დამთხვეულები
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2011-11-06, 3:46 PM | შეტყობინება # 106 |
572
Offline
| Vaimee cuDad Var !
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-11-07, 10:52 AM | შეტყობინება # 110 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| შაბათი. 07:15 დუდამ თვალები გაახილა და პირველი, რაც დაინახა, დუჩეს გვერდზე გადაგდებული თავი იყო. თავად კი მის მკერდზე მიყრდნობილიყო. ბიჭი ღრმად და თანაბრად სუნთქავდა. გარედან ჩიტების ჭიკჭიკის ხმა მისწვდა მის ყურთასმენას, ცხვირში კი დუჩეს სურნელი უღიტინებდა. თვალები მაგრად დახუჭა, მერე ისევ გაახილა. ფრთხილად წამოწია თავი, ასევე ფრთხილად აიღო ხელები დუჩეს მკერდიდან და ფეხზე წამოდგა. აბაზანაში თავის მოწესრიგების შემდეგ, თავისი ნივთები უხმაუროდ აკრიფა და სანამ გარეთ გავიდოდა, პატარა ბარათი დადო დუჩეს გვერდით საბანზე წარწერით "გმადლობ" (რომელიც დუჩეს არასდროს უნახია), წამით დააცქერდა უშფოთველ სახეზე ბიჭს და ფეხაკრეფით გავიდა გარეთ, კარიც უხმაუროდ მოიხურა. რამდენიმე წუთში უკვე სახლისკენ მიჰქროდა და წუხანდელი ღამის დავიწყებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. სასიამოვნო მოგონებები თავისით ამოვიტივდებოდნენ ხოლმე მის გონებაში...
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-11-07, 10:53 AM | შეტყობინება # 111 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 08:37 სანამ თვალებს გაახელდა, გონებაში წინა ღამის მოვლენები ამოუტივტივდა და თავისთვის გაეღიმა. შემდეგ ნელა გაახილა თვალები, რომ მძინარე მზეთუნახავისთვის დაეხედა, მაგრამ... არავინ დახვდა! ელვის სისწრაფით წამოჯდა და მიმოიხედა. _დუდა!-დაიძახა ხმადაბლა იმ იმედით, რომ სამზარეულოდან ან პასუხს გაიგებდა, ან ფხაკუნს, ან სულაც აშიშხინებული ტაფამწვარის ხმას, მაგრამ ამაოდ. სახლში მდუმარებას დაესადგურებინა.-დუდა!-დაიძახა ამჯერად უფრო ხმამაღლა და თან ფეხზე წამოდგა. სამზარეულოში რომ შეიხედა და არავინ დახვდა, სააბაზანოსკენ გაემართა. ჯერ დააკაკუნა მიხურულ კარზე. _ვაღებ!-დაიძახა ყოველი შემთხვევისთვის და კარი გამოაღო. რა თქმა უნდა, იქაც არავინ დახვდა. დუჩე უკან დაბრუნდა, ბროლის ლარნაკს სტაცა ხელი და კედელს შეაფშვნა. _ფუ, ამის დედაც!-წამოიძახა და ბუხართან ჩაჯდა. თავი ხელებში ჩარგო და კარგა ხანს არ აუწევია. ბოლოს წამოდგა.-სრული იდიოტი ვარ! _იყოს ნება შენი!-თქვა, გასაღებების ასხმას წამოავლო ხელი და ისე, რომ არც უფიქრია იქაურობის მილაგება, სახლიდან გავარდა.
დღეები გადიოდა. დუჩე პირობას ასრულებდა- არ ჩანდა დუდას ცხოვრებაში. მართალია, რამდენჯერმე ვერ მოითმინა და აკადემიასთან მივიდა, მაგრამ მოშორებით დააყენა მანქანა და შორიდან დაუწყო გოგოს თვალთვალი. ბოლოს რომ მივიდა, დაინახა როგორ მიუახლოვდა მას ის ბიჭი, ამასწინათ ვისთანაც დარჩა კაფეში. მგონი გიოს ეძახდა დუდა. გიომ ხელი გადახვია გოგოს. ამის შემდეგ დუჩე აკადემიასთან აღარ მისულა. დუჩე თავს ვეღარ სცნობდა, თავისი ძველი გასართობები სისულელედ მიაჩნდა. უძილობა მოეძალა, ღამ-ღამობით თავის უაზრო ცხოვრებაზე ფიქრობდა და მხოლოდ გამთენიისას თუ ჩაეძინებოდა ორიოდ საათით. დღისით ქალაქში დაბორიალობდა, თამოს თუ შეუვლიდა ხოლმე, ისიც იშვიათად. კახიც მშვიდობით გაამგზავრა შორეულ ესპანეთში. ახლა უკვე სიამოვნებით თხოულობდა თავის ჯიპს პუშკინას და მერე მისი მოტოთი დაქროდა მთელ ქალაქში. ერთხელაც, როცა მშობლებმა მოსაკითხად დაურეკეს და უხასიათობა უკვე მერამდენედ შეატყვეს, მიხვდნენ, რომ შვილს მათი მხარდაჭერა ესაჭიროებოდა და საბერძნეთში ჩასვლა შესთავაზეს. დუჩემ მაშინვე უარი განუცხადა მათ, მაგრამ მეორე დღეს თავად დაურეკა და უთხრა, რომ რაც შეეძლო მალე ჩავიდოდა მათ მოსანახულებლად რამდენიმე კვირით. მშობლები, რა თქმა უნდა, სიხარულით დათანხმდნენ. და ერთ წვიმიან ღამეს, დუჩემ საქართველო დატოვა.
ინერციით გრძელდებოდა დუდას ცხოვრებაც. თავს არ უტყდებოდა, რომ რაღაც აკლდა და შესაბამისად, არც იმას აღიარებდა, რომ ამ "რაღაცას" დუჩე ერქვა. თვითონაც არ იცოდა, რას მოელოდა, მაგრამ ის ღამე, რომელიც დუჩესთან გაატარა და არაფერი არ მოხდა, უბრალო ღამე არ ყოფილა. დუდამ ბიჭი სხვა კუთხით დაინახა, არა როგორც ზედაპირული არსება, არა როგორც მაჩო და არა როგორც კახის გამაღიზიანებელი მეგობარი. თავიდან ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა მისი გაუჩინარება, ფიქრობდა, რომ ბიჭი პირნათლად ასრულებდა დანაპირებს, მაგრამ გადიოდა დღეები, დუდა ხშირად ხვდებოდა მეგობრებს, გიორგი რუხაძესაც, მაგრამ მუდმივად დაძაბული იყო, თითქოს რაღაცას ელოდა, რამდენჯერმე გამოიჭირა საკუთარი თავი, როგორ დახედა ტელეფონს, იქნებ მესიჯი ან ზარი იყო შემოსული. რამდენჯერმე აკრიფა ნომერი, მაგრამ რომ გაიაზრა რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, გადაიფიქრა. დუჩეს პატივმოყვარეობაზე აუცილებლად აისახებოდა დუდას საქციელი და ეს არცთუ დადებით შედეგს მოიტანდა დუდასთვის. იქნებ თვითონვე ვერ გაეძლო და დაერეკა. ოდესმე. მაგრამ ერთ ლამაზ ღამეს, როცა რუხაძესთან შეხვედრიდან გაღიზიანებული დაბრუნდა და არავისთან საუბარი არ სურდა, საშინლად მოუნდა იმ დუჩეს ხმის გაგონება, რომელმაც ერთი ღამე მასთან ჩახუტებულმა გაატარა. იმ თბილი ადამიანის ხმის გაგონება, ვინც უბრალოდ ესაუბრა და მასთან ყოფნით დატკბა. დუდას ძალიან მოუნდა ასეთ ადამიანთან საუბარი, თუნდაც ნერვები მოეშალა მისთვის, დუდა დარწმუნებული იყო, რომ დუჩეს ხმის გაგონება სასიკეთოდ წაადგებოდა. საკუთარ თავს, მოძალებულ სევდას და ემოციებს ვეღარ გაუძლო და სანამ გადაიფიქრებდა ნომერი სწრაფად აკრიფა და დარეკა. _მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან,–იყო პასუხი. დუდამ ნელა ჩამოუშვა ხელი, რომელშიც ტელეფონი ეჭირა. აი, რუხაძესთან კი ურთიერთობა გაუფუჭდა. დუდას უკვე იმდენად აღიზიანებდა მისი ისეთი შეკითხვები როგორიცაა "ეფლის აიფონს როდის ყიდულობ?" "მანქანის რატო არ ცვლი არ მესმის, რატო არ ეუბნები მამაშენს რამე ახალი და საკაიფო დაგითრიოს?" და "ევროპაში არ ხარ ნამყოფი? მოდი, ერთად წავიდეთ, გინდა?", რომ უკვე ღიად გამოხატავდა ბრაზს და უკვე პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მისი მანქანა, მობილური ტელეფონი და საერთოდ მამამისის ბიუჯეტი მისი საქმე არ იყო. რუხაძე შეცბა, მაგრამ შემდეგ გაიღიმა და ბოდიში მოუხადა, უბრალოდ ძალიან დაგიახლოვდიო. რამდენჯერმე სახლში გაუარა და კმაყოფილმა შემოიარა უზარმაზარი სახლის ოთახები. დუდას იმედი გაუცრუვდა. თავიდან ისე იქცეოდა ეს ბიჭი, რომ დუდა დარწმუნებული იყო, მას სიმდიდრე და ფუფუნება არ აინტერესებდა, მაგრამ ერთხელაც გიორგი რუხაძემ მას ფულის სესხება სთხოვა.
| |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-11-07, 7:22 PM | შეტყობინება # 114 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| არ შემიძლია უარი გითხრათ, მაგრამ ამ თავში წყვილი ერთმანეთს არ ხვდებაა მიყვარხართ გულში!!! 20 მაისი. პარასკევი. ათენის დროით 22:35 დუჩე ათენის ქუჩებში მარტო დაბოდიალობდა. უკვე ღამე იყო და ამიტომ შუადღის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ხალხი ქუჩაში გამოფენილიყო. დღე ისე ცხელოდა, რომ გარეთ არ გამოისვლებოდა. ცხოვრების აქაურ რიტმსაც ძლივს მიეჩვია დუჩე. ახლა გასართობად იყო გამოსული, მაგრამ ღამის კლუბში შესვლა არ უნდოდა. სანაპიროსკენ დაუყვა გზას. ქუჩაში უამრავი ხალხი ირეოდა, ყველა რაღაცას გაიძახოდა თავის მშობლიურ ენაზე, რომელიც დუჩეს არ ესმოდა და ეს ქაოსი თავს ატკიებდა. საბერძნეთში გაქცევამ არ უშველა. _ბერძნებს ლამაზი ქალები ყოლიათ...-წაიბურტყუნა. დუდა გაახსენდა, ამოიოხრა და პლაჟზე ჩავიდა. სანამ ქვიშაზე დადგამდა ფეხს, სპორტული ფეხსაცმელები გაიხადა, თასმებით გადაკვანძა და კისერზე გადაიკიდა, მერე მუხლამდე შორტის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და შიშველი ფეხით დაუყვა ქვიშიან ნაპირს. გზადაგზა იმაზე ფიქრობდა, რას იზამდა საქართველოში რომ დაბრუნდებოდა. რა საქმეს მოკიდებდა ხელს. ძველი გართობები მას აღარ აინტერესებდა, უნდოდა ისეთი გამხდარიყო, როგორიც დუდას სჭირდებოდა. საქმიანი, სერიოზული, მშრომელი და ალალი. თავის ფიქრებზე გაეღიმა და მღელვარე ხმელთაშუა ზღვას გახედა. პლაჟზეც უამრავი ადამიანი იყო. უმეტესობა ჯგუფებად იჯდა, ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა და ადგილობრივ სიმღერებს მღეროდა. იყვნენ მოსიყვარულე წყვილებიც. მოხუცებიც, რომელთაც ვახშამი სანაპიროზე წამოეღოთ. დუჩე განმარტოებით დაჯდა ქვიშაში, ფეხსაცმელები გვერდით მოიდო და ტელეფონი ამოიღო, დუდას ნომერი აკრიფა, მაგრამ სანამ დარეკავდა თავს ვიღაც წამოადგა და რაღაც უთხრა გაუგებარ ენაზე, ალბათ ბერძნულად. _Sorry, only English. Или по руский? _Are you alone? (მარტო ხარ?) _კი,-დუჩემ გაკვირვებულმა შეხედა. ქერათმიანი გოგო გვერდით მიუჯდა. დუჩემ ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა. _მეც მარტო ვარ და მოვიწყინე. შორიდან დაგინახე და მომეწონე. ხელს ხომ არ გიშლი? -დუჩემ მხრები აიჩეჩა და ალბათ ეს ბერძნულად სხვა რამეს ნიშნავს ქართული "მერიდება, მაგრამ კი"-სგან განსხვავებით, რადგან გოგომ მხიარული ხმით გააგრძელა.-მე ალექსისი მქვია, შენ?-დუჩემ ვეღარ მოიფიქრა რომელი ეპასუხა დაბადებისას დარქმეული თუ მერე შერქმეული და ამიტომ წამის დაგვიანებით უპასუხა: _სანდრო. _სანდრო? აქაური ხარ? _არა, ხომ გითხარი, ბერძნული არ ვიცი. _სანდრო ბერძენ ბიჭებსაც ჰქვიათ. ოღონდ შენ განსხვავებულად წარმოთქვამ. _არ ვიცოდი.-დუჩეს არ უნდოდა ახალგაცნობილს უზრდელი მოსჩვენებოდა, მაგრამ ლაპარაკის სურვილს ვერსაიდან მოათრევდა, ამიტომ ზღვას გახედა. _შეყვარებული ხარ?-რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ სრულიად ჩვეულებრივი ხმით ჰკითხა გოგონამ. _არა!-წარმოუდგენლად სწრაფად უპასუხა დუჩემ და გაკვირვებულმა შეხედა. დუჩეს დააინტერესა, ამ ქვეყანაში ყველა ასეთი უტიფრობამდე უშუალო იყო ახალგაცნობილთან თუ მარტო ეს ქერათმიანი ლამაზმანი? _ნუ ღელავ, შენს საიდუმლოს არ გავთქვამ.-ეშმაკური სახე მიიღო გოგონამ.-მეც შეყვარებული ვარ, მერე რა მოხდა? _მერე შენს შეყვარებულს პრობლემა არ აქვს უცხო ბიჭს რომ ელაპარაკები? _არამგონია. დედაჩემთან ერთადაა კრეტაზე,-გოგოს ოდნავ შეეცვალა ხმა და ზღვას გახედა. _რაა?-დუჩემ არ იცოდა გაეცინა, ეთქვა რომ სწუხდა, თუ უბრალოდ შეწუხებული სახე მიეღო. _რას ვიზამთ,-გოგომ მხრები აიჩეჩა.-დედაჩემი მამჯობინა. _და დედაშენი რას ამბობს ამაზე? _უხარია, რომ კარგ ფორმაშია,-გოგოსაც გაეცინა თავის სიტყვებზე და გადაწყვიტა, რომ სევდიან თემებზე საკმარისად ისაუბრეს, რადგან შემდეგი შეკითხვა ასეთი იყო.-გინდა ათენი დაგათვალიერებინო, უცხოელო? _თითქმის 2 კვირაა აქ ვარ და უკვე საკმარისზე მეტი ვნახე, მირჩევნია აქ დავრჩე. _არ მოგწონვარ?–ზედმეტად პირდაპირი მოეჩვენა დუჩეს შეკითხვა. ძველ დუჩეს ეს კითხვა სასიამოვნოდ გააოცებდა, მაგრამ არა ახლა. ახლა ის ძველი დუჩე აღარ არსებობდა. _კი, მაგრამ განწყობა არ მაქვს.–გოგომ ცალი წარბი ასწია და ცერა გახედა ახალგაცნობილ ბიჭს. _მე ხასიათის გამოკეთების სპეციალისტი ვარ!–შემდეგ ქვიშიდან ადგა და დუჩეს ხელი გაუწოდა, რომ ისიც წამომდგარიყო. _სად მივდივართ?–ფეხზე წამოდგა დუჩეც. _ჩემთან გეპატიჟები. _შენთან? სად შენთან?–დაიბნა დუჩე. _სანდრო, საიდან ხარ?–უეცრად კითხა ალექსისმა. _საქართველოდან. გსმენია? _მმ...–გოგო ჩაფიქრდა, მაგრამ მალევე გამოფხიზლდა.–შეიძლება, მაგრამ არ მახსოვს... ქართველო, როცა გოგო თავისთან გეპატიჟება, თავის სახლს გულისხმობს და უარის თქმა არ შეიძლება. მომყევი! ბიჭს ევრი არ უფიქრია, თავისთვის თქვა, ცოტა გულს გადავაყოლებო და ფეხსაცმელები ჩაიცვა. მიხვეულ–მოხვეული ვიწრო ქუჩებით იარეს და ბოლოს ერთ–ერთი პატარა ჩვეულებრივი ბერძნული სახლის მომცრო ჭიშკარი შეაღეს. უფრო სწორად ალექსისმა შეაღო, შევიდა და სტუმარიც შეიპატიჟა. დუჩემ ულამაზესი ბაღი დაინახა, ფერად–ფერადი ყვავილებით და ქვით მოკირწყლული ბილიკით, რომელიც ზეთისხილის ბაღებისკენ მიდიოდა. _აქეთ!–გოგომ სახლის შეღებული კარიდან დაუძახა შეყოვნებულ დუჩეს. ისიც მისკენ წავიდა._მომყევი.–უთხრა, სახლში შევიდა და გაუჩერებლად განაგრძო გზა სახლის სიღრმისკენ. დუჩემ კარი მოიხურა და მისაღებში შევიდა, სადაც ტელევიზორი ბოლო ხმაზე ღრიალებდა, მის წინ კი ჭაღარათმიან მოხუც კაცს ეძინა. დუჩე დააბნია მისმა დანახვამ, ვეღარ მიხვდა რა გაეკეთებინა. დარწმუნებული იყო, რომ სახლში არავინ დახვდებოდათ. ჯერ კიდევ უხერხულად იყო გახერილი შესასვლელში, როცა ალექსისმა გამოყო თავი ერთ–ერთი კარიდან და გამოსძახა: _მოდი, რაღას უდგახარ?–დუჩე იმ კარისკენ წავიდა და ვარდისფერშპალერიან საძინებელში შეაბიჯა. ოთახს დალაგებულს ვერ დაარქმევდით, მაგრამ დუჩე ამას მიეჩვია იყო ბოლო წლების განმავლობაში. რაც მთავარი იყო, საწოლი აელაგებინათ და ზეწრებიც სუფთა ჩანდა. გოგონა სწორედ ამ საწოლზე იჯდა და დუჩესაც ეპატიჟებოდა თავის გვერდზე. _ის კაცი ვინაა?–ფანჯარას მიუახლოვდა დუჩე. _მამაჩემი. პრეზერვატივი გაქვს?–ყოველგვარი პაუზის გარეშე გააგრძელა გოგომ. დუჩეს გაეცინა. _იცის დედაშენზე? _კარგი, ჩემი ძმის საძინებელში გავალ, სადმე ექნება.–გოგო ადგა და ოთახიდან გავიდა. დუჩე საკუთარ თავს შეეკითხა, რას აკეთებდა იქ. პასუხი არ ჩანდა. სამაგიეროდ ალექსისი გამოჩნდა კვადრატული ზომის რამდენიმე შეკვრით ხელში. _რომელი გინდა?–დუჩე უბრალოდ სახეზე აკვირდებოდა.–კარგი, მერე ავირჩიოთ.–შემდეგ პერანგის საყელოში ჩაავლო ხელი ბიჭს და საწოლისკენ წაიყვანა. დუჩე არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ მოვლენების განვითარებას აკვირდებოდა. ამ დაკვირვება–დაკვირვებაში აღმოაჩინა, რომ გოგო ზემოდან მოჰქცეოდა საწოლზე გაეგორებინა და გამალებით კოცნიდა, თან პერანგის ღილებს უხსნიდა. თვითონ არ აჰყოლია, უბრალოდ უმოძრაოდ იწვა. გაახსენდა, რომ ერთხელ, და არც ისე დიდი ხნის წინათ, თვითონა იყო ალექსისის ადგილას– კოცნიდა ადამიანს, რომელსაც მისი ალერსი ჩირის ფასად უღირდა. _დუდა!–საკმარისზე ხმამაღლა წამოსცდა, გოგო მოიშორა და საწოლიდან წამოხტა. ალექსისს უკვე მოესწრო თხელი მაისურის გახდა და ახლა გაკვირვებული უყურებდა უცნაურ უცხოელს. _მაპატიე. შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ მე... მე შეყვარებული ვარ...და უიმისოდ არ შემიძლია!–უთხრა ინგლისურად და მერე ქართულად დაამატა.–არ შემიძლია, ამის დედაც! _What? Are you crazy?-მიაძახა გოგონამ, მაგრამ დუჩეს არ გაუგონია, უკანმოუხედავად გარბოდა არანორმალურების სახლიდან.
| |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2011-11-08, 7:32 PM | შეტყობინება # 118 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 21 მაისი. შაბათი. 10:13 დუდა საშინელმა ხმაურმა გააღვიძა. თითქოს რაღაც აფეთქდა. დაფეთებული წამოხტა და ფანჯარას ეცა. ნანახმა ისე შეძრა, რომ რამდენიმე წუთს განძრევა ვერ შეძლო– ბატონი აკაკის პატარა სახლის ერთი მხარე ალში იყო გახვეული, ირგვლივაც ალმოდებული საგნები მიმოფანტულიყო. _ბატონი აკაკი!–აღმოხდა შეძრწუნებულ დუდას და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა, კიბეები ჩაირბინა და ყვირილი მორთო: _ლექსო! ლექსო! სად ხარ?–ბიჭი სამზარეულოდან გამოვიდა პიჟამოსამარა. _რა მოხდა?–ალბათ ისიც საზარელ ხმას დაეფრთხო. _ბატონი აკაკის სახლი აფეთქდა! დროზე! იქნებ ცოცხალია?–იმედიანი მზერით დაასრულა დუდამ. გარეთ გაცვივდნენ. დაცვის ბიჭები უკვე პატარა სახლთან მოგროვილიყვნენ, ვიღაცას სახანძროც გაემოძახა. ლექსო დაცვის რამდენიმე ბიჭთან ერთად სახლის უვნებელი ნაწილის ფანჯრიდან გადავიდა. დუდაც მიყვებოდა, მაგრამ ლექსომ უბრძანა ადგილიდა ფეხი არ მოეცვალა. ამ უკანასკნელმა ტელეფონი მოიმარჯვა და სასწრაფო გამოიძახა. თან ლოცულობდა, რომ მოხუცი უვნებელი გადარჩენილიყო. რამდენიმე წუთში სახანძროც მოვიდა და პოსტზე შერჩენილმა ერთადერთმა მცველმა ჭიშკარი გააღო. სანამ მეხანძრეები მანქანიდან გადმოსვლას მოასწრებდნენ, ნანგრევებიდან მოხუცი გამოიყვანეს ლექსომ და 2 ბიჭმა. დუდამ სიხარულით შეამჩნია, რომ მოხუცი სუნთქავდა, თუმცა ტანსაცმელი თითქმის მთლიანად ნაფლეთებად ქცეოდა და რაც შერჩენოდა ისიც ერთიანად გამორვოდა, დუდა მიწაზე დაწვენილ მოხუცთან დაიხარა და მისი თავი კალთაში ჩაიდო. კაცი თვალებს არ ახელდა. დუდა გამურულ სახეს სწმენდდა ხალათის სახელოთი. სწორედ ამ დროს სასწრაფოც გამოჩნდა. მოხუცი რეანომობილში მოათავსეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლექსოც მათთან ერთად წავიდა. დუდა სახლში შებრუნდა რომ თავი მოეწესრიგებინა და ისიც საავადმყოფოში გავარდნილიყო. მაგრამ მანამდე მამას დაურეკა და უბედური შემთხვევის შესახებ აცნობა.
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2011-11-08, 7:32 PM | შეტყობინება # 119 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 26 მაისი. ოთხშაბათი. 04:57 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თენდებოდა დუჩე სამშობლოში რომ დაბრუნდა. აეროპორტში პუშკინა დახვდა თავისივე ჯიპით, რომელიც წასვლის წინ დაუტოვა. _რა ხდება აქეთ?–ჰკითხა, მოკითხვების შემდეგ, როცა მანქანაში ჩასხდნენ და პუშკინა საჭეს მიუჯდა, რათა მგზავრობით დაღლილი მეგობარი სახლში მიეყვანა. _აქეთ რა ხდებოდეს, ძველებურადაა ყველაფერი. ათენში რა ხდებოდა? ცვეტში მაგარს იგულავებდი ნაშებში. _ისე რა. _რა გჭირს, ტო?–გაკვირვებულმა გახედა პუშკინამ. _არ იყო კაი პონტები რა. ხო აზზე ხარ?–დუჩემ მისთვის რაიმეს ახსნა საჭიროდ არ მიიჩნია, მითუმეტეს, რომ ვერც გააგებინებდა ალბათ. _აა. ტეხავს, ტო. ეხლა რას აპირებ? რამე ხო არ გაქ დაგეგმილი? _რა პონტში? _რა პონტში ბიჭო და მამაჩემი ხო აზზე ხარ? ამდენი წელია ხელოსანია რა, ქალქშიი იმენნა ყველა ცნობს რა. ყველგან ნაცნობი ყავს რა. დაჟე ავტოზავიდენიაშიც რა. _მერე?–უყურადღებოდ უსმენდა დუჩე. _მერე ამ რამდენიმე დღის წინ ერთ ფულიან ბიძას სახლში რაღაც აუფეთქდა. ზუსტად არ ვიცი რა და როგორ იყო, მაგრამ ეხლა იმ სახლის აღდგენა უნდა რა. მამაჩემზე დაებაზრა ვიღაც და კაი მაყუთს იძლევა რა, მარა ერთი კაცი ვერ იზამს იმდენ საქმეს. რაღა სხვასთან გავიდეს ფული და შენ გეუბნები ძმობის პონტში რა. წავიდეთ, მივეხმაროთ, ფულსაც გავიყოფთ, საქმეც ისეთი არაფერი იქნება. პროსტა მივეხმარებით რა. ხო აზზე ხარ? _როდიდან იწყებთ? _ამ დღეებში რა. იმ ფულიანი ბიძას გოგო ყოლია, უეჭველი ძაან სვეცკი და ის გოგო ინტერიერს არჩევს, რა რის ფერი უნდა იყოს და ასე შემდეგ. დიდი იმედი მაქ მაგ სვეცკ ნაშასთან საქმე არ გვექნება, ძაან მთხრის ნერვებზე ფულის ტომრების პრიკაზები. მამაჩემთან მოვაყომარებ, რო ჩვენი უფროსი არავინ იყოს, მამაჩემს ეტყვიან და ჩვენ ვეხმარებით ი ვსო. _კაი. დამირეკე და ბაზარი არაა, გამოვალ. _კაი. ფულსაც ძმურად გავიყოფთ.–დუჩეს კორპუსის წინ გააჩერა მანქანა პუშკინამ. _ფული აღარ ახსენო და ისე დამირეკე.მანქანა შეგიძლია წაიყვანო. სპასიბა რო დამხვდი.–სწრაფად უთხრა დუჩემ და სანამ მეგობარი რამეს ეტყოდა, მანქანიდან გადმოვიდა. პუშკინამ მოიცადა, სანამ დუჩე ბარგს გადმოალაგებდა საბარგულიდან და შემდეგ ეზოდან გავიდა.
| |
|
|
|