ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ლოს-ანჯელესის ანგელოზი

★Gvanca★თარიღი: კვირა, 2011-05-08, 1:13 PM | შეტყობინება # 556
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმე ეს რა თავი იყო საწყალი ელი. კეიტი რა საზიზღარი ადამიანია angry angry ვერ ვიტან მასეთ გოგოებს ყველას კისერზე რომ ეკიდებიან. ნატ ყოჩაღ უმაგრესად წერ და იმედია შემდეგ თავს მალე დადებ happy happy


eeekთარიღი: კვირა, 2011-05-08, 4:23 PM | შეტყობინება # 557

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaimeeee cry cry cry cry cry exla mec mivyvebi els.natiii male gamoaswore situacia tore chveni mkitxvelebis psiqika sheirya:D:D:D

bella-vampireთარიღი: კვირა, 2011-05-08, 8:29 PM | შეტყობინება # 558

842
83  +
   ±
Offline
vai guliiiiiii cry cry sad sawyali eli, rogor shemecodaaa. es keitic ra dampalia, fuf sazizgariiii angry angry angry angry ahaaa, xo vtqvi saxls ashenebs-tqoooo :dance: biggrin biggrin axla amat ras upireeeb? imedia didxans ar amyofeb ase nachxubrebs sad

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-05-08, 11:07 PM | შეტყობინება # 559
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshvebo diidii madloba da bodishit rom amdeni galodineet kiss winaswar ar getyvit ras vapireb, torem sheidzleba chamqolot biggrin moookled, tu ar damezara dges mivakvdebi komps, davwer axal tavs da shuagamisas davdeb biggrin 1-2mde tu gaqachavt waikitxavt smile madlobt, rom amdeni lodinis miuxedavad mainc ertguli mkitxvelebi xart kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

SLYTHIთარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-11, 3:49 PM | შეტყობინება # 560

259
11  +
   ±
Offline
vaa <33 sawyali elii :((
velodebi shemdegs.. happy

♥izabella♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-11, 4:24 PM | შეტყობინება # 561
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
naaaaat sanam gulis sheteva dammartnia dade ra gtxoooooooovvvv cry cry cry cry cry

ucnobiucnobi2თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-11, 10:11 PM | შეტყობინება # 562
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
♥izabella♥, abaa )) dados martllaa ((

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-11, 11:12 PM | შეტყობინება # 563
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshveboo, vamtavreb ukve axal tavs da male iqneba dzalian kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 0:01 AM | შეტყობინება # 564
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 35
წვეულებიდან წამოსვლის შემდეგ ეს აზრი ისე ამეკვიატა, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი, ვერც ვერაფერს ვაკეთებდი. ისე არც აღარაფერი მქონდა საფიქრალი და გასაკეთებელი, მსუბუქად რომ ვთქვათ ახლა მე უკვე ცოცხალი გვამი ვიყავი, ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა, რისთვისაც მადლობა ჯესის და კეიტს უნდა გადავუხადო. ამ ორი სახელის ერთად ხსენებისას კიდევ ერთმა ტკივილის ტალღამ მომიცვა და ცრემლების ახალი ნაკადი წამსკდა. კიდევ კარგი უკვე ჩემს ოთახში საბანში გახვეული ვიწექი, თორემ ამდენ ხანს მანქანაში ვერ გავძლებდი ტირილის გარეშე. ეს უკვე ფაქტიურად ჩემს ჩვევად იქცა, ადრე ასეთი არ ვიყავი. შედარებით უფრო ადვილად ვუმკლავდებოდი პრობლემებს და არც არავის ვაძლებდი უფლებას, რომ ავეტირებინე, აი მას შემდეგ კი რაც „ჩემი ანგელოზი“ გავიცანი ყველაფერი შეიცვალა... უბრალოდ აღარ შემეძლო ცრემლების გარეშე გავმკლავებოდი იმდენ ტკივილს, რომელსაც მთელი ჩემი სხეული ჰქონდა დასაკუთრებული და ნელ-ნელა, მტკივნეულად, წამებით ხრავდა და თვითონ სიამოვნებას ღებულობდა. ახლა რაღა დამრჩა? აღარც არაფერი... ვიცი, უმადურად მოვიქცევი თუ იმას გავაკეთებ რასაც ვაპირებ და ამით ჩემს ოჯახსაც და მეგობრებსაც ძლიერ ვაწყენ გულს, ისიც ვიცი, რომ დედას ნერვიულობა არ შეიძლება, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ დამრჩა. აღარ მინდა ამ ნაცრისფერ დედამიწაზე კიდევ დიდხანს დარჩენა, სული მეხუთება, ურალოდ ვეღარ გავძლებ. არა, მორჩა გადაწყვეტილია! მე ამას გავაკეთებ, მართალია მტკივნეული იქნება, მაგრამ შემდეგ ხომ სრულ სიმშვიდეში წავალ... ჩემები ცოტას იტირებენ, გული ეტკინებათ და შევეცოდები, მაგრამ გავა დრო და ყველაფერი გადაუვლით. დარწმუნებული ვარ ამას არც ისე დიდი ხანი დასჭირდება. ადამიანი ხომ ასე ადვილად ეჩვევა ყველაფერს... მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის მათ გულებში ვიქნები და ჩემს გახსენებაზე გულიც დასწყდებათ, რომ ახლა მათთან არ ვარ, მაგრამ გაუძლებენ. ახლა მხოლოდ ძირითადი დეტალები დამრჩა დასაზუსტებელი, საღამომდე ყველაფერი უნდა მოვასწრო, მაგრამ ჯობია ახლა დავიძინო, რომ ხვალ გადაღლილი არ ვიყო და ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭიროა...

კიდევ ერთი ნაცრისფერი დილა გათენდა ამ ნაცრისფერ დედამიწაზე. ლოს-ანჯელესისთვის საკმაოდ უჩვეულო ამინდი იყო... ცა მთლიანად ფუმფულა ღრუბლებს დაეფარათ და წვიმდა, მაგრამ არა ხმაურიანად და ცუდად. პირიქით, ეს ყველაზე ლამაზი წვიმა იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე მენახა. წვიმის წვეთები მშვიდად და აუჩქარებლად ეშვებოდნენ დედამიწაზე, ფანჯრის მინაზე კი ლამაზად ცეკვავდნენ. თითქოს გლოვობდნენ და თან რაღაც უხაროდათ, მათი ემოციის გამოცნობა ძნელი იყო... რატომღაც ანცი წვეთების შემხედვარეს გამეღიმა და ჩემი გეგმა გამახსენდა. საწოლიდან წამოვდექი, ფუმფულა ხალათი მოვიცვი და გადავწყვიტე, რომ სანამ წავიდოდი, გამოსამშვიდობებელი წერილი დამეწერა...
მაგიდას მივუჯექი, ფურცელი და კალამი ავიღე და დავიწყე. კალმის წვერი ფურცელს შეეხო თუ არა, მაშინვე უამრავი ფიქრი მომაწვა და ყველაფერი ჩემი ცრემლებით უკვე დასველებულ ქაღალდზე გადავიტანე:

„ძვირფასო დედა! ძალიან გთხოვ მაპატიე და გემუდარები, არ ინერვიულო, ხომ იცი ეს შენთვის არ შეიძლება. უბრალოდ გთხოვ გამიგო და ყოველთვის კარგად გამიხსენო, რაც მთავარია ჩემი ანგელოზი არაფერში დაადანაშაულოთ, მე ის მიყვარს და ყოველთვის მეყვარება, მიუხედავად ყველაფრისა... დედა... დე... ხომ იცი როგორ მიყვარხარ? და ისიც ხომ იცი რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი სერიოზული მიზეზი რომ არ მქონდეს? უბრალოდ მინდა გამიგო... გამიგე რა დე... აღარ შემიძლია ამ ნაცრისფერ დედამიწაზე ცხოვრება, მართალა აღარ შემიძლია, შენს თავს ვფიცავარ დე ძალიან დავიღალე... არასდროს არ განმსაჯო ამ საქციელისთვის და ეცადე გამიგო, მე მჯერა, რომ შეძლებ ამას... ძალიან მიყვარხარ დე და გეფიცები ყოველთვის შენთან ვიქნები ჩემო საყვარელო...
დე, ძალიან გთხოვ გოგონებს გადაეცი, რომ ძალიან მიყვარს ორივე და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩემთვის დებივით არიან... მჯერა, რომ თავიანთ მიზნებს მიაღწევენ და ძალიან ბედნიერები იქნებიან. ძალიან გთხოვთ დამიჯერეთ, მე რომ შემეძლოს აუცილებლად ჩემით ვუყურებდი თქვენს ბედნიერებას, მაგრამ სამწუხაროდ მე იმდენად ეგოისტი აღმოვჩნდი, რომ თქვენს გამოც კი არ შემიძლია სიცოცხლის გაგრძელება.
ყველანი ძალიან ძალიან მიყვარხართ, მათ შორის ჩემი ანგელოზიც და ის პატარაც, რომელიც ჯერ არ დაბადებულა და მინდა, რომ მაპატიოთ და გამიგოთ. ახლა კი მშვიდობით, მე ამ ნაცრისფერი ქვეყნიდან მივემგზავრები... მარადისობაში..................................................... „

წერილი კოხტად მოვკეცე და იქვე დადებულ ვარდისფერ კონვერტში მოვათავსე, ზემოდან ჩემი სუნამო ვაპკურე და ჩემი უსაყვარლესი ყვავილი_შავი ვარდი დავადე. ეს ყველაფერი სრული სისულელეა, მაგრამ მინდა, რომ მათ ისეთი ვახსოვდე, როგორიც უკანასკნელად ვიყავი, ბედნიერი და მხიარული, დაიმახსოვრონ ჩემი სუნი და ამ ყვავილის დანახვისას იშვიათად მაინც გამიხსენონ...
ახლა კი მოცდა აღარ შეიძლებოდა, უკვე დიდი დრო იყო გასული და ბინდდებოდა, მართლაც რომ საუკეთესო დრო იყო ჩემი გეგმის განსახორციელებლად. ყველას ეგონებოდა, რომ რომელიმე კლუბში, ან წვეულებაზე ვიყავი და ძებნას გვიანობამდე არ დამიწყებდნენ, შესაბამისად გეგმის შესრულებაშიც არ შემიშლიდნენ ხელს.
მაგრამ, წასვლამდე კიდევ ერთი რაღაც უნდა გავაკეთო. სასწრაფოდ ჩავიცვი, საფულე და მობილური ავიღე, დაბლა ჩავედი, მანქანაში ჩავჯექი და შოპინგ ცენტრისკენ გავემართე. დანიშნულების ადგილზე მალევე მივედი. მანქანა ახლოსვე გავაჩერე, რომ ბევრი დიარული არ დამჭირვებოდა და ცენტრში შევედი. მაშინვე ბავშვების განყოფილებისკენ გავემართე. რაც კი მომეწონა ყველაფერი ვიყიდე, ვინაიდან ბავშის სქესი არ ვიცოდი, ზოგი ცისფერი, ზოგიც კი ვარდისფერი ავარჩიე. ჩემი პატარა დაიკოსთვის ან ძამიკოსთვის ყველაფერი უნდა დამეტოვებინა, რომ როცა გაიზრდებოდა სცოდნოდა, თუ რა ძლიერ მიყვარდა. ტანსაცმლით დაწყებული და სათამაშოებით დამთავრებული ყველაფერი ვიყიდე და ბოლოს დატვირთულმა ძლივს მივაღწიე მანქანამდე. სახლში მისული მაშინვე პატარასთვის განკუთვნილ ოთახში ავედი და ნივთები დავაბინავე, შემდეგ კი ჯესის ოთახში გავემართე. ის როგორც ყოველთვის „ტაილერთან“ იყო და ოთახში უპრობლემოდ შევედი. უკვე გადაწყვეტილი მქონდა რისი საშუალებით დავტოვებდი აქაურობას, ასე რომ მხოლოდ ამ ნივთის აღება და შესაბამისად გამოყენებაღა იყო საჭირო. სასწრაფოდ გამოვაღე ჯესის საწერი მაგიდის უჯრა, იქიდან მისი დანა ამოვიღე, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის იყიდა და ოთახიდან გამოვედი. ამ დანით იმიტომ მინდოდა აქედან წასვლა, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ჯესის ნივთი ჩემთან იქნებოდა... მან უკვე შინაგანად მომკლა და კარგი იქნებოდა თუ ფიზიკურადაც ის მომკლავდა. ჩემს ოთახში შევედი და დანა სააბაზანოში შევიტანე. შემდეგ კი ჩემი გეგმის ბოლო ნაწილის განხორციელება დავიწყე. ჩემი გარდერობიდან ერთი ყველაზე ლამაზი, გრძელი თეთრი კაბა გამოვიღე და ჩავიცვი, შემდეგ თმები ლამაზად გავიკეთე და არც მაკიაჟი დავიკელი. სარკეში ჩემს გამოსახულებას რომ შევხედე, კმაყოფილმა გავიღიმე, სწორედ ისე გამოვიყურებოდი, როგორც უნდა გამოიყურებოდე შენი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს... მწარეა რეალობა, მაგრამ ეს ასეა, მე დღეს აქაურობას ვტოვებდი და ეს ძალიან მახარებდა, მხოლოდ ერთეულებს თუ აქვთ იმის საშუალება, რომ დაგეგმონ თავისი სიკვდილი და ბედნიერი ვარ, რომ ამ ერთეულებს შორის მეც აღმოვჩნდი.
სააბაზანოში ნელა შევედი, უკვე ნერვიულობას ვიწყებდი, მაგრამ სულაც არ მეშინოდა, მართლა არ მეშინოდა, უბრალოდ იმის გამო ვნერვიულობდი, თუ რას იგრძნობდნენ ჩემი მშობლები და მეგობრები, როცა ასეთ მდგომარეობაში მნახავდნენ. მათთვის განკუთვნილი წერილი ჩემს საწოლზე დავდე და წესით მისი მიგნება არ უნდა გაუჭირდეთ.
დიდი ჯაკუზი თბილი წყლით გავავსე და სურნელოვანი ქაფიც შევურიე. სიმართლე რომ ვთქვათ ახლა მე წყლის ტემპერატურა სულაც არ მადარდებდა, მაგრამ იმ საქმისთვის, რაც უნდა გავაკეთო ნამდვილად მაღალი ტემპერატურაა უკეთესი. სააბაზანო მართლაც რომ შესაფერისად მოვაწყვე. სინათლე ჩავაქვრე, იქაურობა სანთლებით გავანათე. მათი შუქი ძალიან ლამაზად ჩანდა ღია ვარდისფერ კედლებზე. მუსიკალურ ცენტრში დაბალ ხმაზე ჩავრთე დებიუსი და ბოლო აკორდიც ავიღე, ჯაკუზიში ჩავედი, დანით ხელში...
როდესაც სხეულზე თბილი წყალი ვიგრძენი ყოველგვარი ნერვიულობა მომეხსნა და მოვეშვი. ახლა უკვე სულ რამოდენიმე წუთი მაშორებდა უსასრულობას. მარცხენა ხელი წყლიდან ამოვიღე და ჩემს მაჯას კიდევ ერთხელ დავაკვირდი. მარჯვენაში დანა მქონდა მომარჯვებული, რომელიც უკვე ნელ-ნელა ჩემი მაჯისკენ მიიწევდა. მისი ცივი ზედაპირი სველ კანზე შევიგრძენი. ახლა თუ ყველაფერს კარგად გავაკეთებ და დანა ვენამდე ჩააღწევს, მაშინ შედარებით უფრო მალე მოვკვდები. და აი, დადგა ეს მომენტიც და მე დანა ნელა, მაგრამ ძლიერად გადავისვი ვენაზე. თავიდან წვა ვიგრძენი, შემდეგ კი თბილი სითხე. ჩემს თეთრ კაბაზე სისხლის პირველი წვეთიც დაეცა, ამ დროს კი ჩემს გარშემო ყველაფერი დატრიალდა და მე გავფრინდი, უსასრულობაში...



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - ხუთშაბათი, 2011-05-12, 0:03 AM

Renesmeeთარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 0:26 AM | შეტყობინება # 565
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
7  +
27  ±
   ±
Offline
ბაბახ ! ბაბახ !
ელ ! ელ !
კარებზე ბრახუნი.
არა?
მოკვტა? არა შანსი არ არის =)
ან საავადმყოფოში გააქნებენ და კომაში იქნება ან რამე პადობნი.. ელი არ მოკვდება!


♥.. Renesmee..♥

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 0:30 AM | შეტყობინება # 566
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Renesmee)
ელი არ მოკვდება!

vnaxot vnaxot biggrin nu shinaganad isedac mkvdaria ukve da biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Renesmeeთარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 0:34 AM | შეტყობინება # 567
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
7  +
27  ±
   ±
Offline
ნწ smile ეგრე ჰგონია მაგას.
სად არის ჩვენი ჯესი? :დ :დ
მკვდრეთით აღდგება ელი სახლს რომ ნახავს.


♥.. Renesmee..♥

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 0:48 AM | შეტყობინება # 568
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Renesmee)
სად არის ჩვენი ჯესი? :დ :დ

tailertan lol sad unda iyos, shromobs bichi da saxls aketebs, albat... :P ver egirsebit pasuxs jer! biggrin
Quote (Renesmee)
მკვდრეთით აღდგება ელი სახლს რომ ნახავს.

an naxavs da an vera biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥izabella♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 6:54 AM | შეტყობინება # 569
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, nu xar gogo shen boroti qali angry angry angry angry angry
vaimeeeeeee eliiiiiiiiiiiiii cry cry cry cry cry cry
ara didi araperi daemarteba els imitom rom xeli cotati gaichra da didi araperi moxdeba darwmunebuli var didi didi sisxlis gadasxma daschirdes biggrin biggrin biggrin
xo naaaaat shen chemi xelit sikvdili ginda ????????????? dry dry dry dry
damerwmune aravitar problemas ar warmoadgens tongue tongue tongue tongue
karoche exa xo tavi iyo zzesevldiani elisagan amas ar movelodi magram els ras verchi shen xar boroti qali angry angry angry
xo kai agar gaglandzgav exa da arc mogklav axal tavs male tu dadeb biggrin biggrin

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 12:29 PM | შეტყობინება # 570
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმეეეე ეს რა თავი იყო . ნამდვილად არ მეგონა ასეთი რამ თუ მოხდებოდა მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ რომ ელის არაფერი მოუვა. წარმომიდგენია ჯესის რა რეაქცია ექნება ამას რომ გაიგებს . მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ძალიან მაინტერესებს რა მოხდება და იმედია მალე დადებ და დიდხარნ არ გვალოდინებ.

ძებნა: