ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

Crazyთარიღი: პარასკევი, 2012-03-23, 4:35 PM | შეტყობინება # 406

202
11  +
6  ±
   ±
Offline
მაგარი იყო cry ვაიმე მეცოდება ჯეკიიი ^.^ რა საყვარლები არიან რაა : პპ

eleeთარიღი: ორშაბათი, 2012-03-26, 11:10 PM | შეტყობინება # 407

131
2  +
7  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, shemdegii tavii mindaa :(( auu nu deb asee ishviatad ra ramdeni xani unda wero kide?

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-03-27, 3:05 PM | შეტყობინება # 408
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (elee)
auu nu deb asee ishviatad ra ramdeni xani unda wero kide?

ase ubralod ver vweer, ar shemidzlia mxolod movaleobis gamo davwero, arc gamova kargi, imito ro gulit ar iqneba dawerili. da skolis gamo ver vaswreb yovel meore dges tavis dadebas. mesmis ro dznelia erti kvira da xan metic lodini, magram rogorc xedavt lodini didi tavebit gifasdebat.

ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: პარასკევი, 2012-03-30, 11:33 PM | შეტყობინება # 409

400
9  +
30  ±
   ±
Offline
geli geli mogeliiiiiiiii :DDDD ram gamaxsena es simgera ar vici magram uuuzarmazar da karg tavs veli icodeee,aravitari dashorebebit biggrin piriqit happy happy happy

eleeთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 0:43 AM | შეტყობინება # 410

131
2  +
7  ±
   ±
Offline
auu dade ra malee

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-03-31, 0:54 AM | შეტყობინება # 411
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
nati_cullen, elee, vkrifaaaaav. magram ver shegpirdebit rom minimum ert saatshi iqneba. suratis dzebnas miaqvs xolme dzalian didi dro sad

ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

eleeთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 0:56 AM | შეტყობინება # 412

131
2  +
7  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, auff da mere rom dado surati araa da exla barem dade

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-03-31, 3:17 AM | შეტყობინება # 413
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 35
ემი და ჯეკი გათენებამდე იქ დარჩნენ, მზის ამოსვლასაც ერთად უყურეს და ბევრიც ისაუბრეს. ორივე ხვდებოდა, რომ მათ ერთმანეთთან რაღაც მაგიური ძალა აკავშირებდათ. ისინი ბევრმა შეამჩნია ასე მსხდარნი და დამერწმუნეთ, რომ დილითვე დაიწყებოდა ჭორაობა მათ შესახებ. მართალია იქ პაპარაცები არ გამოჩენილან, მაგრამ რა საჭიროა უამრავი პაპარაცი, როცა ახლო-მახლო ჯენიფერია? რა თქმა უნდა მან თავისი პირობის შესრულება და შესაბამისად ემისთვის ცხოვრების გამწარება დაიწყო და პირველ რიგში სწორედ ის გააკეთა, რომ ემისა და ჯეკსონის სურათები გადაგზავნა სხვადასხვა ცნობილი და პოპულარული ჯურნალების რედაქციებში. მათაც რა თქმა უნდა არ დაიზარეს მთლიანი ნომრის გადაკეთება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სკანდალი ჰქონოდათ და დილით უკვე სხვადასხვა სუპერმარკეტებში თუ უბრალო ქუჩის დახლებზე გამოფენილი ჟურნალების ყდებს ემილისა და ჯეკსონის სურათი ამშვენებდა გამოკვეთილი ასოებით დაწერილი სკანდალური სტატიების სათაურებითურთ: „როდის აპირებს მოდის დედოფალი კვლავ თეთრი კაბის მორგებას?“, „როდის შედგება წლის ქორწილი?“ და კიდევ მრავალი სხვა. ჯეკსონის დედას_მისის ენჯელას, რომრლიც ქალაქის მთავარ ჰიპერმარკეტში მუშაობდა, ეს ამბავი არ გამორჩენია და დარწმუნდა, რომ უკვე დრო იყო შვილს სერიოზულად დალაპარაკებოდა. საღამოს, როცა სახლში დაბრუნდებოდა მის მეუღლესთან ერთად, ჯეკსონს აუცილებლად დაელაპარაკებოდა. მაგრამ მანამდე, მთელი დღე წინ იყო. დღე, როდესაც უამრავი რამ მოხდა. განსაკუთრებით კი ეს დღე ემისთვის გამოდგა მძიმე. მას ხომ უკვე თითქმის დავიწყებული ჰქონდა რას ნიშნავს იყო ცნობილი და თითოეული ნაბიჯის გადადგმამდე იმაზე დაფიქრება გჭირდებოდეს, თუ რა მოყვება ამას.
დილით, როდესაც გოგონა მაღვიძარას ნაცვლად მზის თბილმა სხივებმა გამოაღვიძა და საათს დახედა, საოცრად გაუკვირდა. იმისდა მიუხედავად, რომ გამთენიის ექვსზე დაიძინა, ათ საათზე თავისით, მაღიძარას გარეშე გაიღვიძა. რადგან დღეს მხოლოდ ბოლო გაკვეთილი ჰქონდა არც უჩქარია, მშვიდად მიიღო შხაპი და ასევე მშვიდად გამოეწყო თხელ კაბასა და კრემისფერ ტყავის ქურთუკში. ფეხზე მაღალქუსლიანი ღია ფეხსაცმელი მოირგო და დაბლა ჩავიდა. რძიანი ყავა მიიღტვა, შემდეგ იქვე სკამზე ჩამოკიდებული ჩანთა აიღო და ავტოფარეხისკენ გაემართა. დღეს ელისი არ მიდიოდა სკოლაში, ამიტომ ჯეკის მოკითხვა სატელეფონო ზარის საშუალებით მოუხდა. მიუხედავად ამისა, ემიმ შეამჩნია რომ ბიჭს ძალიან დაძაბული ხმა ჰქონდა, მაგრამ არაფრის დიდებით არ უთხრა რა სჭირდა. ასეთ გაურკვევლობაში მყოფი ემი სკოლისკენ გაემართა და როდესაც ავტოსადგომზე მანქანა გააჩერა და იქიდან გადმოსულმა შენიშნა, როგორ მიაშტერდა რამდენიმე წყვილი თვალი, საერთოდ დაიბნა. არც სამასწავლებლოში დახვდა სახარბიელო სიტუაცია. საბოლოოდ ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც გამოსაშვებ კლასში თეორიის ჩასატარებლად შესულს მის მაგიდაზე რამოდენიმე ჟურნალი დახვდა. როდესაც ყველა მათგანის ყდაზე მის სახელთან ერთად მისი და ჯეკსონის სურათი დაინახა, გაშეშებული ჩამოჯდა სკამზე და კლასს თვალი მოავლო. კიდევ კარგი ჯერ კიდევ დასვენება იყო და ბავშვები დერეფანში იყვნენ. კლასში მხოლოდ ერთი გოგონა დარჩენილიყო, რომელიც ემის გამარჯვებულის მზერით დასცქეროდა. ჯენიფერი ემილის მიუახლობდა და დამცინავად უთხრა:
-მე ჩემი პირობა შევასრულე, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
-ეს... შენ საიდან?
-ჰმ! პროფესიული საიდუმლოა!
ზარის ხმა გაისმა და კლასიც ბავშვებით შეივსო. მათ უმეეტესობას სავარაუდოდ ჟურნალები უკვე ნანახი ჰქონდათ და არც ამის თაობაზე გაკვეთილზე ჩურჩულს ერიდებოდნენ. ემიმ ეცადა თავი ხელში აეყვანა და ერთი გაკვეთილი როგორმე გაეძლო. ცეკვის ისტორიაზე ლექციის კითხვა დაიწყო და დრო და დრო დაფაზე მნიშვნელოვან თარიღებსაც წერდა. სწორედ მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ შებრუნდა დაფისკენ, გაიგო როგორ მოურიდებლად და დამცინავად წამოაყრანტალა სკოტმა:
-როგორც ჩანს გუშინ ჩვენმა ძვირფასმა მასწავლებელმა იმდენი დალია, რომ დაუფიქრებლად აღმოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ გაცნობილი მეზობლის მკლავებში. მაგრამ სამაგიერო ხომ უნდა გადაეხადა იმისთვის, რომ მისი წყალობით სამუშაო აქვს? რას იტყვით მის კისნერ, როდის გახდებით მისის უალდი?
-სკოტ, კლასი დატოვე!-ემი თვითონვე გააოცა თავისმა სიმშვიდემ.
-არანაირი წინააღმდეგობა? ანუ ვენდოთ ჟურნალებს? არაჩვეულებრივია!
-მაკელროი, საინტერესოა ამდენის უფლებას საკუთარ თავს იმიტომ ხომ არ აძლევ, რომ შენი თავმოყვარეობა დაამშვიდო? წარმომიდგენია როგორი რთული უნდა იყოს ბიჭისთვის იმის გადახარშვა, რომ გოგომ შეხვედრაზეც კი უარი უთხრა. და მან თავისი ჯენტლმენობის გამომჟღავნების ნაცვლად, მოხუცი, უსაქმური ქალივით ჭორაობა დაიწყო. ასე რომ, მგონი ჯობია როდესაც გონივრული არაფერი გაქვს სათქმელი, უბრალოდ გაჩუმდე, რადგან როცა ჩუმად ხარ, გაცილებით სიმპატიური ჩანხარ!-ემის მონოლოგმა ბავშვებში აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ მან ისინი ხელის აწევით გააჩერა, შემდეგ კი ვითომც არაფერი მომხდარაო, ლექციის კითხვა განაგრძო.
გაკვეთილი საშინლად გაიწელა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ემისთვისაც. ზარის დარეკვისთანავე თავისი საქაღალდე აიღო და კაფეტერიაში წავიდა, იმ იმედით, რომ ვივიენს ნახავდა, მაგრამ ის გზაშივე შეხვდა და კაფეტერიამდე მისვლა აღარ დასჭირდათ.
-ემ, იცი დღევანდელი...
-კი, კი, ვიცი! აღარ გააგრძელო. გაკვეთილები გაქვს კიდევ?
-არა, დავამთავრე უკვე ყველაფერი.
-მაშინ წავიდეთ რა-ემს ისეთი ხმა ჰქონდა, სადაც იყო ტირილს დაიწყებდა, ამიტომ გოგონებს აღარ უყოყმანიათ და ათ წუთში უკვე ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ.
-არა წარმოგიდგენია?! იმ ლაწირაკმა ვბავშვმა ამდენი როგორ უნდა გამიბედოს? არ ვიცი გაკვეთილზე როგორ შევიკავე თავი.
-დამშვიდდი რა ემ, არ ღირს ნერვიულობად! ეგ კლასი მთლიანად მასეთია, რამოდენიმე თუ იქნება ნოტმალური. წელს დაამთავრებენ და დავისვენებთ ყველანი.
-კლასზე არ მაქვს საუბარი! კარგი ბავშვები არიან, მაგრამ საქმე ჩემშია! თავიდანვე რომ მეგობარივით მივუდექი სულ ყველას, მაგიტომ მოხდა ასე.
-დამერწმუნე ეს ამბავი, როგორც ყველა ჭორი მალე მიეცემა დავიწყებას. მაგრამ, ისე როგორც ამბობენ-დაიწყო ვივიენმა შემპარავად-ყველა ჭორში არის სიმართლის მარცვალიო.
-კარგი რა ვივიენ. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ-გოგონამ ეს ისეთი სევდიანი ხმით თქვა, რომ თავისივე ნათქვამში დაეჭვდა.
-შენ თვითონ დარწმუნებული ხარ ამაში?
-თითქმის.
-აი, ხომ ხედავ! ისე კი უხდებით ერთმანეთს-გაეცინა გოგონას.
-სხვათაშორის შენ და დევიდით არაჩვეულებრივი წყვილი იქნებოდით, მაგრამ რატომღაც ვერც ერთი ვერ დგამთ პირველ ნაბიჯს-ემის სიტყვებმა ვივიენი გააწითლა, რადგან მას მართლა უყვარდა ფიზკულტურის მასწავლებელი დევიდი.
-როგორ ფიქრობ, მასაც მოვწონვარ?
-არა ვივიენ. კი არ მოსწონხარ, შენზე გიჟდება!
-მაშინ რატომ არ ამჟღავნებს ამას?
-იქნებ შენ მისთვის რაიმე იმედი მიგეცა?
-რას ამბობ, მე გადავდგა პირველი ნაბიჯი?
-მერე რა მოხდა? ერთ თვეში ჰელოუინი იქნება, ხოდა თუ მანამდე ასეთ გაურკვევლობაში იქნებით, მაშინ შეგიძლია დაპატიჟო.
-ღირს?
-რა თქმა უნდა!
გოგონებს საუბარი ემის მობილურის ხმამ შეაწყვეტინათ, ამ უკანასკნელმა კი როდესაც ტელეფონის აციმციმებულ ეკრანზე სახელი ამოიკითხა, ტავა გადასცდა!
* * *

-ჯეკ, რა გჭირს მთელი დღეა?-ელისი ძამიკოს კალთაში ჩაუჯდა და კისერზე ხელები მოხვია-თითქოს რაღაცაზე დარბობ.
-არა ელ, ყველაფერი რიგზეა.
-ჟურნალები ნახე?
-შენც?
-ჰმ, რა თქმა უნდა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ელისის ტიტინა ხმამ დაარღვია:
-გიყვარს არა?
-ძალიან!
-მერე რატომ არ ეუბნები?
-არ გეწყინოს ელის, მაგრამ შენ ჯერ პატარა ხარ. როცა გაიზრდები მიხვდები, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, რომიყოს.
-მართალია შენზე პატარეა ვარ, მაგრამ ახლა შენ უფრო იქცევი ბავშვივით!-ელისი ჩამოქვეითდა და კიბეებს აუყვა. ჯეკსონს ეგონა, რომ დაიკო გაანაწყენა და ის ამიტომ წავიდა, მაგრამ ელისი რისი ელისია, თუ მას ახალი გეგმა არ ექნა?!
-დავბრუნდით! სახლში ხართ ბავშვებო?-ამ სიტყვებით მისის ენჯელამ და მისტერ სტივმა სახლის კარი შემოაღეს და პროდუქტებით დათვირთულნი სამზარეულოში შევიდნენ.
-რა ხდება?-გაუკვირდა მისის ენჯელას ჯეკის სახლში დანახვა, ის ხომ ამ დროს ყოველთვის ემილისთან იყო ხოლმე.
-რამე უნდა ხდებოდეს სახლში რომ ვიყო?
-ჯეკსონ, მე და მამაშენს შენთან სერიოზული სალაპარაკო გვაქვს!
-ოღონდ მე ნუ ჩამრევ ენჯელა! მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.
-სტივ!
-არანაირი სტივ! მე ავალ, ელისს ჩავაცმევ და მერე გავასეირნებ. პარასკევია დღეს და მთავარ პარკში თოჯინების თეატრიც იქნება-მისტერ სტივი კიბეებისკენ გაემართა, მაგრამ სანამ ავიდოდა, მოტრიალდა და ჯეკს მიმართა-მე შენს მხარეზე ვარ! და საერთოდაც, ეს შენი ცხოვრებაა და როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ, ისე უნდა მოიქცე! მე ყველაფერში მხარს დაგიჭერ!-და შემდეგ კიბეებს აუყვა.
-ჯეკ, იმედია ხვდები რაზეც უნდა გელაპარაკო.-მისის ენჯელა შვილის წინ სკამზე ჩამოჯდა და საქმიანი სახით დაიწყო-დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ჟურნალები ნახე. შვილო, გთხოვ, შეეშვი მაგ გოგოს! თავიდანვე არ მომწონდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, დღეს კი ვეღარ მოვითმინე და უნდა გითრა. ის ერთი გათამამებული, პოპულარული გოგოა. პირად ცხოვრებაში პრობლემების გამო, მიყრუებულ ქალაქში გადმოვიდა, მაგრამ პოპულარობა მოენატრა და ყველაფერი გააკეთა, რომ ჟყრნალების ყდებიდან არ ჩამოსულიყო! ეს კრიზისი მალე გაიცვლის და ის ისევ თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება, შენ კი_აქ დარჩები. ერთხელ უკვე გნახე როგორი იყავი ექვსი წლის წინ და არ მინდა, რომ ეს კიდევ განმეორდეს! გთხოვ, დამიჯერე და სანამ ბოლომდე არ შეგიტოპავს, შეეშვი.
-დედა, გთხოვ გეყოფა!-ჯეკსონი სწრაფად წამოდგა და სახლლიდან გავარდა. ემისთან აპირებდა მისვლას, მაგრამ... მაგრამ დაინახა, როგორ გაჩერდა დიდი შავი ჯიპი ემილის სახლის წინ და იქიდან გადმოსულ სასიამოვნო გარეგნობის ბიჭს ემი როგორი ბედნიერი სახით ჩაეხუტა. შემდეგ საბარგლიდან ჩემოდნები ამოიღეს და სახლში შევიდნენ. ჯეკს დედამისის სიტყვები გაახსენდა და ტვინში სისხლი მიაწვა. ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, სახლში შესვლაც არ უნდოდა. უცბად გონება გაუნათდა და ისეთი რაღაც გააკეთა, რაც ექვსი წელია არ უქნია. ავტოფარეხში გიჟივით შევარდა, კუთხეში მიყუჟულ სხეულს თეთრი შალიშა გადახადა და მის დანახვაზე გულში რაღაც ჩასწყდა. ახლა მის წინ ის ერთადერთი რაღაც იდგა, რაც ბილისგან დარჩა_მისი ბაიკი. ჯეკსონს დიდხანს აღარ უფიქრია, ბაიკზე ამხედრდა და კატასტროფული სიჩქარით წავიდა გაურკვეველი მიმართულებით...

ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-03-31, 3:17 AM | შეტყობინება # 414

გოგონებს საუბარი ემის მობილურის ხმამ შეაწყვეტინათ, ამ უკანასკნელმა კი როდესაც ტელეფონის აციმციმებულ ეკრანზე სახელი ამოიკითხა, ყავა გადასცდა!

შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - შაბათი, 2012-03-31, 3:18 AM

viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 11:10 AM | შეტყობინება # 415

397
10  +
12  ±
   ±
Offline
magaria

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 2:27 PM | შეტყობინება # 416

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaime mogklav :@@ xo gtxove raaaa ra iyo ra vaimeeeeee,,chemi jekiiiiiiii auuuuu :((((( shemdeg tavze mainc ar gvalodino r iyo tore damemarta nervoziiiiiii :(((

aNs_VolTuriთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 2:52 PM | შეტყობინება # 417
The Walking Dead
342
36  +
77  ±
   ±
Offline
Quote (nati_cullen)
shemdeg tavze mainc ar gvalodino

mec amas getyodi
dazabuloba shemogaqvs nel nela biggrin kargia ucbad yvelapris mshvidobianad damtavrebas ver vitan da dzalian momwons rogori saxitac wer mara gexvewebi ar davamtyofo es bichi an ar mokla biggrin

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 3:04 PM | შეტყობინება # 418

400
9  +
30  ±
   ±
Offline
aNs_VolTuri, rogorc me movkalii??? :DDD oo rodis gaigebs exa ro is bichi an natesavia an megobari an ravici ra au didxans nu daashoreb susti gulis patroni var :(( :DD

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 3:08 PM | შეტყობინება # 419
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
აუ თუ ჯეკი ახლა ავარიაში მოყვა,გადავვყვები :////////////////
ნეტავ ის ბიჭი ვინ იყო ემისთან რომ მივიდა
მაგრამ არამგონია ვინმე ისეთი ყოფილიყო ://///// / :((((((((((((((((

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-03-31, 3:20 PM | შეტყობინება # 420
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (nati_cullen)
shemdeg tavze mainc ar gvalodino

mec mcxvenia amdens rom galodinebt, magram skolis gamo saertod ver vaxerxeb weras. matematikashi iset rtul sakitxebze vart da chveni maswi imdens gvadzlevs, rom marto magas sam saats vandomeb da xom warmogidgeniat ra dgeshi viqnebi, mit umetes rom uovel dge shvidi gakvetili maqvs sad
Quote (aNs_VolTuri)
kargia ucbad yvelapris mshvidobianad damtavrebas ver vitan da dzalian momwons rogori saxitac we

madlobaaa happy happy happy happy
viku-vuku, kiss kiss
Jack♥sparrow, love
im bichs rac sheexeba, intrigas vtoveb da suratsac ar vdeb magitom biggrin dges tu yvelafris mecadineobs movaswari vecdebi xval davwero, magram ar davdeb, ramdenime tavs davigroveb da mere mal-male davdeb room amdeni xani agar gawvalot xolme kiss

ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: