ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-10-31, 7:15 PM | შეტყობინება # 76
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
esec zizia tavi bavshvebo. miyvarxart dzalian

20:47
დუდამ მანქანა კაფესთან ახლოს დააყენა და შიგნით შევიდა. სლეში და ლელა უკვე ელოდებოდნენ.
_რა სულ უნდა აგვიანებდე, გოგო?-საყვედურით მიმართა სლეშმა.
_ვეღარ მიეჩვიეთ?-ორივე გადაკოცნა დუდამ და მათ პირდაპირ მოთავსდა.
_დანარჩენები არ მოვლენ?-იკითხა რამდენიმე წუთში.
_არაა.
_გიოს ხო არ დავურეკო? ორი დღეა არ მინახია.
_მოდი, დღეს მარტო ჩვენ ვიყოთ, კარგი?-უთხრა ლელამ.-რას დალევ?
_რას და...-დუდამ კაფეს ცენტრისკენ გაიხედა, სადაც ბარი იყო მოწყობილი, დახლს კი ახალგაზრდა ბიჭი დაყრდნობოდა, რომელიც მათკენ ზურგით იჯდა.-მოიცა, მოიცა... ეს ისევ ისაა თუ ფსიქოპათი ვხდები?
_ვინ?-სწრაფად გაიხედა ბარის მიმართულებით სლეშმა.
_აი, ის, მაგიდასთან რომ ზის.
_იმის მეგობარი არაა? შენი პაკლოსი. კახი... თუ რაქვია...
_ჰო, კახის მეგობარია. საიდან გაჩნდა აქ? დღეს წიგნების ბაზრობაზე ვნახე. ახლა კიდევ აქ.
_კაი, დაივიწყე, ნუ მიაქცევ ყურადღებას. თავისთვის ზის, რას გიშლის,-უთხრა ლელამ და ის იყო რაღაცის მოყოლა დააპირა, რომ დუდას ტელეფონი ამღერდა. დუდამ ჩანთიდან ამოიღო ტელეფონი, უპასუხა და ყურზე მიიდო, თავი რომ აწია, დაინახა დუჩე მოდიოდა მათკენ, თვალები აატრიალა და ტელეფონს ჩასძახა:
_ნონა, რა ხდება?
_დუდა,-ქალის აკანკალებული ხმა გაისმა.-მე უნდა წავიდე, ვახშმის გაკეთებას ვერ ვასწრებ.
_საღამომშვიდობისა!-დუჩე მიესალმა მათ, მაგრამ დუდას ყურადღება არ მიუქცევია, ტელეფონზე საუბარი განაგრძო.
_რა ხდება? ტირიხარ?
_ჩემი დეგენერატი ქმარ-ყოფილი დედაჩემს და ბავშვებს მიუვარდა. უნდა გავიქცე.
_რააა? ახლავე მოვდივარ!
_არა, არა, სად მოდიხარ! არა, გთხოვ. მარტოც მოვუვლი ამ საქმეს.
_20 წუთში დედაშენის სახლთან ვიქნები.-დუდამ ტელეფონი ჩააბრუნა ჩანთაში და ფეხზე წამოდგა.-უნდა წავიდე,-გადახედა მეგობრებს.-ნონას პრობლემა აქვს უნდა დავეხმარო. შენ რაღას მიყურებ?-მკვახედ მიახალა დუჩეს. მერე შეგეხმიანებითო მეგობრებს დაუბარა და კაფედან გავარდა. სანამ ქუჩის კუთხეში შეუხვევდა, მოტოციკლის ბღუილის ხმა მოესმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.
დაახლოებით 20 წუთში მანქანიდან გადმოვიდა და სადარბაზოში შევარდა. მე-3 სართულზე თეთრ, ალაგ-ალაგ საღებავაცლილ კარებზე ბრახუნი ატეხა, მაგრამ კარი თავისით შეიღო. შიგნიდან მსხვრევის და წივილ-კივილის ხმა გამოდიოდა. ვიღაცამ შეკივლა და წამში მდუმარებამ დაისადგურა. დუდა გულგახეთქილი შევარდა შიგნით, დერეფანი გაირბინა და სამზარეულოში ასეთ სცენას წააწყდა: ჭაღარაშეპარული ქალი 2 ბავშვს აფარებოდა და შეშინებული, ცრემლიანი თვალებით უყურებდა შეშლილსახიან კაცს, რომელსაც სისხლიანი დანა ეკავა ხელში.
_ნონა!-შეჰკივლა დუდამ იატაკზე უგონოდ დავარდნილი, მაისურგაწითლებული ქალის დანახვაზე. კაცმა მისკენ მოიხედა და თვალები ავად დააბრიალა. მაგრამ დუდას არ შეშინებია, იქვე ლუდის ბოთლს მოჰკრა თვალი, ხელი წამოავლო და თავზე დააფშვნა კაცს, მაგრამ მან თითქოს ვერც იგრძნო. დუდა ახლა კი მიხვდა, რომ საფრთხეში იყო და შეეცადა დასხლტომოდა კაცს. მოხუცი ქალისკენ გაიქცა, მასთან ახლოს იდო მაგიდაზე დანების ნაკრები, მაგრამ სანამ იქამდე მიაღწია კაცმა თმაში ჩაავლო ხელი და თავისკენ გაქაჩა. დუდამ შეჰკივლა, მაგრამ ტკივილი წამიერად გაქრა. ბრაგუნის ხმა გაისმა და ტიპი სამზარეულოს კარადას შეეხეთქა. სანამ მოხედვას მოასწრებდა მეორე მუშტიც მიიღო და ძირს დავარდა.
_დუჩე?!-აღმოხდა ბიჭის დანახვაზე დუდას, მაგრამ მას გოგოსთვის არ ეცალა. უცნობი ტანით ბევრად დიდი იყო დუჩეზე და ამიტომ ადვილად წააქცია და ახლა მოხრჩობას ცდილობდა. დუჩემ მუშტი მოიქნია მთელი ძალით და მანაც ყელიდან ხელები შეუშვა, ახლა დუჩე მოექცა ზემოდან და ყელში წაავლო თითები.
_დუჩე! დუჩე!-ნონასთან დახრილიყო დუდა.-უნდა დამეხმარო...გთხოვ... ვაიმე, ნონა...-საძილე არტერიას უსინჯავდა აკანკალებული თითებით. -დუჩე! სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ! მგონი არ უცემს გული!-დუჩემ ხელები უშვა არამზადას და ნონასთან დაიჩოქა. საძილე არტერია გაუსინჯა, ცოცხალი იყო.
_ცოცხალია! ნუ გეშინია!-უთხრა დუდას და მერე კაცს მიუბრუნდა, რომელიც ის-ის იყო ძლივს წამოდგა.-შენ კი ამისთვის პასუხს აგებ!-კაცმა დაფეთებული მზერა მოავლო ყველას და ოთახიდან გავარდა.
_უნდა წავიყვანოთ! დროზე!-ისტერიკაში იყო დუდა. ნონამ ოდნავ გაახილა თვალები, მაგრამ მალევე მიეხუჭა.-ნუ ღელავ, ნონა, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი. არ ინერვიულო. მე აქ ვარ.
_ქალბატონო, ბავშვები გაიყვანეთ. ჩვენ საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ,-უთხრა დუჩემ ქალს, რომელიც შოკში იყო და ადილიდან დაძვრას ვერ ახერხებდა. ბავშვები ერთმანეთს ეკვროდნენ და თვალებს მაგრად ხუჭავდნენ.-ქალბატონო!-კიდევ დაუძახა დუჩემ, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, ქალსაც წაავლო ხელი, ბავშვებსაც და გვერდით ოთახში გაიყვანა.-თქვენ ბავშვებს ჭირდებით, ისტერიკის დრო არ გაქვთ. იმას საავადმყოფში წავიყვანთ და როგორ იქნება გაგაგებინებთ. გესმით ჩემი?-ქალი გაშტერებული უყურებდა. მერე თითქოს გონს მოეგო, ოდნავ დაუქნია თავი. დუჩე დუდასთან და ნონასთან დაბრუნა.
_რამე ჩვარი აიღე და ჭრილობაზე დააჭირე,-უთხრა დუდას. მანაც სამზარეულოს სუფთა ტილო აიღო და მუცელზე დააჭირა ნონას. დუჩემ ხელში აიყვანა ქალი და კარისკენ წავიდა.
_უკანა კარი გამიღე,-უთხრა დუდას, როცა დაბლა ჩავიდნენ. დუდაც დაემორჩილა. დუჩემ ფრთხილად დააწვინა უკანა სავარძელზე ქალი.
_შენ უნდა დაჯდე საჭესთან, მე ვერ შევძლებ...-უთხრა დუდამ და ისე დაჯდა უკან, რომ ნონას თავი კალთაში ჩაიდო და ტილო კარგად დაადო ჭრილობაზე.
_გასაღები მომეცი!-საჭეს მიუჯდა დუჩე.
საავადმყოფოში მისვლისთანავე საოპერაციოში გააქცუნეს ნონა. დუჩე და დუდა მოსაცდელში ელოდნენ ოპერაციის დამთავრებას. დუდა იატაკზე, კედელს მიყრდნობილი ხელებში თავჩარგული იჯდა, როცა დუჩე მიუახლოვდა მას, დაიჩოქა და მხარზე ოდნავ შეახო ხელი.
_ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.
_რა იცი?- არ ამოუხედია ისე კითხა დუდამ.
_ვიცი.
_საიდან? წინასწარმეტყველი ხარ? ვერ ვიტან ფუჭ დაპირებებს.
_ექიმს ველაპარაკე.
_მერე რაო?-თავი წამოყო დუდამ.
_ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარაო.
_მაქედან დაგეწყო მერე! მადლობა ღმერთს... წავალ, ვნახავ.
_არ შეგიშვებენ. რეანიმაციაშია.-დუდამ ისევ თავი ჩაღუნა. დუჩე გვერდით მიუჯდა.
_შენ რომ არა, ვინ იცის რა მოხდებოდა...-თავდახრილმა თქვა დუდამ და მხოლოდ წინადადების დასრულების შემდეგ გახედა დუჩეს.
_ხო გითხარი იმ დღეს, ჩემი თავი ბედმა გამოგიგზავნა-მეთქი?-გაუცინა დუჩემ. დუდასაც გაეღიმა.
_არა, მართლა. მადლობელი ვარ. გმადლობ, რომ უკან გამომყევი. ეს სიტუაცია რომ არა, ამის გამო ცხვირ-პირს გაგილამაზებდი, მაგრამ ახლა ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ასეთი მომაბეზრებელი ხარ.
_მომაბეზრებელი ვარ?-გაკვირვებულმა შეხედა დუჩემ.
_ჰო, თან ძალიან.
_გმადლობთ!-ფეხზე წამოდგა დუჩე და გასასვლელისკენ დაიძრა.
_მოიცა, სად მიდიხარ?! მარტო არ დამტოვო...-დუჩეს გაეცინა.
_ყავის მოსატანად მივდივარ. უშაქროს წამოგიღებ.
_არა, ყავაში 3 კოვზი შაქარი მიყვარს!-მიაძახა დუდამ ღიმილით.
_მაინც მწარე ხარ და შაქარს რაღას ხარჯავ?!-დასცინა დუჩემ და დერეფანში გაუხვია.



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-10-31, 7:19 PM | შეტყობინება # 77
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
23:28
_წავიდეთ?-პლასტიკატის სკამზე ჩამომჯდარ, ფეხებაკეცილ დუდას ისევ მხარზე დაადო ხელი დუჩემ.
_სად?-გაკვირვებულმა ამოხედა გოგომ.
_სახლში. ღამის გათევას აპირებ?
_აბა, მარტო ხომ არ დავტოვებ?!
_დედამისი რა დღეშია წარმოიდგინე. ალბათ თავისი შვილის ნახვა ენდომება.
_ჰო, მაგრამ ის ქალი აქ რო მოვიყვანოთ, მერე ბავშვები?
_ჰოო... ვერ შეგპირდები, რომ მე მოვუვლი, მაგრამ... შენთან რო წაიყვანო?!
_ეე, კარგი იდეააა! წამო!
საჭესთან ისევ დუჩე იჯდა. სახლს რომ მიადგნენ, დუდა ავიდა და ქალთან და ორ ბავშვთან ერთად დაბრუნდა. ბავშვებს ნახევრად ეძინათ.
გზაში ხმა თითქმის არ ამოუღიათ. დუჩე მანქანაში დარჩა ბავშვებთან, დუდამ კი ნონას დედა ნონას ექიმთან შეიყვანა, რომელმაც შვილის ნახვის ნება დართო და ღამე დასარჩენი ადგილიც გამოუყო. დუდა მანქანაში დაბრუნდა.
_ეხლა საით?-ჰკითხა დუჩემ.
_არ ვიცი. ჩემთან, სახლში, მაგრამ მერე შენ როგორ დაბრუნდები? არადა ისე დაღლილი ვარ... საჭეზე ჩამომეძინება.
_ტაქსით წამოვალ. სად ცხოვრობ?
_ამ გზაზე იარე და გზადაგზა გეტყვი...
_კარგი.-დუჩემ მანქანა დაძრა და ქუჩას გაუყვა. ბოლოში რო გავიდა, დუდას გადახედა, რომელსაც ლამაზი თვალები დაეხუჭა და ეძინა.
_დუდა... ახლა საით? დუდაა...-ჩურჩულით დაუძახა დუჩემ, თან თითქოს ენანებოდა ასე ტკბილად ჩაძინებული გოგოს გაღვიძება. დუდამ თვალები გაახილა.
_ამმმ... მაპატიე...-დარცხვენილმა თქვა და გზა მიასწავლა.
_მოიცა... აქ... აააქ ცხოვრობ?-გაოგნებას ვერ მალავდა დუჩე უზარმაზარი სახლის და ფირუზისფერი აუზის დანახვისას.
_ჰო. გოგონა წამოიყვანე...-უპასუხა დუდამ ჩურჩულით და მძინარე პატარა ბიჭი აიყვანა ხელში. დუჩემ გოგო გადაიწვინა მკლავებზე და დუდას მიყვა უკან. შიდა ეზოში პატარა, კოპწია შადრევნის დანახვაზე კი წაუსტვინა.
_ჩშშ...გაეღვიძებათ!-დაუსისინა დუდამ.
_მაპატიე...-ჩურჩულით უპასუხა დუჩემ და შიგნით შევიდნენ. დუდამ ერთ-ერთ საძინებელში შეიყვანა და ბავშვები დააწვინეს. სანამ საბანს გადააფარებდნენ, ჟაკეტები და ფეხსაცმელები გახადეს.
_დუდა, სახლში ხარ? რა ამბავია?!-გაისმა კაცის ხმა დერეფანში. დუდამ დუჩე ოთახიდან გამოაძევა, თვითონაც გამოვიდა, საძინებლის კარი უხმაუროდ გამოიხურა და მერეღა უპასუხა მამას:
_ხო, მა, მე ვარ.
_რა ხდება? მარტო არ ხარ?-დუდა და დუჩე დერეფნის გავლით უზარმაზარ მისაღებში გავიდნენ, სადაც კაბინეტიდან გამოსული ბატონი შოთა ელოდათ.-ოჰო, სტუმარი გყავს?-კაცი გაოგნდა, პირველად ხედავდა დუდას ასე გვიან უცხო ბიჭი მოეყვანოს სახლში. ეს დუჩემაც იგრძნო და ცოტა არ იყოს შეეფაკლა ლოყები.
_მამა, ეს დუჩეა გაიცანი,-თქვა დუდამ.
_სანდრო,-ხელი გაუწოდა დუჩემ კაცს.
_შოთა,-მარჯვენა შეაგება კაცმაც.-სტუმართმოძულე არ გეგონო, მაგრამ სტუმრობისთვის ცოტა შეუფერებელი დრო შეგირჩევია...-უთხრა შოთამ ბიჭს.
_სტუმრად არ მოსულა, მამა. ყველაფერს მოგიყვებით. ნონას ისევ ის არამზადა მიუვარდა... ახლა საავადმყოფოშია. იმ კაცმა დაჭრა. დუჩე შემთხვევით იქ აღმოჩნდა და დაგვეხმარა. აქ ბავშვები მოვიყვანეთ, მარტო ხომ არ დავტოვებდით, ნონას დედა საავადმყოფოშია ნონასთან.
_დაჯექი და დალაგებულად მოყევი,-წარბები შეიჭმუხნა შოთამ და დუჩესაც ანიშნა სავარძელზე. დუჩე მოხერხებულად მოეწყო ფუმფულა სავარძელში. დანარჩენებიც დასხდნენ.
_ვინ კაცი მიუვარდა?
_ყოფილი ქმარი! ალიმენტსაც კი ვერ იმეტებდა ბავშვებისთვის ის არაკაცი!
_პოლიციაში იყავით?
_არა, ეგ სულ დამავიწყდა!-უპასუხა დუდამ.
_ხვალვე მიხედავს მაგ საქმეს თემური. როგორ უნდა აწიო კაცმა ხელი საკუთარი შვილების დედაზე!-დუჩეს გადახედა შოთამ, მანაც თავი დაუქნია "აბა, აბაო".-რით გაგიმასპინძლდეთ, რამეს ხომ არ დალევთ?-რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ ჰკითხა შოთამ.
_არა, დუჩე უკვე მიდის, ხომ ასეა?-დაასწრო დუდამ პასუხის გაცემა და დუჩეს გადახედა. ბიჭი წამოდგა.
_ჰო, ასეა. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა,-კიდევ ერთხელ გაუწოდა ხელი კაცს და დაემშვიდობა. კარისკენ დუდამ გააცილა.
_მაპატიე, მაგრამ ძალიან დავიღალე და შენი მასპინძლობის ხასიათზე ვერ ვარ. ფაქტიურად გაგდებ, მაგრამ რას ვიზამთ. სხვა დროს გიმასპინძლებ!
_სიტყვაზე გიჭერ!-უთხრა დუჩემ, სანამ ფართოდ გაღებულ კარებში გავიდოდა.
_რა?
_დღეს მე ხიფათს გადაგარჩინე, ჩემი მოვალე ხარ!
_ასეც ვიცოდი! შენ ხომ უანგაროდ არაფერს აკეთებ!-კოპები შეიკრა დუდამ.-რა გნებავს?
_ერთი საღამო შენთან... ჩვენ ორნი... ვახშამი სანთლის შუქზე რომელიმე რესტორანში... რას იტყვი?
_ჯანდაბამდე გზა გქონია მაგ შენი სანთლებიანად!
_ანუ თანახმა ხარ? ძალიან კარგი! მომავალ კვირას საღამოს 9-ზე!-პასუხად კარის ბრახუნის ხმა გაისმა, მაგრამ დუჩე მიხვდა, რომ ეს უარს არ ნიშნავდა და დუდა აუცილებლად მოინდომებდა ვალის გასტუმებას. დუჩე წამოვიდა, ტელეფონი ამოიღო და ტაქსის გამოუძახა. სანამ ტაქსი მოვიდოდა, რამდენიმე ბრტყელი ქვა იპოვა და აუზის ზედაპირზე სალტოები გააკეთებინა. დუდა მას ფარდის შიგნიდან უყურებდა და მის ანცობაზე ეცინებოდა.



Jack♥sparrowთარიღი: ორშაბათი, 2011-10-31, 8:34 PM | შეტყობინება # 78
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
sayvareliiiii biggrin ducheee <3 saertod ar mecodeba kaci,amat rom vuyureb :O duda duda biggrin ara raa,ana martla dzalian kargi mtxrobeli xar da male dade shemdegi tvai tu shegidzlia


RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2011-11-01, 4:26 PM | შეტყობინება # 79

572
28  +
48  ±
   ±
Offline
biggrin auu Martla Da "damtxveulebi" arian Raaa:D dz emocieebiiit iyooo DatvirtuuuuLiiii
cry saWyalii Nonaaaaaa sad sad sad magrad shemecoda:@ arakaci is...
ohoohooohoooo happy


I Hate This FuCkinG Life <3

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-11-01, 7:37 PM | შეტყობინება # 80
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მადლობა ბავშვებო, მიყვარხართ
20 აპრილი. ორშაბათი.
დუდას უცნაური ფიქრებით გაეღვიძა, მაგრამ თავის კონტროლი კარგად ეხერხებოდა, ამიტომ ყოველგვარი ფიქრების გარეშე მოემზადა წასასვლელად. სამზარეულოში ჩავიდა და ნონას დაუწყო ძებნა. ამ დროს ერთ-ერთი საძინებლიდან რაღაც ხმები მოისმა და დუდამ გულგახეთქილმა დასტაცა ტაფას ხელი. ფრთხილად მიუახლოვდა კარებს და ხელი კრა, თან ტაფა ჰქონდა შემართული. კარი შეიღო, მაგრამ იმ სიბნელეში დუდამ ვერაფერი გაარჩია. ამიტომ ფრთხილად წავიდა ფანჯრისკენ და ფარდები გადასწია. სინათლეს თვალი რომ შეაჩვია, ერთბაშად მობრუნდა და საწოლთან კედელთან ატუზული ბავშვები დაინახა. დუდამ და ბავშვებმა ერთდროულად ატეხეს კივილი. დუდამ მოულოდნელობისგან, ბავშვებმა- თმაგაშლილი, ტაფაშემართული გოგოს დანახვისგან.
მათზე ადრე დუდა მოეგო გონს. გაჩუმდა და მათაც სთხოვა გაჩუმებულიყვნენ.
_დამშვიდდით. ყველაფერი რიგზეა.
_დედიკო სადაა?-ჰკითხა პაწია გოგონამ და უმცროს ძამიკოს ხელი გაუშვა.
_ამმ... დედიკო?-დუდა გაიჭედა.-დედიკოოო გასულია... დღეს ჩემთან იქნებით! ხო მაგარია?-ნაძალადევი ღიმილით ჰკითხა დუდამ. 2 წლის ბიჭი აღნავლდა. დაიკომ დამშვიდება დაუწყო.-მოიცა, ჩემთან როგორ იქნებით, მერე სამხატვრო?-თავისთვის ჩაფიქრდა. არადა მთელი დღის ბავშვებთან გატარებაც არ ეპიტნავებოდა. პირველი, რაც თავში აზრად მოუვიდა, თავისი მეგობრისთვის დახმარების თხოვნა იყო. ტელეფონიც მოიმარჯვა:
"ლელ, სახლში მარტო ვარ და ნონას ბავშვები მყავს. რა ვქნა?"
"რა ქნა და ასაუზმე".
"კარგი იდეაა. მადლობა."
დუდას გაეცინა და სამზარეულოში წაიყოლა ბავშვები.
მაგიდასთან დასხა, ტელევიზორი მულტიპლიკაციური ფილმების არხზე ჩაურთო (პატარა ბიჭმა მაშინვე ცრემლები შეიმშრალა და ეკრანს მიაშტერდა), თვითონ კი მაცივრიდან კვერცხები გამოიღო და თეფშზე გათქვეფას შეუდგა. ყველაზე იოლი საუზმის– ყიყლიყოების მომზადებას აპირებდა. გუშინდელი პურიც მოეპოვებოდა და გათქვეფილ კვერცხში ამოვლებული დააწყო ზეთდასხმულ ტაფაზე. სანამ შემწვარი კვერცხის მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდებოდა ოთახში, დუდამ ლელას დაუმესიჯა:
"დღეს ალბათ ვერ მოვალ. ჯანდაბა, არადა როგორ მაინტერესებდა როგორ შემიფასებდა ჩვენ–რომ–ვიცით ის, პეიზაჟს. შარში ვარ"
"რატომ?"
"გაიღვიძეე! ბავშვები მყავს-მეთქი საპატრონო."
"მერე რა. მოიყვანე."
"ლექციებზე არ შემოუშვებენ და გარეთ ვის დავუტოვო?"
"წამოიყვანე, სანამ იმ ქალბატონის შეფასებას გაიგებ მე მეყოლება და მერე წადით."
"კაი!"–უპასუხა დუდამ.
ცხელ ყიყლიყოებს ცხელი ჩაიც მიაყოლეს, დუდამ ბავშვებს ხელ–პირი დაბანა და მანქანის უკანა სალონში ჩასხა.
_ვა, დუდა! როდის მოასწარი?–გაეხუმრა დაცვის თანამშრომელი ბავშვების დანახვაზე, სანამ ჭიშკარს გახსნიდა.
_ბევრს ნუ ლაპარაკობ!–ენა გამოუყო დუდამ.–ნონას შემცვლელი მოძებნე.
_ბატონმა შოთამ მითხრა რაც დამართნია. გამიკვირდა დილას რო არ მოვიდა და. საწყალი ქალი.
_გაიგე რა გითხარი? რამდენიმე დღით შემცვლელი მოუძებნე.
_კაი, რა პრობლემაა.–უთხრა ლევანმა და ღილაკს დააჭირა თითი. საქართველოში ყველაზე გავრცელებული შავი BMW ასფალტზე გასრიალდა. სანამ ლევანი ჭიშკარს დახურავდა, თავისთვის ჩაიბურდღუნა:
_ვგავარ ეხლა მე სამძებრო კანტორის თანამშრომელს? საიდან მოვუყვანო შინამოსამსახურე?!



☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-11-01, 7:44 PM | შეტყობინება # 81
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
08:48
დუჩე უკვე პოსტზე იდგა და აქეთ–იქით იყურებოდა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, მალევე შემოუხვია დუდას შავმა ავტომ და მის ჯიპს მიადგა. დუჩემ დაინახა როგორ უბღვერდა დუდა შეფერილი საქარე მინის მიღმა, მაგრამ არ შეიმჩნია. ამასობაში დუდას მანქანისკენ მოკლეთმიანი გოგონა დაიძრა, უკანა კარები გამოაღო და პატარა ბავშვები გადმოიყვანა.
_ამ გოგომ სუ გააფრინა! სად მოიყვანა ბავშვები?!–წაიბურტყუნა დუჩემ თავისთვის, მაგრამ პოზა არ შეუცვლია– ჯიპის კაპოტს ზურგით მიყუდებული იდგა და გულ–ხელი დაეკრიფა. დუდა მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, მეგობარს არც მისალმებია, დუჩეს მიეჭრა:
_შენ ვერ გაიგე, რა გითხარი?
_როდის?–მიამიტად შეხედა დუჩემ.
_როდის და მაშინ! ჩემ ადგილზე ნუ აყენებ მანქანას!
_შენ ადგილზე რა, მემკვიდრეობით მიიღე?–დასცინა დუჩემ.–მოკითხვისთვის მადლობა, არამიშავს.
_მემკვიდრეობით არა, მაგრამ შენთან შედარებით ის უპირატესობა მაქვს, რომ მე აქ ვსწავლობ და ეს ავტოსადგომი სწორედ რომ აქაური პერსონალისთვისაა.
_მასე, კაცმა რომ გკითხოს, ჩემი ადგილი სულ არაა აქ.
_როგორი მიხვედრილი ბიჭი ყოფილხარ! სამწუხაროდ მე ვერ დავიკვეხნი მიხვედრილობით, ამიტომ პირდაპირ გკითხავ: აქ რას აკეთებ?
_თუ ნებას მომცემ გირჩევ: ოკულისტს გაესინჯე. ვერ ხედავ რას ვაკეთებ? დუდაა, ეს მე ვარ!–ცხვირწინ გაშლილი ხელი აუქნია დუჩემ. დუდამ მისი ხელი ჰაერში დაიჭირა:
_მორჩი მასხარაობას! მე თუ მკითხავ...–სიტყვა ლელამ გააწყვეტინა, თავისთან უხმობდა.
_უთხარი ცოტა ხნით ბავშვები დაიტოვოს...–ჩურჩულით უთხრა ლელამ.
_ვის?–გარშემო მიმოიხედა დუდამ.
_ვის და მაგას!–მის მიუხვედრელობაზე გაბრაზდა ლელა.
_შენ ხო არ გაგიჟდი?!–აღშფოთებულმა წამოიძახა დუდამ.
_ცოტა ხნით დაიტოვოს, სანამ გაიგებ რა შეფასება დაიმსახურე.
_ამას როგორ დავუტოვო ბავშვები? თავში ლურსმანგარჭობილს ან საერთოდ თავის მოდაზე თავგადაპარსულს დამახვედრებს...
_ამას ისედაც გადახოტრილი აქ თმა,–ბიჭზე უთხრა ლელამ.
_ხოდა ამასაც გადახოტრავს,–გოგოზე ანიშნა დუდამ.
_ჩადუნელი! ამოდი, უნდა დაგელაპარაკო!–გაისმა ერთ–ერთი ფანჯრიდან.
_ცოტა ხანს მიხედე, მალე ჩამოვალ, სიტუაციას ავუხსნი,–გადაულაპარაკა დუდამ ლელას.
_...შენც გელოდები ცერცვაძე!–დაიძახა იმავე ხმამ.
_აჰა!–გამარჯვებულის კილოთი მიუბრუნდა ლელა და დუჩეზე ანიშნა, რომელიც შორიდან უპაჭუნებდა თვალს პატარა ბიჭს.
_არა! ამას მაინც არ დავუტოვებ!–გარშემო მიმოიხედა დუდამ ვინმე კარგი ნაცნობის ძებნაში, მაგრამ ამაოდ.–ახლა დაიკარგება მაინცდამაინც ეს ხალხი, როცა მჭირდება!



☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-11-01, 7:44 PM | შეტყობინება # 82
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
09:23
_სად წაიყვანა ბავშვები?? ხომ გითხარი, ამ არანორმალურთან არ ღირს ბავშვების დატოვება-მეთქი და აჰა! სად გაქრნენ????-აფეთქებამდე აღარაფერი უკლდა დუდას, როცა აკადემიის შენობიდან გამოვიდა და ვერც დუჩე და ვერც მისთვის ჩაბარებული ბავშვები ვერ დაინახა.
_დუდა, რა დღეში გაქვს ნერვები?!-დასცინა ლელამ.-აი, იქ არიან!-გზის მოპირდაპირე მხარეს, პარკისკენ გაიშვირა ხელი ლელამ. დუდა მაშინვე იქით გაიქცა, რომ ენახა რომელს აჭედებდა თავში ლურსმანს დუჩე, მაგრამ იმედი გაუცრუვდა!
_ერთიც... ერთიც აიწიე და ვსოოო. ვერაა? კაი, ჩამო მაშინ...-დუჩეს პატარა ბიჭი ხელებით დაეკიდა წითლად შეღებილ უძველეს "ობობის ქსელზე". მერე ბავშვი ჩამოსვა, ხელი ჩაკიდა და მისი დაიკოსკენ წაიყვანა. ბიჭი გაჩერდა და მუდარით სავსე თვალებით ახედა უფროს მეგობარს. დუჩეს გაეცინა, დაიხარა და ხელში აიყვანა ბავშვი.
_რა ქენი, დაწანი თუ ვერა?-ჰკითხა სკვერის მერხზე ჩამომჯდარ პატარა გოგონას, რომელსაც გვერდზე გვირილები ეყარა და გვირილების გვირგვინის უფრო მეტად გალამაზების მიზნით, მეტი გვირილის გადახლართვას ცდილობდა.
_ვჭნავ..-ამოიბურტყუნა პატარამ და საქმიანობა გააგრძელა.
_მასე კი არა...-დუჩემ ბიჭი დასვა, დაიკუზა და გვირგვინი გამოართვა პატარას, მერე ერთი გვირილა აიღო და კარგად ჩახლართა, რომ არ ამოვარდნილიყო.-აი, ასე უნდა ჩაწნა...-დაუბრუნა გვირგვინი და თავი რომ მოაბრუნა ადგილზე გაშეშებული დუდა და პირზე ხელაფარებული, სიცილის გამო თვალებმოჭუტული მოკლეთმიანი გოგო დაინახა.
_რა ჭირს ამას?-მოკლეთმიანს კითხა დუჩემ. ლელამ ხელები ჩამოუშვა, დუდას გადახედა და მხრები აიჩეჩა.
_არ ვიცოდი გვირგვინების გაკეთება თუ შეგეძლო...-ამოიბურტყუნა დუდამ.
_სხვა რაღაცეების გაკეთება უკეთესად შემიძლია...-უტიფრად უპასუხა დუჩემ.
_მაგალითად?-ჩაეკითხა დუდა და ბავშვებს მიუახლოვდა.
_მაგალითად, ბავშვების.-დუდას თვალები დაუწვრილდა სიბრაზისგან. პატარა ბიჭი ხელში აიყვანა, გოგოს ხელი ჩაკიდა და თავისი მანქანისკენ წამოვიდა.-ეე, საით?-დაადევნა დუჩემ.
_შენი საქმე არაა!-არ მობრუნებულა ისე უპასუხა დუდამ.-ლელა, არ მოდიხარ?-მოკლეთმიანი გოგონაც მათ აედევნა.
_მადლობის გადახდა დაგავიწყდა!-დასცინა დუჩემ.
_აი, შენი მადლობა!-დუდამ გოგონას ხელი გაუშვა და შუა თითი დაანახა დუჩეს. ამ უკანასკნელს გაეცინა.
_სად მიგყავს?-ჰკითხა ლელამ ბავშვებზე, როცა მანქანაში ჩასხა დუდამ.
_საავადმყოფოში. ნონას ამბავს გავიგებ. დედამისს სახლში გავუშვებ და ცოტა ხანს მე მივხედავ.
_გინდა წამოგყვე?
_არა, შენ მაინც ნუ გააცდენ. ადი, ადი. ხო იცი, ისედაც შარიანი ვარ, არ მინდა შენც გაგხვიო. აბა, მაგრად!-დუდამ მეგობარი გადაკოცნა და მანქანაში ჩაჯდა. მთავარ გზაზე გავიდა თუ არა, მაშინვე იგრძნო, რომ ვერცხლისფერი ჯიპი მოყვებოდა.
_ლატო ჭამოვედით? სანდლო კაქი ბიჯიაა...-თქვა უცებ ბიჭმა.
_სულაც არა. სანდლო ბოლოტი ბიძიაა!-წამით მიაბრუნა თავი მათკენ დუდამ.
_ალაა ბოლოტი. სენ ხალ ბოლოტი.-დუდამ გაბრაზებული სახე მიაბრუნა პატარა ბიჭისკენ. ბავშვი ატირდა.
_დედა მინდააააა!
_არაა აქ დედა, ხო ხედავ? ნუ ტირიხარ!
_დედა მინდაა! მინდა! მინდა! მინდა!
_არაა-მეთქი აქ დედა!-ძლივს მოთოკა ნერვები დუდამ, რომ ბოლო ხმაზე არ ეღრიალა.
_მაშინ სანდლო მინდაა!!!-განახლებული ძალით აჩხავლდა ბავშვი.
_სანდლო! სანდლო!-აჭყლოპინდა ორივე.
დუდამ სარკეში შეამოწმა ისევ მოსდევდა თუ არა ჯიპი და რომ დარწმუნდა, გზის პირზე გააჩერა მანქანა. ჯიპმაც არ დააყოვნა, ცოტათი გაუსწრო და გაჩერდა. დუდამ მანქანიდან გადმოაბრძანა ორივე ღლაპი, ჯიპთან მიიყვანა, უკანა კარები გამოაღო და ჩასვა. დუჩე გაკვირვებული სახით გადმოვიდა მანქანიდან.
_რა ხდება?-ჰკითხა დუდას.
_შენთან უნდათ! ხოდა გყავდეს!
_მე სად წავიყვანო?! გიჟი ხო არა ხარ?
_მე საავადმყოფოში მივდივარ ნონასთან. თქვენ სად წახვალთ არ მაინტერესებს! ბავშვების ჭყიპინის ატანის თავი არ მაქვს!-დუდა იქვე მაღაზიისკენ წავიდა და უკან მოზრდილი პარკით დაბრუნდა, დაჭრილისთვის მისატანად ეყიდა პროდუქტები. შემდეგ თავის მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოს გზას დაადგა. უკან ვერცხლისფერი ჯიპი მიყვებოდა.



RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2011-11-01, 10:09 PM | შეტყობინება # 83

572
28  +
48  ±
   ±
Offline
au dudas ver vitan nervs miwewavs angry angry angry rogor eqceva bavshvebs [ar gewyinos]
Chemi sakaleli ducheee happy smile


I Hate This FuCkinG Life <3

RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2011-11-01, 10:09 PM | შეტყობინება # 84

572
28  +
48  ±
   ±
Offline
au dudas ver vitan nervs miwewavs angry angry angry rogor eqceva bavshvebs [ar gewyinos]
Chemi sakaleli ducheee happy smile


I Hate This FuCkinG Life <3

T-MOMSENთარიღი: ოთხშაბათი, 2011-11-02, 7:59 PM | შეტყობინება # 85

266
15  +
30  ±
   ±
Offline
დუდაას აშკაარად ნერვოზი ააქვს biggrin აუუუ დუჩეე კიდეეე რაააა კააი ვიღაცააა )) happy მაგარიი იყოოო ))


Jack♥sparrowთარიღი: ოთხშაბათი, 2011-11-02, 10:35 PM | შეტყობინება # 86
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
au momewona biggrin erti suli maqvs dude da duche rodis gaugeben ertmanets uket smile shemdegi tvai male dade tu shegidzlia


☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-11-04, 7:56 PM | შეტყობინება # 87
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
nervozi? sheidzleba martla aq biggrin mashin mec maq imito ro mag situaciashi mec mase moviqceodi biggrin
bavshvebo mixaria ro kitxulobt da miyvarxart dzalian

10:09
დუჩე პლასტმასის სკამზე იჯდა დერეფანში და დუდას დაბრუნებას ელოდა. ბავშვები იქვე, ასკინკილას თამაშობდნენ. დუჩე სადაც იყო მთქნარებას ატეხდა- ლოდინს ვერ იტანდა და ნერვები ეშლებოდა სხვა გზა რომ არ ჰქონდა. სწორედ ამ დროს დერეფანში დუდა და დაჭრილის დედა გამოვიდნენ ახალგაზრდა ექიმთან ერთად. დუჩეს მისი დუდასადმი მიმართული მზერა არ მოეწონა და მაშინვე ფეხზე წამოდგა.
_როგორაა?-დუდას მისამართით იკითხა მან.
_სტაბილურად. საშიში აღარაფერია, მაგრამ რამდენიმე კვირით ჩვენთან მოუწევს დარჩენა,-ისეთი ტონით უპასუხა ექიმმა, თითქოს დიდ პატივს სდებდა დუჩეს ამის თქმით.
_შენთვის არ მიკითხავს.-მოკლედ მიუგდო დუჩემ და დუდას შეხედა.
_ეს დაშავებულის ახლობელია?-დუდას გადახედა თეთრ ხალათზე სტატოსკოპგადაკიდებულმა ბიჭმა.
_მმ...არა... ეს ის ადამიანია, ვინც თავდამსხმელის მოგერიებაში დაგვეხმარა.-უპასუხა დუდამ და სულ სულ ოდნავ გაუღიმა დუჩეს. ან იქნებ მოეჩვენა ამ უკანასკნელს?!
_ჰმ...-ექიმი დერეფანს გაუყვა. დუჩემ ბრაზიანი მზერა გააყოლა, მაგრამ მოხუცის ხმამ მალევე მოახედა.
_შვილო, შენ რო არ მოსულიყავი რა გვეშველებოდა... ალბათ ყველას დაგვხოცავდა... შენი ვალიდან ვერასდროს ამოვალთ...შენზე ვილოცებთ მთელი ცხოვრება, შვილო...
_ეგ საჭიროა არაა, ერთ სამსახურს თუ გამიწევთ, ჩათვალეთ, რომ ჩემი მოვალე აღარ ხართ.-ეშმაკური ღიმილით უთხრა დუჩემ.
_თუ რამე შემიძლია...-გაკვირვებული მიაჩერდა ქალი.
_ამას უთხარით, რომ არც ისე ცუდი ბიჭი ვარ, როგორიც მას ვგონივარ და ნუ მეჩხუბება ამდენს!-დუდაზე ანიშნა დუჩემ. სამივეს გაეცინა, მაგრამ დუჩეს ბავშვის ტირილის ხმა მოესმა და მოტრიალდა. ქალი დუდას რაღაცას ეუბნებოდა დუჩეს სიმამაცეზე.
_უკაცრავად...-ჩაილაპარაკა დუჩემ და იქით წავიდა, საიდანაც ხმა ისმოდა. დერეფანში ხელმარჯვნივ შეუხვია და ასეთ სცენას წააწყდა: ბავშვი ცივ იატაკზე იჯდა და მის წინ მდგარ ახალგაზრდა ექიმს ცრემლიანი თვალებით საცოდავად ასცქეროდა და ტიროდა. პატარა გოგო მის წამოყენებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ.
_წინ არ უნდა იყურებოდე?-უხეშად უთხრა კაცმა, ბავშვს გადააბიჯა და გზა უნდა გაეგრძელებინა, რომ დუჩემ თქვა:
_მხედველობას უჩივი, ექიმო?-ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა დუჩემ.
_უკაცრავად?-მისკენ მობრუნდა ექიმი.
_ვერ დაინახე ბავშვი?
_საავადმყოფოს დერეფნები საბავშვო ბაღი არ არის.
_ჰოო?-გაიკვირვა დუჩემ.-აქამდე არც მე მეგონა საავადმყოფო ნაბიჭვრების თავშესაფარი თუ იყო, მაგრამ... ხედავ? ხანდახან ვცდებით ხოლმე.-კაცმა შეურაცხყოფისგან პირი დააღო.
_ჩავთვლი, რომ არაფერი გამიგონია... შენ კი აქედან დაახვიე, სანამ დაცვას გამოვუძახე...
_დაცვას? რატომ? საკუთარი თავის იმედი არ გაქვს?-დუჩემ ბავშვი ააყენა და დაიკოსთან ერთად ზურგსუკან მოიყენა.
_აყალმაყალის ატეხვა გინდა? ვერ მოგართვი!-გამარჯვებულის ღიმილით უთხრა ექიმმა დუჩეს.
_სამაგიეროდ მე მოგართმევ, გემრიელ მუშტს...-მაგრამ სანამ ხელის მოქნევას მოასწრებდა, დუდას ხმა გაიგონა:
_დუჩე! ხომ არ გაგიჟდი?!-ექიმსა და მას შორის ჩადგა იგი.-სულ მუშტებზე როგორ უნდა იყურებოდე?! ნამდვილი არანორმალური ხარ!
_პირველად არ მესმის ეგ! სუსტების ჩაგვრას არავის შევარჩენ და თუ არ გინდა შენც შეგალამაზო, გირჩევნია გაიწიო!-თავს ვეღარ აკონტროლებდა დუჩე.
_რაოო?? ხვდები მაინც ვის ელაპარაკები?!
_აჯობებს დაცვა გამოვიძახო...-თქვა ექიმმა, მაგრამ დუდას მისკენ არ გაუხედია ისე უთხრა:
_შენ მოკეტე! შენ კიდე ახლავე ნერვები დაიწყნარე,-დუჩეს მიუბრუნდა გოგო.-ბავშვებს ხელი მოკიდე და ამ ქალბატონთან ერთად ნონას სახლში წაიყვანე. მაგ სიტყვებზე კი მერე ვილაპარაკებთ!
დუჩემ ერთბაშად გაიაზრა რამხელა შეცდომა დაუშვა, როცა დუდას ასეთი რამ უთხრა. ამ ჯიუტი ქალის მორჯულება ისედაც ძნელი საქმე იყო, ამხელა შეცდომის შემდეგ კი მთლად შეუძლებლად ჩათვალა. ამიტომ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, გადაწყვიტა მისი თხოვნა შეესრულებინა.



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-11-04, 7:56 PM | შეტყობინება # 88
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
21:37
დუდა თავის საყვარელ ადგილას იყო, მანქანის კაპოტზე იჯდა და ეწეოდა. სხვისი თანდასწრებით მოწევა არ უყვარდა და არც ის უნდოდა "სვეცკ" თბილისელ გოგოებს დამსგავსებოდა, ვინც სხვის თვალში ამაღლების მიზნით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იქ, სადაც ბავშვებიც იყვნენ, შუა და საჩვენებლ თითს შორის გაირჭობდნენ სიგარეტის ღერს და ნაირ-ნაირი ზომა-ფორმის კვამლს უშვებდნენ. დუდა უბრალოდ ფიქრობდა. როგორც ყოველთვის. და როგორც ყოველთვის, ახლაც უჭირდა ფიქრებთან მარტო დარჩენა, ამიტომ იშველიებდა სიგარეტს.
დღეს რუხაძემ დაუმესიჯა. დაახლოებით 6 საათი იქნებოდა და შეხვედრა სთხოვა, მაგრამ დუდამ უარი უთხრა. ერთ რამეში გამოიჭირა ეს ბიჭი, რამდენიმე დღეს არ გამოჩენილა, დუდას კი წესად ჰქონდა, ბიჭს, რომელიც მოსწონდა არასოდეს შეხმიანებოდა პირველი. და დღეს ის წერდა სად დაიკარგე, რომ აღარ ჩანხარო. ამას ვერ იტანდა, მსგავსი სიტყვები აღიზიანებდა. რატომ არ შეეძლო მას მიეწერა თვითონ, თუ ასე ძალიან უნდოდა? მაგრამ არა, გიოს მისთვის არ ეცალა ეს დღეები და დღეს, დანაშაულის დაფარვის მიზნით, გადაწყვიტა, რომ შეტევა საუკეთესო თავდაცვაა. არადა, ასე სულაც არ არის. ჯობდა გულახდილად ეთქვა რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში მის თავს. სწორედ გიოს ამ საქციელმა ათქმევინა შეხვედრაზე უარი და განმარტოებით წამოსვლა გადააწყვეტინა.
ფეხზე ვიბრაცია იგრძნო- ტელეფონი რეკავდა, ხმა კი გამორთული ჰქონდა. შარვლის ჯიბიდან ამოიღო მობილური და უპასუხა:
_ჰო, მა.
_დუდა, სად ხარ?
_რა არის, მოხდა რამე?
_არაფერი, უბრალოდ რახან ნონა არაა, რესტორანში მივდივართ სავახშმოდ და შენც გეპატიჟები.
_არა, მა, არ მშია. მადლობა. მერე სადმე გავივლი თუ მომშივდება.
_კარგი, როგორც გინდა.
_მოიცა, ვინ მიდიხართ?
_სამსახურიდან დავპატიჟე თანამშრომლები.
_უჰ, ჰოდა მითუმეტეს აღარ მშია.-დუდას გაეცინა. გაეცინა შოთასაც.
_სახლში გვიან მოხვალ?-ჰკითხა მამას.
_იმედი მაქვს, რომ არა. მაგრამ ნუ დამელოდები.
_კარგი, მა. Bon appétit!
_ Merci beaucoup.
_ღამემშვიდობისა!
_უი, მართლა!-წამოიძახა უცებ კაცმა.
_რა მოხდა?
_ნონას ქმარი დააკავეს. წინასწარი პატიმრობის საკანშია.
_შენ აღძარი საქმე?
_ჰო.
_ძალიან კარგი.
_სასამართლოზე ჩვენების მიცემა მოგიწევს.
_როდის?
_ვნახოთ როდის დანიშნავენ. ნონასაც ჩამოართმევენ ჩვენებას. დღეს ვიყავი მისული და ძალიან სუსტად იყო.
_ჰოო, მეც ვნახე.
_კარგი, დუდა, წავედი. ჭკვიანად!-დუდას გაეღიმა და ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა. რამდენიმე წამი გავიდა, სანამ გარინდვას, მერე სიგარეტის კოლოფიდან ღერის ამძვრენას, მოკიდებას, ერთი ნაფაზის დარტყმას და რეცეპტორებით ჯიბის განმეორებით ზანზარს შეიგრძნობდა. მესიჯი იყო.
"მაპატიე"-წერდა დუჩე.
_ვერ მოგართვი!-ჩასძახა ტელეფონს და მანქანის ღია ფანჯრიდან სალონში შეაგდო. ძალიან შეეცადა, მაგრამ სიმშვიდე ვეღარ იპოვა, ამიტომ ადგა, მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და სახლში წავიდა.
სახლი ლევანის შემცვლელს, გოჩას გაენათებინა. ეს ბიჭი ლევანის სრული ანტიპოდი იყო, პირქუში, უთქმელი და უსერიოზულესი. დუდას ყოველთვის ისეთი შეგრძნება ჰქონდა მისი დანახვისას, რომ ეს ბიჭი თავისი გამჭოლი მზერით რენტგენივით აშუქებდა დუდას სხეულს და ნახულობდა იარაღი ხო არ ჰქონდა სადმე ან შემთხვევით სახლის გასაქურდად შემოპარული ნამდვილი დუდას კლონი ხომ არ იყო.
სახლს სულ რამდენიმე კაცი იცავდა, ძირითადად უზარმაზარი გალავნის გარშემო დაბოდიალობდნენ, მხოლოდ ერთს ჰქონდა დათქმული პოსტი- ჭიშკართან პატარა ოთახი მიჩენილი და ღამის განმავლობაში სულ ორჯერ ევალებოდა მთელი ტერიტორიის შემოვლა. სამაგიეროდ, უწყვეტი კავშირი უნდა ჰქონოდა დაცვის დანარჩენ წევრებთან. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოითხოვდა სახლში ყველა ოთახში დაემონტაჟებინათ კამერები, მაგრამ დუდა ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო და ბოლოს მამაც დაიყოლია.
დუდამ მანქანა გარჟში დააყენა და სახლისკენ წავიდა. მზერა ფირუზისფერ აუზზე მოციაგე მთვარის შუქმა მოსტაცა. გუშინდელი საღამო გაახსენდა. აუზი დილაუთენია გაეწმინდა აკაკის. ეს მოხუცი კაცი, დუდასთვის უხსოვარი დროიდან მუშაობდა მათთან. ძირითადად ბაღს უვლიდა. აუზსაც ყოველდღე წმენდდა იმის მიუხედავად, რომ დუდასაც კი არ ახსოვდა ბოლოს როდის ისარგებლა ამ აუზით. კაცს ბაღის სიღრმეში პატარა აივნიანი ერთსართულიანი სახლი აუშენა შოთამ წლების წინ და მას შემდეგ იქ ცხოვრობდა. დუდა განსაკუთრებით უყვარდა ამ კაცს, თუმცა ქათინაურებითა და მოსაფერებელი სიტყვებით დიდად არ აწუხებდა.
აუზი კი გაეწმინდა აკაკის, მაგრამ დუჩეს ჩაყრილი რამდენიმე ქვა ფსკერზე შენიშნა დუდამ. გარშემო ბევრი იყო ისეთი ქვები ბაღში, მაგრამ ბევრი არ უფიქრია, ფეხსაცმელები გაიხადა, გაიხედ-გამოიხედა და რომ ვერავინ დაინახა წყალში ისკუპა. სითხესთან შეხებისთანავე ჟრჟოლამ დაუარა- ცივი წყალი იყო. ფსკერიდან ქვები წამოკრიფა და ამოყვინთა. ქვები აუზის კიდეზე დაყარა და წყლიდან ამოვიდა.
მაისურის ტანზევე შემოწურვის შემდეგ, მრგვალი, ბრტყელი ქვა მოიმარჯვა და წყალში ისროლა, მაგრამ ქვამ ტყაპანი მოადინა და ჩაიძირა. იგივე დაემართა მეორეს. მესამეს.
_ფუ, ამის!-წაიბურტყუნა, ფეხსაცმელები აიღო და სახლში შევიდა.



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-11-04, 7:57 PM | შეტყობინება # 89
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
23:05
დუდა ხაოიან პირსახოცშემოხვეული დაბრუნდა სააბაზანოდან. ცხელმა აბაზანამ მოადუნა და სასიამოვნო მოთენთილობა მოჰგვარა.
დუდამ იმ ღამეს შავ-თეთრი ნახატის დახატვა დაიწყო. სურათს დაარქვა: "მე და ის".
ძილის წინ დუდამ სლეშის მესიჯის მისწერა: "სად ხარ? მენატრები." შემდეგ გადაბრუნდა, ბალიშს ჩაეხუტა და ტკბილად დაიძინა.



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-11-04, 7:57 PM | შეტყობინება # 90
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
21 აპრილი. ხუთშაბათი. 19:42
დუდა მეგობრებთან ერთად სანაპიროს მიუყვებოდა. ესენი უახლოესი მეგობრები იყვნენ: ლელა და სლეში. ლელა დუდას ტელეფონში იქექებოდა, სლეში კი დუდას უყვებოდა თავის ამბებს.
_მანქანა ცუდად გიყენია, გადაჯარიმებენოო?-წამოიძახა უცებ ლელამ. დანარჩენი ორი მას მიაჩერდა.
_რა?
_მესიჯი მოგივიდა: მანქანა ცუდად გიყენია, დაგაჯარიმებენ.-დუდამ ტელეფონი გამოართვა მეგობარს და მესიჯი გადაიკითხა.
_ვისგანაა?-ჰკითხა სლეშიმ.
_დუჩესგან. კახის მეგობარი როა.-უკან მიიხედა დუდამ. საკმაოდ მოშორებით შენიშნა ვერცხლისფერი ჯიპი. არც ის, არც მისი პატრონი 2 დღე არ გამოჩენილან საავადმყოფოს ინცინდენტის შემდეგ.
ტელეფონი აზუზუნდა.
"მაპატიე."-ეწერა მესიჯში.
"რა გაპატიო?"
"საავადმყოფოს სიტყვები."
"პარკის სიტყვებიც?"
"არა, პარკის სიტყვები არა."
"რატომ?"
"პარკში საპატიებელი არაფერი მითქვამს. სიმართლე გითხარი."
"ჰმ"-მისწერა დუდამ და ჯიპის მოახლოებას დაელოდა. ეგონა მისი მძღოლის საშინლად გამაღიზიანებელ, თავგადახოტრილ სიფათს დაინახავდა... ელოდა... ელოდა... მაგრამ ჯიპი არ მოდიოდა, სამაგიეროდ მოვიდა პასუხი:
"კარგია, რო მაპატიე. დროებით." ჯიპი დაიქოქა, იქვე მოტრიალდა და წავიდა.
_ეს ვერაა?-აღმოხდა დუდას, ტელეფონი ჯიბეში ჩაუძახა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ლელამ და სლეშიმ ღიმილით გადახედეს ერთმანეთს და უკან მიჰყვნენ მეგობარს.


ძებნა: