ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

Bella_and_Edwardთარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 3:40 PM | შეტყობინება # 601

96
6  +
14  ±
   ±
Offline
Vaimeee.. Magarriiiaaa... ))) love Dzliivvvsssss.... Gvegirsaaa........... biggrin love heart Ypvhag Naatttt.. love heart

http://s1.ipicture.ru/

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 3:49 PM | შეტყობინება # 602

842
83  +
   ±
Offline
vaimee, raa sayvarlebi ariaaan:XXX love love ra kargi, tbili da tkbili tavi iyooo.^^
nat dzaalian dzalian kargad wer, uunichieresi xaaar kiss kiss yvelaferi, titoeuli fraza iseti kargi da shesabamisia, arc araferia zedmeti, an naklebi. iiseti dadebiti emociebit amavso am tavmaaaa happy happy kitxvis dros mgonia, rom mweralis nawers vkitxulob da ara 15wlis gogosi. mokled, meti ra vtqvaa. dzaalian dzalian kargi xar, vamayob shenit! kiss kiss

nati_cullenთარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 3:53 PM | შეტყობინება # 603

400
9  +
30  ±
   ±
Offline
mec minda wyali ogond tu vinmes gaqvt pirdapir shemasxit ................................


Sallomeთარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 7:04 PM | შეტყობინება # 604

76
4  +
6  ±
   ±
Offline
dzalian magari iyo.........yochag!yochag!yochag! happy happy happy happy happy unichieresi gogo xar!... happy happy happy happy


Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2012-07-03, 5:46 PM | შეტყობინება # 605
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ჰეჰე
რა საყვარელი თავები იყო ;;დ
ეს ორივე ერთად დადე თუ უბრალოდ მე ჩამოვრჩი მოვლენებს? ;დ

რა საყვარლობა იყო
თავიდან იმ წერილს სანამ წაიკითხავდა,ანუ სანამ ბეჭედს აღმოაჩენდა
ნერვები მეშლებოდა smile ,,დროზე,ემილი,დროზე !! აგვიანებ'' ( ერთ ამბავში ვიყავი ;დ
არ მჯერა
ამ თავებმა ყოველგვარი დაძაბულობის და ცუდი ფინალის გარეშე ჩაიარა ;დ;დ;დ
მაგარია.

იმ სტუმრებზე ნამდვილად ვერ მივხვდი.
თავიდან ნატალი და ერიკი მეგონა , მაგრამ ,,არა,თქვე უნამუსოებო,ვერასოდეს შეიცვლებით''

მაგარია.
მესიამოვნა ასეთი ,,ნათელი'' თავები )



Bella_Cullen9204თარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 8:52 PM | შეტყობინება # 606

28
3  +
12  ±
   ±
Offline
umagresi iyo martlac ganxvaebulia da ase mgonia nagdi mwerali wers

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 5:54 PM | შეტყობინება # 607
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime bavshvebooo, davdni tqveni komentarebis kitxvisaas happy happy happy happy happy happy miyvarxart ai dzalian dzaliaan happy happy happy happy happy happy bolo tavi dagegmili maqvs ukve magram ratomgac weris mugamze ar var, menaneba amattan gamomshvidobeba, magram ras vizamt. am dgeebshi iqneba bolo tavi da axals savaraudod seqtembridan shemogtavazebt, imito ro zafxulshi gawyveta momiwevs da ar girs. miyvarxart dzaliaan! happy happy happy neti kidev ar maqvs samwuxarod sad


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 4:27 PM | შეტყობინება # 608
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 46
ძვირფასო მკითხველო, ჩვენ უკვე ბევრი დრო გავატარეთ საპნის ბუშტების სამყაროში. გავიზიარეთ მათი გრძნობები. მათთან ერთად გვტკიოდა და გვიხაროდა, ვბრაზობდით და სიხარულის ცრემლები მოგვდიოდა. ყველაფერს ისე განვიცდიდით, თითქოს ჩვენს თავს ხდებოდა. და აი, დადგა ის დღეც, როდესაც უკანასკნელად გავისეირნებთ საპნის ბუშტების სამყაროში, შემდეგ კი, კარს რომელშიც რამდენიმე თვის წინ შემოვედით საიმედოდ გამოვიხურავთ და კარგად ჩავკეტავთ, რადგან ეს ისტორიაც, როგორც ყველა, დასრულდება და მალევე მიეცემა დავიწყებას. ადამიანები მათ დაივიწყებენ, დაივიწყებენ მათთან ერთად გატარებულ თითოეულ წამს და განცდებს. მაგრამ ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩემს გულში, რადგან თიოეული პერსონაჟი, კარგი თუ ცუდი, ბოროტი თუ კეთილი, მთავარი თუ ეპიზოდური, ყველანი ჩემი შვილები არიან. მათთან ერთად მე თეთრმეტი თვე გავატარე. მე მათ თეთრთმეტი თვე ვქმნიდი და მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მახსოვს, ერთხელ წავიკითხე, რომ მწერლისთვის დასრულებული რომანი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, ის რომანის ბოლოს წერს თუ არა სიტყვას „დასასრული“, მაინც აგრძელებს მას და არასდროს ავიწყდება მისი კიდევ ერთი „შვილი“. და ეს მართლაც ასეა. ახლა კი მოდით, თავს აღარ შეგაწყენთ ჩემი მონოლოგით და კიდევ ერთხელ და ამჯერად უკვე უკანასკნელად შეგახედებთ საპნის ბუშტების სამყაროში...

* * *

-ჯეკ, მაინც არ მესმის რად გვინდა ვერტმფრენი? რეისები ხომ არის ალპების მიმართულებით. მით უმეტეს რომ ბარგი უკვე გავგზავნეთ და რა საჭიროა ამდენი წვალება?-ემი დაბნეული შეჰყურებდა ხან ჯეკს და ხან ვერტმფრენს, რომელიც მათ წინ იდგა და გამაყრუებელ ხმას გამოსცემდა.
-რეისები არის, მაგრამ ისეთი რეისები არა, როგორიც მე დავგეგმე. ასე რომ მის კისნერ, თუ შეიძლება ამობრძანდით-ჯეკი ვერტმფერნში ავიდა და ემილის ხელი გაუწოდა. გოგონაც მის ხელს ჩაეჭიდა და ვერტმფრენში მოთავსდა.
-ემ, გაიცანი ეს ჩემი მეგობარი ჯერია. ის იზრუნებს ჩვენს მშვიდობიან მგზავრობაზე-ჯეკსონმა ემს თავისი მეგობარი გააცნო, რომელიც გოგონას ღიმილითა და თავის დაკვრით მიესალმა, შემდეგ კი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ფრენა არც თუ ისე ხანგრძლივი გამოდგა. ემს და ჯეკს ერთი წამითაც კი არ მოუხუჭავთ თვალი, მიუხედავად იმისა რომ წინა ღამით პარიზის ქუჩები დაიპყრეს და საერთოდ არ უძინიათ. წარსულის საოფლოში მომხდარ ინციდენტზე არც ერთს ხმა არ ამოუღია, ყველაფერი მათმა თვალებმა თქვეს, როდესაც ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ორივე უბედნიერესი იყო და ერთმანეთით ხარობდნენ. არც ერთ წამს არ ატარებდნენ უერთმანეთოდ, დაკარგულ დროს ინაზღაურებდნენ. ემის თითზე ამაყად წამოსკუპებული ნიშნობის ბეჭედი კი ორივეს ახსენებდა, რომ გაზაფხულის დადგომისთანავე ემილი მისის უალდი გახდებოდა. ახლა კი მინიმუმ ორი კვირის გატარებას აპირებდნენ ალპებში, მაგრამ ემისთვის უცნობი და გაურკვეველი მიზეზების გამო ჯეკმა დაიჟინა, რომ ბარგი ცალკე გაეგზავნათ და თვითონ ვერტმფრენით წასულიყვნენ.
-ჯეკსონ, დროა!-დაიძახა ჯერიმ და ჯეკს რაღაც ანიშნა. ეს უკანასკნელიც ვერტმფერნის უკანა ნაწილში გავიდა და იქიდან შავი ჟილეტით, ასეთივე ფერის უცნაური ზურგჩანთითა და მსხვილი თასმებით დაბრუნდა.
-მაგ ყველაფრით რის გაკეთებას აპირებ ჯეკ?-გაეცინა ემს მის დანახვაზე, მაგრამ ჯეკსონის ეშმაკური მზერა შეამჩნია თუ არა, ღიმილი სახეზე შეეყინა.-არც კი გაიფიქრო რომ მაგის გაკეთებას მაიძულებ. შანსი არ არის!-ემიმ ხელები გაასავსავა.
-კარგი რა ემ. ნუ ხარ პანიკაში. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდება რომ შეშინებასაც კი ვერ მოასწრებ. მოდი ახლა ჩემთან, აღჭურვილობა უნდა გაგიკეთო.
-არა! მოვკვდები ჯეკსონ!-ემი პანიკაში იყო.-ორად ორი რამ არის რისიც ყველაზე მეტად მეშინია_სიბნელე და სიმაღლე. სიბნელეში შენთან ერთად მთელი ღამე გავატარე, მაგრამ ახლა ამის გაკეთებას ვერ მაიძულებ.
-ემ, გჯერა რომ ისეთ რამეს გავაკეთებ, რაც მოგკლავს?-ჯეკი სიცილს ვერ იკავებდა შეშინებული ემის დანახვაზე.-გეფიცები, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შეგრძნებაა! და მართლა, დროს ნუღარ კარგავ, თორემ უფრო მაღლა ავდივართ. მოდი ჩემთან-ჯეკმა მისკენ ხელები გაიშვირა და ემიც ისეთი სახით მიუახლოვდა, თითქოს გილიოტინაზე ადიოდა.
ჯეკმა ემილი სპეციალური სამაგრებით თავის ჟილეტზე მიიმაგრა, შემდეგ უკანასკნელად შეამოწმა უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იყო თუ არა და რამდენიმე წამში ჯეკზე ხელჩაკიდებულმა გოგონამ პირველი ნაბიჯი გადადგა ჰაერში. ხანმოკლე სწრაფი ვარდნის შემდეგ ჯეკმა თოკი გამოქაჩა და ახლა უკვე ის და ემი ჰაერში ისე მსუბუქად ნავარდობდნენ, როგორც ბუმბულები. ემი აღფრთოვანებისგან შოკში იყო. თვალების დახუჭვას აპირებდა, მაგრამ ჯეკის თხოვნით როგორღაც მოახერხა შიშისთვის თვალებში ჩაეხედა. ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი და ექსტრემალური საქციელი, რაც კი აქამდე გაეკეთებინა. მაგრამ ამ ყველაფერს აორმაგებდა ის ფაქტი, რომ ეს ნაბიჯი საყვარელ ადამიანთან ერთად გადადგა.
-მიყვარხარ!-ბოლო ხმაზე დაიყვირა ემილიმ, საპასუხოდ კი ჯეკსონის ნაზი კოცნა ყურის უკან და ასევე ნაზად ნაჩურჩულები „მიყვარხარ“ მიიღო.
მალევე დაეშვნენ თოვლით დაფარულ მიწაზე. ემს არასდროს გახარებია ასე მიწასთან შეხება, როგორც ახლა. მართალია აღფრთოვანებული იყო ამ დაშვებით, მაგრამ შიში მაინც არ ასვენებდა. ჯეკსონმა მაშინვე მოაშორა გოგონას ყველაფერი ზედმეტი, შემდეგ პარაშუტიც შეძლებისდაგვარად დაკეცა და ჩანთაში ჩატენა, ბოლოს კი ემიზე ხელჩაკიდებული პატარა და მყუდრო სახლისკენ გაემართა, რომელიც რამოდენიმე მეტრში, მარადმწვანე, მაგრამ ახლა დათოვლილ ნაძვებში ჩაფლულიყო და სტუმრებს ელოდა. სახლი ხის იყო. ჯეკსონმა ის რამდენიმე წლის წინ იყიდა და თითქმის ყოველ ზამთარს მოდიოდა აქ რამდენიმე კვირით. უყვარდა თავისუფალ დროს ბუნებაში რომ ატარებდა. ზამთარში კი ამაზე უკეთეს ნავსაყუდელს ვერსად ვერ იპოვიდა. ემს სახლში შესვლისთანავე აღმოხდა სიამოვნების შეძახილი და შემდეგ ჯეკს მიუბრუნდა:
-ერთ დღეში ამდენი შოკი არ შეიძლება! სიხარულისგან გული რომ გამისკდეს მერე რას აპირებ?
-ოო, მოიცა რა, რა დროს სიკვდილია. ჯერ კიდევ გველის წინ ექსტრემალური რაღაცეები-ბიჭმა ეშმაკურად გაიცინა, ზურგჩანთა იქვე მიაგდო, გოგონას წელზე ხელები შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. ოდნავ ეხებოდა ტუჩებით მის რბილ ბაგეებს და თან სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ემიმ ამდენი წვალება ვეღარ მოითმინა და თვითონვე დაეწაფა ჯეკსონის ტუჩებს. ბიჭს გაეცინა მის საქციელზე და გულში ჩაიკრა.
-ნუ ხარ მოუთმენელი, მთელ რომანტიკას მიფუჭებ. წარმოიდგინე: ვახშამი სანთლისა და ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლის შუქზე, გარეთ კი ფითქინა თოვლი...
-და აწკრიალებული შენი მობილური!-ამოიბუზღუნა ემიმ ჯეკსონის მობილურის ხმის გაგონებისას, ბიჭს მოშორდა და მეორე სართულისკენ გაემართა დიდი ჩანთით ხელში, რომელიც აქ დახვდა_ბარგის ჩამოტანა მოესწროთ მათ ჩამოსვლამდე.
-დედა რეკავს. რაც წარსულის საუფლოდან წამოვედი იმის შემდეგ არც დამირეკავს და არც ზარებისთვის მიპასუხია-აუხსნა ჯეკმა, მობილურს უპასუხა და თან ემს ჩანთა გამოართვა და თვითონ აიტანა ზემოთ.
-ხო დედა. კი კარგად ვართ-ჯეკმა თ-ზე ყურადღება გაამახვილა და ემს გაუღიმა-ახლა... მმ, ახლა ალპებში ვართ. ჰო, ჰო, ზუსტად მანდ. არ ვიცი, ალბათ ორი კვირა დავრჩებით, შეიძლება მეტიც, ვნახოთ. მამა როგორ არის? ელისი? ემთან დალაპარაკება უნდა? კარგი, ახლავე-ჯეკმა ემილის მობილური გაუწოდა და შემდეგ მთელი ნახევარი საათი ელოდა მისი და ელისის საუბრის დასრულებას. ბოლოს როგორც იქნა მორჩნენ საუბარს და როდესაც ემიმ ჯეკს მობილური დაუბრუნა, ბიჭმა ის გამორთო, იგივე გაუკეთა ემის მობილურსაც და შემდეგ ორივე საგულდაგულოდ შეინახა.
-ცოტა ხნით ცივილიზაციას თუ მოვწყდებით არაფერი დაშავდება. ახლა ბარგი ამოვალაგოთ და შემდეგ გავისეირნოთ.
ემილიმ და ჯეკსონმა ბარგი ერთ კარადაში შეალაგეს და გოგონამაც მალევე მოირგო დიასახლისის როლი. სახლი დაალაგა და სადილიც მოამზადა. სახლის დალაგებას დიდი დრო არც დასჭირვებია. იქ სულ ერთი საძინებელი, ერთი მისაღები და სამზარეულო იყო. მართალია მისაღები იმხელა იყო, რომ მთელ პირველ სართულს იკავებდა სამზარეულოსთან ერთად, მაგრამ ემი და ჯეკი ერთობლივი ძალებით მალევე გაუმკლავდნენ იქ გამეფებულ მტვერს. მოსაღამოვებულზე, როცა სახლი იდეალურ მდგომარეობაში იყო და საქმეც აღარაფერი ჰქონდათ, გარეთ გავიდნენ სასეირნოდ.

-ჯეკ, მითქვამს რომ შენზე ჭკუას ვკარგავ?-გაეცინა გოგონას და სირბილით დაუყვა თოვლიან დაღმართს. ჯეკი მალევე დაეწია, წააქცია და დიდი მცდელობის მიუხედავად თავი ვეღარ შეიმაგრა და დაბლა ჩაგორდა, თან რა თქმა უნდა ემიც ჩაიყოლა.
-რა თქმა უნდა გითქვამს. როგორ შეიძლება რომ ასეთ იდეალურ კაცზე ჭკუას არ კარგავდე?!-გაეცინა ბიჭს, საპასუხოდ კი ემისგან სახეში თოვლი მიიღო.
პატარა ბავშვებივით ერთობოდნენ. ხან გუნდაობდნენ, ხან თოვლში კოტრიალობდნენ, ხან კი ამაოდ ცდილობდნენ თოვლით სხვადასხვა ფიგურის გაკეთებას. ბოლოს ყველაზე მარტივზე_თოვლის ბაბუაზე შეჩერდნენ და ის ისე გულმოდგინედ შექმნეს, რომ თვითონვე აღფრთოვანდნენ.


პატარა ბავშვებთანაც ითამაშეს. ჯეკი თვალს არ აშორებდა ემს, რომელსაც ორი-სამი წლის გოგონასთვის ჩაეკიდა ხელი და ერთად აკეთებდნენ დიდ გუნდას, რომელსაც თოვლის ბაბუის თავად გამოიყენებდნენ. დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ, ჯეკსონმა დაასკვნა, რომ ემისგან არაჩვეულებრივი დედა გამოვიდოდა. შემდეგ ისიც გაახსენდა, ემიმ ფესტივალზე თავისი წარსულის შესახებ რომ მოუყვა და უთხრა, რომ დედობაზე ოცნებობდა და გაეცინა. კარგად დაღამებულიყო წყვილი თავისი სახლისკენ რომ გაეშურა. უკვე საკმაოდ ციოდა და ემს გაყინულ ხელებს ჯეკი უთბობდა. სახლში შევიდნენ თუ არა, მაშინვე გაიხადეს სველი ქურთუკები, გამოიცვალეს, შემდეგ კი სანამ ჯეკმა ბუხარში ცეცხლი დაანთო, ემიმ ბუხრის წინ მდგარ დაბალფეხებიან მაგიდაზე სუფრა გაშალა. მათი სუფრა შედგებოდა შემწვარი ბატკნისგან, რომელიც ემიმ საგანგებოდ ბებიის რეცეპტით მოამზადა და წითელი ღვინისგან. წყვილი გვერდიგვერდ მოკალათდა დივანზე, ჯეკსონმა სასმისები შეავსო და ერთი ემს გაუწოდა, ერთიც თავისთვის დაიტოვა. როდესაც შემწვარი ბატკანი დააგემოვნეს და ერთხმად შეთანხმდნენ ემის ბრწყინვალე დიასახლისობაზე, ჯეკმა ჭიქა ასწია და ემისკენ შებრუნდა:
-ემ, შენ იცი, რომ სადღეგრძელოები და მსგავსი რაღაცეები ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ახლა სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია. სულ მალე შენ ოფიციალურად გახდები მისის უალდი და მაშინ მე უბედნიერესი კაცი ვიქნები. მაგრამ მანამდე, მე მინდა რომ იმ დღეს გაუმარჯოს, როდესაც პირველად დაგინახე. გაწუწული წიწილასავით იდექი წვიმაში, მაგრამ როდესაც კარი გამოვაღე და დახმარება უნდა შემომეთავაზებინა ჩემს წინ მდგარი გაწუწული წიწილა ძუ ლომად გადაიქცა და ისე შემომიტია, ხმის ამოღება ვეღარ გავბედე.-ჯეკმა სიცილით გაიხსენა მათი პირველი შეხვედრა-ჯერ იყო და სახლში შემომივარდი, მერე გერმანიაში წამათრიე, ბოლოს კი უკითხავად წამოიცვი თითზე ბეჭედი. იქნებ სულაც არ იყო შენი!-ჯეკი სიცილს არ წყვეტდა.-მაგრამ ახლა, სერიოზულად. მართლა ბედნიერი ვარ, შენ რომ მყავხარ. ვერ წარმომიდგენია როგორ ვცხოვრობდი შენს გაცნობამდე. ჩემი გულის გარდა ჩემი ყოველი წამი დაისაკუთრე. ყოველი ამოსუნთქვა შენ გეკუთვნის და შენს გარეშე უბრალოდ მოვკვდები! ღმერთს მადლობას ვწირავ იმისთვის, ასეთი ძვირფასი საჩუქარი რომ გამომიგზავნა შენი სახით. მიყვარხარ ემ!-ჯეკმა გოგონას ჭიქა მიუჭახუნა და შემდეგ ერთიანად გადაჰკრა.
-ვერაფერს ვერ დავამატებ. მადლობელი ვარ იმ წამებისთვის, რომლებსაც მჩუქნი და იგივე რომ არ გავიმეორო, რაც შენ თქვი, უბრალოდ გეტყვი რომ მიყვარხარ!-ემიმ სულ ცოტა ღვინო მოწრუპა, შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დადო და ჯეკს მთელი ძალით ჩაეკრა გულში. როდესაც მისი ყური ჯეკის გულზე აღმოჩნდა, გოგონამ გაიგო თუ რა გამალებით ცემდა ის და გაეცინა. მაგრამ არც მისი გული იყო უკეთეს დღეში, როდესაც ჯეკმა თავი ააწევინა და მის ტუჩებს დაეწაფა. ეს არ იყო ჩვეულებრივი კოცნა. ეს იყო უბრალოდ ღვთაებრივი, ისეთი რამ რაც ემს აქამდე ჯერ არასდროს ეგრძნო. წამით ჯეკის ტუჩები მისსას მოშორდნენ და ბიჭმა იდუმალი ხმით დაიჩურჩულა:
-ემ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თანახმა ვარ შენი ოცნების განხორციელებაში დაგეხმარო.
-რა?-ვერ მიუხვდა ემი და გაეცინა.
-რა და როდესაც შენ შენს წარსულს მიყვებოდი, მე ყველაფერი კარგად დავიმახსოვრე. შენ კი მაშინ თქვი, რომ დედობაზე ოცნებობდი.
-მართალია!-გაეცინა ემს, შემდეგ კი სრულიად სერიოზული და მტკიცე ხმით ჯეკს უთხრა:-დამიმტკიცე!
* * *

დილით ემიმ საყვარელი მამაკაცის მკერდზე მიხუტებულმა რომ გაიღვიძა, მხოლოდ მაშინ დაიჯერა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი არ ყოფილა. თვალები რომ გაახილა მაშინვე ჯეკის მზერას შეხვდა, რომელიც საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო.
-დიდი ხანია გღვიძავს?-გაეცინა ემს და ცხვირი ჯეკის კისერში ჩარგო.
-არც ისე. მაგრამ ისეთი საყვარელი იყავი აღარ ავმდგარვარ რომ არ გამეღვიძებინე.
-ჯეკ, მიყვარხარ!
-მე არა, იმიტომ რომ მიყვარხარ არ არის ის სიტყვა, რომელიც ჩემი შენდამი გრძნობების გამოსახატად საკმარისი იქნება.-გაეცინა ბიჭს და ემილის კიდევ უფრო ძლიერად მოხვია მკლავები.
-არ ვისაუზმოთ?-იდაყვებზე დაყრდნობილი წამოიწია ემი და მუცელზე ხელი მოისვა, რომელმაც საწყალობელი ხმა გამოსცა და ჯეკის სიცილი გამოიწვია.
-რა ღორმუცელა ხარ!-ბიჭმა დასცინა, შემდეგ აკოცა და საწოლიდან წამოდგა.-ჩავალ, ვნახავ რა არის მაცივარში ისეთი, რამაც შეიძლება შენი გააფთრებული მუცელი დააწყნაროს!-სანამ ჯეკი ოთახიდან გასვლას მოასწრებდა, ემიმ ბალიში გაუქანა და პირდაპირ თავში მოარტყა, შემდეგ კი სიცილით შევარდა სააბაზანოში.
სანამ ემილიმ თავი მოიწესრიგა და დაბლა ჩავიდა, ჯეკს უკვე სუფრა გაეშალა და ბუხარში ცეცხლიც დაენთო. სამზარეულოში ფანჯარასთან მდგარი პატარა და კოხტა მაგიდა მსუბუქი საუზმით იყო გავსებული, ჯეკი კი იქვე ტრიალებდა წინსაფრით. ემს გაეცინა მის დანახვაზე და ზურგზე მიეხუტა.
-ოჰ, ჩამობრძანდით ქალბატონო? რას აკეთებდი ამდენ ხანს?
-თავი მოვიწესრიგე, ოთახი მივალაგე და ჩამოვედი.
-უკვე ირგებ ცოლის როლს? მშვენიერია, მომწონს! მერე არ გაგიჭირდება შეჩვევა მე რომ ძმაკაცებთან ერთად ფეხბურთს ვუყურებ და შენ სამზარეულოში ტრიალი მოგიწევს!-დასცინა ჯეკმა.
-მგონი ეგ პირიქით იქნება. შენ ხომ ასეთი მშვენიერი მზარეული ხარ!-ენა გამოუყო ემიმ და მაგიდას მიუჯდა.-მგელივით მშია!
საუზმის შემდეგ ცოტა ხანს ითხილამურეს, შემდეგ კი ჯეკმა გადაწყვიტა, რომ ემისთვის მცირე ექსკურსია მოეწყო, მხარზე სანოვაგით გამოტენილი ზურგჩანთა მოიგდო, გოგონას ხელი მოხვია და გაუყვა გზას წიწვოვანი ტყისკენ, რომელშიც მათი სახლი იყო ჩაფლული. ბევრი სიარული არც დასჭირვებიათ, მალევე მიადგნენ ულამაზეს პატარა სახლს, რომლის დანახვამაც ემი გააკვირვა.
-აქ რა გვინდა? აბა პიკნიკიო?
-ხო მაგრამ რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ შენ თითქმის არც ერთ ჩემ მეგობარს არ იცნობ, ეს კი არც თუ ისე კარგია. ჰოდა რადგან აქ ვიყავით, გადავწყვიტე, რომ ჩემი უფროსი მეგობარი გაგაცნო.
ჯეკი გოგონას სახლში შეუძღვა, რომელშიც ე.წ. გზის მეფე ცხოვრობდა. ეს კაცი ძველი ბაიკერი და ჯეკის მასწავლებელი ყოფილა. როდესაც ჯეკსონს პირველად მიუღია რბოლაში მონაწილეობა, სწორედ ჩარლის აწყობილი ბაიკით უასპარეზია და პირველი ადგილიც დამსახურებულად მოუპოვებია. ახლა ჩარლის რატომღაც განდეგილად ცხოვრება მოუნდომებია და აგერ უკვე სამი წელია აქ წამოსულა. ჯეკმა მას ემილი როგორც მისი საცოლე ისე გააცნო, ჩარლიმ კი არჩევანი მოუწონა და ემს უთხრა, რომ ჯეკს ბავშვობიდანვე კარგი გემოვნება ჰქონდა. გოგონას გაეცინა მის სიტყვებზე და ეცადა წარმოედგინა ეს შეჭაღარავებული, გრძელთმიანი კაცი ტყავის ქურთუკში გამოწყობილი და ბაიკზე ამხედრებული, მაგრამ არ გამოუვიდა. ჩარლიმ ისინი ჩაიზე დაპატიჟა და თან ემს უზარმაზარი ალბომი გაუწოდა, რომელშიც უამრავი სურათი იყო შენახული, მათ შორის უმეტესობა კი ჯეკის იყო.
-როდესაც ბაიკერობა ჩემი ცხოვრების მიზანი და მოწოდება მეგონა, სახლში თითქმის არ ვიყავი და მთელ დროს ჩარლის სახელოსნოში ვატარებდი, სადაც იქ ის ძველ ბაიკებს ახალ სულს შთაბერავდა ხოლმე. სწორედ ამ კაცმა გადამარჩინა, რომ მეც მაშინდელი „ბაიკერებივით“ უკანონო საქციელები არ მეკეთებინა და გზას არ ავმცადრიყავი. ის დამეხმარა ბილის სიკვდილის გადატანაშიც. მას მეორე მამად მივიჩნევ და ყოველთვის შემიძლია მისთვის დახმარების თხოვნა. ისიც რა თქმა უნდა არასდროს მეუბნება უარს და ხშირადაც მეხმარება. ახლა, რაც აქ წამოვიდა ცოტათი შეიცვალა კიდეც და ძველი, ფილოსოფიური წიგნების შესწავლა დაიწყო. ძალიან ჭკვიანია და ყველაფერზე აქვს პასუხი.-ჯეკმა პატარა ცნობები მიაწოდა ემს ჩარლის შესახებ, სანამ ის სამზარეულოში ჩაის ადუღებდა.
-საინტერესო ადამიანი ჩანს. მოიცა, ეს შენ ხარ?-გაეცინა ემს გრძელთმიანი ჯეკის დანახვაზე.-რა სხვანაირი ხარ!
-ეჰ, რა ბიჭი ვიყავი ახალგაზრდობაში...-გაეცინა ჯეკსაც.-აი, ეს ჩემს გვერდით რომ დგას ბილია. ის ბილი რომელზე ლაპარაკითაც ყურები გამოგიჭედე.
-არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, მაგრამ ზუსტად ასეთი წარმომედგინა. და ეს გოგო ვინაა?
-ამმ, მეგობარია.
-კი როგორ არა-გაეცინა ემს-მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. არ მაინტერესებს წარსული, რომელიც აღარ არსებობს. ჩვენ ხომ აწმყოთი ვცხოვრობთ.
-სწორედ ამიტომ მიყვარხარ!-ჯეკმა გოგონა გულში ჩაიკრა. ამასობაში ჩარლიც დაბრუნდა და შემდეგ ამ სამს შორის გულწრფელი და სასიამოვნო საუბარი გაიმართა. ემი თავს ისე თავისუფლად და კარგად გრძნობდა, თითქოს ამ კაცს საუკუნეა რაც იცნობდა. ჩარლიც უდარდელად იხსენებდა წარსულს. როდესაც მოსაღამოვდა ემილიმ და ჯეკსონმა წასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მაშინვე სახლისკენ არ წასულან. ჯეკმა ის ტყეში გაასეირნა, მისი საიდუმლო ადგილები, გაყინული ჩანჩქერი და აქეთ-იქით მოხტუნავე ციყვები აჩვენა. შემდეგ წამოღებულ სანოვაგესაც ბოლო მოუღეს და ბოლოს დაღლილები სახლში დაბრუნდნენ.
-წარმოგიდგენია, ხვალ ამ წლის ბოლო დღეა, 31დეკემბერი!-აღმოხდა ემს, როდესაც ჯეკის გვერდით დივანზე მოთავსდა ნაყინით ხელში.
-და შენ კი შუა ზამთარში ნაყინს ჭამ! გაცივდები და დაიწყებ მერე წუწუნს.
-ხო მაგრამ იცი როგორ მიყვარს? და შენ ძალიან, ძალიან კარგი ბიჭი ხარ ამხელა მანძილი რომ გაიარე და ნაყინი მომიტანე!
-სხვა რა გზა მქონდა-გაიცინა ჯეკმა და ემი ჩაიხუტა.-ხვალისთვის რა გეგმები გვაქვს?
-წარმოდგენა არ მაქვს.-გაეცინა ემსაც და ჯეკს თავისი კოვზით ნაყინი აჭამა.
-ანუ ვუსაქმურობთ?
-აჰა. აბა რა უნდა ვაკეთოთ აქ, ცივილიზაციისგან სრულიად მოწყვეტილებმა.
-სრულიად რატომ, ლეპტოპი წამოვიღე.
-ჰო და მაშინ ბრწყინვალე იდეა მომივიდა. მოიტანე მალე.-ჯეკმა ემს ლეპტოპი გაუწოდა, ამ უკანასკნელმაც ინტერნეტში სწრაფად მოძებნა ფილმი და სულ ცოტა ხანში ისინი უკვე სიცილით გადაბჟირებულები ადევნებდნენ თვალს ფილმს, რომელიც ახალი წლის დადგომასთან ასოცირდება. ემს ვერ წარმოედგინა ახალი წელი „გრინჩის“ გარეშე. ჯეკსაც უყვარდა ეს პერსონაჟი, მაგრამ მას ასეთი ტიპის ფილმების ყურებას მაინც ბლოკბასტერები ერჩივნა. „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“-ს გარდა კიდევ უამრავ საახალწლო ფილმს უყურეს, ბოლოს კი ისე ჩაეძინათ, საძინებელშიც არ ასულან.
იქ იმდენად სუფთა ჰაერი და ისეთი სიმშვიდე იყო, რომ ემსა და ჯეკს შუა დღემდე არ გაუღვიძიათ. ღამით დივანზე ჩაძინებამ თავისი შედეგიც გამოიღო და ორივეს კისერი ჰქონდათ დაჭიმული და ძლივს მოძრაობდნენ. ემი მაშინვე სხვადასხვა კერძის გაკეთებას შეუდგა_დღეს ხომ ახალი წელი დგებოდა! ჯეკი კი მაღაზიისკენ გაემართა ღვინის და სხვადასხვა ტკბილეულის საყიდლად. ისე შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რომ ვერც კი წარმოიდგენდით თუ ერთად ცხოვრების გამოცდილება არასდროს არ ჰქონიათ. ემი საღამომდე ყველაფერს მორჩა, ჯეკიც მალევე დაბრუნდა და გადაწყვიტეს რომ სანამ დაღამდებოდა გაესეირნათ. მათი სახლი ცენტრისგან მოშორებულ ადგილას მდებარეობდა, ამიტომ როდესაც ისინი ცენტრში ჩავიდნენ და აღმოაჩინეს რომ იქ კონკურსი იყო, რომლითაც წლის საუკეთესო მოთხილამურე უნდა გამოევლინათ, სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ. ყველა კონკურსანტი თავისი საქმის პროფესიონალი აღმოჩნდა და როდესაც ემიმ და ჯეკმა ისინი მაყურებლის თვალით შეაფასეს, დაასკვნეს რომ გამარჯვებულის გამოვლენა საკმაოდ რთული იქნებოდა. მაგრამ პროფესიონალ ჟიურის ეს არ გასჭირვებია და საუკეთესო მოთხილამურედ ერთი ალიასკელი გოგონა დაასახელეს. როდესაც მას თასი გადასცეს და გულზე მედალი ჩამოჰკიდეს, მიკროფონმა უცნაური ხმა გამოსცა და ყველამ მის მფლობელს შეხედა. ეს ერთი ბიჭი იყო, რომელსაც ბედნიერებისგან თვალები გაბრწყინებოდა.
-ერთი წუთით მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო-დაიწყო ბიჭმა-ენ, როგორც იქნა გიპოვე!-ბიჭი გამარჯვებულ გოგონას მიმართავდა-მთელი წელიწადი გეძებდი, სად არ ვიყავი, მაგრამ ბოლოს აქ მოგაგენი! და მადლობა ღმერთს რომ მოგაგენი! ენ, ამხელა დროის გასვლის მიუხედავად ვერ დაგივიწყე, იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ! და ვიცი რომ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ. მინდა იცოდე, რომ არავის და არაფერს არ მივცემ ჩვენს შორის ჩადგომის უფლებას და ამ ყველაფრის დასადასტურებლად მინდა აქ, ამდენი ხალხის წინაშე გითხრა, რომ გაღმერთებ და გთხოვო, რომ ცოლად გამომყვე!-ხალხმა უცნობი ტაშით დააჯილდოვა, თვალცრემლიანი ენი კი მისკენ გაიქცა და გულში ჩაეკრა.
-რა მაგარია! ნახე როგორი ბედნიერები არიან!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ემი, რომელიც გულაჩუყებული იდგა და ცრემლებს იწმენდდა.
-რა გატირებს სულელო?-გაეცინა ჯეკს და მის წინ მდგარი გოგონა ზურგით მიიხუტა.
-არაფერი, ისე უბრალოდ, ძალიან გამიხარდა და. რა მაგარია არა? მართალს ამბობენ, ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდებაო.-ემიმ ისე ჩაილაპარაკა, რომ ყურადღება არ მიუქცევია რას ამბობდა, მაგრამ გააცნობიერა თუ არა მან და ჯეკმა ერთდროულად წამოიძახეს:-ვაიმე! ახალი წელი!-შემდეგ კი რაც შეეძლოთ სწრაფად სახლისკენ გაემართნენ_ორ საათში ახალი წელი დგებოდა!
ემიმ საზეიმო სუფრა გაშალა, თვითონაც არაჩვეულებრივად გამოეწყო და როდესაც ეს წელი უკანასკნელ ნახევარ საათს ითვლიდა, მაგიდას შემოუსხდნენ. ჯეკმა ჭიქები შეავსო, ემი კი რაღაცის სათქმელად მოემზადა.
-ჯეკ, გუშინ რაღაცის თქმა დაგვავიწყდა როდესაც სადღეგრძელოს ვამბობდით. მინდა ელისის სადღეგრძელო შემოგთავაზო. ეს პატარა, უსაყვარლესი არსება რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის ვიქნებოდით თუ არა ჩვენ ახლა ერთად. ელისი ჩვენზე ადრე მიხვდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, მან სარდაფშიც კი ჩაგვკეტა რომ შევერიგებინეთ. და რაც მთავარია, მან გამომატანა ის ბეჭედი, რომლის მოცემაც შენ ვერ მოასწარი! თავისუფლად შეგვიძლია მას ჩვენი კუპიდონი ვუწოდოთ! მართლაც რომ არაჩვეულებრივი და გყავს ჯეკ!-ემიმ ჯეკს ჭიქა მიუჭახუნა და შემდეგ ღვინო დააგემოვნა. თორმეტამდე რამდენიმე წუთით ადრე თოვა დაიწყო. ულამაზესად ბარდნიდა! შემდეგ ემიმ და ჯეკმა ფეიერვერკს უყურეს და როდესაც მათი ბაგენი ერთმანეთს შეერწყნენ, საათმა თორმეტჯერ ჩამოკრა, მაგრამ ზღაპარი ამით კი არ დამთავრებულა, არამედ ახლა დაიწყო!..

დასასრული...





ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 4:49 PM | შეტყობინება # 609
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
pirveli vaaar biggrin :D biggrin

es ise biggrin

------თარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 5:03 PM | შეტყობინება # 610
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
გილოცავ დამთავრებას!! happy ეს ერთი და სხვა მრავალი biggrin აუცილებლად წავიკითხავ მერე, ჯერ იმას მოვრჩე რასაც ვკითხულობ დაა.. happy
ნუ მე უკვე ვიცი შენი შესაძლებლობები მწერლობაში და იმის მიუხედავად რომ ეს ჟანრი დიდად არ მიზიდავს, არამგონია უკმაყოფილო დავრჩე. ახლაც კარგად მახსოვს შენი პირველი ფიკი, ბაბუაშენის (თუ სწორად მახსოვს..) ისტორიას რომ ყვებოდი და ძალიან მომწონდა.
წარმატებები!! ^__^

nati_cullenთარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 5:50 PM | შეტყობინება # 611

400
9  +
30  ±
   ±
Offline
mmmmmm ))))))


Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 6:09 PM | შეტყობინება # 612

436
7  +
9  ±
   ±
Offline
kargi istoria gamovida da iise titqmis yvela avtori tavis fiks mravalwertilebit amtavrebs da es rad chavtvalot ? biggrin

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 6:43 PM | შეტყობინება # 613

842
83  +
   ±
Offline
vaime nat, ai ver agigwer ramxela siamovneba mivige amis kitxvisaas:XXX dzalian, dzaalian kargad wer. yvelaferi ise gaqvs agwerili, rom tvalwin midgeba, titqos am ambis monawile tavad var. boloshi tvalebic ki amicremlianda, guli damwyda rom damtavrdaa:((( raa sayvarlebi ariaaaan love vaime, ici rogor minda vertmfrenidan gadmoveshva parashutiit? aiii chemi ocnebaaa:XXX mashinve mivxvdi amis gaketebas rom apirebdaaa biggrin biggrin me ubralod agar vici ra sityvebit unda shevaqo sheni nichierebaaa. ise kargad, gasagebad, chamoyalibebulad wer rom... vdumdebi biggrin biggrin gilocav motxrobis dasrulebas da shens axal nawarmoebs veli seqtembershii!!!! miyvarxar dzaaalian! kiss kiss kiss

elle:Xxთარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-11, 2:04 PM | შეტყობინება # 614
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
ვაიმეე რა კარგად დამთავრდაააა !!!!! აიი ძაან მაგარია, ესეთ დამთავრებას ველოდი ძაან გრანდიოზული იყოო :)))))) სხვათა შორის ეს ჩემი ერთ–ერთი საუკეთესო ფიკია და ძაან მიყვარდა ემილი და ჯეკი, ახალ ფიკს ველოდები ხო იცი როგორ მიყვარს იმიტომ, რომ ძაან მმაგრებს წერ kiss



Bella_and_Edwardთარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-11, 6:48 PM | შეტყობინება # 615

96
6  +
14  ±
   ±
Offline
dzalian kargi fiki iyoo. :))) dzalian kargad weerr.. :))) yovhagg!!!

http://s1.ipicture.ru/
ძებნა: