დამთხვეულები
|
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-10, 4:43 PM | შეტყობინება # 124 |
572
Offline
| axaLi Tavi mwyuriiaa annnuuukiii<3
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
RoB-dOd | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-10, 4:43 PM | შეტყობინება # 125 |
572
Offline
| axaLi Tavi mwyuriiaa annnuuukiii<3
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-10, 7:30 PM | შეტყობინება # 126 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პატარა ნაწილები დავდე წინაზე იმიტო რო მივხვდი ბევრ-ბევრს რო ვდებ მალე დამეწევით იმიტო რო ასეთივე სიხშირით ვერ ვწერ Jack♥sparrow, შენი თხოვნა მიღებულ და გათვალისწინებულ არს.
კვირა. 19:32 _ბიჭო, მობილური რატო გაქ გამორთული? _ჩემი ძველი ნომერი ნაგავსაყრელზეა. ავიღებ ახალს ამ დღეებში. _კაი, კაი, ტო. რაზე გირეკავ, ხვალ 8–ის ნახევარზე გამოგივლი და წავიდეთ. _სად? _კუს ტბაზე! მამაჩემს მივეხმაროთ მეთქი ხო გებაზრე? _ა, კაი. ბეზ პრაბლემ. გამოიარე. მზად ვიქნები. _ხარაშო. ოღონდ შენებურად ნუ დაიზმანები, დანგრეულ სახლში მივდივართ, არ დაგავიწყდეს. _ოო, შენი ჭკუის სწავლებაღა მაკლდა. იქნებ მეთვითონაც მივხვდე როგორმე!–პუშკინას არ სწყენია, დუჩეს ტონით მიხვდა, რომ ბიჭი უბრალოდ უხასიათოდ იყო და ოდნავი იუმორით თქვა. ამიტომ გაიცინა, კაი, ხვალ გამოგივლიო უთხრა და გათიშა. დუჩემაც დაკიდა სახლის ტელეფონის ყურმილი და მერე ციფრებს დააცქერდა. გონებაში დუდას ნომერი აკრიფა, მაგრამ სანამ გოგონა ყურმილს აიღებდა მის წარმოსახვაში, დუჩეს ნერვები მოეშალა საკუთარ თავზე და ტელეფონს მოშორდა.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ხუთშაბათი, 2011-11-10, 7:31 PM | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-10, 7:31 PM | შეტყობინება # 127 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ორშაბათი. 08:12 _აბა, რა გვევალება?–ძველ შორტებსა და მაისურში გამოწყობილი დუჩე სახლის საღი ნაწილიდან დანგრეულში გავიდა, სადაც უკვე ელოდა პუშკინა და მამამისი, რომელთაც ძველი, დალაქავებული ტანსაცმელი ეცვათ. _ჯერ აქაურობა უნდა გავწმინდოთ ნარჩენებისგან. ბატონმა შოთამ თქვა, რომ შეგვიძლია წავიღოთ თუ რამე მოგვეწონება, მას აქ აღარაფერი სჭირდება. _აქედან რა უნდა წაიღო? დამწვარია ყველაფერი!–პუშკინამ ხელში პლასტმასის გამურული საგანი აიღო, რომელიც ალბათ ოდესღაც ჭიქა იყო. _ნაგავს ტომრებში მოვათავსებთ და ჭიშკარგარეთ გავიტანთ.–გააგრძელა მამამისმა. _კარგი, საქმეს შევუდგეთ.–დუჩემ გაშავებულ–დამწვარი ნივთების მოგროვება და ნაგვის ტომრებში ჩაყრა დაიწყო. დანგრეული სკამები და მაგიდები კი პირდაპირ ჭიკართან გაიტანა. _ვინ ცხოვრობდა აქ? გადარჩა ნეტა? რა უბედურად აფეთქებულა.–ენას ვერ აჩერებდა პუშკინა. _მებაღე.–უპასუხა მამამ.–მებაღე ცხოვრობდა და ძლივს გადარჩენილა საბრალო მოხუცი. თუმცა კიდურები დასწვია. _საწყალი. _თქვენ... აქამდეც იცნობდით ამ ოჯახს?–ჰკითხა დუჩემ, რადგან ჭიშკარში შემოვიდნენ თუ არა, მაშინვე მიხვდა ვისთანაც მოუწევდა მუშაობა, თუმცა უკან არ დაუხევია, ბედისწერამ მიიყვანა ის და არა საკუთარმა სურვილმა. თუმცა არც უმაგისობა იყო. _არა, არ ვიცნობდი. ძველმა კლიენტმა ურჩია და დამირეკა ბატონმა შოთამ. მერე მოვედი და მის ქალიშვილს მოველაპარაკე.–დუჩეს რატომღაც გული აუჩქროლდა. თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ აუფორაჯდა ლოყები. არ შეეძლო გაჩერებულიყო, არაფერი ეკითხა მასზე, მაგრამ არც ის უნდოდა რამე შესტყობოდა. რამდენჯერმე გააღო და დახურა პირი. ისიც იცოდა, რომ თუ დიდხანს იქნებოდა ჩუმად, პუშკინა სხვა თემაზე დაიწყებდა ლაპარაკს და მერე საერთოდ ვეღარაფერს იკითხავდა დუდაზე. რამდენიმე ნივთი ტომარაში ჩაუშვა და შპალერის ახევით დაკავებულ კაცს ჰკითხა: _მერე, როგორი გოგოა?–სახეგამურულმა პუშკინამ, რომელიც ტომარასთან დახრილიყო, ეშმაკური ღიმილით გახედა ცერად და უთხრა: _ისევ ფორმაში ხარ? დაიწყო გოგოებზე ჩალიჩიი!–და გაიცინა. დუჩეს ყურადღება არ მიუქცევია, პასუხს ელოდა. კაცმაც არ შეიმჩნია თავისი შვილის კომენტარი და სერიოზულად უპასუხა: _კარგი გოგოა. კარგად გაზრდილი და ჭკვიანი. სათქვენო არაა ბიჭებო, ეგ ისეთი არაა, ჩალიჩზე ტყუილად ნუ მოცდებით. "სათქვენო არაა..." მტკივნეულად ჩაესმა დუჩეს კაცის სიტყვები. _კარგი რა, მამა, ნუ გადაგვიწურე იმედი. საჩვენო არაა რას ნიშნავს? რახან მილიონები არ გვაქვს?–გაბრაზდა პუშკინა, მაგრამ სერიოზული შესახედაობა მაინც ვერ დაედო. მამა–შვილი წაკამათდა, მაგრამ დუჩე მათ აღარ უსმენდა, ტომარა მოიგდო ზურგზე გარეთ გამოვიდა. ტომარა ჭიშკართან რომ დააბინავა და უკან დაბრუნდა, პატარა სახლში შესვლის ნაცვლად, დუდას თეთრი სახლისკენ გაემართა. თვითონაც ვერ იაზრებდა რას აკეთებდა. ტანსაცმელზე რამდენჯერმე დაინახა და მიხვდა, რომ საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა, როცა დუდა ასე ახლოს იყო, არ შეეძლო, უბრალოდ არ შეეძლო არ ენახა. უბრალოდ მისალმებოდა მაინც და სიტუაცია აეხსნა, რომ მისი იდეა არ ყოფილა იქ მისვლა, რომ არ იცოდა თუ მის სახლში მოუწევდა მუშაობა. დუჩე სათქმელს ალაგებდა კარებს რომ მიუახლოვდა და ნონა დაინახა, რომელიც პარმაღს გვიდა. _თქვენ?!–გაკვირვებულმა შეხედა ქალმა.–ეს თქვენ ხართ, ხომ? კარგად არ დამამახსოვრდით, მაგრამ მგონი თქვენ ხართ! მადლობა უნდა გადაგიხადოთ, რომ...–ქალი უცებ გაჩუმდა, ეგონა ბიჭი სტუმრად იყო, მას კი გახუნებული გამურული ტანსაცმელი ეცვა.–დუდასთან მოხვედით? _მმ... არრა. მებაღის სახლის შეკეთებაში ვეხმარები მეგობარს. შეგიძლია წყალი დამალევინო?–დუჩეს გულით უნდოდა შიგნით შესულიყო, იქნებ სადმე თვალი მოეკრა მისთვის. ან იქნებ საერთოდაც საუზმობდა? _დიახ, რა თქმა უნდა. შემოდით,–ნონა სახლში შეუძღვა. დუჩეს ეცნო ეს მისაღები, ეს დერეფანი. შემდეგ სამზარეულო გამოჩნდა და მისი ცარიელი მაგიდა, რომელზეც არავინაც არ საუზმობდა. _ვერც წარმოიდგენთ როგორი მადლიერი ვარ თქვენი,–ეუბნებოდა გზაში ქალი.–თქვენ რომ არა, დღეს ვინ იცის სად ვიქნებოდი. თქვენ უნდა გიმადლოდეთ, რომ დღეს ცოცხალი ვარ.–ქალმა მინერალური წყალი გამოიღო მაცივრიდან და ჭიქაში დაუსხა. სანამ დუჩე წყურვილს იამებდა, ქალმა ჰკითხა: _დუდამ იცის აქ რომ მუშაობთ? _არამგონია... სახლშია?–გულისფანცქალით ჰკითხა, მაგრამ მღელვარებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად მიიღო პასუხი. _არა, აკადემიაში წავიდა. საღამომდე არ მოვა ალბათ. თქვენც ხომ გესმით? ახალგაზრდა გოგოა, სახლში არ მოუწევს გული. სულ მეგობრებთან და იმ ბიჭთან ერთადაა ხოლმე. რა ქვია?–თავისთვის ჩაფიქრდა ნონა და ვერც დაინახა როგორ შეეკრა სუნთქვა დუჩეს.–ხო, გიორგი! თუმცა ამბოლო დროს ნაკლებს მიყვება ხოლმე იმ ბიჭზე. მიდიხარ უკვე?–დუჩეს ბოლო წინადადებები არ გაუგია, უკვე კარებთან იყო და გარეთ გადიოდა.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ხუთშაბათი, 2011-11-10, 7:31 PM | |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 6:28 PM | შეტყობინება # 130 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ისე მიყვარხართ, ხათრს ვერ გიტეხავთთთთ დოდ, ვის დედაზე ამბობ? ნონა მსახურის პონტშია, დედა არ ყავს დუდას. 18:30 _სლეშ, გთხოვ, მომიყევი ვინაა! ვინ დაგმართა ეგ სევდის ზღვა! _მოგიყვები, ოღონდ ახლა და აქ არა.–სლეშმა დანარჩენებს გადახედა, თუმცა ყველა ლაპარაკში იყო გართული და მისი ნათქვამი არავის გაუგონია. _კარგი. წამო, წავიდეთ,–წამოიწია დუდა, მაგრამ სლეშმა გააჩერა. _არა, ახლა არა. მალე უნდა წავიდე. დამპირდა 7–ზე გნახავო და არ მინდა დავაგვიანო, ისედაც რაღაცნაირია. _მაინც როგორი? _ვეღარ ვხვდები როდის სიამოვნების როცა ვურეკავ და როდის აღიზიანებს. იმასაც ვეღარ ვხვდები, საერთოდ ღირს თუ არა ბრძოლა მისთვის. _სლეეშ, რა თქმა უნდა, ღირს!––დაამშვიდა დუდამ.–სიყვარულისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს! _ჰო, მაგრამ მას თუ არ უნდა ვიბრძოლო, მარტო მე ვერაფერს გავხდები. _რატო გგონია, რო მას არ მოსწონხარ? _წარმოიდგინე, შეხვედრაზე ვთანხმებდით, გეგმებს ვაწყობთ სად წავალთ, რას გავაკეთებთ. ხალისიანი ხმით მეუბნება, რომ რომანტიკული კომედიები უყვარს და აუცილებლად ჩავიდეთ კინოში. მე ვთანხმდები და ფილმსაც ვირჩევთ, რომელს ვუყუროთ. გადის 2–3 საათი და დგება შეხვედროს დრო. მე ადგილზე მივდივარ. ის არ ჩანს. ველოდები ნახევარი საათი. მერე ერთი. ვრეკავ, არ იღებს. ველოდები. ის ისევ არ ჩანს. კიდევ ვრეკავ. უკვე აღარ ვთიშავ გაუჩერებლად ვრეკავ და უკვე ვფიქრობ, რომ რაღაც დაემართა, მანქანამ გაიტანა ან რამე საშინელება მოხდა. 2 საათიანი რეკვის შემდეგ ყურმილს იღებს და მეუბნება რომ დაავიწყდა! რას იტყვი? ხო მაგარია? _დაავიწყდა? კი, მაგრამ როგორ? _ეძინა, ტელეფონზე კი ხმა გამორთული ჰქონდა. რომ გაიღვიძა, უკვე გვიანი იყო. _მერე რა მოხდა, მაგაზე ნერვიულობ? ხდება ხოლმე მასეც. _ხდება ხოლმე ერთხელ, მაგრამ ეს უკვე მერამდენედ იქცევა მასე? დარწმუნებული იმაშიც არ ვარ, რომ დღეს მოვა. არადა, როცა ჩემთანაა ისეთი თბილია და ისეთი კარგი, რომ მინდება აღარასოდეს გავუშვა. _თვითონ რას ამბობს, რატომაა ასეთი გულმავიწყი? ან არ შეუძლია ტელეფონს ხმა არ გამოურთოს და ისე დაიძინოს? შეხვედრამდე დაურეკავ, გააღვიძებ და არც ლოდინი მოგიწევს, არც პაემანი ჩაგეშლებათ. _არ ვიცი, დუდა. მე მარტო ერთი ვიცი: ამ გოგოს თავს რაღაც ხდება და არ ამბობს. _რაზე ამბობ?–სლეშმა მიმოიხედა და როცა დარწმუნდა, რომ არავინ უსმენდათ, უთხრა: _ერთხელ, ერთად ვისხედით ვერის ბაღში და არაფრის გამო ტირილი დაიწყო. წარმოდგენა არ მაქვს რა დაემართა. უბრალოდ ვისხედით, მისი ხელები მეჭირა, გრილოდა ცოტა და გაყინულ ხელებს ვუთბობდი. ვუთხარი, რომ მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და სურვილი მიჩნდება ყველაფრისგან დავიცვა. არაფერი მიპასუხა თავი მიაბრუნა, თითქოს რაღაცას უყურებდა. დიდხანს რომ აღარ მობრუნდა, ძალით მოვახედე და ტიროდა. რატომ ტიროდა, დუდა? ეს ბედნიერების ცრემლები ნამდვილად არ იყო. _არ ვიცი, სლეშ. იქნებ ვინმეს აგონებ? _არა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ მითხრა, რომ შეყვარებული არ ყოლია. პატარაა გოგო, 16–ისაა. ეხლა გახდება 17–ის. _რა გიპასუხა, რატო ვტიროდიო? _არ მინდა ამ თემაზე საუბარიო. _აუცილებლად უნდა გაარკვიო რა ხდება. სკოლაში სწავლობს ხო? ვინმე მაგის დაქალს ან კლასელს არ იცნობ? _აუ ერთს კი ვიცნობ, მარა ისეთი როჟაა, რო არ ღირს. იმენა სწერვაა რა. ლამისაა პანელზე დადგეს. _მასეთთან მეგობრობს? ეგ ვერაა კაი ამბავი. _მაგის საქმიანობა მე არ მეხება, უბრალოდ გვერდში დამიდგა, როცა ძალიან მჭირდებოდა ვინმეს მხარდაჭერაო. _ვინმეს მაინც უნდა კითხო და აუცილებლად გაიგო რა ხდება მაგ გოგოს თავს. რა ქვიაა? _ნათია. _ჰო, რა ხდება ნათიას თავს. თუ არადა მე გამაცანი. დავამუშავებ და ყველაფერს გავიგებ. ისე, მერამდენედ შეხვდი და მე ახლა მეუბნები... _დაგავიწყდა, რო არ გამოდიოდი ხოლმე? იმ შენ ამოჩემებულ ადგილზე მიდიოდი და არავის არ გვიკარებდი. _კარგი რა, სლეშ, გთხოვ. ხო იცი, ცუდად ვიყავი. _მიხარია, რომ ახლა უკეთ ხარ...–გაუღიმა სლეშმა, შემდეგ საათს მოკრა თვალი, დაემშვიდობა დუდას და გავარდა. რაკი რუხაძემ დაინახა, რომ დუდა მარტო დარჩა, სლეშის ადგილზე დაჯდა და შეეცადა საუბარი გაება, მაგრამ დუდას მასთან საუბრის განწყობა არ ჰქონდა, ამიტომ ადგა, ყველას დაემშვიდობა და წამოვიდა. სახლში არ უნდოდა წასვლა, ამიტომ შავი BMW თავისი საიდუმლო ადგილისკენ გააქროლა. მანქანიდან გადმოვიდა, ჯიბიდან სლეშის მიცემული Winston-ის სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. რა კარგი იქნებოდა დუჩეც ყოფილიყო იქ...
დაახლოებით ნახევარი საათი შემდეგ, მანქანაში ჩაჯდა და სანამ ძრავას აამუშავებდა, ტელეფონი მოიმარჯვა. ხო ნახა მისი ზარი? ალბათ გამოტოვებულ ზარებში მიუვიდოდა. რატომ არ დაურეკა? ნუთუ დუდას ეს ქცევა ვერ მიიღო მინიშნებად, რომ დუდას მასთან ურთიერთობა მოენატრა? მასთან ჩხუბი. მისი ლანძღვა. დუდა თავის თავს შეპირდა, რომ ამას უკანასკნელად აკეთებდა და დუჩესთან დარეკა. _"მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან".–იყო იგივე პასუხი. დუდამ თვალები მაგრად დახუჭა და სულ მალე ცალ ლოყაზე სისველე იგრძნო. _ხომ არაფერი მოუვიდა?–თქვა დამწუხრებულმა. შემდეგ თავი ხელში აიყვანა, ცრემლები შეიმშრალა და ტელეფონის წიგნაკში დუჩეს ნომერი წაშალა. შემდეგ მანქანა დაძრა და სახლში წავიდა. მუშებს უკვე დაემთავრებინათ სამუშაო დღე და სახლში წასულიყვნენ. თუმცა ბედისწერა მათ შეხვედრას გეგმავდა და ამიტომ ამ წამს არ დაუხანებია.
| |
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 7:30 PM | შეტყობინება # 135 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Jack♥sparrow, uuf kii! sastikad nacnobi situaciaa.
სამშაბათი. 08:15 ახალი მისულები იყვნენ სამუშაოზე, როცა დუჩემ სამშენებლო მასალების ზიდვისას, სახლის დაზიანებულ კედელში ჩატანებულ რკინის შვერილს გამოკრა მკლავი, მაჯასა და იდაყვს შორის შიდა მხრიდან. კანი გაიხა, სისხლი დიდი რაოდენობით წამოვიდა და თუმცა გაჭრისას დუჩეს ხმა არ ამოუღია ტკივილის მიუხედავად, პუშკინამ და მამამისმა მაინც შეამჩნიეს, რომ ხელზე სისხლი მოსდიოდა. _ეე, ბიჭო, ეგ რა არი?–პირველმა პუშკინამ წამოიძახა. _გამეჭრა რა. არაფერია. _რა, არაფერი, ბიჭო! შეხედე სად ვართ! ინფექცია არ შეგეჭრას, ეე!–სერიოზულად შეშფოთდა მეგობარი. _მობანა და შეხვევა უნდა.–თქვა პუშკინას მამამ. _წავალ და შიგნით ვთხოვ ბინტს.–პუშკინა პასუხს არც დალოდებია, მაშინვე გავარდა და წუთში უკან დაბრუნდა. _მოვიდეს და აქვე შევუხვევო. იმის გოგოა. სახლის პატრონის. წადი, მიდი! მაგარი ჯიგარი გოგოა რა! მიდი, მალე!–პუშკინამ ლამის ხელის კვრით გააგდო დუჩე, რომელსაც რატომღაც ფეხები არ ემორჩილებოდა. უცებ ძალიან აუჩქარდა გული. მალე დუდას ნახავდა! დიდი კარი დაუკაკუნებლად შეაღო საღი ხელით, შევიდა, კარი მოიხურა და მიმოიხედა. საით წასულიყო არ იცოდა. _აქეთ!–სახლის სიღრმიდან დაიძახა გოგონამ, ალბათ კარის მიხურვის ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ მებაღის სახლის შემკეთებელი მუშა იყო. დუჩე ხმის მიმართულებით წავიდა. _აქ შემოდით, სააბაზანოში ვარ!–გაისმა კიდევ და დუჩე გამოღებულ კარში შევიდა. გოგონა ზურგით იდგა გამოღებულ სარკიან კარადასთან პირსაბანი ნიჟარის წინ. დუჩე ადგილზე გაშეშდა.–თქვენმა მეგობარმა მითხრა რაც მოგსვლიათ...–დუდა შემობრუნდა.–მე ახლავე...–და სიტყვა პირზე შეაცივდა. თითქოს ცივი წყალი გადაავლესო, გაირინდა. თვალებს არ უჯერებდა. თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდნენ. დუჩე ხედავდა როგორ მოიცვა გაოგნებამ გოგო, ოღონდ ვერ ხვდებოდა გაუხარდა თუ არა მისი დანახვა. რომ გაბრაზებულიყო და გაღიზიანებულიყო ამდენ ხანს ხომ არ გაშეშდებოდა, ხომ მაშინვე დაიწყებდა შენ აქ რა გინდა, ხომ დამპირდი, რომ თვალებში აღარ შემეჩხირებოდიო. მაგრამ არა, დუდა უბრალოდ იდგა და უყურებდა. ბოლოს მის სისხლიან მკლავს მოჰკრა თვალი, რომელიც დუჩეს მკერდზე მიეკრა და შემდეგღა ამოიღო ხმა. _არ ვიცოდი თუ შენ... თუ შენ...–ენა დაება. _მეგობარს ვეხმარები.–უთხრა დუჩემ და თვალებში ჩააცქერდა. _მოდი...–თბილი წყალი მოუშვა დუდამ და განზე გაიწია, რომ დუჩეც მისულიყო. ბიჭს ჯერ კიდევ ვერ დაეოკებინა აჩქარებული გულისცემა და მღელვარება, რომ ამდენხნიანი განშორების შემდეგ ისევ მის გვერდით იდგა, ერთი ხელის გაწვდენაზე. ბიჭმა წყლის ჭავლს შეუშვირა მარცხენა ხელი. აეწვა, მაგრამ უკან არ გაუწევია. ხელზე ნაზი ხელების შეხება იგრძნო და დუდას გახედა. გოგომ წამით შეავლო თვალი და მერე ისეთი სახე მიიღო, თითქოს დუჩეს ხელის დაბანით იყო დაკავებული. სათუთად უსვამდა თითებს ჭრილობის გარშემო, რომ არ ეტკინა. შემდეგ წყალი გადაკეტა და რბილი პირსახოცით შეუმშრალა ხელი და ჭრილობის კიდეები. _როგორ მოახერხე?–გაჭიანურებული დუმილი ვეღარ აიტანა დუდამ. დუჩე თავდახურულ უნიტაზზე დასვა და თვითონ სპირტი და ბამბა მოიმარჯვა. _არამგონია ეგ აუცილებელი იყოს,–სპირტზე ანიშნა დუჩემ. _დღეს მე ვარ ექიმი. მიპასუხე.–დუდამ ბამბა სპირტით დაალბო. _რა მნიშვნელობა აქვს. რაღაც შვერილს გამოვკარი.–დუდამ ჭრილობის კიდეებზე მოუსვა ბამბა. დუჩეს წარბიც არ შეხრია, მას ჭრილობა არ აინტერესებდა, დუდას ვერ აშორებდა თვალს. _როგორ ხარ?–ჰკითხა საოცრად წყნარი ხმით. მის წინ დაჩოქილმა დუდამ გაოცებულმა ამოხედა. შემდეგ ისევ ჭრილობას დახედა და ბამბა გაუსვა. დუჩეს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ჰაერი შეისუნთქა სისინით. გოგომ მისი ქცევა არ შეიმჩნია, საქმიანობა განაგრძო და თან დუჩესთვის შეუხედავად უპასუხა. _კარგად. ნორმალურად.–ბამბით საქმიანობას რომ მორჩა და წელში გაიმართა, დუჩეს მზერას შეეჩეხა, ის აშკარად უკმაყოფილო იყო პასუხით. დუდამ სისხლიანი ბამბა ურნაში ჩაუძახა და მალამო აიღო ხელში.–ცხოვრების დინებას მივყვები.–თვალი თვალში გაუყარა დუდამ, შემდეგ ისევ ჭრილობასთან დაიჩოქა, ფლაკონს თავი მოხადა და წასმა დაიწყო, თან ჰკითხა.–შენ? _მე პირობას ვასრულებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან არ მსიამოვნებს.–დუჩემ თვალები დახარა და მარმარილოს ფილებს დააცქერდა იატაკზე.–ასეა თუ ისე, მიხარია, რომ გხედავ. მიხარია, რომ შენთვის მოცემული პირობა არ გამიტეხავს და მაინც გხედავ.–წყნარად დაასრულა დუჩემ და გაჩუმდა. დუმილმა რამდენიმე წუთს გასტანა. დუდამ მალამო წაუსვა და ბინტის სქლად შემოხვევა დაიწყო. _მე გირეკავდი...–თქვა უცებ. დუჩემ გაკვირვებულმა შეხედა, მზერა აენთო. დუდამ მისი ეს რეაქცია შეამჩნია.–ჰო, გირეკავდი. მაგრამ ტელეფონი გამორთული გქონდა. _არ ვიყავი აქ. მართლა მირეკავდი?–პატარა ბავშვივით უხაროდა დუჩეს, მაგრამ ახლა დუდა გრძნობდა თავს უხერხულად, რომ თავის ზარებზე უთხრა ბიჭს. _ჰო, რაღაც საქმე მქონდა,–შეეცადა თავი ემართლებინა, მაგრამ დუჩეს მოტყუება არც ისე ადვილი იყო. _ჰოო? რა საქმე? კახი ევროპაშია, არამგონია შეეწუხებინე. _რაღაც საქმე. ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. აქ არყოფნაში რა იგულისხმე? _ქვეყნიდან ვიყავი წასული. მშობლებთან. საბერძნეთში. _წარმომიდგენია რა სამოთხეს მოიწყობდი, წარმოუდგენელი რაოდენობის ბერძენი გოგოები, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან ქართველი მაჩოს შარმით...–თითქმის უდარდელად წარმოთქვა დუდამ, თითქოს სულ არ ედარდებოდა ბიჭის ბერძნული თავგადასავლები. _...სანამ შენ აქ შენს ძვირფას შეყვარებულთან ერთად ერთობოდი... საინტერესოა, იცის იმ ღამეს შესახებ?–დუდა გააცეცხლა მისმა ირონიულმა ტონმა. _რომელი ღამის შესახებ? არაფერი რომ არ მოხდა? რა იყო მანდ მოსაყოლი? რამე რომ მომხდარიყო ვეტყოდი!–არანაკლები უტიფრობით უპასუხა. _რომ გდომოდა, რომ მომხდარიყო, მოხდებოდა! მაგრამ ველური არ ვარ! ვისაც არ ვუნდივარ, იმას ჩემთან ყოფნას ვერ დავაძალებ! მინდა, რომ შენ თავად გსიამოვნებდეს ჩემთან ყოფნა, ჩემი სიახლოვე და ჩემი მოფერება. მეც მაქვს თავმოყვარეობა და ამბიცია, რომ შემიძლია თავი შევაყვარო საყვარელ ქალს! მორჩი?–პაუზის გარეშე ჰკითხა, რადგან დუდამ უკვე გაუკვანძა ბინტი. _ჰო. _მადლობა. ნახვამდის!–გაცხარებული დუჩე ადგა და სააბაზანოდან გამოვიდა, შემდეგ კი სახლიც დატოვა.
| |
|
|