♥---♥ | თარიღი: კვირა, 2010-06-27, 5:38 PM | შეტყობინება # 118 |
<<>
44
Offline
| მეექვსე თავი წყვიადით მოცულს, ჰაერში უძრავად ვეკიდე. თმა სახეზე მეფარა და ქარის ქროლვასაც ვგრძნობდი. კისერს ბლანტი სითხე მისველებდა... უცებ გავსწორდი და ჩემი ფეხები მატარებლის რელსებს შეეხო. უკუნით გვირაბში ვიყავი. წინ საცოდავად ბჟუტავდა სინათლე. ნაბიჯის გადადგმა მინდოდა, მაგრამ ფეხებს ვერ ვამოძრავებდი. კიდევ შევეცადე, წინ წავსულიყავი, მაგრამ უცებ გვემა აღმომხდა. მე ჩემს სხეულს ზემოდან ვუყურებდი... გვირაბის ბოლოდან ვიღაცის ყვირილი მესმოდა. - სწრაფად, მოამზადეთ მაგიდა! - ექიმო, როგორ ფიქრობთ, სისხლჩაქცევა ხომ არ აქვს? - რომ დაცემულა, სცენიდან გადმოვარდნილა და კიდევ დაურტყამს თავი... მე მინდოდა მათთვის მეთქვა, რომ უკვე გვიან იყო, მაგრამ პირს ვერ ვაღებდი. მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმა არ მქონდა. გაშეშებული ვიყავი და ქარის ყოველ დაბერვაზე ვცახცახებდი. მოულოდნელად ბურუსი გაფერმკრთალდა და სინათლემ ჩემსკენ მოახლოება დაიწყო. თვალები დავხუჭე და შეჯახებისთვის მოვემზადე. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ჩემი თავი ასე მწარედ თუ მომატყუებდა. გონს რომ მოვედი, მაშინვე წამლების სუნი მეცა და ცხვირი ავიბზუე. თვალებს ვერ ვახელდი, მაგრამ გუმანით მივხვდი, რომ საავადმყოფოში ვიყავი და არა „ცხოვრების სამსჯავროზე“, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი უსიამოვნო განცდა არ მექნებოდა. თავი გადავაბრუნე. ლოყაზე რაღაც ცივი და გლუვი შემეხო. მგონი წვეთოვანის მილი იყო. ვცადე, მხარი მეცვალა, მაგრამ უცებ თავი საშინლად ამტკივდა. მეგონა, უზარმაზარი ტვირთი მედო. ტკივილი შემძარავი იყო და მაინც, მე უფრო ის მაღელვებდა, რომ მოვტყუვდი. აქ რა მინდოდა? მე ხომ მოვკვდი... ღრმად ჩავისუნთქე და მაშინვე ვინანე. თავში თითქოს წნევა ამივარდა და ის რაღაც კიდევ უფრო დამაწვა. ვერაფრით ვიხსენებდი რა მოხდა. მხოლოდ ვარდისფერი ნისლი მედგა თვალწინ და რამდენიმე, ჩემთვის უცნობი ადამიანის სახე. გვირაბიც გამახსენდა... მასზე ფიქრები სწრაფად მოვიცილე და სხვაზე გადავერთე… ნუთუ მართლა არ მოვკვდი? შემზარავი ფიქრებიდან კარის გაღებამ გამომაფხიზლა. თვალებს ისევ ვერ ვახელდი, მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერს კარგად ვგრძნობდი. რამდენიმე ადამიანის ჩემს საწოლს მოუახლოვდა. - ექიმო, - გავიგონე ბებიას შეშფოთებული და ჩახლეჩილი ხმა. - კიდევ რამდენ ხანს იქნება უგონოდ? - ზუსტად ვერ გეტყვით, - ჩემდა გასაკვირად ექიმს ახალგაზრდა კაცის ხმა ჰქონდა. არადა ზუსტად მახსოვს, როგორი მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა. - ალბათ მალე გამოვა... უკვე უნდა გამოფხიზლებულიყო, მაგრამ მძიმე შოკი მიიღო. - ოჰ, ღმერთო, - ამოიკვნესა ბებიამ. - რაღაც მინდა გკითხოთ, - დაიწყო ექიმმა, როცა კარებისკენ წავიდა. - რამე მძიმე ტრამვა ხომ არ გადაუტანია? სუნთქვა შემეკრა. გულის აპარატმაც წიკწიკი დაიწყო. ექიმი მომიახლოვდა. - რა სჭირს? - მომვარდა ბებიაც. - არ ვიცი, - თავზე ხელი მომკიდა ექიმმა. - შეიძლება ჩვენ ესმის და რაღაცაზე აღელვდა... ბელა, გესმის ჩემი? მინდოდა მეთქვა, რომ მშვენივრად მესმოდა, მაგრამ ლაპარაკის თავი არ მქონდა. გული საშინლად მიცემდა. მძიმე ტრამვა... სხეულში ტალღამ დამიარა და ცივმა ოფლმა დამასხა. - იცით, - დაიწყო ჩუმად ბებიამ. - ახლახანს მამა დაეღუპა... როგორღაც მოვახერხე და ამოვიკვნესე. თავბრუ დამეხვა და თვალებზე სიმზიმე ვიგრძენი. ისევ წყვიადი, ისევ მოლოდინი. - რას ამბობ! - გამომაფხიზლა ვიღაცის ხმამაღალმა შეძახილმა. - მე არასოდეს არ... მისი ხმა უცებ შეწყდა. ხავერდოვანი ტენორის პატრონმა პალატაში სიარული დაიწყო. სუნთქვა შემეკრა. ნეტავ ვინ იყო? ვერაფრით ვცნობდი... - ახლა შენ მომისმინე, - მკაცრად დაიწყო მან. - ძალაინ მიყვარხარ და არც იფიქრო მაგის გაკეთება. ისეთ რამე ნუ ჩაიდენ, რასაც მერე... რა? მე რა ჩავიდინე სანანებელი... ახლავე გამოგივლი და ნორმალურად დავილაპარაკოთ... ნუ ყვირიხარ, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა ის. გაბრაზებულ ხმაში ხშირად სითბოც ეპარებოდა და სიარულს არ წყვეტდა. ვერ ვხვდებოდი ამ უცნობს ჩემს პალატაში რა უნდოდა.. - სრულ ჭკუაზე ხარ? - დაიწყო ისევ. - აბა რა მექნა, იქ მიმეტოვებინა?! მე ყველაზე დიდი წვლილი მიმიძღვის იმაში, რომ ახლა უგონოდ წევს საწოლზე... აღარ ვუსმენდი. გონება დავძაბე. ეს ხმა აშკარად მეცნობოდა, მაგრამ საიდან? ვცდილობდი გამეხსენებინა, ჩემს ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარი ფაქტები, მაგრამ მხოლოდ ის მახსოვდა, რომ დილით ვირბინე... - მეორე ხაზზე მირეკავენ, - გააგრძელა უცნობმა. - ათ წუთში გამოგივლი... ალო, ხომ ჯას, მე ვარ... შენც გაიგე? ხო, ისე დავარტყი, რომ ჯერ გონს ვერ მოსულა... ნუ, მართალია, ექიმებს სულ ჩემი დამსახურებაც არ გონიათ, ასე ამბობენ ძლიერი შოკის და სცენიდან გადმოვარდნის ბრალიაო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, როგორი დარტყმა მაქვს, - ხარხარებდა ბიჭი. უცებ ფიზ-კულტურის გაკვეთილი გამახსენდა. მერე ექთნის ოთახი... ანგელოზი და „ვოლვო“, მერე კონკურსი. ვაიმე, კონკურსი! ნეტავ რა დამემართა? უფრო სწორედ როდის დამემართა? როცა ვიმღერე, თუ სანამ ვიმღერებდი? გონება უფრო დავძაბე, თითქმის ყველაფერი გამახსენდა. ბურუსი, რომელიც ჩემს გონება აწვა გაიფანტა, მხოლოდ იმას ვერ ვიხსენებდი, ვიმღერე, თუ არ ვიმღერე. საშინლად გაცოფებული ვიყავი. თუ ვერ ვიმღერე, ედვარდი (სახელიც გაფიქრებაზეც ბოღმით ვივსებოდი) ვერ გადამირჩებოდა! სულაც არ აღელვებდა, რა მომივიდა! ვიღაცას ეტრაბახებოდა თავის „მაგარ“ დარტყმაზე! როგორ შეეძლო, ასე მოქცეულიყო?! უფრთო ანგელოზი არც ისეთი მეამიტი აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. დიდი სიამოვნებით წამოვდგებოდი და პასუხს გავცემდი, მაგრამ სიტუაცია მის მხარეს იყო. არა უშავს, დღეს გადამირჩა, ხვალ სად წამივიდოდა?! - კარგი, რა, - განაგრძობდა ტრაბახს. - რა არ გჯერა... გეუბნები, ვვარჯიშობდი და შემთხვევით ბურთი მოვარტყი თავში... ხო, კიდევ მიკვირს, როგორ გადარჩა! ჰა, ჰა, ჰა... არა, ამდენს ვეღარ მოვითმენდი. თვალები გავახილე, ის ჩემგან ზურგით იდგა და საწოლის ბოლოს იყო მიყრდნობილი. - ახლა ვიკისთან უნდა წავიდე, მგონი ეჭვიანობს, - უთხრა მოსაუბრეს. - მეც ეგ მკვირს, ამ გოგოზე როგორ იეჭვიანა ვერ ვხვდები... თვალები სწრაფად დავხუჭე. ახლა ვერაფერს ვეტყოდი, იმიტომ რომ სადაცაა ავტირდებოდი. იმედაცრუება ჩემთვის უმძიმესი სასჯელი იყო. მეგონა, რომ კარგი ადამიანი იყო, დეტალურად გავიხსენე ყველაფერი, მაგრამ შევცდი. თუმცა ეს უკვე აღარ მაღელვებდა. იმედი მქონდა, რომ სიმღერა შევძელი... ედვარდი ჩუმად გავიდა პალატიდან. მე თვალები ისევ გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე. ცისფერ ოთახში ვიწექი. ფანჯარა ჩემგან მარჯვნივ, ხოლო კარები მარცხნივ იყო. წინ კრემისფერი, ორი დიდი სკამი იდგა. ფანჯარაზე ქოთნებით ყვავილები დაედგათ. ერთდროულად რამდენიმე გადასხმას მიკეთებდნენ. საათსაც მოვკარი თვალი. ჩემს პირდაპირ, კედელზე ეკიდა. 9 საათი იყო... სანამ ვცდილობდი რიცხვის გახსენებას, ექთანი შემოვიდა. ერთი შემომხედა და უკან გავარდა. მე შემეშინდა, რამე ხომ არ მჭირს სახეზე-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ჩემი გამოფხიზლების ამბავის პირველი თვითმხილველი იყო. მალე ის ვიღაც ახალგაზრდა კაცთან ერთად დაბრუნდა. - გამარჯობა, მის სვონ, - ღიმილით მომესალმა. - გამარჯობა, - ჩემი ხმა საშინლად ბოხი იყო. ჩავახველე. ექთანმა რაღაც ნემსი გამიკეთა და წავიდა. ექიმმა კი თვალები გამისინჯა და თავზე სახვევი მომხსნა, რომელიც ასე მძიმე მეჩვენებოდა. - მე ექიმი ბლექი ვარ, ჩემთან მამაჩემმა მოგიყვანათ, - მითხრა მან. - მამათქვენმა? - გამიკვირდა. შევამჩნიე, რომ ძალაინ ბევრი რამ მიკვირდა. ექიმი ბლექი ის ახალგაზრდა და მძიმე ნაბიჯებიანი კაცი უნდა ყოფილიყო. - ხო, - დამიდასტურა ღიმილით. - ის იმ კონკურსის ჟიურის თავჯდომარე იყო, სადაც თქვენ გამოდიოდით... - მართლა? - წამოვიწიე, მაგრამ თავი საშინლად ამტკივდა. - ნუ ინძრევით, თუ შეიძლება, - მომეხმარა თავის დადებაში და გააგრძელა, - დიახ, მართლა. თქვენ სცენაზე გული წაგივიდათ და გადმოვარდით. თავი დაარტყით და შოკურ მდგომარეობაში, მძიმე ფორმის ტვინის შერყევით მოგიყვანეს. ექიმის ლაპარაკისგან თავბრუ დამეხვა. ისე, ძალაინ სასიამოვნო პიროვნება იყო. - იცით, მანამდეც ვიყავი ცუდად, - დავიწყე მე. - იმიტომ, რომ... - ვიცი, - შემაწყვეტინა მან. - ყველაფერი ვიცი. ახლა თქვენთვის მთავარია ნაკლები ილაპარაკოთ და საერთოდ არ იმოძრაოთ. ყოველ შემთხვევაში, თავი მაინც უძრავად გეჭიროთ, შევთანხმდით? - ღიმილით მკითხა. მართალია, ჩემს პასუხს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დავეთანხმე და მეც გავუღიმე. - ასე დიდხანს უნდა ვიყო? - არც ისე, ვნახოთ, როგორ განვითარდება თავის ქალის მდგომარეობა. ახლა კი მითხარით, - დაიწყო მან. - სანამ იმღერებდით, თავი ძალაინ გტკიოდათ? თავბრუ გეხვეოდათ? - კი და... - ვუპასუხე მე, მაგრამ შევჩერდი. მომესმა, თუ ექიმმა თქვა, სანამ იმღერებდიო? - ექიმო ბლექ, მე ვიმღერე? - საცოდავი ხმით ვკითხე. როგორც ჩანს მოულოდნელი კითხვა იყო, იმიტომ რომ ის დაიბნა და ცოტა ხნის შემდეგ მიპასუხა. - მე მითხრეს, რომ როდესაც სიმღერა დაასრულეთ, გონება დაკარგეთ. - დავასრულე... - ამოვილუღლუღე ჩემთვის და ცრემლები წამომივიდა. - ყველაფერი რიგზეა?- მკითხა ექიმმა. - დიახ, - სწრაფად ვუპასუხე. - ახლა რა რიცხვია? - ოცდარვა ნოემბერი... - ვაიმე, - შეშფოთებულმა გავაწყვეტინე. - სამი დღე მეძინა? - სამი დღე უგონოთ იყავით, - დამიზუსტა ექიმმა. - ღმერთო! - ვერ ვწყნარდებოდი. - რა მოხდა? ანუ კონკურსის შედეგები... - არ ვიცი, - სწრაფად გამაწყვეტინა ექიმმა. - მაგრამ ხომ მითხარით, რომ მამათქვენი ჟიურის თავმჯდომარეა... - კი, - გაეცინა მას, ალბათ დიდი სიამოვნებით დამტოვებდა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ზრდილობიანი ადამინი იყო. - და შედეგები ერთ კვირაში იქნება. - მადლობა, რომ მითხარით. - არაფერს, ეს ჩემი ვალია, პაციეტს ინფორმაცია უნდა მივაწოდო, გული რომ არ გაუსკდეს. მე გამეცინა, მართალი იყო. ნამდვილად გული გამისკდებოდა, შედეგები უკვე გამოცხადებული რომ ყოფილიყო და არ მცოდნოდა. ამ დროს პალატაში ვიღაცამ შემოიხედა. ექიმი მეფარებოდა და ვერ შევხედე, როგორ შემოვიდა ელისი. თბილად გამიღიმა და თავზე ხელი ნაზად გადამისვა. - ძალიან შემაშინე, ბელა, - მითხრა მან. - ბებიაშენი ძლივს დავითანხმე, სახლში წასულიყო დასასვენებლად. როგორ ხარ? - არა მიშავს... ბებია გაიცანი, - ვკითხე სიცილით. - ძალაინ საყვარელი მოხუცია... ხომ მართალი ვარ, ჯეიკ? - მოუბრუნდა ელისი ექიმ ბლექს. მე გაკვირვებისგან პირი დავაღე. სახელით მიმართვა? ელისი ყველაზე უშუალო ადამიანი იყო, ვისაც აქამდე ვიცნობდი. - რა თქმა უნდა, ელის, - გაეცინა ექიმ ჯეიკს. - ბელა, - დაიწყო ელისმა. - ძალაინ მალე გაგწერენ, ისეთი კარგი ექიმი გყავს... - მე დაგტოვებთ, - თქვა ექიმმა ბლექმა სიცილით. - ელის, იცოდე, მხოლოდ 5 წუთი! ბელას დასვენება სჭირდება. - რა თქმა უნდა, ჯეიკობ, - დაეთანხმა ელისი. - უკვე სახელით მიმართავ? - ვკითხე სიცილით, როდესაც მარტონი დავრჩით. - ბელა, შენი აზრით რომ მენახე, ექიმის თანხმობა არ დამჭირდებოდა? - გაეცინა ელის. - დავიმეგობრე შენი ექიმი და შემიძლია მშვიდად გელაპარაკო. მე დავიბენი. ანუ ჩემთან შემოსვლა არ შეიძლებოდა. ბებია ექიმთან ერთად იყო და ეს არ ითვლებოდა, მაგრამ ედვარდი? - ხო, მაგრამ, - შევეწინააღმდეგე მე. - სხვაც იყო აქ. - ვინ? - დაინტერესდა ელისი. ხელზე ხელი მომკიდა და არ მიშვებდა. - სანამ საბოლოოდ მოვიდოდი გონს, მანამდე სხვისი ლაპარაკი მესმოდა, - დავიწყე დაფიქრებით, თითქოს ჩემს თავსაც ვარწმუნებდი. - და აქ ედვარდი იყო. ტელეფონზე ლაპარაკობდა. - ედვარდი იყო აქ? - გაუკვირდა ელისს. - კი... - უცნაურია, ექიმი არავის უშვებდა, - ჩაფიქრდა ელისი. მე თვალები დავხუჭე. როგორ შემოვიდა ედვარდი, თუ არ შეიძლებოდა. ან საერთოდ რატომ შემოვიდა? - უი, კინაღამ დამავიწყდა, - ელისის მოულოდნელმა შეძახილმა თვალები დამაჭყეტინა. - კონკურსანტების გამოსვლას იწერდნენ და შენი სიმღერა როგორღაც მოვიპოვე. - აქ გაქვს? - ვკითხე სიხარულით ელისს. როგორ ჩანს, ექთანმა დამამსვიდებელი გამიკეთა, იმიტომ რომ ძილი მერეოდა. - დივიდის მოვიტან და გაყურებინებ, - გამიღიმა მან. - ანგელოზი ხარ, - ვუთხარი მე. - ისე, საიდან გაქვს? - ოჰ, გრძელი ამბავია, - ხელი აიქნია ელისმა. - ჯეიკობის მამა... - ჟიურის თავჯდომარეა, - დავამთავრე მე. - საიდან იცი? - გაკვირვებით შემომხედა გოგონამ. - მითხრა მამაჩემმა მოგიყვანაო და... - აღარ დავამთავრე, უკვე თვალები მეხუჭებოდა. ელისმა მომიალერსა და კარებისკენ წავიდა. - დაისვენე, ძვირფასო, - მითხრა მან. - მე აქვე ვიქნები. ხო, მართლა, ტუმბოზე გაზეთი დაგიტოვე. შენი შეწუხება მნახველებისგან ჯერ აკრძალული იქნება და რომ გაიღვიძებ რამით ხომ უნდა გაერთო. - მადლობა, ელის, - ნახევრად მძინარემ მივაძახე და საბოლოოდ გავითიშე. როცა გამეღვიძა, დილის 6 საათი იყო. მზის სხივები ჩემს ფანჯრამდე ვერ აღწევდა. საბედნიეროდ სინათლის ჩამრთველი ჩემს თავთან იყო. ხელი დავაჭირე და ოთახში დაბალი დენი აინთო, რომელიც ნელ-ნელა უფრო ძლიერდებოდა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. იმდენი მეძინა, რომ ახლა ხელმეორედ ვერ დავიძინებდი. გვერდზე გავიხედე და გაზეთი დავინახე. გამახსენდა, ელისმა რომ მითხრა გაზეთს დაგიტოვებო. ავიღე და სახელს დავხედე. ჰმ... ჩვენი სკოლის გაზეთი იყო. პირველ გვერდზე ახალი ამბები და მოკლე სათაურები იყო. ისინი სწრაფად გადავათვალიერე და ბოლო გვერდზე გადავშალე. საერთოდ, თუ გაზეთს ან ჟურნალს ვკითხულობ, ბოლო გვერდიდან ვიწყებ. იქ დაგეგმილი ღონისძიებების თარიღები იყო ჩამოთვლილი. შემდეგზე გადავედი. რუბლიკის სახელს არა უშავდა: „შემოქმედება“. როგორც ჩანს, აქ სკოლის გენიოსები თავიანთ ნააზრევს წერდნენ. სწრაფად გადავხედე წელიწადის დროებზე, ბუნებაზე, დედაზე და მეგობრობაზე დაწერილ ლექსებს და ერთი ჩანახატის სათაურზე შევჩერდი... სახელი დამაინტრიგებელი ჰქონდა, როგორც ნაწარმოებს, ისევე ავტორს. ვინმე მარტოსული წერდა: დამატებულია (2010-06-27, 5:37 PM) ---------------------------------------------
„იმ ღამით მთვარის შუქს ძალიან ვუყვარდი. მთელი 6 საათი თავზე დამნათოდა. მე ვიჯექი მონდორში და ვათენებდი. ვათენებდი ფიქრებით და ოცნებებით, კითხვებით და მწუხარებით. ვათენებდი უკანასკნელად... „რატომ? რატომ დამტოვე? შენ ხომ არასდროს არ უნდა მიმატოვო?!“ - გულში ვეჩხუბებოდი მზეს. მთვარე მაინც არ მტოვებდა. ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ის მაინც ჩემთან იყო. მე შემეცოდა მთვარე. ის არავის უყვარდა. არც მე ვუყვარდი ვინმეს, მაგრამ ჩემი თავი არ მადარდებდა. მე უბრალოდ აზრების წაკითხვა მინდოდა. ნეტავ, რას ფიქრობდა ის, ვინც ამ დღეში ჩამაგდო? რატომ გამწირა მარადიული წყვიადისთვის? თუმცა, რატომ მარადიული? მე შემეძლო ახლავე დამემთავრებინა ყველაფერი. ამის გამბედაობა არასოდეს მქონდა, ახლა კი შემეძლო ავმდგარიყავი და ყველაფრისთვის წერტილი დაუფიქრებლად დამესვა... მაგრამ მინდორში უძრავად მჯდომს, მესმოდა, რომ ამას არასოდეს არ გავაკეთებდი. არა, ჩემი თავი არ მეცოდებოდა. მე ვგრძნობდი, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი. გამეღიმა. „არა, მთვარევ, ნუ გეშინია...! მე შენ არასოდეს მიგატოვებ, გესმის?! არასოდეს გაგიცრუებ იმედებს. იცი, შენ შეიძლება ფიქრობ, რომ უკანასკნელი ნაძირალა ვარ, მაგრამ მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს შეხედულება საბოლოო არ არის. მე მაინც დავრჩები შენთან, როგორც შენ რჩები ჩემთან, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აღიარებ. და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ამის ღირსი არ ვარ! მე საერთოდ, არაფრის ღირსი არ ვარ. მესმის, ჩემი ქცევების სიმძიმე, მაგრამ შენ არ გინდა დაინახო ჩემში ის, ვისაც მხოლოდ შენს თვალწინ ვაჩენ. თუმცა, არ მიაქციო ყირადღება, რაც გითხარი! სჯობს წახვიდე... შენ უნდა გამერიდო. მე არ მინდა აქ იყო! მე მინდა შემიძულო, გაიქცე, ჩემი დანახვა არ გინდოდეს, მაგრამ შენ ასე არ იქცევი. უფრო და უფრო ახლოს მოდიხარ და მეუბნები, რომ ჩემი გესმის! ...არა! არა, არა, არა! შეუძლებელია შენ, ასეთ სპეტაკს, თბილს და მოსიყვარულეს, გესმოდეს ჩემი - ნაძირალა, გაფუჭებული, ბოროტი, ბინძური ადამიანის ტკივილი. შენ უნდა გაიქცე ჩემგან! უნდა დამტოვო... უნდა მომცე იმის საშუალება, რომ დავიტანჯო. მე ეს დავიმსახურე! ეს ტვირთი უნდა ვზიდო რაც შეიძლება დიდხანს და რაც შეიძლება მარტო. შენ არ გესმის... კარგი, გესმის, მაგრამ რატომ? რატომ გინდა, რომ ჩემი ტანჯვა გაიზიარო? არა, ამას არ დავუშვებ. შენ არ უნდა დაიტანჯო იმის გამო, რომ მე შევცოდე. შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდი. მითხარი, რატომ არ მიდიხარ? წადი, მთვარევ, წადი! მარტო დამტოვე. მე უნდა დავიტანჯო... მე მხოლოდ იმიტომ ვცოცხლობ, რომ აქ უფრო მეტად დავიტანჯები, ვიდრე ჯოჯოხეთში! ის ცეცხლიანი კარიბჭე ჩემთვის ზედმეტად მსუბუქი სასჯელი იქნებოდა. ამიტომ ველოდები მზეს, ველოდებ დღეს, რომ პასუხი ვაგო! და როცა მთვარე ჰორიზონტს ჩავა, ნაზად დაარწევს ნიავი ფოთოლს. და როცა მთვარე ჰორიზონტს ჩავა, უღრუბლო ცაზე დაიწყებს ჩოჩქოლს. და როცა მთვარე ჰორიზონტს ჩავა, თვალი გაყვება, მწუხარედ მონობს. და როცა მთვარე ჰორიზონტს ჩავა გულში ჩამწყდება იმედიც ბოლო. და როცა მთვარე ჰორიზონტს ჩავა, ჩემს სატანჯველად ანთებენ კოცონს. და როცა მთვარე ჰორიზონტს ჩავა, მაშინ იწყება წყვდიადი, ლოთო! „ გაზეთი სწრაფად დავკეცე და თავის ადგილზე დავაბრუნე. ეს ადამიანი, რომელიც თავს მარტოსულს უწოდებდა, ძალაინ მაგონებდა ჩემს თავს. მისი განცდები, ერთმანეთის საპირისპირო და თვითმგვემი იყო. ამ პატარა ესეს კითხვისას, თვალზე ცრემლები მომადგა. განსაკუთრებით მონოლოგის დასაწყისში, როდესაც ის სიმბოლურ „მთვარეს“ ჰპირდება, რომ არ მიატოვებს. საშინელი ფიქრები მომაწვა თავში. ნუთუ შესაძლებელია, რეალურად არსებობდეს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს განიცდის?! იტანჯება იმიტომ, რომ თვითონ ჰგონია, რომ ამის ღირსია... ზრუნავს სხვაზე და ისე, რომ ამ ზრუნვით ტანჯვას იორმაგებს! თავს ყველაზე ბოროტ არსებად მიიჩნევს და ამიტომ ყველას გაურბის! ნამდვილი ბედის ირონიაა, მე რომ ვკიცხავ ასეთ ადამიანს. რა უფლება მაქვს? მე თვითონაც ხომ ასე ვაკეთებ, მაგრამ - არა! შეუძლებელია ამ ჩანახატის ავტორი რეალურ ამბავზე დაყრდნობით ლაპარაკობდეს. თუმცა ფაქტია, მისი ნაწერი ჩემთვის შემზარავია. ნეტავ, ვინ დაწერა? მის შესახებ, მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ სწავლობს, სადაც მე. ალბათ ყველაზე წყნარი, ჩუმი და შეუმჩნეველი პიროვნებაა. ანონიმი ავტორები ხომ მუდამ ჩრდილში არიან. საზოგადოებას გაურბიან და თავიანთ ნაჭუჭში ცხოვრობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდათ თავიანთი პირადი სამყარო, თავიანთი შემოქმედება მასშიც ამოიცნონ და გესლიანი ბრბოს საჯიჯგნი გახდნენ! ძალაინ მაინტერესებდა, ვინ იყო. იმიტომ რომ ვხვდებოდი, ის ადამიანი ჩემთვის მონათესავე სული იყო. მას კარგად ესმოდა ტანჯვა და შესაძლებელია, თვითონაც ჩემს დღეში იყო. მეც ხომ მხოლოდ ტანჯვისთვის ვცოცხლობდი. იმის გამო, რომ უმძიმესი დანაშაული ჩავიდინე, ჯოჯხეთი ჩემთვისაც მიუწვდომელი იყო. იქ მე არაფერი მესაქმებოდა. მე აქ, ბობოქარი ცხოვრების ქარტეხილში უნდა დავსჯილიყავი და სიტყვა „დამნაშავე არ ხარ“ მხოლოდ მას უნდა ეთქვა, ვის წინაშეც მიმიძღვოდა ბრალი. ალიონი ჩუმად იპარებოდა პალატის ფანჯრებში... დამატებულია (2010-06-27, 5:38 PM) ---------------------------------------------
^^^ მანქანას სწრაფად მართავდა. აგვიანდებოდა. სანამ შუქნიშანთან მივიდოდა, მარჯვნივ, მკვეთრად მოუხვია და დაამუხრუჭა. ერთ ბინძურ და ჩაბნელებულ ქუჩაში შევიდა. გზაზე ქაღალდები და ცელოფნები იყო მიმოფანტული. ნაგვის ურნები კი იდგა, მაგრამ ისინი თავიანთ დანიშნულებას ნაკლებად ასრულებდნენ. ნამდვილი თანამედროვე „Offal Court”-ი იყო. გზის ორივე მხარეს გაჭვარტლული, ხუთ სართულიანი საერთო საცხოვრებლებით. მანქანა ერთ-ერთი კორპუსის შესასვლელთან გააჩერა. სწაფად გადმოვიდა და კორპუსის მარცხნივ მიშენებულ, დაბალი შენობის ქოხის კარებზე დააკაკუნა. სანამ გაუღებდნენ, ადგილზე ნერვიულად ცქმუტავდა და აქეთ-იქით იყურებოდა. არ უნდოდა, ვინმეს დაენახა და ეცნო. კარები გამურულ, ყასაბის ტანსაცმელში გამოწყობილმა მოხუცმა გაუღო. ჭაღარა თმებს პატარა, შავი ქუდი სანახევროდ უფარავდა. გრძელ წვერზე კი ჯერაც შერჩენოდა ყავისფერი ფერი. გარეთ თავი ფრთხილად გამოყო და ყმაწვილს რომ შეხედა, სახე გაუნათდა. - მობრძანდით, ბატონო დოი. - გმადლობთ, ლუი, - ბიჭი სწრად შევიდა ოთახში. იქაურობა ნამდვილი საშინელებათა სახლი იყო. შესვლისთანავე თვალში მოგხვდებოდათ რკინის დაჟანგული საწოლი, რომელზედაც ვიღაც იწვა. მას სახე არ მოუჩანდა, თეთრი გადასაფარებელი სუდარასავით შემოხვეოდა. სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი სხეულის მოძრაობის რიტმი იყო სუნთქვის დროს. ოთახს მკრთალად ანათებდა ნათურა, რომელიც მის შუაში საცოდავად ეკიდა. პატარა მაგიდა, ორი სკამი, გაზის ბალონი, ერთი სამზარეულოს კარადა და საწოლთან მდგარი სკივრი - აი, რა ავსებდა ამ ოთახს. ყველაფერი საშინლად მტვრიანი და ძველი იყო. თითქოს დროს დაღი დაუსვამს და სამუდამოდ ასეთებად შეუქმნიათო. - ლუი, - დაიწყო მისტერ დოიმ, როდესაც სკამს ცხვირსახოცი გადააფარა და ისე დაჯდა. - როგორ არის? - როგორ გითხრათ, ბატონი ჯონ, - ხმის კანკალით აღმოხდა მოხუცს. - საჭმელს ჭამს, მაგრამ ხმას არ იღებს. - სულ არაფერი უთქვამს? - იკითხა ისე, რომ ავადმყოფისთვის თვალი არ მოუშორებია. - არა, სერ, - სწრაფად დაუმოწმა ლუიმ. - მხოლოდ ღამ-ღამობით კვნესის... - კარგი, ლუი, - სწრაფად წამოდგა ჯონ დოი. - თუ რამე იქნება, შემატყობინე და, აი, ეს აიღე, - მან შავი ტყავის პიჯაკის ჯიბიდან ფულის მოზრდილი შეკვრა ამოიღო. - გმადლობთ, სერ, - აკანკალებული ხელით გამოართვა მოხუცმა. -გმადლობთ. - მე ჩვეულ დროს შემოვივლი, - თქვა კარებისკენ წასულმა. სანამ გავიდოდა, შემობრუნდა, თითქოს რაღაც დაავიწყდაო. - ხო, მართლა, ლუი, რამე დასაწოლი იყოდე. არ მინდა რამე მოგივიდეს. სანამ მოხუცი მადლიერებით აღსავსე სიტყვებით უპასუხებდა, სწრაფად გამოვიდა და მანქანისკენ წავიდა. უკან არ მოუხედავს. მის სატანჯველს რაც უფრო მალე გაექცეოდა, მით უკეთესი. თუმცა ეს მხოლოდ თავის მოტყუება იყო. ვერსადაც ვერ გაიქცეოდა. მუდამ აქ, ამ ბინძურ ქიჩაზე იტრიალებდა მისი სული!
| |
|
|