ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულზე შეყვარებული

ucnobiucnobi2თარიღი: შაბათი, 2012-05-26, 11:28 AM | შეტყობინება # 121
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Neeeext : )) sandros unda utxras

niniko14თარიღი: კვირა, 2012-05-27, 12:42 PM | შეტყობინება # 122

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Tammoooooo angry angry angry angry angry Axalii tavi mindaaaa happy


bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 7:30 PM | შეტყობინება # 123

842
83  +
   ±
Offline
bodishit bavshveboooo:XXX sami dge saxlshi ar vyofilvar saertod. dges yvelanairad vecdebi davamtavro wera da davdoo:*:**

bella1999თარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 7:39 PM | შეტყობინება # 124

151
5  +
15  ±
   ±
Offline
bella-vampire, happy heart heart heart heart heart love

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-31, 10:41 PM | შეტყობინება # 125

842
83  +
   ±
Offline
XIV თავი


მივდიოდი სანდროსთან შესახვედრად და არ ვიცოდი რა მეთქვა. სახლში ათასი მიზეზი და ტყული მოვიფიქრე, მაგრამ კარგად ვიცოდი, რომ როდესაც მის წინ დავდგებოდი და თვალებში ჩავხედავდი, ყველაფერი დამავიწყდებოდა და ხმას ვერ ამოვიღებდი. ყველაფრის მიუხედავად ამ ნაბიჯის გადადგმას მაინც ვერ ავცდებოდი. მისთვის უნდა მეთქვა, გამეფრთხილებინა წინასწარ... მოულოდნელად ხომ არ გავუჩინარდებოდი, ეს ყველაზე უაზრო საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან. თანაც მას გაურკვევლობაში დავტოვებდი და ამით უფრო ვატკენდი გულს. მაგრამ ის ოდესღაც მაინც გაიგებს სიმართლეს, გაურკვეველი არ დარჩება. გაიგებს, რომ მოვატყუე და გერმანიაში ან ოპერაციის დროს გარდავიცვალე, ანდაც მას შემდეგ, ე.ი. შედეგი არ გამოიღო. კარგი ის იყო, რომ სიმსივნე კაფსულაში იყო მოქცეული და არა გაფანტული. თუმცა სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი, იქნებ ოპერაცია ვერ გადავიტანო? ჩემთვის ყველაზე ძნელი და უცნაური ის იყო, რომ ზუსტად ვიცოდი ბიოლოგიურად რა ხდებოდა ჩემს თავში. უჯრედები გაუჩერებლივ იყოფა და სწორედ ეს იწვევს სიმსივნეს. როგორ გაგვიმართლა ადამიანებს, რომ ამას ვერ ვგრძნობთ. ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ტვინის ნახვა. ახლა კი ინტერესით ვკვდებოდი, როგორი იყო გარეგნულად სიმსივნე. წამით იმ ექიმებისაც კი შემშურდა, ვისაც ჩემთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ და თავში ჩაეხედათ. მხოლოდ ამისთვის გამოვიდოდი ქირურგი... მაგრამ ჯერ მთავარია გადავრჩე...
საათს დავხედე, მაგვიანდებოდა. იმდენად ვიყავი ფიქრებში გართული, რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ შევანელე სვლა. ნაბიჯს ავუჩქარე რომ დანიშნულების ადგილამდე მალე მივსულიყავი, დაგვიანება არასდროს მიყვარდა.
სანდრო სკამზე დავჩაქინდრული იჯდა და მუსიკებს უსმენდა. როგორც კი დამინახა, გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა ჩასახუტებლად. გული შემეკუმშა, მალე მის ჩახუტებას ვეღარ ვეღირსებოდი... მთელი ძალით ჩავეხუტე, თითქოს ეს ჩვენი ბოლო შეხვერდა ყოფილიყო. თუმცა იქნებ ასეცა... იქნებ იმის შემდეგ, რასაც ახლა ვეტყვი, ჩემი ნახვა აღარ მოინდომოს? ალბათ ასე გაცილებით იოლი იქნება...
- რაიმე სერიოზული უნდა მითხრა? - მკითხა, როდესაც სკამზე ორივენი მოხერხებულად მოვკალათდით. თუმცა ის იჯდა მოხერხებულად, მე დაძაბული ვიყავი.
- ხო სანდრო, რაღაც სერიოზულია, - თვალებში ვერ ვუყურებდი.
- რა მოხდა? - ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა.
- იცი, ჩემმა მშობლებმა რაღაც გადაწყვიტეს...
- მაინც რა? - შემეშველა, როცა მიხვდა, რომ საუბარი მიჭირდა.
- შენ ხომ იცი, რომ ჩემი ნათესავების უმრავლესობა უცხოეთშია საცხოვრებლად? - თავი დამიქნია, მაგრამ ეტყობოდა, რომ ვერ ხვდებოდა საითკენ მიმყავდა საუბარი.
- მამაჩემის ერთ-ერთი ბიძაშვილი ოც წელზე მეტია რაც გერმანიაში არის საცხოვრებლად წასული, თან იქაური დედა ჰყავდა. საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს, საკუთარი ბიზნესი აქვს... - სათქმელს რაც შემეძლო ვაჭიანურებდი, მაგრამ სად გავექცეოდი? - ჰოდა, ამასწინათ, მამაჩემს შესთავაზა, რომ მასთან ჩასულიყო და კომპანიონები გამხდარიყვნენ. საკმაოდ მომგებიანი შეთავაზებაა, თან მამას ყოველთვის უნდოდა გერმანიაში ცხოვრება.
ნაწილობრივ სიმართლეს ვეუბნებოდი. გერმანიაში მართლაც ცხოვრობდა მამაჩემის ბიძაშვილი, რომელიც საკმაოდ შეძლებული იყო და ჩემი ოპერაციის ხარჯებს იხდიდა. Oდნავ მახარებდა ის ფაქტი, რომ ჩემი ტოლი შვილები ჰყავდა, მაგრამ იქ ყოფნის პერიოდში სულ საავადმყოფოში მომიწევდა ყოფნა, ნორმალურად ქალაქსაც ვერ დავათვალიერებდი. თუმცა გერმანიაში წასვლა არასდროს მომდომებია, არ მიზიდავდა ეს ქვეყანა. ახლა კი ჩემი სურვილის მიუხედავად მივდიოდი იქ, რომ ექიმებს ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. მაგრამ მეორე საკითხია, გამოუვიდოდათ კი ეს? იქნებ ოპერაციისთვისაც ვერ გამაძლო, გული მაშინვე გამჩერებოდა. მიჭირდა ამაზე ფიქრი, მაგრამ ტვინი თვითონ მიდიოდა ამ საკითხისაკენ.
- მამაშენი გერმანიაში მიდის? - ფიქრებისგან სანდროს ხმამ გამომარკვია.
- ჰო, და არამარტო ის...
რამდენიმე წუთი თვალებში მიყურებდა, როცა ყველაფერს მიხვდა, სახე სრულიად შეეცვალა.
- შენ და დედაშენი... - ვეღარ დაამთავრა.
- ჩვენც მივყვებით, - თვალები ამიცრემლიანდა და რომ არ დაენახა, თავი დავხარე.
ასე მდუმარედ, რამდენი ხანი ვისხედით, არ ვიცი, მაგრამ სანდროს უეცარმა ადგომამ გამომარკვია. ჩემს წინ გიჟივით დაიწყო აქეთ-იქით სიარული.
- ამ ამბავს ასე მშვიდად შეხვდი?
- მშვიდად? სანდრო, შენი აზრით, ახლა მე მშვიდად ვარ? როგორ შეგიძლია ეს მითხრა. მივდივარ სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც გიჟური ცხოვრების წესია, აქ ყველაფერ ძვირფასს ვტოვებ. მატყობ რომ ეს მიხაროდეს და თავს კარგად ვგრძნობდე? შენი გრძნობა ვერც კი შეედრება იმას, რასაც ახლა მე ვგრძნობ. ცხოვრების თექვსმეტ წელს აქ ვტოვებ და მივდივარ იქ, სადაც არც კი ვიცი რა მელის. წარმოდგენაც არ შეგიძლია რას ვგრძნიბ მე და ნუ მსაყვედურობ, რომ მშვიდად ვარ. რადგან ისტერიკებს არ ვმართავ, არ ნიშნავს რომ მომწონს ეს ყველაფერი. მშობლები ყოველთვის მხარში მედგნენ, ყველაფერში მეხმარებოდნენ, ახლა ჩემი ჯერია. დედას მამასთან ერთად უნდა წასვლა, მაგრამ მე ვერ დამტოვებს აქ. მეც ვერ გავძლებს მამაჩემის გარეშე, ხომ იცი როგორი ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი სამივეს წასვლაა.
- მოსახერხებელი ვისთვის?
- ყველასთვის, - ვუთხარი ჩუმად და მივხვდი, რომ ჩავიჭერი.
- ეს ყველაფერი სიმართლეა? - ჩემს წინ ჩაიმუხლა და სახეზე ხელები ნაზად შემახო.
- რაზე ამბობ?
- ამდენი რამ რისთვის ილაპარაკე?
- რას გულისხმობ? - ვერ მივუხვდი. ნუთუ მიხვდა რომ მოვატყუე? არადა როგორ ვცდილობდი რომ არ დამტყობოდა...
- ახსნა-განმარტება არ მომითხოვია. ვიცი, უხეშად მომივიდა, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი რომ რამდენიმე წელი ვერ გნახავ, მზარავს.
- ეს ჩვენი არცერთის არჩევანი არ არის, ღმერთმა ასე მოინდომა.
- და მაშინ ჩვენ რა ბედი გველის? ვერ დაგკარგავ, უბრალოდ არ შემიძლია.
ყელში ბურთი მომებჯინა და სუნთქვა შემეკრა. რა უნდა მეთქვა მისთვის? მინდოდა ცოტა ხნით მაინც ყველაფერი დამვიწყებოდა, მასთან მივსულიყავი, ძლიერად ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ არსად არ მივდიოდი და სულ ერთად ვიქნებოდით. მაგრამ არ შემეძლო... ტყუილს ვერ ვეტყოდი და ვერ დავაიმედებდი.
- თავიდან ორივეს გაგვიჭირდება, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია. მე შენ ვერც და არც მოგთხოვ, რომ რამდენიმე წელი დამელოდო, სანამ ჩამოვალ. ეს აბსურდი იქნება, რადგან თვითონაც არ ვიცი საერთოდ დავბრუნდები თუ არა.
- მაგრამ მე თუ მინდა რომ დაგელოდო?
- ეს ახლა, მაგრამ ერთი-ორი წლის შემდეგ ასე აღარ იფიქრებ. გამოჩნდება გოგო, რომელიც შეგიყვარდება, მასაც შეუყვარდები და ერთად ბედნიერები იქნებით, - ღმერთო, რა ბანალურად ვლაპარაკობ და მაინც, როგორი რეალურია ყველაფერი...
- ასე ნუ ლაპარაკობ, - ნაღვლიანად გააქნია თავი.
- ხომ იცი რომ მართალი ვარ, - სახეზე ხელები მოვკიდე და თვალებში ჩავხედე. როგორ მიყვარდა მისი მრავლისმეტყველი თვალები... ახლა ალბათ ბოლოჯერ ვტკბები მათი ყურებით...
- შენი დაკარგვა არ მინდა. უბრალოდ... ეს შეუძლებელია!
- არც დამკარგავ, - გაკვირვებული თვალებით ამომხედა. - შენ ხომ ამბობ, რომ არ დაგავიწყდები, - თავი დამიქნია. - ჰოდა, ამიტომაც, ყოველთვის აქ ვიქნები, - გულზე ხელი დავადე და ვიგრძენი როგორ უცემდა.
- ეს არ მყოფნის.
- მაპატიე.
დავიჩურჩულე და ხელები ჩამოვუშვი. მეტი უბრალოდ აღარ შემეძლო. მეტს ვეღარ აიტანდა ვერც ჩემი გონება და ვერც გული. ზედმეტად გადამღალა ამ ყველაფერმა. სხეულიდან ძალა ნელ-ნელა მეცლებოდა და მეშინოდა გული სანდროს წინაშე არ წამსვლოდა.
- ნუ მებოდიშები, შენ ბრალი ხომ არ არის.
გვერდზე მომიჯდა და მიმიხუტა. თავი მკერდზე დავადე და გავიტრუნე, მის გულისცემას ვუსმენდი. ეს იყო ყველაზე ნაზი და სასიამოვნო მელოდია მთელს დედამიწაზე. რომ შემძლებოდა ასე მთელი ცხოვრება ვიჯდებოდი, მაგრამ წვიმა წამოვიდა.
- ჯობია სახლში წახვიდე, არ გაცივდე, - მითხრა მზრუნველურად და უფრო მიმიხუტა. ეტყობოდა რომ არ უნდოდა ჩემი გაშვება.
უცბად თითქოს თავში ნათურა ამენთო და ღმერთს მადლობა გადავუხადე. ჩემი ერთ-ერთი სურვილი გამახსენდა...
- ერთი თხოვნა მაქვს...
- რაც გინდა მთხოვე, - მის ნათქვამზე გული დამეწვა, მაგრამ ღრმად ჩავისუნთქე.
- ყოველთვის მინდოდა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად წვიმაში ტანგო მეცეკვა.
ჩემს თხოვნაზე გაეცინა.
- ჩემი სულელი, - შუბლზე მაკოცა და წამომაყენა.
და ამდენი ხნის ოცნება ამიხდა... ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი ტანგო.
სანდრომ სახლამდე მიმაცილა. წვიმის გამო ცოტა ხნით სადარბაზოში მოუწევდა გაჩერება, მე კი მისი მარტო დატოვება და ზემოთ ასვლა არ მინდოდა.
- სახლში შედი, არ გაცივდე, - ამ სიტყვების მიუხედავად, ეტყობოდა, რომ არ უნდოდა წავსულიყავი.
თვალებზე ცრემლი მომადგა, როგორ უნდა გამეძლო მის გარეშე? ვთქვათ და გადავრჩი... ოპერაციის შემდეგ ერთი წელი მომიწევს გერმანიაში დარჩენა. იქნებ ამ დროის განმავლობაში დამივიწყოს და აქ ჩამოსულს შეყვარებულთან ერთად დამხვდეს? ამის მეშინოდა...
მთელი ძალით ჩავეხუტე, არ მინდოდა გამეშვა.
- მიყვარხარ, - ორივემ ერთდროულად ვთქვით და გაგვეცინა.
- როდის მიდიხარ?
- ერთ კვირაში კონსულთან შევდივართ, დაახლოებით ცხრა დღეში წავალ.
- იქნებ ვიზა არ ჩაგირტყათ? - თვალები გაუბრწყინდა.
- არა სანდრო. ვიზა ფაქტიურად უკვე გვაქვს, ეს უბრალოდ ფორმალობაა.
მოიღუშა. თვალებში ჩამხედა და მათში იმდენი ემოცია დავინახე, რაც არასდროს მენახა. სიყვარული, მონატრება, იმედგაცრუება და ტკივილი, ყველაფერი ერთად იყო. გული მტკივნეულად მეკუმშებოდა მის დანახვაზე, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, ძალიან ახლოს იყო. ხელები წელზე ძლიერად შემომხვია და ჩემს ბაგეებს დააკვდა. ეს იყო ყველაზე ემოციური, ვნებიანი კოცნა. ორივე ვგრძნობდით, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი კოცნა იყო. მინდოდა ეს წამი უსასრულოდ გაგრძელებულიყო, მაგრამ ორივეს დაგვჭირდა ჟანგბადი და ამოვისუნთქეთ.
- ახლა უნდა წავიდე, - გაუბედავად ვთქვი.
- ჰო, - დამეთანხმა, მაგრამ ხელები უფრო ძლიერად შემომხვია.
კიდევ ერთხელ, ბოლოჯერ ვაკოცე და კიბეებზე ავირბინე. კარი გავაღე და იატაკზე ჩავსრიალდი. ზედმეტად ბევრი ემოცია იყო, ჩემი გული ვეღარ იტევდა...
მეორე დღეს მე და ელე ელისაბედთან წავედით სოფელში. მისი დანახვა ისე გამიხარდა, თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე. სამივენი ვტიროდით. სულ რაღაც ხუთი დღე დავრჩით. მეექვსე დღეს, დილას მოვდიოდით. დღეებმა ისე გაირბინეს, ვერც კი მივხვდი რომ წამოსვლის დრო იყო. დამშვიდობებისას თვალზე მომდგარი ცრემლები ძლივს შევიკავე და ელის მშვიდად დავემშვიდობე. თუმცა მშვიდი გარეგნულად ვჩანდი, ჩემს სულში კი რევოლუცია ხდებოდა.
თბილისში ჩამოსვლის მეორე დღეს საკონკულოში წავედით. დარწმუნებული ვიყავი რომ ვიზას ჩაგვირტყამდნენ, რადგან იქაური საავადმყოფოდან მოწვევა გვქონდა, ასეთ შემთხვევებში კი ყოველთვის აძლევენ ვიზას.
არც შევმცდარვარ! ვიზა ჩაგვირტეს, რეისი ორ დღეში იყო.
ახლა, როცა ბილეთი ხელში მეჭირა და გერმანიაში ერთი წლით წასვლა გარანტირებული მქონდა, ბოლომდე გავიაზრე რა რისკზე მივდიოდით და რა მომავალი მელოდა გადარჩენის შემთხვევაში. სიკვდილამდე არ მინდოდა გერმანიაში წასვლა და აქ ჩემების დატოვება, მაგრამ უარის თქმა დაგვიანებული იყო. მერჩივნა უკანასკნელი დღეები აქ, საყვარელი ხალხის გარემოცვაში გამეტარებინა, მაგრამ უკანასკნელი დღეების საშინლად მეშინოდა. მეშინოდა დაავადებას მთლიანად არ გამოეცალა ძალა და ამის გამო ლოგინში ჩავვარდნილიყავი. ყველაზე აუტანელი ეს იქნებოდა. მერჩივნა დამეძინა და დილით აღარ გამეღვიძა, ვიდრე ტანჯვით მოვმკვდარიყავი. მაგრამ სიმსივნის დროს ასე არ ხდება, მუდმივი სისუსტე და ტანჯვა მას ყოველთვის თან სდევს. იმაზეც ვიყავი შეგუებული, რომ ჩემი წელამდე გრძელი თმები უნდა გადამეპარსა...
ორ დღეში ყველას დავემშვიდობე. ყოველი დამშვიდობებისას ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გული მიკვდებოდა და არსებობას ნაადრევად წყვეტდა.
ფრენა ღამის სამ საათზე იყო დანიშნული. პირველზე ტაქსი გამოვიძახეთ და აეროპორტისაკენ წავედით. თან მხოლოდ მამას ბავშვობის ძმაკაცი გვახლდა, ყველას ავუკრძალე წამოსვლა.
ბარგი ჩავაბარეთ, შემოწმება გავიარეთ და ჩასხდომის დაწყებაც გამოაცხადეს. მამა თავის მეგობარს ემშვიდობებოდა, მე კი აერეპორტის შემოსასვლელისკენ მეჭირა თვალი, თითქოს რაღაცას ველოდი. სიგიჟემდე მინდოდა სანდროს ბოლოჯერ ნახვა, მხოლოდ ერთ წუთზეც თანახმა ვიყავი. მაგრამ ის არ მოდიოდა, ალბათ ჩემს დავიწყებას ცდილობს.
- უკვე დროა თამო, - მამამ ხელი გადამხვია და ესკალატორისაკენ მიბიძგა.
- კარგი, - ყურებჩამოშვებული გავყევი მას.
უკვე კიბეებზე უნდა ავსულიყავი, როცა თვალი მას მოვკარი. ჰო, ის მოვიდა! დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა, მე მეძებდა. გულმა უცებ სალტო გააკეთა. დედას გავხედე, მან თავი დამიქნია და მეც მთელი სიჩქარით გავექანე სანდროსკენ. ხელში ამიტაცა და დამაბზრიალდა. თავბრუს ხვევა ვიგრძენი, მაგრამ სიხარულმა ამ გრძნობას გადააჭარბა.
- არ შემეძლო რომ არ მოვსულიყავი, უშენოდ ვერ გავძლებ.
თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა, მთელი ძალით ჩავეხუტე სანდროს და თავი მის მხრებში ჩავრგე. მისი სურნელი ყოველთვის მიყვარდა.
- მიყვარხარ, - მის სხეულს ავეკარი და მთელი გრძნობით ვაკოცე. ამ წუთას არც ჩემი მშობლები და არც ჩვენს გარშემო მყოფი ხალხი არ მაინტერესებდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ სანდრო იყო.
- გეფიცები, რამდენი ხანიც არ უნდა დარჩე გერმანიაში, სულ შენზე ვიფიქრებ. ჩემი გული მხოლოდ შენ გეკუთვნის, სხვისთვის ადგილი ვერასდროს ვერ გამოინახება. აბსურდია იმის გაფიქრებაც კი, რომ შენს გარდა ოდესმე ვინმეს შევიყვარებ.
- სანდრო ამას ნუ ამბობ! შენ იმსახურებ ბედნიერებას!
- ბედნიერი მხოლოდ შენთან ვიქნები, - თმები გადამიწია და თვალები დამიკოცნა.
- თამუნა, დროზე! - გავიგე დედას ხმა.
ამ დროს გამოაცხადეს რომ ჩვენს რეისზე ჩასხდომა მთავრდებოდა. ნაღვლიანი თვალებით სანდროს ავხედე და მის თვალებშიც იგივე დავინახე.
- წადი, - ხმაშიც კი იგრძნობოდა ტკივილი. - და გახსოვდეს, რომ მიყვარხარ და ყოველთვის მახსოვხარ.
- მეც მიყვარხარ, - სწრაფად ვაკოცე და მშობლებისკენ გავიქეცი.
ესკალატორის ბოლოში ვიყავი, როცა უკან გავიხედე და თვალცრემლიანი სანდრო დავინახე. პირველად ვნახე როგორ ტიროდა...
თვითმფრინავი აფრინდა, ჩემი გული კი სანდროსთან დარჩა. საქართველოში ვტოვებდი ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, წარსულს, სურვილებს, ოცნებებს... ყველაზე ტკბილ მოგონებებსა და გრძნობებს. აქ ვტოვებდი ყველაფერ ღირებულს და მივდიოდი იქ, სადაც ჩემს მომავალს ვერ ვხედავდი.



შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ხუთშაბათი, 2012-05-31, 10:42 PM

niniko14თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-31, 11:49 PM | შეტყობინება # 126

194
3  +
3  ±
   ±
Offline
ვაიმეეეე ,პირველიიი ვაარ happy აუ აუუუ ეს რა იყოო , მთელი თამოს ემოციები ჩემზე გადმოვიდაა , არვიცი, დიდი ხანი გელოდებოდით მაგრამ ამად ღირდა <3 აუ მე მჯერა რომ თამო გადარჩებაა :))) და შენი იმედი მაქქ თამო ;))) საწყალი სანდროო :(( ჩემი ოცნების ბიჭი რა საწყლად დარჩა ;((( აუ აუუუ ძაან მაგარი თავი იყო , უნიჭიერესი ხარ <3


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-31, 11:52 PM | შეტყობინება # 127
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
geficebi vitire tamo cry cry cry cry cry cry cry cry cry cry icode eseni ro ertad ar datovo chemi xelit dagaxrchob! biggrin biggrin biggrin ai ar vici, sityvebi ar myofnis grdznobebis gadmosacemad. unikaluri xar!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 0:22 AM | შეტყობინება # 128

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaimee ise mesmis am gogosi rogorc aravis :)))) mec zustad ase viyavi roca shemowmeba gaviare da uakn moxedilma chemi ojaxi bolojer davinaxe sad verc warmoidgent ra sashinelebaa :((((


makieთარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 4:07 PM | შეტყობინება # 129

144
4  +
28  ±
   ±
Offline
ra sevdianiiiii i tavii iyooooo sad sad sad sad


Mari_Amiთარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 4:17 PM | შეტყობინება # 130

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ra dramatulad ganvitarda movlenebii.. ise kargad iyo personajebis gancdebi agwerili happy

viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 4:19 PM | შეტყობინება # 131

397
10  +
12  ±
   ±
Offline
cudad var raaaaa sad sad sad sad sad sad au ra amagelveeli momentebi iyoo sad sad cry cry cry cry tirili minda magram ver vtiri radgan emociebisgan var datvirtuli


bella1999თარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 8:08 PM | შეტყობინება # 132

151
5  +
15  ±
   ±
Offline
cry cry cry cry cry aro mokla ra
ra dagishava aseti aa biggrin biggrin biggrin biggrin
axali tavi mindaaaa cry da imedia male iknebaa happy

ni[n]inთარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 9:28 PM | შეტყობინება # 133

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
bella1999, tavad icis ra rogor qnas da araa aucilebeli dramatireba kidev :))

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-06-02, 8:56 PM | შეტყობინება # 134

842
83  +
   ±
Offline
yvelas dzalian didi madlobaaa :*:** kiss mixaria rom mogwooonT kiss
nel-nela mixvdebit yvelafers. axali tavi 2dgeshi iqneba. max 3tavshi davasruleeb.))

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2012-06-02, 10:44 PM | შეტყობინება # 135

572
28  +
48  ±
   ±
Offline
dedaaa movkvdi tirilit Ra emociebit savse tavi ikho tamunia cry cry

I Hate This FuCkinG Life <3
ძებნა: