამიღიმა ედვარდმა, მაგრამ სწრაფადვე მოეღრუბლა სახე და ნაღვლიანად დააბოლოვა: - რა დაგემართა, ბელა? ისეთი რა მოხდა შენს თავს, რომ ასეთ დღეში ჩაგაგდო?
სკამის საზურგეს მივეყრდენი და მოვიღუშე. თუმცა წინ ანგელოზი მეჯდა, მაგრამ ის გამჭირვალე გამხდარიყო...
მის იქეთ ჩანდა ფორქსის მარდმწვანე გორაკები, წიწვოვანი ხეები, ტყეში მქროლავი სუსხიანი, მწვანე ქარი, რომელიც თავისდაუნებურად გყინავდა, გარეთ გასვლის სურვილს გიკარგავდა, მაგრამ შენ მაინც გადიოდი, იმიტომ რომ მისი მოტანილი თავისუფლების ჰაერი რაც შეიძლება ღრმად ჩაგესუნთქა. ედვარდი გაქრა... გაქრა მთელი სამყარო, გარდა ერთი პატარა ქალაქისა, რომელიც სავსე იყო მოგონებებით, იმით, რაც გულს მიკლავდა. ნათლად ვხედავდი პატარა გოგონას, რომელიც ტყეში უდარდელად დარბოდა.
მის უკან ცოლ-ქმარი ლაღად მოაბიჯებდა. ქალს ხელზე გადასაფარებელი გადაედო, მეორე ხელით კი მეუღლისთვის ხელკავი ჰქონდა გამოდებული. კაცს თავისუფალ ხელში კალათი ეჭირა, რომელიც ალბათ სავსე იყო სხვადასხვა ნუგბარით. მამაკაცი რაღაცას გადაცებით ლაპარაკობდა, ქალი კი თავდავიწყებით იცინოდა. მისი კისკისი პატარა ბავშვის ყურამდეც აღწევდა და მასაც აცინებდა. დედის მხიარული გუნება ხშირად გადაედებოდა ხოლმე. უცებ გოგონა ძალზე შორს წავიდა ტყეში. დედამ ის მზერიდან დაკარგა და მისი შიშნარევი ხმის წამოძახილი ქალიშვილის სახელი ექოდ გავარდა უკაცრიელ ხეებს შორის. სადღაც ჩიტმაც გაიშრიალა. გოგონა უკნიდან კისკისით გამოვარდა და დედას ჩაეხუტა. შეშინებული კაცი მათ მოეხვია და ქალს შუბლზე აკოცა...

- ბელა? - ოცნებიდან ედვარდის ხმამ გამომაფხიზლა. თავი გავაქნიე და სურათი შეიცვალა. ანგელოზი თავის ადგილს დაუბრუნდა, ისევე როგორც ბარში მყოფი ხალხი. ალბათ გაკვირვებული სახე მქონდა, მე ისევ ფორქსის ტყის სურათი მედგა გონებაში. ედვარდი დაბნეული მიყურებდა.
- მაპატიე, - დავიჩურჩულე მე. - მგონი დღეს გულახდილი საუბრები საკმარისია...
- მიდიხარ? - ოცნებიდან ახლად გამორკვეულს, დარწმუნებით ვერ ვიტყვი მომეჩვენა თუ არა ის, რომ ედვარდს ამის თქმისას ნაღვლიანი სახე ჰქონდა, მაგრამ ხმა კი არ იყო ისეთი ბუნებრივი და მსუბუქი, როგორც ჩვეულებრივ.
- კი, ჩემი წასვლის დროა...
- მაპატიე, თუ რამე გაწყენინე, - მითხრა ადგომის დროს.
- არა, არაფერია...
- და კიდევ, დიდი მადლობა, რომ მომისმინე, - ედვარდმა თბილად გამიღიმე, თუმცა თვალები ისევ სევდიანი ჰქონდა. საპასუხოდ მეც გავუღიმე და სწრაფად გამოვედი ბარიდან.



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2010-11-21, 2:04 PM | შეტყობინება # 248
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
stupid_l@mb, ugrmesi madloba minda gadagixado imistvis rom arsebob da imistvis rom am shesanishnav nawarmoebs wer. danarchenistvis sityvebi ar myofnis, yvelaferi gushin gitxari. kidev ertxel didi madloba kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

kristenთარიღი: კვირა, 2010-11-21, 2:28 PM | შეტყობინება # 249
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
stupid_l@mb, vaimeee rodis dadeb shemdegs ert sulze var biggrin


DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-11-21, 2:38 PM | შეტყობინება # 250
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
natuka, პირიიქიით შეენ მადლობაააა shy
kristen, ვააიჰ, ჯერ ეს ხომ დღეს დავდე და შემდეგი არც დამიმთავრებია... biggrin



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2010-11-21, 2:41 PM | შეტყობინება # 251
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
stupid_l@mb, chemo chkviano miyvarxaar :*:*:*:*:*:*:*:* (hug)


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: კვირა, 2010-11-21, 2:50 PM | შეტყობინება # 252
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
stupid_l@mb, dzaan momewona dzaan magari tavia yvelaperi dzaan magrad gaqvs dawerili unichieresi adamiani xar


bella-vampireთარიღი: კვირა, 2010-11-21, 6:04 PM | შეტყობინება # 253

842
83  +
   ±
Offline
vaime,vaime da kidev ertxel vaime biggrin cry cry aiii edwardi rom jgufis wevri iyo magashi darwmunebuli viyavi, magram jasperic? surprised amas namdvilad ar movelodi. da ratom txova edwardma jaspers, rom elisistvis araferi etqva? an bellas ratom gaumxila es yvelaferi? mgoni aq ragac intrigaa chamaluli. araa? biggrin axla vixseneb edwardisa da bellas saubars wveulebaze rodesac cekvavdnen. love aiiii mgonia, rom edwardi bellas mimart gulgrili ar aris da ra vqnaaa? biggrin biggrin ro davinaxe axali tavi iyo dadebuli, ise gamixarda lamis wamoviyvire biggrin love vaimee au sityvebi ar maqvs, rom avgwero rogor momewona tavi da saertod rogor momwons sheni nawarmoebii :* daa am bolo dros martosuli ratom agar chans? rac me vifiqre vin iyo eg martosulii biggrin magram mainc ver mivxvdi sad arda rogor maintereseebsss cry cry cry sad
mokled velodebi shemdeg tavs. imedia nel-nela yovel tasvshi ragac gairkvevaaaaaa :* :* :* :*

Takoთარიღი: კვირა, 2010-11-21, 6:54 PM | შეტყობინება # 254
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
Hm..hm...hhmmm... ahaaa... gasagebiaa... VAIME!
dianaa! ra davweroo? agfrtovanebuli ki ara meore sityvas ra kvia damaviwyda ai egre var axla me, mara eg sityva memgoni ar asebobs! auuu... edwardi jgufis weviriaa... jasperic... rogor gamexarda! dadasturda cehmi echvebi! aaah... auuf... deda... DEDAA! vai... magari xar magari! :*:*:*:*:*:*:*:*:*:*



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

S@liთარიღი: კვირა, 2010-11-21, 8:32 PM | შეტყობინება # 255
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
stupid_l@mb, sad Ramxela komentari davwere da chemi uvargisi kompi tavisit darestartda da wameshala biggrin

Mokled, raga davamato ar vici biggrin Yvelaperi rac satqmeli iyo, ager, ai, bavshvebma tqves! Arachveulebrivad wer, chemo kargo! Martla nichierovichi xar happy
Shen ver warmoidgen ra sasiamovnoa sheni naweris gasworeba!
Tanac... *churchulebs* privilegiebit vsargeblob da ragac-ragaceebi winaswar vici xolme biggrin

Dzalian momwons weris stili da sheni d.i.a.l.o.g.e.b.i!!! Verasodes ver gamoicnob winswar ra moxdeba shemdgom happy Yvela gmiris xasiati ukve gamoikveta da upro da upro saintereso xdeba yvelapris gaanalizeba da shepaseba.
Bella martlac mecodeba, mdzime warsuli aqvs da imedi maqvs, rom edwardi sheumsubuqebs am tanjvas! Miyvars is adgilebi fanfikshi, sadac edwardi da bella ertad arian da pirispir saubroben, yoveltvis sainteresoa. Mokled, didi diiiidiiiii madloba imisatvis, rasac shen aketeb! Ase gaagrdzele, diko!

Miiyvarxar dzalian dzalian dzalian!

P.S. mzad var shemdegi tavistvis cool biggrin


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...

ძებნა: