ni[n]in | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 7:35 PM | შეტყობინება # 46 |
47
Offline
| Mar_Ie, elle:Xx, tqven mgoni ertmanettan shexmatkbilebulebi chanxart da rogor dageslot ertoblivad adamiani kargad gamogdit :/
| |
|
|
|
Sallome | თარიღი: კვირა, 2012-06-10, 10:08 PM | შეტყობინება # 48 |
76
Offline
| (მეა) კლასში შესვლისთანავე ვიპოვე ,,ჩემი ადგილი’’ და სკამზე მშვიდად მოვკალათდი. თუმცა, ხშირად ვიცვლიდი ხოლმე ადგილს, ,,მომთაბარე ცხოვრებას’’ ვეწეოდი. ახლაც, ერთ-ერთი თავისუფალი მერხი ამოვირჩიე, მზერა ერთი წერტილისკენ გავაშტერე, არა რა თქმა უნდა გუნდად შეკრებილების მხარეს, პირიქით- მათ საპირისპიროდ და მელოდიის მოსმენა დავიწყე. გიორგი მართლაც არაჩვეულებრივად უკრავდა. სრულად ფლობდა ამ ინსტრუმენტს. მალე ახალი მელოდიის დაკვრა დაიწყო. მე კი, ასე გაფართოებული თვალებით მივშტერებოდი ერთ წერტილს კედლის მიმართულებით. თანდათან კლასი ბავშვებით აივსო. ალბათ, გაკვეთილის დაწყების დრო ახლოვდებოდა, თუმცა ამაზე არავინ ფიქრობდა, განსაკუთრებით გოგონები, ყველა მათგანი გიორგის ეხვეოდა გარს. მე ამას მიჩვეული ვიყავი და მათი საქციელი დიდი ხანია ჩემ გაოცებას აღარ იწვევდა. მაგრამ, გულის ტკვილს სად გავექცეოდი? ვფიქრობდი, იქნებ მეც მივსულიყავი მათთან, მაგრამ, როგორც კი ეს აზრი გონებაში გავივლე, მაშინვე უკუვაგდე, ვინაიდან, ეს ფაქტი ყველას დაინტერესებას გამოიწვევდა, რადგანაც ასეთი საქციელი ჩემთვის უცხო იყო. ო, ღმერთო, ნამდვილი იდიოტი ვარ, მორცხვი და სულელი...რა არის იმაში ცუდი, რომ უბრალოდ დავუმეგობრდე მას, მაგრამ არა...ვის ჭირდება ჩემნაირი მეგობარი..ერთი ბუზღუნა იდიოტი ვარ. ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც კარი გაიღო და კლასში ფიზიკის მასწავლებელი შემოვიდა, გაკვეთილის დაწყება გვამცნო, როგორც ჩანს ზარის ხმა ვერ გავიგეთ. მისმა შემოსვლამ პირველად მომგვარა ხალისი, რადგანაც ის ხროვა მაშინვე დაშალა, თვითონ კი-სიის ამოკითხვას შეუდგა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღეს სრული დასწრება იყო. საკვირველია... შემდეგ, ბატონმა დავითმა(მასწავლებელი) პირდაპირ გიორგის მიმართა: - ლობჟანიძე, ხომ არ დაგავიწყდა, რომ საკონტროლო გაქვს აღსადგენი? თუ შენ მაგივრად მე უნდა ვინერვიულო?-მის ნათქვამს აშკარად ახლდა დამცინავი ელფერი. - რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია, მასწ და მზად ვარ დღეს დავწერო-უპასუხა გიორგიმ მხიარულად, მასწავლებელს ტესტის ფურცელი გამოართვა და თავისი ადგილისკენ გაეშურა. თუმცა, მასწავლებელმა დააყოვნა: - -სად მიდიხარ? მე არ მითქვამს მანდ დაჯექი-მეთქი, აი, მეას მიუჯექი გვერდით, თაკო, შენ აქეთ გადმოდი. გიორგი, რამდენიმე წამს შესცქეროდა ბატონ დავითს სევდანარევი თვალებით, იქნებ გადაიფიქროსო, თუმცა რომ ვერაფერი გააწყო, გაიღიმა და ჩემკენ გამოემართა. ამ დროს, თაკო, გოგონა, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და ჩემს ამხანაგთა სიაში პირველ ადგილს იკავებდა, აიბარგა და ახალ ადგილს მიაშურა. რამდენიმე წამში გიორგი გვერდით ჩამომიჯდა, ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს. მეც არაფერი მითქვამს მისთვის. მეგონა, გაკვეთილი ასე ყრუდ დამთავრდებოდა, მაგრამ როცა მასწავლემელმა ახალი გაკვეთილის ახსნა დაამთავრა და ჟრნალს მიუჯდა, გიორგიმ მე მომმართა: - მეა, შეგიძლია დამეხმარო? ამ ამოცანის მე ვერაფერი გავიგე, მხოლოდ შენი იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ შენ შეძლებ ამოხსნას. მე გაოცებული, დაბნეული შევცქეროდი მას, უნებურად გამეღიმა, რამაც გიორგის გაკვირვებაც გამოიწვია და ჩემიც. მეტი სისულელე რომ არ ჩამედინა, პირდაპირ დავთანხმდი დახმარებაზე. ზემოთხსენებული ამოცანაც ამოვუხსენი და ტესტში დაშვებული რამდენიმე შეცდომაც გავუსწორე. დასრულებისთანავე მიაწოდა გიორგიმ ტესტი მასწავლებელს და ისევ ჩემს მეზობელ მერხთან დაბრუნდა, გაკვეთილის გამოსვლამდე. -მეა, მადლობა. ვიცოდი, რომ დამეხმარებოდი და იმედს არ გამიცრუებდი- მომმართა, თვალი ჩამიკრა, შემდეგ ადგილს მოსწყდა და გარეთ გავიდა. ზარი უკვე დარეკილიყო. ვერაფრით ვხვდებოდი, რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები, ყველა გაკვეთილის დროს მეტ-ნაკლებად ამაზე ვფიქრობდი. გიორგი თავის ადგილს დაუბრუნდა, მე კი არ მინდოდა თაკოს დაინტერესება გამომეწვია და რამდენჯერმე ავყევი საუბარში. მალე, გაკვეთილების დამთავრდა და სახლში დავბრუნდი. მისვლისას, დედის დაჟინებული თხოვნის გამო, ვისადილე და შემდეგ, ჩემს ოთახში ავედი. ემოციებით სავსე ფანჯარას მივუახლოვდი. მზის ,,ცივი’’ სხივები აღარსად ჩანდა...მხოლოდ ქარი ქროდა და ცა თოვლის ,,უზარმაზარ’’ ფიფქებს არ იშურებდა...ღმერთო, როგორ მგავდა ეს წელიწადის დრო...ჩემსავით გარეგნულად უფერული იყო, მისი გული კი ბევრ საიდუმლოს ინახავდა...საიდუმლოს, რომელსაც ეგონა, ვერავინ ხვდებოდა, მაგრამ...
* * *
ხომ არ დაიბენი, მკითხველო? იმედი მაქვს არა? ალბათ, იფიქრე, რომ გიორგი ყველაფერს ხვდებოდა, მეტ-ნაკლებად მაინც. მაგრამ ასე არ არის...ასე, მხოლოდ მეა ფიქრობდა, უფრო სწორად ამაზე ფიქრსაც ვერ ბედავდა.თუმცა, გულით უნდოდა ასე ყოფილიყო, ბოლოს და ბოლოს ის პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერასდროს გაბედავდა, აი, გიორგის კი ეს შეეძლო...ამ შანსის ხელიდან არ გაშვებაც შეეძლო, მაგრამ... ჩვენ, ადამიანები, სულელები ვართ. ხშირად, არც კი ვფიქრობთ, ისე ვმოქმედებთ...მინდა განგაწყო და წინასწარ გითხრა, გიორგისაც ასე დაემართება...ნუ გაიოცე, ნელ-ნელა გამომყევი და ყველაფერს მიხვდები. ნუ ინერვიულებ, შენ არაფერი გემუქრება...იმედგაცრუება შენ კი არა-მეას ელის, ნუ, ჯერ-ჯერობით მაინც... ძალიან გადავუხვიე, ხო? რას ვამბობდი? აი, კი, გამახსენდა...გიორგი, ერთი თავნება ბიჭი გახლავთ. სხვების გრძნობებზე თამაში უყვარს...ეჰ, რომ იცოდეს, რომ თავის დაგებულ მახეში თვითონვე გაებმება...კარგი, აქ შევჩერდეთ, ისედაც გავუსწარით მოვლენებს...ყველაფერს მალე აეხდება ცისფერი და ვარდისფერი საბურველი და მათ ნაცვლად ეს მოვლენები რუხ ნაცრისფერს დაიბურავენ...ხომ გაგაფრთხილე, არ დაიბნე-მეთქი...ჯერ ყველაფერი წინაა...
შეტყობინება შეასწორა Sallome - კვირა, 2012-06-10, 11:17 PM | |
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 8:04 AM | შეტყობინება # 52 |
572
Offline
| რა ღრმად წერ)) იცი როგორ ჩამითრია? აი როგორ წერ იცი? უბრალოდ კი არა,მოდი დავწერო...არა,არამედ გაწონასწორებულად და გულით. მომწონხართ<3შენც და შენი ფიკიც.
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
elle:Xx | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 3:04 PM | შეტყობინება # 58 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| Quote (viku-vuku) ai dzaan magrad wer magram gaq uzarmazari nakli! didi tavebi gvindaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa +1
| |
|
|
|