ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

Jack♥sparrowთარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 7:37 PM | შეტყობინება # 136
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
shemdegi


Jack♥sparrowთარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 7:37 PM | შეტყობინება # 137
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
au shemdegi da gepicebitttt dges xmas agar amovigeb,marto erti gtxovv ertaderti


T-MOMSENთარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 9:12 PM | შეტყობინება # 138

266
15  +
30  ±
   ±
Offline
auuu xoo raaaaa dzaaan gtxxoooov ertiii taviiiic daa morchaa xmaas aagaar vigeeb biggrin aiii umagresiii iyoooo raaaa.... dzliiivs shexvdneen ertmaneets.. vaimee raa sayvarlebiiii ariaaaaan !!! araa raa drozee sherigdneeen daaa chveenc dagvasvenoon da tvitonaac daisvenebeen biggrin happy


☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 10:21 PM | შეტყობინება # 139
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ოთხშაბათი. 17:43
დუდა აკადემიიდან სახლში დაბრუნდა და მანქანა გარჟში დააყენა. ასე ადრე უკვე რამდენი ხანია არ დაბრუნებულა, მაგრამ მეგობრებთან ერთად გასართობად აღარ წასულა, იცოდა მათთან ერთად გიოც იქნებოდა, მისი დანახვა კი სულაც არ სურდა. სახლში წასვლამდე ბატონი აკაკი მოინახულა და დარწმუნდა, რომ მოხუცს მალე გამოსწერდნენ. მართალია საქმიანობას ჯერ ვერ შეუდგებოდა ხელების დამწვრობის გამო, მაგრამ რაც მთავარია სახლში იქნებოდა, ჯერ–ჯერობით დიდ სახლში, სანამ მის პატარა მყუდრო კერას შეაკეთებდნენ.
სანამ სახლში შევიდოდა, თავში წვეტიანი აზრი გაერჭო– დუჩე წინა დილის მერე არ ენახა. ბოლოსდაბოლოს დამკვეთი ის იყო, ხომ უნდა ენახა როგორ უმკლავდებოდნენ დავალებულ სამუშაოს დაქირავებული პირები?!
სახლს გვერდიდან მოუარა და პატარა სახლში შევიდა. პირველი, რაც თვალში მოხვდა, პატარა ტაბურეტზე ჩამომჯდარი შორტებიანი ბიჭი იყო, რომელიც მკლავზე ნახვევს აწვალებდა.
_როგორ გაქვს?–მისი ხმის გაგონებაზე დუჩემ გაკვირვებულმა აწია თავი.
_უხერხულად.–უპასუხა მშრალად და ისევ ნახვევს დახედა.
_ჩემ შეხვეულს არ გავს.–ნასკვს დააკვირდა დუდა.
_ჰო, თამომ გადამიხვია გუშინ, არ მომეშვა სანამ არ ვაჩვენე.–დუჩეს არ შეუმჩნევია გოგოს სახელის გაგონებაზე როგორ დაიძაბა დუდა. მადლობა ღმერთს, არ შეუმჩნევია!
_მერე მაგ თამომ არ იცის, რომ ბინტი უნდა გამოეცვალა? ეგ უკვე ბაქტერიებით იქნება სავსე!–სამაგიეროდ, უმისამართო ბრაზი საკმაოდ ადვილი შესამჩნევი იყო დუდას ხმაში.
_ალბათ არ იცის,–ხელზე დაიხედა დუჩემ, შემდეგ თითქოს რაღაცას მიხვდაო, დაამატა.–მაგრამ მაინც მთელ ქვეყანას მირჩევნია!–დუდამ ლამის მეტყველების უნარი დაკარგა, მაგრამ მაინც ამოღერღა:
_ეტყობა ძალიან მაგარი გოგოა, რადგან შენ ასე შეგაყვარა თავი!
_ჰო, მაგარი გოგოა, მაგრამ მე იმიტომ მიყვარს ასე ძალიან, რომ ჩემი დეიდაშვილია!–ბოლო სიტყვებს დუჩემ სიცილი მოაყოლა, დუდას კიდევ სახე აეტკიცა და საშინლად გაცხარდა, თან თანამოსაუბრეზე, უფრო მეტად კი– საკუთარ თავზე.
_შენ საქმე არ გაქვს? ამდენხანს საჯდომად და სალაპარაკოდ გცალია?–დუჩეს მის პრეტენზიულ ხმაზე მხოლოდ გაეღიმა.–საქმეს მიხედე! დროზე!
_რა დღეში გაქვს ნერვები!–სიცილით უთხრა დუჩემ და წამოდგა რომ უკანასკნელი ნარჩენები მოეთავსებინა ტომარაში.
_ცოტა ტემპში!–შეუძახა დუდამ, ბიჭმა გამგმირავი მზერა ესროლა.–რა იყო? ფულს მე ვიხდი და მინდა სამუშაოები სწრაფად დასრულდეს!–სანამ დუჩე რაიმეს სათქმელად პირს დააღებდა, ოთახში მამა–შვილი შემოვიდა. პუშკინას მამამ იფიქრა, რომ გოგონა მას ელოდა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო:
_მოხდა რამე? ხომ არაფერი შეიცვალა?
_არა, არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა დამხმარეები ხომ არ გჭირდებოდათ...–სახელდახელოდ მოიფიქა დუდამ.
_კი, როგორ არა, კარგი იქნებოდა ერთი–ორი ბიკინიანი გოგონა...–მის გასაბრაზებლად თქვა დუჩემ. მან და დუდამ ერთმანეთი მზერით გაბურღეს, პუშკინას გაეცინა,მამამისმა გაკვირვებულმა შეხედა დუჩეს.
_შეგიძლიათ საქმეს მიხედოთ, აღარ მოგაცდენთ,–მამას უთხრა დუდამ და შემდეგ დუჩეს მიუბრუნდა.–შენ მერე მოგხედავ. კაზანოვა!–დუდა გასასვლელისკენ წავიდა.
_ექსპლუატატორო!–ღიმილით მიაძახა დუჩემ.
_იცნობ?–გაკვირვებულმა ჰკითხა პუშკინამ, როცა გოგო გავიდა. არანაკლებ გაოცებული იყო პუშკინას მამაც.
_კი, რამდენი ხანია. მოვწონვარ და ვერ იტანს, რომ ჩემგანაც იგივეს ვერ გრძნობს.–თავისთვის ხითხითებდა დუჩე.
დარჩენილი დღე მუშაობაში გაილია. მებაღის სახლი უკვე გასუფთავებული იყო, შეეძლოთ განგრეული კედლის აღმდგენი სამუშაოები დაეწყოთ და ასეც მოიქცნენ.
ასევე მუშაობაში გაატარა დანარჩენი დღე დუდამ. მეცადინეობდა– თეორიას იზუთხავდა, ესკიზებს აკეთებდა ზღაპრისთვის, რომელიც ლელამ დაწერა. დარწმუნებული არ იყო, რომ კარგი გამოუვიდოდა– მას ხომ ამდენი ხანია არცერთ ბავშვთან არ ჰქონია ურთიერთობა, თუ ნონას შვილებს არ ჩავთვლით. მათთანაც ხანმოკლე დრო გაატარა, რაც სულაც არ იყო საკმარისი მათი გემოვნების და შეხედულებების ამოსაცნობად. იხტიბარს მაინც არ იტეხდა და მთელი გულით მუშაობდა– მერე რა თუ ხანდახან თვალი ფანჯრისკენ ეპარებოდა და რამდენჯერმე დუჩეს შეასწრო მზერა?
რომ მოსაღამოვდა, ეზოდან მომავალმა ხმაურმა მიიქცია მისი ყურადღება. მუშები ჯერ კიდევ არ წასულიყვნენ.



RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 10:42 PM | შეტყობინება # 140

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Uii Uii me kide Uceb Davibeni Da dedamisi megona.. : [ Gog ra unda gitxra ratomghac ar momwons ase xshir-xshir ro deb axal tavebs :D:D:D [vaime ra debili var ] albat ar var shechveuli da imitoo :D;D bikiniani gogoebii biggrin :D magari tavebia happy

I Hate This FuCkinG Life <3

soniaთარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 11:36 PM | შეტყობინება # 141

118
5  +
25  ±
   ±
Offline
gulis shetevas dammarteb male cry cry iset adgilas gawyvetav xolme..........

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-11-12, 12:07 PM | შეტყობინება # 142
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ukomentarod shemdegi biggrin agar shemidzlia am shemdegis tqma (arada minda shemdegi) , radgan vici rom atvs gabezreb am shemdegebit,magram ra vqna?


T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2011-11-12, 10:48 PM | შეტყობინება # 143

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Jack♥sparrow, ukve imdeni tavi davadebineet ertaad room axaaliii kaai xaniii aaar gvekutvniiiis biggrin dzaaan sayvareli tavi iyooo happy


Jack♥sparrowთარიღი: კვირა, 2011-11-13, 2:11 PM | შეტყობინება # 144
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
T-MOMSEN, gvesachiroeba da ra vqnat??


RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2011-11-14, 6:36 PM | შეტყობინება # 145

572
28  +
48  ±
   ±
Offline
auu Annn : [

I Hate This FuCkinG Life <3

soniaთარიღი: ორშაბათი, 2011-11-14, 7:38 PM | შეტყობინება # 146

118
5  +
25  ±
   ±
Offline
gvinda gvinda gvindaaaaaaaaaaaa cry cry

T-MOMSENთარიღი: ორშაბათი, 2011-11-14, 9:17 PM | შეტყობინება # 147

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Jack♥sparrow, egeec martaaliiiaa )) gvesachiroebaa axaaliii taviiii happy


☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-11-16, 1:53 PM | შეტყობინება # 148
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
lips :lips: lips :lips: kiss :*
20:17
დუჩეს უკვე გამოეცვალა და გარეთ ელოდა მამა–შვილს. აუზთან ტრიალებდა, ხან ზემოთ აჰყურებდა სახლის ფანჯრებს, იქნებ რომელიმედან დუდას გამოეხედა? ის არ ჩანდა, სამაგიეროდ ზურმუხტისფერი აუზი მის წინ გაჭიმულიყო და თითქოს თავისკენ იზიდავდა.
დიდი ხანი არ გასულა, რომ ჭიშკარში მოლურჯო ოპელი შემოუშვეს და ისიც პირდაპირ სახლისკენ წამოვიდა. აუზის სიახლოვეს დამუხრუჭდა და იქიდან დუჩესთვის საძულველად ნაცნობი ფიგურა გადმოვიდა.
_შენ აქ რას აკეთებ?–ფეხზე წამოდგა დუჩე.
_ჰმ, საინტერესოა, შენ რას აკეთებ აქ!–საზიზღარი შესახედაობა დაედო გიორგი რუხაძეს.
_ეხლა კარგად მომისმინე, ამ გოგოს ნუღა აწუხებ, გასაგებია? შენთან ყოფნის ლიმიტი ამოწურა. მობეზრდი. აახვიე ეხლა აქედან.–რუხაძე აშკარად დააბნია მისმა სიტყვებმა, მაგრამ შეეცადა თავი ხელში აეყვანა.
_და შენ ვინ ხარ მის ნაცვლად რომ ლაპარაკობ? თუ მართლა ასეა, გამოვიდეს და თვითონ მითხრას.
_არც კი გთვლის იმის ღირსად, რომ თავად გითხრას ეს. ახლა მე ვიბრძვი მაგ გოგოსთვის და ვიღაც ნაბიჭვარისთვის დათმობას არ ვაპირებ, ეს კარგად დაიმახსოვრე! ეხლა დაქოქე ეგ შენი მოსიარულე ჯართი და აუდე! მე და დუდა ამაღამ ერთად ვვახშმობთ, არ მინდა შენ დანახვაზე განწყობა გაუფუჭდეს.–რუხაძე უხეიროდ დარჭობილი სარივით შექანდა, ვერ მოეფიქრებინა რა ექნა.–ბიჭო, შეყვარებულები ვართ და ნუ გვეჩრები–მეთქი, ვერ გაიგეეე?–გაღიზიანდა დუჩე და აგრესიულად წაიწია მისკენ. ამ დროს კარებში დუდა გამოჩნდა და რუხაძეს უხეშად მიმართა:
_შენ აქ რას აკეთებ?
_ეგ უკვე მეთვითონაც მიკვირს!–უპასუხა მან გესლიანად.–ამ ნაგვის შეყვარებული თუ გახდებოდი არ მეგონა!–რუხაძემ მანქანის კარი გამოაღო და სანამ ჩაჯდებოდა და სასწრაფოდ დაქოქავდა მანქანას, რომ გაქცეულიყო, მათ დასანახად დააფურთხა ძირს.
დუჩე საშინლად გააღიზიანა მისმა საქციელმა, პირველივე ქვას წამოავლო ხელი, რაც დაინახა და მანქანას ესროლა. ქვა კარს უვნებლად შეასკდა და ჩამოვარდა.
_გაგიჟდი?!–შეჰყვირა დუდამ, როცა ოპელმა ეზო დატოვა, ჭიშკარს გასცდა და თვალს მიეფარა.
_ერთი–ორი თვე რო მომაბარონ ეს იდიოტი, ან კაცს გამოვზრდი ან ძაღლივით დავაკლავ!–ოპელის საბურავების ნახშირისფერ კვალს დასცქეროდა დუჩე.
_რატომ უთხარი, რომ შეყვარებულები ვართ? თითქმის ყველაფერი გავიგონე ჩემი ოთახიდან.–გაბრაზებული ხმა ჰქონდა დუდას. გაღიზიანებული დუჩე კი ერთბაშად მოეშვა, მიხვდა, რომ ის იდიოტი არ ღირდა გაბრაზებად.
_შენ ხომ მოგბეზრდა მასთან ყოფნა? ჰოდა, ჩამოგაშორე! მადლობელი უნდა იყო!–მართლა მიამიტი ხმა ჰქონდა მას. დუდას სულ, სულ ოდნავ გაეღიმა და სახლისკენ შებრუნდა.
_ისე, შეგვიძლია მართლა ერთად ვივახშმოთ დღეს. რას იტყვი?
_მუშებს თავს არ ვუყადრებ. ღამე მშვიდობისა.–ოდნავი ღიმილით უპასუხა დუდამ და სახლში შევიდა. დუჩეს არაფერი უპასუხია, მხოლოდ გაეღიმა და ჩუმად, სადღაც გულის სიღრმეში თავისთვის გაიფიქრა: "მაგასაც ვნახავთ".




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ოთხშაბათი, 2011-11-16, 4:51 PM

Jack♥sparrowთარიღი: ოთხშაბათი, 2011-11-16, 7:39 PM | შეტყობინება # 149
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
dzlivs
da gvekaipebi? biggrin
shemovedi vipiqre sami dgis anazgaurebad or gverdian tavs vixilavtko da.........

ise tavi patara,magram cota imedismomcemi iyo,rom yvelaferi ragacnairad uketesobisken sheicvlebaa.



☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-11-16, 8:07 PM | შეტყობინება # 150
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Jack♥sparrow, biggrin biggrin biggrin ara, ar gekaifebit, martla. ubralod ramdeni xania agar damimatebia da aq kide dzaan bevrs vdebdi.

ხუთშაბათი 03:55
დუდა აკადემიიდან პირდაპირ სახლში გაქანდა. თავს არ უტყდებოდა, რომ ეს იმ მუშის გამო გააკეთა, რომელსაც "თავს არ უყადრებდა", მაგრამ ახლა არა აკადემიაში, არა მეგობრებთან, არამედ სახლში ეგულებოდა რაღაც ისეთი, რასთან მიახლოებასაც ძალიან ესწრაფვოდა. თითქოს სიხარულის პატარა ნაკუწს ანიჭებდა იმის დანახვა, ვინც ადრე ასე აღიზიანებდა და ახლაც არანაკლებ უშლიდა ნერვებს.
ნონას უკვე მოემზადებინა სადილი. დუდასდა გასაკვირად, ლექსოც სახლში იყო. ერთმანეთთან წესიერად არ ესაუბრათ, ლექსოს მისთვის არაფერი მოუყოლია, როცა ანტალიიდან მარტო დაბრუნდა.
დუდა მის საძინებელთან აიტუზა და კარზე ოდნავ მიაკაკუნა.
_შემოდი!–გაისმა ლექსოს ხმა შიგნიდან და დუდამ კარი შეაღო.
_რაშვები?–ლექსო ფანჯრის რაფას მიყუდებული იდგა სიგარეტით ხელში და რაღაცას თავისთვის ფიქრობდა. დუდას კითხვაზე უბრალოდ მხრები აიჩეჩა.–რა გჭირს?–მისი უხასიათობა ვერ აიტანა დუდამ, მიუახლოვდა და მხარზე მიეკრა.
_არაფერია, მალე გამივლის.
_არაფერი გინდა მომიყვე?–თვალებში შეაცქერდა დუდა. ლექსომ მზერა გაუსწორა და უპასუხა:
_მაპატიე, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ერთმანეთს დავშორდით. მორჩა.
_გიყვარს?
_არა. უბრალოდ... ხომ გითხარი, არ გვინდა ამაზე. აღარ მიყვარს, მაგრამ არის რაღაც, რაც მაინც მაწუხებს.
_მოდი, ნუ იფიქრებ მაგ "რაღაცაზე". ოთახში ჯდომით ვერაფერს გამოასწორებ. ცხოვრებას უნდა მიხედო. არ გინდა, რამე საქმეს მოკიდო ხელი?
_კი. და გადავწყვიტე კიდეც.
_რა გადაწყვიტე?
_სასწავლებლად მივდივარ ინგლისში.
_საად? გაგიჟდი?!–აღშფოთდა დუდა.
_ასე გადავწყვიტე.
_მომენატრები...–მხარზე დაადო თავი დუდამ.
_მეც...–ბიჭმაც ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა.–წამო, ვისადილოთ. ნონამ შენ მოსვლამდე დამიძახა, ალბათ უკვე გაცივდებოდა.–ლექსო შეეცადა გაეღიმა და დუდამ ეს ძალისხმევა დაუფასა. ერთად წავიდნენ კარისკენ.
_აკაკის სახლი რაშვება?–ჰკითხა გზად ლექსომ.
_შენდება რა. ცოტა მუშები ზარმაცობენ...–თავისთვის დაამატა დუდამ და ოდნავ ჩაეღიმა.
–ზარმაცობენ? ჩავალ, დაველაპარაკები.
_არა, არა. ვიხუმრე. ერთი იდიოტი ყველგან გამოერევა ხოლმე და ხელოსნებშიც ასეა.
_ოჰო... რამე ისეთია, რაც უნდა ვიცოდე?–დუდა დაფიქრდა, არ იცოდა რა ეპასუხა. ლექსოც მიხვდა მის ყოყმანს და უთხრა.–მოდი, დავუძახოთ, ჩვენთან ერთად ისადილონ, ვნახოთ რომელია იდიოტი...–ლექსომ ცერად გაუღიმა დუდას. დუდა სასადილო ოთახში შევიდა, ლექსო სამზარეულოსკენ გაემართა, რომ ნონასთვის ეთხოვა მუშების სასადილოდ შემოყვანა. დუდა წინასწარ ხარობდა, რომ დუჩეს ნახავდა, გამურულს და ჭუჭყიანს სუფრასთან, სადაც თავს უხერხულად იგრძნობდა. ოდესმე ხომ უნდა ეგრძნო თავი უხერხულად? უსამართლობა იყო, რომ ყოველთვის, როცა დუდა ხედავდა, ასე იყო საკუთარ თავში დარწმუნებული და თავდაჯერება არც მაშინ დაუკარგავს, როცა დუდა ხელებს უტკაცუნებდა, დროზე იმუშავეო.
_ჩვენთან სადილობენ ხოლმე?–ჰკითხა სასადილო ოთახში შესულმა ლექსომ, როცა სუფრას მიუჯდა.
_კი, სამზარეულოში.–დუდამ წყალი მოსვა.
_ამჯერად ჩვენთან ერთად ისადილებენ. ვნახო ერთი რა ხალხია. ბოლო დროს რეალურ ცხოვრებაზე უარი ვთქვი ერთი ადამიანის გამო, ახლა კი შემიძლია ყველაფერს მივხედო...
სიტყვა ახალგაზრდა ბიჭის და შუა ხნის, ძლიერი აღნაგობის კაცის შემოსვლამ გააწყვეტინა. ორივეს ბინძური სამოსი ეცვა. კიდევ კარგი ხელები დაებანათ.
_გამარჯობა,–ფეხზე წამოდგა ლექსო.–მე ლექსო ვარ, დუდას ძმა.–ხელი გაუწოდა ჯერ უფროსს და მერე დაახლოებით თავისი ასაკისას.
_ბიძინა,–ხელი ჩამოართვა კაცმა.
_გურამი, ისე ყველა პუშკინას მეძახის.
_დაბრძანდით,–სუფრაზე ანიშნა ლექსომ და თვითონაც დაჯდა. დუდა კარს არ აშორებდა თვალს, სადაცაა დუჩეც შემოვიდოდა. ალბათ ჯერ კიდევ სააბაზანოში იყო და თავის მოწესრიგებას ამაოდ ცდილობდა.
_არ მეგონა ორნი თუ მუშაობდით. დამხმარეები არ გჭირდებათ?–ჰკითხა ბიძინას ლექსომ.
_სამნი ვართ ხოლმე. დღეს ერთი ვერ მოვიდა.–დუდას ცივი წყალი გადაევლო ვარცლით.
_ხელი გაიფუჭა აქ რაღაცაზე რა და ინფექციის ნიშნები ჰქონდა და ექიმთან წავიდა.–საქმის ვითარებაში გაარკვია პუშკინამ.
_გასაგებია. და....–საუბრის დანარჩენი ნაწილი დუდას არ გაუგონია. თავისთვის იჯდა და უხმაუროდ ჭამდა.

დუჩე არც მეორე დღეს გამოჩენილა.


ძებნა: