ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულზე შეყვარებული

Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 4:20 PM | შეტყობინება # 181

436
7  +
9  ±
   ±
Offline
aa metqii biggrin me bichis garda shemidzlia yvela movkla happy

Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 4:20 PM | შეტყობინება # 182

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ratqmaunda nawarmoebshi mxolod biggrin

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 4:26 PM | შეტყობინება # 183

842
83  +
   ±
Offline
Mar_Ie, ho, mtlianad vamtavreb. or an sam tavshi. :))
viku-vuku, ai amas rom davamtavreb mere imas ganvagrdzob.:))

bella1999თარიღი: ორშაბათი, 2012-06-11, 4:36 PM | შეტყობინება # 184

151
5  +
15  ±
   ±
Offline
Quote (ni|n|in)
, uuf kai eg agresiaa sheni azrit??

yvelas tavissi azri gaachnia ra dry

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 7:50 PM | შეტყობინება # 185

842
83  +
   ±
Offline
XVII თავი


თავი სრულ სიბნელეში ამოვყავი. გარშემო უკუნეთი სიბნელე იდგა, საკუთარ თითებსაც კი ვერ ვხედავდი. თავს საოცრად მსუბუქად ვგრძნობდი, თითქოს ჰაერში დავფრინავდი, მაგრამ ამავე დროს ვგრძნობდი, რომ ფეხზე მყარად ვიდექი. თუმცა სიბნელის გამო გადაადგილება მეშინოდა. მეგონა წავიქცეოდი, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ნაბიჯის გადადგმას მოვახერხებდი. შავი უსასრულობა მაშინებდა... საერთოდ სიბნელის არასდროს მეშინოდა, მაგრამ აქ სრული სიჩუმე, სიბნელე იყო. გაურკვევლობაში ვიყავი, ნუთუ უკვე მოვკვდი? ეს ადგილი ნამდვილად არ ჰგავს სამოთხეს, მაგრამ არც ჯოჯოხეთია, რადგან ტკივილს არ ვგრძნობ. მინდოდა სულ პაწაწინა ნათება დამნახა და თითქოს ჯინმა სურვილი ამისრულაო, სადღაც შორს, პატარა ნათელი წერტილი გამოჩნდა. ნელ-ნელა გადიდდა და ყველაფერი გაანათა. თითქოს გვირაბში ვიყავი, რომლის ბოლოს შუქი ჩანდა, ჩემი ხსნა...
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ტელევიზორში ნანახ ან ვინმეს მოყოლილ ამბავს. აქამდე ბოლომდე არ მჯეროდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. სადღაც ამოუცნობ განზომილებაში გვირაბი და მის ბოლოს შუქი მართლაც არსებობს, რომელშიც ახლა მე ვიმყოფები. ანუ სინათლეში თუ გავახწიე, გადავრჩები? მაგრამ მე ხომ გავიგე, აპარატის გაბმული ზუმერი, რომელიც მხოლოდ ერთის მანიშნებელია-სიცოცხლე დასრულდა. მაგრამ იქნებ... იქნებ მეორე შანსიც მეძლევა?
ძალა მოვიკრიბე და სულ პატარა ნაბიჯი გადავდი. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თეთრ უსასრულობას მივეზიდე და საშინელი სისწრაფით წავეყვანე მისკენ. არ დავდიოდი, ფეხებს საერთოდ არ ვამოძრავებდი და უეცრად აღმოვჩნდი სინათლეში. თვალები მოვჭუტე, უეცარი განათებისაგან მეტკინა.
და როცა გავახილე... ეს იყო რაღაც საოცრება! ნამდვილად ჰგავდა ედემის ბაღს. იქნებ იყო კიდეც? გარშემო ენით აღუწერელი სილამაზე იყო. მწვანე ბალახზე უამრავი ნაზი, სათუთი ყვავილი ყვაოდა. ყველაფერი მწვანე ფერში იყო ჩაფლული, ულამაზესი ყვავილებით. მოშორებით ნაკადულის ხმაური ისმოდა და აქაურობას აგრილებდა. გარშემო სასიამოვნო სურნელება ტრიალებდა და მაბრუებდა. ასეთი სილამაზე ჯერ არსად მენახა. უკვე აღარც მინდოდა წასვლა, სიამოვნებით დავრჩებოდი აქ სამუდამოდ. ეს ის ადგილია, სადაც ნებისმიერი ადამიანი მოისურვებდა დარჩენას.
ხმაური მომესმა და ოდნავ მოშორებით გავიხედე. მინდორზე ქერა, ხუჭუჭთმიანი ბავშვები მხიარულად დარბოდნენ და ყვავილებით გვირგვინებს აკეთებდნენ. მაშინ ვნახე, როგორია სრულიად უცოდველი ადამიანის სახე, თანაც ბავშვები ხომ ყველაზე უწყინარი და წრფელი გულის მქონე არსებები არიან. სიამოვნებისაგან ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ეს ადგილი ჩემზე საოცრად მოქმედებდა ჩემზე. ბავშვებისაკენ გავემართე, მაგრამ სანამ მივუახლოვდებოდი, ერთერთი წამოვიდა ჩემკენ და ყვავილების გვირგვინი გამომიწოდა. საკოცნელად მისკენ დავიხარე და ჩავიკუზე. ისეთი რბილი და ფაფუკი ლოყები ჰქონდა...
- შენ თამუნა არ ხარ? - მკითხა წკრიალა ხმით.
ხმის ამოღება ვეღარ შევძელი. საიდან იცის ამ პატარა საოცრებამ ჩემი სახელი?
- კი, მე ვარ, მაგრამ საიდან მიცნობ?
- აქ ყველა გიცნობს, - თბილად გამიღიმა და დანარჩენებზე მანიშნა, რომლებიც ერთმანეთში კისკისებდნენ.
ალბათ სახეზე გაკვირვება გამომეხატა და პატარა ანგელოზმაც მაშინვე ამიხსნა ყველაფერი.
- ჩვენ შენ დიდი ხანია, რაც გელოდებით. ძალიან კარგი ხარ და დიდი სიამოვნებით დაგტოვებდით ჩვენთან, მაგრამ ჯერ ადრეა. ოდესღაც ისევ მოხვალ აქ, ჩვენ ისევ ხელგაშლილი დაგხვდებით და მიგიღებთ, მაგრამ ახლა არა. შენ ჩვენზე მეტად სხვებს სჭირდები, - თავისი ლამაზი, მომაჯადოებელი ღიმილით გამიღიმა.
- და შენ რა იცი? - მიჭირდა დაჯერება.
- ვიცი, - თქვა დარწმუნებით.
გარშემო მიმოვიხედე. აქ ისეთი სილამაზე, სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო, რომ დამენანა ასეთი საოცარი ადგილის დატოვება.
- და იქნებ დავრჩე? აქ ისეთი კარგია... არ ჰგავს იმ სამყაროს, სადაც მე ვცხოვრობ. აქ ნამდვილი სამოთხეა!
- ასეც არის, - ჩემს გადიდებულ თვალებზე ოდნავ გაეცინა. -ახლა უნდა წახვიდე, დრო ამოიწურა, - დანანებით თქვა. - ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. მომენატრები, - ბავშვური სითბოთი გადამეხვია და შემდეგ დანარჩენებს შეუერთდა.
იქაურობას თვალი უკანასკნელად მოვავლე. არ მეთმობოდა დასატოვებლად, მაგრამ როგორც პატარა ანგელოზმა თქვა, მე სხვებს ვჭირდები. არ მინდა ჩემი ეგოისტობის გამო ვინმეს გული ვატკინო და დავტანჯო.
გვირაბისაკენ წავედი, სიბნელემ მოიცვა ყველაფერი...

...

ვგრძნობდი, რომ ხელში რაღაც მერჭობოდა და ვერ ვმოძრაობდი. სხეული დამძიმებული მქონდა. აპარატების წიკწიკი მესმოდა, რაც ჩემს ნერვიულ სისტემაზე საგრძნობლად მოქმედებდა. მთელი სხეული დამბუჟებოდა, თითებს ოდნავ ვგრძნობდი. გონება დავძაბე და ვეცადე რაიმე გამხსენებოდა, მაგრამ თავში სიცარიელე მქონდა. მხოლოდ პატარა ხუჭუჭთმიანი ანგელოზის სახე მედგა თვალწინ. ვერ ვიხსენებდი რა მომივიდა, სად ვიყავი...
თავს ძალა დავატანე და თვალების გახელა ვცადე. გამიჭირდა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიე. თუმცა უეცარმა სინათლემ თვალი მომჭრა და მაშინვე დავხუჭე. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ვცადე, ამჯერად ისე აღარ გავუღიზიანებივარ სინათლეს. ოთახი შევათვალიერე, ყველაფერი თეთრ და ლურჯ ფერებში იყო. გარემო მეცნობოდა, მაგრამ მის აღსაწერად შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობდი. ჩემგან მარცხნივ გავიხედე და თავჩაქინდრული ბიჭი დავინახე. სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. მივხვდი, რომ ეს ვიღაც ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის. ამას უბრალოდ ინსტიქტებით ვგრძნობდი, ტვინი ამდენს ვერ აღიქვამდა. უცნობმა თავი აწია და თავისი ზღვისფერი თვალები შემომანათა. ჩემს დანახვაზე შეშფოთდა, სახეზე ყველა ფერმა გადაუარა და თვალები აუციმციმდა.
- მგონი მეჩვენები, - სასიამოვნო ხმა ჰქონდა.
შეშინებული ჩემთან მოვიდა, სახეზე ხელებით მომეფერა და თვალები აუცრემლიანდა.
- როგორ მომენატრე, - დაიხარა და შუბლზე მაკოცა. - საზიზღარი ხარ, როგორ შემაშინე, - განმიცხადა.
- და... თქვენ ვინ ხართ? - ვიკითხე დაბნეულმა.
უცნობი სახეზე გაფითრდა და მომეჩვენა, რომ ხელები აუკანკალდა.
- ვერ მცნობ? - იკითხა ხმის კანკალით.
- ვერა, - თავი ჩავხარე.
ვერ ვიხსენებდი ვინ იყო ჩემთვის, რა ერქვა, მაგრამ იმას კი ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.
- ერთი წუთით, - ჩაიბურტყუნდა და ოთახიდან გავიდა.
რამდენიმე წუთში ექიმთან და ექთანთან ერთად დაბრუნდა. ექთანი გაფართოებული თვალებით მიყურებდა, ექიმს კი ბედნიერი სახე ჰქონდა.
- აბა, თავს როგორ გრძნობ? - მოვიდა და გასინჯვა დამიწყო.
- სუსტად ვარ, სხვა არაფერი მაწუხებს.
- ეს გასაკვირიც არ არის. სულ ცოტა ხანში გამოკეთდები, არ იღელვო, - გამიღიმა.
- ახლა კი მიპასუხე, რა გქვია და რამდენი წლის ხარ?
- თამუნა, 16 წლის ვარ. და ეს რაში გაინტერესებთ?
- გვაინტერესებს მახსოვრობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები ხომ არ გაქვს, - მიპასუხა ექთანმა.
უცნობს გადავხედე.
- მგონი კი, - მორცხვად ვთქვი.
- საშიში არაფერია, მალე ყველაფერი გაგახსენდება.
უცნობს ისევ შევხედე. მისი მოწყენილი თვალების დანახვისას გული მეტკინა. არ მინდოდა ჩემ გამო დატანჯულიყო და ამიტომ რაც შემეძლო გონება დავძაბე. უნდა გამახსენებინა!
გონებაში ერთი სახელი მიტრიალებდა, მის თქმას ვერ ვბედავდი, მაგრამ ბოლოს მაინც გავრისკე.
- ანდრია? - უფრო კითხვას ჰგავდა ჩემი ინტონაცია.
ამის გაგონებაზე თვალები გაუბრწყინდა და მივხვდი, რომ სწორი ვიყავი. იმავე წამს გონება გამეხსნა და აბსოლიტურად ყველაფერი გამახსენდა. რა მომივიდა, როგორ აღმოვჩნდი აქ, და რა თქმა უნდა, ანდრია! ჩემი ბავშვობის ყველაზე ძვირფასი ნაწილი.
- ცოტაც და გული გამისკდებოდა, - თქვა მხიარულად.
ჩემთან მოვიდა და გადამეხვია. რამდენი ხანია აღარ მინახავს, როგორ მომენატრა...
- მიხარია შენი ნახვა, - გავუღიმე.
- მეც, მაგრამ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს მე და შენ. არ გიკვირს აქ როგორ აღმოვჩნდი?
და მერე გამახსენდა... ანდრიამ ჩემი დაავადების შესახებ არაფერი იცოდა. ვერ შევძელი მისთვის მეთქვა. თან უკრაინაში იყო წასული, სწავლობდა. მე კი არ მინდოდა მისთვის ხელი შემეშალა. ვიცოდი, როგორც კი ჩემს ამბავს გაიგებდა, მაშინვე უკან დაბრუნდებოდა.
- ჩვენ დაგტოვებთ. ცოტა ხანში მარკუსი შემოვა და ის გაგსინჯავს. გაითვალისწინეთ, გადაღლა არ შეიძლება პაციენტისთვის.
- მე მივხედავ, - თქვა ანდრიამ და ოთახიდან გააცილა ისინი.
- რატომ არ მითხარი? - მკითხა მკაცრი ტონით.
- შენ შენი საქმეები გაქვს, ჩემს გამო არ უნდა მოცდე.
- შენ რა, გაგიჟდი? - გაღიზიანდა. - აქამდე ყველაფერს მიყვებოდი და მენდობოდი, რაიმე შეიცვალა? არც ისე დიდი ხანია რაც უკრაინაში წავედი, მაგრამ მაინც...
- შენი წასვლა არაფერ შუაშია. მე ისევ ისე მიყვარხარ და გენდობი. უბრალოდ არ მინდა ჩემ გამო სხვები შეწუხდნენ. მით უმეტეს ჩემი საყვარელი ადამიანები.
- რა სულელი ხარ, - ჩაიცინა და ჩამეხუტა. - აწი ყოველთვის შენთან ვიქნები და შენი ხმა არ გავიგო. მეგობარი გაჭირვების დროს უფრო არის საჭირო. ნერვები მეშლება იმის გახსენებაზე, რომ ყველაფერი ჩემს გარეშე გადაიტანე.
- ხომ გადავრჩი? - გავიღიმე და გამახსენდა, რომ უამრავი კითხვა მაწუხებდა.
- ენდი, რამდენი ხანი ვიყავი გათიშული?
- ორ კვირაზე ცოტა მეტი. მშობლები სულ შენთან იყვნენ. დღეს როგორც იქნა მოვახერხე და სახლში გავუშვი დასასვენებლად.
- და შენ როგორ გაიგე რომ აქ ვიყავი?
- ამდენი ხანი რომ აღარ შემეხმიანე, მამაშენს დავურეკე და ყველაფერი მომიყვა.
კარის გაღების ხმა იყო. ორივემ იქითკენ გავიხედეთ, სადაც გახარებული მარკუსი იდგა.
- გაუმარჯოს საიქიოდან მობრუნებულს, - გადაიხარხარა, რაზეც ანდრიასაგან მკაცრი მზერა დაიმსახურა. მე კი არ გამცინებია, რადგან მორტალს ამბობდა.
- ასე ცუდად ვიყავი?
- ძალიან, - სახე დასერიოზულდა.
- მარკუს, შენთან რამდენიმე კითხვა მაქვს, - ჩემი ცნობისმოყვარეობა უნდა დამეკმაყოფინებინა.
- გისმენ, - სკამზე მოკალათდა და მგონი სულ დაავიწყდა, რომ ის ექიმი იყო, მე კი მისი პაციენტი, რომელიც უნდა გაესინჯა.
- მოვკვდი?
ჩემს კითხვაზე ერთმანეთს გადახედეს და მერე მე მომიბრუნდნენ გაოცებული სახეებით.
- ვერ გავიგე? - დაიბნა მარკუსი.
- ანუ მე ვნახე როგორ მოვკვდი, ოპერაციის ბოლო პროცესი. ან შეიძლება არც მინახავს... - დაეჭვებულმა ჩავიბუტბუტე.
- არ გინდა გასინჯო? მგონი მთლად კარგად ვერ არის, - შუბლზე ხელი დამადო ანდრიამ.
- არა, - თავი გააქნია მარკუსმა. - მომიყევი რაც ნახე.
ყველაფერი დეტალებში მოვუყევი მათ. ანდრიას გაფართოებული თვალები ჰქონდა, მარკუსს კი ნაკლებად ეტყობოდა გაკვირვება.
- დეფიბრილატორი მართლაც გამოვიყენეთ, რადგან პულსი საგრძნობლად ეშვებოდა ქვემოთ. მაგრამ შენი მოყოლილისგან განსხვავებით, შედეგი გამოიღო და გულმა ნორმალურ რიტმში დაიწყო მუშაობა. ორი კვირა ნარკოზის ზემოქმედებიდან ვერ გამოდიოდი, ფაქტიურად კომაში იყავი. კომის მდგომარეობა კი ჯერ კიდევ არავის შეუსწავლია ბოლომდე. რაც შენ მოყევი, იგივე ბევრისგან გამიგონია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არაფერი ახსოვთ.
- ანუ შენ სამოთხეში იყავი? - ანდრია ჯერ კიდევ შოკში იყო.
- არ ვიცი, მაგრამ ძალიან ჰგავდა...
ცოტა ხანში ანდრია გავიდა, მარკუსს უნდა გავესინჯე. ყველაფერი ნორმაში იყო, წამოდგომის უფლებაც კი მომცა.
- ოღონდ არ უნდა გადაიღალო, მხოლოდ აბაზანაში შესვლა თუ მოგინდება, მაშინ ადექი.
- კარგი, - დამჯერი ბავშვივით თავი დავუქნიე. - და მარკუს, შენ ჩემი ტვინი ნახე, არა? - ჩემს კითხვაზე თვითონ გამეცინა.
- თუ ის გაინტერესებს გაქვს თუ არა, დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ საკმაოდ ნაოჭებიანი ტვინი გაქვს, - გადაიხარხარა.
- მე ეჭვი მეპარებოდა ხომ იცი, რა, - ენა გამოვუყავი.
საღამოს დედა და მამა მოვიდნენ ჩემს სანახავად. რატომღაც გამაღიზიანა მათმა დიდხნიანმა ვიზიტმა და ვთხოვე, რომ მარტო დავეტოვებინე. გამიგია, რომ ოპერაციის შემდეგ აგრესიულები ხდებიან, ან ვინმეს უმიზეზოდ აითვალწუნებენ. ალბათ მე ცასე ვიყავი. არ მინდოდა რომ დიდი ხანი დარჩენილიყვნენ და დაღლილობა მოვიმიზეზე.
მეორე დღეს ანდრიას ვთხოვე ლეპტოპი მოეტანა. თხოვნა რა თქმა უნდა ამისრულა და საღამოს ჩემი საყვარელი ლეპტოპი მუხლებზე მედო. სკაიპში შევედი, ელენესთან მინდოდა ლაპარაკი. გამიმართლა, ხაზზე იყო. მაშინვე დავურეკე.
- ვაიმე, როგორ ხარ? ნუთუ უკვე გამოკეთდი? როდის გამოხვედი კომიდან? ძალიან მომენატრე.
- თუ კიდევ ასე მომაყრი კითხვებს, იცოდე გავთიშავ. მალე ვღიზიანდები ყველაფერზე, გაითვალისწინე. კომიდან გუშინ გამოვედი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მეც მომენატრე.
- კარგი, გავითვალისწინებ. ისევ საავადმყოფოში ხარ? თვალი ჩართე, რა.
- ჯერჯერობით მომიწევს დარჩენა, - ვთქვი უკმაყოფილოდ. - ჯობია არ დამინახო, თორემ გული გაგისკდება. საშინელი შესახედავი ვარ. ერთი თავის ნაცვლად ხუთი მადევს მგონი, თვალები ჩასიებული და ჩაშავებული მაქვს. თან ჩემი გრძელი თმისგან კვალიც კი აღარ დარჩა, ახლა მის მაგივრად ნაკარებია.
დღეს დილით სააბაზანოში რომ შევედი და სარკეშო ჩემი თავი დავინახე, ისე შემეშინდა, ლამის გული წამივიდა. ვიცოდი რომ საშინლად გამოვიყურებოდი, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო.
- არა უშავს. ჩართე მაინც.
- შენს თავს დააბრალე, - ვუთხარი და თვალი ჩავრთე. - ახლა შენ ჩართე.
- ჩემი გაფუჭებულია, - თქვა ხმის კანკალით. მივხვდი, ასე ჩემი დანახვის გამო იყო.
ელეს სახლის ზარის ხმა გავიგე.
- ახლავე მოვალ, დედა იქნება, - თქვა და კარის გასაღებად წავიდა.
- რა სახე გაქვს, მოჩვენება ხომ არ დაინახე?
- ცუდად ხარ? რა ფერი გადევს სახეზე.
გავიგე ბიჭების ხმები.
- ეს ვინ არის? - ხმა ძალიან ახლოდან მომესმა.
ჯანდაბა! ელენეს ხომ კომპიუტერი მისაღებში უდგას. სკაიპი სასწრაფოდ გავთიშე და ლეპტოპი გვერდით გადავდე. ხმაზე ვერც ერთი ვერ ვიცანი, ნეტავ ვინ იყვნენ?

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 8:31 PM | შეტყობინება # 186
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vicodi rom gadarcheboda! tamo dzalian magrad gqonda agwerili "sikvdili", martla saswauli iyo! gamogvidzeba xo saertod. tavidan andriaze vifiqre sandroatqop, mara mere saidantqo da bolos ro gairkva ro andria iyo gamovedi gaurkvevlobidan biggrin biggrin eles reaqcia ar gamkvirvebia, magram vfiqrob rom tamostvis ar unda chartvevinebina tvali, xom icoda rac moxdeboda. da es boloshi ki darwmunebuli var rom bichebi iyvnen, anu sandro saba da aleqsi biggrin an marto sandro da saba. xoda tu sandro iyo is ro iikiitxa es vin ariso, chatvale ro realurad ro arsebobdes movklavdi! ara tu martla eg iyo da tamuna ver icno, mashin ravi raa biggrin biggrin biggrin dzaan gavutie me vatyob, xoda male gaagrdzele shen sanam vifantaziore kide ragaceebi biggrin biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 8:39 PM | შეტყობინება # 187

436
7  +
9  ±
   ±
Offline
vaa gamovide komidan,kargi tavi iyoo,anu simsimne amokvetes da kargad iqneba?? eseigi ketiltvisebiani iyo :))

Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 8:42 PM | შეტყობინება # 188

436
7  +
9  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, ipitom ver icno rom tma gadaparsuli,tvalebdasiebuli da gafitrebuli jer ar enaxa tamuna biggrin auuf dzaaan gtxovt "Tamo"-s nu daweert sashinlad mejavreba ) )

nati_cullenთარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 8:44 PM | შეტყობინება # 189

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaime vaime vaimeeeee shemdegi mindaaaaaaaaaaaaaaaaaaaa :DDDD


bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 8:48 PM | შეტყობინება # 190

842
83  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, diiidi madloba naaat kiss is momenti ufro kargad mindoda amegwera, mara arc esaa gadasagdebi biggrin magas shemdeg tavshi gaigeb :P
Mar_Ie, ki amokvetes. ketiltvisebiani iyo da tanac agnishnuli maqvs romeligac tavshi rom kafsulashi iyo moqceuli, anu gafantuli ar iyo. tumca yvelafris miuxedavad gartulebebi maincaa mosalodneli.
me kide tamuna ar miyvars biggrin ar momwons roca tamunas medzaxian da aqac instiqturad sul tamos vwer:DDD

nati_cullenთარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 8:53 PM | შეტყობინება # 191

400
9  +
30  ±
   ±
Offline
xom vtqvi gadarchebatqo happy cool cool cool


Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 11:52 PM | შეტყობინება # 192

436
7  +
9  ±
   ±
Offline
bella-vampire, თაკო მაინც იხმარე, აიი როგორ ვთქვა ვღიზიანდები თამარს რომ თამოს ეძახიან ,თუმცა როგორც შენს გემოვნებაშია მასე იყოს რას ვიზამ ( (

შეტყობინება შეასწორა Mar_Ie - სამშაბათი, 2012-06-12, 11:53 PM

makieთარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-13, 0:31 AM | შეტყობინება # 193

144
4  +
28  ±
   ±
Offline
au andreaa sandrooo megonaa sad sad


bella1999თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-13, 7:26 PM | შეტყობინება # 194

151
5  +
15  ±
   ±
Offline
umagresi iyo.me yvelaze metad samotxeshi yofna momewona happy happy happy happy happy

viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 4:51 PM | შეტყობინება # 195

397
10  +
12  ±
   ±
Offline
kargad iyo agwerili sandro momenatra magrad ise ki vkvdebi ise mainteresebs tamos gadaparsuli tmebi da ase shemdeg biggrin biggrin biggrin biggrin sandro minda da saswrafod axali tavi dadeeeeeeee
madloa minda gadagixado da ar shemidzlia ar avgnishno sheni nichi saocrad mgrdznobiared wer
da ar shemidzlia ar gadagixado madloba aseti uuuuuuuuuuuuzaermazari tavistvis


ძებნა: