ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2011-11-26, 11:33 AM | შეტყობინება # 166

266
15  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆,etyobaa dudaas sxva saqmeebi aaqvs... magraam ramee isetii xoo ar xdebaaa? ra vici raas ar ifiqreebs kacii biggrin usayvarlesii wyviliiiiiaaa happy


RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-11-26, 4:11 PM | შეტყობინება # 167

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Au tavidan ra kargi iyo dudaze ra vighadave biggrin boloshi eseigi am dudam ro ar gaafuchos xo ar sheudzlia ra sad neta ra xdeba au axali tavi mindaa sad

I Hate This FuCkinG Life <3

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-11-28, 6:34 PM | შეტყობინება # 168
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
შაბათი. 09:27
_ხომ არ გაგაღვიძე?
_კი, მაგრამ მიხარია, რომ დამირეკე...–თვალისდაუხამხამებლად მოიტყუა დუჩემ, რადგან ღამით საერთოდ არ სძინებია.
_დღეისთვის რა გეგმები გაქვს?–პირდაპირ ჰკითხა დუდამ.
_ამმ...თუ ამით მის თქმა გინდა, რაც მე მგონია, მარტო ის მითხარი სად და რომელ საათზე.
_არავითარი გეგმები არ გაქვს?–უკმაყოფილო ხმით ჰკითხა დუდამ, თითქოს ბოლო სიტყვები არც გაეგონოს.–რა უსაქმური ხარ..
_გეგმები, რა თქმა უნდა, მაქვს. ძირითადი ჩემი საქმიანობა შენზე ფიქრია, მაგრამ გარდა ამისა საქმესთან დაკავშირებული გეგმებიც მაქვს. არც ისეთი უსაქმური ვარ, როგორიც შენ გგონივარ... უფრო სწორად აღარ ვარ. რომელზე გამოგიარო?
_უსაქმური ხო აღარ ხარ? საქმეები გექნება და რო მოაგვარებ...
_გადავდებ მაგ "საქმეებს". შენ ის მითხარი რომელზე გამოგიარო.
_არა, რატო უნდა გადადო...–მაგრამ დუჩემ გააწყვეტინა:
_თუ ჩემი ნახვა არ გინდოდა, რაღას მირეკავდი? რომელზე გამოგიარო–მეთქი?–ცოტა ნაწყენი ხმა ჰქონდა ბიჭს.
ნახევარ საათში დუჩემ უკვე დუდას სახლის დიდ გალავანთან გააჩერა მანქანა. გადმოვიდა და ჭიშკრის მიღმა ერთ–ერთ დაცვის ბიჭს სთხოვა დუდასთვის გადაეცა რომ მოვიდა, მაგრამ გადაცემა არც დასჭირდა, რადგან გოგონა სახლიდან გამოვიდა და ჭიშკრისკენ წამოვიდა.
_დროებით, ლევან!–უთხრა, როცა დაცვამ ჭიშკარი გაუღო და ალმაცერად დაუწყო ყურება წყვილს, თან დუდას მიაძახა:
_კარგად გაერთე!–გოგონა ლამის უკან მობრუნდა მეტიჩარას ადგილზე მოსასმელად, მაგრამ თვალების დაბრიალებით დაკმაყოფილდა და
დუჩეს მიუბრუნდა:
_საძინებლიდან დაგინახე რომ მოხვედი,–უთხრა დუდამ ბიჭს, რომელიც უხერხულად იდგა და არ იცოდა როგორ მისალმებოდა– სიტყვიერად, გადაეკოცნა თუ ჩახუტებოდა? ბოლოს, უბრალოდ მანქანის კარი გაუღო.
_საით?–იკითხა დუდამ, როცა ორივე თავ–თავის ადგილზე მოთავსდა და დაიძრნენ.
_გავისეირნოთ.–უბრალოდ უპასუხა დუჩემ.
_მაშინ გააჩერე.–უცებ თქვა დუდამ.
_რაა?–გაკვირვებულმა მოხედა დუჩემ ისე, რომ სიჩქარე არ დაუკლია, ეგონა მოესმა.
_გააჩერე. დროზე, სანამ ქალაქში გავსულვართ.–გაკვირვებულმა ბიჭმა მანქანა გზის პირას გააჩერა. გოგომ ახლაღა ინება ყველაფრის ახსნა.–რამდენი ხანია ამ ჯიპის შესაძლებლობების მოსინჯვაზე ვფიქრობ, ასე მგონია უკეთ გაგიცნობ, თუკი შენი მანქანის შესახებ შევიტყობ რაიმეს. საჭესთან დამსვი.
_ოღონდაც ეს არა...–თავი უსუსურად გააქნია დუჩემ, მაგრამ დუდა უკვე მანქანიდან გადმოდიოდა. მარცხენა კარს მიადგა და ღია ფანჯარაში უთხრა ბიჭს:
_სხვანაირად მანქანაში არ ჩავჯდები. გადმო, გადმო, არჩევანი არ გაქვს!–დუჩე მანქანიდან უხალისოდ გადმოვიდა და მის ადგილზე დასკუპებულ დუდას გვერდით მიუჯდა.
_გაითვალისწინე, რომ ჯერ სიკვდილი არ მინდა!–სანამ გოგონა მანქანას ადგილიდან მოწყვეტდა, თქმა მოასწრო დუჩემ.
ქალაქის ქუჩებში წარმოუდგენელი სიჩქარით დაქროდა დუდა, მაგრამ დუჩე ერთ რამეს მაინც მიხვდა– გოგოს იშვიათი ბედი ჰქონდა– ბიჭის ჯინზე, არცერთმა საპატრულო პოლიციის მანქანა არ წააწყდათ, რომ ეს თვითმარქვია შუმახერი დაეჯარიმებინათ და დუჩე თავის კუთვნილ პოსტს მშვიდობიანად დაბრუნებოდა.
მშვიდობიანად ვერა, მაგრამ თავის პოსტს მაინც დაუბრუნდა მოგვიანებით, როცა ერთ–ერთ პატარა ქუჩაზე გასვლისას, დუდამ მაინცდამაინც არ დააკლო სიჩქარე და ქვეითად მოსიარულე მუქი შეფერილობის ძაღლი, მსუბუქად რომ ვთქვათ "აღგავა პირისაგან მიწისა"– ძაღლი ორი მეტრის იქით დავარდა უსულოდ.
დუდამ საწყლად შეჰკივლა და შეძრწუნებულმა წამოიძახა:
_მოვკალი? მოკვდა?–დუჩე მანქანიდან გადავიდა და ძაღლს მიუახლოვდა, რომელიც ძლივ–ძლივობით წამოდგა და გზის მეორე მხარეს გადავიდა.
დუჩემ გოგოს კარი გამოუღო და უთხარი:
_თქვენის ნებართვით, მძღოლობას მე ვიკისრებ. თქვენ შტურმანის ადგილს დაუბრუნდით.
_ე, ცოცხალია, ხო? ხო არ მომკვდარა? ხო არ მომიკლია?
_ნუ გეშინია, ცოცხალია. 1–2 დღე არაფერი მოუვა და მერე ან სხვა გაიტანს, ან ძაღლები დაჯიჯგნიან, ან მგელი ეგონება ვინმეს და ნადირობას გადაწყვეტს...გადაჯექი და წავიდეთ, თორე პატრული მოდის...–დუდა მაშინვე გადაჯდა და დუჩეს დაუთმო ადგილი. უსაფრთხოების ღვედები შეიკრეს და დუჩემ მთაწმინდის პარკისკენ აიღო გეზი.
დუდა მთელი გზა ჩუმად იჯდა, ალბათ ჯერ კიდევ შოკში იყო. ვერ იჯერებდა, რომ ცოტა ხნის წინ, კინაღამ ცოცხალი არსებობის სიცოცხლე მოსპო. სანამ მიდიოდნენ თვალებიც დახუჭა რომ ცოტა გონზე მოსულიყო, რომ გაახილა, უკვე ავტოსადგომზე მისულიყვნენ.
დუჩე შეეცადა გაეხალისებინა, ხელი ჩაკიდა და ატრაქციონებისკენ დაიძრა.
_აბა, რომელზე დავსხდეთ?–ჰკითხა გოგოს.
_ბავშვები ხო არა ვართ, რაზე უნდა დავსხდეთ...–გაბუსხულმა უპასუხა დუდამ, მაგრამ უცებ თვალებში ეშმაკუნებმა გაიელვეს დუჩეს ნირწამხდარი სახის დანახვაზე. გოგონამ ეშმაკურად გაიღიმა (ბიჭს გახალისების მცდელობა დაუფასა) და უთხრა:
_წამო, ქვემოთ ჩავიდეთ. მე ვირჩევ!
პარკს დაღმა დაუყვნენ და "კამიკაძეს" მიადგნენ.
_ოღონდ ეს არა!–ამოიგმინა დუჩემ.
_დღეს ეგ უკვე მეორედ მესმის...–წაიღიღინა დუდამ.
_სიმაღლეს ვერ ვიტან...–აუხსნა დუჩემ, მაგრამ გოგომ უკვე მეთვალყურეს ჩაუარა და ატრაქციონზე მოთავსდა, თან კაცს დუჩეზე უთხრა:
–ის გადაიხდის.
_რაღას უცდი?–ღიმილით დაუძახა დუჩეს, რომელმაც შემდეგ უხალისოდ გაატარა ბარათი და დუდასკენ გაემართა.
_აჯობებს თვალები დავხუჭო.–თქვა დუჩემ.
_არ გაბედო! მთელ სიამოვნებას გამოტოვებ.–ატრაქციონი ზევით და ზევით მიიწევდა.
_არამგონია გულის გახეთქვის წინ ადამიანი რაიმეს სიამოვნებისდამაგვარს გრძნობდეს...–უპასუხა ბიჭმა, სანამ რკინის კონსტრუქცია მაქსიმალურ სიმაღლეზე გაჩერდა.
_მგონი გაფუჭდა...–ქვემოთ ჩაიხედა სიმაღლის მოძულემ, მაგრამ მალევე ამოიხედა შეძრწუნებულმა.
_მოიცა. ერთი... ორი... სამი...მმმ... რაშვებიან ამდენ ხანს...–დუდას სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ატრაქციონმა კატასტროფული სისწრაფით დაიწყო დაშვება. ორივემ ყვირილი მორთო, რომელიც აღფრთოვანებულ შეძახილში გადაეზარდათ.
_მაგარი იყო! ახლა რომელი?–იძახდა დუჩე, რომელსაც სპორტული ჟინი და აზარტი გაუჩნდა.
რამდენიმე საათის განმავლობაში პარკის სახიფათო ატრაქციონები მოიარეს, პარკის ტერიტორიაზე აღმა–დაღმა ისეირნეს, დურბინდებით ქალაქს გადახედეს, დაჭერობანა ითამაშეს, ილაპარაკეს და ბოლოს მოშივდათ. ერთ–ერთი კაფედან საჭმელი წამოიღეს და პარკის მყუდრო კუთხეში მოკალათდნენ, სადაც არავინ არ იყო ხელისშემშლელი და სიმყუდროვის დამრღვევი.
"სუფრა" გაშალეს და ჭამას შეუდგნენ, თან პეპსის აყოლებდნენ და "მარეტის" ესროდნენ ერთმანეთს.
ბოლოს დუჩემ დაიჟინა, გინდა თუ არა, ჩემი სოკოს "მარეტი" უნდა გაგასინჯოო, რადგან დუდა სოკოს ვერ იტანდა, დუჩეს კი უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ყველა სოკოს ერთნაირი გემო არ აქვს და სოკოს "მარეტი" მართლაც გემრიელია. დიდი ხვეწნის შემდეგ, დუდა დათანხმდა, მხოლოდ ერთზე. დუჩემ ყველაზე დიდი ნაჭერი ამოარჩია და საკუთარი ხელით ჩაუდო პირში, თან რეაქციას ინტერესით დაელოდა. დუდას, ყოველ შემთხვევაში, გული არ არევია. ბრუსკეტს უსიამოვნო გემო არ ჰქონდა, მაგრამ მას ეს ალბათ არც უგრძვნია, რადგან დუჩეს აკვირდებოდა. ბიჭი ისეთი მზერით უყურებდა... ისე უნდოდა დუდასაც მოსწონებოდა ის, რაც თვითონ მოსწონდა... ისე უნდოდა თავის სამყაროში შეეყვანა... იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდა მის სურვილებს, გემოვნებას, მისწრაფებებს, ინტერესებს... და ამ ყველაფერთან ერთად ისეთი საყვარელი იყო...
ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა– დუდამ საყელოში წაავლო ხელი ბიჭს, მოიზიდა და ტუჩებში მგზნებარედ აკოცა. ბიჭი ადგილზე გაშეშდა. კოცნა სულ 2 წამს გაგრძელდა. შემდეგ დუდა გაიწია, სოკოიანი ბრუსკეტების პაკეტი ხელიდან გამოსტაცა ბიჭს და ის იყო ერთი ნაჭერი პირისკენ უნდა გაექანებინა, რომ დუჩე გონს მოეგო, პაკეტი ხელიდან გამოსტაცა, მოისროლა და გოგონას ტუჩებზე დააცხრა.

მთელი დღე ისე გრძნობდნენ თავს, თითქოს ხელახლა აღმოაჩინეს ერთმანეთი. სიტყვები, სამყარო, სხვა ადამიანები ზედმეტი გახდნენ, რადგან თვითონ არსებობდნენ და ერთად იყვნენ. ხელიხელჩაკიდებულნი სეირნობდნენ და არც ცდილობდნენ სიტყვებით არსებული მომენტის გაფუჭებას. დუჩე გულში იხუტებდა გოგოს ხშირ–ხშირად და შუბლზე კოცნიდა– დაჯერება უჭირდა, რომ ხანდახან ოცნებები ხდება.
გვიან ღამით მიაცილა დუდა სახლში. აუზთან კარგა ხანს იდგნენ და საუბრობდნენ. დუჩეს წამოსვლა არ უნდოდა, გულის სიღრმეში შიშობდა, რომ მეორე დღეს დუდა ისევ გულცივობის ფარით შეინიღბებოდა. ბოლოს, როცა უკვე ნონამ გამოიხედა გარეთ და დუდას უთხრა მამაშენი გიცდისო, ბიჭს სხვა გზა აღარ დარჩა.
_ხვალ გნახავ თუ... ყოველდღე ნახვა მეტისმეტია?–ღიმილით შეაპარა დუჩემ.
_არა, მეტისმეტი არაა... უკვე აღარაა...–ჩაეღიმა დუდასაც.
_კარგი, დაგირეკავ და...
_ჰო, ოღონდ დილას არა. ეტიუდები მაქვს შესასრულებელი. საღამოს წავიდეთ სადმე...–დუჩემ თავი დაუქნია, კეფასთან თმაში შეუცურა თითები და თავისკენ მოიზიდა, აუჩქარებლად და ალერსიანად აკოცა, ყბის ხაზს გაჰყვა კოცნით და ყურამდე რომ მივიდა, ბიბილოსთან ნაზად აკოცა და ხავერდიანი ხმით უჩურჩულა:
_მიყვარხარ...
სანამ გაბრუებული დუდა გამოფხიზლდებოდა, ბიჭმა ლოყაზე აკოცა, მშვიდობიანი ღამე უსურვა და წავიდა.



Jack♥sparrowთარიღი: ორშაბათი, 2011-11-28, 6:52 PM | შეტყობინება # 169
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
dzlivs!!!!!!!!!!!!!!
is tavi wavikitxe,romlis wakitxvac yvelaze metad mindoda
svebit amovisuntqe rom amis shemdeg:
Quote (☆AnasteishA☆)
_მიყვარხარ...

dudam rame ar stxlisha duches.
dzalian sayvarlebi arian
rogor gamixardaa smile
shemdegi tavi gvinda



T-MOMSENთარიღი: ორშაბათი, 2011-11-28, 8:45 PM | შეტყობინება # 170

266
15  +
30  ±
   ±
Offline
yvelazeee magariiiiiiii taviii iyoooooooooooooooooooooooooooo .............. surprised
Quote (☆AnasteishA☆)
დუდამ საყელოში წაავლო ხელი ბიჭს, მოიზიდა და ტუჩებში მგზნებარედ აკოცა. ბიჭი ადგილზე გაშეშდა. კოცნა სულ 2 წამს გაგრძელდა. შემდეგ დუდა გაიწია, სოკოიანი ბრუსკეტების პაკეტი ხელიდან გამოსტაცა ბიჭს და ის იყო ერთი ნაჭერი პირისკენ უნდა გაექანებინა, რომ დუჩე გონს მოეგო, პაკეტი ხელიდან გამოსტაცა, მოისროლა და გოგონას ტუჩებზე დააცხრა.

aaaaq raa sayvarlebiii ariiiiaaaaaan, uxdebiaan ertmaneets, ertmanetistviis ariaan sheqmnilebi happy
Quote (☆AnasteishA☆)
_მიყვარხარ...

ees kideee shokii iyoooo biggrin aaaaa, shemdeeeeg taavs velodebiii isee rogoorc arc-erts ar davlodebivaar happy



RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2011-11-29, 9:22 PM | შეტყობინება # 171

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Vaimee raC mindoDa moxDa da exla Raghac mIndaaaaaaaaaaaaa happy happy happy cry surprised surprised eh ra sayvarlebi arian es ori.. dzalian miyvars happy Duda miyvarxarrrr biggrin
Quote (☆AnasteishA☆)
ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა– დუდამ საყელოში წაავლო ხელი ბიჭს, მოიზიდა და ტუჩებში მგზნებარედ აკოცა. ბიჭი ადგილზე გაშეშდა. კოცნა სულ 2 წამს გაგრძელდა. შემდეგ დუდა გაიწია, სოკოიანი ბრუსკეტების პაკეტი ხელიდან გამოსტაცა ბიჭს და ის იყო ერთი ნაჭერი პირისკენ უნდა გაექანებინა, რომ დუჩე გონს მოეგო, პაკეტი ხელიდან გამოსტაცა, მოისროლა და გოგონას ტუჩებზე დააცხრა.

Kocna Sokos AromaTit biggrin


I Hate This FuCkinG Life <3

RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2011-11-29, 9:22 PM | შეტყობინება # 172

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Vaimee raC mindoDa moxDa da exla Raghac mIndaaaaaaaaaaaaa happy happy happy cry surprised surprised eh ra sayvarlebi arian es ori.. dzalian miyvars happy Duda miyvarxarrrr biggrin
Quote (☆AnasteishA☆)
ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა– დუდამ საყელოში წაავლო ხელი ბიჭს, მოიზიდა და ტუჩებში მგზნებარედ აკოცა. ბიჭი ადგილზე გაშეშდა. კოცნა სულ 2 წამს გაგრძელდა. შემდეგ დუდა გაიწია, სოკოიანი ბრუსკეტების პაკეტი ხელიდან გამოსტაცა ბიჭს და ის იყო ერთი ნაჭერი პირისკენ უნდა გაექანებინა, რომ დუჩე გონს მოეგო, პაკეტი ხელიდან გამოსტაცა, მოისროლა და გოგონას ტუჩებზე დააცხრა.

Kocna Sokos AromaTit biggrin


I Hate This FuCkinG Life <3

RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-01, 7:39 PM | შეტყობინება # 173

572
28  +
48  ±
   ±
Offline
axali Tavii mindaaaa sad

I Hate This FuCkinG Life <3

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-12-04, 10:26 PM | შეტყობინება # 174
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
კვირა. 17:05
_აბა, რა ქენი, შეასრულე ეწიუდები, ჩემო ნიჭიერო გოგო?
_კიი, რამდენი ხანია. ხო კარქი გოგო ვარ?
_არა, ცუდი ხარ! თუ რამდენი ხანია შეასრულე– რატო არ დამირეკე? მე არ მინდოდა ხელი შემეშალა და იმიტო არ დაგირეკე აქამდე...
_მე კიდევ მინდოდა შენ დაგერეკა და გელოდებოდი...
_მატყუებ! ალბათ სულ არ მოგენატრე... არც გაგახსენდი და იმიტო...–ნაწყენი ხმა ჰქონდა ბიჭს.
_ეგ მერე გააგრძელე, რო მოხვალ. 15 წუთში აქ იყავი!–გაააწყვეტინა დუდამ ჩვეულებრივი ხმით. დუჩეს გაეცინა.
_კარგი... მოვდივარ...–უთხრა და გათიშა.
დუდას თეატრში წასვლა უნდოდა, ამიტომ რუსთაველისკენ გაემართნენ. გზაში იმდღევანდელ ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს. რომ დუჩე თავისი მომავალი ბიზნესისთვის აგროვებდა ინფორმაციას, დუდა კი თავის ეტიუდებზე უყვებოდა, კიდევ იმაზე, რომ თავისი საზღაპრო ესკიზები აჩვენა ვიღაც ბავშვებს და მათ გული სულაც არ გასკდომიათ პერსონაჟების დანახვაზე, რაც უკვე კარგის ნიშანი იყო.
თეატრის შენობაში შესულებიც არ იყვნენ, რომ დუდას ტელეფონი აწკრიალდა.
_რა მოხდა, ლელ?
_დუდა, სასწრაფოდ აქ უნდა მოხვიდე!–მისამართი უკარნახა გოგონამ.–დროზე!
_მოხდა რამე?
_დროზეე! ყველაფერს ადგილზე აგიხსნი!–უპასუხა ლელას აჟიტირებულმა ხმამ და გათიშა.
_რა მინდაო?–გაკვირვებული უყურებდა სალაროსთან რიგში მდგარი დუჩე. დუდამ რიგიდან გამოიყვანა და უხალისოდ უთხრა:
_დღევანდელი ჩვენი საღამო ჩაიშალა. ლელა იყო, სასწრაფოდ მოდიო უცნობ მისამართზე დამიბარა.
_რა მოხდა არ უთქვია?
_არა. ადგილზე აგიხსნიო. ისეთი ხმა ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა წავიდე.
_კარგი, წამო, გაგიყვან.–გასასვლელისკენ პირველი დუჩე დაიძრა, თუმცა ამით მაინცდამაინც გახარებული ვერ იყო.
_წადი, ნუ დამელოდები. რა უნდა არ ვიცი და როდის გამომიშვებს ვინ იცის.-უთხრა დუდამ, როცა ადგილზე მივიდნენ.
_წავალ, ოღონდ იმ პირობით, რომ აუცილებლად დამირეკავ!
_აჰაა, დაგირეკავ. როგორც კი შევიტყობ რა უნდა.
_კარგი, დროებით. თავს გაუფრთხილდი.–დუჩე ისევ მანქანაში ჩაჯდა და ძრავა აამუშავა. დუდამ კიბეები აირბინა და გაოცებულმა დააკაკუნა კარზე, რომლის თავზეც აბრა ეკიდა და ერთ–ერთი გამომცემლობის სახელი ეწერა.



Jack♥sparrowთარიღი: ორშაბათი, 2011-12-05, 5:59 PM | შეტყობინება # 175
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
shemdeg tavs male dadeb? --- pirdapir gkitxav.


T-MOMSENთარიღი: სამშაბათი, 2011-12-06, 7:07 PM | შეტყობინება # 176

266
15  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, raa pawuuaa tavi iyooo biggrin ee ees lelaa raa magarii gogoooa )) veliii momdevnoo taavs, dzaaan mainteresebs ))


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-08, 5:47 PM | შეტყობინება # 177
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
20:15
_ხო წარმოგიდგენია რა რეაქცია მექნებოდა, ეგ რო მითხრეს? გავშტერდი, მეთქი მეკაიფებიააან!
_მართლა მიხარია ეგ ამბავი! შენს ნიჭს აფასებს ხალხი! ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ! მარტო ჩემი!
_ჰო, შენი და მამიკოსი!–გაეცინა დუდას.
_ჰო, ცოტათი მამიკოსიც...–არ ჩამორჩა დუჩეც.–დღევანდელი საღამო როდის უნდა ამინაზღაურო? ვერც გნახე წესიერად. გინდა ეხლავე მოვიდე?
_არა, არა, ახლა არა. ლექსოს და მამაჩემს სერიოზული საუბარი აქვთ. რაღაც ხდება და მე ჯერ არ მეუბნებიან. ველოდები როდის მორჩებიან, რო მეც გავერკვე ვითარებაში...–ყურმილის მეორე მხარეს სიჩუმე გაისმა და დუდა მიხვდა, რომ ბიჭი გაიბუსხა, ამიტომ დაამატა.–... მაგრამ ხომ იცი, რომ არც მე მეყო შენი ნახვა დღეს და ხვალ აუცილებლად მინდა გნახო...
_რომელზე?–გამოცოცხლდა დუჩე, მაგრამ დუდას უცებ რაღაც გაახსენდა...
_რაღაც უნდა გითხრა, არ გაბრაზდე...–შეაპარა. დუჩეს ეს ტონი მოეწონა, მაგრამ მიხვდა რაღაც ისეთს ეტყოდა...–ბავშვებს შევპირდი, რომ ხვალ შარდენზე იმ ჩვენ ამოჩემებულ კაფეში ავღნიშნავდით ჩემ დღევანდელ წარმატებას...–დუჩე არ შემცდარა.
_კარგი რაააა... უსამართლობააა... ყველაფრისთვის გაქ დრო, ჩემ გარდა...–აბუზღუნდა ბიჭი.
_არა, არა შენ სწორად ვერ გამიგე... შენც გეპატიჟები ხვალ... ოდესმე ხომ უნდა გაიცნო ჩემი მეგობრები? რას იტყვი?–დუჩემ პაუზის შემდეგ უპასუხა:
_მართალია, მერჩივნა განმარტოებით მენახე, მაგრამ კარგი... მაგაზეც თანახმა ვარ... იმედია ის შენი რუხაძეც მოვა და ცხვირს–პირს გავულამაზებ... რაიმეთი ხომ უნდა გავერთო, სანამ შენ მეგობრებით იქნები დაკავებული...
_დუჩე! კარგი რა! არავისით არ ვიქნები დაკავებული...ნუთუ ჩემ გრძნობებში კიდევ გეპარება ეჭვი? მართალია, ის სიტყვა არ მითქვამს, მაგრა ვერ ხვდები, რომ...მმ....ამაზე მერე ვილაპარაკოთ... რაც მთავარია, ხვალ არავითარი რუხაძე იქ არ იქნება და არც მე მოგაკლებ ყურადღებას... მოკლედ, 6–ზე იქ იყავი. არ დაიგვიანო, თორე ტვინს შემიჭამენ დაქალები შენზე კითხვებით. უი, არ იცი ანას რო მოეწონე მაშინ? აი, ყველაზე მაღალი რო იყო იმას... მაშინ გახსოვს? მესიჯი რო გამოგიგზავნეს ჩემი ტელეფონიდან...
_სამნი რო ისხდნენ ერთად და ხითხითებდნენ?
_ჰო.
_კარგი გემოვნება ჰქონია...–გაიცინა დუჩემ და დუდაც აჰყვა.
_მგონი საუბარს მორჩნენ, ლექსო ამოდის კიბეზე. წავედი, უნდა დაველაპარაკო. ძილინებისა მისურვე რო დაწვები.
_აუცილებლად! დროებით! იცოდე, ხვალინდელ დღეს მარტო შენ გამო ველოდები...–თბილად უთხრა დუჩემ და გათიშა. დუდა რამდენიმე წუთს იდგა ტელეფონით ყურზე მიდებული და ვერც ხვდებოდა, რომ საუბარი უკვე დამთავრდა. ტკბილი ბურანიდან კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამოარკვია.
_შემოდი!–დუდამ ტელეფონი გადადო და კარს მიაჩერდა, რომელიც შემოიღო და ოთახში ლექსო გამოჩნდა.
_რაშვები?
_ტელეფონზე ვლაპარაკობდი. რა ხდება, არ მეტყვი? რა გჭირთ შენ და მამას?
_იმას არაფერი, მე მივიღე რაღაც გადაწყვეტილება და იმაზე ვსაუბრობდით.
_რა გადაწყვეტილება?
_მისმინე, მესმის, რომ ამ თემაზე ჯერ შენ უნდა დაგლაპარაკებოდი, მაგრამ ყველაფერს აგიხსნი...–ლექსო დუდას გვერდით ჩამოჯდა საწოლზე. გოგონა ინტერესით უყურებდა ნახევარძმას, რომელიც დიდი სიფრთხილით ცდილობდა რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელის დაწყებას.
_რუსასთან რაც შემემთხვა დაზუსტებით არა, მაგრამ მიახლოებით ხომ იცი?
_ჰო, მითხარი დავშორდითო.
_დუდა, იმ ნა...მა ვიღაც ევროპელ ნაბიჭვარზე გამცვალა. იმავე სასტუმროში, სადაც ჩვენ ვიყავით, ვიღაც ღიპიანი ბიძა ცხოვრობდა. გერმანელი. ჰოდა ადგა და იმას გაყვა გერმანიაში. არადა, ჩამოსვლისთანავე ცოლად მოყვანას ვაპირებდი. სერიოზული გეგმები მქონდა მაგ გოგოს მიმართ და პირში ჩალა გამოვლებული დავრჩი.–ნაძალადევი ღიმილი გადაეჭიმა სახეზე ლექსოს.
_ზედვე ეტყობოდა რაც იყო! მადლობა ღმერთს, რომ თავისი სახე დროზე გამოაჩინა და შენ ცოლად მოყვანის შემდეგ არ აღმოაჩინე ვისთან ერთად ცხოვრობდი!–უთხრა დუდამ და ლექსოც თითქოს გამხნევდა.
_მართალი ხარ, მაგრამ მგონი არ მოგეწონება რასაც ახლა გეტყვი...
_ვიცი, რაც უნდა მითხრა. ინგლისში მიდიხარ სასწავლებლად, ეგ ხომ უკვე მითხარი, არ გახსოვს?–ლექსო დაკვირვებით ჩააცქერდა თვალებში.
_ჰო, ეტყობა არაფერი არ უთქვამს, თორემ რამეს მაინც იეჭვებდი...–წაიბურტყუნა ბოლოს.
_ვის რა უნდა ეთქვა?–დაიბნა დუდა. უცებ წარმოიდგინა, რომ დუჩემ დაუმალა რაღაც და საშინლად გაბრაზდა მასზე.
_დუდა, არის ერთი შენი მეგობარი... რომელსაც მე ბავშვობიდან ვუყვარვარ... და მე ეს დიდი ხანია ვიცი... და ეს გადაწყვეტილება სწორედ მას ეხება, რომელიც ახლა მივიღე. იმ ადამიანს ჩემი ნაკლოვანებების, ცხოვრებისეული შეცდომების მიუხედავად ვუყვარვარ და მეც რაღაც სითბოს ვგრძნობ მის მიმართ...
_ლელა?–გააწყვეტინა თვალებგაფართოებულმა დუდამ.
_არა!–წამის მეასედში იუარა ლექსომ, მაგრამ შემდეგ თქვა.–კი. ყოველთვის ვგრძნობდი მის უადგილო მზერას, სურვილს, მეტი დრო გაეტარებინა ჩემს საზოგადოებაში და მალულ ცრემლს, როცა მომდევნო შეყვარებულზე გიყვებოდით.
_ლექსო, ადამიანის გრძნობებზე თამაში არ შეიძლება, როგორ არ გესმის! ან მე რატომ ვერასდროს ვერაფერი შევამჩნიე? საწყალი ლელა... რა ჩურჩუტი ვარ... მე კი ყოველთვის ვუყვებოდი შენ ამბებს...
_კიდევ ვერ ხვდები რა გადაწყვეტილება მივიღე?–ჩაეკითხა ლექსო. დუდა გაოგნებული მიაჩერდა.
_არ გაბედო! –წამოიყვირა უცებ და საწოლიდან წამოხტა.
_დუდა, ნუ გაბრაზდები, გთხოვ. ლელა ამაზე ოცნებობს! მთელი ცხოვრებაა!
_შენ? შენ ხომ არასდროს გიოცნებია მასზე?
_მეც მჭირდება მზრუნველობა და სითბო... ასე ვუყვარვარ და ხელი როგორ ვკრა?
_ლექსო! უსამართლო ხარ! არ გაბედო და სისულელე არ ჩაიდინო! ხელს ნუ შეუწყობ ლელას თავი დაიღუპოს...
_მისმინე, უბრალოდ ოცნებას ავუხდენ ლელას, ცოლად მოვიყვან. ვცდი, იქნებ მართლა ყველაფერი კარგად წავიდეს?
_თუ არადა?
_თუ არადა ჩვენ–ჩვენი გზით წავალთ. არამგონია ამით რამე კატასტროფული დაშავდეს...
_ლექსო! შენთვის ეს ერთ–ერთი თავგადასავალი იქნება, მაგრამ მისთვის? ეს ხომ ვინმე შემთხვევითი ნაცნობი ნაშა არაა? შენ მას ბავშვობიდან იცნობ? ნუთუ საკუთარი ექსპერიმენტებისთვის გაწირავ?! ასეთი ეგოისტი როგორ ხარ?!–აღშფოთებას ვერ მალავდა გოგო.
_ლელა უკვე დიდი გოგოა და თვითონ შეუძლია გააკეთოს არჩევანი თუ როგორ იცხოვროს!
_ლელა ერთი სიყვარულისგან დაბრმავებული გოგოა, რომელსაც რაციონალურად განსჯის უნარი აქვს დაკარგული და ბრმად გთანხმდება ყველაფერზე, ოღონდ შენთან ერთად იყოს. მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ვიცი მისი რომანტიკული ხასიათის ამბავი!–ყვირილზე გადავიდა დუდა.
_ნუ ჩაერევი ამ საქმეში, კარგი? ორივეს სურვილია ოჯახის შექმნის მცდელობა. თანაც მგონი ღირს მთელი ცხოვრების ნატვრა ავუხდინო ადამიანს.–სიმშვიდეს ინარჩუნებდა ლექსო.
_უსამართლოდ იქცევი და ვერც ხვდები! ვერ გცნობ! იძახი მთელი ცხოვრების ნატვრა მინდა ავუხდინოო– რატომ მოგინდა ამ ნატვრის ახდენა ახლა? როგორც თქვი, მისი სიყვარულის ამბავი მთელი ცხოვრება იცოდი! რატო რუსამდე არ აუხდინე ნატვრა? იქნებ იმიტომ, რომ ახლა გამონახე თავისუფალი დრო ექსპერიმენტებისთვის, სანამ მომდევნო გოგოზე გადახვალ? მაგრამ ლექსო, შენ ერთი რამ გავიწყდება– ლელა ჩემი ბავშვობის მეგობარია და მისი გაუბედურების უფლებას არ მოგცემ!
_მესმის შენ ახლა რასაც გრძნობ, მაგრამ დამიჯერე, მე მართლა მინდა ეს გოგო გავაბედნიერო... ამდენი ხანი იტანჯა ჩემ გამო, ნუთუ არ დაიმსახურა მცირეოდენი ბედნიერება?
_შენ ახლა არაფერი არ გესმის! და საერთოდ ვერაფერს ვერ გრძნობ! ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ, რომ მარტოობის, მიტოვებულის გრძნობა გაწუხებს და გინდა შური იძიო ქალზე, ვინც შეძულებადაც არ ღირს, და არა იმიტომ, რომ ლელას გრძნობები დააფასე. და გინდა ასე იყოს, მადლიერების ანდა სიბრალულის გრძნობა საკმარისი არაა ქალის გასაბედნიერებლად. ლელას სიყვარული სჭირდება, ნამდვილი სიყვარული! მარადიული და უსაზღვრო და არა რაღაც მცდელობა, რომელიც წინასწარვე მარცხისთვისაა განწირული. აღიარე, რომ ამას საკუთარი თავისთვის აკეთებ და არა მისთვის! ტყუილად ნუ აძლევ იმედს!–თავს ვეღარ აკონტროლებდა დუდა.
_არაფერი არ გესმის... კარგი იქნებოდა უფრო მეტს ფიქრობდე ჩემზე... შენ გგონია, რომ გულქვა ვარ და სიყვარული არ შემიძლია...–გაბრაზდა ლექსოც, მისმა სიტყვებმა კი პირიქით დამამშვიდებლად იმოქმედა დუდაზე.
_მე ეგ არ მითქვამს. მე გითხარი, რომ სიყვარული შეკვეთით არ მოდის. არც შენ იქნები ბედნიერი ქალის გვერდით, ვინც არ გიყვარს. არ ღირს, ლექსო, დამიჯერე...–მუდარით შეხედა თვალებში დუდამ, მაგრამ ბიჭიც წამოდგა და უთხრა:
_ჩვენ ბედნიერები ვიქნებით... აგერ ნახავ თუ არა... და შენ ინანებ მაგ შენ დღევანდელ სიტყვებს. გადაწყვეტილება მიღებულია და მე და ლელა ისე მოვიქცევით, როგორც მოგვესურვება. დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისთვის!–მწარედ უთხრა ნახევარდას, ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა.



RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-08, 7:57 PM | შეტყობინება # 178

572
28  +
48  ±
   ±
Offline
vaime ra emociuri tavi iyo sad cremlic ki chamomvarda. ara ra ra arian es bijebi? yvelaferi eqsperimenti ro hgoniat da am dros dzalian did shecdomebs ushveben sad sad aauuu mee vici rogoorr wava magati qorwili da ukve cuidad var sad sad duda gilocav.

I Hate This FuCkinG Life <3

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-08, 8:36 PM | შეტყობინება # 179
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ar momewona es azri lelasa da leqsos qorwilze..
minda raa male tavi smile



elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-08, 9:33 PM | შეტყობინება # 180
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
ვაიმე აი შოკია მთლიანად ეს ფიკი :/// ეხლა ვნახე ძალიან დიდი ბოდიში ანა, ალბათ იცი რომ ძალიან იშვიათად ვჩნდები გვერდზე.. მაგრამ ამის მერე სულ აქ ვეგდები ამ ფიკის გამო, გპირდები :დ აი უმაგრესია თავიდან ბოლომდე. თავიდანვე მომწონდა დუჩე მაგრამ არა დუდა :დ ეხლა ხომ საერთოდ ორივეზე ვგიჟდები <3 მთლიანად ფიკი ძალიან თანამედროვეა, თანამედროვე სიტყვებით )) და ბუნებრივი, უბრალო რაღაცნაირი happy ძალიან ლამაზი ისტორიაა მართლა <3 აი მერამდენეჯერ გაღიარებ არ ვიცი, უკვე )) სათვალავი ამერია. ყოჩაღ, ველი შემდეგ თავს ))
ისე, 98%-ით ვენდობი დუჩეს, ეს 2% გულს მიღრღნის, იმიტომ რომ სულ ესე არ გაგრძელდება. რაღაცა ინტრიგა უნდა მოხდეს, რომ ისევ წამოიჭრას ახალ-ახალი ამბები, არა მარტო კარგები. შენი ამბავი რომ ვიცი :დ ამიტომ ველოდები დუჩეს აფეთქებას :დ ძალიან საინტერესოა happy


ძებნა: