საპნის ბუშტები
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-09-02, 1:33 PM | შეტყობინება # 16 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (DreaMy) როგორც სერიალებში იციან. ქორწილი, მერე სივკდილი, მერე კიდევ ქორწილი. nw, ar aris mase. Quote (DreaMy) მაგრამ, ცოტა დიდი თავები დადე და სიუჟეტიც განავრცე. es tavebi dawerili maqvs ukve rvfeulshi da vegar mivamateb, magram axal tavs davdeb male, albat naxevar saatshi
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
DreaMy | თარიღი: პარასკევი, 2011-09-02, 2:28 PM | შეტყობინება # 17 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| nessy-ana WARN FOR OFF
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-09-02, 2:33 PM | შეტყობინება # 18 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 2 -ჯანდაბა, ერიკ! არ გასწავლეს რომ სანამ შემოხვალ უნდა დააკაკუნო? ახლა ხომ შენ უკვე მნახე საქორწინო კაბაში, ეს კი ცუდის ნიშანია-აწუწუნდა ემი -კარგი რა, ემ, ეს ხომ სრული სისულელეა-დაამშვიდა მეგობარი ნატალიმ. -ემ, ძვირფასო, დიდი რამე თუ საქორწინო კაბაში გნახე. ხომ იცი, რომ ჩვენზე ბედნიერი მაინც არავინ იქნება-უთხრა ერიკმა და საცოლეს აკოცა. -კი მაგრამ მაინც, არ მინდოდა, რომ გენახე-თავისას არ იშლიდა ემი, შემდეგ კი ერიკს თაიგული გამოართვა და ლარნაკში მოათავსა, მაგრამ წყალი არ დაუსხამს. -ემ, წყლის დასხმა დაგავიწყდა-შეახსენა ნატალიმ. -ვიცი, ნატ, მაგრამ არ მინდა. წყალში რამდენი ხანიც უნდა იყოს, მაინც დაჭკნება, უწყლოდ კი ისეთივე ფორმაში გახმება, როგორიც არის-უპასუხა ემილიმ, შემდეგ კი კარი გააღო და მიკას სთხოვა, რომ მისთვის რომელიმე თავისუფალი კაბა შეერჩია. -ძვირფასო, შენი ტანსაცმელი დივანზე დევს. -ვიცი, ერიკ, ვხედავ, მაგრამ არასდროს არ უნდა ჩაიცვა მეორედ ის, რაც ერთხელ უკვე გეცვა-თქვა ემიმ და თვალი მხიარულად ჩაუკრა-ახლა კი უნდა გავიდე, გამოვიცვლი და მოვალ. მიკამ მას ვარდისფერი კაბა მისცა, რომელიც მუხლს ოდნავ ზემოთ იყო, მკერდთან შავი ლენტი ჰქონდა, შემდეგ კი თავისუფლად ეშვებოდა. ემიმ კაბა ჩაიცვა, გული შავი მარგალიტის ყელსაბამით დაიმშვენა, თმა ოდნავ აიკეცა და ზარას თმისსამაგრით დაიმაგრა, შემდეგ კი კაბინეტისკენ გაემართა. -გეუბნები, არაა საჭირო ემიმ ყველაფერი იცოდეს-ერიკი გაცხარებით ლაპარაკობდა-შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ, რომ ასე აჯობებს! -კი მაგრამ, არ შემიძლია ასე მოვიქცე, მეც გამიგე-შეეპასუხა ნატალი. ემიმ ეს ყველაფერი კართან მოისმინა, მეტი ვეღარ მოითმინა და კარი შეაღო. -კი მაგრამ, რა არ უნდა ვიცოდე? ერიკი და ნატალი დივანზე გვერდი-გვერდ ისხდნენ და კარის გაღებისთანავე თითქოს ადგილზე გაიყინნენ. -რაზე ლაპარაკობ?- ვითომ და გაოცებულმა ჰკითხა ერიკმა. -მშვენივრად იცით რაზეც. რა არ უნდა ვიცოდე? ნატალი ადგილიდან არ იძვროდა, ერიკი კი ემილისთან მივიდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. -ემ, რატომ არ მენდობი? ხომ იცი, საჭირო რომ იყოს გეტყოდი, მაგრამ არ მინდა სიურპრიზის ჩაშლა. ნატალისაც სწორედ ამაზე ველაპარაკებოდი. ხომ გჯერა ჩემი? -რა თქმა უნდა, უბრალოდ ვერ მივხვდი რა არ უნდა მცოდნოდა და სწორედ ამიტომ გკითხეთ. ნატალი, შენ კი ნუ მიყურებ დამნაშავის თვალებით, ვიცი რომ შეგეძლოს თქმა, აუცილებლად მეტყოდი, მაგრამ ამით სიურპრიზი ჩაიშლება, ასე რომ, ცოტასაც მოვითმენ და მალე ყველაფერს გავიგებ. ხომ ასეა?-თქვა ემიმ და ისე სუფთად და გულწრფელად გაიღიმა, როგორც მხოლოდ ახალშობილებს შეუძლიათ, ისიც იმიტომ, რომ ჯერ არ არიან ნაზიარები ამ ცხოვრების სიბინძურეებს. -ძალიან მიხარია ემ, რომ გჯერა ჩვენი-თქვა ერიკმა და ნატალის გადახედა, რომელსაც თავი დამნაშავესავით ჩაეღუნა და თვალები აწყლიანებოდა-ახლა კი, მოდით ყველანი კინოთეატრში წავიდეთ, რაღაც ახალი კომედია გადის, შემდეგ კი „მის კლარას სანაყინეში“ შევიაროთ და მისი საფირმო შოკოლადისა და ტყის თხილის ნაყინი დავაგემოვნოთ-ერიკმა მუცელზე ხელი მოისვა და ტუჩები მოილოკა-გამოიცვლით თუ პირდაპირ წავიდეთ? -მე ვერ წამოვალ, მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს-თქვა ნატალიმ, წამოდგა, ჩანთა აიღო და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ერიკის მზერა დაიჭირა. -კარგი რა, ნატ, დილით არ მითხარი მთელი დღე თავისუფალი მაქვსო? -მით უმეტეს ნატალი. თან ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ძვირფასი მეჯვარე ჩვენთან ერთად იყოს-ჩაურთო ერიკმაც. -კი მაგრამ... -არავითარი მაგრამ, წავედით-თქვა ერიკმა, გოგონებს ხელი მოხვია და სამივენი ავტოსადგომისკენ გაემართნენ, სადაც ერიკის ახალი სპორტული მანქანა ეყენა. ის-ის იყო მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ, რომ მიკა გამოჩნდა ტელეფონით ხელში და ყურმილი ემს გადასცა. -დიახ... კარგით....კარგით არ ინერვიულოთ, ახლავე წამოვალ..... რა თქმა უნდა.... კარგით დროებით... -დედაშენი იყო-უთხრა ერიკს-საქორწინო ეტლზე რაღაც პრობლემა შექმნილა თანხასთან დაკავშირებით, მისტერ ნიკი გადაჭრით ამბობს, რომ თუ თანხის 70%-ს არ დავუმატებთ, ეტლს არაფრის გამო არ მოგვაქირავებს. დედაშენს და მას უკამათიათ და ახლა წნევამ აუწია. სასწრაფოდ უნდა წავიდე და ყველაფერი მოვაგვარო. ასე რომ, ჩემს გარეშე მოგიწევთ წასვლა. კარგად გაერთეთ და ნაყინი მეც წამომიღეთ-თქვა ემიმ, ერიკს სიტყვის თქმაც არ აცალა, თავის ტოიოტა ქამრიში ჩახტა და თვალის დახამხამებაში მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: შაბათი, 2011-09-03, 3:51 PM | შეტყობინება # 25 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Kargia nat...da raghac damaechva rom eg siurprizi iqneba me mgoni raghac sxva imaleba am yvelafris ukan...oo ra miamitia es gogo (emi) ho ise martla vatyob rom cudis nishani iqneba saqorwino kabashi rom naxa erikma emi hah : )
შეტყობინება შეასწორა ucnobiucnobi2 - შაბათი, 2011-09-03, 3:56 PM | |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2011-09-03, 6:17 PM | შეტყობინება # 27 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 3 ემი სულ მალე მივიდა მისის ლილის სახლამდე. კარი მოახლემ გაუღო და ემიმ მაშინვე იკითხა თუ როგორ იყო მისის ლილი. მეგიმ მოახსენა, რომ ის მშვენივრად გრძნობდა თავს და ჩაის მიირთმევდა. გოგონამ ემილი მისის ლილიანას ოთახამდე მიაცილა, შემდეგ კი სამზარეულოსკენ გაეშურა. ლილიანა მართლაც რომ კარგად გამოიყურებოდა და ნერვიულობის კვალიც არ ეტყობოდა. ფანჯარასთან იჯდა ფუმფულა სავარძელში და ჩაისა და შოკოლადის კრუასანებს მიირთმევდა. -ლილიანა, როგორ მანერვიულეთ-მიმართმა ემიმ და მის გვერდით სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.-მეგონა ცუდად იყავით და მაშინვე წამოვედი როგორც კი დამირეკეთ. როგორც ვხედავ უკვე კარგად ხართ. დაწყნარდა მეეტლე? -არა შვილო, ახლაც ბაღში ზის და ელოდება როდის დავუმატებთ თანხის 70%-ს. -კი მაგრამ, რა დაემართა? როცა თანხაზე შევუთანხმდი თითქოს ყველაფრით კმაყოფილი ჩანდა. 17 000 მგონი არც ისე ცოტა უნდა იყოს. -ცოტა კი არა მისნაირი ურჩხულისთვის ზედმეტად ბევრია. -თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ, ახლავე ჩავალ და ყველაფერს მოვაგვარებ. -ემ, იმ ბერიკაცს არაფერი დაუჯერო, დარწმუნებული ვარ ათას რამეს დამაბრალებს-მიაძახა ლილიმ ემის კარში გასვლისას, ხოლო როცა დარწმუნდა რომ ემი კარგა მანძილით გაშორდა, სასწრაფოდ შვილის ნომერი აკრიფა. -რა ქენი დედა? -ყველაფერი მოგვარებულია. დარწმუნებული ვარ ემილი იმ მოხუცს არ დაუჯერებს და დიდხანს იკამათებენ, შემდეგ კი რაიმეს მოვიფიქრებ და კიდევ შევაყოვნებ. რამდენი ხანი გჭირდება? -დაახლოებით კიდევ ორი საათი. -კარგი, ერიკ, არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებ. მაგრამ, მე მაინც არ მეტყვი რისთვის გჭირდება ეგ დრო?-ჰკითხა ლილიმ შვილს და ამ დროს ყურმილში გოგოს ხმა მოესმა, რომელიც ერიკს ეუბნებოდა მალე დაამთავრე ლაპარაკიო.-კი მაგრამ, რა ხდება მანდ? -არაფერი დედა. მე და ემის დაქალი ემის სიურპრიზს ვუმზადებთ. დროებით და დაიმახსოვრე, კიდევ ორი საათი... ამ დროს ემი მეეტლე ნიკს ესაუბრებოდა. -კი მაგრამ, მისტერ ნიკ, ამ ეტლში 17 000 როგორ არ გყოფნით? -რას ბრძანებთ, 17 000 კი არა, მის ლილიანამ მხოლოდ 1 700 გადამიხადა და თუ 17 000 არ მიხდით, 70% მაინც დამიმატეთ. -ღმერთო ჩემო, რატომ ცრუობთ? სწორედ ახლა ვნახე მის ლილი, თქვენს გამო საბრალო ქალმა იმდენი ინერვიულა, წნევამ აუწია. -მე არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ 17 000-ზე შევთანხმდით. -რა თქმა უნდა და მიიღეთ კიდეც კუთვნილი თანხა. -რომ მიმეღო ახლა აქ კი არ ვიქნებოდი, თქვენც გამიგეთ, ოჯახი მყავს სარჩენი, ხუთი შვილის რჩენას კი ნუ ეხუმრებით. 1 700 კი არა, 3 000 რომ გადამიხადოთ, ამ ეტლს თავისი ოთხი ცხენით მაინც ვერ მოგაქირავებთ. -მაჩვენეთ ჩეკი. -რა პრობლემაა, აი ინებეთ-თქვა მოხუცმა და გულის ჯიბიდან ჩეკი ამოიღო, რომელზეც გარკვევით ეწერა 1 700$. -კი მაგრამ, ეს ხომ შეცდომაა-გულწრფელი აღშფოთება გამოხატა ემიმ. -აბა, მე რას ვამბობდი ამდენი ხანი?! დამიჯერეთ, ეს თანხა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რომ არ იყოს, ამდენ ხანს აქ ტყუილად არ მოვიცდიდი. -დიახ, მესმის თქვენი-თქვა ემიმ, კალამი ამოიღო პატარა ხელჩანთიდან და ჩეკზე გამოსახულ ციფრს უპრობლემოდ მიუმატა ერთი ნული, ფული ხომ მისთვის ასეთი უმნიშვნელო იყო.-ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის. -არაუშავს, ხდება ხოლმე. თქვენ კი შვილო, გაძლება მოგცეთ ღმერთმა ამათ ხელში-თქვა მოხუცმა, ცხენზე შემოჯდა და წავიდა. ემი იმდენად დაბნეული იყო მომხდარით, რომ ვერ მოისაზრა რა უნდა გაეკეთებინა. ბაღში იმ სკამზე ჩამოჯდა, სადაც ცოტა ხნის წინ მისტერ ნიკი იჯდა, ჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და ერიკთან დარეკვა სცადა, მაგრამ ავტომოპასუხემ თავისი მონოტონური ხმით შეატყობინა, რომ მობილური ტელეფონი გამორთული ან გასული იყო მომსახურების ზონიდან. იგივეს იტყობინებოდა ნატალის ტელეფონიც... რამოდენიმე წუთში ემისთან ლილიანა მივიდა, გვერდით მიუჯდა, მხარზე ხელი მოუთათუნა და ღიმილით უთხრა: -არაუშავს, ემილი, დამნაშავე ვარ რომ მოგატყუე, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ თქვენთვის გავაკეთე. კიდევ ორი საათიც მოითმინე და სიურპრიზსაც ნახავ, ერიკმა სწორედ ორი საათი მთხოვა. -კი მაგრამ, რომელ სიურპრიზზე ლაპარაკობთ? -ეს მე თვითონაც არ ვიცი ძვირფასო, მხოლოდ ის ვიცი, რომ ერიკს შენი დაქალიც ეხმარება. -და იმიტომ დამირეკეთ რომ შეგეყოვნებინეთ?-ემის ხმაში აშკარად შეერია აღშფოთება. -რა თქმა უნდა, მაგრამ გთხოვ ერიკთან არაფერი წამოგცდეს, თორემ საშინლად გამიჯავრდება. -კარგით. მაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდე, არ ინერვიულოთ, მათ ხელს არ შევუშლი-თქვა ემიმ, სასწრაფოდ წამოდგა და თავისი მანქანისკენ გაემართა. იქ რომ კიდევ დარჩენილიყო, ნამდვილად საპნის ბუშტივით გასკდებოდა და იმ ხანში შესულ ქალბატონს, რომელიც მას დედობრივი სითბოთი აღსავსე ხმით ესაუბრებოდა, ათას სისულელეს ეტყოდა. რატომღაც, ემს ეჭვის ჭია ღრღნიდა. გადაწყვიტა „მის კლარას სანაყინეში“ წასულიყო და ერიკი და ნატალი ენახა. სწორედ ასე მოიქცა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ არანაირი ერიკ ტაილერი და ნატალი რობერტსი არ ყოფილან. ემიმ ერთი ნაყინი და კაპუჩინო აიღო, მაგიდას მიუჯდა შემოსასვლელთან, საიდანაც სხვა მაგიდებიც კარგად ჩანდა და თან მაშინვე დაინახავდა თუ ერიკი და ნატალი შემოვიდოდნენ და მოცდა გადაწყვიტა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში აღარავინ გამოჩენილა.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|