ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 103
  • 104
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-09-07, 11:42 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სათაური: დამთხვეულები
ავტორი: AnasteishA
ბეტა: ♥vampiressa♥
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის, რა თქმა უნდა, მე
რეიტინგი: PG-13
ჟანრი: იუმორი, რომანტიკა, დრამა
სამარი: 2011 წელი. თბილისი. რა ხდება როცა დაეჯახები იმას, რისიც საერთოდ არ გწამს?
სტატუსი: წერის პროცესშია
პერსონაჟები


შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - პარასკევი, 2011-09-09, 3:08 PM

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-09-07, 11:50 PM | შეტყობინება # 2
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
☆AnasteishA☆, chemi nichieri gogo, rogor miyvars love rogorc iqna gadawyvite an amis aq dadeba da dzalian dzalian mixaria kiss me sheni fani var an! es fiki sheni nawerebisgan cotati gansxvavdeba da saintereso ideaa dzalian, ukve miyvars love bavshvebo, merwmunet bevrs dakargavt tu ar waikitxavt kiss personajebs ki rac sheexebat, ukve yvela miyvars biggrin dzalian kargad gyavs shercheulebi kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-08, 0:09 AM | შეტყობინება # 3
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
2011 წლის 27 მარტი. კვირა. თბილისი. 17:40
_გისმენთ!-გაბრაზებული ხმით უკვე მეოცედ უპასუხა დუდამ მობილურ ტელეფონს.
_დუდა, მე ვარ. რა ხდება?-მოესმა საუკეთესო მეგობრის, ლელას ხმა.
_ნერვები ამეთხარა უკვე, ისევ ის იდიოტი კახი რეკავს და მითიშავს!
_დაიკიდე რაა, არ აიღო და შეგეშვება. ან პირიქით მიალანძღე. ვეღარ მიხვდა რო უნდა შეგეშვას?
_კაი, ხო, რამეს ვიზავ. რაშვებით?
_გელოდებით. ბავშვები უკვე აქ არიან, არ მოდიხარ?
_გზაში ვარ, 5 წუთში მანდ- აააააა, ჯანდაბა!
_რა მოხდა?-შეშფოთებული ხმა გაისმა ყურმილში.
_კრეტინმა დამიაბგონა, მე მაგის... კაროჩე, 5 წუთში მანდ ვარ.
_კაი, გელოდები.
_ოქეი,-დუდამ გათიშვის ღილაკს დააჭირა თითი, ტელეფონი გვერდითა სავარძელზე მიაგდო და დაწინაურებულ ჯიპს გაადევნა მზერა, თან გაზის პედალს მთელი ძალით დააჭირა ფეხი. მუხრუჭებმა გაიხრჭიალა და შავი BMW წინ გაიჭრა. სულ მალე დაეწია ვერცხლისფერ ჯიპს და მძღოლისთვის არც შეუხედავს გადასწრებისას ისე აჩვენა შუა თითი, თვალმოუშორებლად გაჰყურებდა გზას და თავისთვის თვითკმაყოფილად იღიმებოდა.
რამდენიმე წუთში პატარა კაფე-ბარის წინ გააჩერა მანქანა და გადმოვიდა.
სიგნალიზაციამ სწორედ მაშინ დაიწრიპინა, როცა დუდამ კაფეს კარი შეაღო. ლელა იქვე უცდიდა. მეგობრებმა ერთმანეთი გადაკოცნეს, შემდეგ ლელა კუპისკენ გაუძღვა, სადაც მათ სამეგობრო წრე ელოდათ.
_დუდაა, შე ძველო!-მის დანახვაზე ფეხზე წამოხტა სასტავის ყველაზე აქტიური და მხიარული წევრი, ლაშა.
_ლაშ, რავა ხარ?-გადაკოცნა დუდამ.
_შენგან დავიწყებული...-გაუცინა ლაშამ და თავის მეგობარზე ანიშნა.-იცნობდე და გეშინოდეს! გიორგი რუხაძე!-ცისფერთვალება და ქერა ბიჭი წამოდგა და ხელი გაუწოდა დუდას.
_გიო,-თან თვალი ჩაუკრა. დუდამ ხელი ჩამოართვა და ღიმილით უპასუხა:
_დუდა!
_ოო, შენზე ლაპარაკით პირდაპირ ტვინი წამაჭამა ლაშამ.
_გაგონილს ნანახი ჯობიაო ამბობენ!-თვალი ჩაუკრა დუდამ და გოგონებს მიუბრუნდა.
_პრივეტები!-და სათითაოდ გადაკოცნა ყველა. ლელას გარდა სამნი იყვნენ: გვანცა, ანა და თეონა. მოკითხვას რომ მორჩა და დიდ მწვანე პუფში ჩაეფლო დაბალფეხებიანი მაგიდის წინ, დუდამ ოდნავ დაბნეულმა და გაკვირვებულმა მოატარა მზერა ყველას, შემდეგ ლელას შეხედა და იკითხა:
_მოიცა, სლეში სადაა?
_მე მეგონა შენთან ერთად იყო,-უპასუხა გოგონამ.
_არა, ტოო, რა ჩემთან ერთად. კვირაზე მეტია არ მინახია. სუ გაფუჭდა ეგ ბიჭი!-თქვა და მისთვის შეკვეთილი ბოთლიდან ლუდი მოსვა. ტუჩებს მოაშორა თუ არა ბოთლი, კუპეს კარი გაიღო და ოთახში სიმპათიური ხუჭუჭა ბიჭი შემოვიდა გიტარით ხელში.
_სლეეშ!!!-ფეხზე წამოხტა დუდა, მივარდა და მეგობარს კისერზე ჩამოეკიდა.
_დუდა! როგორ მომენატრე!-ცალი მხრით მოეხვია სლეში მეგობარს და შუბლზე აკოცა. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა დანარჩენების ჯერი. დუდა თავის პუფს დაუბრუნდა. სლეში ოდნავ მოშორებით მოთავსდა, ოღონდ იმ კუთხით, რომ მხედველობის არეში ჰყოლოდა დუდა, გიტარა ზურგსუკან მიაყუდა კედელზე. მიკითხვ-მოკითხვის და სიახლეების მოყოლის შემდეგ, დუდამ და სლეშიმ შემთხვევით ერთმანეთს შეავლეს მზერა. დუდამ ვედრების ნიშნად აწია თავი და თვალები დახუჭა- რაღაცას სთხოვდა სლეშის უსიტყვოდ. ყველა მიხვდა. მიხვდა სლეშიც. გადმოიღო გიტარა და აკორდები აიღო. ყველანი სმენად იქცნენ. მხოლოდ ერთმა, რომელიც მალევე მიხვდა რის დაკვრას აპირებდა, უკმაყოფილოდ წამოიძახა:
_ოო, კარგი რაა, რომელი საუკუნეა!-ეს ლაშა იყო, მაგრამ სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ დანარჩენებმა გააჩუმეს. სლეში დაკვრას განაგრძობდა და მხოლოდ დუდას უყურებდა. თითები თითქოს თავისით სხლტებოდნენ გიტარის სიმებზე.
_ცაში ახედე, რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა...-დაიწყო სლეშიმ. ისეთი თბილი, მჟღერადი ხმით მღეროდა, ყველამ ერთბაშად შეწყვიტა მოძრაობა და გაიყურსა. დუდა განსაკუთრებული ტკბობით უსმენდა ამ სიმღერას, ამ ხმას. მისთვის სლეში ყველაფერი იყო. გრძნობდა, რომ სლეშიც ასევე აფასებდა და ამით უბრალოდ ბედნიერი იყო.
_ცაში ახედე, რა ლამაზია ეს თეთრი მთვარე...-აგრძელებდა სლეში.



☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-08, 0:11 AM | შეტყობინება # 4
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
2011 წლის 27 მარტი. კვირა. თბილისი. 17:58
დუჩე მანქანიდან გადმოვიდა და შენობაში შევიდა. შიგნით ძმაკაცები ელოდნენ.
_დუჩეს გაუმარჯოს!-მიესალმნენ ერთხმად. დუჩემ სამივეს ხელი ჩამოართვა თანამედროვე სტილით, დაჯდა და ლუდიანი ბოთლი მოიყუდა.
_აზზე ხართ, ყველა ნაბ...რი, რომელსაც მდიდარი მამიკო ყავს, მანქანაზეა მომჯდარი. ერთმა სწერვამ ჩამიქროლა წეღან, რა დღეში იყო უნდა გენახა!
_დუჩე!-მონოლოგი ქერათმიანის ოდნავ წიკვინა ხმამ გააწყვეტინა. დუჩემ თვალი ჰკიდა თუ არა, გოგონას თვალები აატრიალა:
_აუ, ეხლა ეს შემ...მს. რატო არ დამირეკე, სად დამეკარგე, მომენატრე, ბლაბლაბლა...-გადაულაპარაკა მეგობრებს და წამოდგა.
_ნაწკა, სიხარულო!-ნაძალადევად გახარებული სახე მიიღო.
_შენი „სიხარულო“ არ ვარ, გაიგე? გშორდები!-სერიოზული ხმით უპასუხა ქერათმიანმა და დუჩეს რეაქციას დააკვირდა.
_იდი ნა ...-უპასუხა გულგრილად დუჩემ და მეგობრებთან დაბრუნდა. -რისი იმედი აქვთ ერთი ვიცოდე! „შენი სიხარულო არ ვარ, გშორდები“!-ქერათმიანის წიკვინა ხმას მიბაძა დუჩემ. მეგობრები ახარხარდნენ და კარისკენ მიმავალ ატირებულ ქერათმიანს თვალი გააყოლეს.
მაგრამ დუჩემ ახალი, შავთმიანი და შავთვალება „ჩიტუნა“ შეამჩნია, ძველისთვის აღარ ეცალა.



♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-08, 0:15 AM | შეტყობინება # 5
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
duda dzalian miyvars, aseve sleshic biggrin
Quote (☆AnasteishA☆)
_აზზე ხართ, ყველა ნაბ...რი, რომელსაც მდიდარი მამიკო ყავს, მანქანაზეა მომჯდარი. ერთმა სწერვამ ჩამიქროლა წეღან, რა დღეში იყო უნდა გენახა!

lol
ukve gamoikveta rogori tipicaa chveni duche. aseve arc duda shearchens aravis arafers. sainteresoa aan, miyvarxaaar kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

DreaMyთარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-08, 9:22 AM | შეტყობინება # 6
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
Quote (☆AnasteishA☆)
რეიტინგი: PG-13

biggrin :D
chemtvis ar sheidzleba da wakitxvisgan tavs shevikaveb biggrin

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-08, 12:30 PM | შეტყობინება # 7
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
DreaMy, bichebistvis sheidzleba biggrin biggrin biggrin shen iseti gataxsirebuli komenti datove vampiressa-s fikze magaze uaresi aq araferi iqneba smile waikitxe. sheni azri mainteresebs


ucnobiucnobi2თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-08, 1:06 PM | შეტყობინება # 8
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
hah : D leqso --- ukve miyvars eg personaji coryze vafren : D

შეტყობინება შეასწორა ucnobiucnobi2 - ხუთშაბათი, 2011-09-08, 1:23 PM

T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-08, 1:22 PM | შეტყობინება # 9

266
15  +
30  ±
   ±
Offline
ooooo raaa magaariiiiiiiaaaaa biggrin martlaaa dzaan dzaan magari da sainteresoooaa da erti suli maqvs axal tavs rodiis dadeeeb, dudaa ukvee shemiyvardaaa "sayvareli" gogoa biggrin axaliii tavii male iqenba? ))



შეტყობინება შეასწორა T-MOMSEN - ხუთშაბათი, 2011-09-08, 5:24 PM

RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-08, 4:28 PM | შეტყობინება # 10

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Vauu :d ukve Dzaan MomwoNss surprised saintereSoaa biggrin Chemi stilia tongue
roogoor mainTeresebs :x mindaa axalI tavii cry


I Hate This FuCkinG Life <3

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-09-09, 11:30 AM | შეტყობინება # 11
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ucnobiucnobi2, happy happy სამწუხაროდ მთავარი პერსონაჟი არაა, მარა შენი ხათრით ხშირად გამოვაჩენ.
T-MOMSEN, ჰოო, მეც მიყვარს მასეთი "საყვარელი" გოგოები biggrin
RoB-dOd, მალე დავდებ ახალ თავსსს... დღეს აუცილებლად დავდებ



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-09-09, 1:16 PM | შეტყობინება # 12
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
იმავე დღე. 22:30
_მე ვიხდი და არავის ხმა არ გავიგონო!-გამოაცხადა დუდამ, როცა ოფიციანტს ანგარიში სთხოვეს.
_კაი, კაი, ეხლა გაჩუმდი!-საფულე დააძრო ლაშამ. დუდამ გამგმირავი მზერით გადახედა, შემდეგ წარბები უეცრად გახსნა და სიცილით უთხრა:
_შოთამ სოლიდური თანხა დამირიცხა ანგარიშზე და კვირის ბოლოს რომ შეამოწმოს და ნახოს, რომ მნიშვნელოვანი თანხა არ დამიკლია, ძალიან განაწყენდება და ფულიანი მამიკოს განაწყენება არ ღირს, ხომ ასეა?-ყველას გაეცინა, დუდამ კი ამასობაში ანგარიშით დაბრუნებულ ოფიციანტს საკრედიტო ბარათი გაუწოდა.
კაფედან რომ გამოვიდნენ, დუდამ სლეშს დაქაჩა სახელოზე:
_მე გაგიყვან, კარგი?
_იასნია,-გაუღიმა სლეშიმ და მძღოლის გვერდზე სავარძელზე მოთავსდა. დუდამ სხვადასხვა მანქანებში გადანაწილებულ მეგობრებს დაუძახა:
_კარგად, ბავშვებო!-და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
_აბა, სად იყავი დაკარგული?-ჰკითხა დუდამ, როცა სანაპიროს ჩაუყვნენ.
_ხო იცი, როგორი საქმიანი ბიჭი ვარ!-გაუცინა სლეშიმ.
_ჰოო... ნაშებს დასდევდი... როგორც ყოველთვის,-გაეცინა დუდასაც.
_დავდევდი, ოღონდ ნაშას არა.-სერიოზული ხმით უპასუხა ბიჭმა. დუდა გაოცდა.
_რამე სერიოზულია?
_უსერიოზულესი.
_როგორია?-საქმეზე გადავიდა დუდა.
_ვერ აგიღწერ ისეთი ლამაზია... ზუსტად ისეთია, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
_სად გაიცანი?
_გავიცანი?-გაიმეორა სლეშიმ.-ჰო, შეიძლება ითქვას გავიცანი...
_რას ნიშნავს „შეიძლება ითქვას“?-გაკვირვებულმა გამოხედა დუდამ.
_იმიტომ, რომ ამას ასე არ ეძახიან.
_რას არ ეძახიან ასე? მოიცა, არც კი იცნობ და უკვე მასთან იწექი?-დუდას გაოგნებამ პიკს მიაღწია. სლეში ახარხარდა.
_ვიწექი? სულ ეგ როგორ უნდა გიტრიალებდეს თავში!!!-დუდას შერცხვა.-არავისთანაც არ ვიწექი! რა სულელი ხარ!
_რა ქვია?-პაუზის შემდეგ განაგრძო დაკითხვა დუდამ.
_ჯერ არ მინდა გითხრა.
_კარგი, თუ ამაზე ლაპარაკი არ გინდა პირდაპირ თქვი! სწავლის საქმეები როგორ გაქვს?-ისევ თვითონ გააგრძელა.
_რა დროს სწავლაა!-წამოიძახა ბიჭმა.
_ამოხვალ ჩემთან?-ჰკითხა უცებ დუდამ.-თუ სახლში მიგიყვანო?
_ამოვალ. თან რაღაც საქმე მაქვს...
_რა საქმე?
_ავალთ და გეტყვი,-სლეშს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: დუდას სახე მოექუფრა და გაცეცხლებულმა ამოიგმინა, სიგნალს და მუხრუჭს მთელი ძალით დააწვა. რამ გამოიწვია მისი ასეთი რეაქცია? ვერცხლისფერმა ჯიპმა, რომელიც წინ ჩაუდგა ზოლში და კინაღამ ავარია გამოიწვია. დუდამ თვალი მოკრა ჯიპის მძღოლმა უკანა ხედვის სარკეში შუა თითი რომ დაანახა. დუდას ტვინში სისხლმა აასხა და სანამ სლეში თვალის დახამხამებას მოასწრებდა, დუდამ გაზს დააჭირა ფეხი, მანქანა წინ გავარდა და ჯიპს ბამპერი მიუჭეჭყა, შემდეგ ისევ უკან დაიხია. ჯიპის მძღოლმა მანქანა გზის პირზე გადააყენა და დაზიანებული ადგილის სანახავად ლანძღვა-გინებით გადმოვიდა. დუდას არ გაუჩერებია, უცნობის მძულვარე მზერას ჰაეროვანი კოცნით უპასუხა გვერდით ჩავლისას და ხელი ირონიულად დაუქნია.
_დუდა, გაგიჟდი?-უკან მიიხედა სლეშმა, რადგან ჯიპი მძღოლითურთ უკან ჩამოიტოვეს.
_დალაგებული როდის ვიყავი?-სიცილით ჰკითხა დუდამ- მომხდარმა გაახალისა.
_ეგეც მართალია, მაგრამ ახლა რაც გააკეთე, მაგისთვის შეუძლია გიჩივლოს!
_მამაჩემის ჯიბეს რამდენიმე ათასი ვერაფერს დააკლებს,-თავდაჯერებულმა უპასუხა დუდამ.-თან კობახიძის გადამკიდეს, შეიძლება თვითონ მოუწიოს ჯარიმის გადახდა უხამსი ჟესტისთვის,-„კობახიძე“ მათი ოჯახის ადვოკატი იყო.
სახლს რომ მიუახლოვდნენ და დუდამ დიდი ლამაზი სახლის წინ გააჩერა მანქანა, გარაჟში დაყენების ნაცვლად, სლეშმა ჰკითხა:
_კიდე სადმე აპირებ წასვლას?
_ჰო, ღამით მინდა გავისეირნო.
_მაინც არ იშლი ხო შენ უცნაურობებს?-გაეცინა სლეშს და დაწინაურებულ მეგობარს სახლში შეჰყვა.
_არა, სლეშ, ეს მე ვარ და ვეღარაფერი შემცვლის. ნონა!-დაიძახა ხმამაღლა, მაგრამ არავინ გამოეპასუხა.- წასულა, ძალიანაც კარგი. გშია?-მაგრამ პასუხს არც დაელოდა სამზარეულოსკენ გაემართა.
_სიმართლე გითხრა, დილას მერე არაფერი მიჭამია.
_არც მე,-გაუცინა დუდამ და მაცივარი გამოაღო.-რაც გინდა აიღე, მე სალათას შევჭამ,-უთხრა და თვითონ მომცრო კონტეინერი გამოიღო და თავსახური მოხადა.
თან ჭამდნენ, თან საუბრობდნენ. ჭამას რომ მორჩნენ, დუდას საძინებელში გავიდნენ და მუსიკა ჩართეს.
_წეღან რაზე ვლაპარაკობდით, გახსოვს? მანქანაში.
_რაზე?
_ჩემს ახალ გატაცებაზე.
_ა, ჰო. შენ რომ საუბარი არ გინდოდა.
_საუბარი არ მინდოდა კი არა, უბრალოდ შენ გაიგე არასწორად.
_ვინაა მითხარი. ვიცნობ?
_ჩემზე უკეთესად...
_მართლაა? ვინაა? სახელი მითხარი!
_სახელი? „მარია-ანტუანეტა“!
_რა?-დუდა გველნაკბენივით წამოხტა.
_როდემდე აპირებდი დამალვას საინტერესოა...
_სლეშ!!! არ მითხრა, რომ ნახე...
_რა თქმა უნდა, ვნახე და სულაც არ ვნანობ!
_საზიზღარო! ლექსომ შემოგიყვანა, ხო? დამპალი!
_ჰო, შენ გელოდებოდი დღეს და რო არ მოხვედი, სულმა წამძლია... რა ლამაზია! დუდა! კარგად მომისმინე, აუცილებლად უნდა გაიტანო გამოფენაზე! ეს გადაწყვეტილია და შენი ხმა არ გავიგო! ყველამ უნდა იცოდეს რა ნიჭიერი მყავხარ!
_კარგი რა, ვის რაში აინტერესებს ჩემი ნიჭიერება. დიდი აღიარებაც რომ ვპოვო, ყველაფერს მაინც მდიდარი მამიკოს ფულებს მიაწერენ.
_ნუ ჩამოყარე ყურები! ფსევდონიმით გააკეთე გამოფენა და ხალხის რეალურ აზრს გაიგებ.
_სისულელეა. მე უბრალოდ ვერთობი ხატვით არავის აღიარება არ მჭირდება. შენ რომ მოგწონს და ლექსოს რომ მოსწონს, ეს უკვე აღიარებაა ჩემთვის.
სლეში ფანჯარასთან მიდგმულ, ჩვარჩამოფარებულ მოლბერტს მიუახლოვდა და ჩვარი მოხსნა.
_უღვთოდ ლამაზია...-თქვა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ. დუდა მიუახლოვდა და გვერდში ამოუდგა, ისიც სურათს დააცქერდა.
_ჰო, ვერ ველევი... რამდენი ხანია დავამთავრე, მაგრამ მაინც აქ დევს...
ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა.
_ხო, ლიზი!-უპასუხა სლეშმა.-კაი ხო, მოვდივარ.რომელი საათია?-შეეკითხა დუდას, როცა გათიშა. დუდამ კედელზე დაკიდული ლამაზი საათისკენ გაიხედა.
_12 ხდება. რა არი, ხო მშვიდობაა?
_ლიზიმ დედა ნერვიულობს მალე მოდიო. შემჭამეს რა.
_კარგი, გაგიყვან,-გასაღებს დაავლო ხელი დუდამ და ოთახი დატოვეს.



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-09-09, 1:17 PM | შეტყობინება # 13
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
იმავე დღე. 00:00
_როგორი იყო?-გაოფლილი გოგო ცდილობდა სუნთქვა დაეწყნარებინა. წყვილი საძინებელში, თეთრზეწარგადაკრულ სარეცელზე იწვა.
_მაგარი. ეხლა აახვიე.-უემოციოდ უპასუხა და სიგარეტს ნაფაზი დაარტყა დუჩემ.
_რაა?-მკერდზე ზეწარაფარებული გოგონა საწოლზე წამოჯდა.
_რაც გაიგე.
_შენ ვერ ხარ?!-გოგო უკვე ფეხზე წამოხტა.
_პირველ შემხვედრს შენ უწვები და მე ვერ ვარ?-დუჩე გულგრილი სახით აგრძელებდა სიგარეტის მოწევას და მის ერთი-ღამის ნაცნობს მზერის ღირსადაც არ თვლიდა. გოგოს ავად დაუწვრილდა ლამაზი თვალები:
_შენ არ იყავი ორი საათი რო მეხვეწებოდი ჩემთან ამოდი, ცოტა დავლიოთ და მუსიკას მოვუსმინოთო?
_და შენც მუსიკის მოსასმენად ამოხვედი, არა?-დამცინავად გაუყარა თვალი თვალში დუჩემ.-მორჩი ლაი-ლაის და აახვიე. აღარ მცალია შენთვის.
_არაკაცო! იცოდე, ამისთვის პასუხს აგებ!-გოგონამ თავისი ტანსაცმელი წამოკრიფა და კარისკენ გაემართა.
_რაღაც არამგონია,-გაიცინა დუჩემ და უკვე კარში გამავალს მიაძახა.-ზეწარი დამიტოვე!-გოგონამ ზეწარი მოიხსნა და გაგულისებულმა ესროლა დუჩეს. ეს უკანასკნელი სიცილით უყურებდა როგორ მიტანტალებდა დერეფანში დედიშობილა ალქაჯი. რამდენიმე წუთში კარის ბრახუნის ხმა გაისმა, დუჩე გადაბრუნდა და ტკბილად დაიძინა.



T-MOMSENთარიღი: პარასკევი, 2011-09-09, 3:38 PM | შეტყობინება # 14

266
15  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, ese igiiiii ducheee mee ukvee nerveebs mishliiiis )) raa gauzrdeli meqaltanea biggrin dzaaan momwoons es fikiii daa room gavigee duda mxatvariiic yopilaa uproo metad momewonaaa happy dzaan maagarii xaaar happy


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-09-09, 5:05 PM | შეტყობინება # 15
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (☆AnasteishA☆)
_მაგარი. ეხლა აახვიე.-უემოციოდ უპასუხა და სიგარეტს ნაფაზი დაარტყა დუჩემ.

lol
Quote (☆AnasteishA☆)
_პირველ შემხვედრს შენ უწვები და მე ვერ ვარ?-დუჩე გულგრილი სახით აგრძელებდა სიგარეტის მოწევას და მის ერთი-ღამის ნაცნობს მზერის ღირსადაც არ თვლიდა. გოგოს ავად დაუწვრილდა ლამაზი თვალები: _შენ არ იყავი ორი საათი რო მეხვეწებოდი ჩემთან ამოდი, ცოტა დავლიოთ და მუსიკას მოვუსმინოთო? _და შენც მუსიკის მოსასმენად ამოხვედი, არა?-დამცინავად გაუყარა თვალი თვალში დუჩემ.-მორჩი ლაი-ლაის და აახვიე. აღარ მცალია შენთვის.

lol lol lol am tavis kitxvisas yoveltvis ise mecineba, gegoneba pirvelad vkitxulobde biggrin kiss kiss kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 103
  • 104
  • »
ძებნა: