bavshvebo bodishi minda mogixadot, imitom rom axali tavis daweras ver vaxerxeb. imdenad gadatvirtuli var ro ar vici raa, rveulshic ki ver vwer rom mere avkrifo. yvelanairad vecdebi rom am kvirashi iyos axali tavi, meechveba, magram vecdebi. kidev ertxel didi bodishi da madlobt rom midzlebt
nati_cullen, არ დამივიწყებია, მაგრამ იმდენად დატვირთული ვარ რომ დღე-ღამეში 4საათზე მეტი ვეღარ მძინავს და წერას საერთოდ ვერ ვასწრებ. აი სულ ცოტაც მომითმინეთ, სამშაბათს სამი კონფერენცია მაქვს ერთდროულად და მერე იქით კვირაში მექნება და მანამდე დავდებ. ახალი თავის წერა დაწყებული მაქვს და თუ დავამთავრე დღეს დავდებ
თავი 31 ემი ვერც კი წარმოიდგენდა ამ ადამიანს აქ თუ დაინახავდა. ახლად შემოსული გოგონა და ბიჭი კი არც კი აქცევდნენ ყურადღებას. რაღაცაზე იცინოდნენ და აქეთ არც იხედებოდნენ. -თუ შეიძლება თქვენი ადგილები დაიკავეთ-თქვა ემიმ სუსტი ხმით. -უკაცრავად?!-ამაყად გამოხედეს ბავშვებმა. გოგონა დამცინავად უღიმოდა, ბიჭს კი სიცილი სახეზე შეეყინა. -თქვენი ადგილები დაიკავეთთქო, გაკვეთილი უნდა დავიწყო-ხმა გაიმკაცრა ემილიმ. გოგონა ირონიული სიცილით მიუჯდა თავის მერხს, სკოტმა კი ემს მომნუსხველად გაუღიმა და მის წინ პირველივე მერხთან მოთავსდა. -ბავშვებო, პირველ რიგში მოდით ერთმანეთი გავიცნოთ-დაიწყო ემიმ თავისუფლად და თან ცდილობდა, სკოტოსთვის თვალი არ მოეკრა, მაგრამ ამ მცდელობის მიუხედავად მაინც ამჩნევდა, რომ ბიჭი თვალებით ჭამდა. ბიჭები მოხიბლულნი იყვნენ მისით და გაყურსულები უსმენდნენ. ის გოგო კი სკოტთან ერთად რომ შემოვიდა დაგვიანებით, მის გვერდით მჯდარ მისივე გარეგნობს გოგონას რაღაცას გაცხარებით უყვებოდა და დრო და დრო ემისკენ იხედებოდა, ადვილი მისახვედრი იყო რომ მას ჭორავდა. შეიძლება ითქვას, რომ პირველმა გაკვეთილმა კარგად ჩაიარა. ემილიმ ბავშვები კარგად გაიცნო, გაიგო მათი დამოკიდებულება ცეკვის და ზოგადად ხელოვნების მიმართ და მომავალ გაკვეთილამდე დაემშვიდობა. ზარის დარეკვისთანავე ბავშვები კლასიდან გაიკრიფნენ, ემიმაც საქაღალდე და ჩანთა აიღო და კლასიდან გასვლა დააპირა, მაგრამ სკოტმა შეაჩერა. -რა გჭირს ლამაზო? -ხელი გამიშვი-უთხრა ემილიმ ცივად და ანიშნა, რომ ხელი მოეშორებინა მისი მკლავიდან. -რა დაგემართა? -მაგვიანდება-მოიშორა ემიმ და დერეფანში გავიდა, მაგრამ სკოტი კვლავ უკან აედევნა. ემილი გაცეცხლებული იყო. საკუთარ თავზე ცოფდებოდა, როგორ დაიჭირა საქმე სკოლის მოსწავლესთან?! -რა ხდებათქო? პასუხის ღირსიც არ ვარ? რა გაწყენინე კი მაგრამ?-სკოტი თან მისდევდა და თან კითხვებს აყრიდა, მაგრამ ემი ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. კაფეტერიაში ჩავიდა პირველ სართულზე, სკოტი აქაც შეჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ზარი უკვე დაირეკა. -შავი ყავა თუ შეიძლება, უშაქროდ-ფორმიანმა გოგონამ როგორც მის წინსაფარზე მიმაგრებული წარწერიდან ჩანდა ლილიმ, ფინჯანი ყავა გაუწოდა და სათნოდ გაუღიმა. ემილი თავისუფალ მაგიდას მიუჯდა, ჩანთიდან სკოლის კოდექსი ამოიღო და ისეთი სახით დაიწყო კითხვა, თითქოს ამის მეტი არაფერი აინტერესებდა. სკოტმა უკითხავად გამოსწია სკამი და ისიც მის მაგიდას მიუჯდა. ცოტა ხანი ასე უყურა ემს, ბოლოს კი უხეშად დაუხურა სკოლის კოდექსი. -რა მოხდა ემილი? -თავი და-მა-ნე-ბე! არ გესმის? შემეშვი რა, შე-მეშ-ვი!-დაღლილი ხმით უპასუხა ემილიმ და კვლავ კოდექსის კითხვა განაგრძო. ამ დროს კაფეტერიაში ლამაზი ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა. კონსერვატიულად ეცვა და თმა კოსად ჰქონდა კეფაზე შეკრული. ბარის მაგიდასთან მივიდა და ლილის რაღაც შეუკვეთა. -ემილი, მოხდა რამე? -არ შეგიძლია რომ გაიგო?! უბრალოდ შემეშვი!-ემილის ეტყობოდა რომ მალე აფეთქდებოდა, აი სკოტი კი უხეშად წამოხტა და გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ გზაში ახალშემოსულ გოგონას შეეჯახა და ფინჯანი ყავა, რომელიც ხელში ეჭირა, პერანგზე გადააქცია. არც დაკვირვებია, რომ მასწავლებელი იყო და მიაძახა: -წინ იყურე რა!-შემდეგ თავისთვის ჩუმად შეიკურთხა და კაფეტერიიდან გავარდა. გაოგნებული გოგო თვალებგაფართოებული იყურებოდა დალაქავებულ პერანგზე. ემილი საშინლად გაბრაზდა და გოგონასთან მივიდა. -ღმერთო ჩემო, რა სითავხედეა! მე მაპატიეთ, მე წავეჩხუბე და...-აღშფოთებული იყო ემილიც. -არაუშავს, არაფერია-გოგონამ ფინჯანი იქვე მაგიდაზე დადო და კაფეტერიიდან გავიდა. ემის ბრწყინვალე აზრი მოუვიდა თავში და გოგონას გაყვა. -წამომყევით, ვიცი როგორც უნდა დაგეხმაროთ-ემილიმ ის საპირფარეშოში შეიყვანა და დალაქავებულ ადგილზე თხევადი საპნის ერთი წვეთი დაასხა, შემდეგ კი წყლით მისი მოცილება დაიწყო. -ძალიან გთხოვთ ნუ წუხდებით, არაფერია, მართლა-წითურმა, ცისფერთვალება გოგონამ თავი უხერხულად იგრძნო. -ძალიან გთხოვ თქვენობით არ გვინდა. უი მართლა-გაეცინა ემს, შემდეგ კი ხელი ხელსახოცით გაიწმინდა და გოგონას გაუწოდა-ემილი კისნერი. -ძალიან სასიამოვნოა. მე ვივიენ ტომსონი ვარ-გოგონამ ხელი ჩამოართვა და ლამაზად გაუღიმა. -ჩემთვისაც სასიამოვნოა ვივიენ. წეღანდელის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ. თუ გაკვეთილი არ გაქვს შემიძლია სახლში გაგიყვანო და გამოიცვალე. თუ მოშორებით ცხოვრობ ჩემთან გავიდეთ. -არა არა, დამშვიდდი. ნახე უკვე თითქმის გაქრა ლაქა. ისე დღეს პირველად შეგამჩნიე. ახალი ხარ? -დღეს ჩემი პირველი დღეა. -წარმატებებს და გაძლებას გისურვებ-გაუცინა ვივიენმა-მე დაწყებით კლასს ვასწავლი. პატარები არიან და რამისაა ჭკუიდან გადამიყვანონ, მაგრამ მაინც ძალიან საყვარლები არიან. შენ რომელი კლასები გყავს? ან რას ასწავლი? -ქორეოგრაფიას და ჯერ მხოლოდ გამოსაშვები და პირველი კლასი მომცეს. თუ ეს იდეა გაამართლებს, შემდეგ ყველა კლასში შევალ. -ოჰო, კარგია! დღეს სამუშაო დღის ბოლოს თათბირი გვექნება და ალბათ სწორედ იქ წარგადგენს დირექტორი. ახლას გავიდეთ, თუ გინდა სკოლას დაგათვალიერებინებ, თან გავისაუბროთ და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ემი მოიხიბლა ვივიენით, საოცრად კარგი ადამიანი იყო, სითბოს ასხივებდა და ამასთან სასიამოვნო მოსაუბრეც აღმოჩნდა. ვივიენმა ემს სკოლა დაათვალიერებინა, აქაური ე.წ. „დაუწერელი კანონების“ შესახებ ეჭორავა და ამასობაში ზარიც დაირეკა. ემს გაკვეთილი ჰქონდა და გოგონას დროებით დაემშვიდობა. როგორც აღმოჩნდა ახლა ემილის ელისს კლასში უწევდა შესვლა, ვივიენი კი სწორედ მათი დამრიგებელი იყო. დღემ კარგად ჩაიარა. თათბირზე მისის ელენამ ემილი ყველას წარუდგინა, შემდეგ კი ლუსიმ_მდივანმა ემის მისთვის გამოყოფილი დარბაზი აჩვენა. სამუშაო დღის ბოლოს ემილიმ ელისს შეუარა, რომელსაც ღონისძიებისთვის ამზადებდნენ და გვიანობამდე დატოვეს. როდესაც ემილი და ელისი სკოლიდან გამოვიდნენ სკოტი სკოლის უპოპულარეს გოგოს_ჯენიფერს ელაპარაკებოდა, მაგრამ ემილი დაინახა თუ არა, სიტყვის უთქმელად მისკენ გაემართა, აღშფოთებული ჯენი კი უკან გამოედევნა, მაგრამ როდესაც დაინახა რომ სკოტი ემისთან მიდიოდა, გოგონას საშინელი თვალებით შეხედა და თავაწეული უკან გაემართა. ემის გაახსენდა, რომ სწორედ ეს გოგო იყო დილითაც, მარტოდმარტო რომ დარჩა თავის მანქანასთან, როდესაც ბავშვები ემისკენ გამოექანნენ. ეს გოგო იყო მაშინაც, დაგვიანებით რომ შემოვიდა კლასი სკოტთან ერთად და ემს ეთავხედა. როდესაც მანქანაში ჩასხდნენ ელისი ემს მიუბრუნდა: -ემ, ეგ გოგო საშინელი ვიღაცაა. მე არ მიყვარს, თან ძალიან. სკოლაში ყველაზე პოპულარულია, არადა დიდი არაფერი გოგო არ არის. ერთი პერიოდი ჯეკსონსაც აბამდა, მაგრამ ჩემმა ჭკვიანმა ძამიკომ უთხრა რომ ტყუილად წავლობდა ამდენს-ჩაბჟირდა ელისი-ხოდა ეს ყველაფერი იმიტომ გითხარი, რომ დავინახე დღეს როგორ შემოგხედა და მივხვდი, რომ ისე არ მოისვენებს, რამეს თუ არ გაგიჩალიჩებს. უფრთხილდი ლამაზო! -კი მაგრამ ელის, ამდენი საიდან? -ჰმ, ეს ხომ მე ვარ! ემილიმ დანარჩენი დღე ჯეკსონთან გაატარა, თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა, თავისი ახალი მეგობრის შესახებაც უამბო, შემდეგ ერთად ივახშმეს და ბოლოს ჯეკიც წავიდა. დაძინებამდე ემილიმ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ფოსტა შეემოწმებინა. იქ შესულმა კი ისეთი რაღაც აღმოაჩინა, რომ გაოცებულს აღმოხდა: -არ არსებობს!
♥vampiressa♥, საყვარელი თავი იყო მაგრამ პატარა . სკოტი ნერვებს მიშლის ,ჯენიც არ მომეწონა დარწმუნებული ვარ ემის გამწარებას დაიწყებს . ნათ აბა ველოდები შემდეგ თავს იმედია დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს
naat zd dz dz magari tavi iyoooo da rom wavikitxe:დაძინებამდე ემილიმ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ფოსტა შეემოწმებინა. -mashinve ivxvdi rom ragac intriga chaagdeee da amdeni intriga ar sheidzlebaaa mere chven vnerviulobt.. imedia male iqnebaa