დამთხვეულები
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-10-22, 4:50 PM | შეტყობინება # 61 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Jack♥sparrow, a batono. rogorc ki moitxovt davdeb xolme 12:09 დუდა სააბაზონად პირსახოცში გახვეული გამოვიდა, კარადა გამოაღო და და გვირილებიანი აბრეშუმის სარაფანი გადაიცვა. შემდეგ თმის გამშრალებას შეუდგა. პირსახოცით კარგად გაიწმინდა და ჩამოივარცხნა. ამ საქმიანობას რომ მორჩა, ფუმფულა ქოშებში გაუყარა ფეხები და სამზარეულოსკენ დაიძრა. _დღეს არ წახვედი, ხო?–ღიმილით შეეკითხა ნონა. _დილამშვიდობისა! ჩამეძინა,–მაცივარს მიადგა დუდა. _უნდა გამეღვიძებინე?–შეწუხდა ქალი. _არაა. გმადლობ, რომ არ გამაღვიძე. მამამ რამე ხომ არ თქვა? _არა, უბრალოდ გიკითხა და ვუთხარი არ ამდგარა–მეთქი. _გუშინ გვიან რო მოვედი მაგაზეც არაფერი უთქვია? _არა, ალათ არც გაუგია. ძალიან დააგვიანე? შეყვარებული ხომ არ გაიჩინე შემთხვევით?–დუდამ მხოლოდ ჩაიცინა და ჰკითხა: _ლექსოც წავიდა? _ლექსო ჯერ არც მოსულა. –რაა? ეგ ბავშვი გადამრევს,–დუდამ იოგურტს თავი მოხადა, კოვზით ამოიღო და პირისკენ გააქანა თუ არა, კარებზე ზარი გაისმა. _გავაღებ,–დერეფნისკენ გაექანა ნონა. დუდამ იოგურტის ჭამა განაგრძო. რამდენიმე წამში ნონა ლელასთან ერთად დაბრუნდა. _ლეელ!–მისკენ გაემართა დუდა იოგურტით ხელში, გადაკოცნა და სკამზე ანიშნა. _დაჯე, რამე ვჭამოთ. ეხლა ავდექი. იოგურტი გინდაა? _რისია?–ლელამ ზურგჩანთა სკამთან დადო და თვითონ მოხერხებულად მიუჯდა მაგიდას. _რისი გინდა?–მაცივარი გამოაღო დუდამ.–გვაქვს ალუბალი, ატამი, მარწყვი... _მარწყვი იყოს...–დუდამ გამოიღო და კოვზთან ერთად გაუწოდა. _აბა, აკადემიაში რა ხდებოდა? _არაფერი საინტერესო, ამიტო წამოვედი ადრე. უშენოდ მოვიწყინე. უი, მაართლა! ვიღაც ტიპმა მოგაკითხა. კახი მქვიაო. –აუუ, კიდე არ მეშვება რააა. _იისაა ხო? რო მითხარი. –ხო. _მასეც ვიცოდი. _ძმაკაციც ახლდა? _კი, ოღონდ არ გადმოსულა. ვუთხარი არაა დღეს–მეთქი, შეიკურთხა თავისთვის და წავიდა. გოგო გიომ არ დაგიმესიჯა? წეღან ვნახე და რო ვუთხარი არ იყო დღეს–მეთქი, ეხლა მივწერ, საღამოს მინდა დავპატიჟო სადმეო... _უი, არ მინახია. შენ რო დარეკე ხმა გამოვურთე და...–თავისი საძინებლისკენ გაემართა დუდა და მალევე დაბრუნდა ტელეფონით ხელში. _3 მესიჯია. _ოჰო, ვისი და ვისი? _კახის, მისი მეგობრის და გიოსი. _იმათ რაღა უნდათ ორივეს ცალ–ცალკე რო მოუწერია. _ჯერ გიოსას ვნახავ. "დილა მშვიდობისა, დუდა! იმედია ლამაზი დილა გაგითენდა. მეც ტკბილად მეძინა გუშინდელი შენთან გატარებული საღამოს მერე. რას აკეთებ? საღამოსთვის რა გეგმები გაქ?" _ოჰოო... მგონი სერიოზულად მოსწონხარ!–აღფრთოვანდა ლელა. _ყველაზე უჩვეულო ამ ყველაფერში ისაა, რო მეც მომწონს... "მი–ხა–რი–ა, რომ შენც ნა–სი–ა–მოვ–ნე–ბი დარ–ჩი წუ–ხან–დე–ლი ღა–მით. ამ–ჟა–მად მე–გო–ბარს ვმას–პინ–ძლობ, სა–ღა–მოს–თვის გეგ–მე–ბი არ მაქვს." ვნახოთ რას მიპასუხებს. _დანარჩენები რას გწერენ, აბა ნახე. _კახი: "გამარჯობა, დუდა, როგორ ხარ? სამხატვროსკენ ვაპირებ გამოსვლას და წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ გამოგიარო?" _ჰმ... მეორემ? _"სად ხარ? კახიმ ისევ სამხატვროსკენ მომათრია." _ეგ ბიჭი ცოტა ვერაა... თავის ძმაკაცზე როგორ ლაპარაკობს. _ჯერ მარტო მაგაზე ეტყობა რა ადამიანიცაა. გიოს მესიჯი მოვიდა! _რაო? _მინდა გუშინდელი საღამო გავიმეოროთ, რას იტყვიოო. _ვაიმე, რა საყვარელი ტიპია! რას წერ? _"მშვენიერი იდეაა"– ამას. ჭამე–ჭამე შენ. თან მომიყევი შენი რომეო რაშვება. _ო, რავი, გოგო, პრობლემები აქ ძაან დიდი. _რა პროლემები? _ჯერ ნახე რა მოგწერა და მოგიყვები. _"დრო და ადგილი მითხარი, გაითვალისწინე, შენ გემოვნებას სრულიად ვენდობი." რომელზე ვუთხრა? ან სად? _გუშინ რომელზე გახვედით? _8–ის ნახევარზე. 8 საათიან სეანსზე გვინდოდა შესვლა რუსთაველში და მაგ პონტში. _დღეს 8–ზე უთხარი და 1 საათით დააგვიანე, რას იტყვი?–ეშმაკუნები აუთამაშდნენ თვალებში ლელას. –და დაგვიანება და მასეთი კეკლუცობები ჩემი სტილი რო არაა?–ლელამ მხრები აიჩეჩა და იოგურტის ჭამა განაგრძო. _მოიცა და სად ვუთხრა? _შენს საყვარელ ადგილზე წაიყვანე... _რომელ ადგილზე? –თვალებში შეხედა დუდამ და სახლის ტელეფონის ხმაც გაისმა. _ძაან კარგად იცი რაზეც გეუბნები! ტელეფონს არ აიღებ? _ნონა აიღებს. გიოს იქ წაყვანა ჯერ ადრეა... მეორედ ვხვდები. იქნებ გაგრძელება სულ არ მოყვეს ამ ამბავს? რატო უნდა გავანდო ჩემი ასეთი საიდუმლო... _ოო, მაშინ შარდენზე შეხვდი და მერე მოიფიქრებთ რამეს. _დუდა!–მოისმა შინამოსამსახურის ხმა. _ჰო, ნონა! _ლექსო რეკავს. შენთან ლაპარაკი უნდა. _ახლავე!–გასძახა დუდამ და ლელას დაუბარა.–მიწერე 8–ზე შარდენზე კაფე "..."–სთან შევხვდეთ–თქო. დუდა გაფითრებული დაბრუნდა. ლელაც შეწუხებული სახით დახვდა. _მაპატიე, დუდა! გიოს მაგივრად კახისთან გავაგზავნე მესიჯი.–შეაპარა ლელამ. _ოჰ, დაივიწყე ეგ კიარა, ლექსო თურქეთში წავიდა იმ თავის გოგოსთან ერთად. _მოიცა, ცოლად მოიყვანა?–თვალები გაუფართოვდა ლელას. _არამგონია. ისე წავიდნენ. დასასვენებლად...ალბათ. რავიცი, არ უთქვია. იმედია, იმ სწერვას სახლში არ მოიყვანს. ხანმოკლე დუმილის შემდეგ დუდამ წამოიძახა.–რა თქვიი?კახის გაუგზავნე რუხაძის მესიჯი? მოგკლააავვვ!!!! გოგონები უკვე დუდას საძინებელში იყვნენ, როცა პასუხი მოვიდა:"რა გაძლებს 8 საათამდე...ეჰ, კარგი, მოგვიანებით შეგეხმიანები.დროებით." "დროებით." უპასუხა დუდამ. გოგოები კაბას არჩევდნენ საღამოსთვის, სლეშიმ რომ დარეკა. _რაშვები, დუდა? _ლელაა ჩემთან და ვლაპარაკობთ. _სახში ხარ? _ჰო. _აუუ, რაღაც სათხოვარი მაქ რა. მიტყდება, მარა რო არ მიჭირდეს არ გთხოვდი ხო იცი. _მორჩი ეგეთებს და საქმეზე გადადი. არ გამაბრაზო. თუ რამე შემიძლია შემოგევლოს ჩემი თავი. რა ხდება? რამე სერიოზულია? _მერე მოგიყვები. მანქანა უნდა მათხოვო თუ შეგიძლია რა. _წაიყვანე, ბაზარი არაა. ოღონდ გიჟივით ნუ ივლი, ხო იცი ჩქარია, თავს არაფერი აუტეხო. _მე მდარდობ თუ მანქანას?–დასცინა სლეშიმ. _შენ, შე ბოთე ბავშვო. მანქანის დედაც. გამოდიხარ უკვე? _ჯერ არა, საღამოსთვის მჭირდება. _8–მდე თუ არ გინდა, შარდენზე გამიყვანე და მერე წაიყვანე მანქანა. _ცოტა ადრე ვერა? _რომელზეც გინდა მოდი და წაიყვანე. _კაი, ბრატ, სპასიბა. _მიდი რა გაიარე,–დუდამ გათიშვის ღილაკს დააჭირა თითი.
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-10-22, 4:50 PM | შეტყობინება # 62 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 19:35 _დუჩე, რაშვები? _რავი, ტო, ვალაგებდი ცოტა. საღორეს გავს სახლი. _ჰაა, ერთი დამლაგებელი ვერ დაკერე?!–დასცინა პუშკინამ. _დავაი რა. _მაიტა ჯიპი და დავახვევ. _დაბლა აყენია. მოდი და წაიყვანე. _კაი, მოტოს დაგიტოვებ. _კაი. რო მოხვალ დარეკე. _კაი. რა ხმაა? ნაშამ მოგწერაა? _არა, ტელეფონი ჯდება. _კაი, რა ცხვირ–პირი ჩამოგტირის შე ჩემისა. _მალე რა. და ბევრს ნუ ლაპარაკობ. _კაი, ხო. მოვდივარ უკვე. რამდენიმე წუთში ზარი ისევ გაისმა. _მოვედი, ჩამო,–უთხრა პუშკინამ. დუჩემ ტელეფონი საწოლზე მიაგდო და საშინაო ტანსაცმლით, შორტებისა და მაისურის ამარა ჩავიდა დაბლა. პუშკინა თავის შავ იამაჰას მოტოციკლზე მიყუდებული ელოდა. _ჩაფხუტი აქ არ დამიტოვო აიტანე, ვინმემ ხელს არ გააყოლოს,–უთხრა დუჩეს დანახვისთანავე. _ნეტა ვის რა ჯანდაბად უნდა შენი ჩაფხუტი...–ჩაიბურდღუნა დუჩემ და გასაღები გაუწოდა მეგობარს. _ხვალ მოგიყვან. _როგორც გინდა. _მაშინ ზეგ...–შეაპარა პუშკინამ. _კაროჩე სადამდეც გინდა გყავდეს. _რა გჭირს, ტო?–მისი უგუნებობა და დამყოლი ხასიათი გაუკვირდა მეგობარს, რომელიც წლებია იცნობდა დუჩეს და ასეთს კი იშვიათად თუ დაინახავდა. _არაფერი, გაატარე რა. _რამე სერიოზულია? _გაატარე–მეთქი რა. მოტო რო დაგჭირდება შემეხმიანე. _კაი, წავედი.–სანამ პუშკინა მანქანაში ჩაჯდებოდა დუჩე მოტრიალდა და კიბეებს აუყვა ჩაფხუტით ხელში. _მეორე ჩაფხუტი თუ დაგჭირდება ბოქლომიან ჩანთაშია უკან!–მიაძახა პუშკინამ, მაგრამ დუჩე არ მობრუნებულა. რომ მოსაღამოვდა დუჩე ჯინსებში, შავ მაისურსა და ტყავის ქურთუკში გამოეწყო, ჩაფხუტი აიღო და სახლიდან გავიდა.
_არაა, მაგ კაბის ჩამცმელი არ ვარ!!! საიდან მოხვდა ჩემს გარდერობში საერთოდ! სულ თქვენი ბრალია, რაღაცებს შემომტენით ხოლმე საყიდლებზე სიარულისას. _მოიცა, აბა რის ჩაცმას აპირებ?–გარდერობის საკიდებს შორის ქექვა შეწყვიტა ლელამ. _ამის და აი, ამის!–მუხლებზე დახეულ ჯინსებზე და კეტებზე ანიშნა დუდამ. _შენსას არ იშლი რა! _ჰო და შენი ხათრით ამ ბრჭყვიალა მაისურსაც ჩავიცვამ. _და ტყავის ქურთუკს, კაი? გთხოოვ!!! ნახე როგორ მოგიხდება. _კაი, ჰო. ვაი, ნეტა ვინ მოვიდა?–ზარის ხმაზე შესძახა დუდამ. ცოტა ხანში ნონამ მოაკაკუნა საძინებლის კარზე. _გოგოებო, ნიკუშა მოვიდა. _სლეში...–შეუსწორა სლეშიმ. _ჰო...სლეში...–გაიმეორა ქალმა. დუდამ კარები გააღო. _შემო...–მკლავში ჩაავლო ხელი დუდამ და ოთახში შეიყვანა.–გმადლობ, ნონა,–უთხრა ქალს და კარები მიხურა. _ლელაა! რას ხლართაობთ? ადრე მოვედი ცოტა, მარა არ შეგიძლია უცებ გაემზადო და წავიდეთ?–დუდას მიუბრუნდა სლეში.– შარდენზე დაგტოვებ და ჩემ საქმეს მივხედავ. _რა ხდება, არ იტყვი? _მიდი, თან გაემზადე და თან მოგიყვებით. _კაი,–დუდამ ჯინსებს და მაისურს დაავლო ხელი და სააბაზანოში შევიდა. _დაიწყე, გისმენ!–დაიძახა მიხურულ კარს მიღმა. _გოგო, ლიზი წყნეთშია თავის კლასელთან 3 დღეა. შაბათს წავიდნენ, დღეს სკოლა გააცდინეს, ნელი გააგიჟა. ურეკავდა ჩამოდიო დედაჩემი და თავი გაიგიჟა გავაცდენ ორ დღეს რა მოხდაო. _კაი რა, ძალით მოგყავს ბავშვი? არ გცხვენიაა?–დაამუნათა დუდამ სააბაზანოდან. _არა, გოგო. მაცადე. დღეს მაღლივიდან მოვდივართ მე და ლაშა და რეკავს ლიზიი. საღამოს ამოდი და წამომიყვანეო. რა მოხდა–მეთქი, არაფერიო. ეხლა დარეკა კიდე ნახევარი საათის წინ ტიროდა, გული გამიხეთქა და გამოვვარდი ეგრევე. _რაო, რა თქვა?–სააბაზანოდან ჯინსსა და მაისურში გამოწყობილი დაბრუნდა დუდა. _არაფერი, უბრალოდ სახლში მინდაო. _გამოგყვები,–ქურთუკს ხელი დაავლო დუდამ. _სად გამომყვები. შენ შენი საქმეები გაქ. თუ გცალია შენ წამო.–ლელას გახედა სლეშიმ. _კაი, არაა პრობლემა.–უპასუხა ლელამ. _ ჩაიცვი ფეხზე და წავედით.–ეს უკვე დუდას უთხრა. _აჰა, მანქანა გამოიყვანე და გამოვალთ ჩვენც.–გასაღები გაუწოდა დუდამ და სლეში საძინებლიდან გავიდა. _ლექსოს ნაჩუქარი საყურეები გაიკეთე და სულ გააგიჟებ იმ ბიჭს...–უთხრა ლელამ დუდას. _კოლოფში იქნება და მომაწოდე,–თვითონ სარკეში იყურებოდა და გრძელი სწორი თმის შეკვრას ცდილობდა დუდა.
დუჩე ქალაქში დასეირნობდა. უხასიათოდ იყო და ძმაკაცებს უარი უთხრა ბარში შეხვედრაზე. უხალისოდ დაქროდა და ცდილობდა ძლიერად მქროლავი ქარისთვის გაეტანებინა უმიზეზო სევდა. მოტოციკლის ძრავის ბღუილში საკუთარი ტელეფონის ხმა მოესმა. გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სანაპიროზე გააჩერა. არც ამდგარა, ტელეფონი ამოიღო, დაინახა, რომ კახი რეკავდა და უპასუხა: _რა ხდება? _ბიჭო, დუდასგან მესიჯი მომივიდა! _რას გწერს?–უინტერესოდ ჟღერდა მისი ხმა. _მგონი ნომერი შეეშალა. ვიღაცას წერს 8–ზე კაფე "..."–ში შეგხვდებიო. _იქნებ შენ გწერს? _არამგონია, მაგრამ გავიგებ. ავდგები და 8–ზე იმ კაფესთან მივალ. _რაა? სულ გაგიჟდი?! ალბათ სხვას ხვდება, შენ რისთვის მიდიხარ? _ყველაფერი უნდა გავარკვიო. _სისულელეს ნუ იზამ. _7–ზე გამომიარე. _როგორ? ჩემი ჯიპი პუშკინას ყავს. _ოო, რაღა ახლა მოუნდა იმ პუშკინასაც რა... კაი, რამეს ვიზამ.-კახიმ გათიშა, დუჩემ კი მაშინვე დუდას ნომერი აკრიფა. ტელეფონის ბატარიამ 3–ჯერ ამოიკვნესა და დუდამ: _გისმენთ–დაიძახა თუ არა, ტელეფონი გამოირთო...
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - შაბათი, 2011-10-22, 5:01 PM | |
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: სამშაბათი, 2011-10-25, 7:06 PM | შეტყობინება # 65 |
572
Offline
| saYvareLo axaLi Tavi MchiRdeba:*
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2011-10-25, 7:27 PM | შეტყობინება # 66 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 19:55 _ვინ იყო?–სლეშიმ უკანა ხედვის სარკეში გახედა დუდას. _კახის მეგობარი. _სახელი არ იცი, რა ქვია? _არა. არ მიკითხავს. რა მნიშვნელობა აქვს? ჩემთვის ის კახის მეგობარია და მეტი არაფერი. _რა უნდოდა? _რავი, ავიღე თუ არა, გათიშა. _გადაურეკე.–ურჩია ლელამ. _მეტი საქმე არ მაქ. თუ რამე უნდა კიდე დარეკავს. _მაპატიე, ცოტა ადრე რო მოგიყვანე. ალბათ ცოტა ხანს მოცდა მოგიწევს. _არაუშავს. გიოს მივწერ რო მალე მოვიდეს. აქ გააჩერე. ფეხით გავივლი, თან დავუმესიჯებ. _აქ? _ჰო.–სლეშიმ მანქანა გააჩერა და დუდა მეგობრებს დაემშვიდობა. _გამაგებინეთ მშვიდობით ჩაივლის ყველაფერი თუ არა. _კაი. მანქანას ხვალ სამხატვროში მოგიყვან. _კაი. აბა, ჭკვიანად!–დუდამ კარები მიხურა და ქუჩას გაუყვა. ჩაფიქრებული მიდიოდა. არც გახსენებია თავისი კავალერისთვის ტელეფონით შეტყობინება გაეგზავნა. ის იყო დათქმულ კაფეს მიუახლოვდა, რომ ვიღაც გადარეულმა მოტოციკლეტი პირდაპირ მის წინ მოასრიალა. _სულ გადაირიე?!–აღმოხდა დუდას შიშისგან. _დაჯექი, დროზე!–გაიგონა ნაცნობი ხმა და ჩაფხუტს მიღმა ნაცნობი სახეც ამოიცნო. _შენ აქ რას აკეთებ? _დაჯექი, ყველაფერს გზაში აგიხსნი!–თვალებს აქეთ–იქით აცეცებდა დუჩე. _არა, ახლავე ამიხსნი!–გაჯიუტდა გოგო. გულხელი დაიკრიფა და ცნობისმოყვარე მზერით მიაჩერდა შავი მოტოციკლის მხედარს. _კახი აპირებს აქ მოსვლას და შენი პაემნის ჩაშლას. შეცდომით მას გაუგზავნე მესიჯი, რომ ვიღაცას აქ ხვდები 8 საათზე. ისე, მშვენივრად გამოიყურები!–ბოლოს თავი ვერ შეიკავა და ისეთი ტემბრით წარმოთქვა დუდასადმი კომპლიმენტი, როგორითაც გოგოებს ხშირად აბამდა ხოლმე. _ოჰ, ასეც ვიცოდი! ჯანდაბა!–შუბლზე ხელი იტკიცა დუდამ. _დაჯექი, თორე სადაცაა გამოჩნდება! _ფუ, ამის დედაც! მოდის! აი, იქაა!–მაგრამ დუჩეს არ გაუხედია. სათადარიგო ჩაფხუტი გაუწოდა დუდას. გოგონამ გაუბედავად გამოართვა და თავზე დაიხურა, შემდეგ მოუხერხებლად დაჯდა დუჩეს უკან. _ხელები მომხვიე, თორემ გადმოვარდები!–გააფრთხილა დუჩემ. დუდა დაემორჩილა. ძრავა აგრიალდა და წყვილი ადგილს მოსწყდა. დუდა პირველად იჯდა მოტოციკლეტზე. ეს მისთვის უჩვეულო განცდები იყო. ამას ისიც ერთვოდა, რომ პირველად ეხუტებოდა ზურგზე მისთვის ასე უცნობ პიროვნებას, თუმცა ამას საჭიროების გამო აკეთებდა და არა საკუთარი სურვილით. ქარის ქროლას გრძნობდა და ეს ძალიანაც სიამოვნებდა. დუჩესაც უცნაურად აფორიაქებდა მის წელზე მჭიდროდ შემოხვეული გოგოს ხელები. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაცისგან ან რაღაცისგან იცავდა დუდას, გაქცევაში ეხმარებოდა. თავი ბოევიკის გმირად წარმოიდგინა, რომელიც ქალაქში მოტოციკლეტით დაქრის და დუდასნაირ გოგოებს შემზარავი თავდამსხმელებისგან თავის დაღწევაში ეხმარება. დუჩეს თავის ამსუბუქებულ ფიქრებზე გაეცინა. მალე ქალაქის გარეუბანში გავიდნენ და დუჩემ ერთი მყუდრო კაფეს წინ გააჩერა მოტოციკლი. დუდას ისევ მჭიდროდ მოეხვია ხელები. დუჩემ ჩაახველა: _უკვე მოვედით.–დუდამ მაშინვე გაუშვა ხელები და დაბნეული ადგა. უკვე გადმოსული დუჩე შეეშველა და ჩაფხუტის მოხდაშიც მიეხმარა. _შევიდეთ?–კაფეზე ანიშნა დუჩემ. დუდამ თავი დაუქნია. თავს კარგად ვერ გრძნობდა. ეს დუჩემაც შეატყო და კაფეს კარები რომ შეუღო ჰკითხა: _კარგად ხარ? _ცოტა თავბრუ მესხმის. ჩამოვჯდები და გამივლის.–დუჩემ კუთხეში მყუდრო მაგიდაზე ანიშნა და დასხდნენ. _რას მიირთმევთ?–მიმტანი დაადგათ თავზე. _გოგონას წყალი მოუტანეთ თუ შეიძლება, დანარჩენს მოგვიანებით. _ახლავე...–მიმტანიც მიხვდა რაშიც იყო საქმე და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. _გმადლობ,–უთხრა დუდამ დუჩეს. მიმტანი წყლიანი ჭიქით დაბრუნდა და დუდას დაუდგა წინ. დუჩემ ისე, რომ დუდასთვის თვალი არ მოუშორებია, მიმტანს თავი დაუქნია მადლობის ნიშნად. დუდამ წყალი მოსვა. _როგორ ხარ?–ჰკითხა დუჩემ მაშინვე. _კარგად... და საერთოდ, პანიკას ნუ ტეხ... არაფერი მჭირს, უბრალოდ მოტოციკლეტით პირველად ვმგზავრობდი და თავრუ დამეხვა. მეტი არაფერი. ჰო, დახმარებისთვის დიდი მადლობა. ეხლა ჩემ კავალერს დავურეკავ და ვეტყვი აქ მოვიდეს. შენ შეგიძლია წახვიდე. _ჰო... აშკარად უკეთესად ხარ...–წაიბურტყუნა დუჩემ, მაგრამ დუდამ ყურადღება არ მიაქცია, ტელეფონი ამოიღო და გიოს დაურეკა. ამასობაში დუჩემ, წასვლის ნაცვლად, შოკოლადის ნამცხვარი მოატანინა და გემრიელად შეექცა. _შენ არ მიდიხარ?–მიუბრუნდა მას დუდა, როცა ტელეფონზე ლაპარაკს მორჩა. _შევჭამ და წავალ. ამასობაში შენი კავალერიც მოვა და... მანამდე მარტო ხო არ დაგტოვებ?–ჭამა–ჭამით უთხრა დუჩემ. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ის "კავალერი" ისევ დუდას მეგობარი აღმოჩნდებოდა. _მაშინ ცოტა დაუჩქარე იმიტომ, რომ ჩემი "კავალერი" უკვე გზაშია. _აჰაა. ცოტაღა დამრჩა,–გემრიელად ილუკმებოდა დუჩე. _რო მირეკავდი, რატო გათიშე?–ხანმოკლე დუმილის შემდეგ ჰკითხა დუდამ. _ტელეფონი დაჯდა,–უპასუხა დუჩემ და ბოლო ლუკმაც გადასანსლა. _რა არი, სახლში არაფერს გაჭმევენ?–დასცინა დუდამ. _მარტო ვცხოვრობ,–მოუჭრა დუჩემ, საფულიდან ფული ამოიღო და თეფშის ქვეშ ამოდო.–რაღაც აგვიანებს შენი მეგობარი... _სადაცაა მოვა, შეგიძლია წახვიდე. _იყოს... არ მეჩქარება. _იცი რა,...–დუდა სახელზე გაიჭედა და ბიჭმა მიაშველა: _დუჩე... _დუჩე? დუჩე რა სახელია? _მეტსახელია, ჭკვიანო!–დასცინა დუჩემ.–დუდა ხო რას ამბობ! _ჩემ სახელს ნუ ეხები!–მკვახედ უთხრა დუდამ.–და აქედან მიბრძანდი, გიო მოვიდა!–სწორედ ამ დროს მათ მაგიდას მაღალი, ცისფერთვალება ბიჭი მიუახლოვდა. _საღამო მშვიდობისა! რამდენი გეძებე...–უთხრა დუდას და მხოლოდ შემდეგ მოკრა თვალი დუჩეს და გაკვირვებული მზერაც მიანათა.–ისევ ეს? _რას ნიშავს "ისევ ეს"?–ფეხზე წამოდგა წარბშეკრული დუჩე. _ბიჭებო, ბიჭებო, დაშოშმინდით. შენ ყველაფერს მოგიყვები,–უთხრა დუდამ გიოს და მერე დუჩეს მიუბრუნდა.–შენ კი შეგიძლია მიბრძანდე. კარგად!–და გიოს ხელით ანიშნა სკამზე დამჯდარიყო. დუჩე ქშენით გამოვარდა გარეთ. გოგოსგან ასეთ რამეებს არ იყო ჩვეული, შეეძლო მთელი კაფე მიელეწ–მოელეწა და იმ უტიფარი ქაჯისთვისაც მიენგრია სიფათი (არადა თავის ცხოვრებაში გოგოსთვის ხელი არ დაუკარებია, მაგრამ ამ დუდას თუ ვიღაცას ჭკუიდან გადაჰყავდა!), მაგრამ თავი მოთოკა, სათადარიგო ჩაფხუტი თავის ადგილზე ჩადო, მეორე დაიფარა და მოტოციკლეტზე დაჯდა. მინის ვიტრინის მიღმა დუჩემ კარგად დაინახა როგორ ტკბილი ღიმილით ელაპარაკებოდა დუდა გიოს. მის მაგიდაზე დადებულ ხელს ხელი როგორ ალერსით შეახო. დუჩემ ძრავა აამუშავა და სახელური მოატრიალა. ძრავა აღმუვლდა. ერთხელ. ორჯერ. სამჯერ. მიყოლებით. დუდას მისკენ არ გამოუხედავს. ბოღმით პირთამდე სავსე დუჩემ მოტოციკლი ელვის სისწრაფით გააქროლა...
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2011-10-25, 7:28 PM | შეტყობინება # 67 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| a batono
20: 37 დუჩემ თავის უბანში გადაუხვია და რამდენიმე წუთში თავისი საცხოვრებელი კორპუსის წინ გააჩერა მოტო. მერეღა შენიშნა, რომ სადარბაზოსთან ვიღაც ბიჭი იდგა. _დუჩე!-ყვირილით გამოემართა მისკენ კახი. _აქ რას აკეთებ?-გაკვირვებული შეეკითხა დუჩე და თან ჩაფხუტი მოიხსნა. _ასეც ვიცოდი! ასეც ვიცოდი, რო შენ იყავი! _ვერ გავიგე. რა მე ვიყავი? _თავს ნუ იკატუნებ!-ბრაზით უთხრა კახიმ.-შარდენზე იყავი დუდასთან ერთად! მერე მოტოციკლზე შემოისვი და ერთად წახვედით სადღაც! აი, თურმე ვის ხვდებოდა დღეს და აი, თურმე რატომ არ გეცალა ჩემთვის!-გააფთრებას ვერ მალავდა კახი და სადაც იყო შემოსცხებდა თავის მეგობარს. _შენ სულ გააფრინე?-გულგრილად უთხრა დუჩემ, მეგობარს ზურგი აქცია და სადარბაზოსკენ წავიდა. _მე შენ მეგობარი მეგონე!-მიაძახა ზიზღნარევი ხმით კახიმ. დუჩე ადგილზე გახევდა.-შენ კი მიღალატე... ხომ გითხარი, რომ დუდაზე სერიოზულად ვფიქრობ? რაღა მაინცდამაინც ის აირჩიე?-დუჩე ნელა მობრუნდა, თვალი თვალში გაუყარა კახის და მტკიცე ხმით უპასუხა: _მე არავინ არ ამირჩევია! და არც ჩემთან მოსულა პაემანზე ის შენი დუდა! შეყვარებული ყავს! ვიღაც გიორგი. მიდი და სდიე რამდენიც გინდა! ხო ხედავ რო არ უნდა შენთან ურთიერთობა? რაღატო ეკიდები?!-აფეთქდა ბოლოს დუჩეც. _ბიჭო, ვეკიდები თუ არა შენი ტ...-ის საქმე არაა! შენ იმაზე აგე პასუხი რაზეც გელაპარაკები! ძმაკაცი გერქვა თუ არა, ძმაო? _მერქვა რატო, მქვია! _ჰოდა თუ გქვია, ძმაკაცის გოგოსთან რა დვიჟენიაში ხარ? _აუუუ... ჯერ ერთი, ეგ შენი გოგო არაა! აქედან დავიწყოთ. _მეორეზე გადადი... _მეორეც, არავითარ დვიჟენიაში მე მაგასთან არ ვარ. პროსტა მთხოვაა და შენ პონტში წავიყვანე და ვიღაც როჟას შეხვდა. _მაგარი ხარ! ჩემი ძმაკაცი რო ხარ მაგ პონტში წაუყვანე სხვას ხო? ჯიგაააარ! _ძმაო, სადაც მთხოვა იქ წავიყვანე, მე რა მექნა? _ხო იცოდი, რო უნდა მივსულიყავი! ნუ ჩმახავ ეხლა რაღაცეებს. _არ ვიცოდი, დამიჯდა ეს დედაატირებული ტელეფონი და არ ვიცოდი მიხვიდოდი თუ არა! შემთხვევით გავიარე შარდენზე და... _აუუუ... ბიჭო, მე შენი ერთ-ერთი ნაშა ხო არ გგონივარ?! რაებს იგონებ, ა? _თუ არ გჯერა, მაგარი მკიდია. პაკა!-დუჩე კიბეებს სირბილით აუყვა. სახლის კარები რომ გააღო, გასაღებების ასხმა იქვე სარკესთან დააგდო და სავარძელში ჩაემხო. _ფუ, ამის დედაც...ბლინ...-თქვა და კედელს ბროლის საფერფლე შეეფშვნა. მერე თავი ხელებში ჩარგო და კარგა ხანს იჯდა ასე გაუნძრევლად. _რა მჭირს, ტოო? ამის დედაც... -თქვა, ფეხზე წამოხტა და სახლიდან გავიდა. ისევ "ჩიტუნებში" აპირებდა განავარდებას.
დუდა სახლში გვიან დაბრუნდა. ჩუმად შეიპარა შიგნით, კარები მოიხურა და კაბინეტს გახედა– შუქი გამოდიოდა, მამას ჯერ კიდევ არ ეძინა. ფეხაკრეფით აიპარა თავის საძინებელში და საღამურები ჩაიცვა. თან გასულ საღამოზე ფიქრობდა. კმაყოფილი იყო, რომ იპოვა ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც იზიარებდა მის აზრებს, მის ოცნებებზე თვალებს არ აჭყეტდა გაოგნებისგან და რა სისულელეც არ უნდა ეთქვა, ყურადღებით უსმენდა. მერე ის სასაცილო ტიპი გაახსენდა... დუჩე. ჭკუიდან გადაიყვანა თავისი პირდაპირობით. ხოდა, ძალიანაც კარგი! მეორედ არ ჩაყოფს ცხვირს სხვის საქმეში. დაძინებამდე სულ მოტოციკლეტიანი დუჩე და გიორგი რუხაძე უტრიალებდა თავში... ემოციებით დატვირთულს ბოლოს, როგორც იქნა, ჩაეძინა. დილით დროზე გაიღვიძა. მამასთან ერთად ისაუზმა და ტაქსით წავიდა სამხატვრო აკადემიაში. იქ მისულს სლეში დახვდა ეზოში მისივე მანქანით. _სლეშ! რა ხდება, ბიჭო, ლიზი როგორაა? _აუ, რავიცი, გოგო, რაც მაგან მანერვიულა რაა... _რატო, რა ხდებოდა? ლელა სადაა? _მე მოვიყვანე. შიგნით შევიდა, რაღაც ქონდა გასარკვევი. გვიან ავდექი და შენთან გამოსვლას ვეღარ ვასწრებდი, დაგაგვიანებდით მაინც. _დაიკიდე, ტაქსით მოვედი. ლიზი როგორაა? რა დაემართა? _ჩხუბი მოუვიდათ რაღაც დაქალებს და მაგაზე აეთხარა ნერვები. ხო იცი რა ტიპია რა... რამე თუ ეწყინა ვსოო. მე კი გამიხეთქა გული და... _მეც ვინერვიულე. ბიჭო, ნაღდი იცი რო მეტი არაფერი იყო? ხო არ დაველაპარაკო მე? _არა, არა ეგ იყო უეჭველი ვიცი. დაიკიდე რა, თვითონ მიხედავენ თავის პრობლემას. შენ როგორი დრო გაატარე რუხაძესთან? _მშვენიერი! ის უნდა გენახა, კახის მეგობარი რო გაიჩითა და კახისთან შეხვედრისგან მიხსნა!–სიცილით ყვებოდა დუდა. _აუუ, კიდე ეს გაიჩითა!–გააწყვეტინა სლეშმა და ზურგისაკენ გაახედა. _კახი! _დროა საქმეში ჩავერთო! ეე, ბრატ, აქ რას აკეთებ? ისევ დუდას მოაკითხე?–დაუძახა სლეშმა კახის. _აუუ, შენი ბრატი არ ვარ და შენი საქმე არაა ვის მოვაკითხე, რა. დუდა, ერთი წუთით, შეიძლება? _რა გინდა, კახი?–დაღლილი ხმა ჰქონდა დუდას. _დუჩეზე მინდა დაგელაპარაკო. _გისმენ. _რა ურთიერთობა გაქ მასთან? ყველაფერი მითხარი. ოღონდ, ძალიან გთხოვ, არაფერი დამიმალო. _ყველაფერი? _ყველაფერი. და დუდამაც ყველაფერი მოუყვა...
დუჩემ გაიღვიძა და გემრიელად გაიზმორა. გუშინ ხელცარიელი დაბრუნდა სახლში. არავის დაკერვის მუღამი არ ქონდა და საკუთარ თავზე გარაზებული, მარტო წამოვიდა სახლში. მარტო ერთი სახე უტრიალებდა თავში და ეს სახე უკვე ნერვებს უშლიდა. კარგა ხანს იბორგა საწოლში. ბოლოს ტელეფონის ზარმა წამოაგდო. სახლის ტელეფონზე რეკავდნენ. იმდენად იშვიათად ჰქონდა ამ ტელეფონთან ურთიერთობა, რომ ეუცხოვა კიდეც ხმა და მაშინვე მიხვდა ვინც რეკავდა. _ჰო, ეკა. როგორ გიკითხოთ? _შენ როგორ ხარ, შვილო? რატომ ერთხელ არ მოგვიკითხავ? ჩაგერიცხა ფული რო გადმოგირიცხეთ? _არ მინახია, ჩაირიცხებოდა სად წავიდოდა. _რანაირი ხმა გაქ, ცუდად ხომ არ ხარ?–შეშფოთებული ხმა ჰქონდა დედას. _არა, ახალი გაღვიძებული ვარ. _საჭმელი გაქ რამე? სურათები რო გამომიგზავნე რაღაც ძაან გამხდარი მეჩვენები. ხო არ გინდა გამაგიჟო და გადამიყვანო ჭკუიდან? თავს მიხედე იცოდე, თორე ფეხით წამოვალ და გადავრევ მამაშენს. _კარგი რა, დე, ახლა არ დაიწყო გეხვეწები. _სანდრო, რა გჭირს ერთი გამაგებინე! რამე მოხდა? _არა, ტოო, რა უნდა მომხდარიყო. დაიკიდე რა.–სიჩუმე ჩამოწვა. _შეყვარებული ხარ?–გაუბედავად ჰკითხა ქალმა. _აუუ, ტვინს ბურღავ, ეკა! წავედი, მშია. უნდა ვჭამო. მოკითხვა დანარჩენებს. ჭკვიანად იყავით. კარგად!–დუჩემ ყურმილი დაახეთქა აპარატს. _უხასიათოდ ვერ იქნები კაცი ამათი შიშით!–ჩაიბურტყუნა და მაცივრის კარებს მიადგა.
დუჩემ მთელი დღე ნათესავებთან გაატარა. მშობლების გამოგზავნილი ფულით საჩუქრები უყიდა პატარებს და უფროსებს ტკბილეული მიუტანა. _რაო, სანდრო, რაღაც ვერ ხარ ხასიათზე, რა ხდება? _აუ, კაი რა, თამო, შენ მაინც შემეშვი. რა გახდა ერთი უხასიათო ადამიანი, ვერ უნდა ამიტანოთ?–საყვარელ უმცროს დეიდაშვილს უთხრა დუჩემ. _ოჰოო... რამე სერიოზულია? _და ი კი დე! _კაი. აუ, რა გემრიელი ნამცხვარია, ეეე!
საღამოს, როცა უკვე სახლში ბრუნდებოდა, კახიმ დაურეკა: _სად ხარ? _რა ხდება, მშვიდობაა? _სად ხარ–მეთქი? უნდა გნახო!–ცივი ხმა ჰქონდა კახის. _სახლში მივდივარ ეხლა. _ხარაშო. 10 წუთში მოვალ. _კაი.–გათიშა და მოტოციკლი სახლთან გააჩერა. სახლში ასვლაც ვერ მოასწრო, რო დეიდამ დაურეკა, თამოს დედამ. _სანდრო, შვილო, თამუნას ბრმანაწლავი გაუსკდა. სასწრაფომ წამოიყვანა. არამიანცში ვართ. გვჭირდები! _ახლავე მოვდივარ!–ჩასძახა დუჩემ და გაფითრებული დაუბრუნდა მოტოციკლს. საავადმყოფოს რო მიადგა და გაიგო, რომ თამო საოპერაციოდ ყავდათ შეყვანილი, მერეღა გაახსენდა კახი და შეტყობინება გაუგზავნა: "თამოს ბრმანაწლავის ოპერაციას უკეთებენ. ვერ დაგელოდე. არამიანცში ვარ." პასუხი არ მიუღია. ღამე დეიდასთან ერთად გაათენა საავადმყოფოში. ჯერ დერეფანში, მერე როცა პალატაში გადაიყვანეს ახალნაოპერაციები, უკვე პალატაში დარჩა. _წადი, შვილო, შენ რაღაზე იტანჯავ თავს... წადი.–ეუბნებოდა დეიდა. _რას ლაპარაკობ? მარტოს ხო არ დაგტოვებ?!–უპასუხა დუჩემ, საწოლზე კარგად მოეწყო და ქურთუკი თავქვეშ ბალიშად ამოიდო.
მეორე დღეს წამლებზე დარბოდა. თამოს მდგომარეობას არკვევდა, ექიმებსა და ექთნებს ჯიბეში ფულს უჩურთავდა. ოპერაციის ხარჯებიც მან აანაზღაურა და ბოლოს, დაღლილ–დაქანცული სახლში წავიდა. კარგად რომ გამოიძინა, დეიდას დაურეკა და თამოს ამბავი გაიგო. დღეს ნუღარ მოხვალ, დაისვენე, კარგადაა, ხვალ საჭმელს თუ მოუტან კაი იქნებაო, უთხრა დეიდამ. მაგრამ დუჩე სახლში მაინც ვერ გაჩერდა. ქურთუკს წამოავლო ხელი და გარეთ გავიდა. გულზე ლოდივით აწვა სევდა, რომელსაც ვერაფერი გაუგო. თამო კარგად იყო, არაფერი უჭირდა. სხვა რა სადარდებელი უნდა ქონოდა? თავის ერთ–ერთ ნაშას დაურეკა და მოიკითხა: _ოჰო, სანდრინიო, როგორ გაგახსენდი? _ამ თვეში არ მინახიხარ და ტელეფონმა შემახსენა შენი თავი,–დასცინა დუჩემ. _ოჰ, რა ხუმარა ხარ! რაშვები? _შენზე ვფიქრობ–მეთქი რო გითხრა, დამიჯერებ? _შენ მითხარი და ვნახოთ... _ოო. პირდაპირ გეტყვი: გცალია?–ქალმა გადაიკისკისა. _რა პირდაპირი ხარ, შე გაუმაძღარო... სახლში ვარ, ამოდი. მისამართი ხო გახსოვს. _კაი. მოვდივარ.–გათიშა და მოტოს მოაჯდა.
| |
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: სამშაბათი, 2011-10-25, 9:49 PM | შეტყობინება # 68 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| Quote (☆AnasteishA☆) ამ დუდას თუ ვიღაცას ჭკუიდან გადაჰყავდა! es praza dzalian momewona,mnishvneloba ar aqvs ra igulisxme am fiks dzalian mivechvie da momwons es tanamedrove da ,,gadareuli'' motxroba,imedia momdevno tavi male daideba
| |
|
|
|
T-MOMSEN | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-10-27, 10:24 PM | შეტყობინება # 70 |
266
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-10-29, 7:01 PM | შეტყობინება # 71 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| T-MOMSEN, rogorc ki vnaxav, rom momdevno tavi gindat mixaria, rom kitxulobt bavshvebooo
13 აპრილი. ოთხშაბათი. 19:23 დუდა ლელასთან იყო სტუმრად. გოგოები ათას რამეზე ლაპარაკობდნენ. ლელას ცოტა უხერხულობაში აგდებდა ის ფაქტი, რომ მეგობარს, რომელიც უზარმაზარ სასახლეში ცხოვრობდა, ჩვეულებრივ ცხრასართულიანი კორპუსის ერთ–ერთ უღიმღამო ბინაში იღებდა, მაგრამ კომპლექსები დიდი ხანია მოუხსნა დუდამ. ყველაფერს ისე იღებდა, რომ არავის აგრძნობინებდა შეძლებით ვინმეზე მეტი თუ იყო. რომ მოსაღამოვდა, დუდა წასასვლელად მოემზადა, მეგობარს დაემშვიდობა და კარი გამოიხურა. ფეხით მეცხრედან ჩასვლა დაეზარა და ლიფტი გამოიძახა. სწორედ აქ დაუშვა შეცდომა...
დუჩე დიდხანს ელოდა ლიფტს, რომელიც არ ჩანდა. არადა, ბოლოს აქ სტუმრობისას, აშკარად ახსოვდა, რომ მუშაობდა. მხრები აიჩეჩა და კიბეს აუყვა. მე–4 სართულზე რომ ავიდა, შეკივლების ხმა მოესმა ლიფტის შახტიდან. _ფუ, ამმის!–დაიძახა გოგომ შიგნიდან. _გაიჭედა?–გამოეხმაურა დაზარალებულს დუჩე. _ხო, ამის...–ცეცხლებს ყრიდა გოგო შიგნიდან. _ვეცდები გავაღო...–დუჩე კარებს დაეჯაჯგურა. _უფრო სწრაფად არ შეგიძლია?–მოესმა გოგოს პრეტენზიული ხმა და თვალები დააჭყიტა, კარების გაღების მცდელობასაც ანება თავი. იცოდა, როგორც იღებოდა ამ ტიპის ლიფტის კარებები, მაგრამ ეს ხმა ეცნო! აქამდე როგორ ვერ იცნო?! მაგრამ იმას აქ რა უნდოდა?! _დუდა? _ვინ ხარ?–დაუძახა გაკვირვებულმა ხმამ შიგნიდან. _ის, ვინც შენთვის ჯობია არ ვიყო...–ბოროტად ჩაიცინა დუჩემ. _ო, არა! რაღა მაინცდამაინც შენ?! _რას ვიზამთ...ბედმა საჩუქარი გამოგიგზავნა! _მიშველეთ!–კარებზე ააბრახუნა მუშტები დუდამ. _ტყუილად აბრახუნებ, მაინც არავის არ ესმის! _გააღე კარები, შე არამზადა! _ჯადოსნური სიტყვა დაგავიწყდა!–დასცინოდა დუჩე. _აქედან რომ გამოვალ, ჯადოსნურ მუშტს მიიღებ, გპირდები! _თუ გამოხვალ კი! _ფუ, ამის დედაც! ტელეფონიც არ იჭერს! გამომიყვანე აქედან, შე... შე... _არამზადავ? _არა, რამე უფრო შესაფერისს ვეძებდი. _კარების გაღებას მაინც არ ვაპირებ. ცოტა ხანი იჯექი მანდ, არაფერი გჭირს. რაღაც საქმეზე მივდივარ და რო გამოვალ, წასვლის წინ გაგიღებ... ასე ერთ–ორ საათში...–კიბისკენ წავიდა დუჩე. _არ წახვიდე! არ დამტოვო–აყვირდა დუდა.–კლაუსტროფობია მჭირს... ცუდად ვარ... სული მეხუთება... _უუჰ, დაგიჯერე, როგორ არა! შენ და რაიმეს შიში?! დროებიიით!–პასუხად ბრაგვანის ხმა გაისმა.–ოჰო... ვითომ დაეცა... კარგად თამაშობ, მაგრამ მაინც ვერ დამაჯერებ...–უკვე ზედა სართულის შუა ბაქანზე იდგა დუჩე. პასუხი არ ჩანდა.–დუდა, მორჩი მაიმუნობას. კარგი, ხო, ვაღებ ამ კარებს...–და ქვემოთ დაიძრა, მაგრამ პასუხი რომ ვერ გაიგონა, ბოლო რამდენიმე საფეხურს გადაახტა და კარებს დაფეთებულ–გაფითრებული მივარდა. წამში გააღო და სართულს ჩაცდენილ ლიფტში ჩავიდა გოგოს ამოსაყვანად. თავი აუწია და საწყლად თქვა _დუდა! გაახილე თვალები, გთხოვ...–სიტყვა დამთავრებული არ ქონდა, რომ გოგომ მართლა გაახილა თვალები. ყბაში მუშტიც უთავაზა, წამოხტა და ლიფტიდან ბაქანზე ამოვიდა. _ეგეც შენი ჯადოსნური მუშტი! ხერხი სჯობია ღონესაო, არ გაგიგია? არამზადა!–მოაძახა და კიბეები ჩაირბინა.
დუჩე არც ასულა ქალთან, ისე გამობრუნდა უკან. რაღაც აღარ იყო იმის ყალბი მანერების ხასიათზე. დუდა უკვე წასული დახვდა, ამიტომ მოტოს მოაჯდა და ქალაქში გასეირნება გადაწყვიტა. ქალმა, რომლისთვისაც უნდა მიეკითხა, მალევე დაურეკა, მაგრამ დუჩემ გაუთიშა. ქალი რეკავდა და რეკავდა, ამიტომ დუჩემ ტელეფონი გამორთო. სახლში დაბრუნებულს ისევ კახი ელოდა. ბიჭი მისკენ წამოვიდა და დუჩე მოტოდან გადმოვიდა თუ არა, მუშტი მოუქნია მთელი ძალით. დუჩემ ნაპერწკლები გაყარა. ტუჩზე სისხლის მომჟავო გემო იგრძნო და მოილოკა ნახეთქი. _სულ გარეკე?–წამოიძახა, როგორც კი ოდნავ გონს მოვიდა. _ძმად გთვლიდი, ბიჭო! ეს როგორ გამიკეთე! _რა გაგიკეთე, შე ჩემა, ვერ ხარ? _კიდე მე ვერ ვარ? კიდე მე ვერ ვაარ? ფუი, შენს კაცობას და ფუი, შენს ძმაკაცობას! იმის მაგივრად, რო მე დამხმარებოდი... ფუჰ, რა გული მერევა რო გიყურებ, შე არაკაცო!–მის წინ დააფურთხა კახიმ. _მორჩი რა გოდებას!–უხეშად შეაწყვეტინა დუჩემ. კახი აშკარად გალეშილი იყო, ისეთი სუნი ასდიოდა.–მე შენ დახმარებას ვცდილობდი! _დახმარებას კი, როგორ არა! ეგ გოგო დაგევასა და მე გამომიყენე მასთან დასაახლოებლად! _შენ ბიჭო, შ... ხო არ გაქ? რა შენ გამოგიყენე? _თუ არ მოგწონს დუდა, დამეხმარე თავი შევაყვარო... მიდი, აბა, დამეხმარე... ხო ხარ ძმაკაცი? მიდი აბა, მიდი... _მე... შენ ეხლა სისულელეს ამბობ... მთვრალი ხარ და... _ძალიანაც კარგად ვარ! სისულელეს შენ ამბობ... მიდი, დამეხმარე, ხო ხარ ძმაკაცი! მეორედ ვერ შევხვდები დუდასნაირ არაჩვეულებრივ ქალს! როგორ არ გესმის, შე ნაბი...ვარო... არა, ეს როგორ გამიკეთე, ა? ძმა მეგონე და... _რო გამოფხიზლდები მერე ვილაპარაკოთ,–გვერდის აქცევა დაუპირა დუჩემ, მაგრამ კახიმ მოტრიალა. _არა! თუ ძმაკაცი ხარ, დამაკერინე ეგ გოგო! მიყვარს, ბიჭო, არ გესმიიის? ამის დედაც... _მე რა უნდა დაგაკერინო, ღილი ხო არ გგონია, შე ჩემა? არ ევასები და მე რა ვქნა? _მიდი, დაურეკე და უთხარი მოვიდეს! მიდი! _სად დავურეკო, ხო არ გარეკე... _დაურეკე! თორე ჩვენ შორის ბაზარი სამუდამოდ მოკვდება! დაურეკე! დროზე!–ამღვრეული თვალი თვალში გაუყარა კახიმ დუჩეს. ამ უკანასკნელს უკვე ნერვები ეშლებოდა. რომ აღარ მოეშვა კახი, ტელეფონი დააძრო და ნომერიც კი აკრიფა. _დაურეკე, ხო, მიდი!–ახელებდა ის. დუჩემ დარეკვის ღილაკს დააჭირა თითი და სალააპარაკოდ მოემზადა, მაგრამ უცებ თავში ყველაფერი აუყირავდა და ტელეფონი გათიშა. _კარგი, ხო! მართალი ხარ! შენ გაიმარჯვე! _რაა?–დაელმებული თვალები მიაპყრო კახიმ. ვერაფერს ხვდებოდა. _ვერ დაგეხმარები, რო დუდას თავი შეაყვარო, იმიტო რო მე მომწონს! საჩემოდ მომწონს! რამდენი დღეა უკვე იმაზე ვფიქრობ და ნაშებიც სუ მკიდია! ტვინში ვიღაც დამპალი მიზის და ჩამძახის: "დუდა–დუდა, დუდა–დუდა!" მეორე დამპალი კი მის გამომეტყველებას კადრებად მიტრიალებს თავში! აჰა, კამყოფილი ხარ? ვაღიარე! ფუ, ამის დედაც!–უზარმაზარ ლოდს მიკრა ფეხი დუჩემ, მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია.–ერთი დამპალია კიდევ, რომელთანაც დუდა თავს კარგად გრძნობს, მე კი ნეხვის ჭიასავით მექცევა! ამაზე კი ჩემში არსებულ იდიოტს გული სტკივა და ნერვები ეშლება! მეორე იდიოტს მისი სიახლოვე სიამოვნებს! ამდენმა დამპლებმა და იდიოტებმა კი დამღალეს! არ შეიძლება უბრალოდ მე ვიყო, ამ დამპლებისა და იდიოტების გარეშე? ეხლა კიდე შენ მაწვები აქ! რას მიყურებ მაჩვზღარბასავით? დავაი, დაახვიე აქედან! სუ შენი ბრალია ყველაფერი! არ წამაჭამა თავიი? დუდა ასეთია, დუდა ისეთია! ხოდა, ბრძოლას ვიწყებ მაგ გოგოსთვის და რო მოვიპოვებ, მერე მიყურე შორიდან! –დუჩე ისევ არ მოელოდა და მეორე მუშტიც მიიღო სიფათში, ამჯერად უფრო ძლიერი. ისეთი, რომ თავი ვერ შეიკავა და შუბლით მოტოციკლს მიასკდა. _შე ახ...ო!–დასძახა კახიმ, კიდევ ერთხელ გადმოაფურთხა მის წინ და უკანმოუხედავად წავიდა. _დღეში 3 მუშტი უკვე მეტისმეტია!–ბარბაცით გასწორდა წელში დუჩე და ყბა მოისრისა. უცებ თბილი სითხე იგრძნო ლოყაზე და შუბლზე ხელი მოისვა.–ესეც ასეე! 2 შრამიც დავითრიეე. ასწორებს! ფუ, ბლინ!
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-10-29, 7:03 PM | შეტყობინება # 72 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 17 აპრილი. კვირა. 16:07 დუდა წიგნების გამოფენა–გაყიდვაზე იმყოფებოდა. ხელში უამრავი წიგნი დაეხვავებინა და კიდევ სხვებს ეძებდა, როცა ნაცნობ სილუეტს მოკრა თვალი. _დუჩე?!–ისე ხმადაბლა წარმოთქვა, ეს მას ნამდვილად არ უნდა გაეგონა, მაგრამ ზურგით მდგარი ბიჭი ნელა მოტრიალდა. _ვა, დუდა? _აქ რას აკეთებ? შენმა მეგობარმა გამოგგზავნა? _კახიმ? არაა. კახი ლამის ერთი კვირაა თვალით არ მინახავს. _არც მე. რა ჭირს, ხო არაფერი დაემართა? _ოჰოო, ასე ღელავ მასზე თუ სინდისმა შეგაწუხა? _მე სუფთა მაქ სინდისი. აი, შენ კი წესით უნდა შეეწუხებინე... _ჩემი სინდისი შვეულებაშია, რომ ვნახავ, მოკითხვას გადავცემ შენგან!–თვალი ჩაუკრა ბიჭმა. _და მასე ვინ გაგალამაზა?-დასცინა დუდამ და ოდნავღა შესიებულ ტუჩს, რომელზეც ნახეთქი იყო და პლასტირგადაკრულ წარბს მოავლო მზერა.-შენი სინდისის ფუნქციები შეითავსა ალბათ ვინმემ. –არამგონია მაგ ამბავმა დაგაინტერესოს. დახმარებას არ შემოგთავაზებ, დარწმუნებული ვარ, მარტოც მშვენივრად ახერხებ მაგ წიგნების ტარებას!–დასცინა და თვითონ ზურგი აქცია. მალე მოტრიალდა და 5 წიგნი, რომელიც ხელში მოხვდა, დაამატა დუდას წიგნების კოშკურას. –თუ არ შეწუხდები, ესენი წამომიღე! გმადლობ!–პასუხს არ დალოდებია ისე უპასუხა თვითონვე. _ამ წიგნებს სანაგვეში დაგიტოვებ, რო გამოხვალ აიღე,–ირონიულად გაუღიმა დუდამ და გასასვლელისკენ წავიდა. დუჩემ კიდევ წამოავლო წიგნებს ხელი და დუდას დაედევნა. _ამეებისასაც ეს გადაიხდის, ხომ ასეა ძვირფასო?–დუდას მიუბრუნდა დუჩე, როცა სალაროს მიადგნენ. _რა თქმა უნდა, საყვარელო! მაგრამ ამდენი წიგნები რად გინდა პოტენციის დაქვეითებაზე? ექიმმა ხომ გითხრა, რაც ნაკლებს იფიქრებ, მით მალე აღგიდგება ფუნქციაო?–მოლარე გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს. დუდას სიცილი მოგვარა ამან, დუჩეს სიმწრის ღიმილი... _სახლში რომ მივალთ, მერე შეამოწმე ჩემი ფუნქცია, ძვირფასო,–კბილებში გამოსცრა დუჩემ. მაგრამ ახლოს მყოფები უკვე უყურებდნენ სიბრალულნარევი მზერით. დუჩე მზად იყო აქვე მიეხრჩო ეს გოგო. მაგრამ რატომღაც, ასე არ მოიქცა.
| |
|
|
RoB-dOd | თარიღი: შაბათი, 2011-10-29, 8:35 PM | შეტყობინება # 73 |
572
Offline
| Vaaaii Ra magari TaveeBiaa :xQuote (☆AnasteishA☆) _ვერ დაგეხმარები, რო დუდას თავი შეაყვარო, იმიტო რო მე მომწონს! საჩემოდ მომწონს! რამდენი დღეა უკვე იმაზე ვფიქრობ და ნაშებიც სუ მკიდია! ტვინში ვიღაც დამპალი მიზის და ჩამძახის: "დუდა–დუდა, დუდა–დუდა!" მეორე დამპალი კი მის გამომეტყველებას კადრებად მიტრიალებს თავში! აჰა, კამყოფილი ხარ? ვაღიარე! ფუ, ამის დედაც!–უზარმაზარ ლოდს მიკრა ფეხი დუჩემ, მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია.–ერთი დამპალია კიდევ, რომელთანაც დუდა თავს კარგად გრძნობს, მე კი ნეხვის ჭიასავით მექცევა! ამაზე კი ჩემში არსებულ იდიოტს გული სტკივა და ნერვები ეშლება! მეორე იდიოტს მისი სიახლოვე სიამოვნებს! ამდენმა დამპლებმა და იდიოტებმა კი დამღალეს! არ შეიძლება უბრალოდ მე ვიყო, ამ დამპლებისა და იდიოტების გარეშე? ეხლა კიდე შენ მაწვები აქ! რას მიყურებ მაჩვზღარბასავით? დავაი, დაახვიე აქედან! სუ შენი ბრალია ყველაფერი! არ წამაჭამა თავიი? დუდა ასეთია, დუდა ისეთია! ხოდა, ბრძოლას ვიწყებ მაგ გოგოსთვის და რო მოვიპოვებ, მერე მიყურე შორიდან! –დუჩე ისევ არ მოელოდა და მეორე მუშტიც მიიღო სიფათში, ამჯერად უფრო ძლიერი. ისეთი, რომ თავი ვერ შეიკავა და შუბლით მოტოციკლს მიასკდა. ara Xo vamboBdi Chemi deDas geficeeBii? Ox es duDa yoveltvis rogor Sjibnis amis :S
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
T-MOMSEN | თარიღი: კვირა, 2011-10-30, 6:40 PM | შეტყობინება # 74 |
266
Offline
| აუუუ რაა მააგარიიი თავიიი იყოოო აუუ საწყალიიი დუჩეეე მართლაა როგოოორ გაალამაზეეეს )) Quote (☆AnasteishA☆) _რა თქმა უნდა, საყვარელო! მაგრამ ამდენი წიგნები რად გინდა პოტენციის დაქვეითებაზე? ექიმმა ხომ გითხრა, რაც ნაკლებს იფიქრებ, მით მალე აღგიდგება ფუნქციაო?–მოლარე გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს. დუდას სიცილი მოგვარა ამან, დუჩეს სიმწრის ღიმილი... აიიი ამააზეეე ცუდააად გავხდიიიიი სიცილისგაან აუუუ მააგაარიიი იყოოო დაა რა თქმაა უნდაა ახაალიი თავიიიც მინდა/გვინდა :))
| |
|
|
|