bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-06, 10:56 PM | შეტყობინება # 139 |
842
Offline
| XV თავი
ბერლინის აეროპორტში მამაჩემის ბიძაშვილი-თენგო დაგვხვდა. ჩემს შესახებ რა თქმა უნდა ყველაფერი იცოდა და ისეთი თვალებით შემომხედა, რომ ბრაზი ძლივს შევიკავე. სიბრალულით სავეს მზერა ჰქონდა და ამან საშინლად იმოქმედა. - როგორ ხარ, თამუნა? - გადამეხვია. - მშვენივრად, - ცივად ვუპასუხე. - თამუნა! - თვალები დამიბრიალა დედამ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, გეზი გასასვლელისაკენ ავიღე. გარეთ თენგოს შავი ჰამერი იდგა. ვერ ვუარყოფ, ძალიან მომეწონა, მაგრამ არ შევიმჩნიე. - აი, შენ ხომ გიყვარს ჰამერი, - მითხრა მამამ. - მართლა? თუ გინდა გასწავლი მართვას, - შემომთავაზა თენგომ. - ისედაც ვიცი. ამ დროს ჩემთან ერთი ქალი მოვიდა და რაღაც მკითხა, მაგრამ ვერ გავიგე. როგორც მივხვდი, გერმანული იყო. თენგომ ამავე ენაზე უპასუხა, ქალმა მადლიერების ნიშნად გაუღიმა და წავიდა. - რა უნდოდა? - ვიკითხე დაინტერესებულმა. - ტურისტია. აინტერესებდა, თავის სასტუმრომდე როგორ მისულიყო. - ტაქსები ხომ არის? - კი, მაგრამ ტურისტებს ფეხით სიარული ურჩევნიათ. თან ბევრი ბარგიც არ აქვს, - ხელით იმ ქალისკენ მინიშნა, რომელიც ფეხით მიდიოდა აეროპორტის პარკინგის გასასვლელისაკენ. ბარგი მანქანაში მოვათავსეთ და თენგოს სახლისაკენ წავედით. სანამ საავადმყოფოში დავწვებოდი, მინდოდა ბერლინი დამეთვალიერებინა. ამით მაინც გადავაყოლებდი გულს. თენგოს სახლი ქალაქის გარეუბანში იყო. საკმაოდ კარგი და მყუდრო ადგილი აღმოჩნდა. მე კი რატომღაც ბერლინი საცხოვრებლად მოუხერხებელი ადგილი მეგონა. მითუმეტეს, გერმანული ენა საშინლად არ მომწონდა და არასდროს მქონია მისი შესწავლის სურვილი. ამას ისევ იაპონური და ჩინური მერჩივნა, რომლებსაც ჩემი ძალებით ვსწავლობდი. თენგო მეჩვიდმეტე სართულზე ცხოვრობდა, რაც განსაკუთრებით გამიხარდა. ყოველთვის მიყვარდა სიმაღლე. დედა ნაღვლობდა, მათთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა და ამიტომ სასტუმროში გადასვლაზე ფიქრობდა, მაგრამ თენგომ იუარა, დიდი სახლი მაქვს და ყველას გვეყოფაო. მათთან ერთად ცხოვრების იდეა დიდად არც მე მხიბლავდა, მაგრამ მალე საავადმყოფოში დავწვებოდი და არ მინდოდა მშობლები მარტო დარჩენილიყვნენ. სახლში თენგოს ცოლ-შვილი დაგვხვდნენ. მარიამი, სალომე და ქალბატონი დიანა, რომლებსაც წესიერად არც ვიცნობდი. მაგრამ იმედი მქონდა, რომ გოგოებიდან ერთ-ერთთან მაინც ავაწყობდი ურთიერთობას. დამტვრეული ქართულით მოგვესალმნენ და ტკბილი სუფრა გაშალეს. - თამუნა, დაღლილი ჩანხარ, მგონი ჯობია დაისვენო, - მითხრა თენგოს მეუღლემ. წარმოვიდგინე როგორ გამოვიყურებოდი და ისინი შემეცოდნენ, რომ ამის ყურება უწევდათ. ფრენამ მართლაც ძალიან დამღალა, ამდენი დატვირთვა არ შეიძლებოდა ჩემთვის. დაღლილზე თვალები მიშავდებოდა და მისივდებოდა, თავის აუტანელი ტკივილი და თავბრუსხვევა მეწყებოდა. ახლა თავბრუ არ მეხვეოდა, მაგრამ ყურები მიშიშინებდა და ცუდად მესმოდა. - მართალი ხართ Dიანა დეიდა, ცოტას წავიძინებ. - ძალიან კარგი, მაგრამ დიანა ან დიკო დამიძახე, თორემ თავი ბებერი მგონია, - მის უშუალობაზე გამეცინა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. - გოგოებო, თამოს თავისი ოთახი აჩვენეთ, - უთხრა თენგომ გოგოებს და ისინიც წინ წამიძღვნენ. - აი შენი ოთახი, იმედია მოგეწონება, - მეგობრულად გამიღიმა მარიამმა. - რა თქმა უნდა, - ოთახი შევათვალიერე. თითქოს სპეციალურად ჩემთვის მოამზადესო. ზუსტად იმ ფერებში იყო გადაწყვეტილი, რომელიც მე მიყვარს. - უკვე მიყვარს ეს ოთახი. - ძალიან კარგი! - ტაში შემოკრა სალომ. - ხვალ ბერლინის დასათვალიერებლად წაგიყვანთ. - კარგი, მაგრამ პირველ რიგში თიერგართენის პარკის ნახვა მინდა. - რატომ? - ფოტოებში მომეწონა, - ჩემს გულობრყვილობაზე სამივეს გაგვეცინა. - ჰო, მართლა, შეგიძლია ლეპტოპით ისარგებლო და შენებს დაურეკო, - მითხრა მარიამმა. - ეს ყველაზე მეტად მომწონს! მადლობა გოგოებო, - ორივეს გადავეხვიე და საძინებელში შევედი. დაღლილობა სულ გადამავიწყდა, მაშინვე სკაიპში შევედი და ელენეს დავურეკე. ყველაფერი წვრილმანებში გამომკითხა. მგონი ის უფრო ნერვიულობდა ჩემზე, ვიდრე მე საკუთარ თავზე. სანდრო ხაზზე შემოვიდა თუ არა, მაშინვე “დაფარულის” რეჟიმზე გადავედი, მასთან საუბარი არ მინდოდა. არა, როგორ არ მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი რა უნდა მექნა. შუა საუბრისას ხმა ჩამიწყდებოდა და ღრიალს დავიწყებდი, ეს კი უარესი იქნებოდა. ამიტომ ჯობდა უბრალოდ მიმეწერა, მაგრამ დღეს არა. ამისათვის ძალები უნდა მოვიკრიბო. კომპიუტერი გამოვთიშე, წყალი გადავავლე და დაღლილს მაშინვე ჩამეძინა, როგორც კი თავი ბალიშს შევახე. მეორე დღეს გაღვიძება გამიჭირდა, ალბათ დროში განსხვავების ბრალი იყო. ყველამ ერთად ვისაუზმეთ და შემდეგ სალომ და მარიამმა ჩემი გასეირნება გადაწყვიტეს. დედა ნერვიულობდა, რაიმე არ მოხდეს უცხო ქუჩებშიო, მაგრამ გოგოებმა ჩემი თავი პატარა ბავშვივით ჩაიბარეს და დედაც დამშვიდდა. ბერლინის ქუჩები ზეპირად იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები იყვნენ და ძარღვებში ქართული სისხლი უჩქებდათ, გერმანია სიგიჟემდე უყვარდათ და მას თვლიდნენ თავიანთ სამშობლოდ. თიერგართენის პარკი ძალიან მომეწონა, უმშვენიერესი ბუნება იყო, მაგრამ როგორც მე ვიცოდი, ყველაზე ლამაზი აქ შემოდგომა იყო. თუმცა თვითონ ბუნება ისეთი ლამაზი იყო, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს მოგხიბლავდა. ბერლინის სხვა შესანიშნავი ადგილები და ღირსშესანიშნაობები დამათვალიერებინეს. შედეგად ის მივიღეთ, რომ ბერლინზე წარმოდგენა სრულიად შემეცვალა. ჰოსპიტალში მისვლის დროც დადგა და საგრძნობლად ავნერვიულდი. დედა, მამა და თენგო უკვე იქ იყვნენ და ჩვენ გველოდებოდნენ. ამდენი ადამიანის იქ ყოფნა არ მინდოდა, მაგრამ თან მსიამოვნებდა რომ ჩემზე ზრუნავდნენ და ნერვიულობდნენ. განსაკუთრებით თენგოს მადლობელი ვიყავი, რადგან მან თავისი ბიზნესი გვერდზე გადადო და ჩვენ გვეხმარებოდა, რომ საუკეთესო ექიმთან მოვხვედრილიყავით. პირველმა სიბრაზემ თითქმის გადამიარა, როცა შემრიჰებლური მზერით მიყურებდა თენგო. თითქოს ჩემი პირვანდელი საქციელის მიზეზს მიხვდა და ინანა. ჰოსპიტალში მისულებს თენგოს მეუღლე-დიანაც დაგვხვდა იქ. - თქვენც აქ ხართ? - გამიკვირდა. - თამუნა! - საყვედურიანი თვალებით შემომხედა. - ბოდიში, ბოდიში, - გამეცინა. - გამარჯობა დიკო, - თავიდან მივესალმე და სიცილი ვერ შევიკავე. - ასე ჯობია, - თბილად გამიღიმა. - კარგ ხასიათზე ხარ? - მკითხა მამამ. - ცუდზე რატომ უნდა ვიყო? - გავიკვირვე. - ბერლინი ისე მომეწონა, არც კი ველოდი რომ ასეთი კარგი იქნებოდა. - შენ ჯერ ღამის ცხოვრება არ გინახავს, - თვალი ჩამიკრა სალომ. - აბა აბა, ჩვენი პაციენტისთვის გადაღლა და ალკოჰოლი არ შეიძლება, - ჩვენთან თეთრხალათიანი კაცი მოვიდა, ალბათ ჩემი ექიმი. კიდევ კარგი ინგლისურად ლაპარაკობს. - გამარჯობა მარკუს, - თენგო და თეთრხალათიანი ერთმანეთს მეგობრულად გადაეხვივნენ, დიანას კი ხელზე ეამბორა. ჰმ, რა გალანტურია... - აბა, თავს როგორ გრძნობ? - მხიარულად მკითხა. - მშვენივრად, - ასევე ვუპასუხე. - ძალიან კარგი! მაშინ ანალიზებზე წავიდეთ, - ხელით წინ მიბიძგა. - თქვენ აქ დარჩით და არ ინერვიულოთ, უმნიშვნელო პროცედურებია. ჰაჰ, უმნიშვნელო პროცედურები ყოფილა ანალიზები. როგორ ვერ ვიტან ნემსს, მის დანახვაზეც კი ცუდად ვხდები. - ნემსის გეშინია? - მკითხა, როდესაც სპეციალურ სკამზე დამსვეს და ექთანს დაუძახა. - ვერ ვიტან, - ჩემს ნათქვამზე გაეცინა. - არაუსავს, უმტკივნეულოდ გაგიკეთებენ, ვერაფერს გაიგებ. და მართლაც, ექთანს ისეთი კარგი ხელი ჰქონდა, საერთოდ ვერაფერი გავიგე. ანალიზების შემდეგ ტომოგრაფა გადამიღეს. ეს პროცესი ყველაზე რთულია ფსიქოლოგიურად, მაგრამ გასაძლები, არ გტკივა მაინც. როცა ყველაფერი დავასრულეთ, მე და მარკუსი(მანაც შენობით მიმართვა მთხოვა.არ ვიცოდი, გერმანელები თუ ასეთი ფამილიარები იყვნენ) მოსაცდელში დავბრუნდით. Dედა აწითლებული სახით აქეთ-იქით ბოლთას სცემდა, მამა კი თენგოს ელაპარაკებოდა, მაგრამ ეტყობოდა რომ ისიც მოუსვენრად იყო. - ჩვენც მოვედით, - გამოაცხადა მარკუსმა. ყველა ფეხზე წამოდგა, პირველი დედა წამოხტა სკამიდან. - თქვენც ძალიან კარგად იცით, რა სიტუაციაც აქვს თამუნას. სანამ ოპერაციას არ გავაკეთებთ და არ გავჭრით, საბოლოო დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. საკმაოდ რთული მდგომარეობაა, მაგრამ არა უიმედო. ოპერაცია რაც შეიძლება მალე უნდა დავნიშნოთ. შემდეგ ქიმიასა და დასხივებას გავუკეთებთ. ვიცი რომ საქართველოში ცხოვრობთ და აქ დიდხანს ვერ დარჩებით, ამიტომ პერიოდულად ჩამოსვლა მოგიწევთ ხოლმე, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ახლა ოპერაციის თარიღი უნდა დავნიშნოთ. - რაც ადრე, მით უკეთესი, - უთხრა მამამ. - ამ კვირაში რამდენიმე ოპერაცია მაქვს, თან ასე მალე არ მოესწრება და მოდით, შემდეგ კვირაში დავნიშნოთ. განრიგს გადავხედავ და ზუსტ რიცხვს გეტყვით. - შენ ხვალ ისევ მოგიწევს მოსვლა და ალბათ დარჩენაც. - ასე ადრე? - დავიჯღანე. - ასეთია წესები, - მხრები აიჩეჩა. - სერიოზული ოპერაციაა და სერიოზული მომზადება გჭირდება, დღევანდელი ანალიზები არ არის საკმარისი. - ჯანდაბა, - ქართულად ჩავიბურტყუნე. - და კიდევ ერთი რამ... - ჩემს გრძელ, გაშლილ თმას ხელი მოკიდა და დანანებით მითხრა. - ამას უნდა გამოემშვიდობო სამწუხაროდ. ვიცოდი, რომ ასეთ შემთხვევებში თმებს იპარსავდნენ, მაგრამ მაინც ძნელი იყო იმის გააზრება, რომ მეც მომიწევდა ამის გაკეთება. ჩემი წელამდე თმები უნდა გადამეპარსა... ანუ ჩემთვის სარკე მოისპო! ჩემს თავს ვერ შევხედავ, მერე კი ნამდვილად დამეწყება დეპრესია. - კატასტროფაა! - ვთქვი ხმამაღლა და ლიფტისკენ წავედი, სუფთა ჰაერზე გასეირნება მჭირდებოდა. ახლა, როცა ყველაფერს ჩავხედე თვალებში და სიტუაციის სერიოზულობა ბოლომდე გავაანალიზე, შიშის ნაპერწყალი ვიგრძენი. არ მინდოდა ასეთ პატარა ასაკში დამემთავრებინდა სიცოცხლე. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და სანახავი... მაგრამ ბედისწერას ეს არ აინტერესებს. ალბათ მოვიდა ჩემი დრო. ამის გააზრებაზე გამაკანკალა და ერთი, მარტოხელა ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე.
| |
|
|