დამთხვეულები
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-09-16, 7:23 PM | შეტყობინება # 34 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 2011 წლის 31 მარტი. თბილისი. 18:37 _წამო რა! რა პონტია! იმ გოგოს გამო რამდენ ხანს უნდა იყო ჩაკეტილი? _აუ შემეშვი რა. მეძინება. _რა გეძინება, ბიჭო, ვერ ხარ? ნახე, რომელი საათია! _სუ არ მკიდია რომელი საათია?! _ეგ მეც მკიდია, ბაზარი არაა, მარა არ მინდა რა ჩემი ძმა ასეთ დღეში იყოს რა. არ გამიტეხო ძმურად რა. ადე და სადმე წავიდეთ. _მაინც სად? _სადმე. სადაც შენ გინდა! თუ გინდა მამენტ შეგვიძლია პივები ავიტანოოთ და სადმე კრიშაზე მოვსხდეეთ. რას იტყვი? _მარტო მე და შენ? _ნაშებიც ავიყვანოთ! _ნაშები არა ისა... ძილინებისა!-ისევ ბალიშზე დაემხო კახი. _კაი ხო, არ გვინდა ნაშები. მარტო მე და შენ. ადე, ადე! _მეზარება! _ადეეეეეეე!
წავიდნენ. მაღაზიაში გაიარეს, ლუდი და მისაყოლებლები აიღეს და ქალაქში დაიწყეს ბოდიალი. ბოლოს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი შეარჩიეს, სადაც ადრეც იყვნენ ნამყოფები და სახლის სახურავზე ავიდნენ. უამრავსადარბაზოიანი კორპუსი იყო და სახურავს საკმაო ფართობი ჰქონდა. დუჩე ყველანაირად ცდილობდა ხასიათზე მოეყვანა მეგობარი, თავის ამბებს უყვებოდა, ხუმრობდა, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი, რაზეც კახი ფიქრობდა იყო ის, რომ რაც შეიძლებოდა მეტი ლუდი დაელია, რომ ცოტა შემთვრალიყო. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ სასმელი მალე გაუთავდათ. _ჩავალ, ამოვიტან,-ფეხზე ადგა დუჩე, მაგრამ წამში გადაიფიქრა მარტო წასვლა. კორპუსი საკმაოდ ბევრსართულიანი იყო, მისი მეგობარი კი მეტისმეტად დეპრესიული. ამიტომ მეგობარს უთხრა.-წამო, ორივე ჩავიდეთ. კახი მიუხვდა, რატომ გადაიფიქრა დუჩემ მარტო წასვლა, გაეცინა და უთხრა: _დარჩი, მარტო წავალ. _კაი, ოღონდ ძაან ბევრს ნუ ამოიტან. სახურავზე ვართ მაინც,-მიაძახა მიმავალს დუჩემ და თვითონ კიდეზე ჩამოჯდა- ხედით ტკბებოდა. ნიავიც ამოვარდა და სასმელით შეხურებული სახე გაუგრილა. კიდევ ერთი წამობერვაც და ყვირილის ხმა მოესმა: _ფუ ამის!-და მისი მიმართულებით მფრინავი თეთრი ლაქა დაინახა.-დაიჭირე რა!-დაუძახა იმავე სახურავზე, მაგრამ იმდენად მოშორებით მდგარმა გოგონამ, რომ დუჩეს მანამდე არც შეუმჩნევია მისი იქ ყოფნა. რამდენიმე წამში დუჩეს უკვე ხელში ეჭირა თეთრი "ლაქა", რომელიც მოლბერტზე დასადები დიდი ქაღალდი აღმოჩნდა. მალე გოგონაც მიუახლოვდა. _შენ?! _შენ?!-შესძახა ორივემ ერთდროულად. _მადლობა... რო დაიჭირე...-თქვა ბოლოს დუდამ და ხელი გაუწოდა ფურცლის გამოსართმევად. _არაფრის,-უპასუხა დუჩემ. გოგონა თავისი მოლბერტისკენ წავიდა, დუჩეც თავის ადგილს დაუბრუნდა. _მისმინე, ისიც აქაა?-დაუძახა შორიდან დუდამ, როცა ფურცელს მოლბერტზე ამაგრებდა. _ჰო. პივის მოსატანად წავიდა!-უპასუხა დუჩემ. _ჰო... მაშინ აჯობებს გავეცალო აქაურობას...-დუდამ ნივთების ჩალაგება დაიწყო, მაგრამ უზარმაზარი მოლბერტი ვერა და ვერ დაკეტა. დუჩე კარგა ხანს უთვალთვალებდა ჩუმ-ჩუმად, თავისთვის ხითხითებდა და განზრახ არ მიდიოდა მისახმარებლად. დუდაც არ აპირებდა მის საშველად მოხმობას. ბოლოს დუჩე წამოდგა და მისკენ წავიდა. _დახმარება ხომ არ გინდა? _არა, გმადლობთ,-უპასუხა ცივად. _კარგი,-უპასუხა დუჩემ და მობრუნდა. სწორედ ამ დროს, დუდა კიდევ ერთხელ დაეჯაჯგურა საკეტს, აყირავდა და მოლბერტიც ზემოდან დაეცა. ხმაურზე დუჩე მობრუნდა და გაშხლართული გოგოს დანახვაზე სიცილი აუტყდა, მაგრამ მალევე შეიკავა თავი და ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად. დარცხვენილი დუდა წამოდგა, ჩანთა გადაიკიდა, მოლბერტიც ხელში აიღო და შეეცადა დაბლა ჩაეტანა. _ჩადი და ჩამოგაწოდებ,-შესთავაზა დუჩემ და მოლბერტი გამოართვა. დუდა ჩავიდა და ბიჭმაც დანაპირები შეასრულა, მაგრამ რომ დაინახა როგორ გაჭირვებით ჩაათრევდა დუდა კიბეზე მოლბერტს, თვითონაც ჩავიდა სადარბაზოში. _ჩაგატანინებ,-უთხრა და მოლბერტის გამორთმევა დაუპირა. _მარტომ ამოვიტანე და მარტო ჩავიტან,-იყო პასუხი. _ზრდილობის ამბავია, არ გეგონოს გულზე დიდად მეხატები. კახის ამბები არ დამვიწყებია,-დუდამ ერთი ცერად გახედა, მერე მოლბერტი მიაჩეჩა და უთხრა: _კარგი, ოღონდ დროზე. მეჩქარება,-და კიბეზე დაეშვა. გარეთ რომ გამოვიდა თავსხმა წვიმა დახვდა. სასწრაფად გააღო საბარგული და სადარბაზოდან გამოსულ დუჩეს ანიშნა აქ ჩადეო. შემდეგ საბარგული დახურა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში. დუჩემ მიმოიხედა, მაგრამ თავისი მანქანა ვერსად შენიშნაა, ამიტომ ადგა და დუდას გვერდით მიუჯდა. _ეე, ეე. სად ჯდები?-გაკვირვებულმა მოხედა დუდამ. _ჩემი მანქანა კახის წაუყვანია. შენ უნდა გამიყვანო. _სად უნდა გაგიყვანო, ვერ ხარ? _სად და სახლში! აბა ამ თავსხმაში ქუჩაში ხო არ დამტოვებ? მითუმეტეს მას, შემდეგ, რაც მოლბერტის ჩამოტანაში დაგეხმარე. _კარგი ხო, დაჯექი, მისამართი მითხარი და შენი ხმა აღარ გავიგო. თავი ამატკიე უკვე. _მოსულა...-დუჩემ ღიმილით უკარნახა მისამართი და მთელი გზა მართლა აღარ ამოუღია ხმა. მანქანაში ჯაზის მსუბუქი, მომაჯადოებელი მელოდია იღვრებოდა. მითითებულ მისამართზე რომ მივიდნენ, დუჩემ მანქანის კარი გააღო, პირი კი დააღო მადლობის სათქმელად, მაგრამ დუდამ დაასწრო: _არაფრის! ახლა ბარი-ბარში ვართ. კარგად იყავი!-უთხრა და შემდეგ სანამ გადავიდოდა ჯიუტად წინ დაიწყო ყურება, თითქოს რაღაც საინტერესო დაინახაო. დუჩე გადავიდა თუ არა, კარის მიხურვა ძლივს მოასწრო, რომ გოგომ მანქანა მოატრიალა და ეზოდან გავიდა.
| |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-09-26, 5:09 PM | შეტყობინება # 37 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 2011 წლის 4 აპრილი. თბილისი. 15:46 _გისმენთ!-მუსიკას ჩაუწია დუდამ. _გამარჯობა, დუდა. მე კახის მეგობარი ვარ. _რა გნებავს კახის მეგობარო?-დუდამ ფუნჯი გადადო და დაცვარულ შუბლზე მოისვა ხელის ზურგი. _აუჰ... გადავიფიქრე... არ უნდა დამერეკა...-სადაც იყო გათიშვის ღილაკს დააჭერდა ბიჭი. _თქვიი... ხვეწნას არ ვაპირებ. _რაღაც საქმე მაქვს. _გისმენ. _არა, პირისპირ უნდა გელაპარაკო. ოღონდ არ გეგონოს, კახის დავალებით ვრეკავ. მინდა რაღაცაში დამეხმარო. _მისმინე, ახლა კახისთვის და მისი მეგობრებისთვის არ მცალია... დარწმუნებული ვარ რაღაცას მიწყობთ. ხოდა, სხვები გაასულელეთ. _აუუუ, შენ ვინა ხარ, ტოო! არაფერს არ გიწყობთ! ძაან დიდი წარმოდგენა გაქ შენ თავზე რა! რა გგონია უნდა გამოგიტყუო და მოგიტაცო? დღეში 9-ს ვკერავ შენნაირს. არ მევასები და არც ჩემ ძმაკაცს შევუწყობ ხელს შენ ამბავში. უფრო პირიქით! და სწორედ ამაში მჭირდებოდა შენი დახმარება მარა შენ ისე მეიაზვები რო... _ჯერ ერთი... ჩემნაირი სხვა არავინაა და ცოტა პატივისცემით მელაპარაკე, იასნა? და მეორეც... სად გამოვიდე? ქალაქის გარეუბანში შეხვდნენ. დუჩეს ნახევარსაათიანი ლოდინი მოუწია. ბოლოს, როგორც იქნა, დუდაც მოვიდა და მანქანა ჯიპთან ახლოს დააყენა. _პირდაპირ საქმეზე გადადი!-უთხრა, სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა და კაპოტზე მოკალათდებოდა. დუჩე თავის მანქანას მიყრდნობოდა ზურგით და გულ-ხელი დაეკრიფა. _კარგი. თუ ერთ საქმეში დამეხმარებიი, ჩათვალე, რო სასამართლო არ შედგება... _სასამართლო ისედაც არ შედგება. _ძალიანაც კარგად შედგება. _არ შედგება! _ნუ მეჭიდავები, ძალიან გთხოვ. მოკლედ, არ გიჩივლებ და არც მანქანის ბამპერის შეკეთებას გთხოვ, თუ... _ამოღერღე, რა გინდა?–ვეღარ მოითმინა დუდამ. _მოკლედ გეტყვი: კაროჩე, კახი ვერ გივიწყებს რა... რა ნახა ასეთი შენში გონზე არა ვარ. მარა ერთი ვიცი, რო თუ არ ჩავერიეე, ეგეთი დაშტერებული დარჩება. _და მე რაში უნდა დაგეხმარო? _გეგმა ასეთია: შენ უნდა დაურეკო, შეხვდე... _რაო რაო რაოო? ვერ ხარ? _დამამთავრებინე ჯერ! შეხვდე, მაგრამ შენი ყველაზე უარყოფითი მხარეები დაანახო... ცუდი მანერები, თავხედური ქცევები... რამე ისეთი, რაც მას არ მოეწონება და შენდამი სიმპათიებს გაუქრობს. ხო აზზე ხარ რა. _აუუ... ახლა მაგაზე მაჩალიჩე კიდე... _ადამიანური ამბავია რა. რატო უნდა დაღუპო ბიჭი, როცა შეგიძლია უბრალოდ გადააყვარო თავი... _მე წარმოდგენა არ მაქ ეგ როგორ უნდა ვქნა. შენ თუ მეტყვი, ბაზარი არაა. _ანუ თანახმა ხარ? _ჰო რა... ისეთ პონტში... _ჩაიწერე კახის ნომერია...
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-09-26, 5:09 PM | შეტყობინება # 38 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 2011 წლის 5 აპრილი. თბილისი. 16:42 _მიდი, დარეკე...-ვეღარ ითმენდა დუჩე. საგანგებოდ ამ ზარისთვის შეხვდნენ ისინი. _ვრეკავ, ჰო, ვრეკავ. დამაცადე... გავიდა...-თქვა და ორ წამში წამოიძახა.-კახი! გამარჯობა! მიცანი?...ჰო, მე ვარ. ხომ არ გაცდენ?... როგორ ხარ?... მეც კარგად, გმადლობ. მისმინე... ამ საღამოს რა გეგმები გაქვს?...ძალიან კარგი... შეგიძლია თავისუფლებაზე გამოხვიდე?... რაღაც საქმე მაქ და... რომელზე?-დუდამ დუჩეს გახედა. _8-ზე უთხარი,-ანიშნა ტუჩებით. _8-ზე შეგიძლია?... ჰოდა ძალიან კარგი! აბა, შეხვედრამდე!... დროებით!-დუდამ გათიშა და შვებით ამოისუნთქა. _რაო, გამოვალო?-ჩაეკითხა დუჩე. _ჰო, აბა, რას იტყოდა?! აუ, არც კი მესმის როგორ დაგთანხმდი! _მორჩი წუწუნს, წადი და გამოიპრანჭე. _რაა? _რა რაა, აბა, ასე აპირებ პაემანზე წასვლას? _რას მიწუნებ ნეტავ?-ჯინსებზე დაიხედა დუდამ. _ცოტა კლასიკურად ჩაიცვი რა... საღამოს კაბა, რამე... _საღამოს კაბა არა ის... მომინდომა აქ...-დუდამ მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა.-იცოდე, 5 წუთითაც რო დააგვიანო, ავდგები და წამოვალ! _არა, როგორც შევთანმხდით, თქვენი შეხვედრიდან 15 წუთში იქ ვარ... -ამ დროს დუჩეს ტელეფონი აწკრიალდა.-კახია! ალბათ უნდა მახაროს, რომ დაურეკე და შეხვედრა სთხოვე. _კაი, მე წავედი,-თქვა დუდამ, დუჩემ თავი დაუქნია და ტელეფონზე პასუხის ღილაკს დააჭირა თითი.
ზუსტად 8 საათზე დუდა უკვე ადგილზე იყო, მაგრამ მისვლა, რა თქმა უნდა, კახიმ დაასწრო. _საღამო მშვიდობისა!-მიესალმა დუდა და აპირებდა ამით შემოფარგლულიყო, მაგრამ კახი მისკენ საკოცნელად გადმოიხარა და დუდაც იძულებული გახდა ლოყა მიეშვირა და მის ლოყაზე ტუჩები შეეხო. _საღამო მშვიდობისა! ძალიან გამეხარდა რომ დამირეკე. და ეხლა ინტერესი მკლავს რა საქმე შეიძლება გქონდეს ჩემთან... რაღაც შიშებიც მაქვს... _რა შიშები?-გულწრფელად გაუკვირდა დუდას. _მოდი ჯერ სადმე დავსხდეთ, რას იტყვი? _კარგი, აქვე პატარა კაფეა. წამო,-დუდამ მიწისქვეშა გადასასვლელთან არსებულ კაფესკენ წაიყვანა კახი. ყავა და ნამცხვარი აიღეს და დასხდნენ. _ძალიანაც არ მეჩქარება დროზე გაარკვიო ამბები იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც ჩემთან გაქვს და წახვიდე, მაგრამ ვერ ვითმენ, ასე, რომ... დაიწყე...-თქვა კახიმ და ყავა მოსვა. _ამმ... ჯერ ვისაუბროთ... საჩქარო რაა... შენ რა შიშები გაქვს?-დუდამ ვერაფერი მოიფიქრა. რა "საქმეზე" დაურეკა ამაზე არ მოლაპარაკებულან ის და დუჩე. _შიშები... მოკლედ, რატომღაც ვიფიქრე, რომ ჩემი მეგობარი მოგეწონა და გინდოდა მისი ნომერი გეთხოვა... ან რამე ამდაგვარი... ხო ხვდები?-კახი პასუხის მოლოდინში გაირინდა. _რაა?-აღშფოთდა დუდა.-ჩემზე მასეთი წარმოდგენა გაქვს? _არა, არა... უბრალოდ... ყოველ შემთხვევაში პირველი არ იქნებოდი, ვინც ამის გამო მთხოვა შეხვედრა...-დაიბნა კახი. _ჰმ... ესეიგი მეგობრის ჩრდილქვეშ ხარ, კახი?-ირონია ვერ დამალა დუდამ.-მე შეგხვდებოდი იმისთვის, რომ შენ მეგობარს დავკავშირებოდი? იმ პატივმოყვარე, თავხედ, თვითკმაყოფილ იდიოტს?არა, გმადლობთ...-აქ ვიღაცამ ჩაახველა. დუდამ ახლაღა შენიშნა, რომ მათ მაგიდას დუჩე წამოსდგომოდა. დუდას ენა ჩაუვარდა, ვეღარ გაითვალისწინა, რომ დუჩე მალე მოვიდოდა და არ ღირდა მოკავშირეს ყველაფერი სცოდნოდა, რასაც დუდა მასზე ფიქრობდა. _დუჩე, აქ რას აკეთებ?-გაუკვირდა კახის. _გოგოს ველოდები...-მაშინვე უპასუხა დუჩემ ისე, რომ დუდასთვის არ მოუშორებია მზერა, ეს უკანასკნელი კი ხელსახოცს აწვალებდა დარცხვენილი.-მომეჩვენა თუ ვიღაც პატივმოყვარე, თავხედ, თვითკმაყოფილ იდიოტზე ლაპარაკობდით?-დუდამ თვალი თვალში გაუყარა და უპასუხა: _არ მოგჩვენებიათ, ნამდვილად ვლაპარაკობდით. ახლა თქვენ ხომ არ გეჩვენებათ, რომ დროა მარტო დაგვტოვოთ? _თუ შეიძლება დავრჩები, რას იტყვი?-მიუბრუნდა დუჩე კახის და სანამ პასუხს მიიღებდა სკამი გამოწია და დაჯდა. _ჰმ, თავხედი!-წაიბურტყუნა დუდამ, მაგრამ დანარჩენებმაც გაიგონეს. დუჩე ანცობის ხასიათზე დადგა, ფეხზე წამოხტა და დუდას უთხრა: _არა, თუ გინდა წავალ...-დუდამ თვალები მოწკურა სიბრაზისგან და კბილებში გამოსცრა: _არა, დარჩი... სულაც არ გვიშლი ხელს. _რა ხდება გამაგებინეთ?-წამოიძახა უცებ კახიმ. ორივე მას მიაჩერდა.-მეჩვენება თუ ძალიან გაშინაურდით? _ამმ...გეჩვენება...-მაშინვე უპასუხა დუჩემ. _გავშინაურდი? ვისთან? ამ თავხედთან? არა,-თქვა დუდამ. დუჩე ადგილს დაუბრუნდა. _მე ხელს არ შეგიშლით, ცოტა ხანს ვიჯდები და ჩემი გოგო მოვა თუ არა, გადავალ,-თქვა მან. კახიმ უკვე შეცვლილი ხმით თქვა: _დუდა, რა საქმე გქონდა ჩემთან? _საქმე?-ცივმა ოფლმა დაასხა დუდას.-რა საქმე და...-სწორედ ამ დროს იგრძნო მარცხნიდან როგორ დაადგა ფეხი ფეხზე ვიღაცამ, თუმცა დუჩე თვალმოუშორებლად იყურებოდა კარისკენ. ჰმ, თურმე რა კარგად გამოსდის თამაში. დუდა მიხვდა მინიშნებას. ჩანგლით ჩამოთალა ნამცხვრის საკმაოდ დიდი ნაჭერი და პირისკენ გააქანა. კრემის ნახევარი გულისპირზე დაეცა, მეორე ნახევრით პირი მოეთხუპნა. შემდეგ ჩანგალი ადგილზე დააბრუნა, ვითომც არაფერი არ შეუმჩნევია. კახი გაშტერებული უყურებდა. დუჩეს ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა. _ამმ... იცი, დაისვარე...-გაუბედავად თქვა კახიმ. _სად?-ვითომ გაკვირვებულმა მიაფეთა თვალები დუდამ. _აი, აქ...-ხელსახოცი გამოიშვირა კახიმ, მაგრამ სანამ მის გულისპირს შეეხებოდა, დუდა გაიწია და თვითონ მოიწმინდა თავისი ხელსახოცით. -კიდევ, აი, აქ...-თქვა კახიმ და სანამ დუდა რამეს იზავდა, ტუჩებზე გადაუსვა ცერა თითი. _ამმ... გმადლობ... მეთვითონ...-დუდამ დუჩეს გადახედა, რომელმაც ამჯერადაც არ მიაქცია ყურადღება. ამიტომ დუდამ შემდეგ ხერხს მიმართა, გაითამაშა ვითომ დააცემინა, თავის შეუბრუნებლად, ცხვირ-პირზე ხელაუფარებლად შეაფრქვია კახის სახეში დორბლები. წამით სიჩუმემ დაისადგურა, დუჩე უკვე ვეღარ იკავებდა სიცილს და კახის რეაქციას აკვირდებოდა. კახიმ სიცილით მოიწმინდა სახე ხელსახოცით და დუდას უთხრა: _ჯანმრთელობა!-თან იცინოდა. დუდას სადაც იყო ნირი წაუხდებოდა, რა უბედურება იყო, ამ ბიჭზე არანაირი სიფეთხუმე არ ჭრიდა? შემდეგ ბოლო ხერხს მიმართა: ცხვირზე შავი სვიტერის სახელო გაისვა. კახის სახეზე ზიზღი გამოესახა. დუდამ და დუჩემ შვებით ამოისუნთქეს. გაჭრა! მათმა ჩანაფიქრმა გაჭრა! _მაპატიე, რაღაც საქმეზე ვარ გასავლელი... მოგვიანებით დაგირეკავ, კარგი?-წამოდგა და კაფედან გამწვანებული გავარდა. კარი მიიხურა თუ არა, დუჩეს სიცილი წასკდა. ნაკლებ დღეში არც დუდა იყო.
| |
|
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-09-30, 11:18 PM | შეტყობინება # 44 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 2011 წლის 7 აპრილი. ხუთშაბათი. თბილისი. 13:15 დუჩეს ჯერ კიდევ ტკბილად ეძინა მორიგი ბობოქარი ღამის შემდეგ, როცა მისი ტელეფონი აწკრიალდა. _გისმენთ,–თვალის გაუხელლად აიღო ტუმბოდან ტელეფონი და უპასუხა. _შენ კიდე გძინავს, ბიჭო?–კახი იყო. _უკვე აღარ,–საწოლზე წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა დუჩემ. _ხოდა მაშინ ადექი და გამოგივლი, მოსულა? _ბაზარი არაა, მარა რა ხდება? თუ ისე პროსტა? _არა, სამხატვროში უნდა გამიყვანო. _საად?–ნამძინარევი თვალები დააჭყიტა ბიჭმა. _სამხატვროში. დუდა მინდა ვნახო. _...და აუხსნა, რომ ცდებოდი, როცა ფიქრობდი რომ გიყვარდა, არა?–იმედიანად ჩაეკითხა. _რა სისულელეა!–გაეცინა კახის.–უბრალოდ მომენატრა. ო_ო. _ბიჭო, იმ დღეს შენ არ იყავი პაემანზე მოსული გოგო რო შემატოვე და გავარდი? _შენ ადექი, მოწესრიგდი და რო გამოგივლი ყველაფერს მოგიყვები. _კაი, ჰო,–უთხრა დუჩემ და გათიშა. _ვაიმეეე! აი, ეხლა კი დამერხააა!–თქვა და დუდას ნომერი აკრიფა. _რა გინდა?–ყოელგვარი შესავლის გარეშე ჰკითხა გოგომ. _მადლობა, მეც კარგად ვარ,–ირონიისგან თავი ვერ შეიკავა დუჩემ. _მისმინე, არ მცალია, ლექციაზე ვარ, დროზე თქვი რა გინდა,–სერიოზული ხმა ჰქონდა დუდას. _კარგია, რო ზიხარ. ცუდი ამბავი მაქვს: კახი აპირებს სამხატვროში მოგაკითხოს და მეც მომათრევს. მგონი გადაუყვარდი კიარა პირიქით... _რაააა? ეგ ბიჭი ვერაა?...მმმ... უკაცრავად პროფესორო... უნდა გავთიშო, თუ რამეა დამიმესიჯე. _კაი,–თქვა დუჩემ, მაგრამ ყურმილში უკვე გაბმული ზარი გაისმა. დუჩე ადგა, სააბაზანოში შევიდა და პირზე წყალი შეისხა რომ ცოტა გამოფხიზლებულიყო. ზუსტად 10 წუთში კარზე ზარი გაისმა. დუჩე ფეხშიშველი მილასლასდა და გააღო. _შემოდი, რაღას რეკავ, ხო იცი, ყოველთვის ღიაა. _არ ჩაგიცვია?–სახლში შესვლისას კახიმ მეგობრის შიშველ ტერფებს მოკრა თვალი. _ფეხზე ჩავიცვამ და გავიდეთ... მაგრამ მანამდე მითხარი რა ხდება? _რაზე? _იმ გოგოზე რა,–წინდების ჩაცმას შეუდგა დუჩე. _ოო, არაფერი, ტოო, პროსტა შემაცბუნა იმ დღეს მაგის საქციელებმა, სხვანაირი მეგონა და სუ სხვანაირი ყოფილა... _აშკარად! მე მაგნაირი გაუზრდელი და ფეთხუმიი, ბოზიიშ თუ ვინმე მენახოს რაა. _მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ გუშინ იცი რას მივხვდი? _რას?–გაირინდა დუჩე. _რას და ეს გოგო იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე მეგონა! უშუალოა, გულუბრყვილო და გულახდილი! მე კიდევ ჯიუტი, მეტისმეტად ჭკვიანი და უკარება მეგონა... ის კიდევ ისეთი ადამიანური და ისეთი უბრალო აღმოჩნდა... ეს რომ გავიაზრე, გული ამიჩუყდა. _კარგი ეხლა, გრძნობებს ნუ აყვები...–ოცნებებიდან გამოარკვია დუჩემ.–შენი ვერ გამიგია... რას ხედავ მაგ გოგოში მაგისთანას? _აუუ, არაფრის აზრზე არ ხარ რა... დაკვირვებიხარ დუდას სახეს? თვალებში ჩაგიხედია? არა! ტუჩებს შეხებიხარ? როგორი ნაზი და რბილი ბაგეები აქვს შეგიგრძნია? არა! ხოდა ვერ მიხვდები რა! _მოიცა, იმ დღეს ცერით რო მოწმინდე კრემიანი ტუჩები მაგით ბლატაობ თუ ნაკოცნი გაქ და არ ვიცი? _არა, ტო, რა ნაკოცნი... პირველად შევეხე იმ დღეს. ხელზეც კი არ შევხებივარ. ხო გეუბნები არ მიკარებდა ტოო! პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ახლა რა ეტაკა რავიცი... ყინული დაიძრა და გადავწყვიტე ბოლომდე მივაწვე... _მოიცა, იმან რო დაგინიშნა შეხვედრა მაგან გადაგაწყვეტინა, რო აღარ შეეშვა და ბოლომდე მიაწვე? _ჰო, რა! გოგოსგანაც ვიგრძენი რო ვაინტერესებ და რატომაც არა? მგონი საქმე მაქო ტყუილად მოიგონა. შენ რას იტყვი? _მე რაღაც არ მომწონს ეგ გოგო! რაღაცას მალავს თითქოს. _მეც მაგას არ ვამბობ?! იდუმალია რაღაცნაირად. წავედით? გზაში გავაგრძელოთ. _კაი ხო...–საწყლად თქვა დუჩემ, ტელეფონი და გასაღებების ასხმა აიღო და სახლის კარი გაიხურა. გზაში დუდას დაუმესიჯა, რომ დროზე წასულიყო, რომ მათ არ მიესწროთ. დუდამ უპასუხა, რომ ლექციები 20 წუთში მთავრდებოდა და ამაზე ადრე ვერსადაც ვერ წავიდოდა, ამიტომ თუ არ უნდოდა მისი მეგობარი გაეთათხა, სადმე ნახევარი საათით შეეყოვნებინა, რომ დუდას წასვლა მოესწრო. _საით?–გზიდან გადაუხვია თუ არა, მაშინვე კითხა კახიმ. _აქვე ერთი ბენზინკალონკაა. კაი ბენზინი აქვთ და არც იტყუებიან, ჩავასხამ და წავიდეთ. _აუუ, არ გეყოფა იქამდე? სადაცაა დაუმთავრდება ლექციები და გაგვასწრებს. _ჯერ ადრეა. თან ეზოში არ ზიან ხოლმე?! ნუ გეშინია იქ დაგხვდება! რო არ ჩავასხა აქედან კი, მარა იქიდან აღარ მეყოფა აქამდე მოსასვლელად. _კაი, ხო. მიდი მალე. 10 წუთი იარეს სანამ მიყრუებულ ბენზინ გასამართ სადგურს იპოვიდნენ, რომლის თანამშრომლებსაც კლიენტების დანახვა ისე გაეხარდათ, როგორც ალბათ კუნძულზე დაკარგულ რობინზონ კრუზოს გემის დანახვა. ბენზინი ჩაასხეს, მაგრამ დრო კიდევ რჩებოდა, რამე უნდა მოეფიქრებინა დუჩეს. _ახლა რაღატომ გადაუხვიე?–აღშფოთდა კახი. _აქეთ გზას აკეთებენ, გადაკეტილია. გუშინ ვიყავი და... _კაი, ხო, კაი... ოღონდ სიჩქარეს მოუმატე. დაგვაგვიანდება. _მეტი რაღაც მოვუმატო? _კარგი რა, მეკაიფები?! როდის იყო 60–ით დადიოდი?–ნაწყენი სახე ჰქონდა კახის. _კაი, ხო. აჰა. თითქმის მოვედით...–უკვე ნახევარი საათი იყო გასული და დუჩეს იმედი ჰქონდა, რომ დუდა გაპარვას მოასწრებდა, მაგრამ სამხატვრო აკადემიის ეზოში სიურპრიზი ელოდა. _კიდევ კარგი მოვუსწარით!–წამოიძახა კახიმ მანქანიდან გადმოსვლისთანავე. _რა?–ხასიათი გაუფუჭდა დუჩეს.–აბა, სადაა? _თვითონ არ ჩანს, მაგრამ მანქანა აქ უყენია. დაველოდოთ,–თქვა და დუდას მანქანის კაპოტს ოდნავ მიეყრდნო. რამდენიმე წუთში გოგოების ჯგუფმა ჩაუარათ. _ბიჭებო, დუდას ელოდებით?–ჰკითხა მათ ერთ–ერთმა. _ჰო,–უპასუხა დუჩემ.–რა არი? _სულ ტყუილად! დუდა უკვე წავიდა. _როგორ, მანქანა აქ აყენია. _ვიღაც ბიჭმა მოაკითხა და წაყვა. _რააააო?–აღმოხდათ ორივეს ერთდროულად. გოგოებს გაეცინათ და წავიდნენ. _ხო გითხარი, ეგ გოგო არ მომწონს–მეთქი! ხო ხედავ! ვიღაცას გაყვა, შენ სუ კიდიხარ! _იქნებ ძმამ მოაკითხა? ან ნათესავმა? _ო, კარგი რა! თვალები გაახილე და თავს ნუ იტყუებ! ზედვე ეტყობა, რო ისეთი არაა, როგორიც შენ გინდა რომ იყოს! _არაფერი მითხრა! საღამოს დავურეკავ და ყველაფერს გავარკვევ. _ოჰ! იმწუთას არ გითხრას! მასეთი გოგოები კოლექციას აგროვებენ თაყვანისმცემლების! მერე იმ საცოდავებს თავის ჭკუაზე ატარებენ და სულ ალენჩებენ. _გაჩუმდი რაა! ისედაც ნერვებმოშლილი ვარ, შენ ნუღა მიმატებ!-მანქანის კარი გამოაღო კახიმ და მძიმედ დაეშვა.
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-09-30, 11:20 PM | შეტყობინება # 45 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ხუთშაბათი. 14:32 დუდამ ჩანგალი ცარიელ თეფშზე დადო (ნამცხვრის ბოლო ლუკმა უკვე შეეჭამა), მობილური მოიმარჯვა და დუჩეს ნომერზე დაამესიჯა: "მოშორდით სამხატვროს თუ ჯერ კიდევ აქ დაყიალობთ?" "კი, რამდენი ხანია წამოვედით. მოიცა, შენ სად ხარ?" "სამხატვროს კაფეტერიაში, ყავას მივირთმევ. კარგად გაგაცურეს ჩემმა გოგოებმა?" "მშვენივრად! შენ რა ეშმაკუნა ყოფილხარ! :)" "უარესიც შემიძლია ვიყო. ხვალ დილას მოიყვანე შენი მეგობარი. კიდევ ერთ ბიჭთან ერთად მნახავს." "ოჰოო... ესეიგი სწორად მიგიხვდი! მეც მაგ მიმართულებით ვმუშაობ... ვუთხარი, რო სანდო არ ხარ..." "კაი გიქნია. კარგად." დუდა წამოდგა და კაფეტერიიდან გამოვიდა. 15 წუთში უკვე სახლში იყო. საღამოს სლეშის დაურეკა და ამოსვლა სთხოვა. ბიჭი 5 წუთში მასთან გაჩნდა. _რა ხდება, ხო მშვიდობაა?-გადაკოცნის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ პუფებში ჩასხდნენ მეგობრები. დუდას ოთახში იყვნენ.-რაღაც საქმე მაქო და... _ჰო, შენი დახმარება მჭირდება... მოკლედ, ერთი ბიჭია... _აჰააა! შენც გაები, პატარავ? _ოო, გავები არა ის... მაცადე რა... _ოჰ, ბოდიში, მე მაპატიეთ,-ხელები მორჩილების ნიშნად აიქნია სლეშიმ. _ერთი ბიჭია, არ მეშვება კაი ხანია. ჰოდა, ამბოლოს დამიახლოვდა მაგის ძმაკაცი და ვჩალიჩობთ, რო იმ ტიპს გადავუყვარდე რა... ხო აზზე ხარ? _მოიცა, შენ და იმის ძმაკაცი ჩალიჩობთ?-თვალები ხელით დაიკავა სლეშიმ. _ჰო. _და ძმაკაცს რა ხეირი მაგით? პირიქით იმაზე არ უნდა ჩალიჩობდეს, რო... _არ მევასებიო იმ ტიპმა და არ მინდა ჩემ ძმაკაცთან გხედავდეო. მეც მაწყობს ეგ. ხოდა... _დარწმუნებული ხარ რო ეგ ტიპი შენკენ ჩალიჩობს და არა პირიქით? _დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები, მარა მასე ვფიქრობ რა. დამეხმარები?-სლეშიმ მაშინვე არ უპასუხა. რამდენიმე წუთს თვალებში უყურა და მერეღა ამოიღო ხმა: _ჯერ იქიდან დავიწყოთ, რო ამ ამბავს ახლა ვიგებ, როცა ჩემი დახმარება დაგჭირდა... აქამდე არ უნდა მცოდნოდა? ძმები ტყუილად ვართ? _კაი რა, სლეშ. შენ ჩემთვის არ გეცალა... რეპეტიციები გქონდა... _მე შენთვის სულ მცალია, დუდა! ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საქმეზე უნდა დარეკო და გამაგებინო! იასნა? _სლეეშ! _ეხლა საქმეზე. რა გინდა რო გავაკეთო? _მოკლედ, ამ ტიპს რეები არ გავუჩალიჩეთ. იმენა ვიუზრდელე სუფრასთან. რამდენიმე დღე არ ჩანდა და ეხლა კიდე არ გაეძრო? _სად? როდის? როგორ? რანაირად? _დღეს სამხატვროში მომაკითხეს. ძმაკაცმა გამაფრთხილა მოდის და დატყდიო მარა ლექციები მქონდა და პონტი არ იყო პროსტა. ფანჯრიდან დავინახე რო მოვიდნენ, ავდექი და კაფეტერიაში შევედი და გოგოებს დავაბარე იმ ბიჭებს უთხარით ვითომ ვიღაც ბიჭმა გამომიარა მანქანით და გავყევი- მეთქი. ხოდა იმათაც ჭამეს და წავიდნენ. _მისმინე, მაგდენ ფაფხურს ჯობია შევხვდები, დავებაზრები და გავუიასნებ. _მაგ გაიასნებას ფინგალები მოყვება ხოლმე და არ ღირს... მეცოდებას პონტია რა, ხო აზზე ხარ? თან ვერთობი. სასაცილო ტიპია!-ბოლო სიტყვებზე დუდას გაეცინა.-რო ნახავ მიხვდები. _და მე რა გინდა რო გავაკეთო? _ხვალ სამხატვროში უნდა წამომყვე და გაითამაშო ვითომ ერთად ვართ... ან ჩემი პაკლო ხარ ან რაღაც ეგეთი,-სლეშიმ ერთხანს უყურა და მერე ახარხარდა. _სუ გაგიჟდი! კაი, თანახმა ვარ!
| |
|
|