♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2012-02-19, 0:13 AM | შეტყობინება # 361 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (sonia) am patara da sayvarel mwerlebs vaime romeli mwerali me mnaxe? tavs ar vifaseb exla ro mere mitxra rogor arao da a.sh. martla vambob. Quote (Crazy) intrigani xar magari gogoebo ver warmoidgent rogor miyvars nase rom mommartaven, martla martla Quote (★Gvanca★) ელოდები შემდეგ თავს იმედია დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს ver shegpirdebi samwuxarod erti es samshabati gadavgoro da mere cota amovisuntqeb imedia didi madloba yvelas vinc kitxulobt, dzalian miyvarxart
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2012-02-19, 3:54 PM | შეტყობინება # 364 |
572
Offline
| ნათ,კარგი იყო ძალიან.ვისიამოვნე...ვივიენი უკვე მაგრად მევასება ;დ გამიხარდა რო აკრიფე... ))ძმობას გაფიცებ ინტრიიგას დავიწყება შეგიძლია ერთი წუთით მაინც? მიყვარხარრრ!
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: კვირა, 2012-02-19, 4:52 PM | შეტყობინება # 365 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| არ არ–სე–ბობს ბეიიიბიიიი :| ნეეტაავ რა ნახა ემიმ ბოლოოოს? ოხ ეს ინტრიგა მომწონს შენი ინტრიგები თავის ბოლოს ;დ აი უცბად მივდივარ მივდივარ ვკითხულობ ვკითხულობ ბედნიერად და ამ დროს ....... ბრააახ!!! მაგარია მომწონს ,,ასწორებს'' და ,,გლიჯავს'' ასეთი თავები <3 ისღა დამრჩენია გავიგო რა ნახა ემიმ :/ რაც შეეხება ახალ პერსონაჟებს ყველაც ძალიან მომწონს ;/ თვით ჯენიც – ეს რაღაც ახალია . ვივიენზე მგონი სიტყვებიც ზედმეტია,ზოგგადად მარტო ის კი არ ,,დამევასა'' რომ ,,კეთილია'' და რაღაც სათნო,აი თვითონ როგორ გითხრა ,,ტიპაჟი?'' მომეწონა მოკლედ ეს გოგო ვუსურვებ ემის და ვივიენს ერთად გაუძლონ ამ სკოლას :/// სკოტი შემომებრდღვნება ,,მსუბუქ'' ფორმებში :/// რა უნდა? მაინცდამაინც მიმიყვანოს? ;;დდდ სიტყვა ხო არ გამიგრძელდა რაღაც ? ;// ააა ხო მინდოდა მეთქვა რომ შერიგებული და შეხმატკბილებული ჯეკი და ემი ძალიან მომწონს,უბრალოდ ჯეკის ამ თავში რაღაც ისეთი დიდი ადგილი არ ეჭირა,არა? მწერლის ნება <3 ნაააატ,შენზეც ვიტყვი და ვსიო კაი??? ;დდ გამიძელი აი ახლა ვფიქრობ რაღა ვთქვა იმაზე მეტი რომ უნიჭიერესი ადამიანი ხარ ;ოო აი მართლა ინტრიგანი,უნიჭიერესი,შენი საქმის 100%–იანი მცოდნე ხარ <3 პროფესიონალი,აი ისეთი ხარ მკითხველს სიურპრიზის გარეშე რომ არ ტოვებ არცერთ თავში <3 იცი როგორ დააინტერესო მკითხველი საყვარელი ნატუკა <3
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2012-02-19, 5:00 PM | შეტყობინება # 366 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: კვირა, 2012-02-19, 5:08 PM | შეტყობინება # 367 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| | |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2012-03-03, 0:59 AM | შეტყობინება # 372 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
|
თავი 32 -ღმერთო, შეუძლებელია! არ არსებობს!-ბუტბუტებდა ემი და ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები. მეილი სასწრაფოდ გახსნა და შეტყობინების კითხვას შეუდგა. -„ბაჭია როგორ ხარ? ძალიან მომენატრე პატარავ! შენ ბინაში ვრეკავდი, მაგრამ კონსიერჟმა მითხრა, რომ სხვაგან გადახვედი. მაპატიე, ქორწილში ჩამოსვლა რომ ვერ მოვახერხე. მანდ რომ ვყოფილიყავი, ხომ იცი, ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებდი. ჩემსკენ ყველაფერი იდეალურადაა. მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და „ჩიტუნების“ კოლექციას ახალ ეგზემპლარებს ვმატებ. ახლა ვენეციაში ვარ და ყოველ ღამით გონდოლიერების მიერ შესრულებულ სიმღერებს ვუსმენ. ნიუ-იორკში ვაპირებ ჩამოსვლას, სად ცხოვრობ? შენთან მინდა სტუმრობა, ძალიან მენატრები, დარწმუნებული ვარ შენც! ემ, ჩემი ინტერესის ამბავი ხომ იცი, ახლა ჩემს გვერდით დახტის და ჭიჭყინებს კითხე ემილის როგორ წარიმართა მისი ცხოვრებაო. მომიყვები თუ სული ამოგხადო? სწრაფად! ველოდები შენს შეტყობინებას. გკოცნი, მარად ჩემო. შენი კრისი!“ ემი ყურებამდე გაღიმებული იყო, ძალიან უყვარდა ეს ადამიანი, ძალიან! სასწრაფოდ პასუხის მიწერა დაიწყო და სანამ გაგზავნიდა ხელახლა გადაიკითხა. აღმოაჩინა, რომ შეტყობინების 70% ჯეკზე იყო, რატომღაც არ გაუკვირდა, უბრალოდ ჩუმად ჩაეცინა. ჯეკსონის ისტორიაც მოუყვა და უცბად გონება გაუნათდა. ჯეკის ძმაკაცის მკვლელი ბაიკერი იყო, თან დამამთავრებელ კლასში, პლიუს ამას ის და ჯეკსონი ერთმანეთს ვერ იტანდნენ! ჯანდაბა, ესე იგი სკოტი ის ბიჭია! ოხ, როგორ ყველა იდიოტი ემს უნდა შეხვდეს! ჯანდაბა! კრისს პასუხი გაუგზავნა და გაბრაზებულმა ლეპტოპი უხეშად დახურა. გვიანი იყო, ჯეკსაც ვერ დაურეკავდა, არადა როგორ უნდოდა ახლა მასთან ლაპარაკი. -ჯანდაბას თავმოყვარეობა!-ემილიმ ჯეკის ნომერი აკრიფა და პასუხს დაელოდა. -ემ, ხომ კარგად ხარ?-შეშფოთებული ხმა ჰქონდა ბიჭს და თან ახალგამოღვიძებული. -კი კი, მაგრამ გთხოვ ჩემთან გადმოდი! -კარგი, ახლავე!-ბიჭმა გაუთიშა, სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან და ჩაცმა დაიწყო. ემი ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში. მალევე კარზე ზარი გაისმა და კიბეები ისე სწრაფად ჩაირბინა, ლამის კიბის ბოლოში გაიშალა. -ჯეკ, შემოდი!-კარი გაუღო, ოთახში შემოათრია გაოცებული ბიჭი და დივანზე ჩამოსვა. -მე ვიცი ვინ არის ის! -ემ, ვინ ვინ არის? კარგად ხარ? -ვაიმე გაანძრიე ტვინი! -ემილი, რა დალიე? -იდიოტო.-ენა გამოუყო გოგონამ.-მე ვიცი ვინც არის ის ნაძირალა. -რაა?-დასერიოზულდა ჯეკი. -სკოტი ის ნაბიჭვარია, ვინც შენი ძმაკაცი მოკლა. -საიდან გაიგე? -არც ისეთი სულელი ვარ, ჯეკ, როგორი მითებიცაა ქერებზე. -შენით მიხვდი? ჩემი ჭკვიანი გოგო.-ჯეკმა ემილი გულში ჩაიკრა.-გმადლობ, რომ არსებობ.-ბიჭი სულ სხვა რამის თქმას აპირებდა, მაგრამ ამისთვის შესაბამისი გარემო სჭირდებოდა და ამიტომ სასწრაფოდ ენას კბილი დააჭირა. -ახლა მესმის რატომ ღიზიანდებოდი როცა სკოტს ჩემს სიახლოვეს ხედავდი. -იმას მაინც ვერ გაიგებ ბოლომდე, რა ვიგრძენი როდესაც იმ ნაძირალას ბაიკზე შემოჯექი და სადღაც წახვედით. -მაპატიე. ისე სხვათაშორის რო იცოდე შენი ბრალია, თავიდანვე უნდა გეთქვა ვინც იყო! -ოჰ, არაფრის თქმა არ დამაცადე და! -ხო კარგი ხო, ვიცი რომ დამნაშავე ვარ.-გაეცინა ემს.-ბოდიში რომ წეღან გაგაღვიძე. ხვალ ელისი მე წავიყვანო? -თუ გინდა მე წაგიყვანთ ორივეს და გაკვეთილების ბოლოს მოგაკითხავთ, მერე მაღაზიებში გავიაროთ, ბალ-მასკარადი ახლოვდება და შენ კი კაბაც არ შეგირჩევია. -ეიი, გაიღვიძე! დაგავიწყდა რომ ჩემს შექმნილ კაბებს სხვები ყიდულობენ? და მე გადავიხადო ფული სხვის შექმნილ კაბაში? აი, შენ კი მოგიწევს მაღაზიებში წანწალი.-ენა გამოუყო ემილიმ. -ოხ, მე მაპატიე! შენ ხომ ასეთი ცნობილი დიზაინერი ხარ.-გაეცინა ჯეკს. -მე წავიყვან ელისს, მაგრამ გამოყვანა შენ მოგიწევს, ხვალ დარბაზში უნდა ჩავატარო გაკვეთილი. -ისიც იქნება? -ალბათ. იმედია მიხვდება, რომ უნდა შემეშვას. -თუ არადა მივახვედრებ. -ჯეკ.-თვალები დაუბრიალა გოგონამ. -რა?! მე გავაფრთხილე და თუ არ გაიგებს მერე მე გავაგებინებ. -ოღონდ შენ ჩხუბის მიზეზი მოგეცეს და! -ემილი, შენ ჩემთვის მიზეზზე გაცილებით მეტი ხარ! -ვიცი.-გაიცინა გოგონამ, შემდეგ კი ჯეკს ჩაეხუტა.-ოდესმე მითქვამს როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის?
დილით ემილის და ჯეკსონს ერთმანეთზე მიხუტებულებს გაეღვიძათ. პირველად თვალები ჯეკმა გაახილა და მძინარე მზეთუნახავს თბილი თვალებით დახედა. რა ბედნიერი იქნებოდა, რომ ემილი მისთვის მხოლოდ მეგობარი ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში ხომ მას არასდროს დაკარგავდა. მაგრამ ახლა, როდესაც ჯეკსონი მიხვდა რომ ეს გოგონა მისთვის მეგობარზე გაცილებით მეტს ნიშნავდა, ეშინოდა რომ სიმართლის თქმით შეიძლებოდა ის დაეკარგა. რამდენ ხანს მოითმენდა სიმართლის უთქმელად? ან რამდენ ხანს ეცდებოდა თავის დარწმუნებას იმაში, რომ ცდებოდა? ასე გაძლება უკვე აღარ შეეძლო! რამე უნდა მოეფიქრებინა. უნდა გაერისკა და ემისთვის ყველაფერი ეთქვა. მაგრამ სად ან როდის? ჯეკი ფიქრებში გადაეშვა... ამ დროს მასზე მიხუტებული გოგონა შეიშმუშნა, ჯერ ცალი თვალი გაახილა და ჯეკსონს ახედა, შემდეგ კი უცბად თვალები დააჭყიტა და წამოხტა. -ჯეკსონ?! შენ აქ... რა მოხდა?-ემი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, უცბად კი ჯეკსონი დააფიქსირა, რომელიც ბჟირდებოდა. -იდიოტო! რატომ არ გამაღვიძე? შენ აქ ხარ და უნდა გაგეღვიძებინე-მეთქი მინდოდა მეთქვა და კიდევ ის, რომ რა მოხდა ხომ არ დამაგვიანდა-მეთქი.-ჯეკმა სიცილს უმატა, ემილიმ კი იქვე მაგიდაზე მდგარი ჭიქა აიღო და წყალი თავზე დააცალა.-დაწყნარდი? -ემ, რა სასაცილო ხარ იცი?-ჯეკი კიდევ იცინოდა, მაგრამ ემის თვალების დანახვაზე დადუმდა, წამოხტა და სამზარეულოში გავარდა. იქიდან წინსაფარაფარებული დაბრუნდა სერიოზული სახით. -რას ინებებთ, მადამ? -ჯეკსონ, გუშინ დივნიდან ხომ არ გადავარდი? -ნუ ბუზღუნებ რა. ყავას დალევ თუ ჩაის?-ჯეკსონი აშკარად კარგად ერთობოდა ამ სიტუაციით. -ჯეკსონ, მაგიჟებ!-სიცილი სუტყდა ემს და კიბისკენ გაემართა, მაგრამ სანამ ავიდოდა მიუბრუნდა და სრულიად სერიოზული სახით უთხრა: -შავი ყავა, ოღონდ სწრაფად!-შემდეგ კი სიცილით აუყვა კიბეებს. ოთახში შესვლისთანავე კარადას მივარდა, რატომღაც არ უნდოდა აბაზანის მიღება, სიამოვნებდა მის თმაზე ჯეკსონის სუნი. დღეს უნდოდა რამე გამორჩეული აერჩია. შავი ქვედაბოლო და ვარდისფერი სადა ბლუზი ჩაიცვა, წვრილი ქამარი გაიკეთა და ფეხზე პრადას ფეხსაცმელები მოირგო. დიდ სპორტულ ჩანთაში შავი ელასტიკი, თავისუფალი მაისური და საცეკვაო ფეხსაცმელები ჩაიგდო. ყველაფერი მზად იყო. ახლა ისღა დარჩენოდა ესაუზმა და შემდეგ სკოლაში წასულიყო. დაბლა რომ ჩავიდა იგრძნო, რომ სამზარეულოდან არაჩვეულებრივი სუნი გამოდიოდა. იქ შესულს მშვენიერი სურათი დახვდა: მაგიდაზე ცხელი ყავით სავსე ჭიქები, მის გვერდით კი ცარიელი თეფშები იდო, იქვე ქურასთან ჯეკსონი იდგა და ტაფითა და ომლეტით ჟონგლიორობდა. -გაჭირვების ჟამს თავის რჩენა არ გაგიჭირდება. რესტორანში თუ არა, ცირკში მაინც მიგიღებენ ჟონგლიორად.-დასცინა ემიმ, ჩანთა იქვე დადო, თვითონ კი სკამზე ჩამოჯდა და ყავა მოსვა. -ემილი, ნუ ხარ ასეთი მწარე, თორემ აღარასდროს აღარ მოგიმზადებ საუზმეს.-ჯეკსონი ტაფით ხელში მობრუნდა და ომლეტი თეფშებზე გადაანაწილა. -შენ კიდევ ნუ ხარ ბუტია! დიდი რამე, მეც მშვენიერ საუზმეს ვამზადებ.-გოგონამ ენა გამოუყო და ჭამას შეუდგა. ჯეკსონი უყურებდა და თავისთვის ჩუმად ეღიმებოდა. ემის მისი მზერა არ გამოჰპარვია და ინტერესნარევი თვალებით ახედა ბიჭს, რომელიც თავზე დასდგომოდა. -მოხდა რამე? დილიდან უცნაურად იქცევი... -არა არა, არაფერი. წავიდეთ? -ამმ, ჰო, მაგრამ შენც მოდიხარ? გუშინ ხომ შევთანხმდით, რომ... -კი, მაგრამ მე წაგიყვანთ, შემდეგ მაღაზიებში გავივლი ბალ-მასკარადისთვის რამე რომ შევარჩიო და სანამ ამ ყველაფერს მოვრჩები, შენ და ელისიც განთავისუფლდებით. -მშვენიერი იდეაა. წავედით.-ემიმ ჩანთა აიღო და ორივენი გარეთ გავიდნენ. ჯეკსონის სახლის კარი მისის ენჯელამ გააღო და მათ დანახვაზე კოპები შეიკრა. -არ გეკადრებოდა რომ დაგერეკა და გაგეფრთხილებინე თუ ემილისთან რჩებოდი? -დედა, იცი, ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ჩამეძინა. -ჯეკსონ ნორმალური ტყუილი მაინც მოიგონე. -არა, მართლა! -ჩშ! არ მაინტერესებს. მაინც გაბრაზებული ვარ შენზე. ელისის წასაყვანად მოხვედით?-ქალმა კარი ფართოდ გააღო, რომ ემი და ჯეკი შესულიყვნენ. -დიახ, მისის ენჯელა. მზად არის?-ახლა ემიმ იკითხა. -კი, ახლავე ჩამოვა. ჯეკსონ, ადი და შენი და ჩამოიყვანე!-ქალმა ისეთი ხმით თქვა, რომ ბიჭი მიხვდა ამას რატომაც ამბობდა. ჯეკსონი თვალს მიეფარა თუ არა, მისის ენჯელა ემს მიუბრუნდა: -მგონი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს, ემილი. შენსა და ჯეკსონს შორის რა ხდება? -უკაცრავად?!-დაიბნა გოგონა. -ხო, ნუ ის ვიცი, რომ საუკეთესო მეგობრები ხართ.-ჩაეცინა ქალს.-მაგრამ სხვა? -სხვა არაფერი, მართლა. ჯეკსონი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვარ ახალი ლავსთორის განწყობაზე, მით უმეტეს, რომ ჩემი ქორწილის ამბავი ჯერ კიდევ ვერ დამივიწყებია. -წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება.-ჯეკსონი და ელისი მათ მიუახლოვდნენ. ჯეკსონს ეტყობოდა, რომ ემის სიტყვების მხოლოდ ბოლო ნაწილი გაეგონა, რადგან დასევდიანებული ჩანდა. არც მთელი გზის განმავლობაში არ ამოუღია ხმა. ფიქრობდა, ფიქრობდა, შემდეგ კიდევ ფიქრობდა და ასე დაუსრულებლად. გაურკვევლობაში იყო, ვერ ხვდებოდა რა აჯობებდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და ემისთვის ყველაფერი უნდა ეთქვა, ამას კი ბალ-მასკარადზე გააკეთებდა!
| |
|
|
|