ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-09-30, 11:20 PM | შეტყობინება # 46
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
madloba bavshvebo, rom kitxulobt. lips lips lips lips lips


T-MOMSENთარიღი: პარასკევი, 2011-09-30, 11:29 PM | შეტყობინება # 47

266
15  +
30  ±
   ±
Offline
aaa raa sayvareliii taviii iyoooooo ))) vaimeeee mee ducheze vaar sheyvarebuliiiiii biggrin ra sayvareliii vigacaaaa )) kaxiii kide nerveebs mishliiiis raaaa, rit ver mixvdaaa ro ar moswoons dudaaas uuuuf :X araa duudaaac raa sayvareliiiiaa, sleshiiii kideeev uproo sayvareliiii biggrin vaime me tvitonaac ar vici reebs vlaparakoooob, dzaan sayvareliii tavii iyooo happy


Jack♥sparrowთარიღი: პარასკევი, 2011-09-30, 11:49 PM | შეტყობინება # 48
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ესე ძალიან მომეწონა,ვხალისობ. biggrin


soniaთარიღი: ორშაბათი, 2011-10-03, 10:16 PM | შეტყობინება # 49

118
5  +
25  ±
   ±
Offline
dzalian saxalisooa biggrin biggrin biggrin biggrin

T-MOMSENთარიღი: პარასკევი, 2011-10-07, 8:10 PM | შეტყობინება # 50

266
15  +
30  ±
   ±
Offline
axali tavi male iqneba? ))


☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-10-08, 1:46 AM | შეტყობინება # 51
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
T-MOMSEN, kibatono smile
madloba yvelas

8 აპრილი. პარასკები. 08:50
_აი, იქ დგანან, ხედავ?-სამხატვროს ეზოში შესვლისას დუდამ მეგობარს ვერცხლისფერ ჯიპთან მდგარი ბიჭები დაანახა. საჭესთან სლეში იჯდა.
_და რომელი რომელია?
_გაქოჩრილი ისაა ვისაც ვუჩალიჩებთ, თავგადაპარსული მისი მეგობარი.
_ის მეორე კაი ტიპია ხო იცი...
_გაუგონარი ბაბნიკია!
_დარწმუნებული ვარ კარგადაც გამოსდის.
_ სიფათზევე ეტყობა რო თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქ. აი, იქ დააყენე,-უთხრა დუდამ. პირველი სლეში გადმოვიდა, მანქანას მოუარა და დუდას გაუღო კარები. დუდამ ხელი ჩაუდო გამოწვდილ ხელში და გადმოვიდა. სიგნალიზაცია დააყენეს და შენობისკენ წავიდნენ.
_დუდა!-მოესმათ კახის ხმა.
_დიახ?-გაკვირვებული სახით მობრუნდა დუდა. სახის მიმიკას კარგად ფლობდა.
_შეიძლება ერთი წუთით?-დუდამ სლეშის გადახედა, ვითომ ნებართვას სთხოვდა. მან თავი დაუქნია და დუდაც კახისკენ წავიდა. სლეში ადგილზე დარჩა და მათ დაუწყო ყურება, რომ თუ საჭირო გახდებოდა ჩარეულიყო.
მაგრამ რამდენიმე წუთში მას იმ ბიჭის ძმაკაცი მიუახლოვდა, ვისაც დუდა გაყვა.
_მშვენივრად თამაშობთ,-უთხრა ბიჭმა.
_დუდამ ყველაფერი მომიყვა და იცოდე, რომ ძმაკაცის ღალატი დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა,-პირდაპირ მიახალა სლეშიმ დუჩეს.
_არ ვღალატობ. მე იმას ვაკეთებ , რაც მისთვის უკეთესია.
_რაც მისთვის უკეთესია თუ რაც შენთვის?-ცერად გახედა სლეშიმ.-დუდასთან არაფერი გამოგივა. გირჩევ ფრთხილად იყო, დუდას რომ ვინმემ რამე აწყენინოს...
_...შენთან ექნება საქმე?-ცოტა ირონიულად გამოუვიდა დუჩეს.
_არამარტო... დუდას ბევრი მეგობარი ყავს...
_მუქარის გარეშე რა. მიკვირს რატო აღმერთებთ ამ გოგოს ასე ძალიან, როცა მასში არაფერი განსაკუთრებული არ არის.
_თუ მასე თვლი, ჩემ მეგობარს აღარ დაუკავშირდე. შენს ძმაკაცს ჩვენ თვითონ ჩამოვიშორებთ. საქმეში მე ჩავერთე, შენ შეგიძლია თამაშიდან გახვიდე. იმედია, გასაგებად ვთქვი.-გამგმირავი მზერით დააჯილდოვა სლეშიმ დუჩე, სამხატვროსკენ შენობისკენ დაიძრა და დუდას დაუძახა:
_დუდა! ლექციები იწყება!
_ახლავე, სიხარულო!-გამოსძახა დუდამ და საუბარი განაგრძო.
_მალე-მეთქი!-საკმაოდ უხეშად დაიღრიალა სლეშიმ. სახეშეცვლილი დუდა ცივად გამოემშვიდობა კახის და "შეყვარებულისკენ" წავიდა.
_მგონი ზედმეტი მოგივიდა,-უთხრა დუდამ, როცა შენობაში შევიდნენ.-ბოლო განსაკუთრებით მკაცრად გამოგივიდა.
_ვიცი. მაგრამ როლში შევიჭერი... მე ასეთი შეყვარებული ვარ. საკუთრებას კბილებით ვიცავ.
_საკუთრებას? სლეშ, არავინ არავის არ ეკუთვნის, ეგ მეორედ აღარ თქვა.
_ჩემი შეყვარებული ხო იქნება? ჩემი. ხოდა ესეიგი ჩემი საკუთრება იქნება.
_ოოჰ, გამოუსწორებელი ხარ. დამელოდები? თუ წახვალ? აჯობებს წახვიდე, 2-მდე აქ უნდა ვიყო.
_შენ ლექციებზე ადი, მე ამათ ვუყურებ. თუ წავლიან, მეც წავალ, თუ არადა დაგელოდები.
_კაი. რო ლექცია რო დამთავრდება მოგწერ, გავიგებ აქ იქნები თუ არა. დროებით!-დუდა აუდიტორიაში შევიდა.



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-10-08, 1:47 AM | შეტყობინება # 52
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
09:20
_წამო რა, კიდე დიდხანს უნდა ვიდგეთ?-მეგობარს გახედა დუჩემ.
_მოიცა რა, რო მორჩება ლექციები დაველაპარაკები. სად გეჩქარება ასე ერთი?
_რას დაელაპარაკები შე ჩემა, ვერ ხედავ რო ის ელოდება?-შენობასთან სკვერის მერხზე ჩამომჯდარ ბიჭს გახედა დუჩემ.-წეღან რა გითხრა? ვინააო?
_ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ერთიაო რა. შენ რა გინდაო.
_აუუ, შეყვარებულად მინდიხარ და მაინტერესებს ვისთან რა დვიჟენიაში ხარ-თქო გეთქვა მერე!
_ვერ მოვასწარი. ვერ დაინახე როგორ დაუძახა იმან? იმენა დაუღრიალა.
_მერე ვერაფერი მოწვი ბიჭო? ეგ მაგის შეყვარებულია. სხვა ვინ გაბედავდა მაგისთვის დაეყვირა? რა ძერსკი გოგჩოა ვერ ხედავ?
_აუუ, ნუღა მიმატებ რა! ისედაც ავფეთქდები სადაცაა!-სიმწრით წამოიძახა კახიმ. დუჩეს შეეცოდა მეგობარი და წყნარი ხმით უთხრა:
_დაჯე რა, წავიდეთ, ტყვილა ველოდებით,-და პირველი თვითონ ჩაჯდა ვერცხლისფერ ჯიპში.



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-10-08, 1:47 AM | შეტყობინება # 53
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
17:25
დუდას ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა:
"საღამო მშვიდობისა! კახი ვარ."
"რა ხდება, კახი?"
"არაფერი. უბრალოდ მომენატრე."
"მაპატიე, მელოდებიან სხვა დროს მომწერე." -შეტყობინება გააგზავნა და ხატვა განაგრძო დუდამ. ის იყო ღიმილით გაიფიქრა ჩამოვიშორეო, რომ ტელეფონი ისევ აწკრიალდა.
"იცი რა? შენ მეგობარს მიხედე."-დუჩე იყო.
"რა გინდა სლეშისგან?"
"მე არაფერი, თვითონ ნუ მერჩის."
"რა გითხრა?"
"ჩემი მოტეხვა უნდა თამაშიდან."
"მერე რა? პირიქით უნდა გიხაროდეს, რომ სინდისი სუფთა გექნება, როცა შენი ძმაკაცი შემიძულებს. აღარ მცალია. კარგად."

დუჩემ ტელეფონი ბარის მაგიდაზე დააბრეხვა, კახი მარტო დატოვა და გოგონასკენ გაემართა, რომელიც ამდენი ხანია შორიდან უღიმოდა.



T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2011-10-08, 12:28 PM | შეტყობინება # 54

266
15  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, haaaah raa maagaarii iyoooo )) mokleed duchee gamousworebeli babnikiiiaa raa biggrin sleshii martlaa rolebshi sheichraa daa kide chems duchees nu enalglebaa biggrin mee is ar momewonaa kaxim ro mowera dudas momenatreo, ragaac cudad momxvda gulze biggrin auu magari tavii iyooo mokleeed happy


☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-10-11, 0:17 AM | შეტყობინება # 55
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
9 აპრილი. შაბათი. 20:20
დუდა თავის მეგობრებთან ერთად კაფე-ბარის კუპეში იმყოფებოდა.
_დუდა, როგორ მიდის საქმეები სამხატვროში?–ჰკითხა ლაშამ.
_კარგად და შენ და მაღლივი როგორ უძლებთ ერთმანეთს?
_ეჰ, რავიცი, ვეჭიდავები და ვნახოთ რა გამოვა.
_ჰააა, არ გაჯობოს, ბიჭო!–სწორედ ამ დროს ლაშას ტელეფონმა დარეკა.
_ჰო, გიუშ! სასტავი ისევ იქ ვართ რა, მაშინ რო იყავი, გახსოვს? ჰო, ჰო, მანდ. გამოხვალ? ჰოო...–უცებ დუდას გადახედა ლაშამ.–ეგეც აქაა. მალე გამო თორე ალბათ დავიშლებით._ლაშამ გათიშვის ღილაკს დააჭირა თითი და მეგობრებს მიუბრუნდა.–ეხლა გიოც მოვაა.
_ეგ რომელი? იმ დღეს რო გამაცანი?–ჰკითხა დუდამ.
_ჰო, ეგ.
_ძალიან კარგიი! კაი როჟა ჩანს...

შუა საქმეში გართული დუჩე პარტნიორს დასცქეროდა და მისი კვნესით ტკბებოდა. მალე ამ ხმას ტელეფონზე ამღერებული ამერიკელის ხმაც დაერთო. გოგო შეკრთა.
_დაიკიდე რა, რეკავს და გაჩუმდება,–ტუმბოზე მიგდებულ ტელეფონს გახედა დუჩემ, მაგრამ დაინახა თუ არა, რა სახელი ეწერა ნომერს გახევდა, საწოლიდან ადგა და მობილურს დასტაცა ხელი
_დუდა, შენ ხარ? მოხდა რამე? აუ, არაფერი არ ისმის! ალოო! აქ ხარ?? არ მესმის შენი ხმა! ფუ, ამის!–დუჩემ გათიშა და შეეცადა თვითონ გადაერეკა, მაგრამ პირველივე ზარზე თიშავდა ვიღაც.
_აუ, დაიკიდე რა! ვინაა ამისთანა?–ლოდინით თავმობეზრებული გოგონა აწუწუნდა.
_აუუ, ნუ მაწვები რა! მაცალე!–მისკენ არც გაუხედია ისე უპასუხა აგრესიული ტონით დუჩემ, თან დარეკვის მცდელობას არ წყვეტდა.
რამდენიმე მცდელობის შემდეგ მესიჯი მოვიდა:
"შარდენზე ვარ კაფე "..."–ში და მოდი."
_ეე...–გაკვირვებისგან აღმოხდა დუჩეს.
_რა ხდება?–საწოლზე წამოჯდა გოგონა.
_არაფერი, პროსტა გასასვლელი ვარ,–შარვლის ამოცმას შეუდგა დუჩე.
_მოოიცა, ეეე, სად მიდიხარ?
_ვერ გაიგე? გასასვლელი ვარ–მეთქი!
_მოიცა და...ვერ მოიცდის ეგ საქმე?–ზურგიდან მოეხვია გოგონა დუჩეს, რომელიც საწოლზე ჩამომჯდარიყო და უკვე ფეხსაცმელს იცვამდა.
_აუუ, ნუ მეკიდები შენი ჭირიმე რაა! რო დავბრუნდები აქ აღარ დამხვდე,–უთხრა, მაისური გადაიცვა და გაოგნებული გოგო ოთახში მარტო დატოვა. შემოსასვლელში გასაღები აიღო და კარი გაიჯახუნა. კიბე ელვის სისწრაფით ჩაირბინა, გარაჟში შევიდა და მეგობრის მოტოს მოაჯდა– ერთი დღით ჯიპში გაუცვალა, პუშკინას თბილისის ზღვაზე უნდოდა ასვლა ვიღაც ნაშასთან ერთად.
ჩაფხუტი მოირგო და ძრავა აამუშავა. 10 წუთში შარდენზე იყო და მითითებულ კაფეს ეძებდა.

დუდა და გიო ბარის დახლთან ისხდნენ, ლუდს სვავდნენ და საუბროდნენ. ლაშა, სლეში და ლელა იქვე ისხდნენ, გოგონები კი საპირფარეშოში გავიდნენ და უკვე აგვიანებდნენ.
_აი, ხან რო ვუკვირდებიი, ყველაფერი ძნელია რა! აი, პროსტა გახედე რამდენი ადამიანია მარტო აქ და ყველას თავისებური მიდგომა უნდა. აი, მაგალითად, შენ რო შემოგთავაზო მეგობრობა, შეიძლება ჩათვალო, რო გეპრანჭები და შენთან დაახლოების გზად მივიჩნევ მეგობრობას. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რო მართლა მეგობრობა მინდა და მეტი არაფერი. ვიღაცამ კიდე ეს შემოთავაზება შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს და ჩალიჩი დამიწყოს.
_ჩემი აზრით მთლად მასეც არაა!–სიტყვა ჩამოართვა დუდამ.–იცი რა, ადამიანს როგორც მიაწვდი სიტყვას, ისე გაიგებს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ. მე დავაკვირდები ადამიანს როგორ მთავაზობს მეგობრობას. თუ თვალებს მიჟუჟუნებს და ზედმეტად აქტიურად იქცევა, ეს ნიშნავს, რომ მეგობრობა სიტყვის მასალად გამოიყენა. საერთოდ, მეგობრობა შემოთავაზებით კი არა, ურთიერთობით მოდის. მე შეიძლება მეგობრობაზე დავთანხმდე ადამიანს, მაგრამ რეალობა სხვანაირი იყოს. ან შეიძლება...
_დუდა, გამარჯობა!–მათ მაგიდას დუჩე მიუახლოვდა.
_გამარჯობა...–გაკვირვებულმა შეხედა დუდამ, გიომ დუდას შეავლო მსგავსი მზერა.
_რამდენი გეძებე, ძლივს ვიპოვე ეს კაფე. რა ხდება?
_რატო მეძებდი? რა უნდა ხდებოდეს, მეგობრებთან ერთად ვერთობი.
_რო დამიმესიჯე მეგონა რაღაც მოხდა...აბა, რისთვის დამიბარე?
_მე დაგიბარე? –გაოგნდა დუდა. მერე თითქოს რაღაცას მიხვდაო ხელი შემართა და შუბლზე მიადო დუჩეს.–არაა, სიცხე ნამდვილად არ გაქვს.–დუჩე გააღიზიანა მისმა ქცევამ, თავის გაქნევით მოიშორა მისი ხელი და უთხრა:
_მეტისმეტი მოგივიდა, მეტიჩარა! –მკლავში ხელი წაავლო დუდას, მაღალფეხიანი სკამიდან წამოაგდო და გვერდზე გაიყვანა.–ვინ გგონია შენი თავი? თუ მე გგონივარ მოცლილი?
_შენ ვერ ხარ? ჯერ ეს ხელი გაწიე, სანამ ყბაში მიგიღია!–უხეშად უპასუხა დუდამ და მის მაჯაზე წავლებულ დუჩეს ხელს დააცქერდა სანამ დუჩემ არ შეხსნა მარწუხები.–ახლა რაც შეეხება შენს სიტყვებს. რა თქვიი? მე დაგიმესიჯეე?
_მასეთ როჟას ნუ კერავ, თორე დავიჯერებ, რო არაფერ შუაში ხარ!
_მოკეტე და ტელეფონი მაჩვენე,–დუჩემ უსიტყვოდ გაუწოდა ტელეფონი. დუდამ შემოსული შეტყობინებები მოძებნა და ბოლო მესიჯს თვალი გადაავლო. მანამდე შთაბეჭდილება მის ნომერზე დაწერილმა სახელმა მოახდინა "დუდა (კახის ნაშა)", მერე მესიჯს გადახედა და შეამოწმა ნამდვილად მისი ნომრიდან იყო თუ არა.
_შანსი არაა! აუუ, დავხოცავ იმათ!–თავისი მეგობრებისკენ გაიქნია თავი დუდამ, ტელეფონი პატრონს გადაუგდო და თვითონ მაგიდისკენ გაემართა. დუჩეც მის კვალს მიყვა.
_რომელმა აგზავნეთ მესიჯები ჩემი ტელეფონიდან?–მკაცრად დაიძახა ყველას გასაგონად. მისი მეგობრები გაისუსნენ და ერთმანეთს გადახედეს.
_ჩვენ გავაგზავნეთ, რა მოხდა მერე?!–სიცილი აუტყდათ გვანცას, ანას და თეონას, რომლებიც ამასობაში შეუმჩნევლად დაბრუნებულიყვნენ საპირფარეშოდან. დუდამ დუჩეს გახედა და უთხრა:
_კაია რო ყველაფერი გაირკვა. რატომ და რისთვის მაგას მერე გავიგებ!–მეგობრების გასაგონად დაამატა მან.
დუჩე არავის დამშვიდობებია, თავის ჩაფხუტს დაავლო ხელი და კაფედან გავიდა. ცოტა ხანში მოტოციკლის ძრავის ბღუილის ხმაც გაისმა.
_ხომ გითხარი!-გამარჯვებულის ღიმილით უთხრა სლეშიმ დუდას.
_ეს რა იყო?-გიოც მათ მაგიდას მიუახლოვდა.-ვინ იყო ის ტიპი?
_არავინ, დაივიწყე. უბრალოდ რაღაც შევამოწმეთ,-თვალი ჩაუკრა ხასიათზე მოსულმა დუდამ. გოგონები თავისთვის ხითხითებდნენ.
_რა გამოვტოვე?-მათი შემხედვარე საპირფარეშოდან დაბრუნებული ლაშა გაკვირვებული აკვირდებოდა ყველას სახეზე.



☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-10-11, 0:18 AM | შეტყობინება # 56
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
11 აპრილი. ორშაბათი. 10:39
_ჰო, კახი!-ნამძინარევი დუჩე ტელეფონს დასწვდა. კახი ისევ აღვიძებდა მას.
_რამდენ ხანში გამომივლი?
_რა ხდება?
_დუდას უნდა გავუარო სამხატვროში.
_აუუ, აღარ უნდა შეეშვა მაგ გოგოს?
_გამიყვან თუ არა?
_10 წუთში მანდ ვარ...-დუჩემ გათიშა და ბალიშში ჩაემხო.

დუდასაც არანაკლებ ტკბილად ეძინა, როცა ტელეფონის ზარმა გაიჟღრიალა ჰაერში.
_გისმენთ!-შეშინებული დუდა საწოლზე წამოჯდა.
_გოგო, სად ხარ?
_სახლში. მძინავს.
_აბა, საათს შეხედე!
_ფუ, ამის დედაც!
_რაო, შენ და გიომ გუშინ გვიანობამდე იჭუკჭუკეთ?-ეშმაკური ხმით ჰკითხა ლელამ.
_ო, კაი რა. რა დროს ესაა? ჩემზე რამე თქვეს?
_არაფერი. უბრალოდ გაუკვირდათ. მითხარი რა, რას გეუბნება გიორგი რუხაძე? რა ფილმს უყურეთ? გვიანობამდე იყავით? თქვი რა რამე!
_ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა... გამაოცა...რა გითხრა. ბევრი ვილაპარაკეთ... ლუდი დავლიეთ და ბოლოს სახლში მომაცილა...
_მშვენიერია! უეჭველია შენი სახლით პირდაპირ აღფრთოვანდა.
_არა, დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატია და სწორედ ეს მომეწონა. ბიჭების ამბავი ხო იცი, უყვართ მდიდრული სახლები, მანქანები... არ მინდა ვინმეს ამის გამო ჰქონდეს ჩემთან ურთიერთობა...-ხმა დაუსევდიანდა დუდას.
_დამიჯერე, ვისაც უყვარხარ უფულოდაც ეყვარები. მაგალითად, მე!
_მეც მიყვარხარ, ლელ! აუ,-გემრიელად დაამთქნარა დუდამ.-გუშინ მართლა კაი იყო...
_მოგხიბლა, არა? არა, გარეგნულად მართლა კარგი ტიპია. აუ, წავედი. ლექცია იწყება.
_კაი, წადი. მერე შეგეხმიანები. დროებით.
_დროებით!-დუდამ ტელეფონი გათიშა, საბანში ჩაძვრა და ძილი გააგრძელა.

_აუ, ტო, სად ხარ ამდენ ხანს?
_აუ, ჩამეძინა, ბიჭო!
_კიდე წევხარ, შე ჩემაა?
_ვდგები, უკვე, ბრატ. ვდგები. აი, წყალსაც არ გადავივლებ, ეგრევე წამოვალ.
_აუუ, შენ ვინ ხარ რააა! მალე ქენი!-კახიმ გაუთიშა. დუჩე წამოხტა, ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
სამხატვროსთან მისვლამდე კახი მთელი გზა ებუზღუნებოდა დუჩეს დაგვიანების გამო. შენობას რომ მიუახლოვდნენ აღშფოთებით წამოიძახა:
_ჯანდაბა! უკვე წასულა! მანქანა არ აყენია.
_იქნებ თავისი მანქანით არ მოსულა და ვინმემ მოიყვანა?
_წავალ, გოგოებს ვკითხავ.-დუჩემ მხრები აიჩეჩა და უთხრა მე მანქანაში დაგელოდებიო. კახი რომ წავიდა, ტელეფონი ამოიღო და დუდას დაუმესიჯა:
"სად ხარ? კახიმ ისევ სამხატვროსთან მომათრია."
პასუხის ლოდინში ტელეფონს ხელში ათამაშებდა და წამდაუწუმ ეკრანს ამოწმებდა, მაგრამ ამაოდ. ამასობაში კახიც დაბრუნდა.
_რაო?
_იქ რო დგანან იმათთან მივედი,-მათთან ახლოს მდგომ გოგოებზე მიუთითა კახიმ.-ჩვენ კურსზე არ არი მასეთი არავინო მითხრეს, მერე იმათთან მივედი,-შესასვლელთან მდგომებს გადახედა მან.-იმ მოკლეთმიანმა მითხრა დღეს ვერ მოვიდა. ვინ ხარ და რა გესაქმება მასთანო. მე ვუთხარი გადაეცი რო კახი იყო მოსული-თქო.
_აუ, შენ ვერ ხარ!-აღმოხდა დუჩეს მოურიდებელი სიბრაზით, თან მანქანას ქოქავდა.
_რატო?-გაკვირვებულმა გახედა კახიმ.-რახან იმ ბიჭთან დავინახეთ და მაინც მოვაკითხე?
_პირველ რიგში მაგიტომ, მაგრამ ახლა სხვა რამეზე გეუბნები. ამის დედა ვატირე, არ შეგიძლია მიწერო ხოლმე მოსვლას ვაპირებო?!
_მივწერე, მარა არ მიპასუხა, შე ჩემა. მართლა დებილი ხო არ გგონივარ?!
_აუუ, გაარკვიე რა მაგ გოგოსთან და თუ კიდე მოგსვა მაშინდელივით არ მევასები და შემეშვიო, ჩემდათავად შენი დამხმარებლის დედაც რა... როდემდე უნდა სდიო? ამის დედაც...–ნერვებს აყვა დუჩე. კახი გაკვირვებული უყურებდა, არაბუნებრივად მოეჩვენა მისი გაცხარება.
_რა გჭირს, ტოო?
_ნერვები მეთხრება შენ ქცევებზე უკვე.
_შენთან რა ხდება? ვეღარავის კერავ და მაგიტო ითხრები ნერვებზე, ხო?–დასცინა კახიმ. დუჩეს გაეღიმა და მეგობარს გადახედა:
_მე ვერ ვკერავ? ყოველღამე სხვადასხვა ნაშები ამყავს და თითოეული ცალ–ცალკე და ყველა ერთად მსაყვედურობს რა არეული ბაითი გაქო.
_დაალაგებინე მერე თუ ძაან უნდათ.
_მაიცა რა, ეხლა მაგას ელოდე როდის დაალაგებენ. მე ვიჯდე და ვუყურო ჩემ დასანახად განზრახ როგორ იბზიკება?!–ორივეს გაეცინა.–საღამოს გამოგივლი და მაგარი ნაშები ავყაროოთ, მოსულაა?
_აუ, კაი რა, ხო იცი არაა...
_აუ, შენ ვინ ხარ ტოოო... აღარ ეწერები ჩემ მეგობრებში თუ რა პონტია ეე?
_სანამ დუდასთან არ გავარკვევ არ შემიძლია ეგეთები და შენ კიდე ნუ მიხურებ რაა! ვაფშეტა ატყობ ამ ბოლოს ტვინის ნაცვლად ერთი ადგილით რო აზროვნეებ? ნაშებში ძრომიალის მეტი საქმე არ გააქ?
_აუ, ეხლა შენც დედაჩემივით არ დაიწყო რაა! მეტი რა საქმე უნდა მქონდეს ახალგაზრდა კაცს? ის ხალხი ჯერ–ჯერობით აგზავნის ფულს, შვილო დახარჯე, არაფერი მოიკლოო და მეც სანამ მაქ ვგულაობ. რო აღარ მექნება მერე ვიჩალიჩებ მუშაობაზე. რა გინდა, ტო, რას მიფუჭებ რა განწყობას?
_კაი ხო, დაიკიდე. შეუხვიე ჩემკენ და დააწექი შენ ნაშებში.
_თუ რამეს გაარკვევ მეც გამაგებინე.
_კაი,– კახი გადავიდა, კარები მოხურა და სადარბაზოში შევიდა.
_ამ ჩემისას რაღა ეტაკა?–ტელეფონს დაავლო ხელი დუჩემ და ის იყო დუდასთან უნდა დაერეკა, რომ გადაიფიქრა და ტელეფონი გვერდითა სავარძელზე მიაგდო.



T-MOMSENთარიღი: სამშაბათი, 2011-10-11, 3:12 PM | შეტყობინება # 57

266
15  +
30  ±
   ±
Offline
raa maagaarii gtavii iyoo happy mee veer gavigee dudaam duchees roo misweraa eeg specialuraad gaaketa? daa duchee ro mividaa yvelaferi dadgmuli iyooo tuu raa? ))


☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-10-11, 9:16 PM | შეტყობინება # 58
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
T-MOMSEN,
Quote (T-MOMSEN)
mee veer gavigee dudaam duchees roo misweraa eeg specialuraad gaaketa? daa duchee ro mividaa yvelaferi dadgmuli iyooo tuu raa? ))

დუდამ და ლექსომ გადაწყვიტეს, რო დუჩე გამოეცადათ. დაუმესიჯეს და დაიბარეს და შემდეგ გაითამაშა დუდამ, ვითომ თვითონ არაფერ შუაში არ იყო და გოგოებმა იმაიმუნეს მისი ტელეფონით biggrin დააბოლეს დუჩე და ისიც თავქუდმოგლეჯილი გავარდა biggrin



T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2011-10-13, 10:52 PM | შეტყობინება # 59

266
15  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, aaa exlaa gavigeeee yvelaferiiii biggrin dzaan maagariii tavii iyoooo )) fikiiii xooo saertooood biggrin happy miyvaars es fiki happy


Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2011-10-20, 8:08 PM | შეტყობინება # 60
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
mec magrad momeowna es Tavi biggrin biggrin biggrin male daideba momdevno?

ძებნა: