☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-08, 9:35 PM | შეტყობინება # 377 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
|
თავი 33 სკოლაში მალევე მივიდნენ. ჯეკსონმა სკოლის ეზოში ბაიკს მიყრდნობილი სკოტი რომ დაინახა, მანქანიდან გადავიდა და ემილის კარი გაუღო. და სანამ მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარებოდა, ხელზე ნაზად ეამბორა. შემდეგ ელისიც გადმოსვა და ორივე სკოლის კარამდე მიაცილა. სკოტი ამ ყველაფერს ისეთი სახით ადევნებდა თვალს, რომ ემილის მისი მზერა არ გამოჰპარვია და თვითონაც ვერ მიხვდა მის გასაბრაზებლად თუ საკუთარი სურვილით, გადაიხარა და ჯეკის ლოყას ტუჩები მიაწება. ამ ყველაფრის შემხედვარე ელისი ჩუმად ახითხითდა, სკოტმა კი ბაიკს წიხლი მისცხო და სკოლაში ისე შევარდა, კინაღამ ჯეკსონი წააქცია. -ახლა წავალ, გაკვეთილების ბოლოს კი გამოგივლით და წაგიყვანთ. ელის, ჭკვიანად იყავი, თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე. -ოხ, ჯეკსონ, კარგი რა.-გაეცინა ემს.-თუ რამე დასჭირდება, მე მივხედავ, ახლა კი წადი. -კარგი, კარგი. ჭკვიანად იყავით.-და რამოდენიმე წამში ჯეკის მერსედესი ადგილს მოსწყდა. ემილიმ ჯერ ელისი შეიყვანა კლასში და ვივიენი მოინახულა, შემდეგ კი გასახდელში შევიდა და გამოიცვალა. პირველი გაკვეთილი არ ჰქონდა, მაგრამ უნდოდა მოთელვა გაეკეთებინა. მუსიკა ჩართო და მის ჰანგებში ჩაიკარგა. ცეკვავდა თავდავიწყებით, მთელი სულით, გულით, გრძნობით... ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჰაერში დააბიჯებდა, დაფრინავდა. თან ის დრო ახსენდებოდა, როცა სხვადასხვა სცენებზე თავის ანსამბლთან ერთად ცეკვავდა. პირველი სოლო პარტია 15 წლის ასაკში, ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შეასრულა. მაშინ პირველად იცეკვეს ამ სცენაზე ბალეტის გარდა სხვა ცეკვებიც. ემიმ ძალები სამეჯლისოსა და ლათინო-ამერიკულ ცეკვებში და ასევე ჰიპ-ჰოპშიც მოსინჯა. მისი პირველი სოლო, ესპანური ცეკვა „ფლამენკო“ იყო. ეს ცეკვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ მისი შესრულების შემდეგ ჩაირიცხა პარიზის ხელოვნების სასწავლებელში. ამ სასწავლებელში ქორეოგრაფიის კურსის დახურვის შემდეგ კიდევ განაგრძო სწავლა და ბოლოს მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და სახელგანთქმული დიზაინერი გახდა. მშობლიურ ქალაქში ბოლო ორი წელია რაც დაბრუნდა და ერიკი სწორედ იქ გაიცნო. ატელიის გასახსნელად ათასი საბუთი და ნებართვა სჭირდებოდა, მისთვის მხსნელად მოვლენილი ადვოკატი კი, რომელიც დედამისმა გამოუგზავნა, ერიკი აღმოჩნდა. მათი საქმიანი ურთიერთობა ჯერ მეგობრობაში გადაიზარდა, ბოლოს კი როგორც ემის ეგონა სიყვარულში, მაგრამ თურმე მწარედ ცდებოდა. ოხ, კვლავ მასთან მიიყვანეს ფიქრებმა, მაგრამ მისდა გასაოცრად ახლა ტკივილი თითქმის აღარ უგრძვნია. მოულოდნელად მუსიკა გამოირთო და მისი ხმა ფეხის ნაბიჯების ხმამ შეცვალა. ემილი ხმის მიმართულებით შებრუნდა და „სტუმრის“ დანახვაზე საშინლად გაცოფდა. -შენ ახლა გაკვეთილზე უნდა იყო, მაკელროი! -ეს თქვენი პრობლემა არ არის, მის კისნერ! -შენ გაკვეთილს აცდენ და აქ ხარ, ეს კი ჩემი პრობლემაა. -ხოდა, შეგიძლია ადგე და დირექტორთან შემიყვანო, მაგრამ არაუშავს, მაინც მოგიწევს ჩემთან ლაპარაკი. -ბიჭმა იმდენად თავდაჯერებულად გაუღიმა, რომ ემს მოუნდა სილა კი არა მისთვის მუშტი ეთავაზებინა. -რა გინდა? ოღონდ იცოდე, სულ ხუთი წუთი გაქვს, შემდეგ ზარი დაირეკება და შენთვის აღარ მეცლება, ასე რომ რაც მალე დაიწყებ, შენთვისვეა უკეთესი. -რა ხდება, ემ? რამე მოხდა და არ ვიცი? დავიღალე შენი სიცივით. -უკაცრავად, რა თქვი? მგონი მეხსიერება მღალატობს, რაღაც არ მახსენდება შენს მიმართ თბილი ვყოფილიყავი. -გეყო ეგ ცინიზმი. არ გიხდება. -შენ კი უფრთო ანგელოზის როლი არ გიხდება. -ამით რისი თქმა გინდა? -ნუთუ ვერ ხვდები?-აღშფოთდა ემი. -შენ წარმოიდგინე და ვერა. -მოდი ერთ კითხვას დაგისვამ,-ემილიმ გადაწყვიტა, რომ ბოლოს და ბოლოს სკოტისთვის ყველაფერი ეთქვა.-არაჩვეულებრივი მოტო გყავს, მართვაც მშვენივრად იცი. არასდროს მიგიღია მონაწილეობა რბოლაში? თუნდაც გოგოს გამო?-ამ სიტყვების თქმისას ემილიმ შენიშნა, როგორ გაფითრდა ბიჭი. -საიდან მოიტანე? -არა, უბრალოდ მაინტერესებს. არ გინდა მიპასუხო? -არა! -მაშინ ყველაფერი გასაგებია.-ჩაიცინა ემიმ და მუსიკის ჩასართავად შებრუნდა. სანამ სკოტი მკლავში ხელს მოჰკიდებდა და მისკენ შეაბრუნებდა, ემიმ დაინახა გოგონების გასახდელიდან როგორ იყურებოდა ვიღაც, რომელმაც ემილის მზერის დანახვისთანავე შეწყვიტა მათი თვალთვალი და გასახდელის სიღრმეში გაუჩინარდა, მაგრამ ემილიმ იმის დაფიქსირება მაინც მოასწერო, რომ გოგონას თმაში ვარდისფერი, ბუმბულებიანი აქსესუარი ეკეთა. -ხელი გამიშვი.-ემიმ ისეთი ტონით უთხრა, ბიჭმა იმ წამსვე შეუშვა ხელი. -აბა, რა არის გასაგები? -ზარი დაირეკა.-ემილიმ გაუღიმა, შემდეგ კი მუსიკა ჩართო და მოთელვების გაკეთება განაგრძო. დარბაზი ნელ-ნელა შეივსო ბავშვებით და შესვლის ზარიც დაირეკა. რატომღაც ბავშვები გამოცვლას არ აპირებდნენ. გოგონები ლაპარაკში იყვნენ გართულნი, ბიჭები კი ემისკენ აპარებდნენ ფარულ მზერას. -აბა, რა ხდება, დიდხანს აპირებთ ასე დგომას?-ემის სიტყვებს ბავშვების ყაყანი მოყვა, რომლებიც იმის თქმას ცდილობდნენ, რომ ფორმები არ ჰქონდათ. -ეი, ჩუმად! სათითაოდ ილაპარაკეთ! აბა, რომელიმემ გამარკვიეთ, რა ხდება? -ჩვენ საცეკვაო ფორმები არ გვაქვს და საერთოდ მიგვაჩნია რომ ქორეოგრაფიის სწავლა ზედმეტია. თუ ვინმეს დაგვაინტერესებს, ჩვენ თვითონ ვიპოვით მასწავლებელს. წავედით ბავშვებო.-თქვა თმაშეღებილმა ქერა გოგონამ, რომელიც გუშინ სკოტთან ერთად დაგვიანებით შევიდა კლასში, ახლა კი ემილიმ მის თმაში ვარდისფერი ბუმბულებიანი აქსესუარი შენიშნა. გოგონა შეტრიალდა და კარისკენ წავიდა, თითქმის ყველა გოგონა მას გაჰყვა, ბიჭებს კი ფეხიც არ მოუცვლიათ. -ჯენიფერ, დაუბრუნდი შენს ადგილს, თუ შეიძლება.-ემილიმ „მეამბოხეს“ საოცრად მშვიდად მიმართა, რამაც გოგონას სახეზე ირონიული ღიმილი გამოიწვია. -აბა, ახლა მომისმინეთ, ხომ იცოდით, რომ დღეს ქორეოგრაფია გქონდათ და თან დარბაზში? დიდი ბოდიში, რომ მე არ გიყიდეთ საცეკვაო ფორმები და არ მოგიტანეთ. აი, ახლა, დადგებით და იცეკვებთ იმით, რაც გაცვიათ, წუწუნის გარეშე! არ გეგონოთ, რომ თუ ასეთ „პრობლემებს“ შექმნით, გაკვეთილი გაგიცდებათ, ან თუ არაფერს გააკეთებთ საერთოდ მოგეხსნებათ ეს საგანი. თუ ცუდად მოიქცევით, ცუდადვე გიპასუხებთ, თუ არა და კიდევ შევთანხმდებით.-გაიღიმა ემილიმ.-უკვე დროა გაკვეთილიც დავიწყოთ. ზუსტად ერთი თვეში იწყება სკოლების კონკურსი სხვადასხვა დარგში, მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში. გაიმართება სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები და ასევე კონკურსი ხელოვნების დარგებში. ესენი იქნება სასცენო პლასტიკა, სიმღერა, მიუზიკლი და რა თქმა უნდა, ქორეოგრაფია! სკოლის ისტორიას გადავხედე და როგორც გავარკვიე, სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში იღებდა ეს სკოლა მონაწილეობას, ხოლო ხელოვნების არც ერთ დარგში წარდგენილიც კი არ ყოფილა, ეს კი დაუშვებელია. ასე რომ მინდა მოგილოცოთ, თქვენ იქნებით პირველები, რომლებიც თქვენს სკოლას გამარჯვებას და დიდ წარმატებას მოუტანთ. ახლა კი მოდით, პროგრამა შევარჩიოთ. პირველი მისასალმებელი ცეკვა იქნება. შემდეგ ძალებს რამდენიმე ჟანრში მოვსინჯავთ, ესენი იქნება ჰიპ-ჰოპი, ლათინოამერიკული ცეკვა და შემდეგ კი ცეკვა წყვილებში. წყვილები შეგვიძლია სოლოთი შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ ორივეში ვივარჯიშებთ და საუკეთესოს გავიტანთ. საერთო ჯამში ხუთი ცეკვა გვაქვს მოსამზადებელი.-ამის გაგონებისას ბავშვები კვლავ აყაყანდნენ.-ეი, დამამთავრებინეთ! წინ მთელი წელი გვაქვს. მართალია კონკურსი ერთ თვეშია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იქნება, სადაც „მისალმებას“ გავიტანთ. დანარჩენი ცეკვები კი დამერწმუნეთ, რომ აუცილებლად დაგვჭირდება სხვა ეტაპებისთვის. სოლოს რაც შეეხება, მას ერთ-ერთი თქვენგანი მაშინ შეასრულებს, როდესაც პრიზს გამოდმოგვცემენ და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. აბა, მზად ხართ გამარჯვებისთვის? მაშინ დავიწყოთ! პირველ რიგში, უნდა გავიგო ვის რა შეგიძლიათ. მოდით თავისუფალი სტილი და იმპროვიზაცია ვცადოთ. მე მუსიკას ხშირ-ხშირად შევცვლი, თქვენ კი უნდა მოახერხოთ და მას აყვეთ. ვინმეს აქვს სურვილი პირველმა სცადოს? -მე მინდა, ოღონდ ერთი პირობით.-სკოტი საშინლად თავდაჯერებული იყო ამ სიტყვების წარმოთქმისას, მაგრამ ემის პასუხმა მისი თავდაჯერება ნამსხვრევებად აქცია. -აქ პირობების წამოყენების უფლება არ გაქვთ, მაკელროი, თქვენი პრივილეგიებით გარეთ ისარგებლეთ. -მე მინდოდა მეთქვა, რომ თუ ყველაფერს კარგად გავაკეთებ, შენ ჩემთან ცეკვა მოგიწევს.-სკოტის სიტყვებმა ბიჭები აახმაურა, აქეთ-იქიდან ბავშვები ემის მისამართით იძახდნენ, რომ დათანხმებულიყო. -რამდენჯერ უნდა გთხოვოთ ბავშვებო, ნუ ყაყანებთ! არანაირი პრობლემა არაა, პირიქით, ეს ჩემი მოვალეობაა, მაგრამ რადგან სკოტმა პირობა წამოაყენა, დღეს მასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიცეკვებ, თუ პირობის თავის ნაწილს უნაკლოდ შეასრულებს.-გაეცინა ემს. -ეს უსამართლობაა!-აღშფოთდა ბიჭი. -ეი, მალე, მუსიკა უკვე ჩაირთო! სკოტს მართლა აღმოაჩნდა ნიჭი, როგორც ცეკვის, ასევე იმპროვიზაციის. ყველაფერი კარგად მიდიოდა და მუსიკაც დამთავრდა, ემს კი კპირობა უნდა შეესრულებინა. -აბა, რას იტყვით, მის კისნერ?-სკოტი ყურებამდე გაკრეჭილი უყურებდა გოგოს. -მე მზად ვარ.-გაიცინა ემიმ და დარბაზში „სალსას“ თავბრუდამხვევი ჰანგები გაისმა. -მე ტანგო მინდა.-აღმოხდა ცეცხლოვანი ცეკვის მომლოდინე, გაწბილებულ სკოტს. -კი ბატონო, რა პრობლემაა. ჯენიფერ, მოდი, თუ შეიძლება. -მეე?-გოგონას თვალები გაუბრწყინდა და ემილისთან ხტუნვა-ხტუნვით მივიდა. -ასე არ შეიძლება.-სკოტმა ხმას აუწია, მაგრამ ემის თვალების დანახვისას გაჩუმდა და გასახდელში შევარდა. ჯენიფერს კი ღიმილი სახეზე შეეყინა და ემილის გაბოროტებული თვალებით შეხედა. -რა გაეწყობა, მაშინ იმპროვიზაცია გავაგრძელოთ. ჯენ, რაკი აქ ხარ, მოდი შენით განვაგრძოთ. გაკვეთილმა მხიარულად ჩაიარა. ნიჭიერი ბავშვები აღმოჩნდნენ და თან ხალისიანებიც. ბოლოს ემიმ ერთ-ერთთან იცეკვა კიდევ და შემდეგ ზარიც დაირეკა. ემს ამის შემდეგ ვივიენის კლასში ჰქონდა გაკვეთილი, ამიტომ საწყობიდან ლენტები, რგოლები და ბურთები გამოიტანა. წინასწარვე იცოდა, რომ ბავშვებთან კარგ დროს გაატარებდა. სანამ ისინი შემოვიდოდნენ, ემიმ გასახდელების შემოწმებაც გადაწყვიტა და როცა ბიჭების გასახდელის კარზე მიაკაკუნა, ის სკოტმა გაუღო. -საუბარი უნდა გავაგრძელოთ. -ღმერთო ჩემო, სკოტ, ყელში ამომიხვედი უკვე! გაინტერესებს, რა მჭირს? რა მჭირს და ის, რომ თვალი ამეხილა და მივხვდი ვინც ხარ! შენ ერთი დიდი ნაბიჭვარი ხარ! ის ნაბიჭვარი, რომელმაც ახალგაზრდა, შესანიშნავი ბაიკერი, ბილი, იმის გამო მოკლა, რომ ერთი და იგივე გოგო უყვარდათ. ახლა დაკმაყოფილდი?-ემიმ ისე მიაყარა, თითქმის არც ამოუსუნთქია, სკოტს კი მისი სიტყვების მოსმენისას თვალები ნელ-ნელა უფართოვდებოდა. -საიდან მოიტანე? -ო, კარგი რა სკოტ! აღიარე ბოლოსდაბოლოს და საერთოდაც, აღარ მინდა შენთან საუბარი. ამიერიდან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ გაკვეთილებით შემოიფარგლება! ახლა კი წადი აქედან, გაკვეთილი მაქვს. -იცოდე, ემილი, ამას მწარედ განანებ! ჩემი სიტყვები კარგად დაიმახსოვრეთ, მის კისნერ!-სკოტი ელვასავით მოსწყდა ადგილს და გარეთ გავარდა, ემიმ კი საოცარი შვება იგრძნო იმის გამო, რომ ამ ნაძირალას ყველაფერი პირში მიახალა. დღე საოცრად დამღლელი გამოდგა. ემი პირველკლასელებმა შეიძლება ითქვას გაანადგურეს, გადაწვეს. ჰიპერაქტიური ბავშვები იყვნენ! იმდენი აცეკვეს, ბოლოს იმის თავიც აღარ ჰქონდა, რომ გამოსაშვებისთვის ცეკვა მოეფიქრებინა. ვივიენი ემზე ადრე წავიდა, წასვლამდე კი მეგობარს დაემშვიდობა და სთხოვა, რომ მომდევნო დღეს სკოლის შემდეგ საყიდლებზე წაყოლოდა და კაბა შეერჩევინებინა ბალ-მასკარადისთვის. ემი, რა თქმა უნდა, დასთანხმდა და გადაწყვიტა, რომ იმავე დღეს ქსოვილიც ეყიდა და თავის კაბაზე მუშაობაც დაეწყო. ემილი უკვე წასვლას აპირებდა, გასახდელში იყო და ფეხსაცმელს იცვლიდა, რომ სწორედ ამ დროს ფეხის ხმა გაიგონა და რომ გაიხედა, დაინახა როგორ შემოვიდა გასახდელში ჯენიფერი და მის წინ აისვეტა. -რამე დაგრჩა, ჯენ? კიდევ კარგი მომისწარი, უკვე მივდიოდი.-ემილიმ გაუღიმა და ფეხზე წამოდგა. -ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა? -შენობით როდიდან მომმართავ, ჯენიფერ, ან რა გინდა? -მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე: სკოტ მაკელროი ჩემია და ნუ ეჩალიჩები. არ გეგონოს, რომ თუ თითს დაუქნევ მაშინვე შენთან გამოქცევა. ის ჩემია და მორჩა! ჩე-მი! შეეშვი, არც კი მიუახლოვდე, თორემ განანებ. შენს შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი და იცოდე თუ სკოტს არ შეეშვები, ისეთი რაღაცის გაკეთება მომიწევს, შენი ქორწილი მასთან შედარებით ტკბილი მოგონება მოგეჩვენება. გასაგებია? -აი, ეხლა კი შენ მომისმინე, ჯენიფერ. შენც და შენი ლაწირაკი სკოტიც ყელში ამომიხვედით უკვე. წამით არ მასვენებთ. სულ თვალში მეჩხირებით. შენ გირჩევნია ჯერ დახვეწილად, ნამდვილი ქალივით საუბარი ისწავლო და როგორც ჩემზე ფიქრობ, შენს „კონკურენტს“ მუქარით კი არ მიუვარდე, ერთი ჩვეულებრივი ბიჭის გამო, არამედ ცივილიზებულად აუხსნა ყველაფერი და მის წინააღმდეგ იმოქმედო. გირჩევ, ისეთი რაღაც არ გამოიყენო მუქარად, რაც თვითონაც იცი, რომ არ გამოგივა. თავი სამყაროს ცენტრი ნუ გგონია. დედამიწა შენს გარშემო არ ბრუნავს. მას თავისი ღერძი აქვს, რომელსაც ჯენიფერი ნამდვილად არ ჰქვია. ასე რომ, ჯერ საკუთარი თავის სწორედ შეფასება ისწავლე და მუქარა მერე გამოიყენე. სკოტს რაც შეეხება, ნამდვილად არაა ანგელოზი. ტყავიდან ძვრება იმის გამო, რომ თუნდაც ერთხელ გავუღიმო და შენ იმის ამბიცია გაქვს, რომ თუ მე მას ხმას არ გავცემ, ის შენ ყურადღებას მოგაქცევს? ძალიან ცდები, ჩემო კარგო, ძალიან! მოიშორე ეგ ირონიული ღიმილი სახიდან! შეგიძლია ყველაფერი გააკეთო მის მოსაპოვებლად, მე ისედაც ორივენი ფეხებზე მკიდიხართ და ხელს ნამდვილად არ შეგიშლით, მაგრამ შემიძლია დაგენიძლავო, რომ ისე არასდროს შემოგხედავს, როგორც მე და იცი რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ მე მისთვის მიუწვდომელი ვარ, აი შენ კი...!-ემიმ საპასუხოდ ლოყაზე მწარე სილა მიიღო. ისე გაცოფდა, მოუნდა ეს თავხედი ლაწირაკი თმით ეთრია, მაგრამ მასზე ხელის გასვრა არ ღირდა. -ერთი უბრალო გოგო ხარ, რომელიც ყველაფერს იკადრებს! წარმომიდგენია ამ დიდებას რა გზითაც მიაღწიე!-ახლა კი ემიმ თავი ვეღარ შეიკავა და გოგონას ისეთი სილა გააწნა, რომ ხელი აეწვა. -შენთვისვე აჯობებს შენი სიტყვები უკან წაიღო და აქედან გაეთრიო! გოგონა სადაც იყო ემის თმაში სწვდებოდა, რომ უკნიდან ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა გააკავა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გვერდით გადადგა. -ჯეკსონ?-აღმოხდა გაოგნებულ ემს, მაგრამ როდესაც კართან ატუზულ ელისს მოჰკრა თვალი, ყველაფერს მიხვდა. -ოჰ, ახლა გასაგებია, როგორ დაიწყე სკოლაში მუშაობა.-ჩაისისინა ჯენიმ, რომლისთვისაც ჯეკსონს უკვე შეეშვა ხელები, მაგრამ მისგან დატოვებული წითელი კვალი ემჩნეოდა კანზე და ახლა სწორედ ამ ნაკვალევს ისრესდა. -გოგო, მომისმინე,-ემილი მეტი ვეღარ მოითმინა და გოგონას კეფაში სწვდა.-ყველა შენნაირი პატარა კახპა არაა! გაეთრიე აქედან და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი და თან გახსოვდეს, კლანჭების გამოჩენა მეც შემიძლია.-ემილიმ გოგონას ხელი გაუშვა, შემდეგ თავისი ჩანთა აიღო და ჯეკსონს ანიშნა, რომ მიდიოდნენ, ჯენიმ კი, რომელიც უკვე შურისძიებაზე ფიქრობდა, მტრული მზერა გააყოლა მათ.
| |
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: შაბათი, 2012-03-10, 8:58 PM | შეტყობინება # 388 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| ვაიჰ,ნატუკ,მიუხედავად შენი სიტყვებისა,მგონია რომ მაინც დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი,სანამ შემდეგ თავს ვიხილავთ,არა? იმედი მაქვს ვცდები <3 რაააც შეეხება ამ თავს გუშინ წავიკითხე და ვეღარ მოვასწარი ჩემი შთაბეჭდილების გააზიიარება შენთვის <3 მოდი ვივიენით დავიწყებ მიუხედავად იმისა რომ ამ თავში თითქმის ,,ცარიელი'' ადგილი ეჭირა,მაინც ძალიან მომწონს ეგ გოგო <3 მიხარია რომ ემის დაუმეგობრდა,ან პირიქით ემი დაუმეგობრდა და დაუძმაკაცდა : რაც შეეეხება ჯენის,ჯენიფერს......................... მართლა გინდა..........დარწმუნებული ხარ რომ გიინდა მასზეც ,,ვისაუბრო'' ? :ხხხხ პატარა კახპა
უი , ჯეკი რა საყვარელია! ეს აღსანიშნავია ! ,,იმენა'' ეს ბიჭი ,,გლიჯავს'' <3 რა ჯენტლმენია,როგორ უყვარს ემი,ემისაც უყვარს :| ელისი ხო საერთოდ ;დ პატარა ბაჭია,ყველას საქმეში რომ ცხვირს ყოფს და ეს საქმიანობა ძალიანაც რომ უხდება ;დდ <3 მიიყვარს ეს ფიკი,იმდენად მიიყვარს რომ უკვე რეაქცია აღარ მაქვს თავები ასეთი ინტერვალებით რომ იდება . :* უსაყვარლესიიიი ხააარ <3 მართლა ძალიან დიდი პატივს გცემ შენ და არამარტო შენი ნიჭის გამო,ხომ იცი,არა?? მიყვარხარ ნატ <3 :* :* :* :* :* :* :* :* :* და ერთი კიიითხვა მაქვს შენთან და დაგიისვააა? :))))
| |
|
|