დამთხვეულები
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-11-19, 12:12 PM | შეტყობინება # 154 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| RoB-dOd, Jack♥sparrow, არაფერიც არ გავარდა :p მასე უცებ რო ვარდებოდეს დუდა, დუდა კი აღარ იქნება :D :lips: ჩემი საყვარელი დღე: 4 ივნისი. შაბათი. 11:27 დუდა ვრცელ, ნახევარწრის ფორმის აივანზე იდგა და ფიქრობდა ჩასულიყო და პუშკინასთვის ეკითხა სად გაქრა მისი მეგობარი თუ... არა, სხვა ვარიანტი არ ჰქონდა, მაგრამ ამის გაკეთებაც არ შეიძლებოდა. უბრალოდ არ შეიძლებოდა, თორემ უკვე დიდი ხანია ასე მოიქცეოდა. _მდაბალი სალამი რომეოსგან ჯულიეტას!–მოესმა დუჩეს ხმა და ღიმილი ვერ შეიკავა, როცა მდაბლად წელში მოხრილი დაინახა. _რომეო, რომეო, სად იყავ აქამომდის?–ჩასძახა რომანტიკული ქალიშვილის იდუმალი ხმით. _მაგას ამჟამად არ აქვს მნიშვნელობა. იჩქარე, ჩემო მიჯნურო, რამეთუ ვესწრაფვი შენს ხილვას ახლოს! _ეჰ, წადი, წადი, საქმეს მიხედე...–ამოიოხრა დუდამ და შიგნით შევიდა. დუჩეს გაეღიმა და მებაღის სახლისკენ გაემართა. კედელი უკვე ამოშენებული იყო და ახლა ლესავდნენ. შუადღეს სასადილოდ დაუძახათ ნონამ. სუფრა სამზარეულოში გაეშალათ, რადგან ბატონებისგან მხოლოდ დუდა იყო სახლში და ისიც თავის ოთახში სადილობდა. დუჩემ და სხვებმაც იმ სააბაზანოში დაიბანეს ხელი, სადაც დუდამ შეუხვია მკლავი რამდენიმე დღის წინ. სააბაზანოდან ბოლო დუჩე გამოვიდა და სამზარეულოსკენ წასვლა არც უფიქრია, გაიხედ–გამოიხედა და კიბეებს აუყვა. როგორ უნდა გამოეცნო დუდას ოთახი– წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ ეს არც დასჭირვებია, კიბეზე ასული დერეფანში აღმოჩნდა, რომლის ორივე მხარეს კარებები ჩამწკრივებულიყო, შესასვლელის მოპირდაპირე ორფრთიანი კარიდან ერთი ღია იყო, ოღონდ კარები კედლის პარალელურად იყო გასრიალებული და არა შეღებული, როგორც ჩვეულებრივი კარი დუჩე პირდაპირ იქით გაემართა, რადგან სწორედ ამ ოთახიდან წყნარი, დამამშვიდებელი მუსიკა იღვრებოდა. მაგრამ ეს ხმა არ ჰგავდა არც რადიოს და არც მუსიკალური ცენტრის ხმას, არც დინამიკებისას. დუჩემ ფრთხილად შეიჭვრიტა ოთახში და გაოცდა: ეს ნამდვილი სახელოსნო იყო. სახელოსნო, როგორიც ფილმებში უნახავს, სახლს გარეთ, ძველ ფარდულში რომ მოაწყობენ ხოლმე. აქ ყველაფერი იყო ხატვისთვის და ყველა ნივთი მხოლოდ და მხოლოდ ხატვისთვის იყო. 9 ათასნაირი ფუნჯი, სხვადასხვა ზომის პალიტრები, დასრულებული ტილოები, საღებავები და საღებავებით დასვრილი ჩვრები. ასევე იყო მოლბერტიც, რომლის წინაც დუდა იდგა. კომბინიზონი ეცვა და გაცხარებული ხატავდა. მაგრამ დუჩე სხვა რამემ გააკვირვა– მოლბერტის გვერდით მაღალფეხება პატარა მაგიდაზე ძველისძველი, ანტიკვარული ნივთი იდო და სწორედ ის გამოსცემდა მისთვის გასაოცარ ხმას– ეს იყო კვადრატულ ფუძეზე დამაგრებული მრგვალი, თხელი ფირფიტა, რომელზეც მოწყობილობის წვრილი შვერილი იდო და უკრავდა. ხმა კი უზარმაზარი ნიჟარიდან გამოდიოდა. _აი, ეს მესმიის!–აღმოხდა დუჩეს.–მაგრად მოწყობილხარ!–დუდა გაოგნებული მობრუნდა, ხელში წვრილთავიანი ფუნჯი ეკავა, კბილებს შორის კი ტარით შედარებით მსხვილთავიანი ეჭირა. დუჩეს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, პირიდან გამოიღო ფუნჯი და იქვე მაგიდაზე მიაგდო, სასწრაფოდ წამოავლო ხელი დიდ თეთრ ჩვარს და სურათს ჩამოაფარა. _შენ აქ რას აკეთებ?–მაშინღა მიუბრუნდა დუჩეს. _რა სტუმართმოყვარე ხარ!–გაუღიმა ბიჭმა და ოთახში შევიდა.–არ მაჩვენებ რას ხატავდი ასეთი გატაცებით? _არა.–მოკლედ უპასუხა დუდამ. _რატოომ?–მუსიკალური მოწყობილობა გაჩუმდა და დუდამ შვერილი აიღო ფირფიტიდან. _აქ რისთვის ამოხვედი? ჩადი და საჭმელი ჭამე.–ცივად უპასუხა მან და ფანჯარას მიუახლოვდა. _რატომ? აქაც მშვენივრად შევჭამ,–თქვა დუჩემ და იქვე დადებული თეფშიდან კარტოფილის ღვეზელი აიღო. _ეე, ეგ ჩემია!–მისკენ წაიწია დუდა, მაგრამ დუჩემ ჩაკბიჩვა მოასწრო. დუდამ მაინც გამოართვა ღვეზელი და გემრიელად შეექცა. თეფშსაც წამოავლო ხელი, რომელზეც კიდევ ორი ღვეზელი იდო. _გამინაწილე, რა მოგივიდა. ნუ ჟმოტობ!–გაიბუტა დუჩე. დუდამ ჭამა უდარდელად განაგრძო. –კარგი, არ მინდა შენი ღვეზელები.–ოთახის თვალიერება განაგრძო დუჩემ. ყველა კედლებზე სხვადასხვა ზომის ტილო ეკიდა, ზოგზე ტყე იყო გამოსახული, ზოგზე ქალაქის ხედი, ზოგზე ცისფერთვალა გოგოს პროფილი, ზოგზე ბეღურა, რომელიც გუბურაში იხედება. _ვაღიარებ შენს ნიჭს,–თქვა ბოლოს ბიჭმა. დუდამ დუმილი ამჯობინა. შემდეგ კი ჰკითხა: _ხელი როგორ გაქვს? გავიგე ექიმთან ყოფილხარ. _ოპერაცია დამინიშნეს,–კედლებს არ აცილებდა თვალს დუჩე. _რა ოპერაცია?–ჭამას თავი ანება დუდამ და თეფში ფანჯრის რაფაზე გადადო. დუჩემ თვალებში შეხედა დუდას, შემდეგ თავი დახარა და ყრუ ხმით უთხრა: _ინფექცია ძალიან შორს წავიდა... ხელი უნდა მომაჭრან...–დუდას თვალები გაუფართოვდა. დუჩესკენ დაიძრა, წინ დაუდგა და ლოყაზე მოეფერა ხელით, შეეცადა თავი აეწევინებინა, მაგრმ დუჩე ეურჩებოდა. ბოლოს, მის ნებას რომ დაჰყვა, დუდამ დაინახა როგორ იფხრიწებოდა სიცილისგან. მაგიდაზე ქილა იდო, რომელშიც მუდმივად წყალი ესხა და დუდა მასში საღებავებით დასვრილ ფუნჯებს რეცხავდა ხოლმე და გოგონამ სწორედ მას წამოავლო ხელი და საღებავებიანი წყალი სახეში შეასხა ჩაბჟირებამდე ახარხარებულ ბიჭს. მისმა მცდელობამ გაჭრა– დუჩემ სიცილი შეწყვიტა და მაგიდაზე დადებულ პალიტრას წამოავლო ხელი. _არა, მაგას ხელი არ ახლო! ძლივს მივიღე საჭირო ფერი!–წამოიკივლა დუდამ და დუჩემაც მორჩილად დააბრუნა თავის ადგილას პალიტრა. _ეს შეიძლება?–ლარნაკს სტაცა ხელი, რომელშიც იასამნების ლამაზი კონა იდო. _ეგ კი. დუჩემ ყვავილები ამოიღო ლარნაკიდან და ყვავილების წყალი დუდას სახესა და კომბინიზონზე აღმოჩნდა. დუდამ ფეხიდან ცალი კედი წაიძრო და ის იყო უნდა ესროლა, რომ დუჩე აყვირდა: _არ გაბედო! თუ მესვრი, იცოდე, ვალში არ დაგრჩები. გაითვალისწინე, რომ 44 ზომა ფეხი მაქვს! დუდა მის სიტყვებს არ შეუშინებია და მაინც მოიქნია ფეხსაცმლიანი ხელი, მაგრამ დუჩემ დაუჭირა და ფეხსაცმელი დააგდებინა, ცალი ხელით გაუკავა ორივე ხელი ზურგსუკან და თვალებში ჩააცქერდა. ისე უნდოდა ეკოცნა... ისე უნდოდა... დუდა კი ისე იბრძოდა, რომ თავი გაენთავისუფლებინა... ვერც მიხვდა, როგორ აღმოჩნდა მათი ბაგენი შეერთებული. კოცნა მხოლოდ ორიოდ წამს გაგრძელდა. დუჩემ ხელი გაუშვა თუ არა, რომ თმაში შეეცურებინა თითები, დუდამ მკერდზე უბიძგა ხელებით და მოიშორა. _ვიღაც ამბობდა, ველური არ ვარ და ჩემთან ყოფნას არავის ვაძალებო...–მიახალა დუდამ. _ჰო, ასეა. მაგრამ შენ ჩემთან ყოფნა გინდა, ხომ ასეა?–დუდამ ცერად გახედა, შემდეგ მაგიდაზე მიყრილ იასამნებზე გადაიტანა მზერა. _დუდა, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება ჩემს თავს. უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა. მეტი არაფერი. _მეტი არაფერი? ჰმ... წუთის წინ ვინ იყო, სიტუაციით რომ ისარგებლა? _მმ... ეგ არ ითვლება. წუთიერი სისუსტე იყო... _...და ხშირად გემართება ხოლმე მასეთი "სისუსტის წუთები"? _მარტო შენთან ყოფნისას... დამიჯერებ, რომ შევიცვალე? ძველი დუჩე აღარ ვარ. ქალები აღარ მაინტერესებს.... _აჰ, ეხლა კაცებზე გადახვედი?–დასცინა დუდამ და დუჩეს ბღვერაც დაიმსახურა. _მგონია, რომ შენც გინდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდები და მე გამომიტყდები?! ამას არც გთხოვ. არაფერში გამოტყდომა საჭირო არაა. უბრალოდ მენდე და მე დაგიმტკიცებ, რომ... _ძალიან გთხოვ, არ გინდა... რა უნდა დამიმტკიცო... თურმე მართალი ყოფილა სლეში...–ჩაილაპარაკა წარბშეკრულმა დუდამ. _რას გულისხმობ?–მოიქუფრა დუჩეც. _თავიდანვე მაფრთხილებდა, რომ შენ მე არაფრის გულისთვის არ დამეხმარებოდი. თუ ცდილობდი, რომ კახის შევძულებოდი, ეგ მხოლოდ იმიტომ, რომ საშენოდ იკეთებდი საქმეს. საშენოდ გინდოდი, არა?–ამ სიტყვებს დუჩეს ისეთი მზერა მოყვა, რომელიც დუდას არასდროს ენახა და ძალიანაც შეაშინა. _სანამ რამეს იტყვი, საკუთარ სიტყვებს დაუკვირდი!–უთხრა ყინულივით ცივი ხმით. მცირე პაუზის შემდეგ კი ცოტა შერბილებული ხმით გააგრძელა.–გასაგებია, რომ გამოუსწორებელი მექალთანე გგონივარ, ვისაც არავითარი გრძნობები და საერთოდ გულიც არ გააჩნია, ისიც გასაგებია რატომ გაქვს ჩემზე ისეთი წარმოდგენა, რომ მოღალატე ვარ და მეგობარს ვუღალატე, როცა შენს დავიწყებაში დავეხმარე. იქნებ მართალი ხარ? არ ვიცი, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. მაგრამ მან ისიც იცის, რომ თავიდან, როცა დაგირეკე და დახმარება გთხოვე, გულში არაფერი მედო იმის გარდა, რაც მაშინ გითხარი. ალბათ არასწორად მოვიქეცი და თქვენ საქმეში არ უნდა ჩავრეულიყავი, მაგრამ შენ არ იცი რა ძნელია, როცა ყოველ საღამოს საუკეთესო მეგობრის ცრემლებს უყურებ. მითუმეტეს როცა ეს ცრემლები იმის ბრალია, ვინც შენი აზრით, სულ არ იმსახურებს მათ. მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თავიდან მართლა ვფიქრობდი, რომ არც კახის სიყვარულს იმსახურებდი და არც საერთოდ ვინმეს ყურადღებას, რადგან ერთი პატარა განებივრებული გოგო იყავი, როგორებსაც მართლა ხშირად ვხვდებოდი ღამ–ღამობით და თვიდან თვემდე ჩემს ჭკუაზე ვატრიალებდი, სანამ არ მომბეზრდებოდა. მერე არ ვიცი რა მოხდა. რა დამემართა. ალბათ ახლაც ფიქრობ, რომ გკერავ და შენგანაც იგივე მინდა, რაც სხვებისგან. მაგრამ ახლა იმას გეტყვი, რაც არასდროს არავისთვის მითქვამს. იცი, რა მინდა შენგან?–დუჩე გაჩუმდა. _რა?–ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჰკითხა დუდამ, მაგრამ ბიჭს მოეჩვენა, რომ დუდა არ იყო მზად ამ სიტყვების მოსასმენად, მას ჯერ კიდევ არ სჯეროდა საკმარისად დუჩესი. _სხვა დროს გეტყვი, როცა ეს სანუკვარი სურვილი ამისრულდება...–დუდა დაიჯღანა. _რა გინდა ჩემგან?–დაღლილი ხმით ჰკითხა, მაგრამ ეს ზოგადი კითხვა იყო, იმას სულაც არ ეკითხებოდა, რის თქმასაც წუთის წინ დუჩე აპირებდა. _დუდა, შენთვითონ დაფიქრდი– რას ვაკეთებ მე დღეს აქ? _მებაღის სახლს.–მხრები აიჩეჩა დუდამ. _მარტო მე მეჩვენება, რომ ბედისწერამ კიდევ ერთი შანსი მოგვცა? დაფიქრდი, დუდა. მე იმ ღამით პირობა მოგეცი. გამიჭირდა, ო, როგორ გამიჭირდა შესრულება, საბერძნეთშიც კი გაგექეცი, მაგრამ იქაც კი არ დამანებე თავი. ჩამოვედი და მეორე თუ მესამე დღეს ისე ამოვყავი თავი შენს სახლში, რომ არც ვიცოდი თუ ქ მოვდიოდი. ზემოთ ვიღაც ზის, ვინც ჩვენი ცხოვრების გზები საიმედოდ გადახლართა ერთმანეთში. არ ფიქრობ, რომ ეს ბედისწერაა? _არა, უბრალოდ თბილისი პატარა ქალაქია.–დუდა ისევ იასამნებს დასცქეროდა. _დუდა, დუდა!–სიმწრით წარმოთქვა დუჩემ.–იცი, ილია ჭავჭავაძე რას ამბობდა? _რას?–გაეცინა დუდას.–დუდას+დუჩე= სიყვარულსო?–დასცინა ბიჭს. _არა.–ბიჭს ოდნავადაც არ გაჰღიმებია.–არის ზოგი სასწაული, რომელის საკუთარი თვალით თუ არ ნახე ვერ დაიჯერებო, მაგრამ ასევე არის ზოგი სასწაულიც, რომელიც თუ არ დაიჯერე, ვერ დაინახავო. _არც შენ ხარ სასწაული და არც მე, აქ დასანახი არაფერია. _მისმინე, შენ თუ მე ოდნავადაც არ მენდობი და არც არავითერი გრძნობა ან ინტერესი არ გაქვს ჩემს მიმართ... მე მარტო ვერაფერს ვერ ვიზამ. მხოლოდ ის ვიცი, რომ შენთან ყოფნა, შენი დანახვა, უცნაური გრძნობით და მღელვარებით მავსებს. ვიცი, რომ შენც რაღაც ამდაგვარი გჭირს. ვიცი. და ვერაფრით გადამარწმუნებ, მაგრამ თუ არ მოიკრიბავ გამბედაობას, სიამაყეს ცოტა ხნით გვერდზე არ გადადებ და მე და საკუთარ თავს შანსს არ მოგვცემ... _მაშინ?–ჩაეკითხა დუდა. აღარ ოხუნჯობდა, წყნარად იდგა და იასამნებს არ აშორებდა თვალს. _მაშინ არაფერი. უბრალოდ შენი ცხოვრება ჩემს გარეშე ჩაივლის. განა იმიტომ, რომ მე გოგოსთვის რაიმეს ხვეწნას მიჩვეული არ ვარ, თუმცა ეს მართლა ასეა, ან იმიტომ რომ თავის დამცირებით დავიღლები. რა თქმა უნდა, ესეც იქნება პრობლემა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თუ ახლა გამიშვებ, ვეღარასდროს მისცემ უფლებას საკუთარ თავს, ერთადერთხელ მაინც მითხრა, რომ ჩემი შენს გვერდით ყოფნა კარგ განწყობაზე გაყენებს. რას იტყვი? გამიშვებ? ოღონდ იცოდე, თუ ახლა წავალ, აღარ დავბრუნდები. გესმის? რომ ვკვდებოდე, მაინც აღარ მოვალ, იმიტომ რომ მე ახლა მთელი გული გადაგიშალე და თუ უარს მეტყვი, ეს ნიშნავს რომ ხელს მკრავ, ამის პატიება კი თავმოყვარეობის სანაგვეში გადაგდებას ნიშნავს. რას იზამ? მკრავ ხელს?–დუჩე თვალებით ბურღავდა თანამოსაუბრეს, რომელიც ჯიუტად აკვირდებოდა იასამნის ოთხფურცლა ყვავილებს და არც აპირებდა მზერის იმ ადამიანზე გადატანას, რომელმაც ის–ის იყო ასეთი ლამაზი და გრძნობით სავსე სიტყვები უთხრა. დიახაც რომ მიჩვეული იყო სხვადასხვა ფორმით სიყვარულის ახსნას, ზოგი მაღალი იყო, ზოგი დაბალი, ზოგი მსუქანი, ზოგი გამხდარი, ზოგი ქერა და ზოგი შავგვრემანი, ზოგს ცისფერი თვალები ჰქონდა, ზოგს მწვანე, ზოგი ფერარის დააქროლებდა, ზოგს ავტობუსისთვის ძლივს ყოფნიდა ფული, მაგრამ ასეთი მისეული ჯერ არავინ ყოფილა მის ცხოვრებაში. ჯერ ასე არავისდამი ჰქონია ინტერესი... და ჯერ ასე არ მონდომებია მთელი ძალით ჩაკვროდა გულში. მაგრამ მის გონებაში აინთო ნათურა, რომელსაც "წინდახედულება" ერქვა და გრძნობებს ნაპირების გადმოლახვის საშუალება არ მისცა. _მე არაფერს არ გეტყვი, არ მინდა ოდესმე საკუთარი სიტყვები ვინანო. ჩვენ ორი, ძალიან რთული და განსხვავებული, მაგრამ რაღაცით მაინც ერთმანეთის მსგავსი პიროვნება ვართ. ძალიან მიჭირს მკვეთრი პასუხის გაცემა, ამიტომ შემოგთავაზებ ერთს– მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი. რას იტყვი? _ეგ რას ნიშნავს? მე და შენ ისედაც ვიცნობთ ერთმანეთს,–აბუზღუნდა დუჩე. _არა, შენ ჩემზე თითქმის არაფერი არ იცი, ისევე როგორც მე არ ვიცი თამო მართლა შენი დეიდაშვილია თუ ერთ–ერთი ნაშა. _ნაშები დაივიწყე, შეგიძლია შენი ხელით წაშალო ყველა გოგოს ნომერი ჩემი ტელეფონის წიგნაკში. ოღონდ შენც დამპირდი, რომ იმ იდიოტს აღარ შეხვდები. _არა, არც ნომრებს წაგიშლი და არც არაფერს დაგპირდები. ჩვენ ერთმანეთის უნდა გვჯეროდეს. _არაფერი მითხრა!–გააფრთხილა დუჩემ და შემდეგ გოგონა გულში ძლიერად ჩაიკრა.
_სად იყავი?–ჰკითხა მებაღის სახლში დაბრუნებულ დუჩეს პუშკინამ. _დუდასთან მქონდა გასარკვევი რაღაც.–ხალისიან განწყობაზე ბრძანდებოდა ბიჭი. _რა გითხრა ამისთანა, ტანსაცმლიანა რო ხარ გახარებული?–დასცინა პუშკინამ თან კედელს ლესავდა. _შეყვარებულები ვართ.–დუჩეც საქმეს შეუდგა. –ვინ? შენ და ის?? ღადაოობ? _არა. _მაშინ კაკრას სულზე მოგისწრო გიგამ!–გაეცინა პუშკინას. გიგა მისი ძმა იყო. _რა პონტში? _შენ ეხლა ამ სახლის პატრონის სასიძო ხარ და ტეხავს მუშად ედგე. გიგა სოფლის სამუშაოებს მორჩა და ამაღამ ჩამოვა. ხვალიდან ის მოგვეხმარება. შენ შეგიძლია პირად ცხოვრებას მიხედო!–თვალი ჩაუკრა მეგობარმა. _არა, ტოო, რას ბოდავ! გიგაც თუ ჩამოვა ძალიან კარგი! 4–ნი ვიმუშავებთ და უფრო მალე მოვრჩებით! _არა–მეთქი! ფულს მაინც არ აიღებ და უქმედ რო იმუშავო ის ხო არა ხარ! _"ის" არ ვარ,–გაეცინა დუჩეს.–მაგრამ შენი მეგობარი ვარ და დაგპირდი, რომ მოგეხმარებოდი. _ხო და მადლობელიც ვარ, იმიტომ, რომ ძალიან დაგვეხმარე. მაგრამ ახლა აღარ გვჭირდება შენი დახმარება.–ამ დროს მამამისი შემოვიდა ოთახში ცემენტის ტომრით ზურგზე.–ბიძინა უთხარი რა, გინდა თუ არა, კიდე მოგეხმარებითო.–ბიძინამ ტომარა იატაკზე დადო და ჯერ თავის შვილს, შემდეგ კი დუჩეს შეხედა. _არ ვიცი, ამან რა გითხრა, მაგრამ რაც დაგვეხმარე იმაზეც მადლობელი ვარ. _აბა, მეგობარი რისთვისაა...–გამოეპასუხა დუჩე. _...მაგრამ მეტად ნუღარ შეგვარცხვენ. შენ ფულის ამღები არ ხარ, გურამისგან ვიცი როგორი ბიჭიც ხარ. თუ პატივს გვცემ, ნუღა შეგვარცხვენ რა. დღევანდელი დღე ჩავათაოთ, მერე ჩვენთან წამოდი და თითო–ჭიქით დავილოცოთ... ხვალიდან კარგად გამოიძინე და თავს მიხედე...–მკლავზე შეხედა ბიძინამ. _მკლავი საერთოდ არ მაწუხებს....–კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა დუჩეს, მაგრამ ბიძინამ მზერით გააჩუმა და უთხრა: _პატივი მეცი უფროს ადამიანს...–საკითხი ამით ამოიწურა.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - შაბათი, 2011-11-19, 12:22 PM | |
|
|
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: შაბათი, 2011-11-19, 6:48 PM | შეტყობინება # 157 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| tavi didi iyo uzarmazari da titkmis damakmayopila.. boloshi ra shercxvenazea laparaki? tu me ver gavige? Quote (☆AnasteishA☆) _სად იყავი?–ჰკითხა მებაღის სახლში დაბრუნებულ დუჩეს პუშკინამ. _დუდასთან მქონდა გასარკვევი რაღაც.–ხალისიან განწყობაზე ბრძანდებოდა ბიჭი. _რა გითხრა ამისთანა, ტანსაცმლიანა რო ხარ გახარებული?–დასცინა პუშკინამ თან კედელს ლესავდა. _შეყვარებულები ვართ.–დუჩეც საქმეს შეუდგა. –ვინ? შენ და ის?? ღადაოობ? _არა. es momenti cota ar momewona .... ,,sheyvarebulebi''
moutmenlad veli shemdeg tavs,martla gamixarda,rom damxvda aq es.
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2011-11-22, 7:27 PM | შეტყობინება # 159 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ვინ რა ვერ გაიგეთ დაწერეთ და აგიხსნით? ნუღა მარცხვენო ანუ უფასოდ რო ეხმარებოდათ დუჩე მაგ პონტში.
5 ივნისი. კვირა. 19:25 "რას აკეთებ? ჩვენი შეხვედრა ხომ არ დაგავიწყდა?" "არა. ზუსტად 8–ისთვის ადგილზე ვიქნები. სად უნდა წავიდეთ ის მაინც მითხარი." "ნწუ. ადგილზე გაიგებ." "კარგი. იცოდე, კედებს ვიცვამ." "სწორი არჩევანია. გამოდი. მე უკვე გამოვედი. არ მალოდინო, გთხოვ." დუდა არ მიეკუთვნებოდა იმ გოგონების რიცხვს, ვისაც ჩვევად აქვს პაემანზე დაგვიანება ბიჭის გრძნობების გაღვივების და კეკლუცობის მიზნით, სწორედ ამიტომ, ბოლო მესიჯის მიღების მერე დუდამ მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი და კიბეზე დაეშვა. _ნონა, გავდივარ! თუ რამეა დამირეკე!–დაიძახა და სახლიდან გავიდა. დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე იყო, მაგრამ დუჩემ მაინც მიასწრო. _გალოდინე?–მანქანიდან გადმოვიდა დუდა. დუჩე თავისი ჯიპის კაპოტს ზურგით მიყრდობილი ელოდა. _არა.–ხელი გაუწოდა დუჩემ, დუდამ ხელი ხელში ჩაუდო, ბიჭმა თავისკენ მიიზიდა და ლოყაზე ნაზად აკოცა. შემდეგ მანქანის კარი გამოუღო და დასვა. თვითონაც გვერდით მიუჯდა.–ერთი წინაპირობა მაქვს! _რა წინაპირობა? _ხო მენდობი? _ამმ... _დუდა! _კარგი, მითხარი რა პირობაა. _ეს მინდა გაგიკეთო,–დუჩემ შავი ნაჭერი გადმოიღო უკანა სავარძლიდან. დუდა უნდობლად მიაჩერდა, მაგრამ დუჩეს მზერაში მზაკვრული ვერაფერი დაინახა და ამიტომ შებრუნდა, რომ ბიჭს მისთვის თვალები აეხვია. მალევე დაიძრნენ და რამდენიმე წუთის შემდეგ დუდამ თქვა: _იმედია მალე მივალთ, თორემ სიბნელის ძალიან მეშინია. _საშიში არაფერია, მაგ სიბელეში მარტო ხომ არ ხარ?–დუჩემ მისი ხელი ხელში აიღო და ოდნავ აკოცა. დუდას გაეღიმა, მის ხელზე ჩაჭიდებულ ბიჭის ხელს მეორე ხელიც მოხვია და თითებით მოეფერა. რამდენიმე წუთიანი უხმო მგზავრობის შემდეგ, დუჩემ თქვა: _მოვედით!–და ორ წუთში მანქანა გააჩერა. მას შემდეგ, რაც თვითონ გადმოვიდა მანქანიდან, დუდას კარები გაუღო და გადმოიყვანა. დუდა მთლიანად მიენდო. რამდენიმე ნაბიჯი გაიარეს და დუჩემ სახვევი შეხსნა. დუდამ თვალები გაახილა და პირი დააღო. _მეკაიფებიი?–ჰკითხა გაკვირვებულმა. დუჩე მის ასეთ რეაქციას არ ელოდა. _არ მოგეწონა?–ჰკითხა იმედგაცრუებული ხმით. _როდის მნახე აქ?–პირდაპირ ჰკითხა დუდამ. _რას ნიშნავს, როდის გნახე აქ? ჯანდაბა, ვიცოდი, რო არ მოგეწონებოდა. დაჯექი, წავიდეთ.–მანქანისკენ გაემართა ნერვებმოშლილი დუჩე, მაგრამ დუდამ მკლავში ხელი ჩაავლო და გააჩერა. _მე არ მითქვამს, რომ არ მომეწონა.–დუჩე მობრუნდა და თვალებში ჩააცქერდა.–მაგრამ აქ ნამყოფი ვარ. ეს ჩემი საიდუმლო ადგილი იყო და მე მეგონა, რომ მის შესახებ მარტო მე ვიცოდი.–თვალი თვალში გაუყარა დუდამ და შემდეგ თბილად უთხრა.–სიმართლე მითხარი, ერთხელ გამომყევი და დამინახე რომ აქ ამოვედი? _არა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასს ვფიცავ, აქ არასდროს დამინახიხარ. იშვიათად ამოვდიოდი ხოლმე, მხოლოდ მაშინ, როცა ყელში ამომივიდოდა ჩემს ცხოვრებაში არსებული სიყალბე. გრძნობების სიყალბე, სიტყვების სიყალბე, ურთიერთობების სიყალბე. აქ ვიმშვიდებდი აფორიაქებულ სულს და გამთენიისას ვბრუნდებოდი სახლში.–დუდა გორაკზე ჩამოჯდა და ქალაქს ჩახედა, თან ბიჭს უგდებდა ყურს, დუჩეც გვერდით მიუჯდა და განაგრძო.–გივლია თბილისის ქუჩებში გამთენიისას? როცა არავინ არაა გარეთ, ყველა ძილს მისცემია და თითქოს ქალაქსაც სძინავს, ქუჩაში კი მხოლოდ დაუღალავი კარენა და ოსეფა დგანან ცოცხებით ხელში. _არა. გამთენიისას ხშირად მიყურებია მზის ამოსვლისთვის, მაგრამ ქუჩებში არასდროს მივლია. _გინდა... გინდა, ამაღამ აქ გავათენოთ? ვისაუბროთ და მზის ამოსვლას დაველოდოთ.–დუდას ხმა არ ამოუღია.–ხომ გითხარი, ველური არ ვარ... და არავითარი მზაკვრული გეგმა არ მაქვს. _ვიცი, რომ ველური არ ხარ.–უპასუხა დუდამ.–და ისიც ვიცი, იმ ღამეს რატომ გაჩერდი. ამაღამ აქ ვერ დავრჩები, რადგან დარწმუნებული არ ვარ, რომ თუ ჩემს კოცნას შეეცდები, მე მაშინდელივით უძრავად და უგრძნობად გაჩერებას შევძლებ...–დუჩემ თვალებგაფართოებულმა შეხედა, მაგრამ დუდამ მზერა მოარიდა. ბიჭმა ყველაფერი სწორად გაიგო. _კარგი. მოდი ჩემთან,–უთხრა და ზურგით მიიხუტა მკერდზე. წყვილი ერთად დასცქეროდა ვარსკვლავებით და უფრო მეტად ქუჩის განათებებით გაბრწყინებულ ქალაქს.
| |
|
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-11-26, 10:23 AM | შეტყობინება # 165 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 8 ივნისი. ოთხშაბათი. 04:30 დუდას ტელეფონი აწკრიალდა. _გისმენთ!–დაფეთებულმა დასტაცა ხელი მობილურს. _უკვე მოვედი, გარეთ გელოდები.–გაიგონა დუჩეს თბილი, ხავერდოვანი ხმა. _ჩავიცვამ და ჩამოვალ.–ჩურჩულით უპასუხა დუდამ. _კარგი,–ჩურჩულითვე უპასუხა ბიჭმა და გათიშა. დუდა წამოხტა, ჯინსები ამოიცვა, მაისურში გაუყარა მკლავები და სააბაზანოში გავიდა, რომ პირი დაებანა და ცოტა გამოფხიზლებულიყო. იქიდან დაბრუნებულმა კედები ჩაიცვა, სპორტულ ჟაკეტს წამოავლო ხელი, ტელეფონიც აიღო და საძინებლიდან გავიდა. ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი, კიბეებიც უხმაუროდ ჩაიარა და გარეთ გავიდა. ყველაზე მთავარი ახლა იწყებოდა. ჭიშკართან მომცრო კაბინაში ლევანს ეძინა. იქვე იყო ღილაკიც, რომელიც ჭიშკარს აღებდა. დუდას რომ კაბინის კარი გამოეღო, ლევანი მაშინვე გაიღვიძებდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ... დუდამ ჭიშკარი თვალით გაზომა. კარები უხმაუროდ არ იღებოდა, ხმაური კი ლევანის გარდა სხვა დაცვის ბიჭების ყურადღებასაც მიიქცევდა. ლევანს როგორმე გააჩუმებდა, მოისყიდიდა, რომ არავისთვის ეთქვა მისი გაპარვის ამბავი, ყველა დაცვის ბიჭთან კი არაფერი გაუვიდოდა, ერთ–ერთი მაინც ეტყოდა მამამისს. დუდა შეეცადა ჭიშკარზე ამძვრალიყო, ფეხი შეახო თუ არა მის შვერილს, სიგნალიზაცია ჩაირთო და გამაყრუებლად აკივლდა. დუდას ისღა დარჩენოდა, რომ ჭიშკარზე სწრაფად გადამძვრალიყო, თუ არ უნდოდა დაეჭირათ. უკვე ესმოდა რაციის და დაცვის ბიჭების ხმა, უკლებლივ ყველა შესასვლელისკენ გამორბოდა. დუდა მაღალ ჭიშკარს გადაევლო. ხმაურზე დუჩეც გადმოსულიყო მანქანიდან და ახლა იქვე უცდიდა. ქვემოთ რომ ჩაცოცდა, ბიჭმა ხელები გაუწოდა და მიწაზე დახტომაში მიეხმარა. _სწრაფად! სწრაფად! დაცვის ყველა ბიჭი აქ მოვარდება!–წამოიძახა დუდამ და მანქანისკენ გავარდა, თან დუჩესთვისაც არ გაუშვია ხელი და ორივემ ერთად მიირბინა მოშორებით დაყენებულ ჯიპთან. წამში შიგნით ჩასხდნენ და დუჩემ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა... ძველ თბილისში გავიდნენ, მანქანიდან გადმოვიდნენ და ფეხით დაუყვნენ ქუჩებს. _რა სიწყნარეა...–თითქოს ხმის ამოღების და მდუმარების დარღევის ერიდებაო, ისე ამბობდა დუდა. _წარმოიდგინე, ამ ქუჩაზე ყველას სძინავს, მხოლოდ მე და შენ ვაზროვნებთ ცხადად. _იქნებ არც მე და შენ არ ვაზროვნებთ? იქნებ სიზმარია ეს ყველაფერი? _შეიძლება... ოღონდ თუ სიზმარია, ჩემი სიზმარი იქნება... _ვითომ რატომ? ჩემიც თავისუფლად შეიძლება იყოს...–დუჩემ ცერად გახედა და ეშმაკურად ჰკითხა: _ჰოო?–დუდა მიხვდა, რომ რაღაც წამოცდა და მაშინვე შეასწორა: _მარა მართალი ხარ, შენი რო იყოს უფრო ადვილი დასაჯერებელია.–დუჩეს გაეცინა, ხელი მოხვია, მიიზიდა და შუბლზე აკოცა. დუდას წინააღმდეგობა არ გაუწევია. _როგორც ჩანს, სხვებმაც გაიღვიძეს...–თქვა დუდამ, რადგან შორი–ახლოს ბიჭების ხმა გაისმა. რაღაცას არკვევდნენ ერთმანეთში. ალბათ მთვრალები იყვნენ.–ვერ ვიტან ბიჭები ასე რო იქცევიან...–ჩაიბუზღუნა დუდამ. _ადამიანმა იმდენი უნდა დალიო, რამდენის ატანის თავიც გაქვს. სასმელი რო გაკონტროლებს ეგ უკვე... აუუ, რას ყვირიან, ტოო!–გაღიზიანდა დუჩე. სწორედ ქუჩის კუთხესთან მოუხვიეს, საიდანაც ხმა მოდიოდა.–აქ დამელოდე...–უთხრა დუდას, ხელი გაუშვა და 4–5 ბიჭისკენ გაემართა. ორი ერთმანეთისკენ იქოჩრებოდა, დანარჩენები მათ გაშველებას ცდილობდნენ. _რა გჭირთ, ეე?–მოჩხუბრებს შუაში ჩაუდგა დუჩე. _შენ რაღა გინდა? წადი შენი დედაც!–მიუბრუნდა ერთ–ერთი. _თუ კაია შენი დედაც! სიკვდილი თუ გინდათ, აგე მტკვარი! ყველას დაგიტევთ!–მერე გამშველებლებს მიუბრუნდა და ერთ–ერთ მოჩხუბარზე ანიშნა.–რას დგახარ ეე, გაიყვანე! შენ კიდე წადი და შენ გზას გაუყევი! თუ რამე გაქვთ გასაყოფი, ხვალაც მოძებნით ერთმანეთს. _შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, მე რო მირჩევ რა გავაკეთო და რა არა?–გამშველებლებმა მართლაც გაიყვანეს ერთი, მეორე კი ისევ იქოჩრებოდა, ამჯერად დუჩეს მისამართით. დუჩემ მზერით განგმირა იგი და ბიჭმა უნებურად უკან დაიხია. შემდეგ მტკიცე და ყინულივით ცივი, მბრძანებლური ხმით უპასუა: _შებრუნდი და სახლში წადი. რახან მთვრალი ხარ, გაპატიებ.–სწორედ ამ დროს გარტყმის ხმა გაისმა. ეს არ იყო სილა, ეს იყო მუშტი. დუჩემ დუდასკენ მოიხედა. მის წინ ერთ-ერთი გამშველებელი იდგა და ყბას ისწორებდა. დუჩემ მათკენ გავარდა, დუდას წინ მდგარი ბიჭი ხელის უხეში მოძრაობით მოაბრუნა და მარცხენა ყბაზე დააჭედა ქვასავით მუშტი. ტიპი მიწაზე დავარდა, ეს ის გამშველებელი იყო ენატლეკია მოჩხუბარს რომ აკავებდა თავიდან. დუჩესა და დუდას ორმაგი მუშტით გამოფხიზლებული მოშორებით მდგარ მეგობართან მივარდა და ერთად გაეცალნენ იქაურობას. მეორე მოჩხუბარი და მისი მეგობრები უკვე წასულიყვნენ. _რა მოხდა? რა გითხრა?–აღმართზე ამავალთ არ აშორებდა ბრაზიან მზერას დუჩე. _დაიკიდე. მთვრალი იყო და ვერ ზომავდა.–დუდა მხარზე მიეკრა ბიჭს და წელზე ხელები მოხვია. დუჩემაც გადახვია მხარზე ხელი და ვითომც არაფერი მომხდარაო, გზა განაგრძეს. _ხელი არ გეტკინა?–გაეცინა დუჩეს, რადგან გაახსენდა ხმა, რომელიც მის დუდასთან მირბენამდე გაისმა. დუდამ ხელზე დაიხედა, ნების ძვლებზე გადაკრული კანი შესწითლებოდა. _ცოტა.–დუჩემ მისი ხელი აიღო და გაწითლებულ კანზე აკოცა. _ვინ გასწავლა მუშტი–კრივი? _რა ცოდნა მაგას უნდა? ხელს მომუშტავ, მოიქნევ და ეგაა! _ეგაა იძახე და ტიპს თვალებში დავუბნელეთ!–მთელი გზა ამ ამბის გახსენებით იქცევდა თავს წყვილი. ბოლოს, როცა მზე კარგად ამოიწვერა და ქუჩებში ხალხი მომრავლდა, დაბრუნება გადაწყვიტეს. _საღამოს სად გინდა გავიაროთ? გინდა ანკესი წამოვიღო და 2 საათი ველოდოთ თევზს, რომელიც ჩემს სატყუარაზე არ წამოეგება?–ჰკითხა დუჩემ, როცა დუდას სახლთან მივიდნენ. დუდას მის შემოთავაზებაზე გაეცინა. _იმ თევზის ლოდინზე, რომელიც არც გამოჩნდება, მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმე არ გვაქვს? _კი, როგორ არა. ეგ ერთ–ერთი ვარიანტი იყო. მოდი, მეტროში ჩავიდეთ და რამე ისეთი გავაჩალიჩოთ. როგორც მაშინ, რესტორანში. _კარგი იდეაა, მაგრამ პრეზერვატივებით ნუღა გამოიტენი ჯიბეებს, თუ უსიამოვნებები არ გინდა,–დასცინა დუდამ. _კარგი.–დუჩეც იცინოდა.–რომელზე გამოგიარო? _როდის? _დღეს, აბა, როდის? _არა, დღეს არა. _რატოოო? _დღეში ორჯერ შეხვედრა უკვე მეტისმეტია. _სულაც არა! წარმოიდგინე, რამდენი წელი გავიდა ისე, რომ კვირაში ერთხელაც ვერ ვნახულობდით ერთმანეთს? ახლა დრო უნდა ავინაზღაუროთ. _დუჩე, დღეს არა.–ბიჭი გაჩუმდა. ბოლოს ყოველგვარი სითბოს გარეშე თქვა: _კარგი. ჩემი ნახვა რომ მოგინდება, დამიკავშირდი. ბედნიერ დღეს გისურვებ!–უთხრა და სახე მიაბრუნა. დუდას სხვა აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ მანქანიდან გადმოსულიყო და დაძრული ჯიპის მძღოლისთვის ხელი დაექნია, თუნდაც მას ეს არც დაენახა.
| |
|
|