ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

viku-vukuთარიღი: ოთხშაბათი, 2012-03-14, 2:28 PM | შეტყობინება # 391

397
10  +
12  ±
   ±
Offline
vauuuuuuuuuuuuuuuuuuuu umagresiaaaaaaaaaaaa emmmooooooociiiiiiiiiiiiieeeeeeeeebiiiiiiii arrrrrrrrmmmyyyyoopppppnniiiiiissssssssssss


nati_cullenთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-15, 2:04 AM | შეტყობინება # 392

400
9  +
30  ±
   ±
Offline
agar gvegirseba axali taviii????


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-15, 3:10 PM | შეტყობინება # 393
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
axalii tavi weris processhia jer, didia moculobitac da shinaarsobrivadac da ase rom cota lodini mogiwevt. bodishit rom galodinebt da madlobt rom kitxulobt kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

musikosiთარიღი: პარასკევი, 2012-03-16, 7:52 PM | შეტყობინება # 394

2
1  +
0  ±
   ±
Offline
vaimeee dzalian dzalian magari fikiaaaa avtor unichieresi xaaar male dadet ra shemdegi tavii

Crazyთარიღი: შაბათი, 2012-03-17, 10:19 AM | შეტყობინება # 395

202
11  +
6  ±
   ±
Offline
ვაფანატებ ამ მოთხრობაზეეეეეეეე kiss მალე დადე რა :პ


nati_cullenთარიღი: ორშაბათი, 2012-03-19, 2:14 AM | შეტყობინება # 396

400
9  +
30  ±
   ±
Offline
axali mindaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa auu rodis dadeeeb :((((((((((


♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2012-03-19, 2:28 AM | შეტყობინება # 397
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 34
ფესტივალი ახლოვდებოდა, ქალაქსაც გამოცოცხლება ეტყობოდა. მთავარ მოედანზე უკვე აგებდნენ ღია ბარებს, სხვადასხვა სათამაშო მოწყობილობებს. დაამონტაჟეს ამფითეატრი და ატრაქციონები. ყველაფერი იდეალურად იყო. ემილი თავის კაბას კერავდა და აბედნიერებდა ის ფაქტი, რომ წითელი ქსოვილი ნელ-ნელა მის ნახაზს ემსგავსებოდა და დსრულყოფილ სახეს იღებდა. არც ჯეკსონი ჩამორჩენია სამზადისს და სპეციალური კოსტიუმი შეიძინა ელისის რჩევების გათვალისწინებით. ემილიმ იმდენიც მოახერხა, რომ ბავშვებს ცეკვა დაადგმევინა და მათი დებიუტი ფესტივალზე შედგებოდა. ყველა ნერვიულობდა, განსაკუთრებით კი ემილი, რადგან არ იცოდა როგორ მიიღებდა ხალხი ამ ყველაფერს. ფესტივალის წინა საღამო სკოლაში გაატარა ბავშვებთან ერთად და რეპეტიცია გაავლევინა. შუაღამე იყო სკოლიდან რომ გამოვიდა. უკვე საკმაოდ ციოდა. სახუმარო ხომ არაა, რამოდენიმე დღეც და ოქტომბერი დგებოდა. თბილ კაშნეში ცხვირი ჩარგო და მანქანამდე სწრაფად მიირბინა. ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ უცბად კარი უკნიდან ვიღაცამ მიუხურა. ემი შებრუნდა და სკოტი დაინახა, რომელიც მისი ხელის გაწვდენაზე იდგა და მომხიბლავად უღიმოდა. ემიმ მის დანახვაზე დაღლილი სახე მიიღო და კვლავ შეეცადა კარის გაღებას, მაგრამ ბიჭმა კარი ისევ მიუხურა.
-გელოდები. მალე თქვი რა გინდა!
-ხვალ ბალ-მასკარადია.
-ვიცი. მერე?
-რატომღაც მგონია, რომ პირობის შესრულება უნდა გიყვარდეს.
-მინიშნებების გარეშე თუ შეიძლება! და თან მალე, მცივა.
-მე შემიძლია...-სკოტმა მაცდური, თვითკმაყოფილი ღიმილით გაიღიმა და ჩასახუტებლად გაიწია, მაგრამ გოგონამ ორივე ხელით მოიშორა.
-არ მჭირდება შენი გათბობა.
-გინდა დაგენიძლავო, რომ მალე თვითონ მთხოვ?
-ეტყობა არ გაქვს შენ საქმე-ემილიმ მანქანის კარი გააღო, მაგრამ სკოტმა ახლა უკვე ხელით დაიჭირა.
-ხვალ ცხრაზე გამოგივლი ლამაზო.
-რაა?-აღშფოთდა ემი და ხელი ძლივს გააშვებინა.
-შენ დამპირდი, რომ ბალ-მასკარადზე ჩემთან ერთად წამოხვიდოდი!
-ღმერთო ჩემო! გეფიცები შენნაირი თვითკმაყოფილი იდიოტი არასდროს არსად არ მინახავს!
-მოკლედ მზად იყავი რა, არ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი!-ემი ისე გაცოფდა, რომ სკოტს პირდაპირ მუშტი დაარტყა, ამ უკანასკნელმა კი ხელები დაუჭირა, ზურგსუკან წააღებინა და ის იყო უნდა ეკოცნა, რომ ემილიმ იგრძნო როგორ გაუნთავისუფლდა ხელები, ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ უცბად საიდანღაც ჯეკსონი გაჩნდა, რომელმაც სკოტი ერთი მუშტით ძირს დაანარცხა.
-მანქანაში ჩაჯექი-ჯეკსონმა ის თქვა, მისკენ არც გაუხედავს, მაგრამ ემილი რა თქმა უნდა არ დაემორჩილა.
-შეეშვი. არ ღირს მასზე ხელის გასვრა ჯეკ-ემი ცდილობდა მის ადგილიდან დაძვრას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ჯეკსონმა მანქანის კარი გამოაღო, ემილი ჩასვა და კარი მიუხურა.
-შენ ეტყობა სიტყვებით ლაპარაკი არ გესმის-ჯეკსონმა კვლავ მოიქნია მუშტი, მაგრამ ამ მუშტმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია, რადგან ბიჭებს შორის ემილი ჩადგა.
-შენ ამხედრდი იმ შენს ჯართზე და წაეთრიე აქედან, შენ კი წამომყევი!-ემიმ ჯეკსონს ხელი მოკიდა და ის იყო მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ, რომ სკოტის ხმა გაიგეს.
-ხვალ შევხვდებით ლამაზო. მალე გაემზადე, ლოდინი არ მიყვარს!-სკოტმა გაიცინა, მაგრამ უცბად სახე ტკივილმა დაუმანჭა, რადგან გოგონამ წიხლი პირდაპირ მის „მამაკაცურ ღირსებაში“ ამოსცხო, შემდეგ კი გაოგნებული ჯეკი მანქანაში საჭის მხარეს ჩასვა და თვითონ გვერდით მიუჯდა.
-ხანდახან როგორ მინდა, რომ ბიჭი ვიყო-ემის გაეცინა და მომუშტულ ხელს აკოცა-უჰ, კარგი იყო!
-გამაოცე-გაეცინა ჯეკსაც-წავიდეთ?
-კი კი, აბა?! მისმინე, ხვალ ჩემ ბავშვებს დილით აქვთ გამოსვლა, ისინი ხსნიან ფესტივალს და მეც იქ უნდა ვიყო. ჰოდა რომ მორჩებიან ყველაფერს, ესე იგი სადღაც შუადღისთვის, სახლში მოვალ და მერე ელისიც გავასეირნოთ, კარგი?
-მაგის თქმა მინდოდა მეც! და ბალ-მასკარადი ათზე იწყება.
-მე ყველაფერი მზად მაქვს. იმედია შენც, თორემ ვერ გადამირჩები!
-ჰმ, როგორ გგონია?!-ამაყად ჩაიცინა ბიჭმა.
-უი, უკვე მოვედით. ხო შემოხვალ?
-ამმ, არ ვიცი, დასვენება არ გინდა ხვალისთვის?
-აუ ხო. ეჰ, წავედი მაშინ. ისე შეგიძლია ხვალ გახსნაზე შენც მოხვიდე-გაიბუსხა ემი.
-მოიცა გრაფიკს გადავხედო-ჯეკმა საჩვენებელი თითი შუბლზე საქმიანად მიიკაკუნა-მოვალ აბა რას ვიზამ!-გაიცინა ბოლოს-ელისსაც წამოვიყვან მაშინ და იქიდანვე წავიდეთ სასეირნოდ.
-მასე ჯობია. ხვალამდე-გოგონამ სწრაფად აკოცა ლოყაზე და შემდეგ მანქანიდან გადავიდა. იცოდა რომ ჯეკსონი მიხედავდა მანქანას. ამის დარდი არ ჰქონდა, უფრო სხვა რამეზე ეფიქრებოდა. რა იქნებოდა ხვალ? როგორ ჩაივლიდა ყველაფერი? ეს ფიქრები ერთი წუთითაც არ ასვენებდა გოგონას, ბოლოს გადაღლილის კი ღრმად ჩაეძინა.
აი ჯეკსონი კი უარეს დღეში იყო. ის ხომ ხვალ ემისთვის ყველაფრის თქმას აპირებდა. იმაზე ფიქრიც კი არ უნდოდა, რა იქნებოდა ემს რომ უარით გამოესტუმრებინა და თან დაეყოლებინა შენი დანახვაც აღარ მინდაო. ან როგორ უნდა ეთქვა ყველაფერი? ბიჭიც გაურკვევლობაში იყო. ხვალინდელი დღე ამ ორის ცხოვრებაში გადამწყვეტი იქნებოდა, მაგრამ მანამდე მთელი დღე წინ იყო.
გამთენიისას ექვსის ნახევარზე ემილი მაღვიძარას გამყინავმა ხმამ გამოაღვიძა. ერთი ბალიში თავზე ჩამოიმხო, მეორე კი მაღვიძარას მიმართულებით იაროლა, მაგრამ ის უფრო და უფრო უწევდა ხმას. ემილიმ ბალიშის ქვემოდან ცალი თვალით გამოიხედა, მაგრამ საწოლის გვერდით ტუმბოზე მდგარ კალენდარში წითლად შემოხაზული რიცხვი რომ დაინახა, მაშინვე გამოფხიზლდა და საწოლიდან წამოხტა. ფარდები რომ გადაწია, გარეთ ჯერ კიდევ ბინდი იყო.
-ეჰ, ვინ მეხვეწებოდა მასწავლებლად იმუშავეო რა. ვიწვებოდი ახლა თბილ საწოლში და სკოლის საცეკვაო დარბაზის ნაცვლად სიზმარში ვიცეკვებდი.-დაიწყო გოგონამ თავის თავთან წუწუნი და ფლოსტების ფრატუნით შელასლასდა სააბაზანოში. წყლის ცხელმა ჭავლმა ცოტა აზრზე მოიყვანა და მხნეობა შემატა, მაგრამ მაინც ამთქნარებდა. საბოლოოდ მაგარმა შავმა ყავამ გამოაფხიზლა და ტანსაცმლის შერჩევაც დაიწყო. გენერალური რეპეტიციის შემდეგ პირდაპირ მთავარ მოედანზე უნდა წასულიყო ბავშვებთან ერთად, ამიტომ რაიმე ლამაზი და დახვეწილი სჭირდებოდა. ბოლოს არჩევანი „პატარა შავ კაბაზე“ შეაჩერა, წვრილი წითელი ქამარიც შეუსაბამა და შემდეგ ეს ყველაფერი წასაღებად მოამზადა. თვითონ სპორტულად ჩაიცვა, ჩანთა და დიდი ნაჭრის პარკი აიღო, რომელშიც კაბა იდო, რომ არ დაკუჭულიყო, გასაღებების ასხმას ხელი დაავლო და კიბეები ჩაირბინა.
შვიდისთვის უკვე დარბაზში იყო ბავშვებთან ერთად და მათ გამოფხიზლებას ცდილობდა.
-ნუ გძინავთ, გენერალური რეპეტიციაა. დღეს თქვენ ხსნით ფესტივალს!-გაიძახოდა ემი, მაგრამ როდესაც მიხვდა რომ აზრი არაფერს არ ჰქონდა, დარბაზიდან გავიდა და ათ წუთში მაგარი შავი ყავებით ხელდამშვენებული დაბრუნდა. მისმა აზრმა გაამართლა, გენერალური რეპეტიცია დაიწყო!

წარსულის საუფლო. მთავარი მოედანი. 13:00
-ქალბატონებო და ბატონებო! აი უკვე ათი წელია, რაც ტრადიციას ვაგრძელებთ და ყოველწლიურ ფესტივალს ვმართავთ. დღეს თქვენ და თქვენი პატარები შეძლებთ ისიამოვნოთ კონცერტებით, თოჯინების თეატრით, ატრაქციონებით. მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა სახის კონკურსებში, გათამაშებებში და მოიგოთ არაჩვეულებრივი პრიზები. ბოლოს კი თქვენ გელის ბალ-მასკარადი, რომელიც ულამაზესი ფეიერვერკით დაგვირგვინდება. მანამდე კი, ჯობია სცენა წარსულის საიფლოს საჯარო სკოლის მოცეკვავეთა ჯგუფს დავუთმო, რომელთა დებიუტიც ახლა, თქვენს წინაშე შედგება. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ჯგუფი „New World”.
და აი, ბავშვები სცენაზე ავიდნენ. ყველა თავის ადგილას დგას, თავდახრილი. მუსიკა ირთვება. ერთი, ორი, სამი, თავი მაღლა, ნაბიჯი, ბრუნი, ნაბიჯი, დახრა, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი, ტაში, ბრუნი-ემილი გონებაში ყველა იმ მოძრაობას იმეორებდა, რომელსაც ბავშვები აკეთებდნენ და ათრთოლებული ხმითჩუმად ითვლიდა. მხოლოდ ბავშვებს ადევნებდა თვალს, აუდიტორიისკენ გახედვას ვერ ბედავდა. აი ბავშვები ისევ საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ და მუსიკაც დამთავრდა. ახლა ემის გასვლის ჯერი იყო, როგორც ქორეოგრაფის. სცენაზე ფეხი შედგა, ცენტრში კი ორმა ბიჭმა მიიყვანა. ცეკვის დამთავრებიდან სულ რამოდენიმე წამში, დაახლოებით მაშინ როცა ემი სცენის ცენტრში მივიდა, აპლოდისმენტების წვიმა წამოვიდა. ხალხი არ წყნარდებოდა, აღფრთოვანებული იყო მათი გამოსვლით. განსაკუთრებით ერთი ბიჭი აქტიურობდა, რომელსაც თავისი პატარა, საყვარელი, ქერა დაიკო კისერზე შემოესვა. ემილის მათი დანახვისას გული უცნაურად შეუფრთხიალდა. დარწმუნებული ვარ მიხვდით, ვინ იყო ეს საყვარელი და-ძმა.
-არარჩვეულებრივები იყავით ბავშებო! ვამაყობ თქვენით!-ემიმ ბავშვებს სცენიდან ჩამოსვლისთანავე უთხრა ეს სიტყვები. იმდენად გახარებული იყო, ემოციებს ვერ ფარავდა.
-გილოცავ ემ! ეს შენი დამსახურებაა!-გულში ჩაიკრა ჯეკსონმა გოგონა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
-როგორ გამიხარდა რომ მოხვედით. ელ, ჩემო პატარავ, როგორი იყო?
-ნუ ეხლა, მე როგორც ამ საქმის პროფესიონალი, თამამად გეუბნები, რომ უნიკალური იყო!-პატარა პრინცესა ემილის ჩაეხუტა და თბილად აკოცა.
-აბა, როდის მივდივართ?-ელისი ვეღარ ითმენდა, ისე უნდოდა ატრაქციონებზე დაჯდომა.
-ამმ, მე პირადად აქ აღარ ვარ საჭირო, ჩემები მორჩნენ და შეგვიძლია წავიდეთ.
-კი მაგრამ, შენ გამოცვლა არ გინდა? ამსიმაღლე ქუსლებზე ამხედრებული აპირებ მთელი დღე სეირნობას?-დასცინა ჯეკმა.
-აუ ხო! მაშინ უცბად გავიქცევი სახლში და აქ შეგხვდებით.
-გაგიყვან, მარტო ხო არ ივლი.
-როგორ ზრუნავთ ერთმანეთზე-ჩაიხითხითა ელისმა.
-მეგობრები ერთმანეთზე ზრუნავენ პატარავ-თბილად უპასუხა ჯეკსონმა.
-ჰმ, ეგობრები, აბა რაა!-გაიცინა ბავშვმა.

ცოტა ხანში ფესტივალისთვის მორთულ ქუჩას სამი ადამიანი ხელჩაკიდებული მიუყვებოდა. შუაში პატარა გოგონა იდგა, გვერდიგვერდ კი გოგო და ბიჭი. ბავშვი ხან ერთს ახედავდა, ხან მეორეს და მათ შემხედვარეს გული სიხარულით ევსებოდა. უცბად თავში ეშმაკურმა აზრმა გაუელვა, რომელიც მაშინვე განახორციელა.
-ისე სხვათაშორის, არაჩვეულებრივი მშობლები იქნებოდით. არ გინდათ იფიქროთ ამაზე?-ელისის სიტყვები და მის მიმართ მიშტერებული ორი წყვილი თვალი ერთი იყო. განსაკუთრებით ჯეკსონი ჩანდა აღშფოთებული.
-იქნებ თმისა და თვალის ფერიც შენ შეათანხმო წეროსთან-უხერხულად გაიცინა ბიჭმა.
-ჰმ, რა ხუმარა ხარ ჯეკ! როდის უნდა გაიზარდო?!-ელისის სიტყვებმა ემილის ჩაბჟირება გამოიწვია, ჯეკი კი კიდევ უფრო გაოგნდა.
-ამერიკული მთები!-აღმოხდა ელისს-მინდა, მინდა, მინდა, მინდა, მინდა!
-ელ, არამგონია ეს ატრაქციონი შენთვის დაშვებული იყოს.
-არ ვარ პატარა! მინდა რა, მინდა, გეხვეწები!-ელისმა ისეთი სახით შეხედა, ჯეკსონს გულმა ვეღარ გაუძლო და ბილეთის ასაღებად გაემართა.
-ემ, შენ და ჯეკი წინ დაჯექით, მე კი თქვენს უკან დავჯდები, რომ არ შემეშინდეს, კარგი?-ელისს გეგმა ჰქონდა.
-კი მაგრამ, მარტოს უფრო არ შეგეშინდება?
-არა, ასე მირჩევნია. დედიკო და მამიკო სულ ასე მსვავენ, თვლიან რომ აქედანვე მამაცი უნდა ვიყო. თან არ მინდა შემთხვევით რომ დაგსვაროთ.
-თუ მასეა, არაა პრობლემა.
-აი მეც მოვედი-ყურებამდე გაღიმებული ჯეკსონი ხელში ბილეთებს ათამაშებდა.
-მაშინ რაღას ვუცდით-ამ სიტყვებით ელისმა ძამიკოს ბილეთები გამოსტაცა და ატრაქციონისკენ გაიქცა.
ემის და ჯეკს სულ პირველ ვაგონში მოუწიათ დაჯდომა, ელისი კი მათ უკან ჩაჯდა. კონტტროლიორმაც ჩამოიარა და ის იყო ელისისთვის ღვედები უნდა შეეკრა, რომ მან ყურში რაღაც უჩურჩულა, შემდეგ კი ჩუმად გადმოძვრა და მოშორებით დადგა. გოგონას დანახვაზე ემიმ და ჯეკმაც დააპირეს გადმოსვლა, მაგრამ ელისთან შეთანხმებულმა კონტროლიორმა დიდ, წითელ ღილაკს ხელი დააჭირა და ატრაქციონიც ამუშავდა.
-დაბლა რომ ჩავაღწევთ, ის პატარა ეშმაკი ამისთვის დაისჯება!-ცოფებს ყრიდა ჯეკსონი, ემი კი საერთოდ ვერ იღებდა ხმას, რაც არც ჯეკს გამოჰპარვია.
-მოხდა რამე?
-კი! ის რომ ახლა ასი მეტრის სიმაღლის „მთიდან“ კატასტროფული სისწრაფით ................... ააააააააა!!!!-ემიმ სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ ვაგონი ამოტრიალდა და ისე დაეშვა. მათ წინ კიდევ ოთხი დაშვება ელოდათ, ჯეკი კი ნელ-ნელა მწვანე ფერს იღებდა. ელისი საოცრად ხალისობდა და დაბლ;იდან გაღიმებული ხელსაც კი უქნევდა მათ, მაგრამ დაახლოებით ხვდებოდა რაც მოხდებოდა, როცა ატრაქციონი გაჩერდებოდა. და აი, დადგა ეს წუთიც! გოგონამ სპეციალური აპარატიდან ემილის და ჯეკსონის სამი პატარა სურათი აიღო, შემდეგ კი უფრთო ანგელოზის სახით შეხვდა უფროს ძამიკოს.
-ელის, იმედია ხვდები, რომ...
-რომ დავისჯები, ვერც ერთ ატრაქციონს ვერ ვეღირსები და ასე შემდეგ ბლა ბლა ბლა-გააწყვეტინა გოგონამ-მაგრამ მე თქვენთვის საჩუქარი მაქვს. აი ნახეთ რა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდით თითოეული დაშვებისას-და ხელში სურათები შეაჩეჩა. სწორედ ამ სურათებმა გადაარჩინა პატარა კუპიდონი, რადგან ჯეკი და ემი ერთმანეთის დაცინვას მოყვნენ და ელისის დასჯა სულ გადაავიწყდათ.
ამის შემდეგ კიდევ უამრავი ატრაქციონი მოიარეს, ჰოთ-დოგები მიირთვეს, სურათები გადაიღეს. ის კი არა, მტრედებიც დააპურეს და გიგანტური საპნის ბუშტებიც გაბერეს. როდესაც შოკოლადში ამოვლებული ბანანებით იტკბარუნებდნენ პირს და ქალაქის მთავარმა საათმა ცხრაჯერ დაიგუგუნა, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ თუ რამდენი დრო გასულა. სადაც იყო ბალ-მასკარადი დაიწყებოდა, ელისიც თავის მეგობრებთან მიდიოდა „პიჟამა ფართიზე“, ამითომ დიდხანს აღარ უფიქრიათ და სახლის გზას გაუყვნენ.

პერსონაჟები ბალ-მასკარადზე.


-ელის, ნუთუ ეს ნიღაბი საჭიროა?-წუწუნებდა ჯეკსონი, რომელსაც გამოწყობაში პატარა დაიკო ეხმარებოდა.
-საჭირო კი არა, აუცილებელია! შენი ხმა არ გავიგო, ხელს მიშლი-ბრძანებებს გასცემდა პატარა ქალბატონი და ძამიკოზე ზრუნვას, უფრო სწორად კი მის წამებას განაგრძობდა.
ამასობაში ემილიც გამოეწყო. ულამაზესად გამოიყურებოდა. ეს კაბა კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მის ისედაც უნაკლო ფიგურას. ის იყო სარკეში თავის ანარეკლს თვალი ჩაუკრა, რომ კარზე ზარიც გაისმა. უმშვენიერესმა არსებამ პატარა, კოხტა ჩანთა აიღო და დაბლა ჩავიდა. როდესაც კარი გააღო, ჯეკსონს მხოლოდ ორი სიტყვა აღმოხდა:
-ღვთაებრივად გამოიყურები!
-ამმ, დიდი მადლობა-ასეთმა პირდაპირობამ დააბნია ემილი-ბევრი ვეცადე. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა იდ ფაქტი, რომ ასეთ კომპლიმენტს თავად მისი აღმატებულება, წყვდიადის მეფე, „ოპერის მოჩვენება“ მეუბნება-ემილიმ გაიცინა და ჯეკს კოსტიუმზე მიუთითა.
-დარწმუნებული იყავი, რომ ნიღაბი მხოლოდ ელისის დამსახურებაა, თორემ ამით ნამდვილად განვსხვავდები „ოპერის მოჩვენებისგან“. აი შენ კი რაც შეგეხება, ჩემს თვალწინ დაამსხვრიე ჩემივე შექმნილი მითი იმის შესახებ, რომ „ლამაზ ქალში“ ამ წითელ კაბაში გამოწყობილ ჯულია რობერტსს ვერავინ შეედრებოდა. ცოტა ადრე რომ დაბადებულიყავი, დარწმუნებული ვარ, ჯულიას ნაცვლად შრნ გიხილავდი „ლამაზი ქალის“ მთავარ როლში-გაეცინა ჯეკს, შენდეგ კი გოგონას ხელი გაუწოდა, რაზეც მან რევერანსით უპასუხა და ხელკავი გაუკეთა.
ღია ცის ქვეშ გამართულ ბალ-მასკარადზე ამ წყვილის გამოჩენამ შოკი გამოიწვია. შეგიძლიათ დამერწმუნოთ, რომ მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი ნატრობდა ჯეკის ადგილას ყოფნას, განსაკუთრებით კი მეკობრის კოსტიუმში გამოწყობილი სკოტი, რომელსაც გვერდს ჯენიფერი უმშვენებდა.
-ვიცეკვოთ?
-რა თქმა უნდა.
და რამოდენიმე წამში ხალხის მიერ შექმნილ წრეში ულამაზესად ცეკვავდა წყვილი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული ნამდვილი „წყვილის“ სტატუსი. „ოპერის მოჩვენებას“ და „ლამაზ ქალს“ წინ კიდევ მრავალი ცეკვა ჰქონდათ, მაგრამ მანამდე...
მანამდე ჯეკსონმა უცხენო რაინდში თავისი სკოლის მეგობარი_ერიკ მაკარტნი ამოიცნო და გადაწყვიტა მისალმებოდა. რა თქმა უნდა ემიც მასთან ერთად იყო და სწორედ მაშინ, როდესაც ჯეკსონმა მას თავისი მეგობრის სახელი უთხრა, გოგონამ ფერი დაკარგა და კინაღამ ადგილზევე ჩაიკეცა. ყველაფრის მიუხედავად ეს სახელი მასზე მაინც მოქმედებდა, მაგრამ ახლა, ემილისგულს საერთოდ არ ჰქონია რეაქცია ამ სახელზე. მართალია გოგონა ჯერ კიდევ ვერ ხვდენოდა, მაგრამ იქ უკვე სხვა იყო ჩასახლებული და თანაც, სამუდამოდ...
-ემ კარგად ხარ? წავალ წყალს მოგიტან. ერიკ გთხოვ მარტო არ დატოვო.
-რა თქმა უნდა-საოცრად მომხიბვლელად ჩაილაპარაკა ბიჭმა, მაგრამ ჯეკი უკვე მათგან მოშორებით იყო.
-თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა ჩემთვის, თქვენისთანა ლამაზი ქალის გაცნობა. მით უმეტეს, ის ფაქტი, რომ ჯეკსონმა თქვენი თავი მის შეყვარებულად არ გამაცნო.
-რატომ, თქვენ ხომ მისთვის მხოლოდ კარგი გინდათ?!-ირონიულად მიუგო გოგონამ.
-რა თქმა უნდა. კარგი მისთვის, საუკეთესო კი_ჩემთვის. თქვენ კი საუკეთესო ხართ-ბიჭი დაუფარავად ეფლირტავებოდა ემს, რომელსაც მისი სიტყვებით ერიკი უფრო ნათლად ახსენდებოდა. ბოლოს მეტი ვეღარ მოითმინა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას. გზად ერთ-ერთი მაგიდიდან ისე, რომ არც კი შეუხედავს სასმლის ბოთლი აიღო და პლიაჟისკენ გაემართა.
-კი მაგრამ, ემილი სად არის?-გაუკვირდა დაბრუნებულ ჯეკს.
-არ ვიცი, მგონი პლიაჟისკენ წავიდა. რა უკარება ვინმეა, თავი დიდი ვინმე რო გონია, მაგისთანას დღეში ვკერავ ათს.
-იდიორი ხარ! მაგრამ ამაზე მერე დაგელაპარაკები-ჯეკსონმა ემისთვის მოტანილი წყლის ჭიქა მიაჩეჩა და თვითონაც პლიაჟისკენ გაიქცა.
იქ მისულმა მალევე შენიშნა წითელკაბიანი გოგონა, რომელიც პირდაპირ ქვიშაში ჩამჯდარიყო და სავარაუდოდ ზღვას გაჰყურებდა. როდესაც ჯეკსონი გვერდით მიუჯდა, მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ გოგონას გვერდით ნახევრად დაცლილი „ჯეკ დენიელსი“ ედგა. მან ბოთლი მოიყუდა, შემდეგ კი ბიჭს გაუწოდა. ჯეკსონმაც იგივე გაიმეორა, მაგრამ ემილის აღარ დაულევია. ბოთლს ისე დახედა, თითქოს მისი ეტიკეტის დანახვისას რაღაც აღმოაჩინაო. შემდეგ კვლავ ზღვას გახედა და დაიწყო:
-დღეს ყველაფერი მას მახსენებს. ის შენი მეგობარი და ეს სასმელიც კი! გახსოვს რომ გითხარი, მოვა დრო და ჩემს შესახებ ყველაფერს გაიგებთქო? თუ შენ კიდევ გინდა ყველაფრის გაგება, მე მზად ვარ-გოგონამ ლაპარაკის დაწყებიდან პირველად გახედა ჯეკს, რომლის თვალებშიც პასუხი ამოიკითხა და განაგრძო-იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგონა, რომელსაც თავი ამ სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ეგონა. ერთ დღეს, ამ გოგონას ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში სოლო გამოსვლა ჰქობდა, რომელმაც მისი მომავალი გადაწყვიტა_გოგონა პარიზის ხელოვნების სკოლაში გაუშვეს სასწავლებლად. გოგონამ იქ სწავლა განაგრძო და ორი წლის წინ თავის მშობლიურ ქალაქში_ნიუ-იორკ სითიში როგორც დიზაინერი ისე დაბრუნდა. გოგონამ საკუთარი ატელიის გახსნა გადაწყვიტა და მზრუნველმა დედიკომ, დასახმარებლად თავისი რჩეული ადვოკატი_ერიკ ტაილერი გამოუგზავნა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. გოგონას ის მთელი გულით უყვარდა. სრულ ბედნიერებამდე სულ ცოტათა რჩებოდა. საკურთხეველთან მდგარმა, როდესაც „დიახ“ წარმოთქვა, ეგონა რომ მისი ცხოვრება შეიცვლებოდა. უკვე დედობაზეც კი ფიქრობდა, ეს ხომ მისი ოცნება იყო. ამ ყველაფერთან მხოლოდ მისი საქმროს მიერ ჯერ კიდევ წარმოუთქმელი „დიახ“ აშორებდა. ეს ზღაპარიც, როგორც ზღაპრების უმეტესობა დიდი და ლამაზი ქორწილით დასრულდა. ზღაპრის ბოლოს პატარძლის საქმრო და პატარძლის საუკეთესო დაქალი საქორწინო ეტლში ჩასხდნენ და წავიდნენ. და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად...-ემილიმ თხრობა დაასრულა და მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ტიროდა. ბოთლისკენ კიდევ ერთხელ წაიღო ხელი, მაგრამ ჯეკსონმა გამოართვა, გვერდით გადადგა და მთელი ძალით ჩაუკრა გულში. გოგონას გული ამოუჯდა და ტირილს უმატა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ დღეს ამ ამბის გამო უკანასკნელად ტიროდა.
კარგა ხანს ასე ისხდნენ და განძრევას არც აპირებდნენ, მაგრამ ხელი აფეთქების ხმამ შეუშალათ. ცა აფეთქდა! მრავალ ფერად დაიშალა და ულამაზესი სანახაობა შექმნა, ხალხმა კი ამ სანახაობას უძველეს დროშივე უწოდა ის სახელი, რომლითაც დღეს მოვიხსენიებთ_ფეიერვერკი! მათ ხომ არ იცოდნენ, რომ ეს სინამდვილეში ფეიერვერკი კი არა, ვარსკვლავების ცეკვა იყო. ისინი ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ამ არაჩვეულებრივ ფერებსაც სწორედ ასე წარმოქმნიდნენ.
მართალია ჯეკსონის გეგმა ჩაიშალა და დღეს ვეღარ მოახერხა ემისთვის იმის თქმა, რომ ის მისთვის უბრალო მეგობარზე გაცილებით მეტი იყო, მაგრამ ის მაინც ბედნიერი იყო. პირველ ტიგში იმიტომ, რომ ახლა ემილის შესახებ უკვე ყველაფერი იცოდა და კიდევ იმიტომ, რომ უკვე ზუსტად გადაწყვიტა, სად ეტყოდა ემის ყველაფერს. გოგონამ მას მხარზე თავი ჩამოადო და მათ ერთად განაგრძეს ვარსკვლავების ცეკვის ყურება...
[/size]



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - ორშაბათი, 2012-03-19, 2:28 PM

nati_cullenთარიღი: ორშაბათი, 2012-03-19, 2:48 AM | შეტყობინება # 398

400
9  +
30  ±
   ±
Offline
pirveli ki var magram cudad var biggrin


nati_cullenთარიღი: ორშაბათი, 2012-03-19, 2:48 AM | შეტყობინება # 399

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaimeeeee ra iyo eees qalbatono avtoro mklaav??? :DDDDD dedaaa shemdegi rodis iqnebaa :DD


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2012-03-19, 2:29 PM | შეტყობინება # 400
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised საოცრება იყო!!!! ელისის მაწაკიზმზე აღარ მაქვს ლაპარაკი biggrin biggrin შემდეგი თავის წერას ხომ მალე დაიწყებთ ქალბატონოოო????? :შრეკისკატისთვალებისსმაილი: biggrin მაპატიე, რომ ვერ მოვახერხე ბეტობა გამეწია ამ თავის წერისას. მიყვარხარ ძალიან


RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2012-03-19, 5:55 PM | შეტყობინება # 401

572
28  +
48  ±
   ±
Offline
რა ლამაზად გქონდა ნათ აღწერიილი რა გითხრა არც ვიცი. უნაკლო ხარ და უმაგრესად წეერ ! happy

I Hate This FuCkinG Life <3

Vampire_GvaberiDzeთარიღი: ორშაბათი, 2012-03-19, 6:44 PM | შეტყობინება # 402
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, რამდენი ხანია არ დამიკომენტარებია!
არადა ვკითხულობ დიდი სიამოვნებით
და ძალიან მომწონს!



♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-03-20, 10:18 PM | შეტყობინება # 403
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
viku-vuku, musikosi, dzaliaaan dzaaaliaaan mixaria axlebi!!! love
nati_cullen, ☆AnasteishA☆, RoB-dOd, Vampire_GvaberiDze, gamatbo tqvenma komentarebma love ai ugrmesi madloba sul yvelas, visac tundac erti tavi gaqvt wakitxuli da mogwonebiat! tqveni komentarebi sul yoveltvis axali energiit mavsebs. love love love
p.s. rac sheexeba axal tavs, vchumdebi biggrin ai martla ar vici rodis iqneba, sheidzleba paraskevs, an shabat-kviras biggrin imedia ar gacildeba shabat-kviras, tore mgoni isedac dzalian gamewela biggrin
miyvarxart!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Bella_Cullen9204თარიღი: ოთხშაბათი, 2012-03-21, 3:53 PM | შეტყობინება # 404

28
3  +
12  ±
   ±
Offline
dzaan magaria dzaan dzaan male gaagrdzele
დამატება: 4795750.jpg (4.3 Kb)

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-22, 9:49 PM | შეტყობინება # 405
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ო,ღმერთო ჩემო! აი,იმისთვისაც კი არ მყოფნის სიტყვები,რომ ვთქვა რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ,იმის სათქმელად რა გრანდიოზული იყო!
შეიძლება ვერც დალაგებულად გადმოვცემ,ან არ ვიცი
ანუ ვიცი რომ უნდა ვილაპარაკო და გადმოგცე ყველაფერი რაც ვიგრძენი ჯერ თავის კითხვისას,და მერე მისი დასრულებისას.
აი ეს იყო გრანდიოზული!!! გრან-დი-ო-ზუ-ლი !!!
იცი,რომ გულწრფელი ვარ,ხომ იცი არა?
ვერც წარმოიდგენ,რომ ჩემი ეს სიტყვები სავსებით ვერ გამოხატავს,იმას რასაც ვგრძნობ.
ეს იყო საოცრება! გავგიჟდი! რა ფანტაზია,რა ნიჭი,რა სიუჟეტი!
აი საერთოდ გეფიცები მეგონა ვიღაც ზრდასრული ადამიანის წიგნს ვკითხულობდი.ისეთი მაგარი იყო,საოცრება!!!!
თამამად შემიძლია ვთქვა,რომ საუკეთესო თავი იყო ამ მოთხრობის,რაც აქამდე წამიკითხავს (მერეარვიცი)
აი ეს იყო სრული სიგიჟე! და დღითიდღე ვოცდები <3 ნატუკა,შეეენნნ ხააარ უუუნიიჭიერესი ადამიანი! არც კი ვიცი, ამ ფიკმა საერთოდ ,,დაგლიჯა'' <333

ეს სკოტი რა თავხედია,გადავახევდი როჟას ;///
ეს მართლა თვითკმაყოფილი,თვითდაჯერებული იდიოტი დებილი დეგენერატი .............................. ://///////////////////////////
ემი და ჯეკი უსაყვარლესი წყვილი არიან <333
თავიდან ის ერიკი რომ ,,გაიჩითა;; , თავში რაღაცამ დამკრა,მეგონა ეს ,,ის'' იყო და მე ვთქვი აიი მორჩაააააააააააააააააააააა cry cry
ცუდია.რომ ამ თავში არ უთხრა ჯეკმა ემის როომ სიგიჟემდე უყვარს
მაგრამ დარწმუნებული ვარ,ასმითვის უფრო შესაფერისი მომენტი და დრო გაქვს შერჩეული და იცოდე მოუთმენლად დაველოდები!!
დღეს ისედაც უმაგრეს ხასიათზე ვიყავი (საოცარია) და უბრალოდ ეს რომ წავიკითხე,საერთოდ ,,გააასწორა''
ნატ,ძალიან მიყვარხარ და უსაყვარლესი,უნიჭიერესი ადამიანი ხარ,მართლა მართლა გეუბნები!!!
და იმედია ოდესმე ცხოვრებაშიც გაგიცნობ <3333333
აი არ ვიცი
გრანდიოზული იყო!!! გ რ ა ნ დ ი ო ზ უ ლ ი


ძებნა: