ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულზე შეყვარებული

Mari_Amiთარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 6:28 PM | შეტყობინება # 151

436
7  +
9  ±
   ±
Offline
viku-vuku, nw cdebii mgoni eqimi ginda gamoxvide da eg ar shegeshalos tongue

niniko14თარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 8:56 PM | შეტყობინება # 152

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Ho mec egre vici rom cvivat qimiss gaketebis dros :)))


Mari_Amiთარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 9:00 PM | შეტყობინება # 153

436
7  +
9  ±
   ±
Offline
xo tu qimias ar gaiketeb tmebis gaucvenrad mogvardeba yvelaferi smile

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 9:29 PM | შეტყობინება # 154

842
83  +
   ±
Offline
ra vici, me maxsovs rom chem natesavs tmebi imitom gadaparses, rom unda gaechrat da tavis qala aexadat. albat yvela shemtxvevashi ar parsaven? :? gavigeb magas zustad biggrin

Mari_Amiთარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 9:39 PM | შეტყობინება # 155

436
7  +
9  ±
   ±
Offline
bella-vampire, uii tu tavis qalas gachrian mashin unda gadaparson me sxva adgielbshi rom aqvt simsimne magaze vambob yvela operaciaze ar parsaven ratqmaunda,mxolod qimiebis dros tmebi rom scvivat mashin tavad pacientebi ))

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 9:45 PM | შეტყობინება # 156

842
83  +
   ±
Offline
Mar_Ie, hoda agnishnuli maqvs, rom simsivne tavshia. mec ar gamikvirdaaaa biggrin biggrin
saxlshi sul cota xnisw in movedi sashinlad daglil da amitom dges gviiiiaaaan iqneba. kiss

ni[n]inთარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 9:48 PM | შეტყობინება # 157

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
bella-vampire, kargii fikia dzaan dzaanuka ptrosto simsimnestan dakavshirebit ra uvicoobaa zogiertis mxridaan nwaa

bella1999თარიღი: შაბათი, 2012-06-09, 7:27 PM | შეტყობინება # 158

151
5  +
15  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
saxlshi sul cota xnisw in movedi sashinlad daglil da amitom dges gviiiiaaaan iqneba.

happy happy happy happy smile kiss
Quote (ni|n|in)
ptrosto simsimnestan dakavshirebit ra uvicoobaa zogiertis mxridaan nwaa

saidan amdeni agresia dry

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-06-09, 7:41 PM | შეტყობინება # 159

400
9  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire, hm sadaa shepirebuli taviii


viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-06-09, 7:56 PM | შეტყობინება # 160

397
10  +
12  ±
   ±
Offline
ar vici erti! dry dry biggrin biggrin biggrin biggrin


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-06-09, 11:25 PM | შეტყობინება # 161

842
83  +
   ±
Offline
bavshvebooo aiii uuudidesi bodishiii:XXX
gushin cudad viyavi da vegar davamtavre. dges ki dilis 10saatidan gasuli sul cota xnis win shemovedi saxlshii:XXX rustvashi viyavi konkursze da davigale sashinlad. xvalac gavdivar mteli dgit daaa vecdebi xval dilit an sagamos mainc iyoos:XXX
booodishi da madloba rom midzleebt kiss

ni[n]inთარიღი: კვირა, 2012-06-10, 5:25 PM | შეტყობინება # 162

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
bella1999, uuf kai eg agresiaa sheni azrit?? tu ar ici sjobs gacherde

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-06-10, 10:51 PM | შეტყობინება # 163

842
83  +
   ±
Offline
XVI თავი


მეორე დღეს საავადმყოფოში გოგოებთან ერთად მივედი, დედა და მამა საბუთების მოსაწესრიგებლად წავიდნენ. ათასი მომაბეზრებელი პროცედურა ჩამიტარეს. დიდი ხვეწნის შემდეგ, მარკუსმა ნება დამრთო, რომ სამი დღის შემდეგ მივსულიყავი დასარჩენად. დღეს ათი თებერვალია, ოპერაცია თხუთმეტშია დანიშნული.
მარიმ და სალომ მათ საყვარელ კაფეში წამიყვანეს. საკმაოდ თბილი და მყუდრო ადგილი აღმოჩნდა. უგემრიელესი ნამცხვრები მივირთვით და ბევრი ვიცინეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამხიარულოდ არ მქონდა საქმე, ისინი იმდენს ახერხებდნენ, რომ ცრემლებამდე ვიცინოდი. იმაზე კარგები აღმოჩნდნენ, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. სულ რაღაც ორი დღის გაცნობილები მყავდნენ(თუ არ ჩავთვლით პატარაობაში მათ ორკვირიან ვიზიტს საქართველოში) და უკვე საკმაოდ დავვახლოვდით. თავიანთ ცხოვრებაზე ბევრი რამ მომიყვეს. სკოლაზე, მეგობრებზე, ბიჭებზე... ჩემი მხრიდან, მეც მოვუყევი მეგობრებსა და სანდროზე. სანდროზე საუბრისას თვალები ამიცრემლიანდა და ყელში ბურთი გამეჩხირა, მაგრამ საუბარს მაინც არ ვწყვეტდი, ყველაფერს ვუყვებოდი. რაც უფრო მტკიოდა, მით უფრო ვაგრძელებდი ყველაფრის დეტალებში მოყოლას. მაზოხისტობაა, მაგრამ მე ეს ტკივილიც მსიამოვნებდა, რადგან სანდროს თავს მახსენებდა და მარწმუნებდა, რომ ერთი ლამაზი სიზმარი არ ყოფილა. სიგიჟემდე მინდოდა მისი ხმის გაგონება, ან თუნდაც ერთი თვალით დამენახა, მაგრამ ვიცოდი შეუძლებელი იყო და სურვილს გულში ვიკლავდი.
როცა ყველაფრის მოყოლა დავასრულე, რამდენიმე წუთი სამივენი ჩუმად ვიყავით, შემდეგ მარიმ სხვა თემაზე დაიწყო საუბარი და სიტუაცია განმუხტა.
ბერლინის ქუჩებში ვსეირნობდით და მახსენდებოდა ის დრო, როდესაც საქართველოში ჩემს მეგობრებთან ერთად ვსეირნობდუ, ვმხიარულობდი და აზრადაც არ მომდიოდა, რომ ასეთი მომავალი მელოდა. მომავალი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო...
სახლში საღამოს მივედით. კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ საშინლად დაღლილი. თავი მტკიოდა და მეძინებოდა, მაგრამ მაინც ჩავრთე კომპიუტერი და სკაიპში შევედი. ,,დამალულის რეჟიმზე” გადასვლა დამავიწყდა და გვიან შევამჩნიე, რომ სანდრო ხაზზე იყო, მაშინ, როცა მირეკავდა. თავიდან არ ვპასუხობდი, მაგრამ ბოლოს სურვილმა ყველაფერს სძლია და ვუპასუხე.
- თამ, როგორ ხარ? უკვე მომენატრე.
მისი ხმის გაგონებისას გული შემეკუმშა. როგორ მინდოდა მასთან ვყოფილიყავი, ჩავხუტებოდი და მისი გულის ცემა გამეგო.
- მე კარგად ვარ, შენ? რა ხდება მანდ? ყველანი მომენატრეთ.
- მოწყენილობაა უშენოდ. მომიყევი, მოგეწონა ბერლინი? რას აკეთებ მანდ?
- ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი კარგი თუ იქნებოდა. საქართველოსგან ყველაფრით განსხვავდება, აქ ცხოვრების საერთოდ სხვა სტილია. აქ ჩემი ტოლი ნათესავები მყავს და მათთან ერთად კარგად ვერთობი. ჯერ-ჯერობით მამაჩემის ბიძაშვილთან ვცხოვრობთ.
- ანუ მმანია, - თქვა უცნაური ხმით. - და სკოლა?
აქ დავიბენი... ტყუილი უნდა მეთქვა, რომელიც მოფიქრებულიც არ მქონდა.
- ხვალ უნდა შევიტანოთ საბუთები, - კიდევ კარგი ვერ მხედავდა, ალბათ გავწითლდი.
- თამ, თვალი ჩართე, რა, - შემეხვეწა.
არ მინდოდა ასეთი დავენახე, თვალები ჩასიებული მქონდა, მაგრამ მიზეზი ვერ მოვიფიქრე.
- ამ ლეპტოპს ცუდი თვალი აქვს, - რაც მომაგონდა, პირველი ის ვთქვი.
- არა უშავს, ჩართე, - გადაწყვეტით თქვა.
სხვა გზა არ დამრჩა, თვალი ჩავრთე, ჩემთან ერთად სანდრომაც.
გამოსახულებას ვერაფერს დაუწუნებდი...
- და ეს არის ცუდი თვალი? - მკითხა სიცილით, თითქოს რაღაცას მიხვდა.
- მანდ რა ხდება? მომიყევი ყველაფერი, - ვთხოვე.
- შენ ჯერ ის მითხარი, თვალები ჩასიებული რატომ გაქვს?
- დროში განსხვავებას ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე და არეულად მძინავს, - თავი გავიმართლე.
- თავს მიხედე, თამო, - თბილად მითხრა.
- აუცილებლად! ახლა კი მომიყევი, რას შვებით ბავშვები?
- მე და ბიჭებმა ჯგუფი შევქმენით, - მითხრა ეშმაკური ღიმილით.
- მართლა? - წამოვიყვირე გახარებულმა.
- ჰო. ახალი სიმღერა დავწერე და ისე მოეწონათ, რომ ჯგუფის იდეა მაშინვე დაიბადა. ერთ კვირაში გვაქვს კონცერტი. რაღაც პატარა ღონისძიებაა, რომელსაც ალექსის ბიძა უწევს ორგანიზებას და მან მიგვიწვია.
- ვაუ, ძალიან მაგარია! გილოცავთ! - აღტაცებული ვიყავი. - და რა სიმღერაა?
- გამომშვიდობებაზე, - ჩუმად თქვა.
- აა, - მხოლოდ ამის ჩალუღლუღება მივაქციე. მე ხომ ყველაფერს მივხვდი... სიმღერა ჩემზე იყო, ჩვენს გამომშვიდობებაზე...
- ჩანაწერი გაქვს?
- კი, ოღონდ ცუდი ხარისხია. გამოგიგზავნო? - გვერდულად ჩაიცინა.
- და შენი აზრით, ამას კითხა უნდა? - თვალები დავუბრიალე.
- კარგი, კარგი, - გაეცინა.
სიმღერა უცბად მოვიდა, მაგრამ არ მინდოდა სანდროს თანდასწრებით მომესმინა. ვიცოდი, თავს ვერ შევიკავებდი და ვიტირებდი.
- სან, ახლა უნდა წავიდე, რაღაც საქმეები მაქვს, სულ ცოტა ხნით შემოვიჭყიტე აქ. ჯერ სკოლა არ დაწყებულა და იმდენი საქმე მაქვს, მერე რა იქნება არ ვიცი...
- მთავარია ჩვენთვის მოიცლი, - თვალი ჩამიკრა.
- ჰო...
არ ვიცოდი როგორ მეგრძნობინებინა, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა და ტყუილად ჰქონდა იმედი. ამას პირდაპირ ვერ ვეტყოდი, უბრალოდ ძალა არ მეყოფოდა.
- კარგი, აბა შენ იცი. მიყვარხარ!
- ბავშვები მომიკითხე, - ვუთხარი და უცებ გავთიშე, მერე სკაიპიდანაც გამოვედი.
როგორ მესიამოვნდა მისი ,,მიყვარხარს” გაგება და როგორ მინდოდა მეც იგივეთი მეპასუხა, მაგრამ არ შეიძლებოდა... ჩემი სიკვდილის გადატანა უფრო გაუადვილდება, თუკი დამივიწყებს.
სამმა დღე უცებ გავიდა. ვერც კი შევამჩნიე, როგორ მოვიდა ჩემი საავადმყოფოში დაწვენის დღე. წუწუნით მივედი და იქაც არ გავჩერებულვარ. მარკუსს ტვინი გავუბურღე ალბათ, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი.
- იცი რა კარგი იყავი, როცა არ წუწუნებდი? - გაიცინა.
- არ გადაგეტანა ოპერაცია თექვსმეტში და აღარ ვიწუწუნებდი, - ენა გამოვუყავი.
ოპერაცია წესით თხუტმეტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თექსვმეტში გადაიტანეს და ახლა სამი დღის გატარება მომიწევდა საავადმყოფოში.
- ჩემი ბრალი არ არის, - ბავშვივით ენა გამომიყო.
- ისე, შენთვის არასდროს მიკითხავს რამდენი წლის ხარ.
- 30-ის.
- არადა სულ არ გავხარ 30 წლის კაცს. მე უფრო ნაკლებს მოგცემდი.
- მაინც რამდენს?
- 25-ს, მეტი ნამდვილად არა.
- შენ რომ დიდი ყოფილიყავი, კარგი იქნებოდა, - გადაიხარხარა.
- ჰეი, - ბალიში გავუქანე, მაგრამ აიცდინა. - ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას ნუ ვცდებით, ბებრები არ მაინტერესებს, - ენა გამოვუყავი.
- რა სამწუხაროა, - ვითომ მოწყენილმა, თავი ჩაქინდრა.
მარკუსი ძალიან მამხიარულებდა, ჩემი საყვარელი დიდი მეგობარი იყო.
- ისე, ჩემი დიდი ბებია ქართველი იყო, - თქვა სხვათაშორის.
- მართლა? - წამოვიკივლე. - რა მაგარია! რა გვარი იყო?
- აღარ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ნათესავები მყავს. თუმცა პატარაობის შემდეგ არცერთი არ მინახავს.
- სამწუხაროა, - გულწრფელად დამწყდა გული.
- ჰო, მაგრამ ახლა შენი მომზადების დროა, - შემახსენა.
- აჰა, თმების გადახოტრისთვის, - ირონიით ვთქვი და თვალი ავატრიალე.
საშინელი პროცესი იყო, უცრემლოდ როგორ გავუძელი, ჩემი თავის გამიკვირდა. თუმცა თვალები მაინც ამიცრემლიანდა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და არ მიტირია. მარკუსმა ეს შეამჩნია. სპეციალური ქუდი მომცა და შუბლზე მაკოცა. მისი მადლიერი ვიყავი, საოცრად კარგი ადამიანი იყო.
ოპერაციის დღეც დადგა... ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ არავის ვაჩვენებდი, სახეზე ღიმილის ნიღაბი მქონდა აკრული.
- აბა, როგორ ხარ? - პალატაში სალო და მარი შემოვიდნენ.
- მშვენივრად, - გავუღიმე მათ.
- ასეც უნდა იყო. არაფერზე არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ღმერთის იმედი გქონდეს, - გამიღიმა სალომ.
- რომც ინერვიულოს, მაინც გაითიშება და ვერაფერს გაიგებს, რა მნიშვნელობა აქვს? - გაიცინა მარიმ. საპასუხოდ კი სალოსგან დაბღვერილი სახე მიიღო.
- მომისმინე, - განაგრძო მან. - სამივემ კარგად ვიცით რომ ნერვიულობ, მაგრამ იმაზე იფიქრე რომ ოპერაციის დროს გაითიშები და ვერაფერს ვერ გაიგებ. არ იქნება არც ტკივილი და რაიმე ამდაგვარი გრძნობა. უბრალოდ უფლის იმედი უნდა გქონდეს, სანამ გონზე იქნები, ილოცე.
- მადლობა გოგოებო, - ორივეს გადავეხვიე.
დედა ისე გამომემშვიდობა, თითქოს ბოლოჯერ მხედავდა. მამამ შედარებით თავი შეიკავა.
საოპერაციოში შემიყვანეს, სადაც მარკუსი, კიდევ ერთი ექიმი და რამდენიმე ექთანი იყვნენ.
- ნერვიულო, ჰო? - მკითხა მარკუსმა.
- შენ როგორ გგონია?
- გული გისკდება, - გაიცინა მან. - შენ წარმოიდგინე, მეც ვნერვიულობ, რადგან არცერთი ოპერაცია ჩემს ხელში არ არის. ამ ცხოვრებაში საერთოდ არაფერი არ არის ადამიანის ხელში. ყველაფერი ღმერთია, მისი გადასაწყვეტია რა მოხდება. მე კი იმიტომ ვენრვიულობ, რომ სხვებივიც არც მე ვიცი რა მოგვიმზადა უფალმა. და თუკი სულ პაწაწინა ნაწილი მაინც არის ჩემს ხელში, გპირდები, შენს გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ.
- მადლობა, - თვალები ამიცრემლიანდა.
- რისთვის?
- ყველაფრისთვის. საოცარი ადამიანი ხარ.
- გეტყოდი ეს ჩემი საქმიანობაა-მეთქი, მაგრამ ზედმეტად ბანალური იქნება, - გაიცინა და ამით სიტუაცია განმუხტა.
- დავიწყოთ, - შეუბრუნდა დანარჩენებს.
პირზე სასუნთქი აპარატი დამადეს. უსიამოვნო ჰაერის სუნთქვა დავიწყე, საშინლად არ მომწონდა მისი სუნი და გემო, ამიტომ ვცდილობდი სუნთქვა შემეკავებინა, მაგრამ ბოლოს ჩემზე გაიმარჯვა და თვალები მიმელულა.

...

- დეფიბრილატორი, - იყვირა ვიღაცამ.
სხეულზე რაღაც ცივი ვიგრძენი და საშინლად არ მესიამოვნა. შემდეგ ვიგრძენი, რომ რაღაცები დამაკრეს სხეულზე და, - განმუხტვა, - ისევ ის ხმა იყო. ერთ წამში ელექტროობამ დამიარა მთელს სხეულში. - კიდევ ერთხელ. უფრო მაღალი დენი!
ელექტროობის ახალი ტალღა, მაგრამ არანაირი ცვლილება. ვგრძნობდი, რომ ვიყინებოდი.
- მარკუს, აზრი აღარ აქვს, - ვიღაცის ჩემი ხმა გავიგე.
- არა! გულის მასაჟი უნდა გავაკეთოთ!
მკერდზე ვიღაც უაზროდ მირტყამდა ხელებს. ვგრძნობდი რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალას ვერ ვპოულობდი. ყველაფერს ვიღაც სხვა, უცხოს თვალით ვუყურებდი და საკუთარ სხეულს დავყურებდი უემოციოდ.
- მიდი, გთხოვ, - მკერდზე ისევ ვგრძნობდი ვიღაცის ძლიერ ხელებს, მაგრამ ისევ უშედეგოდ.
- აღარაფერი ეშველება, ოპერაცია მარცხით დასრულდა...
გაბმული ზუმერი...

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-06-10, 10:58 PM | შეტყობინება # 164

842
83  +
   ±
Offline
tuki raime shecdomebi maqvs, momitevet, vchqarobdi kiss

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-06-10, 11:07 PM | შეტყობინება # 165
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
გითხარი მე შენ თამო, რაიმეს თუ არ უშველი ამ გოგოს მოგკლავ angry cry cry cry cry cry აუ რააა cry cry cry cry cry cry cry cry


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: