ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

ucnobiucnobi2თარიღი: პარასკევი, 2011-09-09, 6:37 PM | შეტყობინება # 16
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Hah : D magari iyo saxaliso : D

RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2011-09-09, 6:58 PM | შეტყობინება # 17

572
28  +
48  ±
   ±
Offline
smile smile happy
Quote (☆AnasteishA☆)
როგორი იყო?-გაოფლილი გოგო ცდილობდა სუნთქვა დაეწყნარებინა. წყვილი საძინებელში, თეთრზეწარგადაკრულ სარეცელზე იწვა.

biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
Quote (☆AnasteishA☆)
მაგარი. ეხლა აახვიე.

ese Undaa ... Uhu Uhu ebs biggrin
au Dzaan Magaria Da Dzaan Tanamedrove ici rogoria Dzaan Saintereso Da raghaca ai ver gaigeb chaxlartuli xo biggrin


I Hate This FuCkinG Life <3

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-09-10, 3:35 PM | შეტყობინება # 18
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
T-MOMSEN,
Quote (T-MOMSEN)
ese igiiiii ducheee mee ukvee nerveebs mishliiiis )) raa gauzrdeli meqaltanea

ნეტა, მარტო ეგ იყოს მექალთანე და სხვა არავინ biggrin biggrin ეს უბრალოდ გულახდილი და პირდაპირი მექალთანეა. თან წაუნაგლებს ცოტა biggrin biggrin
Quote (T-MOMSEN)
dzaaan momwoons es fikiii daa room gavigee duda mxatvariiic yopilaa uproo metad momewonaaa

მხატვრობა ჩემი სისუსტეა. მე არ მაქ ხატვის ნიჭი და ჩემ გმირებს მაინც ქონდეთ sad
Quote (T-MOMSEN)
dzaan maagarii xaaar

love love love
♥vampiressa♥, lips lips kiss heart heart



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-09-10, 3:36 PM | შეტყობინება # 19
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ucnobiucnobi2,
Quote (ucnobiucnobi2)
Hah : D magari iyo saxaliso : D

ჯერ სად ხარ biggrin biggrin biggrin lips lips
Quote (RoB-dOd)
Dzaan Tanamedrove ici rogoria Dzaan Saintereso Da raghaca ai ver gaigeb chaxlartuli xo

ხო, მარა ნელ-ნელა დალაგდება სიტუაცია... და ყველაფერში გაერკვევით lips lips თანამედროვე არი კი ნამდვილად



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-09-10, 3:53 PM | შეტყობინება # 20
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ორშაბათი. 00:17
მას შემდეგ, რაც მეგობარი სახლამდე მიაცილა, დუდა თავისი საყვარელი ადგილისკენ გაემართა. მხოლოდ იქ პოულობდა სიმშვიდეს. მხოლოდ აქ შეეძლო გრძნობებისთვის გასაქანი მიეცა, ყოფილიყო ის, ვინც სინამდვილეში იყო. ყოფილიყო დუდა, რომელსაც არავინ იცნობდა. ეფიქრა, ეოცნება, ეტირა, ან უბრალოდ ყოფილიყო, ესუნთქა. ღამის თბილისისთვის, ანდაც მთვარისთვის ეცქირა. ეს მისი სამყარო იყო. დუდას სამყარო, სადაც სხვა ყველა... უბრალოდ ზედმეტი იყო.

სიმშვიდის მოზრდილი ულუფის მიღების შემდგომ დუდა სახლისკენ გაემართა. წვიმდა. საქარე მინაზე წურწურით ეშვებოდა განრისხებული ცის ჩამონაღვენთი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მანქანა გარაჟში დააყენა და გადმოვიდა მიხვდა, რომ კი არ წვიმდა, მთელი გზა ტიროდა და წვიმის წვეთები კი არა, ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე ღვარად...



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-09-10, 3:54 PM | შეტყობინება # 21
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ორშაბათი. 08:00
დუდა მაღვიძარას წკრიალმა გააღვიძა. აკადემიაში უნდა წასულიყო. ადგა, თავი მოიწესრიგა, კომბინიზონი ჩაიცვა, ჩანთა აიღო, სადაც ხატვისთვის საჭირო ნივთები და სახატავი ალბომი ედო და საძინებლიდან გავიდა. გზადაგზა შავ, სწორ თმას უდიერად იკრავდა უბრალო თმის რეზინით. ფეხზე ჩვეულებრივი კედები ეცვა, არავითარი განსაკუთრებული, არავითარი ბრენდი, უბრალო, ბაზრობაზე ნაყიდი იაფფასიანი კედები. სამზარეულოში შევიდა და შინამოსამსახურეს მთქნარებით მიესალმა. ხელებზე განუშორებელი სამაჯური, საათი და ორი ბეჭედი ეკეთა-მარცხენა ხელის ცერა და შუა თითებზე.
_არ გეზარებოდ ასე ადრე მოსვლა?-ჰკითხა და მაცივარი გამოაღო.
_როგორ გეკადრება! რომ არ მოვიდე, ჩემს შვილებს რა ვაჭამო?-თავისი საწუხარი ჰქონდა ნონას. ქალი თან ბლინს აბრუნებდა მომცრო ტაფაზე.
_იმ ვაჟბატონმა კიდევ არ გამოგიგზავნათ ალიმენტი?-დუდა მაცივრიდან გამოღებულ ფორთოხლის წვენს მოზრდილ ჭიქაში ისხამდა.
_არა. არც მინდა ვუჩივლო. მეცოდება ის უბედური.
_გინდა დაველაპარაკო? ცოტა ჭკუაზე მოვიყვან.
_არა, რას ამბობ! ის სულ მთვრალია, ასეთ შარში როგორ გაგხვევ, მომკლავს მამაშენი!
_ეგ აღარ უნდა გეთქვა!-ეწყინა დუდას და ფორთოხლისწვენიანი ჭიქით ხელში სასადილო ოთახისკენ წავიდა.
_მა, დილამშვიდობისა! ვა, ლექსო! რა დროს მოხვედი წუხელ?
_წუხელ არა! დილას მოვედი.
_ოჰო და სად ბრძანდებოდი ნეტავ?-დუდამ ფეხზე დამდგარმა აიღო ერთი კრუასანი და ჩაკბიჩა.
_დაჯექი და ისე ჭამე,-წყნარად უთხრა მამამ.
_მეჩქარება,-უპასუხა დუდამ. მამამ მის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია, თვალით ანიშნა სკამზე. დუდამ თვალები აატრიალა და დაემორჩილა- სკამზე დაეხეთქა ისე, რომ მხარ-თეძოზე გადაკიდებული ჩანთა არ მოუხსნია.
_სად ვიყავი და რუსკასთან. სად ვიქნებოდი?!-თქვა ლექსომ. დუდამ უკომენტაროდ დარჩენა არჩია. სწორედ იმ დროს ოთახში ნონა შემოვიდა ცხელ-ცხელი ბლინებით ხელში.
_ყავას დალევ თუ ჩაის?-ჰკითხა დუდას, მას შემდეგ, რაც ბლინები სუფრის ცენტრში დააბინავა. დუდა უარის თქმას აპირებდა, მაგრამ მამის მზერა დაიჭირა და გადაიფიქრა:
_ყავას. ოღონდ ნაღების გარეშე,-ნონამ ყავა დაუსხა. დუდამ მამის ხათრით ორიოდე ყლუპი მოსვა, ერთი ბლინიც მიაყოლა, შემდეგ ოჯახის ორ-კინკილა წევრს წარმატებული დღე უსურვა და გარაჟისკენ გაემართა.



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-09-10, 3:55 PM | შეტყობინება # 22
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ორშაბათი. 08:23
დუჩე ტელეფონის ზარმა გააღვიძა. კარგა ხანს ცდილობდა ყურადღება არ მიექცია და ძილი გაეგრძელებინა- ადრე თუ გვიან ხომ მაინც შეწყვეტდა წკმუტუნს ეს ეშმაკის მანქანა?! მაგრამ ზარი არადა არ წყდებოდა.ბოლოს გაბრაზებული წამოჯდა საწოლზე, ბალიში მოისროლა და იქვე, ტუმბოზე მიგდებულ ტელეფონს წამოავლო ხელი.
_გისმენთ!-ჩასძახა ყურმილში.
_დუჩე, მე ვარ, ბიჭო. გეძინა?
_შენი აზრით?-უახლოესი მეგობრის ხმის გაგონებაზე ცოტა ჩაუცხრა გაბრაზება.
_ბიჭო, რა დამპირდი გუშინ?-დუჩეს დაბინდული გონება ნელ-ნელა ნათდებოდა.
_აუ, სულ დამავიწყდა, ტო! შენ ძმობას ვფიცავარ, 10 წუთში მანდ ვარ!
_კაი, მალე რა! გელოდები.
_გამოვდივარ უკვე,-დუჩემ გათიშვის ღილაკს დააჭირა და საწოლიდან წამოხტა.
ზუსტად 7 წუთში უკვე მეგობრის სახლთან გააჩერა მანქანა და მიუსიგნალა. წუთს არ გაევლო, მეგობარი უკვე გვერდით ეჯდა და მისამართს კარნახობდა.
_სამხატვრო აკადემია? მანდ რაღა გვინდა?-გაკვირვებულმა გახედა ცერად დუჩემ.
_ბიჭო, პიკასო ხო იცი? ჩემი ბიძაშვილის მაგარი ძმა.
_კი, ტოო, მაგარი ჭკვიანი მასტი.
_ჰოდა ეგ გამოვიყოლოთ რა! მაგან უფრო იცის იმის გემოვნება. ხელოვანი კაცია მაინც.
_აუ, ტო, გავაფრენ რა! როგორ დაგკერა გოგომ, ეე!
_ჰმ, როგორ? აი, ეხლა ნახავ ვინაა თუ იქნება იქ. ბიჭო, აი, ეგეთიი, იმენა ეგეთიი, თუ მენახოს ბოზიიშ, რა! აი, ეგაა გოგო რა! ბიჭოო, არ იკერება თან რა! ხო აზზე ხარ! რაც მე მაგას ვუტრიალე და წრეები ვურტყიი, მოელანდება განსვენებულ ბაბუაჩემს!
_ერთი ვნახო რა გოგოა მაგისთანა.
_კაი, ოღონდ დაიმახსოვრე, მაგ გოგოზე სერიოზულად ვფიქრობ!
_მიდი რა!-დუჩემ ხუმრობით მხარზე მხარი გაჰკრა მეგობარს და მითითებულ ქუჩაზე შეუხვია. შემდეგ წარწერაც დაინახა და უღიმღამო შენობის წინ გააჩერა. ორივე გადმოვიდა. დუჩე კაპოტს დაეყრდნო და ხელში გასაღების ასხმის ტრიალი და შენობის წინ თავმოყრილი ახალგაზრდობის თვალიერება ერთდროულად დაიწყო. კახიმ ტელეფონი მოიმარჯვა და "პიკასოს" ნომერი აკრიფა. რამდენიმეწუთიანი საუბრის მერე ტელეფონი გათიშა.
_ახლავე მოვალ,-უთხრა დუჩეს. მან თავი დაუქნია და კახი შენობაში შევიდა. დუჩე, რა თქმა უნდა, გოგოებს ათვალიერებდა. აი, ამოარჩია კიდეც ერთი ქერა, გრძელფეხება გოგო, რომელიც ყველა იქ მყოფს ჩრდილავდა. დუჩემ გაიფიქრა, რომ ეს იქნებოდა კახის რჩეული, მაგრამ გრძელფეხებამ მზერა იგრძნო თუ არა, გამოიხედა და მომხიბლავად გაუღიმა დუჩეს. დუჩემ გადაიფიქრა- ამის დაკერვას რა უნდოდა. ვიღაც სხვა უნდა ყოფილიყო ის გამორჩეული გოგო...
სწორედ ამ დროს დუჩემ მოახლოებული მანქანის სიგნალის ხმა მოესმა. გვერდზე გაიხედა და დაინახა, რომ ვიღაც ალქაჯი შავი BMW-თი მოსდგომოდა მის ჯიპს და გამწარებული უსიგნალებდა. დუჩეს არც უფიქრია მანქანის გაწევა, არც კი განძრეულა. შემობრუნდა და გოგოების თვალიერება განაგრძო. BMW-ს მძღოლს მობეზრდა ლოდინი და კარგა მოშორებით დააყენა მანქანა. შემდეგ გაბრაზებული გადმოვიდა და დუჩეს მიეჭრა:
_ეი, შენ! თავგადაპარსულო! -შესძახა შორიდანვე. დუჩეს თავი არ მიუბრუნებია, არც უფიქრია, რომ ასე მას მიმართავდნენ.-შენ გეუბნები!-მკერდში ატაკა თითი გოგომ. დუჩემ გაკვირვებულმა დაიხედა მკერდზე და შემდეგ გოგოს ახედა.-ამჯერად გაპატიებ უვიცობას, მაგრამ მეორედ არ დავინახო ჩემ ადგილზე შენი ჯაბახანა, გაიგე? -აგრძელებდა გოგო. სანამ დუჩე პასუხის გაცემას მოასწრებდა, გოგომ თვალები დააჭყიტა.–მოიცა, მოიცა, შენ ის არ ხარ? სადაც დამინახავ მიაბგონებ და...
_შენ კიდე ის, ბამპერი რო მიმიჭეჭყა! გოგონი, ამის გაკეთება მოგიწევს! ხედავ რას დაამსგავსე?–დუჩემ თავის ჯიპზე ანიშნა.
_განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. რაც დაიმსახურე ის მიიღე!–რა უტიფარი გოგო იყო!–თანაც ასე უფრო ლამაზია!–დასცინა გოგომ და გაეცალა.
_სასამართლოზე შევხვდებით!-მიაძახა, მაგრამ გოგო არც მობრუნებულა ისე უპასუხა:
_ოქეი, ფული მოამზადე, მორალური შეურაცხყოფისთვის გიჩივლებ!–დუჩემ პირი დააღო. აღარ გასდევნებია, რადგან სწორედ ამ დროს შენობიდან კახი და "პიკასო" გამოვიდნენ.
_ზდაროვა ძმა,-ხელი გაუწოდა დუჩემ "პიკასოს".
_გაუმარჯოს!-მის მარჯვენას მარჯვენა შეაგება მანაც.
_დაინახე?-ჰკითხა კახიმ და გოგოებისკენ გაიხედა.
_რომელია?-დაინტერესდა დუჩე და იქით მხარესვე გაიხედა, მაგრამ თვალში ის მეტიჩარა კომბინიზონიანი გოგო მოხვდა წეღან რომ მიეჭრა. ფუჰ, ამხელა გოგო რო კომბინიზონს ჩაიცვამს...
_აი, შავთმიანი... ხედავ? ჯინსის კომბინიზონი აცვია...
_ჰააა?-პირი დააღო დუჩემ. სწორედ ამ დროს გოგომ მათკენ გამოიხედა. კახიმ მისალმების ნიშნად ხელი აუწია და გაუღიმა, მაგრამ გოგომ სხვა მხარეს გაიხედა- ესეც მისალმებაზე პასუხი. ყველაფერთან ერთად უზრდელიც ყოფილა.
_მოიცა, შენ რა მეღადავები?? ეს გოგო მოგწონს?-დუჩემ გაოგნებულმა შეხედა კახის.
_მომწონს კი არა, მიყვარს... აზზე ხარ? გოგო შემიყვარდა!
_აუუ, სად დაგვერხა! ამის დაკერვაზე კი მოგვიწევს მაგარი ჩალიჩი!-თავში ხელი შემოირტყა დუჩემ და მანქანისკენ გაემართა, დანარჩენებიც მას მიჰყვნენ. არც შეუმჩნევიათ, რომ იმ შავთმიანი, კომბინიზონიანი გოგოს მზერა მიაცილებდათ...



RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-09-10, 7:35 PM | შეტყობინება # 23

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Pirveli var smile smile
Mokled Raa :x anaa amiT ras Gvimtkiceb ? ro uzrdeli da garyvnili taoba vart xo? [tumca vicit] biggrin biggrin
Vaime rogor momwOns es FiKi icii ? ar Ici tongue :*:*


I Hate This FuCkinG Life <3

T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2011-09-10, 9:25 PM | შეტყობინება # 24

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Quote (☆AnasteishA☆)
_აუუ, სად დაგვერხა! ამის დაკერვაზე კი მოგვიწევს მაგარი ჩალიჩი!-თავში ხელი შემოირტყა დუჩემ

biggrin :D
dzaaan maagari iyoo, aii martlaaaa happy ^_^
Quote (RoB-dOd)
Vaime rogor momwOns es FiKi icii ? ar Ici

aii meec iseee momwoons es fiki roo sheen ar iciii biggrin
xoda me exla dzaan mainteresebs rogor ganvitardeba movlenebiii, mtavari personajebi xo duda da duche ariaan da egeni albaat ertad darchebian xo? tu kaxistan darchebaa? mokleed veegaar vitmeen ise maintereseebs yvelaferiii, gisurveeb rac sheidzleba male dagedos axali tavebi biggrin biggrin




შეტყობინება შეასწორა T-MOMSEN - შაბათი, 2011-09-10, 9:39 PM

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-09-10, 10:44 PM | შეტყობინება # 25
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
RoB-dOd,ეეჰ დოდ...მაგას ჩემი დამტკიცება აღარ უნდა.
Quote (RoB-dOd)
Vaime rogor momwOns es FiKi icii ? ar Ici

love :love: love lips :lips: lips :lips: მე კიდე შენი კომენტარი მომწონს happy ^_^
T-MOMSEN,
Quote (T-MOMSEN)
aii meec iseee momwoons es fiki roo sheen ar iciii

love :love: love lips :lips: :lips:
Quote (T-MOMSEN)
xoda me exla dzaan mainteresebs rogor ganvitardeba movlenebiii, mtavari personajebi xo duda da duche ariaan da egeni albaat ertad darchebian xo? tu kaxistan darchebaa? mokleed veegaar vitmeen ise maintereseebs yvelaferiii

ცოტაც მოითმინე და ბევრ რამეს გაიგებ და რაღაცეებო დალაგდება.
Quote (T-MOMSEN)
gisurveeb rac sheidzleba male dagedos axali tavebi

დაწერილი მაქ რაც დავდე 2 ამდენი, მარა ფორუმზე ხალხი თუ არ გააქტიურდა, აქ დადებას აზრი აღარ ექნება... შენ, უცნობიუცნობს და დოდოს სკაიპში გამოგიგზავნით lips :lips: lips




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - შაბათი, 2011-09-10, 10:45 PM

bella-vampireთარიღი: კვირა, 2011-09-11, 0:51 AM | შეტყობინება # 26

842
83  +
   ±
Offline
ann, dges wavikitxe yvela tavi ertad. rogorc yoveltvis dzalian kargia :)) tan, ragac ar gaqvs shen wina nawerebs, es ufro gansxvavebulia. ver vxvdebi ra moxdeba momavalshi, araprognozirebadia da es momwons smile sxva ra gitxra, dzalian kargi xar kiss xodaaa velodebi shemdeg taavss :**

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2011-09-11, 4:42 PM | შეტყობინება # 27

572
28  +
48  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, ar Mesmis Aq rato ar Deb ,magRam rac Mtavaria Xo wavikitxav tongue

I Hate This FuCkinG Life <3

T-MOMSENთარიღი: ორშაბათი, 2011-09-12, 0:07 AM | შეტყობინება # 28

266
15  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, dadeeee axalii taviiii gtxooov raaa happy happy mesachiroeba biggrin


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-09-12, 0:22 AM | შეტყობინება # 29
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-vampire,
Quote (bella-vampire)
ragac ar gaqvs shen wina nawerebs, es ufro gansxvavebulia

კი კი, თითოეული განსხვავებულია დანარჩენებისგან. ერთი სტილი არ მაქვს, სულ განსხვავებულად ვწერ.
Quote (bella-vampire)
ver vxvdebi ra moxdeba momavalshi, araprognozirebadia da es momwons

მიხარია, რომ მოგწონს lips lips და კიდევ უფრო ის მიხარია, რომ შემომიერთდი ამ რომანზეც. გმადლობ.
RoB-dOd,
Quote (RoB-dOd)
ar Mesmis Aq rato ar Deb ,magRam rac Mtavaria Xo wavikitxav

მე ის ვთქვი, რო ცოტა ხალხში შემოდის ფორუმში და კიდევ უფრო ცოტა კითხულობს ამას...
T-MOMSEN,
Quote (T-MOMSEN)
dadeeee axalii taviiii gtxooov raaa mesachiroeba

შემოგევლეეე... დავდებ ეხლა.



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-09-12, 1:04 AM | შეტყობინება # 30
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ორშაბათი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 13:45
დუდა მეგობრებს დაემშვიდობა და მანქანისკენ წავიდა. თან დავალებაზე ფიქრობდა. ფიქრობდა რა ხედი აერჩია პეიზაჟის შესასრულებლად. გადაწყვეტა ცოტა გადაეხვია დავალების თემიდან და რამე გამორჩეული შეექმნა.
თავის მანქანას რომ მიუახლოვდა, ვარდების ლამაზი თაიგული შენიშნა კაპოტზე. გაკვირვებულმა მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მხოლოდ მისი მეგობრები ისხდნენ მოშორებით და რაღაცაზე საუბრობდნენ.
_ეჰეიი, ყვავილები დაგრჩათ!-დაიძახა ხმამაღლა, მაგრამ არავინ გამოხმაურებია, მხოლოდ გოგონებმა გამოხედეს.
_ოჰოო, დუდა, იდუმალი თაყვანისმცემელი?-წამოიძახა ერთ-ერთმა და მისკენ წამოვიდა.
_არა, უბრალოდ ვიღაცას ყვავილები დარჩა ჩემს მანქანაზე.
_მე რაღაც ასე არ მგონია... ნახე, წებოვანი ლენტითაა დაკრული!-დუდამ ახლაღა შენიშნა, რომ ვიღაცას კარგად დაემაგრებინა თაიგული ორგან. ორ წამს უყურა, შემდეგ მხრები აიჩეჩა, თაიგული მანქანიდან ააძრო და იქვე ნაგვის ურნაში მოისროლა. მოქნევისას თაიგულიდან პატარა კოლოფი გადმოვარდა და მიწაზე დაეცა.
_ეს რაღაა?-დაიხარა დუდას მეგობარი. დუდამ ისევ მხრები აიჩეჩა და მანქანის კარი გამოაღო._მოიცა, არ ნახავ?-გაუკვირდა გოგოს.
_შენი იყოს,-უთხრა დუდამ და ჩაჯდა.-აბა ჰე, ხვალამდე!-მანქანა მოაბრუნა და ეზოდან გავიდა, მაგრამ სანამ გავიდოდა, შეამჩნია მის მეგობართან როგორ მიიჭრა ვიღაც სახეალეწილი ტიპი და კოლოფი გამოართვა, იქვე მოშორებით ვერცხლისფერი ჯიპიდან მეორე გადმოვიდა და სიცილით გააყოლა თვალი მიმავალ BMW-ს.
_მოიცა, ეს ის ჯიპია?!-საკუთარ თავს ჩაეკითხა დუდა. რამდენიმე წუთში შეამჩნია, რომ სწორედ ის ვერცხლისფერი ჯიპი ედგა კვალში. რამდენიმე მანევრი შეასრულა საკუთარი ვარაუდში დასარწმუნებლად, შემდეგ კი გზიდან გადავიდა და ძრავა გამორთო. ჯიპიც მალე მიუახლოვდა და მის უკან გაჩერდა. დუდა მანქანიდან გადმოვიდა, გადმოვიდნენ ისინიც.
_რა ხდება? რას მომსდევთ?-მიმართა ჯიქურ, ყოველგვარი შესავლის გარეშე.
_ეე, ეე, დაწყნარდი, რას იღრინები!-უპასუხა ჯიპის მძღოლმა, მაგრამ დუდა ამას არ იცნობდა. მეორეს იცოცხლე! ეს ბიჭი პირდაპირ ტვინს უჭამდა, ხან საიდან უტრიალა ხან საიდან, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა. დუდას იმედი ჰქონდა, რომ დამცირებისა და უარყოფის შემდეგ ბიჭი შეეშვებოდა, მაგრამ ამაოდ.
დუდამ დამცინავად ახედ-დახედა მისი თაყვანისმცემლის მეგობარს და ამაყად მიუგდო:
_შენ არ გელაპარაკები!-და მერე მის მეგობარს მიუბრუნდა.-რაო, რა მითხარი, რა მქვიაო?
_კახი...
_ჰო, კახი, ეხლა კარგად მომისმინე: არ მომ-წონ-ხარ! შეუშვი რა მაგ თავში! არა ხარ საჩემო ტიპი. სხვა ხარ რა. ჩემიანი არ ხარ! ხოდა შემეშვი რა. რაც არ უნდა იჩალიჩო მაინც არაფერი გამოვა. რად გინდა რა თავის დამცირება და ეგეთები? წადი რა, ნახე ვინმე ანჩო, ნაწკა, თიკუნა და ეგეთები. იმედია გასაგებად ვლაპარაკობ, ხო? მოეშვი ამ ვარდებს და გონკებს, იასნა? ნუ მაწუხებ, შენ შენთვის, მე ჩემთვის, ოქეი?-დუდა ლაპარაკისას ხელებსაც იშველიებდა და მთელი გამომეტყველებით და ემოციით საუბრობდა, კახი ხმას ვერ იღებდა, მონუსხული იყო მისით. დაიბნა დუჩეც.
_ნუ ამოიქოქე რა... არ გევასება და ნუ გევასება,-ბოლოს ისევ დუჩემ ამოიღო ხმა.-ნაღდი თუ გინდაა, პირდაპირ მიკვირს შენნაირ....მმ...-დუჩემ ტვინი მოჩხრიკა შესაბამისი სიტყვის ძებნაში, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა.-შენნაირს როგორ შეხედა უბრალოდ. ატვეჩაი ვარ, აღარ შეგაწუხებს რა. ხო ეგრეა, ბრატ?-მიუბრუნდა კახის.
_მისმინე, მოდი სადმე დავსხდეთ და წყნარად დავილაპარაკოთ. ყავაზე გეპატიჟები, რას იტყვი?-ენა ამოიდგა კახიმ, მაგრამ დუდამ დუჩეს გადახედა და გულწრფელი გაოგნებით ჰკითხა:
_ეს ვერაა? მე რას ვეუბნები და ეს რას მეუბნება. ცოტა ჭკუაზე მოიყვანე რა. -მერე ისევ კახის მიუბრუნდა.-გოგო რო არას გეუბნება, ეს ნიშნავს რო უნდა შე-ე-შვა. ამაზე გასაგებად როგორღა გითხრა?-კახიმ თავი დახარა. დუჩე უკვე მანქანისკენ წავიდა და მეგობარიც მოიხმო:
_წამო რა, რაღას უდგახარ!-მაგრამ კახი ადგილიდან არ იძვროდა. დუდაც მანქანისკენ წავიდა და ის იყო უნდა ჩამჯდარიყო, რომ დაინახა კახი ისევ ისე იდგა. ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. ჩამჯდარიყო და ჯანდაბაში გაეგზავნა კიდევ ერთი აბეზარი თაყვანისმცემელი? დიახ, სწორედ ეს უნდოდა, მაგრამ კახი ისე იდგა...
_ოოოხ, ამის დედაც!-ჩაიბურტყუნა თავისთვის მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიიღო და ხმამაღლა უთხრა კახის.-წადი ჩაჯექი, მე ჩემი მანქანით წავალ და პირველივე კაფესთან გავაჩერებ. ყავაზე გეპატიჟები!-მის რეაქციას არ დაკვირვებია, მანქანაში ჩაჯდა და ძრავა აამუშავა.
რამდენიმე წუთში კაფეში ისხდნენ. ერთ მხარეს დუდა, პირისპირ კახი, შუაში- მისი მეგობარი.
_2 ყავა,-უთხრა მიმტანს დუდამ.
_...და ერთი ლუდი...რომელიც გინდა... შენ გემოვნებას ვენდობი,-თვალი ჩაუკრა დუჩემ მოკლეთმიან გოგონას.
_შენ არავის დაუპატიჟებიხარ!-უთხრა დუდამ დუჩეს მას შემდეგ, რაც მიმტანი გაეცალათ.
_ჰმ... არც მჭირდება დაპატიჟება. როცა მეგობარს უჭირს, მე ყოველთვის მხარში ვუდგავარ.
_ჰოო? გეშინია არ დავჩაგრო? მგონი უკვე საკმარისად დიდი ბიჭია.
_მგონი აჯობებს გავიდე, თორე ეს გოგო უკვე ნერვებს მიშლის...-უთხრა კახის, მაგრამ არა ხმადაბლა, სულაც არ ენაღვლებოდა, რომ დუდაც გაიგონებდა. ამ უკანასკნელმა მხოლოდ ჩაიცინა.-შენ კიდევ ჩემი მანქანა გყავს გასაკეთებელი, ასე რომ...
_ჰო. დაგვტოვე ცოტა ხანს...-უპასუხა კახიმ. დუჩეც წამოდგა და დახლთან გადაჯდა, სადაც ის მოკლეთმიანი მიმტანი ტრიალებდა.
_არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო...-წამოიწყო დუდამ რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ.-მაგრამ შენთვითონ მაძლევ ამის საბაბს,-დუმილი გაიწელა. დუდა კაფეს ვიტრინის მიღმა ქუჩას გაჰყურებდა, კახი დუდას აკვირდებოდა სახეზე, შემდეგ მანაც ქუჩას გახედა და თქვა:
_არც მე მინდოდა ვინმე შემყვარებოდა...-დუდამ გაკვირვებულმა შეხედა სახეზე.
_რა სისულელეა! შენ მე არ მიცნობ.
_გიცნობ. ვიცი ვინც ხარ. მინდა სულ შენს სიახლოვეს ვიყო.
_ეგ იმას არ ნიშნავს, რომ გიყვარვარ. უბრალოდ გიზიდავ და სავსებით შესაძლებელია მეგობრები ვიყოთ.
_მეგობრები? არა, არა. ეს სხვა რამაა,-კახიმ დუდას მაგიდაზე დასვენებულ ხელს შეახო თითები. დუდამ მაშინვე გამოსწია ხელი.
_სხვა რამაა?-დაიწყო მან, მაგრამ მიმტანმა ყავა მოიტანა და ორივეს წინ დაუდგა. მისი წასვლის შემდეგ დუდამ გააგრძელა.-მაშინ მე გეტყვი რაცაა თუ ძალიან გაინტერესებს. გითხრა?
_მიდი.
_შენ უბრალოდ ის მოგწონს ჩემში, რომ მიუწვდომელი ვარ! რომ ვერ დამკერე და შენს ჭკუაზე ვერ მათამაშე. ხომ ასეა! აღიარე! ოდესმე რამით რომ მომხიბლო, რაიმე საქციელით და შემიყვარდე (რაც შეგიძლია დარწმუნებული იყო, არასდროს მოხდება!), ისევე იოლად და სწრაფად დამივიწყებ, როგორც სხვა ბევრი დაგივიწყებია. ეგ სიყვარული არაა, ეგ აკვიატებაა და მოგიწევს შენითვე განიკურნო, რადგან მე მაგ აკვიატებისგან განთავისუფლებაში არ დაგეხმარები!-დუდა წამოდგა და ჩანთაში საფულის საძებნელად ჩაძვრა.
_არა, შენ არაფერი არ გესმის... ვერ გამიგე...-ბუტბუტებდა კახი.
_ძალიანაც სწორად გავიგე! შენ ჩემთან შანსი არ გაქვს!-დუდას არც დაუხედია რამდენიანი კუპიურა ამოიღო.
_მცირედიც არა?-სახეში საწყლად შეაცქერდა კახი.
_იმდენივე, რამდენიც შენს საზიზღარ მეგობარს, რომელიც სხვათაშორის, ჩვენ ამ ლაპარაკში დროს არ კარგავს და უკვე ვიღაც შეაბა! ბრავო! ვაღიარებ მის ნიჭიერებას! ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ!-თქვა, მაგიდაზე დაახეთქა ფული და კაფე ჩქარი ნაბიჯებით დატოვა.


ძებნა: