ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 3:40 PM | შეტყობინება # 421

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaimeeee araaa dade egreveeee maintereseeebs :((( ara ra davimarteb me aq nervozs dry dry biggrin


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 3:48 PM | შეტყობინება # 422

842
83  +
   ±
Offline
meeee mivxvdi vinc aris is bichiiii, vtqvaa? biggrin biggrin
naaat jeks araferi damartoo torem ver gadamirchebiiiii:D:XX

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 3:57 PM | შეტყობინება # 423

400
9  +
30  ±
   ±
Offline
piriqit saavadmyoposhi tu moxvdeba is qalbatoni gverdidan ar mocildeba mouvlis aqet iqet da gaarkvion iqneb rame biggrin


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-03-31, 4:02 PM | შეტყობინება # 424
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bella-vampire, pm-shi mitxariii biggrin
Quote (nati_cullen)
piriqit saavadmyoposhi tu moxvdeba is qalbatoni gverdidan ar mocildeba mouvlis aqet iqet da gaarkvion iqneb rame

natiii, ase imeteb chem jeks? biggrin maincdamainc unda avlewo ro amatma urtiertoba gaarkvion? biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 4:04 PM | შეტყობინება # 425

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaimeee nu alewav magram gaarkvevine ra iqneba movkvdi amdeni dashorebebiiiiit,xo sheidzleba bevri ragaceebi xdebodes magram egeni ar shordebodnen da ertad iyvnen? :D:D


T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 8:59 PM | შეტყობინება # 426

266
15  +
30  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, natiiiii raa unda gitxraaa aar vicii raa... LODINI AMAD GIRDA biggrin dzzaaliaan saintereso da datvirtuli tavi iyoo.. ))sheen xom ragaac arachveulebrivad wwer happy dzzaliaan maintereseebs axali taaviii da imedi maaqvs rom male dadeeb (vici rom gadatvirtuli grapiki gaqvs magram imedi bollos kvdebao biggrin )
mgoni meec mivxvdi vin ariiis... mgoni ki ara darwmunebuli var rom isaa vinc me mgonia biggrin



aNs_VolTuriთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 9:03 PM | შეტყობინება # 427
The Walking Dead
342
36  +
77  ±
   ±
Offline
Quote (nati_cullen)
aNs_VolTuri, rogorc me movkalii??? :DDD oo rodis gaigebs exa ro is bichi an natesavia an megobari an ravici ra au didxans nu daashoreb susti gulis patroni var :(( :DD

rogorc shen biggrin ra susuti guli coda dadzabuloba ar gvawyenda gachumdi ar shegicodos



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-03-31, 9:08 PM | შეტყობინება # 428
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
T-MOMSEN, shens azrsac veli pm-shi biggrin
Quote (aNs_VolTuri)
ra susuti guli coda dadzabuloba ar gvawyenda gachumdi ar shegicodos

me ro mase shecodeba vicode ramden rames amovigebdi ici? biggrin ver mo-gar-tvit! biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-03-31, 9:10 PM | შეტყობინება # 429

400
9  +
30  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, vaimee ra kargad gamacineeeee :D:D:D ver mogartvit kargi iyo hahaaaa yahoo yahoo yahoo yahoo


Bella_Cullen9204თარიღი: შაბათი, 2012-03-31, 10:48 PM | შეტყობინება # 430

28
3  +
12  ±
   ±
Offline
dzaan magaria male gaagrdzele
დამატება: 2763438.png (45.5 Kb)

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2012-04-02, 2:52 PM | შეტყობინება # 431
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
rogor momnatrebia es fikiii.... misi avtori xo menatreba da menatreba, magram ras vizamt... unda avitanot... nat, es tavic isetia, rogoric sachiroa rom iyos! emis skotisadmi migebuli fraza dzaalian momewona biggrin chumad rom xar ufro simpatiuri xaro... mec vici maseti 1-2 biggrin shemdegi tavi male dawere metqi ver getyvi chemi sindisidan gamomdinare. dzalian miyvarxar da moutmenlad velodebi sheni ideebi ganvitarebas!


Bella_and_Edwardთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 9:29 PM | შეტყობინება # 432

96
6  +
14  ±
   ±
Offline
kargi iyo naaat love :love: love moutmenlad veli shemdeg taavs love sainteresoa da magarii

http://s1.ipicture.ru/

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-04-08, 2:47 AM | შეტყობინება # 433
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 36
-როგორ მომენატრე! ძალიან, ძალიან, ძალიან! რამდენი ხანია არ მინახიხარ. რომ დამირეკე თვალებს არ ვუჯერებდი ეკრანზე შენი სახელი რომ ეწერა!-ემი აჟიტირებული იყო დიდი ხნის მონატრებული მისთვის უძვირფასესი ადამიანის ნახვით და თვალები უბრწყინავდა.
-ჩემი პატარა! შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ მომენატრე-ბიჭმა ემილი ძლიერად ჩაიხუტა, შემდეგ მასთან ერთად დივანზე ჩამოჯდა და მოუთმენლობით შეპყრობილმა ჰკითხა:
-აბა, შენი ნებით დაიწყებ თუ გაიძულო?
-ოხ, შენ ხომ გამოუსწორებელი ხარ!-ემს გაეცინა და მის ნებას დაჰყვა-თავისი ქორწილის დღიდან მოყოლებული ყველაფერი მოუყვა.
-აშკარად აკლია ჩემი ხელი აქაურობას-ბიჭმა ისე სერიოზულად თქვა, რომ ემიმ თავი ვეღარ შეიკავა და გაიცინა-მოიცა, რა გაცინებს? და საერთოდაც, რატომ არ ვიცნობ მე ამ ჯეკსონს?
-მოდი შეგახსენებ, ტომ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოხვედი და შესაბამისად გაცნობაც ვერ მოასწარი. უი მართლა, დავურეკავ და ვეტყვი რომ გადმოვიდეს. თან დილის მერე არ დავლაპარაკებივარ-ემიმ მობილური მოიმარჯვა და ის იყო უნდა დაერეკა, რომ ბიჭმა გამოართვა.
-ჯერ აბაზანაც არ მიმიღია, საშინლად გამოვიყურები. ცოტა ხანი კიდევ გაძელი მაგ შენი უცხენო პრინცის გარეშე და საღამოს გამაცანი.
-ეე, შენ რაღაც...-ემიმ სიცილით თითი დაუქნია, შემდეგ კი ჩემოდნები სტუმრების ოთახში შეატანინა და დაბინავებაში დაეხმარა.
სანამ ისინი ბარგს ალაგებდნენ, უცხენო პრინცი ქალაქის შემოგარენში სეირნობდა და თან განუწყვეტლივ ფიქრობდა. ვღარ გაეგო რა უნდა ექნა. ნუთუ დედამისი მართალი იყო? მაგრამ არა! შეუძლებელია ემი ასე მოექცეს, მით უმეტეს გუშინდელის შემდეგ, როცა გული გადაუშაკა! ჯეკი იმასაც ვეღარ ხვდებოდა ღირდა თუ არა ემისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ ასე გაძლებაც აღარ შეეძლო... ჯეკსონმა სიჩქარეს უკლო, ბოლოს კი საერთოდ გააჩერა ბაიკი და ჩამოქვეითდა. იმ ადგილის წინ იდგა, სადაც ემისთვის სიყვარული უნდა აეხსნა. გაურკვევლობას მოეცვა, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა, მობილური ამოიღო და ემის ნომერი აკრიფა.
-ემ, შენი მობილური რეკავს საყვარელო!-ბიჭმა ემილის ჩასძახა, რომელიც პირველ სართულზე სამზარეულოში ფქვილში ამოგანგლული იდგა და ტორტის ცომს ამზადებდა.
-უპასუხე რა! აქ მესამე მსოფლიო ომი მაქვს გამართული!
-გისმენთ-მამაკაცის სასიამოვნო ხმამ ჯეკსონის ზარს უპასუხა, რომელიც ამ ხმის გაგონებაზე ადგილზევე გაიყინა.
-ემილისთან მინდა საუბარი.
-ემი ახლა დაკავებულია და საერთოდ, თუ მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ დღეს ნუღარ შეაწუხებთ, მაინც დაკავებული იქნება. რამე ხომ არ გადავცე?-პასუხი აღარ ყოფილა, რადგან ჯეკსონმა მობილური საერთოდ გამორთო და გაცოფებული ბაიკზე ამხედრდა_ახლავე უნდა გაერკვია ვინ იყო ეს ბიჭი!
-ძვირფასო ვიღაც ბიჭი იყო, ვუთხარი რომ თუ სერიოზული საქმე არ ჰქონდა დღეს აღარ დაერეკა, მაგრამ აღარაფერი უპასუხია ისე გათიშა.
-რაა? არ დახედე ვინ რეკავდა?
-ამმ, ვნახავ ახლავე. უი, ჯეკსონი ყოფილა...
-მოგკლავ!-ემიმ კიბეზე აირბინა და მობილური გამოართვა. ჯეკსონთან დარეკვა სცადა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
-ოჰოო, ვითომ იეჭვიანა? ისე პრინციპში, კი აქვს საეჭვიანო-ბიჭმა თვითკმაყოფილი სახით ჩაიცინა, შემდეგ კი ემს შუბლზე აკოცა, პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა.
გოგონა სამზარეულოში დაბრუნდა და თავისი საქმიანობა განაგრძო, თან ყოველ ხუთ წუთში ჯეკსონთან რეკავდა, მაგრამ ამაოდ_მხოლოდ ავტომოპასუხე ირთვებოდა.
-ნეტავ რა დაემართა! თან დღეს დილითაც ვერ იყო ხასიათზე...-ემს დიდხანს აღარ უფიქრია, მეზობელ სახლში დარეკა, სადაც ყურმილი მისის ენჯელამ აიღო.
-გამარჯობათ მისის ენჯელა, ემილი ვარ. ჯეკსონთან მინდა საუბარი თუ სახლშია.
-მე მეგონა შენთან იყო!-გაუკვირდა ქალს-ერთი წუთი დამელოდე-მისის ენჯელამ ელისს სთხოვა, ენახა მისი ძმა ავტოფარეხში ხომ არ იყო, გოგონა კი მალევე დაბრუნდა უარყოფითი პასუხით.
-ჯეკი სახლში არ არის და თან როგორც ელისმა ნახა, ავტოფარეხიდან ბაიკიც გამქრალია-აღელვებულმა თქვა ქალმა-მობილური გამორთული აქვს?
-დიახ-არანაკლებ შეშინებული იყო ემიც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჯეკი ბაიკით წასულა-ძალიან გთხოვთ, თუ მალე დაბრუნდება გადაეცით, რომ დავრეკე-ემილი პასუხს აღარ დალოდებია, ყურმილი დაკიდა და სასწრაფოდ მობილურს ეცა. ნახევარსაათიანი გაუჩერებელი ტრკვის და ავტომოპასუხის მონოტონური ხმით გამეორებული „მობილური ტელეფონი გამორთულია, ან გასულია მომსახურეობის ზონიდან. დარეკეთ მოგვიანებით ან ხმოვანი სიგნალის შემდეგ დატოვეთ შეტყობინება“-ს შემდეგ, ემიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო_ჯეკსონი უნდა მოეძებნა. ლოყაზე უნებურად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ზემოთ აირბინა. სანამ გამოიცვლიდა სტუმრების ოთახშუ შევიდა და ააზანის კარზე მიაკაკუნა.
-მე მივდივარ, ჯეკი უნდა მოვძებნო. იმედია მალე დავბრუნდები. მაპატიე და მიყვარხარ-ემის გასვლა და აბაზანიდან წელსქვემოთ პირსახოცშემოხვეული, დაკუნთული ბიჭის გამოსვლა ერთი იყო. ემისთან დააპირა შესვლა და სიტუაციის გარკვევა, მაგრამ გოგონას კარი ჩაკეტილი ჰქონდა და იცვლიდა. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა, მაგრამ რადგან ემი ნახევრად ჩაუცმელი იყო ბიჭს სთხოვა კარის გაღება. მანაც უცერემონიოდ ჩაიარა კიბეები და გაღიმებულმა კარი გააღო, მის წინ კი გაცეცხლებული ჯეკსონი აღმოჩნდა.
ჯეკს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს აპოკალიფსის მომსწრე გახდა. ძარღვები დაებერა და ერთი სული ჰქონდა ამ ბიჭს როდის მიახრჩობდა. ის კი ისეთი სახით უღიმოდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. თან რა ფორმაში იყო... ახლა ჯეკს ერთადერთი რამ უნდოდა_ემილი ენახა, მისთვის თვალებში ჩაეხედა და დარწმუნებულიყო, რომ მათ შორის არაფერი მომხდარა. ამ მომენტსაც არ დაუხანებია და კიბის თავში ემილი გამოჩნდა, რომელიც სპორტულ შემოსაცმელს წელზე იხვევდა. არც გაუხედია ისე ჩაირბინა კიბეები, მაგრამ ბოლოში შეჩერდა და ჯეკსონი რომ დაინახა, ადგილზევე ჩაიკეცა, თავი ხელებში ჩარგო და ეცადა არ ატირებულიყო, მაგრამ ცრემლებმა მაინც უღალატეს. ჯეკი კარის ზღურბლთან გაშეშებული იდგა და გოგონას უყურებდა. ვერ გაეგო მისი ეს საქციელი რითი იყო გამოწვეული და შესაბამისად ვერ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყო_მისულიყო მასთან, გულში ჩაეკრა და დაემშვიდებინა, თუ უბრალოდ წასულიყო. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ემილი მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
-სად იყავი?
-რატომ მეკითხები? და საერთოდ, მგონი მე აქ ზედმეტი ვარ-ჯეკმა არ იცოდა რატომ, მაგრამ უცბად წასვლა მოუნდა.
-შენ რა გაგიჟდი? შემოდი-ემილიმ მისი შემოყვანა სცადა, მაგრამ როდესაც ბიჭის მზერას თვალი გააყოლა, მიხვდა რაც იყო მისი გაბრაზების მიზეზი.
-გაიცანი, ეს ჩემი საუკეთესო მეგობარი კრისტოფერია-ჯეკსონს მზერა შეეცვალა, მაგრამ რა იცოდა, რომ ჯერ ყველაფერი წინ იყო. ბიჭებმა როცა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ჯეკს ეუცნაურა, რომ კრისმა ხელი ძალიან ნაზად ჩამოართვა და შემდეგ თვალისმომჭრელად გაუღიმა, მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია და სახლში შევიდა.
-აბა, ახლა შენი ნებით მოყევი დღეს რა გჭირდა და სად დაიკარგე!
-არაფერი ისეთი...
-ჯეკსონ!
-ბავშვებო, მე ჩავიცვამ და ჩამოვალ-კრისი ზემოთ ავიდა.
-გელოდები-ემი ისეთი დაბღვერილი სახით უყურებდა, რომ ჯეკმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია.
-ხომ ხვდები დაახლოებით რაც შეიძლებოდა მომხდარიყო?
-ჟურნალების ამბავი არ მაინტერესებს. შენ რა გჭირდად და ბაიკი რა ჯანდაბად გინდოდა?
-ოხ, ელისი! არაფერი არ მჭირდა, უბრალოდ გასეირნება მინდოდა.
-კარგი, როგორც გინდა!-ემი გაბრაზებული ადგა და სამზარეულოში გასვლა დააპირა, მაგრამ ჯეკმა ხელი მოკიდა და შემოაბრუნა.
-რა დაგემართა?
-არაფერი, გასეირნება მინდა!-ემილიმ მკვახედ უპასუიხა და გავიდა, ჯეკიც უკან გაჰყვა.
-მიბრაზდები?
-შენი აზრით?
-რატომ?
-არ მენდობი.
-საიდან მოიტანე?
-მე მეგონა მეგობრები ვიყავით, შენ კი იმის თქმაც არ გინდა თუ რა გჭირდა დღეს!
-ხომ გითხარი, არაფერი სერიოზული.
-ჰმ,კარგი!-ემიმ მაცივრიდან ცოტა ხნის წინ შედებული ცომი გამოიღო და ფქვილში ისე ჩაანარცხა, ჯეკი მთლიანად გათეთრდა.
-ნუ მიბრაზდები რა!-ჯეკსონმა ქაღალდის ხელსახოცით სახის გაწმენდა დაიწყო.
-არ გიბრაზდები.
-კი როგორ არა.
-ბავშვებო, აი მეც დავბრუნდი!-კრისმა მხიარული სახით ჩამოირბინა კიბეები და სამზარეულოში შევიდა. ჯეკი კიდევ ერთხელ გაოცდა, ამჯერად ეს მისი ჩაცმულობით იყო გამოწვეული.
-ამაზე ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია!-გადაუჩურჩულა ემიმ ჯეკს.
-აბა, რას ვაკეთებთ პრინცესა? დაგემარები, ხომ იცი როგორ მიყვარს სამზარეულოში ტრიალი-კრისმა წინსაფარი მოირგო და ხილის დაჭრას შეუდგა-ხილის ასორტი საუკეთესო საშუალებაა ხასიათის გამოსასწორებლად.
-ვაიმე!-წამოძახა ემიმ, როცა გაახსენდა, რომ ჯეკის დედაც საშინლად ნერვიულობდა და ტელეფონი მოიმარჯვა.
-მისის ენჯელა, ისევ მე ვარ. ჯეკსონი მოვიდა, არ ინერვიულოთ, კარგად არის.
-მადლობა ღმერთს! მადლობ რომ გამაგებინე.
-არა, რას ამბობთ რა მადლობა. მისის ენჯელა, გემრიელ რაღაცეებს ვაკეთებ და ელისის ღორმუცელობის ამბავი რომ ვიცი, ხომ არ გადმოვა?
-ამმ, რა ვიცი... კარგი, გამოვუშვებ.
-მე მოვაკითხავ.
ემილიმ დიდ, ლამაზ ლანგარზე სხვადასხვა ხილი და მისი დილით გამომცხვარი ნამცხვარი დადო, ბიჭებს დაუბარა მალე დავბრუნდებიო და სახლიდან გავიდა.
-ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა-უხერხული სიჩუმე კრისმა დაარღვია.
-მეც. ემილი გახსენებდა ხოლმე...
-ჰმ, დამერწმუნე შენ უფრო ხშირად!
-მართლა?-პატარა ბავშივით გაუხარდა ჯეკს.
-აჰამ! როდის აპირებ სიმართლის თქმას?
-რას გულისხმობ?
-ემის მონაყოლიდან ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ მასზე გიჟდები.
-და ის?
-ეგ უკვე შენ უნდა გაიგო-ბიჭმა თვალი ჩაუკრა და ჰოლივუდის ღიმილი აჩუქა.
-მეშინია, რომ სიმართლის თქმით შეიძლება გული ვატკინო და როგორც მეგობარი ისეც დავკარგო.
-ღმერთო ჩემო, რა მშიშრები ხართ ეს კაცები!
-რაა?-გაეცინა ჯეკს.
-რა არის სასაცილო? კაცები მშიშრები ხართთქო. აი მე, თამამად ვაღიარებ, რომ თქვენს რიგებს არ მივეკუთვნები. იმედია ხვდები რასაც ვგულისხმობ-ჯეკი ახლა საბოლოოდ მიხვდა რატომ ჩამოართვა კრისმა ასე ნაზად ხელი, რატომ უყვარდა დსამზარეულოში ტრიალი და რატომ იცვამდა ასე! მას საბოლოოდ გადაუარა ეჭვიანობამ.
-ჩვენც დავბრუნდით!-სახლში ემილი და ელისი შემოვიდნენ.
-ვინ არის ეს პატარა ბაჭია?-კრისმა ელისი ხელში აიყვანა და ლოყები ჩაუკოცნა.
-ემის დაქალი და ჯეკის დაიკო-უპასუხა ელისმა.
-აჰა, ესე იგი ჯერ ემის დაქალი ხარ და მერე ჩემი და, არა?-გაეცინა ჯეკს, რაზეც გოგონამ ენა გამოუყო.
-მე კრისტოფერი ვარ. შეგიძლია კრისი დამიძახო.
-სასიამოვნოა-გაუღიმა ელისმა-ემ, შენ რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან დაიწყე სამზარეულოში ტრიალი და საინტერესოა, გათხოვებას ხომ არ აპირებ?-ელისმა ისე გულუბრყვილოდ იკითხა, რომ ემი გააოგნა, ჯეკი განაცვიფრა, ხოლო კრისი კი ჩააბჟირა.
-ელის, გინდა ჩემი გაკეთებული აქსესუარები დაგათვალიერებინო? მეც დიზაინერი ვარ-სიტუაციის განეიტრალება სცადა კრისმა. მის შეთავაზებაზე კი ელისს თვალები გაუბრწყინდა.
-დედაშენს ველაპარაკე...-დაიწყო ემიმ, როდესაც კრისი და ელისი ზემოთ ავიდნენ.
-მერე?-შეშფოთდა ჯეკი.
-ორ დღეში ვეტერინარების კონკურსი ყოფილა.
-ეგ ვიცი, მამაც მონაწილეობს და ერთი დღით მიემგზავრებიან.
-ხოდა ელისის დაჟინებული თხოვნით დედაშენმა მთხოვა რომ იმ დღეს თქვენთან დავრჩე და სახლი გადაწვისგან ვიხსნა. თუ რა თქმა უნდა შენ არ ხარ წინააღმდეგი.
-ემ, ხომ თქვი არ ვბრაზობო?-ჯეკს გაეცინა, შემდეგ კი გოგონა გულში ჩაიკრა. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ ოთახიდან კრისი და ელისი, მაგრამ მათ დანახვაზე უკანვე შებრუნდნენ, ხელი რომ არ შეეშალათ.
-გინდა ჩემი გეგმა გაგანდო?-ელისს თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდნენ და კრისს ყველაფერი მოუყვა.
-შენ რა ჭკვიანი გოგო ყოფილხარ!
-ჰმ! იმედია მალე ეშველებათ, თორემ დავიღალე მაგათი საცოდაობით.
-ჰო... მე ხვალ საღამოს მივდივარ და შენ ზეგ განახორციელებ ხომ შენს ბრწყინვალე გეგმას?
-აჰამ! ასე მალე რატომ მიდიხარ? მომენატრები...
-მეც ბაჭია! ჩვენება მაქვს, თორემ დავრჩებოდი კიდევ.

საღამომ მხიარულად ჩაიარა. ბევრი იცინეს და იმხიარულეს, მაგრამ ემი მაინც ნაწყენი იყო. იმან კიდევ უფრო დაამწუხრა, როცა გაიგო რომ კრისი ხვალ საღამოს მიდიოდა. კიდევ კარგი ხვალ შაბათი იყო და მთელ დღეს მასთან გაატარებდა. გვიანობამდე ჯეკსონი და ელისი მათთან იყვნენ, მაგრამ რიდესაც ელისს კრისზე მიხუტებულს მიეძინა, ჯეკმა წასვლა გადაწყვიტა. დაიკო ხელში აიყვანა, ემს შუბლზე აკოცა, კრისს ხელი ჩამოართვა და სახლისკენ გაეშურა.. ემილი მანამდე უყურებდა, სანამ სახლში შევიდოდნენ, შემდეგ კი მანაც მიურა კარი და კრისის გვერდით დივანზე მოკალათდა.
-აბა, არაფრის თქმა არ გინდა?-მაცდური ხმით დაიწყო კრისმა.
-კი, ძალიან დავიღალე-ენა გამოუყო ემიმ.
-ნუ ცანცარებ ერთი რა! ველოდები აღიარებით ჩვენებას! გირჩევნია შენი ნებით მითხრა.
-თორემ?
-ჰაჰ!-კრისმა ბოროტულად ჩაიცინა და ემს ღიტინი დაუწყო, რამაც გოგონას ჩაბჟირება გამოიწვია.
-გეხვეწები გეყოფა!
-აღიარე!
-ოო კარგი ხო, მიყვარს!
-ვერ გავიგე?
-მიყვარსთქო!
-აი ეს მომწონს!-კრისმა ღიტინი შეწყვიტა, მაგრამ ახლა ემის შურისძიების ჯერი იყო_გოგონამ ბალიში მოიმარჯვა და პირდაპირ სახეში გაუქანა.
-ვერ გადამირჩები, შენ ჩემი ვარცხნილობა შეიწირე!-ამოიღმუვლა კრისმა და რამოდენიმე წუთში ემილის მისაღები თეთრი ბუმბულებით იყო დაფარული.
-როგორ მომნატრებიხარ!
-მეც ემ, ძალიან! ვეცდები ჩემი მომავალი ვიზიტი უფრო ხანგრძლივი იყოს.
-კი არ ეცდები, მასე იქნება!
-შენ კი შეეცადე სახლში მარტო აღარ დამხვდე!-ენა გამოუყო კრისმა, პასუხად კი ემის დაბღვერილი მზერა მიიღო.
-უი მართლა, შენ სულ ჩამოშორდი მოდის სამყაროს? ხომ იცი, ორ თვეში პარიზის მოდის კვირეულია. არ აპირებ ახალი კოლექციის გამოტანას?
-არ ვიცი კრის. ახალი კოლექცია არც მაქვს, მხოლოდ რამდენიმე ჩანახატი. ნიუ-იორკში დაბრუნებაც არ მინდა.
-მის გამო მთელი კარიერა უნდა დაინგრიო?
-ჰმ, რომელი კარიერა...
-ემ, შენ ძალიან წარმატებული და ცნობილი დიზაინერი ხარ! ბევრი კონკურენტი გყავს და გთხოვ მათ ნუ გააბედნიერებ!
-არ შემიძლია.
-ნუ გამაგონებ მაგ სიტყვას! სიტყვა „არ შემიძლია“ არ არსებობს! რა არ შეგიძლია, ნახაზების გაკეთება? თუ ქსოვილების შერჩევა და შეკერვა?
-ნიუ-იორკში ჩასვლა არ შემიძლია!
-რას გადაეკიდა ამ ნიუ-იორკს! გოგოებს გამოაგზავნინე ქსოვილები და აქ იმუშავე, შემდეგ კი ნამუშევრები გააგზავნე. დამპირდი, რომ გააკეთებ!
-ვეცდები...
-დამპირდი!
-კარგი ხო, გპირდები...
-კარგი გოგო ხარ! ახლა მოდი დავიძინოთ, ხვალ კი ქალაქი დამათვალიერებინე.
-ამმ, ჯეკსაც რომ ვუთხრათ? თორემ მე ნამდვილად არ გამოვდგები კარგ გიდად.
-ოჰ, სულ გიდობა გაწუხებს არა? უთხარი, აბა რა უნდა ქნას. ის პატარა ბაჭიაც წამოიყვანოს.
მეგობრები კიბეს აუყვნენ და თავიანთ საძინებლებს მიაშურეს. კრისს მალევე ჩაეძინა, ემი კი დიდხანს ფიქრობდა. განსაკუთრებით დღევანდელ დღეზე. სწორედ მაშინ მიხვდა , ჯეკი რომ უყვარდა, როცა კინაღამ დაკარგა. მაგრამ როგორც ჩანს ჯეკსონიც იმავეს არ გრძნობდა, რადგან არ ენდობოდა. იქნებ მას ჯერ კიდევ უყვარდა ვერონიკა? რა მოხდებოდა, ის რომ დაბრუნებულიყო? ემს ამაზე ფიქრიც კი გულს სტკენდა, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი იპოვა_მუსიკალურ ფლეერში „დებიუსი“ ჩართო, საბანში გაეხვია და დაიძინა.

ესეც ჩვენი ახალი პერსონაჟი smile



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: კვირა, 2012-04-08, 3:00 AM | შეტყობინება # 434

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaimeeeee natiaaaaaa :DDD shemdegzec rom amdeni malodine chemi xelit mogklav :DD ra kargia rom shemovedi ra happy happy happy vaime ra kargi iyo happy happy


viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-04-08, 10:32 AM | შეტყობინება # 435

397
10  +
12  ±
   ±
Offline
va ra magaria

ძებნა: