ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2011-11-05, 11:25 AM | შეტყობინება # 91

266
15  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, როგორც ყოველთვის ძააან მააგარი იყოოოო happy დუდაააას უკვეე მოსწოოონს დუჩეეე მააგრაამ არ უნდაა თავის თავს გამოუტყდეს )) დუჩეე კიიდეეე უსაყვარლესიიიიიიაააა )) happy


RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-11-05, 11:34 AM | შეტყობინება # 92

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy hoo Nu exla RaghaCa Xdebaa raghaCaa : D
EseeTii Gogoo Da asee TaviiiS DaPaseeBaa NiiTooo : D
Au DuuChe MIyvars sad biggrin biggrin biggrin biggrin


I Hate This FuCkinG Life <3

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-11-05, 11:34 AM | შეტყობინება # 93

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy hoo Nu exla RaghaCa Xdebaa raghaCaa : D
EseeTii Gogoo Da asee TaviiiS DaPaseeBaa NiiTooo : D
Au DuuChe MIyvars sad biggrin biggrin biggrin biggrin


I Hate This FuCkinG Life <3

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-11-05, 2:57 PM | შეტყობინება # 94
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ra kargi iyooooooo biggrin biggrin biggrin biggrin biggrin sul sul boloshi duches saqcieli momewonaa :)) shemdegi tavi dzalian male dade tu shegidzlia


☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-11-05, 9:12 PM | შეტყობინება # 95
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
lips lips lips lips love love love

შაბათი. 13:27
დუჩე ახალი გაღვიძებული იყო, სამზარეულოში იდგა და ტაფამწვარს იმზადებდა, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. კვერცხიანი მასა ტაფაზე დაასხა, ხუფი დაახურა და კარის გასაღებად გაემართა. ხელთ კახი შერჩა. დუჩემ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
_შემოდი...-ძლივს ამოღერღა. კახი შევიდა და სამზარეულოში მაგიდას მიუჯდა.
_კვერცხს იწვავ? დღეს არაფერი მიჭამია.
_დამეწვიე.-უთხრა დუჩემ და მეორე თეფშიც გამოიღო.
_აბა, რა არის ახალი?-ჰკითხა კახიმ, როცა დუჩემ ტაფამწვარი თეფშებზე გადაანაწილა.
_ძველებურადაა ყველაფერი,-მხრები აიჩეჩა დუჩემ.
_დუდასთან რა ხდება?-ჩვეულებრივი ხმით ჰკითხა კახიმ და ჩანგალზე წამოცმული პირველი ლუკმა პირისკენ გააქანა. დუჩე შეკრთა. სხვას რას ელოდა? კახი საერთოდ არ ახსენებდა იმ ამბავს?
_არაფერი.-გულრგილად თქვა და ჭამა გააგრძელა.
_საერთოდ არაფერი?-თვალებში ჩააცქერდა კახი, მაგრამ დუჩემ ჯიუტად მოარიდა მზერა.-მისმინე, ამჯერად საჩხუბრად არ მოვსულვარ. მე ყველაფერი გადავწყვიტე. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი ძალიან ბევრი ვიფიქრე. ძალიან. ამ დროის განმავლობაში არც დუდას ცხოვრებაში გამოვჩენილვარ, არც შენსაში.-კახი ცოტა ხანს გაჩუმდა და რამდენიმე წამის მერე გააგრძელა.-მივხვდი, რო დუდა საჩემო გოგო არაა.-დუჩემ თვალები დააჭყიტა.
_რატო?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
_რატო და მაგას სჭირდება ის, ვინც მოარჯულებს. სიამაყეს დაავიწყებს და ნამდვილ სიყვარულს დაანახებს, სადაც ყველა თანასწორია და არავინ არავის არ ეთაყვანება. მე კი სხვანაირი ვარ. მე მინდა, რომ ვეთაყვანო ჩემს საყვარელ ქალს. მაგრამ დუდა ის არ არის, ვინც თაყვანისცემას ისე მიიღებს, რომ თავში არ აუვარდეს...
_ჰო... ან უბრალოდ შენ არ ჯდები მის გემოვნებაში...-წაიბურტყუნა დუჩემ და წყლიანი ჭიქა აიფარა ტუჩებზე, თავისი ნათქვამის შერცხვა.
_ჰო, შეიძლება მასეცაა.-ჩაფიქრებული დაეთანხმა კახი.-ყველა ვარიანტში, მაგ გოგოს თავს ვანებებ. არ გეგონოს, რო გითმობ! უბრალოდ თავის დამცირება მომბეზრდა, ხო აზზე ხარ? ეხლა მაგას სდიე კიდე! მაგაზე უკეთესიც ბევრია, ხო ასეა?
_ხოო... აბა რაა!-გაეხარდა დუჩეს.
_აბა, როდის გავიგულავოთ ნაშებში?
_არაა, ნაშების ხასიათზე არ ვარ...-თქვა დუჩემ და ჭამა გააგრძელა.
_გეხუმრე, რა დროს ნაშებია, საბუთებზე დავრბივარ. ესპანეთში მივდივარ ჩემ დასთან.
_ესპანეთში? როდის გადაწყვიტე?
_რა მნიშვნელობა აქ. დავიღალე აქ ყოფნით, თან ჩემი დიშვილიც მომენატრა. ჩავალ, ესპანელ მაჩოებს გავეჯიბრები.
_ცუდია... დამაკლდები...-გულწრფელად უთხრა დუჩემ, მაგრამ გულის სიღრმეში ორივემ იცოდა, რომ ასე ჯობდა.
_ისე, მე მგონი შენ შეყვარებული ხარ... არ მახსოვს ნაშებზე უარი გეთქვას...
_რა შეყვარებული...-ნაძალადევად გაიცინა დუჩემ.-უბრალოდ იმ გოგოს შებმა მინდა... ერთი ღამის პონტია რა...
_ერთი ღამისთვის ამდენს არ ჩალიჩობენ... რა ძალა გადგია?
_ჟილკა მაქ რო ეგ გოგო უნდა დავკერო! ყველას აქ რაღაც გასაღები და მაგასაც მოვარგებ. რაც არ უნდა ბევრი იხტუნავოს, მაინც ჩემ მკლავებში მოუწევს...
_დუჩე...-უცებ დასერიოზულდა კახი. ბიჭმა თავი ასწია და თვალებში შეხედა.-შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. ქალების ფსიქოლოგია საკუთარ ხასიათზე უკეთესად იცი, ისიც იცი, რო მე ეგ გოგო აღარ მაინტერესებს, მარა ერთ რამეს გეტყვი და დანარჩენი შენი იცი...-დუჩეს ინტერესი ჩაუდგა თვალებში.-მაგ გოგოს ნუ გააფუჭებ, დაიღუპება...ეგ ისეთი ამაყია, ვერ გაუძლებს დაცემას და დაჩოქილი დარჩება მთელი ცხოვრება... იმ სიამაყის მიღმა ერთი სუსტი გოგო იმალება, რომელსაც ის აძლიერებს, რომ გარშემო ყინული აქვს შემოვლებული...-დუჩე ჩააფიქრა მეგობრის სიტყვებმა.

ესპანეთის საელჩოსთან ეყენა ვერცხლისფერი ჯიპი. პატრონი მის კაპოტს მიყრდნობოდა, მეგობარი კი შენობაში შესულიყო.
დუჩემ მობილური ამოიღო და დუდას მისწერა:
"ხვალინდელი ვახშამი ხომ არ დაგავიწყდა?"
"არა. ვალები არ მავიწყდება. სად მოვიდე?"
"აი, ეს მომწონს! 9-ზე რესტორან "...."-ში დაგელოდები. იმედია, მოსვლა არ დაგავიწყდება და არ გადამაგდებ."
"თუ ვამბობ, ვაკეთებ კიდეც. შენ სანთლები არ დაგავიწყდეს."-დუჩე სასიამოვნოდ გააოცა ამ მესიჯმა (როგორ ეტყობოდა, დუდას ირონიული ღიმილი რომ არ დაუნახია ამ მესიჯის წერისას).



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-11-05, 9:12 PM | შეტყობინება # 96
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
კვირა. 20:05
დუჩე ნერვულად ტრიალებდა სარკის წინ. ვერ მიმხვდარიყო რომელი ფეხსაცმელი ჩაეცვა: სპორტული თუ კლასიკური. ტანზე შავი ჯინსის შარვალი, თეთრი თხელი ნაჭრის მკლავიანი მაისური და ელეგანტური პიჯაკი ეცვა. ბოლოს მაინც სპორტული ფეხსაცმელი გადაწყვიტა და სახლიდან გავიდა, თან პლასტიკური ბარათები გაიყოლა, იცოდა მდიდარი მამიკოს შვილთან ჰქონდა საქმე. არც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი დავიწყებია, რაც ქალებთან ურთიერთობისას ინფექციური დაავადებებისგან იცავდა ხოლმე, შარვლის ჯიბეში ჩაიდო და სახლიდან გავიდა.



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-11-05, 9:13 PM | შეტყობინება # 97
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
20:52
დუდას ლოდინში მოუთმენლად ცქმუტავდა. სიგარეტს არ ეწეოდა, მაგრამ ეხლა მოუნდა. წინასწარ გეგმებს აწყობდა რას იზავდა დუდა თუ არ მოვიდოდა. წამდაუწუმ გასასვლელისკენ იყურებოდა. ოფიციანტს თავიდან იშორებდა, ქალბატონს ველოდებიო.
გახდა ცხრა. დუდა არ ჩანდა.
"გელოდები." გაუგზავნა შეტყობინება.
რამდენიმე წუთში კარები გაიღო და...
დუჩემ თვალები აატრიალა და ამოიხვნეშა. მაგრამ მაინც წამოდგა მის შესაგებებლად.
_რომანტიკული საღამოსთვის ზედმიწევნით შესაფერისად გაცვია...-გამოსცრა კბილებში მისი შავი ელასტიკების, კედებისა და გრძელი პერანგის დანახვაზე (რომელიც მუცელთან კვანძით შეეკრა ძალიან დიდად რომ არ ჰქონოდა). შავი სწორი თმა გაეშალა, კევსაც აღლაჭუნებდა. მხარ-თეძოზე პატარა შავი ჩანთა გადაეკიდებინა.
_მიყვარს მნიშვნელოვან შეხვედრებზე კომფორტულად რომ ვგრძნობ თავს.-თვალი ჩაუკრა დუდამ და გადასაკოცნად გადმოხრილ ბიჭს გვერდი აუარა. ოფიციანტმა სავარძელი გამოუწია და დუდა მოხერხებულად მოთავსდა.
_რას მიირთმევთ?-თავაზიანად მიაჩერდა ოფიციანტი წყვილს.
_მე არაფერს. უკვე გეახელით. გმადლობთ.-გაუღიმა დუდამ ოფიციანტს. დუჩემ თვალები დააკვესა.
_შამპანური მოგვიტანეთ, დანარჩენს მოგვიანებით...
_ვერ დავლევ, საჭესთან ვარ.-გულწრფელი ღიმილი აჯახა დუჩეს. ეს უკანასკნელი სადაც იყო წამოხტებოდა და მენიუს მაგარყდიან საქაღალდეს თავზე გადაახევდა ამ უტიფარ გოგოს. მაგრამ თავი მოთოკა და ნებისყოფის დაძაბვის ფასად თავაზიანი ხმით უთხრა დუდას:
_ტკბილეულზე რას იტყვი?-გოგომ ვეღარაფერი მოიფიქრა და მხრები აიჩეჩა.
_ჩვენს საფირმო ნუგბარს მოგიტანთ. კმაყოფილი დარჩებით. მზადდება შოკოლადისგან...
_მოიტანე რაც გინდა იყოს...–გააწყვეტინა დუჩემ და რამე უალკოჰოლო კოქტეილიც მოაყოლე...კარგად!-სწრაფად უთხრა დუჩემ ოფიციანტს და დუდასკენ მიბრუნდა. აყუდებულ ბიჭს ანიშნა თავისუფალი ხარო.
_რა გჭირს ერთი გამაგებინე?-გაბრაზებული მზერით მიაჩერდა დუჩე დუდას. გოგომ მხრები აიჩეჩა.
_რა დღეში გაქ ნერვები... უბრალოდ არ მშია.
_რისთვის მოხვედი?
_ვალის გასასტუმრებლად. არ მომწონს ვინმეს მოვალე რომ ვარ.
_მაშინ შეგიძლია ახლავე ადგე და წახვიდე. თუ მარტო ამისთვის ხარ მოსული.-დუდა ადგილიდან არ განძრეულა. რატომღაც.-მე უბრალოდ ერთი მშვიდი საღამოს გატარება მინდოდა შენთან. ასე ძნელია უბრალოდ იყო ის რაც ხარ, მაგ თავდაცვის საშუალებების გარეშე?
_მე ასეთი ვარ.
_არ ხარ მასეთი. წარმოუდგენელია ასეთი უხეში და... და...
_მე ასეთი პირდაპირი ვარ, დუჩე. ვამბობ, რომ არ მშია, როცა არ მშია და ვიცვამ ასე, როცა ასე მინდა. ეს მე ვარ და ვინც ვერ მიგებს...
_ეგ გასაგებია, მაგრამ... ხომ შეგეძლო ჩემთან სავახშმოდ წამოსვლამდე არ გეჭამა? არ შეიძლებოდა?
_მშიოდა და რა მექნა?-გულუბრყვილოდ უპასუხა დუდამ. მისმა ტონმა დუჩე გააღიმა.
_მაგარია! ნაწყენი ვარ, მაგრამ უკვე საკუთარ თავში შემატანინე ეჭვი- რაა ამაში საწყენი? ბრავო! საკუთარ თავთან დამაპირისპირე.-დუჩე საზურგეზე გადაიხარა, თავი შესასვლელისკენ მიაბრუნა და ხელში თამოს ნაჩუქარი სანთებელა აათამაშა. დუდა სახეზე აკვირდებოდა. უკვირდა. ნუთუ ეს იყო ბიჭი, ვინც თავის გარშემო ყველა გოგოს აბნევდა, თავბრუს ახვევდა და სასურველის მიღების შემდეგ, სანაგვეზე აგდებდა. ახლა ისეთი უიმედო და ნირწამხდარი ჩანდა, რომ დუდას გაეღიმა. თავში იედა მოუვიდა! მისთვის ჯიბეების ამობრუნებას აპირებდა!
_ვითამაშოთ, გინდა?-ჰკითხა უცებ.
_რა ვითამაშოთ?-გაკვირვებულმა მოხედა დუჩემ.
_ამოვიბრუნოთ ჯიბეები და რაც გვაქვს, საფულისა და გასაღებების გარდა, დავურიგოთ აქ მყოფებს.
_რაა?-დუჩეს ცოტა ეჭვი შეეპარა მის გონებრივ სიჯანსაღეში.-რა უნდა დავურიგოთ?
_რაც გვაქვს ჯიბეში. აი, იქ, შემოსასვლელში დავდგეთ და ვინც შემოვა რაიმე მივცეთ ჩვენი ჯიბიდან...აი, მაგალითად...-დუდამ ელასტიკების პატარა ჯიბიდან ცალი წერტილოვანი საყურე ამოიღო, ამას ყურის ხრტილში იკეთებდა ხოლმე ხანდახან.-ავიღებ ამას და ვინმე აქ მყოფს ვაჩუქებ. შენ რა გაქვს ჯიბეში?
_მე არაფერი. საფულე, ტელეფონი და გასაღები.
_სანთებელა?-ხელში შერჩენილ სანთებელაზე ანიშნა დუდამ.
_ეს ჯიბეში არ დევს, თანაც ჩემი დეიდაშვილის ნაჩუქარია, ვერავის მივცემ.
_ვერც მე?-ჰკითხა უცებ დუდამ. დუჩემ ძალიან ნელა უპასუხა:
_შენ მოგცემ... ოღონდ ჩემი რომ გახდები მერე...
_სხვა რა გაქვს ჯიბეში?-სხვა თემაზე გადაიტანა დუდამ სასწრაფოდ. -წამო, მე იმ ქალს მივცემ ამ საყურეს და შენ მის კავალერს მიეცი რამე.
_არ მაქვს-მეთქი არაფერი!
_ნუ მიტეხავ, თორე ავდგები და წავალ.-გაიბუტა დუდა.
_კარგი. ოღონდ მე უფრო მაგარს გეტყვი! ჯობია მწეველების დარბაზში გავიდეთ და იქ მივცეთ, თორე მერე აქ ვეღარ დავჯდებით.
_კარგი!-წამოდგნენ და ხელმარცხნივ თამბაქოს კვამლით დანისლულ დარბაზში შევიდნენ. იქ ერთი წყვილი შეარჩიეს და მათკენ გაემართნენ.
_ქალბატონო, ეს ჩემგან...-დუდამ მომხიბლავად გაუღიმა ქალს, მისი გაშლილი ხელი აიღო და პატარა საყურე ხელისგულზე დაუდო, თითები მოუკეცა და დაამატა.-ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის.
_ეს კი ჩემგან თქვენ...-დუჩემ კი მორიდებით დაუდო ხელზე კაცს შარვლის ჯიბიდან ამოღებული ნივთი...
დუდამ თვალი მოჰკრა იმ ნივთს. კაცი ფეხზე წამოხტა და სადაც იყო აყალმაყალს ატეხდა ან დუჩეს გააპანღურებდა.
ახარხარებულმა დუდამ ხელი ჩაავლო დუჩეს და დარბაზის გასასვლელისკენ სირბილით წავიდა.
კაცმა რაღაც გულის მოსაოხებელი მიაძახა მათ, მაგრამ არ გაუგონიათ.
არამწეველების დარბაზში შეცვივდნენ და თავიანთ მაგიდასთან ოფიციანტს წააწყდნენ, რომელსაც მუსი და მაღალფეხიანი ჭიქებით ფერადი სასმელი მოეტანა.
_კუპეში გადავინაცვლებთ!-უთხრა დუჩემ და კუპეებისკენ ჩაიქროლეს. ოფიციანტმა გაკვირვებული მზერა გააყოლა მათ.
კუპეში რომ მოეწყვნენ, კოქტეილი მოწრუპეს და მუსს შეექცნენ, იმათ სახეებზე დაიწყეს კაიფი, ვინც ასე "გულუხვად" დაასაჩუქრეს.
_არა, მაინც რას ფიქრობდი?-იცინოდა დუდა.
_სხვა გზა არ დამიტოვე. მეტი არაფერი მქონდა ჯიბეში..
_და... ეგ რად გინდოდა, როცა ჩემთან სავახშმოდ მოდიოდი?
_ყოველი შემთხვევისთვის...-დუდა გააოგნა ამ პასუხმა.
_შენ რა... იმედი გაქვს, რომ ამ ღამეს შენთან გავატარებ? მართლა ასე გგონია?
_მე არაფერი არ მგონია, უბრალოდ ყველაფრისთვის ვარ მზად.
_სულ ტყუილად, დუჩე, იმიტომ რომ მე ის არ ვარ, ვინც ერთი საღამოთი მოიტყუებს თავს და მერე პარტნიორს პასუხს მოსთხოვს, როცა მისთვის უინტერესო გახდება. მე ის არ ვარ, ვის ცხოვრებაშიც შეგიძლია გაიელვო და გაქრე...-სიჩუმე ჩამოწვა.-მაგრამ მითხარი... გულახდილად მითხარი...-გააგრძელა ისევ დუდამ.-ამდენს მართლა ამისთვის წვალობ? ერთი ღამისთვის? ამიტომ მიტრიალებ ყველა მხრიდან? ამიტომ მხვდები აკადემიასთან, ამიტომ იტოვებ ბავშვებს? ამიტომ აკეთებ ამდენ სისულელეს? ესაა შენი მიზანი? გულახდილად მითხარი. მე შენ განსჯას არ ვაპირებ. უბრალოდ მაინტერესებს.
_მოიცა, არც მასე მარტივადაა საქმე. შენთან ურთიერთობა მსიამოვნებს... მართლა გეუბნები.
_ჰო, მაგრამ არც გვერდით შედეგზე იტყოდი უარს, არა?
_მოდი, გულახდილად გეტყვი, როცა შენთან ურთიერთობა დავიწყე, მაღიზიანებდა შენი ქცევები, თავდაჯერებული ლაპარაკი და ქმედება, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ საინტერესო ადამიანი ხარ...-თბილი ხმით უთხრა დუჩემ.
_შევეცდები გამოვიცნო...-თქვა უცებ დუდამ.
_რა?
_მერამდენედ ეუბნები ქალს მაგ ფრაზას... მე სიტყვებით ვერ მომთაფლავ.
_კარგი! ასე იყოს!-წამოიძახა უცებ გაცხარებულმა დუჩემ.-დიახ! მინდიხარ, როგორც ქალი! რამდენი ხანია შენ გამო არავის გავკარებივარ! შენთან მინდა! კმაყოფილი ხარ?
_სულ ეგაა?-დუჩემ გაკვირვებულმა შეხედა.-თუ სულ ეგაა... თანახმა ვარ.
_რა???-დუჩემ პირი დააღო. ხუმრობდა?! აშკარად მწარედ ეკაიფებოდა!
_თანახმა ვარ შენთან ერთი ღამის გატარებაზე.-მშვიდად უპასუხა დუდამ და სახეზე დააკვირდა.
_გაგიჟდი? ხვდები მაინც რას ამბობ?!
_თუ არ გინდა, კარგი...-მხრები აიჩეჩა დუდამ და მუსის ჭამა განაგრძო.
_რა თქმა უნდა, მინდა!-სასწრაფოდ წამოიძახა დუჩემ.-მაგრამ... მაგრამ... დარწმუნებული ხარ?
_დუჩე, მე უკვე დიდი გოგო ვარ! და მერყეობა არ მახასიათებს. წამო, თუნდაც ახლავე. და მორჩეს ეს ამბავი.
_თანახმა ხარ ამაღამვე დარჩე ჩემთან?-დუჩე შოკში იყო. ყურებს არ უჯერებდა. ასეთ საუბარს ნამდვილად არ ელოდა. დუდა მისთვის ქალი-ფეიერვერკი გახდა წამში.
_კიდევ დიდხანს თუ აპირებ დაჭყეტილი თვალებით ყურებას, გადავიფიქრებ.
_ვერ ვიჯერებ, რომ მთანხმდები.
_წავიდეთ?-წამოიწია დუდა (მღელვარებას კარგად ფარავდა და ნათქვამზე გადაბიჯებას არ აპირებდა).
_არა, არა.-თქვა დუჩემ.-ამაღამ არა. განსაკუთრებული ხარ და მინდა ყველაფერი განსაკუთრებულად იყოს... დროს და ადგილს გაგაგებინებ.
_კარგი, მაშინ მე წავედი. ღამე მშვიდობისა.-დუდა წამოდგა, ჩანთა აიღო, გასასვლელისკენ დაიძრა და შვებით ამოისუნთქა, მაგრამ დუჩე დაედევნა.
_ერთი წამით!-მკლავში ჩაავლო ხელი და მოაბრუნა.-დამპირდი, რომ არ გადაიფიქრებ...
_არ გადავიფიქრებ. მე ვთქვი და გადაწყვეტილების შეცვლა არ მჩვევია. დრო და ადგილი გამაგებინე. კარგად!-დუდამ ხელი ფრთხილად გააშვებინა და წავიდა.
_კარგად!-დაადევნა ცოტა არ იყოს დალენჩებულმა დუჩემ, მაგრამ დუდას არ გაუგონია. უკვე მანქანას ქოქავდა...

დღეები ისე მიდიოდა, რომ არც დუჩე ჩანდა, არც მისი მესიჯი. დუდა მაინც ყოველ მესიჯზე კრთებოდა, სანამ მღელვარებისგან ათრთოლებული გახსნიდა და აღმოაჩენდა, რომ სხვა სწერდა. დუდა არ ნანობდა გადადგმულ ნაბიჯს. სინანული მას არ სჩვეოდა. იცოდა ერთი, რომ ამ თავისი საქციელით რაღაც ახალი დაიწყებოდა. გამარჯვებული ვინ გამოვიდოდა არ იცოდა, მაგრამ ამაზე არ ფიქრობდა. ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო, მას უბრალოდ თვალი უნდა ედევნებინა მოვლენების განვითარებისთვის.

დუჩე კი ეს დღეები დუდასთან გასატარებელ ღამის გასათევს ეძებდა. თავის არეულ სახლში აყვანა არ უნდოდა... ეს ხომ სადღაც ღამის კლუბში გაცნობილი ნაშა არ იყო?! დუჩე აღფრთოვანებული იყო იმით, რომ როცა მოისურვებდა ამ ქალს მაშინ შეეხებოდა, მკლავებში მოიმწყვდევდა და... მაგრამ დუდამ ერთი ღამე ახსენა... იქნებ იმდენად მოეწონოს დუჩესთან ყოფნა, რომ მეორე დღესაც მასთან დარჩეს? არა, როგორც თვითონ თქვა, თავის სიტყვებს არ გადააბიჯებდა. მერე რა, იყოს ერთი ღამე... რაც მთავარია, ჩემი გახდება...–ფიქრობდა დუჩე. ბოლოს, შესაფერისი ადგილიც იპოვა და დუდას შეტყობინება გაუგზავნა.




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - შაბათი, 2011-11-05, 9:14 PM

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-11-05, 9:35 PM | შეტყობინება # 98
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa saswrafooooodd mchirdeba (da darwmunebuli var GVCHirdeba) axaliii taaaviiiiiiiiiiiiiiiiii . dgesveee ra ana tu shegidzlia


☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-11-05, 10:22 PM | შეტყობინება # 99
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Jack♥sparrow, kido ertma baiam waikitxos da davdeb amagamve lips lips lips


bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-11-05, 10:25 PM | შეტყობინება # 100

206
19  +
33  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, ai ramdeni xania agar damitovia komi.... da axa shen damatovineee....exla shen tu axal tavs male ar dade me gavafreenn cry cry cry

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2011-11-06, 10:23 AM | შეტყობინება # 101

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Omg Omg : D:D exla gavgijdeeebii ra magari tavi iyooooo omg :D:D:D
maalee axalii tavi ann miyvaraxar


I Hate This FuCkinG Life <3

Jack♥sparrowთარიღი: კვირა, 2011-11-06, 2:29 PM | შეტყობინება # 102
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
☆AnasteishA☆, ertma ki ara orma waikitxa smile ise bevri gaqvs dawerili? are gvalodino xolme dzalian gtxov


☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-11-06, 3:15 PM | შეტყობინება # 103
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
kii, blomad maq dawerili. rac davde erti amdeni kidev da jer ar vrchebi, kide blomad maq dasaweri. magram yoveldge komptan moxvedrasac ver vaxerxeb da dadebasac shesabamisad. ise mgoni sakmaod mal-male vdeb xo? lips lips nervebze ar vtamashob yovel shemtxvevashi biggrin wuxel maleve amabrdzanes kompis win dakavebuli postidan da vegar davde sad

2011 წელი. 29 აპრილი. პარასკევი. 14:27
დუდა სამხატვროდან სახლში ბრუნდებოდა. თან რუხაძეს ემესიჯებოდა. საჭესთან იჯდა და ცოტა გვიან ნახულობდა მის შეტყობინებებს. სახლში რომ მივიდა და მანქანა გააჩერა, მაშინ გახსნა ბოლო მესიჯი:
"დღეს, 9 საათზე წყნეთში." და ზუსტ მისამართს სწერდა. დუჩეს მესიჯი იყო. დუდას რატომღაც თრთოლვამ დაუარა. არაფერიც! არაფრისაც არ ეშინოდა! რა სისულელეა! საშიში რა იყო?!
მის მიერ დუჩესთან წამოყრანტალებული სიტყვების შესახებ არავინ იცოდა. არავისთვის არ უთქვამს. რა საჭირო იყო?! უაზრო ლაპარაკს დაუწყებდნენ, რომ არ ღირს და ა.შ.
დუდა სახლში შევიდა, თან პროდუქტებით სავსე პარკი წაიყოლა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. ცოტა რომ დანაყრდა, თავის ოთახში ავიდა და შავ–თეთრი ნახატის ხატვა განაგრძო.
როცა ისე დაბნელდა გარეთ, რომ შუქის აუნთებლად ხატვა შეუძლებელი გახდა, აბაზანა მოიმზადა და შეეცადა დამშვიდებულიყო.
ერთი საათის შემდეგ გამოვიდა სააბაზანოდან, ჩაიცვა, თმა გაიმშრალა და გიორგი რუხაძესთან შესახვედრად გაემართა.



☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-11-06, 3:26 PM | შეტყობინება # 104
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
21:26
დუჩე თავს უკანასკნელ იდიოტად გრძნობდა, ვისაც დასცინეს და ისიც ასე სულელურად გაება. დუდა არსად ჩანდა. თავის თავსაც კი დასცინოდა ასეთი გულუბრყვილობისთვის. რა ეგონა, ეს გოგო მართლა ასე უბრალოდ დაუწვებოდა?!
არადა წყნეთის ულამაზესი ორსართულიანი სახლის გასაღებიც ტყუილად გამოართვა მეგობარს. ტყუილად მოიტანა ბოთლი წითელი ღვინო, ტყუილად დაანთო მსხვილი წითელი სანთლები და ოთახში სხვადასხვა ადგილას დადგა. ასევე ტყუილად დაანთო ბუხარი... ტყუილად გაშალა ბუხრის წინ ქვეშაგები. ტყუილად მოაწყო ბუდე. გარეთ წვიმა დაიწყო. დუჩე ბუხართან დაჯდა და ღვინის ბოთლი გახსნა. ის იყო პირველი ყლუპი მოსვა მაღალფეხიანი ჭიქიდან, რომ კარებზე ბრახუნი ატყდა...
დუჩე ფეხზე წამოხტა, არ უნდოდა იმედი გასცრუებოდა, ამიტომ სანამ ნელი ნაბიჯით კარებთან მივიდოდა, თავი დაირწმუნა, რომ ვინმე წვიმაში მოყოლილი უცნობი მოვიდა თავშესაფრის სათხოვნელად. იქნებ ვინმე ლამაზი გოგო ყოფილიყო?! სახელური ჩამოწია და კარები გააღო. ოთახში თავზეკაპიშონწამოფარებული არსება შემოვარდა და ბუხარს მივარდა.
_კოკისპირულად წვიმს, ამის დედაც... მანქანიდან კარამდე მოსვლისას რა გავილუმპე აზზე ხაარ?–დუდა ბუხარს უფიცხებდა ხელებს.
_მოხვედი!–წამოიძახა, თან თვალებს არ უჯერებდა დუჩე.
_ჰო, რა გაგიკვირდა?! კარები მიხურე, თორე გავცივდები...–დუჩემ ახლაღა მოიფიქრა კარების დაკეტვა. მერე თავისი სპორტული ჟაკეტი აიღო და დუდას გაუწოდა:
_ეგ სველი გაიხადე და ეს ჩაიცვი. –დუდამ გაკვირვებულმა დახედა ჟაკეტს.
_მე მეგონა დღეს უნდა გაგეხადა ჩემთვის...
_ჯერ გათბი...–უთხრა დუჩემ და ჯერ სველი მოსაცმელის გახდაში დაეხმარა, შემდეგ კი მშრალის ჩაცმაში. ბუხრის პირას დასხდნენ._დღემ როგორ ჩაიარა?–ჰკითხა დუჩემ.
_ჩვეულებრივად.–მოკლედ უპასუხა დუდამ. არ იყო ლაპარაკის განწყობაზე.
_დაიგვიანე. მეგონა აღარ მოხვიდოდი...
_გიომ შემჭამა გინდა თუ არა, სახლამდე მიგაცილებო და არ მომეშვა სანამ სახლში არ შევედი. წავიდა თუ არა, აქეთ გამოვქანდი.
_გიომ?–წარბები შეეჭმუხნა დუჩეს.
_ჰო, იმან მაშინ ვისაც ვხვდებოდი. კარგად ვეწყობით.
_საშინელი ადამიანი ხარ...–სევდიანი ხმით თქვა დუჩემ და ცეცხლის ალს დააშტერდა.
_მე ასე არ ვფიქრობ.
_ღვინოს დალევ?–ბოთლი აიღო ხელში დუჩემ.
_მოდი, პირდაპირ საქმეზე გადადი.–უთხრა უცებ დუდამ.
_სად მეჩქარება? წინ მთელი ღამეა.
_მე მეჩქარება. მინდა მალე დამანებო თავი.
_ხოო არაა?
_დიახ!–თვალი თამამად გაუსწორა დუდამ. დუჩე ფეხზე წამოდგა, ხელი გაუწოდა და ისიც წამოაყენა, ცოტა არ იყოს უხეშად. ხელჩაკიდებულმა წაიყვანა საწოლისკენ, მერე მის პირისპირ დადგა და თვალებში ჩააცქერდა. თავისი ჟაკეტი, რომელიც დუდას ლამის მუხლამდე დასთრევდა, მხრებზე ჩამოუცურა და იატაკზე დავარდა. გლუვ მკლავებზე ნაზად ჩამოაყოლა ხელები, ხელის მტევნებამდე რომ მივიდა ორივეზე აკოცა სათუთად. თან თვალებში უყურებდა. ხელები გაუშვა, თავი ფრთხილად ააწევინა და მაღალი შუბლი, ლამაზი თვალები, ღაწვები, ლოყები, ყბები, ნიკაპი დაუკოცნა. სურვილი წვავდა ბაგეზე დაკვდომოდა, მაგრამ სიამოვნებას წელავდა. ბოლოს, სულ ოდნავ შეახო ტუჩები და მისი რბილი ბაგენი შეიგრძნო. ელოდა, რომ გოგონა თავზე ხელს მოხვევდა და მხურვალე კოცნით დააჯილდოებდა, ან ბაგეს გახსნიდა და უფლებას მისცემდა ისე ეკოცნა, როგორც არავისთვის არასდროს უკოცნია. სწორედ ეს სურდა დუჩეს. კიდევ ბევრ რამეს მოელოდა იგი, მაგრამ ამაოდ. ტუჩებს შეეშვა და ყელზე დაუყვა კოცნებს. რამდენიმე წამის განმავლობაში დაუღალავად უშანთავდა ყელს მდუღარე კოცნებით. დუჩემ იცოდა ქალების საპასუხო რეაქციები– სუნთქვა უხშირდებოდათ, ახლოს იკრავდნენ სხეულზე და ა.შ, დუდა კი არაფერ ამდაგვარს არ აკეთებდა, უძრავად იდგა ხელებჩამოშვებული და თითქოს იცდიდა. იცდიდა როდის დამთავრდებოდა ყველაფერი? დუჩე გაშეშდა. წელში გასწორდა და თვალებში ჩახედა გოგოს. დუდამ გულგრილი მზერა გაუსწორა.
_რას მიყურებ? შეგიძლია გააგრძელო...–დუჩემ მართლაც გააგრძელა. ყურთან ნაზად კოცნიდა, მხრამდე ჩაუყვა, თან სახეზე აკვირდებოდა შიგადაშიგ, თუმცა ვერავითარ ცვლილებას ვერ ამჩნევდა. ხელი გაუშვა და იქვე ტუმბოს მიჰკრა წიხლი, რომელიც საწოლს შეეჯახა და საწყალობელი ხმა გამოსცა.
_ასეც ვიცოდი!–წამოიძახა დუჩემ ბრაზით.
_რა?–გაუკვირდა დუდას.
_ვიცოდი, რომ რაღაც ისე არ იქნებოდა და ასე უბრალოდ არ მომიძღვნიდი თავს.
_მე მოვედი, როგორც დაგპირდი. არ მითქვამს, რომ შენი სურვილის ასრულებაში რაიმე წვლილს მეც შევიტანდი. დუჩემ უყურა, უყურა და გაცეცხლებული ეცა ტუჩებზე. სიამოვნებდა მის ფუმფულა, რბილ ტუჩებზე ალერსი და ვერ ითმენდა როდის დაეუფლებოდა მისთვის ასე სასურველ ქალს. გამალებით კოცნიდა, მაგრამ დუდას გულცივობამ როგორც ცეცხლი ყინულნარევი წყლის გადასხმაზე, ისე გაანელა მისი ვნება. და დუჩე უცებ გაოგნდა. არ სურდა ეს ქალი. არა, არ იყო ეს ხორციელი სურვილი. ეს რაღაც მეტი იყო. არ იყო ეს ის ქალი, ვის ცხოვრებაშიც უბრალოდ გაიელვებდა და მერე წასვლას შეძლებდა. წასვლის სურვილი ექნებოდა. ის მიხვდა, რომ მასთან გატარებული ერთი ღამე არ ეყოფოდა და არც ის ეყოფოდა, რომ მხოლოდ ხორციელად გამხდარიყო ეს ქალი მისი. არა, ეს ნამდვილად არ ეყოფოდა მას. უნდოდა დუდას ჰქონოდა მისი კოცნის, მოფერების სურვილი. მას დუდა სურდა და არა მხოლოდ მისი სხეული.
დუჩემ თავისი ჟაკეტი აიღო და მხრებზე მოასხა ქალს.
_რას აკეთებ?–გაკვირვებული ხმა ჰქონდა დუდას.
_ჩაიცვი. შეგცივდება...–თქვა დუჩემ და ბუხრისკენ წავიდა. მერე მაღალფეხიანი ჭიქიდან ერთბაშად გადაჰკრა ღვინო.
_გადაიფიქრე?–გაოგნებული და ოდნავ იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა დუდას.–კარგი, მაშინ მე წავალ.–მისი ჟაკეტი მოიხსნა და კარისკენ წავიდა.
_არა! შენ ერთ ღამეს დამპირდი, რომელსაც ერთად გავატარებდით. მოდი, ჩამოჯექი.–დუდა მიუახლოვდა, ბუხრის წინ შორი–ახლოს დაჯდა და ცეცხლს ჩააშტერდა.
_შენი ეს საქციელი არაფერს ცვლის. ჩვენ პირობა გვაქვს დადებული. ამ ღამის მერე ვეღარ მიხილავ.-ამ სიტყვამ ლამის გადაწყვეტილება შეაცვლევინა დუჩეს. ლამის.
_გიკვირს ჩემი საქციელი?–ოდნავშესამჩნევი ღიმილით ჰკითხა ბიჭმა.
_მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მე შანსი მოგეცი, რომ მიგეღო ის, რაც ჩემგან გინდოდა. შენ ამაზე უარი თქვი, მაგრამ ამ ღამის შემდეგ, რომელსაც შენთან გავატარებ, ჩვენ აღარ შევხვდებით. არც დამიმესიჯებ, არც აკადემიასთან დამადგები. ჩვენ–ჩვენი პირობა უნდა შევასრულოთ.
_კარგი. მასე ვიზამ. აღარ ვეცდები შენთან დაკავშირებას. ჩემ პირობას შევასრულებ. აღარ შეგახსენებ თავს... თუ შენ ასე გენდომება...
_მიხარია, რომ სიტყვის კაცი ხარ.
_....მაგრამ მომენატრები... ამის უფლება ხომ მაინც მაქვს?
_ძალიან გთხოვ, არ გინდა... ტყუილებს ვერ ვიტან...
_რაში მჭირდება ტყუილი? აქ მყავხარ და შემიძლია მივიღო ის, რაც მეგონა რომ შენგან მინდოდა...–დუდა შეკრთა და თვალებში შეხედა, მაგრამ დუჩეს მზერას ვერ გაუძლო და ისევ ცეცხლს ჩააშტერდა, რომელიც სადაც იყო, მინავლდებოდა.
_შეშას მოვიტან... არ დაიძინო...–უთხრა დუჩემ და გარეთ გავიდა. დუდა ნაკვერჩხლებს უყურებდა და უკვირდა– როგორ შემოტრიალდა უცებ ყველაფერი. დუჩემ შანსი ხელიდან გაუშვა და უბრალოდ მასთან ყოფნაზე დათანხმდა. დუდასთან საუბარზე, თავდავიწყებული, ავხორცი ალერსის ნაცვლად.
დუჩე დაჩეხილი შეშის ნაჭრების კონით დაბრუნდა. ნაწილი ცეცხლში შეაწყო, ნაწილი მოშორებით დაყარა. დუდას გვერდით მიუჯდა და ხელები მიაფიცხა ბუხარს.
_საშინლად წვიმს გარეთ.
_ჰოო, სახურავზე როგორ წკაპუნობს...
_სასიამოვნო იქნება ასეთ სიმყუდროვეში შენთან ერთად დაძინება...
_მე იქ ვიძინებ,–საწოლზე ანიშნა დუდამ.–დაგასწარი!
_კარგი. მე აქ დავიძინებ და მძინარეს არ მოგაცილებ თვალს...–უპასუხა დუჩემ და სველი მაისური გაიძრო. ნავარჯიშევი ტანით ეფექტის მოხდენა სურდა? შეიძლება. თან მაისურიც სველი იყო. დუდამ სულ წამით შეაჩერა მზერა მის ტანზე, მაგრამ ესეც დიდი მიღწევა იყო.
_მართლა ვერ ვხვდები რა მემართება... ჩემი და ხომ არ ხარ? მსიამოვნებს შენს გვერდით უბრალოდ ჯდომა. ეს სიტუაცია მსიამოვნებს.
_და გყავს?–სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი დუდამ.
_არა. არავინ მყავს. დედისერთა ვარ. შენ?
_მე ლექსო მყავს. მამაჩემის შვილია. ძალიან მიყვარს.
_ნახევარძმა? კარგია. იმედია, გამაცნობ ოდესმე...–დუდამ უცნაური მზერით გადახედა და დუჩე უცებ მიხვდა.–ჩემი პირობა სულ დამავიწყდა. რა სულელი ვიყავი... როგორ დაგთანხმდი...
_სინანული გვიანია. ნასროლ ტყვიას თოფის ლულაში ვერ დააბრუნებ.
_მართალი ხარ. დავლიოთ?
_არ ვსვამ.–უპასუხა დუდამ. დუჩემ ჭიქა აიღო და თავისთვის დაისხა.
_ის გიო მართლა მოგწონს?–ზედმეტად ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა დუჩეს, თან ცეცხლს ჩასცქეროდა თვალმოუშორებლად.
_გულახდილად გითხრა?
_მითხარი. დღეის მერე მაინც ვერ გნახავ. იქნებ რამე გირჩიო... თუ გჭირდება საერთოდ რჩევა... ან...ან ჩემ რჩევას თუ გაითვალისწინებ საერთოდ...–აბლუყუნდა დუჩე.
_რატომაც არა! გავითვალისწინებ!–რატომღაც კარგ ხასიათზე დადგა დუდა, ბიჭს ხელიდან წაგლიჯა ღვინიანი ჭიქა და მოზრდილი ყლუპი მოსვა.–ცოტა ვერაა ეგ ბიჭი!–თქვა ყლუპის დაბინავების შემდეგ.–ხან მგონია, რომ ისაა, ვისაც ვეძებდი, ვინც ყველაფერში გამიგებდა, ვისთანაც თავს კომფორტულად და დაცულად ვიგრძნობდი...
_ხან?
_ხან ვერ ვხვდები საერთოდ რა მესაქმება მაგ ადამიანთან.
_ეგ რა დროს ხდება?
_როცა... მაგალითად, როცა ველაპარაკები, რომ ვოცნებობ ოდესმე სალაშქრო ზურგჩანთა მოვიკიდო და მეგობრებთან ერთად გზაზე გავიდე. წავიდეთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც პირველი გამვლელი მანქანა წაგვიყვანს. მოვიარო ალალბედზე არჩეული ქალაქები და სოფლები და ის კი ამ დროს მეკითხება ეს როლექსის საათი ახლა იყიდე თუ გქონდაო! როგორია?
_მართლა გინდა?
_რა?
_რაც თქვი. ალალბედზე წასვლა და მოგზაურობა. ხეტიალი ათასნაირ უაზრო, ხან საინტერესო ადგილას.
_დიახ!
_მერე, რატომ არ იქცევი მასე?
_მინდა, რომ რაღაცაზე ვიოცნებო.
_ოო, შენ თუ იმას გულისხმობ, რაც მე მგონია, მაშინ ნუ ღელავ, ყოველთვის იქნება რაღაც, რაზეც უბრალოდ იოცნებებ, მაგრამ ვერ მიიღებ.
_მაგალითად?–დაინტერესებული თვალები მიანათა დუდამ. დუჩე მოიხიბლა ამ მზერით, არ იყო ნაჩვევი.
_მაგალითად...არავინაა ისეთი, ვინც გენატრება, მაგრამ შენთან არაა?
_დედა...
_სადაა?
_საფლავში...–პირდაპირ უპასუხა დუდამ. დუჩე დაიბნა:
_მაპატიე... არ ვიცოდი...
_არაუშავს... დედასთან შეხვედრა და საუბარი ჩემი მარადიული ოცნებაა, მაგრამ ამას ნუ შევეხებით. სხვა რა ოცნება შეიძლება მქონდეს?
_სხვა? მგონია, რომ კეთილი გული გაქვს. განა არ გინდა, თუნდაც საქართველოში არ არსებობდნენ უპატრონო ბავშვები? ანდაც ბავშვები, რომლებსაც მშობლები აგდებენ სახლიდან სამათხოვროდ? განა არ გინდა არავინ იყოს გაჭირვებული? მე ვიცი, ვინაა მამაშენი. ისიც ვიცი, რომ ქველმოქმედებას ეწევა ხანდახან. მაგრამ შენ?
_მე ოცნება მაქვს, რომ საკუთარი ხელით შევქმნა ისეთი შედევრი, რომელიც უზარმაზარ თანხად გაიყიდება და მთელ ამ თანხას გაჭირვებულებს მოვახმარ. ეს იქნება ნამდვილი დახმარება. ის, რომ ხანდახან მათხოვარს ხურდას ვჩუქნი, დახმარება არაა, ეს უბრალოდ მოწყალებაა. ყოფილა შემთხვევა, ბოლომდე ამომიცარიელებია საფულე და პატარა გამურული ბიჭისთვის მიმიცია. მეორე დღეს ის ბიჭი, ცელოფნით ხელში დამინახია, წებოს ისუნთქავდა. განა ეს დახმარებაა? ალბათ უფრო პირიქით...
_არ მეგონა ამდენს თუ ფიქრობდი ამაზე... ერთ რამეს გეტყვი, შენ სამყაროს ვერ შეცვლი, მაგრამ თუ ერთი, ორი ან სამი ადამიანის ცხოვრებას შეცვლი, ამით სამყაროს ნაწილს შეცვლი. ეს უკვე დიდი რამეა.–სიჩუმე ჩამოწვა. დუდას მოეწონა ამ მექალთანე ბიჭის პასუხი. ისევ დუჩემ გააგრძელა.–მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ ოცნებებზე უარი უნდა თქვა. ყოველთვის გამოჩნდება რაღაც ახალი. ჯომარდობა.... თხილამურობა... მთამსვლელობა... ჭოკზე ხტომა...–ბოლოზე ორივეს გაეცინათ.–ისე კი, სიამოვნებით ვიქნებოდი შენი თანამგზავრი იმ ოცნების ასრულებისას...–დუდამ ვერაფერი უპასუხა.
_ჩამეხუტები?–ჰკითხა დუჩემ.
_რა? ვერ მოგართვი!-ფიქრებიდან გამოერკვია დუდა.
_კარგი.–მხრები აიჩეჩა დუჩემ, ღვინიანი ჭიქა გამოართვა და გადაკრა.
_საპირფარეშო საითაა?–ჰკითხა დუდამ და ფეხზე წამოდგა. დუჩემ მიასწავლა, თვითონაც წამოდგა და სანთლების ჩაქრობა დაიწყო, თითქმის სულ ჩამწვარიყვნენ, ხანძარი ნამდვილად არ შედიოდა დუჩეს გეგმებში. მეზობელი ოთახიდან ბალიში და პლედი გამოიტანა და ბუხართან დააწყო.
დუჩე ჩაფიქრებული იჯდა მინავლებულ ცეცხლთან, როცა დუდა ოთახში დაბრუნდა და საწოლისკენ გაემართა.
_ძილინებისა!–თქვა დუდამ, მაგრამ ბიჭი არც შერხეულა.
გაუხდელად დაწვა და საბანი დაიფარა. წუთიც არ გასულა, წამოხტა, ბალიშს დაავლო ხელი და დუჩეს ბალიშის გვერდით დააგდო თავისი.
_ჩაიწიე!–უთხრა, დაწვა და პლედი გადაიფარა.–აქ უფრო თბილა.–უთხრა გაოცებულ დუჩეს, რომელმაც შიშველი მკლავები თავის სპორტულ ჟაკეტში გაუყარა, "ელვაც" შეიკრა და პლედის ზემოდან დაწვა.
_შეშას არ შეუკეთებ?–ჰკითხა დუდამ.
_არა. ღამით ცეცხლს ვერ დავტოვებ. გამოვიბუგებით. შეიძლება ნაკვერჩხალი დაგვეცეს. მე დაველოდები, როდის ჩაქრება.
_კარგი.–რამდენიმე წუთს გარინდებულნი იწვნენ. ცეცხლი ჩაქრა. ნაკვერჩხლებიღა ელავდა სიბნელეში. მდუმარებას კი წვიმის შხაპუნი არღვევდა. დუჩემ იგრძნო როგორ მიიწია მისკენ დუდა ფრთხილად და ჩაეხუტა...
_ცივა...–თავი იმართლა გოგონამ ჩურჩულით. დუჩეს გაეღიმა და მკლავი ძლიერად მოხვია... რამდენიმე წუთში ორივეს ტკბილად ჩაეძინათ.



RoB-dOdთარიღი: კვირა, 2011-11-06, 3:40 PM | შეტყობინება # 105

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Vaimee es iyoo iss ... araa es iyoo iss oghoond sxvanairi sad
vaimee dudam ra cudad daiwyo da boloo ra sayvareli iyoo wink magram ra ra amis mere ra moxdeba ra?


I Hate This FuCkinG Life <3
ძებნა: