ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2012-04-08, 1:21 PM | შეტყობინება # 436
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
saxaliso tavi iyo dzalian biggrin ise, zgapars gavda cotati es tavi... auu emis gamomcxvari (tu gamocxobili?) torti momindaaaa.... kargi gogo xar, me mjobni axali tavebis dadebashi da imedia awinac ase gaagrdzeleb... dzalian miyvarxar nat da bodishi rom ver giwev betobas jer-jerobit


Bella_Cullen9204თარიღი: კვირა, 2012-04-08, 3:18 PM | შეტყობინება # 437

28
3  +
12  ±
   ±
Offline
magaria male

RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 3:26 PM | შეტყობინება # 438

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ვიიიცოოდიიი ! საყვარლები. მოვკვდი სიცილით ამ თავს რო ვკითხულობდი ;დ;დ;დ;დ;დ მაგარიიააა ! ვგიჟდები შენზე და შენს ნაჩალიჩარებზეე :-* მიყვარხარ ნიჭიეროო. happy happy

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 4:46 PM | შეტყობინება # 439
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshvebooo, didi madloba yvelaaas!!! miyvarxart dzaliaaan love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - ორშაბათი, 2012-04-09, 4:47 PM

Jack♥sparrowთარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 5:04 PM | შეტყობინება # 440
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
აუ არადა ეს ბიჭი მომეოწნა გარეგნულად :დდ
გიჟი ხარ,რას არ მოიფიქრებ ^__^
ძალიან საყვარელი თავი იყო
გულზე მომეშვა რომ სკოტი ვეღარ ვიხილე
და ყველაფჰერი რაღაცნაირად რიგზე იყო



Bella_and_Edwardთარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 6:10 PM | შეტყობინება # 441

96
6  +
14  ±
   ±
Offline
nati dzalian kargi tavi iyooo... dzalian nichieri xaar love kiss
imedia shemdeg tavs male dadeeb love heart


http://s1.ipicture.ru/

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 9:03 PM | შეტყობინება # 442

842
83  +
   ±
Offline
vaime naat, aiaaiii agfrtovanebuli vaaaar kiss kiss ra kargi xar, uuunichieresiii kiss <3 ai, martla didi samovnebaa sheni naweris kitxva. ragacnairia, shasabamis sityvas ver vudzebni. mikvarxaar :**

Crazyთარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 9:59 PM | შეტყობინება # 443

202
11  +
6  ±
   ±
Offline
ნაააათოო : დდ ჩემი უნიჭიერესი ვინარიოო? :დდ აუ მაგარი იყო .. რაღაც რაღაცა პრობლემების გამო ვერ ვახერხე კომენტარის დაწერას. მარა იცოდე რო სუუ ვკითხულოობ : **


nati_cullenთარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 10:21 PM | შეტყობინება # 444

400
9  +
30  ±
   ±
Offline
auu shemdegi mesachiroebaaaa iqneb eshvelot rame raa :((( naat shemdegiiiiiiiii


Crazyთარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 10:46 PM | შეტყობინება # 445

202
11  +
6  ±
   ±
Offline
mec minda naaat shemdegii : **


elle:Xxთარიღი: კვირა, 2012-04-15, 7:05 PM | შეტყობინება # 446
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, aiii dzaaaan magari fikia yvelasgan gansxvavebuli da ragaca sayvareli dzalian momwoons exla vipove es fiki da shemdeg tavs rodis unda velodot???
warmatebebs gisurveb smile smile




♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-04-17, 7:05 PM | შეტყობინება # 447
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 37
-გაიღვიძე ძილისგუდავ!-კრისმა ემს თავში ბალიში გაუქანა, გოგონამ კი ავისმომასწავებლად ამოიღმუვლა და თავზე ბალიში ჩამოიმხო.
-ადექი! უკვე შვიდი საათია! უნდა ვირბინოთ, რომ მუდმივად ტონუსში ვიყოთ!-სპორტულებში გამოწყობილი კრისი ადგილზე დარბოდა, ემი კი ძილის გაგრძელებას ცდილობდა.
-ემილი!-კრისმა ვეღარ მოითმინდა, ემილის საბანი გადააძრო, ხელში აიყვანა, აბაზანაში ჩასვა და ციცი დუში მიუშვირა, ამ ყველაფერს კი ემის კივილის თანხლებით აკეთებდა.
-იდიოტო, ვერ გიტან!
-ვიცი, მეც მიყვარხარ. დროზე ჩაიცვი და წავედით სავარჯიშოდ! მოიცა, მოიცა... შენ რა დილაობით არ დარბიხარ?-კრისმა იმხელა ხმაზე დაიყვირა რომ ემიმ ყურებზე ხელი აიფარა და მაშინვე ჩაცმა დაიწყო.
ათ წუთში უკვე სპორტულად გამოწყობილი და აიპოდით შეიარაღებული ემი და კრისი ქალაქის ქუჩებში დარბოდნენ და მათსავით ადრიანად ამდგარი ხალხის ყურადღებას იქცევდნენ. შემდეგ მოედანზეც შევიდნენ და კრისის მითითებით სხვადასხვა ვარჯიშები შეასრულეს, ბოლოს კი დაღლილები სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვნენ.
-ახლა გამოვიცვალოთ, ვისაუზმოთ, მერე ჯეკს დაურეკე და ექსკურსია მოვაწყოთ, კარგი?
-ამ დილაუთენია? ჯერ მხოლოდ ათი საათია. ჯეკს ჯერ კიდევ ეძინება.
-ხოდა ახლავე დაიწყე რეკვა, რომ გააღვიძო.
-ცოტა ჩვენც რომ დავიძინოთ?-შეევედრა ემი, მაგრამ კრისის სახის დანახვისას მაშინვე გაჩუმდა.
სახლში მისულებმა შხაპი მიიღეს, გამოიცვალეს და მსუბუქად ისაუზმეს. შემდეგ ჯეკს დაურეკეს და მასთან და ელისთან ერთად ქალაქის დალაშქვრას შეუდგნენ. უამრავი სურათი გადაიღეს, ატრაქციონებზე გაერთნენ, ჰამბურგერები მიირთვეს და ნაყინითაც მოთხუპნეს ერთმანეთი. ჯეკმა ტირში სროლით გრანდიოზული პანდა მოიგო, რომელიც ელისის დაჟინებული თხოვნით ემს აჩუქა. ხოლო ელისს გული რომ არ დასწყვეტოდა მისთვის კრისმა მოიგო ვინი-პუჰი. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ზედმეტად კარგადაც კი.
საღამოს, დაახლოებით რვა საათისთვის კრისმა თავისი ბარგი ჩაალაგა და წასასვლელად მოემზადა. ელისი არ შორდებოდა. კრისს ხელში ჰყავდა აყვანილი, გოგონას კი მის მხრებში ჩაერგო თავი და იცრემლებოდა.
-აუ ცოტა ხანიც დარჩი რა, გთხოვ...
-არ შემიძლია ბაჭია, ხომ გითხარი ჩვენება მაქვს.
-კრის, იცოდე მალევე უნდა მესტუმრო.
-მალე გესტუმრებით-კრისმა თ-ზე ყურადღება გაამახვილა და ჯეკს თვალი ჩაუკრა, მას კი ჩუმად ჩაეცინა.
-პატარავ, ამათ შენს იმედზე ვტოვებ-გადაუჩურჩულა კრისმა ელისს და ძირს ჩამოსვა. შემდეგ ჯეკს და ემსაც გადაეხვია, განსაკუთრებით ემს, ბოლოს კი მანქანაში ჩაჯდა და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა.
-ემ, ჩვენთან შემოხვალ?
-რა ვიცი, შენები ისედაც გადარბენაზე იქნებიან და.
-ო, წამო კაცო!-ჯეკმა ხელი გადახვია და სახლში შევიდნენ, ელისი კი მათკენ ჩუმად აპარებდა თვალს და ეცინებოდა.
-დედა მოვედით-ელისი ყვირილით გაიქცა და დედამისს კისერზე ჩამოეკიდა.
-სუმარი გვყოლია-ჩაილაპარაკა ქალმა და ემილი ოთახში შეიპატიჟა.
-ემილი, ხვალინდელზე კი გითხარი, მაგრამ რა ვიცი, თუ არ გინდა არაა აუცილებელი რომ დარჩე. ესენი ისედაც ხშირად დარჩენილად მარტო.
-დედა გთხოვ. ემი გემრიელ რაღაცეებს გაგვიკეთებს, თან იცი როგორ უხდება სამზარეულოში ტრიალი? ამას ყველა ამჩნევს იმის გარდა, ვინც უნდა შეამჩნიოს-ჩამოარაკრაკა ელისმა და ჯეკს თვალი ჩაუკრა.
-ელის, ნუ მაწითლებ-გაეცინა ემს.
-სიმართლეს ვამბობ-ელისმა კი გაიფიქრა გაწითლება შენ ხვალ ნახეო, მაგრამ ხმამაღლა აღარ უთქვამს.
-კარგი. ჯეკი კი ყველაფერს აგიხსნის, მაგრამ წამოდი, სამზარეულოს დაგათვალიერებინებ.
-ემილი, შენც ხვდები, რომ შენ და ჯეკი მხოლოდ მეგობრები არ ხართ-დაიწყო ქალმა, როცა სამზარეულოში შევიდნენ.
-მისი ენჯელა, ჩვენს შორის მართლა არაფერი არ ხდება.
-შეიძლება ჯერ არაფერი არ ხდება, მაგრამ მალე მოხდება. დამერწმუნე ჩემს თვალს ვერაფერი გამოეპარება. მაინტერესებს რა გეგმები გაქვს?
-ჯერ-ჯერობით არანაირი.
-აბა რას აკეთებთ?-ჯეკსონმა იგრძნო, რომ მათი დიდი ხნით მარტო დარჩენა არ იქნებოდა კარგი, ამიტომ ჩარევა გადაწყვიტა.
-არაფერს. ყველაფერი გასაგებია. მოდით მე წავალ-ემიმ გაიღიმა და სამზარეულოდან გავიდა, ჯეკი კი უკან გაჰყვა.
-რამე მოხდა?-ჰკითხა ჯეკსონმა როცა გარეთ გავიდნენ.
-არა, არაფერი. ისე ჩვენ სალაპარაკო გვქონდა.
-ემ, ხვალ საკმარისად გვექნება დრო ამისთვის.
-კარგი. ჯეკ, შენთვის მითქვამს, რომ ადრენალინი და სიჩქარე ჩემი სისუსტეა?-ემიმ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და ჯეკის ავტოფარეხისკენ გაიხედა.
-იმას მთავაზობ რაც მე მგონია?
-გთხოვ...
-ოდესმე მითქვამს, რომ ჩემთვის უარის თქმა არაფერზე არ შემიძლია?
-აი ეს მომწონს! დავიმახსოვრებ და ოდესმე აუცილებლად გამოვიყენებ.
-იცოდე გადავიფიქრებ!-ჯეკს გაეცინა, შემდეგ კი ემს უთხრა დამელოდეო და ორ წუთში მის წინ ბაიკით გაჩნდა.
-ჩაფხუტი არ მინდა!
-ისე არ წაგიყვან! არ მინდა რამე მოგივიდეს.
-შენთან არაფერი მომივა...
-ნუ მაბნევ! კარგი, დაჯექი.
ემილიმ თმა გაიშალა, ჯეკის უკან შემოჯდა და ზურგზე მიეკრა.
-დარწმუნებული ხარ რომ ჩაფხუტი არ გინდა?
-მე გენდობი...-ემილიმ თვალები მიხუჭა და რამოდენიმე წამში მისი თმა ნიავის ძლიერმა ტალღამ ააფრიალა.
ღამის წყვდიადში მოტოციკლი გიჟური სიჩქარით მიქროდა. ემილი უფრო და უფრო მაგრად ეკვროდა ჯეკს, ის კი სიჩქარეს უმატებდა. მიდიოდნენ გაურკვეველი მიმართულებით და საოცარ ადრენალინს გრძნობდნენ. ემიმ სახეზე სისველე იგრძნო, სულ მალე კი შხაპუნა წვიმა წამოვიდა. საოცრება იყო, ხეების დერეფანში მიმავალი წყვილი, ბორბლებქვეშ კი ფოთლების ხრაშუნი, რომელსაც მოტოციკლის ხმა ახშობდა.
-ბედნიერი ვარ-ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა ემიმ, მაგრამ ჯეკმა მაინც გაიგონა.
ცოტა ხანში, როცა უკვე საშინლად წვიმდა და ემს სიცივისგან აკანკალებდა ჯეკმა ბაიკი მოატრიალა და სახლისკენ წავიდა. ემს წინააღმდეგობის გაწევის თავიც არ ჰქონდა. როდესაც ბაიკი ემის სახლის წინ გაჩერდა, ჯერ ჯეკი ჩამოვიდა, ემი კი ისევ ბაიკზე დარჩა. ჯეკი მის წინ იდგა, სულ ახლოს მასთან. მათ შორის მანძილი მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრი იყო. ჯეკსონი ზემოდან დაჰყურებდა და ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა, მაგრამ უცბად ემილი მას მთელი ძალით ჩაეხუტა და თავი მის მხრებში ჩარგო. ჯეკი მასზე ისედაც მაღალი იყო და ახლა, როდესაც ემი ჯერ კიდევ ბაიკზე იჯდა, სულ მთლად ჩაიმალა ბიჭის მკლავებში. გოგონას კიდევ ერთხელ შეაჟრჟოლა და ჯეკი მიხვდა, რომ სულ ცოტა ხანი აქ გაჩერება და ვერც ერთი ვერ გადაურჩებოდა გაციებას.
-წამოდი, გაცივდები.
-არ მინდა, კარგად ვარ აქ.
-კიბატონო-ჯეკმა წელზე ხელი მოხვია და ხელში ისე აიტაცა, თითქოს ბუმბული იყო . სახლამდე მიარბენინა და მერე ჩამოსვა.
-შემოხვალ?
-დამიჯერე, დღეს არ ღირს-ჯეკმა თვალი ჩაუკრა და მომაჯადოვებლად გაუღიმა, შემდეგ ლოყაზე ნაზად აკოცა და თავისი სახლისკენ წავიდა.
ემი მოჯადოვებულივით იდგა და მას გაჰყურებდა, ბოლოს ისევ სიცივემ გამოაფხიზლა და სახლში შევიდა. შხაპის მიღების თავიც არ ჰქონდა, საშინლად ეძინებოდა. სველი ტანსაცმელი გაიხადა, პიჟამა ჩაიცვა და საწოლში ჩაწვა თუ არა, მაშინვე ჩაეძინა.
დილით ეზოდან შემოსულმა ხმაურმა გამოაღვიძა და მაშინვე წამოხტა საწოლიდან. ფანჯრიდან რომ გადაიხედა დაინახა, რომ ჯეკის მშობლები მანქანაში ბარგს ალაგებდნენ. პირველი რაც ხელში მოხვდა ჩაიცვა, თმა უბრალო რეზინით შეიკრა და გარეთ გავიდა.
-არ მეგონა ასე ადრე თუ აპირებდით წასვლას, თორემ უფრო ადრე ავდგებოდი.
-არაუშავს-გაუღიმა მისტერ სტივმა-ჩვენ უკვე უნდა წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება. აბა თქვენ იცით-მისტერ სტივი და მისის ენჯელა ყველას დაემშვიდობნენ, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ელისს ცოტა კი აუცრემლიანდა თვალები, მაგრამ მალევე გამხიარულდა.
-თქვენ ისაუზმეთ უკვე?-ემილიმ გამოცდილი დიასახლისივით შემოირტყა დოინჯი.
-არა ემ, გელოდებოდით.
-კარგი, მაშინ შევიდეთ და რამეს მოგიმზადებთ.
ემილიმ ყიყლიყოები შეწვა, ფინჯნებში ჩაი ჩამოასხა და მაგიდა გააწყო. ჯეკი მოხიბლული უყურებდა და ეღიმებოდა. სამივემ ერთად ისაუზმა, შემდეგ კი ემი ჭურჭლის დარეცხვას შეუდგა. ის რეცხავდა, ჯეკი ამშრალებდა, ელისი კი მულტფილმს უყურებდა. საოცრად ოჯახური და თბილი სიტუაცია იყო. ემილი სახლშიც გადავიდა, გამოიცვალა, პირადი ნივთები აიღო და დაბრუნდა.
-როგორც ჩანს შემოდგომა აღარ გვინდობს. საშინლად ცივა და ელავს.
-ოქტომბერია უკვე და აბა როგორ გინდა-გაეცინა ჯეკს.
-ემ, შეგიძლია კაკაო გამიკეთო?-სთხოვა ელისმა და სამზარეულოს ბარის მაღალ სკამზე აბობღდა.
-ახლავე პატარავ-ემიმ გოგონას კაკაო დაუსხა და ფინჯანი გაუწოდა. ჯეკმა კი მაცივარში შეყო თავი ტკბილეულის დასაპყრობად.
-შენ თუ გახსოვს გუშინ რაღაცას შემპირდი-შეახსენა ემიმ, მაცივრის კარი მიუხურა და შოკოლადი მისცა.
-აუ ახლა? ხომ შეგპირდი, მოგიყვები დღეს, მაგრამ ახლა არა.
-ჯეკ!
-ერთი წუთით, მირეკავენ-ბიჭმა ჯინსის ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და უპასუხა. რამოდენიმე წუთი ვიღაცას ელაპარაკებოდა, ხოლო როცა გათიშა განაცხადა, რომ საქმე ჰქონდა და უნდა წასულიყო, რაზეც ემი საშინლად გაბრაზდა.
-ემ, ხომ გითხარი, სამსახურიდან იყვნენ. ხომ იცი, მე გამოძახების ვემსახურები სხვადასხვა კომპანიებს.
-და კვირა დღეს სახლიდან იმის გამო რომ არ გაგიყვანონ, რომ კომპიუტერები შეგამოწმებინონ რამე მოხდება? მით უმეტეს სამუშაო დღე უკვე დასრულდა. შენ თუ მოყოლა არ გინდა პირდაპირ მითხარი, არაა საჭირო ზღაპრების მოგონება.
-არაფერს არ ვიგონებ! გითხარი რომ მოგიყვები და ეს ასეც იქნება!
-კიბატონო, წადი ახლა და მიხედე იმ შენს კომპიუტერებს.
-ემილი...
-რა გინდა?
-კარგი რა... რატომ არის ეს შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი?
-მეკითხები კიდეც? ჯერ იყო და ტელეფონი გქონდა გამორთული და ვერ გიკავშირდებოდი, მერე კი გაირკვა რომ ბაიკით ყოფილხარ წასული სადღაც. ამას არ გააკეთებდი რაიმე სერიოზული რომ არ მომხდარიყო! თუ არ მენდობი არაა პრობლემა. მაშინ საერთოდ რა მინდა აქ? ვახშამი მზადაა, ელისის ძილის დროც მოვიდა და შენც მშვენივრად დააძინებ, მე კი ჯობია წავიდე!-ემი კარისკენ წავიდა და ჯეკიც გაყვა. მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ელისი სამზარეულოში აღარ იყო.
ის იყო ემიმ კარი გააღო და უნდა გასულიყო, რომ მთელი სახლი ჩაბნელდა, ემს კი სიბნელის ეშინოდა, ამიტომ ადგილზევე გაიყინა.
-ემ, ჯეკ, სად ხართ? მეშინია!-ისინი ხმის მიმართულებით წავიდნენ და სარდაფის კართან აღმოჩნდნენ.
-დაბლა ვარ, ჩამდით!-დაიძახა ელისმა და ისინიც მის ნებას დაემორჩილნენ. ყველაფერი ელისის გეგმის მიხედვით მიდიოდა.
-ელ, ნუ გეშინია, ახლავე ჩამოვალთ-დაუძახა ჯეკსონმა, ემს ხელი მოკიდა და კიბეს ფრთხილად ჩაუყვნენ.
-ჯეკ, მგონი მარტო ჩვენთან ჩაქვრა სინათლე. ნახე, იქნებ რამე უშველო-ჩაილაპარაკა ელისმა და მანამ, სანამ ჯეკსონი სპეციალურად გამორთულ ჩამრთველს კვლავ აამუშავებდა, კიბეები აირბინა.
-ჭკვიანად იყავით!-დაიძახა გოგონამ და დერეფანში გავიდა, ემილის და ჯეკსონს კი კარი გარედან ჩაუკეტა.
-ჯეკ, მგონი ელისმა ჩაგვკეტა...
-რაა? არ არსებობს!-ამოიღმუვლა ჯეკსონმა და კარს ეცა-ელის, გააღე კარი! ელ! იცოდე შუქს კიდევ ჩავაქრობ და სიბნელეში მარტოს მოგიწევს ჯდომა! ელის! გამოვალ გარეთ!-ჯეკმა ხან მუქარით, ხან კი თხოვნით სცადა ელისის დათანხმება კარის გაღებაზე, მაგრამ ამაოდ_გოგონა პასუხსაც კი არ სცემდა.
-ჯანდაბა, ნუთუ აქ ერთი პატარა ნათურა მაინც არ არის?-ჯეკმა სიბნელეში ძლივს შეამჩნია, რომ ემი იატაკზე ჩამომჯდარიყო და ღრმად სუნთქვდა.
-არის, როგორ არა, მაგრამ გარედან ირთვება... ცუდად ხარ?
-არა რას ამბობ, ყოველთვის აქ ჩაკეტვაზე ვოცნებობდი! იქნებ სამე მაინც იყოს ჩამრთველი? არა, როგორ შეიძლება რომ არ იყოს. ფანჯარა მაინც არ არის?-ემილის პანიკა ეწყებოდა.
-ჩამრთველი ნამდვილად არ არის. ფანჯარას რაც შეეხება, შეგახსენებ, რომ სარდაფში ვართ, უფრო ზუსტად კი მიწის ქვეშ. აქედან კარის გარდა კიდევ ერთი გასასვლელია, რომელიც პირდაპირ ეზოში გადის, მაგრამ ისიც გარედანაა ჩაკეტილი.
-არა, არა! რამე გამოსავალი უნდა იყოს!-ემი სადაც იყო ტირილს დაიწყებდა.
-დამშვიდდი, მალევე გამოგვიშვებს.
-შენ რა გაგიჟდი? აქ ვერ გავჩერდები, სიბნელის მეშინია და ვეღარ ვსუნთქავ! თან შენ არ იყავი სამსახურში რომ გეჩქარებოდა?-ემი კრიტიკულ სიტუაციაშიც ახერხებდა ჯეკთან ირონიულად ლაპარაკს.
-სამსახურიდან დამირეკეს, თუ გახსოვს შენც იქ იყავი. სიბნელის შიშს კი რაც შეეხება, რისი გეშინია, მეც აქ არ ვარ?
-რაღაც არ კაშკაშებ, რომ სიბნელე გაფანტო-ემი ძლივსღა ლაპარაკობდა. მოსაცმელი უკვე გაიხადა და იქვე დადო.
-ემ, რატომ მებუზღუნები?-ჯეკსონი ემის გვერდით, იატაკზე ჩამოჯდა, გოგონამ კი ზურგი შეაქცია.
-შენ მე მაგიჟებ!-ყოველგვარი ქვეტექსტიც გარეშემ გულწრფელად აღმოხდა ჯეკს. პასუხად დუმილი მიიღო. ეს სიჩუმე როცა აუტანელი გახდა, გადაწყვიტა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და დაიწყო:
-დილითვე ვნახე ჟურნალები, სადაც ჩვენს შესახებ ათასი სისულელე ეწერა. სადაც არ უნდა გამეხედა, ყველგან ჩვენი სურათი მხვდებოდა თვალში. ამის ატანა აღარ შემეძლო. არ მინდოდა, რომ შენთვის წარსული გამეხსენებინა, არადა ეს აშკარად ხდებოდა_შენ კვლავ ჟურნალების ყდებზე იყავი და ვლავ სკანდალური სათაურების ქვეშ. ჩემთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანს ემ, ეს შენც მშვენივრად იცი. იქნება მხოლოდ გაუთავებელი ჭორები, სულელური სკანდალები და შენს წარსულში ხელების ფათური, რაც ტკივილს მოგაყენებს. ამ ყველაფერზე იმ დღესვე ვაპირებდი დალაპარაკებას, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც შენთან მოვდიოდი, დავინახე, რომ შენს სახლთან ჯიპი გაჩერდა, იქიდან გადმოსულ ბიჭს კი დიდი სიყვარულით შეხვდი. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ „ის“ დაბრუნდა... მეგონა რომ...
-უბრალოდ გამოგიყენე, არა?-პირველად შეაწყვეტინა ემიმ.
-არა. რომ შენ მასზე უარის თქმას ვერ შეძლებდი, რადგან ისევ გიყვარდა.
-და შენც ყველაფრის გარკვევას გაქცევა ამჯობინე...
-მაინც რა უნდა გამერკვია? შენ ისეთი ბედნიერი იყავი...
-მე ის აღარ მიყვარს...-ემიმ ისე თქვა, თითქოს უმნიშვნელო რაღაც იყო, შემდეგ კი თავი ჯეკის მხარზე ჩამოდო...
-აღარ მიბრაზდები?-გაეცინა ჯეკს და ხელი მოხვია.
-არა. მაგრამ აქ გაჩერება მაინც აუტანელია! ვეღარ ვსუნთქავ!
-ეი ეი, დამშიდდი. პანიკას ნუ აყვები.
-მოვკვდები...
-ჰმ, მშიშარა!-დასცინა ჯეკმა და მხარშუ მუშტიც მიიღო.
-მე რომ ვცადო მოლაპარაკება?-შესთავაზა ემიმ.
-შენ თუ ელისს დაარწმუნებ, სერიოზულ ეჭვიანობას დავიწყებ-გაეცინა ჯეკს, მაგრამ ემს მაინც მიეხმარა კიბეზე ასვლაში.
-ელ, პატარავ, უკვე ღამეა, შენ კი ისეთი დიდი არ ხარ, რომ ღამე მარტომ გაათიო.
-ნუ ღელავ ემ, მშვენივრად ვარ აქ. თან მარტო რატომ? თქვენ ხომ მანდ ხართ. გარეთ კი ბომბორას სახით ისეთი მცველი მყავს, არაფრის მეშინია. ჩემი კატაც ჩემს გვერდით არის, ასე რომ სხვა მიზეზი მოიფიქრე.
-დავიჯერო ფუმფულა შოკოლადის მუსზეც უარს იტყვი?
-ფიგურას ვუფრთხილდები.
-ძილის წინ ზღაპარი?
-კითხვა ვიცი.
-მოდური ჟურნალების თვალიერება და ჩემთან ერთად ახალი მოდელების შექმნა?
-ამისთვის დრო ყოველთვის გვექნება.
-შუქი მაინც აგვინთე.
-არ ღირს. მოკლე ჩართვა რომ მოხდეს, შუქი ჩაქვრეს და მერე კარის საკეტს საერთოდ რომ ვეღარ მოვაგნო?
-ელ! გთხოვ... შენ ხომ იცი, რომ სიბნელის მეშინია...
-ამ... არ ვიცოდი.
-ახლა ხომ იცი, არა?
-ვიცი, მაგრამ მაინც მარტო არ ხარ. ჩემი გოლიათი ძმაც მანდ არის და ნურაფრის გეშინია.
-შემცივდა ელის. მოსაცმელი რომ შემომაწოდო?
-და თქვენ დრო იხელთოთ და გარეთ გამოიპაროთ, არა? არა გმადლობთ. ერთმანეთს ჩაეხუტეთ და გათბებით. თუ არადა მანდ სადმე პლედიც იქნება. ახლა კი წავედი, უნდა დავიძინო.
-ელის გთხოვ!
-მძინავს!-წაიღიღინა ელისმა და თავისი საძინებლისკენ გაემართა.
-ჯეკ, გთხოვ უფლება მომეცი, რომ როცა აქედან გავაღწევთ ელისი დავახრჩო!
-ო კარგი რა ემ-გაეცინა ჯეკს-დიდი რამე ერთ ღამეს სარდაფში თუ გავატარებთ. თან პლედი მართლა არის აქ, უზრუნია ელისს.
-კი, მეტი რომ არ შეიძლება ისე უზრუნია. და შენი მშობლები რომ დაბრუნდებიან ძალიან მაინტერესებს რა უნდა ვუთხრათ, როცა სახლი უკეთეს შემთხვევაში გამურულს ნახავენ, უარესში კი დანგრეულს?
-ხომ გაიგე, ელისი უკვე იძინებს, ასე რომ სახლს არაფერი მოუვა.
-თქვენ შემთხვევით შეკრულები ხომ არ ხართ?
-როგორ გგონია, შეკრულები რომ ვიყოთ და წინასწარ მცოდნოდა, რომ ღამის გატარება აქ მოგვიწევდა, რაიმე გემრიელს არ ჩამოვიტანდი?
-შენ მართლა არანორმალური ხარ!-გაეცინა ემს და კვლავ მის გვერდით მოკალათდა, ჯეკმა კი პლედი მიაფარა.
-ჯეკ, მეორედ ისე აღარ მოიქცე, როგორც მაშინ. და აღარასოდეს იფიქრო, რომ თუ ჩემს ცხოვრებაში ხელს აფათურებენ, შენი ბრალია.
-ემ...
-არაფერი აღარ მესმის. ახლა ვიძინებთ!-ემილიმ პლედი ჯეკსაც გაუყო, შემდეგ კი ორივენი „კომფორტულად“ მოკალათდნენ და მალევე ჩაეძინათ...



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-04-17, 7:08 PM | შეტყობინება # 448
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Jack♥sparrow, bella-vampire, Bella_and_Edward, Crazy, elle:Xx,
ugrmesi madloba love
bavshvebo, yvelas did madlobas gixdit da bodishi rom amden xans galodinebt xolne kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-04-17, 8:29 PM | შეტყობინება # 449

842
83  +
   ±
Offline
vaime nat, jer tavis win rom surati davinaxe, suul gavgijdiii :DD warmogidgenia albat ra reaqciac meqneboda. erti suli mqonda rodis gamochndeboda es momentiii <3 elisi ra sayvareliaaaa, patara eshmakunaaa. mee imedi mqonda rom am tavshi etyoda jeksoni yvelafeers:XX natiaaa nu awvaleb nurc magat da nurc chven raaaaaa tongue tongue biggrin biggrin dzalian dzalin magariaa!!! da imedia axali tavi male iqnebaaa kiss

viku-vukuთარიღი: სამშაბათი, 2012-04-17, 9:55 PM | შეტყობინება # 450

397
10  +
12  ±
   ±
Offline
umagresi iyooooo yochag!!!!!!!!!!

ძებნა: