ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ლოს-ანჯელესის ანგელოზი

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 8:07 PM | შეტყობინება # 586

842
83  +
   ±
Offline
რა სუშტრი ხარ ნათ, დღეს არ მოველოდი შემდეგ თავს. კიდევ კარგი მითხარი, თორემ გამომრჩებოდა sad
ვაიიი, როგორ მეცოდება ელიი sad კიდევ კარგი, რომ იმ დგეს სკოლაში წავიდა, თორემ ვერაფერსაც ვერ გაიგებდა sad აიი თურმეეე რას ნიშნავდა ელის სიზმარი. surprised ხო მიუსწრეებს? ახლა სვნაირად არ დაწერო რამე... ვიცი, რომ მმიუსწრებს, სხვანაირად არ შეიძლება love
კეიტი რა საზიზღარიაააა. ერთი ეგ გამაწეწინა angry ახლა ახალი მსხვერპლი ყავს? biggrin
ჯესიც როგორ მეცოდებაააა sad რა ძნელი იქნებოდა მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება.
შემდეგ თავს მოუთმენლად ველიიიიიიიიიი happy
Quote (♥vampiressa♥)
isa, tu movaxerxe axal tavs dges game davwer da davdeb, megis mere kide erti taviga iqneba da vsio

ვაიმე, შენ ამ თავებს ასე სწრაფად როგორ წერ ერთი მეც მასწავლე რააა biggrin უკვე მთავრდება? sad ეე, რა ცუდია sad

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 9:16 PM | შეტყობინება # 587
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bella-vampire, madloba tamo, dzalian miyvarxar kiss
Quote (bella-vampire)
უკვე მთავრდება? ეე, რა ცუდია

es mtavrdeba, magram morcheba tu ara mashinve axals daviwyeb smile shinaarsi ukve mofiqrebuli maqvs da posteric davxate biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 10:20 PM | შეტყობინება # 588

842
83  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, naat, me dzaan miyvarxaaar kiss kiss
aha, ho vambob, shustri xart-tqo biggrin
ra kaiaa, mixaria. smile weras arasodes ar sheeshva da sheni shemoqmedeba dade xolme saitze kiss

ucnobiucnobi2თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 10:22 PM | შეტყობინება # 589
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Quote (♥vampiressa♥)
isa, tu movaxerxe axal tavs dges game davwer da davdeb, megis mere kide erti taviga iqneba da vsio

ai istripitelic amas qvia )) me vici rom miuswrebs shen xo ketili xar naat ? haa ar damitanjo chemi egoisti gogo chemi elli :)) vaime yochagh xo ici dghes rom gavateneb aq !! kiss

eeekთარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 10:30 PM | შეტყობინება # 590

142
21  +
40  ±
   ±
Offline
ud damsvhidda chemi guli kaco:Dgaskomaze iyo:D

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 10:43 PM | შეტყობინება # 591
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
weras arasodes ar sheeshva da sheni shemoqmedeba dade xolme saitze

shevecdebi tam kiss
Quote (ucnobiucnobi2)
xo ketili xar naat ?

angel angel angel angel angel lol
Quote (ucnobiucnobi2)
vaime yochagh xo ici dghes rom gavateneb aq !!

isa sheidzleba dz alian gvian iyos da mainc? biggrin
Quote (eeek)
ud damsvhidda chemi guli kaco:Dgaskomaze iyo:D

biggrin
exla wavedi me da tu movaxerxe ert saatshi shemoval, davwer axal tavs, mere surats avarchev da sadgac 2saatshi an orsaatnaxevarshi ukve aq ideba axali tavi happy rom icodet win ra ambebi geliit, ver daidzinebdit waukitxavad lol ox, ra intrigani var biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-05-14, 1:17 AM | შეტყობინება # 592
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 38
აღარ მახსოვს აეროპოტამდე როგორ მივედი, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ასე სწრაფად ჯერ არასდროს მიმგზავრია. ათ წუთში უკვე იქ ვიყავი, თუ ტაილერის ნათქვამი სიმართლე იყო, მაშინ ჯერ კიდევ ხუთი წუთი მქონდა წინ, მაგრამ ჯესი მაინც სასწრაფოდ უნდა მეპოვა. მანქანა ისე მკვეთრად დავამუხრუჭე შესასვლელში, რომ კინაღამ წინ მდგარ მანქანას შევეჯახე, მაგრამ ეს ახლა სულ არ მაღელვებდა. რომც შევჯახებოდი ხარჯებს მამა დაფარავდა, ახლა ჩემთვის მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ ჩემი ანგელოზისთვის მიმესწრო, სწრაფად ჩამევლო ფრთებში ხელი და გაფრენის საშუალება არ მიმეცა.
შესასვლელში გიჟივით შევვარდი და მაშინვე სარეგისტრაცია პუნქტს მივაშურე. იმედია ჯესის გუნდს ჯერ რეგისტრაცია არ გაევლო, თორემ ალბათ უკვე თვითმფრინავში ისხდებოდნენ.
-გამარჯობათ, უკაცრავად, თუ შეგიძლიათ მითხარით ლოს-ანჯელესის სკოლის საფეხბურთო გუნდმა უკვე გაიარა რეგისტრაცია?
-დამელოდეთ გოგონა და ახლავე გადავამოწმებ-მითხრა შუახნის ქალბატონმა და კომპიუტერში ქექვა დაიწყო. იქ რომ ვერაფერს მიაგნო, შემდეგ საბუთებში ჩაეფლო და რომ არ ჩამეხველებინა ალბათ აღარც კი გაახსენდებოდა, თუ მეც აქ ვიყავი.
-იცით, ჯერ ვერაფერი ვიპოვედ, მაგრამ თუ დამელოდებით იქნებ რამე ვნახო-თბილად გამიღიმა და ისევ საბუთებში ქექვა გააგრძელა, მაგრამ მე ლოდინის დრო აღარ მქონდა. სულ ორი წუთიღა მრჩებოდა, ჯესი კი ვერ ვიპოვე.
გადავწყვიტე მე თვითონ მომეძებნა და აეროპორტში სირბილი დავიწყე. თითქმის ყველა გასასვლელთან მივედი და ვიკითხე აქედან ხომ არ მიფრინავდნენ ჩვენი სკოლის გუნდი, მაგრამ ყველგან უარით გამომისტუმრეს. ბოლოს იმედგადაწურულმა მოსაცდელ სკამამდე ძლივს მივაღწიე და ის იყო უნდა დავმჯდარიყავი, რომ უცბად ჩემი სიზმარი გამახსენდა და გონება გამინათდა. სულ ცოტა დროღა იყო დარჩენილი, მაგრამ თუ მოვინდომებდი მივასწრებდი. სასწრაფოდ მესამე გასასვლელისკენ გავიქეცი. ხალხს ხელით ვიშორებდი, ზიგს ისე ძლიერად შევასკდი, რომ რამის წავიქეცი კიდეც და ბოლოს, როდესაც ხალხის დიდი ნაკადი გავარღვიე, ჩემს თვალწინ გადაიშალა მესამე გასასვლელი. უმარავ ფებურთელს შორის ჯესის ვერავინ მივამსგავსე. ნაწილი უკვე თვითმფრინავში ასულიყო. ის იყო გავიფიქრე, რომ ჩემი ანგელოზიც ჩემი სისულელის გამო დავკარგე, რომ თვალებიდან სიმწრის და იმედგაცრუების ცრემლები გადმომცვივდა, რაც მალევე შეცვალა ბედნიერების ცრემლებმა, რომელიც ჯესის დანახვით იყო გამოწვეული. დიახ, ჩემი ანგელოზი ის-ის იყო გასასვლელში უნდა გასულიყო, რომ მე ის დავინახე, მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და მისკენ გავიქეცი. ჩვენ სულ რამოდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთს, მაგრამ ჯესი აქეთკენ არ იყურებოდა. შესასვლელში დაცვამ დამიჭირა და არაფრით არ მომცა უფლება, რომ რომელიმე ფეხბურთელსაც კი მივახლოვებოდი. არც ჩემი მუქარა ჩათვალა რამედ, პირიქით რაც ძალა და ღონე ჰქონდა მიჭერდა, რომ როგორმე არ გავსხლტომოდი. ჯესიმ ბოლოჯერ გამოიხედა აქეთკენ, ალბათ ეგონა, რომ არავინ აცილებდა და გული დასწყდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! თავიდან მაინც ვერ მომიშორებდა. ჩემი დანახვა და მისი თვალების გაბრწყინება ერთი იყო. სასწრაფოდ ჩემსკენ გამოიქცა. როგორც იქნა დაცვაც მიხვდა, რომ ზედმეტი იყო და ხელი გამიშვა. ჯესი სასწრაფოდ ჩემთან მოვიდა და მთელი ძალით გულში ჩამიკრა.
-შენ მაინც მოხვედი ელ! შენ მაინც მოხვედი-ბედნიერი ხმით მიმეორებდა.
-კი ჯეს, მე იმისთვის მოვედი, რომ გითხრა თუ რა ძალიან მიყვარხარ და რომ არასდროს არ ნ~მოგცემ უფლებას მიმატოვო. არც კი გაიფიქრო მეორედ ასეთი რამის გაკეთება.
-მიყვარხარ ელ, ჩემი სიცოცხლე ხარ!
-შენ კი ჩემი ანგელოზი!-ამის თქმა და ჩვენი ტუჩების შეერთება ერთი იყო. თურმე როგორ მომნატრებია ჯესის კოცნა. ზუსტად ისეთი შეგრძნება დამეუფლა, როგორც პირველი კოცნისას, მაგრამ ეს მილიონჯერ ჯობდა პირველს, იმიტომ რომ ჯესი უკვე სამუდამოდ ჩემი იყო.
-ელ, აუ ელ რაღაც უნდა გითხრა და გულწრფელად მიპასუხე გთხოვ-ჯესის თვალები ისე ეშმაკურად აუციმციმდა, რომ აშკარად რაღაცას გეგმავდა.
-ამმ, მითხარი, გისმენ!
-ამხელა გზა ტყუილად ხომ არ გამოიარე არა?
-რაზე მეუბნები?
-ნუ კარგი, თხუთმეტი წუთი ტყუილად ხომ არ იმგზავრე არა? მოდი, რახანც აეროპორტში ვართ და შენც როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურები, შემთხვევით ვისარგებლებ და რაღაცას გთხოვ. კიდევ კარგი, ეს სულ თან დამაქვს-ჯინსის ჯიბიდან რაღაც ამოაძვრინა, მაგრამ ხელში ისე კარგად დამალა, რომ ვერ დავინახე რა იყო ეს-მაშ ასე-თქვა და ცალ მუხლზე დადგა-ელიზაბეტ სკოტი, თანახმა ხარ გახდე ჩემი მეუღლე და გაიზიარო ჩემთან ერთად ჭირიც და ლხინიც?-ამ სიტყვების გაგონება და ჩემი თვალების დაბინდვა ერთი იყო. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ წავქეულიყავი. ასეთ რამეს მართლა არ მოველოდებოდი, მით უმეტეს აქ და ამდენი ხალხის თვალწინ. მთელი ეროპორტი ჩვენ გვიყურებდა, უფრო სწორად კი ჩემს პასუხს ელოდა, ისევე როგორც ჯესი. ახლაც ექოსავით ჩემოსმოდა ყურში მისი სიტყვები. მაგრამ უცბად, ყოველგვარი დაფიქრების წინაშე ამოვილუღლუღე :
-თანახმა ვარ!

ეს სიტყვები წარმოვთქვი თუ არა ჯესიმ მაშინვე ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა, ხალხმა კი მქუხარე აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოვა. ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი ღაწვებზე და როგორ დამედო ჭარხლისფერი. სირცხვილისგან სად დავმალულიყავი აღარ ვიცოდი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხალხმრავლობა და ჩემსკენ მომართული მრავალი წყვილი თვალი არ მსიამოვნებდა.
ჯესიმ მალევე დამსვა და თითზე ბეჭედი წამომაცვა. მისმა სილამაზემ მეც კი ენა ჩამაგდებინა, მაგრამ ერთი კითხვა არ ,ასვენებდა.
-ამმ, ჯეს... ერთი რაღაც ვერ გავიგე-ვუთხარი დაბნეულმა.
-რა ჩემო სიცოცხლე?
-რა და რა შუაშია აქ აეროპორტი?
-ჰმ, მაგას ახლავე გაიგებ-მითხრა და ბილეთების ასაღებად წამიყვანა.
ისევ იმ შუახნის ქალბატონთან მოვხვდით, რომელმაც წეღან დრო დამაკარგვინა. ქალმა თბილად გამიღიმა და ბედნიერება გვისურვა. ჯესიმ ჩუმად რაღაც უთხრა და შემდეგ კონვერტი გამოართვა.
-ამას ჯავშანი დღეს გასდიოდა-მითხრა და კონვერტი ცხვირწინ ამიფრიალა-მაგრამ ჯერ ვერ ეღირსები იმის გაგებას, თუ სად მიმყავხარ.
იმაზე ტვინის ჭყლეტვას ნამდვილად არ ვაპირებდი, თუ სად მივყავდი ჯესს, მთავარი ხომ მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენ ერთად ვიყავით. რეგისტრაცია მალევე გავიარეთ და ცოტა ხანში უკვე თვითმფრინავში ხელიხელჩაკიდებულები ვისხედით.
-ჯეს, ბოდიში მინდა მოგიხადო, რომ ასეთი სულელი ვიყავი-ვუთხარი, როცა უკვე თვითმფრინავი ცაში კარგად გასწორდა. აფრენისას ვერ ვლაპარაკობდი. ყოველთვის გატრუნული ვიჯექი და მუსიკას ვუსმენდი, მაგრამ დღეს აფრენისას მე ჯესის ყურებით ვტკბებოდი. თურმე როგორ მომნატრებია „ჩემი ანგელოზი“.
-მე კი ბოდიში მინდა მოგიხადო, რომ ამდენს განერვიულებდი. თავიდანვე უნდა მეთქვა რის გაკეთებასაც ვაპირებდი. ჰმ, ისე სიმართლე ახლაც კი არ იცი!-ჩაიცინა ეშმაკურად.
-ჰოდა მერე რაღას უცდი, მითხარი!
-არც კი იოცნებო. მაგას მხოლოდ საკუთარი თვალით ნახავ, ისე ვერ გაიგებ!
-გთხოვ-ვეცადე თავი შემეცოდებინა, მაგრამ ეს მცდელოა კიდევ ერთი კოცნით დამთავრდა, ჩემს კითხვაზე პასუხი კი ვერაფრით მივიღე.
დანიშნულების ადგილზე მალევე ჩავფრინდით, ან უბრალოდ მე მომეჩვენა ასე, იმიტომ რომ ჯესის გვერდით ვიყავი, მაგრამ ის ემოცია კი არასდროს დამავიწყდება, რომელიც თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დამეუფლა.
ჩემი სიტყვები იყო: აი ეს მესმის, ეს ხომ ლას ვეგასია!




ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-05-14, 7:00 AM | შეტყობინება # 593
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
auuuuuuuuuu naaaat miyvarxar ra magari iyoooooooooo......
tan dges am dilit xasiati gamomiketa,da karg gemoze vimgzavreb exa biggrin biggrin biggrin biggrin
auuuuu ra magaria vegasi mec mindaaaaaaaa biggrin biggrin biggrin

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-05-14, 11:25 AM | შეტყობინება # 594
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმე რა მაგარი თავი იყო . ძალიან საყვარლები არიან happy happy happy ყოჩაღ ნათ ყველაფერი ორიგინალურად გქონდა დაწერილი happy ეს ფიკი ძალიან მიყვარს და გული მწყდება რომ მთავრდება. ნათ უნიჭიერესი ადამიანი ხარ და უმაგრესად წერ .


ucnobiucnobi2თარიღი: შაბათი, 2011-05-14, 4:10 PM | შეტყობინება # 595
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
natiii....ra gitxra ar vici umagresi tavi iyo axla epilogic da vsoo ((( Momenatreba elic da jesic ))

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-05-14, 4:42 PM | შეტყობინება # 596

842
83  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, ohooooooooo surprised ra tavi iyo es, shokrshi var :O
vaii xelis txovnis momenti dzalian magari iyoooooooo love
da las vegasiiiiiiiiiiiiiiiiiiiii.
WOW
axla eseni chumad iqorwineben da mere los-angelesshi ise dabrundebian biggrin happy

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-05-14, 5:15 PM | შეტყობინება # 597
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
happy happy happy happy happy heheheeee! ai es momwooooooooooons!!!!!! bolo taviga darchaaa??? sad


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-05-14, 5:21 PM | შეტყობინება # 598
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
madlobt bavshvebooo. bolo taviga da vsio biggrin mere axals davdeb smile


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-05-14, 5:57 PM | შეტყობინება # 599

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ვაიმეეეე,კიდევ კარგი მოვასწარი და დაბოლოებული არ წავიკითხე... აი იმ თავზე ყურადღებას არ გავამახვილებ ;( აუუუ რა მაგარიიაააა დ არა მაგარი ხარრრ kiss heart

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-05-15, 2:37 AM | შეტყობინება # 600
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 39
ლას-ვეგასის დანახვით პირდაპირ აღფრთოვანებული ვიყავი, ბევრჯერ წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემი და ჯესის ქორწილს აქ, მაგრამ მაინც ვერ ვუშვებდი იმ აზრს, რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი რეალობად ქცეულიყო. ეს ხომ საოცრებაა, ზღაპარი! ეს ხომ ჩემი რეალობად ქცეული ოცნებაა!
-მიყვარხარ ჩემო ანგელოზო-,ხოლოდ ამის თქმა მოვახერხე ჯესისთვის, რომ ის მადლიერება გამომეხატა, რასაც ახლა მის მიმართ ვგრძნობდი.
-მეც მიყვარხარ ელ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ-მითხრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
უკვე ღამე იყო და დროის დაკარგვა არ წაგვადგებოდა. მალევე უნდა მოგვეწერა ხელი, რომ ლოს-ანჯელესში დავბრუნებულიყავით. იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა ახლა ჩემები როგორ ნერვიულობდნენ, ალბათ ათასი სისულელე იფიქრეს. იმედია ტაილერმა მოიფიქრა და გოგონებს უთხრა, რომ აეროპორტში მივდიოდი, მაგრამ ეს არაფერში წამადგებოდა. მაინც ვერც კი გაიფიქრებდნენ სად შეიძლებოდა ვყოფილიყავი. ამას მეც კი ვერ გავიფიქრებდი.
-ელ, მნიშვნელოვანია სად მოვაწერთ ხელს თუ ნებისმიერ შემხვედრ პუნქტში შევიდეთ?
-სიმართლე გითხრა და სულ ერთია ჯეს. აქ ხომ უბრალოდ ხელი უნდა მოვაწეროთ, აი ნამდვილი ქორწილი კი ჩვენს პლიაჟზე გვექნება. მე უკვე ყველაფერი დავგეგმე, გინდა მოგიყვე?-ვკითხე აჟიტირებულმა, მაგრამ ამის გაგონებისას ჯესიმ ისეთი საწყალი სახე მიიღო, რომ სიცილი ამიტყდა და შევიბრალე.
ბევრი აღარ გვივლია, ლას ვეგასში სულ არ იყო რთული საქორწინო პუნქტის შოვნა და ჩვენც პირველივე შემხვედრ ადგილას შევედით. ჩემდა გასაკვირად და ამავდროულად სასიხარულოდ დიდი რიგი სულაც არ ყოფილა და ჩვენი დროც მალევე მოვიდა.
როდესაც საქორწინო მაგიდასთან დავდექი და ცერემონიის აღმასრულებელმა გოგონამ ტექსტის კითხვა დაიწყო, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ დახეული ჯინსები და გრძელი მაისური მეცვა, წარწერით „Guns N' Roses“. ჩემი ასეთი ჩაცმულობა ლას ვეგასში არავის გააკვირვებდა, მაგრამ მე თვითონვე გამიკვირდა როგორ მოვახერხე, რომ მაინც და მაინც დღეს ჩამეცვა ასე შეუფერებლად. მივხვდი, რომ ასეთი სულელური აზრები ნერვიულობის გამო მომდიოდა და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. როდესაც ამ უბრალო ცერემონიის დროს ასე ვნერვიულობდი, პლიაჟზე რაღა მომივიდოდა? მაგრამ ნერვიულობა ხომ გოგოსთვის, რომელიც ცოლად მიჰყვება თავისი ოცნების ადამიანს ჩვეულებრივი მოვლენაა.
-ამმ, ელ, შენი პასუხის დროა-ჩუმად გადამიჩურჩულა ჯესიმ და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ გოგონაც და ჯესიც კითხვით სავსე მზერით შემომყურებდნენ.
-გნებავთ გაგიმეოროთ?-თბილად მკითხა გოგონამ.
-არ არის საჭირო. თანახმა ვარ!-ვუთხარი ხმამაღლა და გაბედულად, რომ ჯესის ჩემს ნათქვამში ეჭვი არ შეჰპარვოდა.
-თქვენ ჯეისონ უილიამს, თანახმა ხართ...
-თანახმა ვარ-სულსწრაფმა ჯესიმ აღარ აცადა კითხვის დასმა და პირდაპირ უპასუხა, შემდეგ კი ორივემ ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ბეჭდების უქონლობის გამო ერთმანეთში ჩემი ფოსფორის ბეჭდები გავცვალეთ. ჯესი თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ როდესაც ჩემს ავისმომასწავებელ მზერას წააწყდა, უპრობლემოდ წამოიცვა თითზე ცისფერი ფოსფორის ბეჭედი.
-აბა ელ, როგორ გრძნობ თავს ახალ ამპლუაში?-მკითხა შენობიდან გამოსვლისთანავე ჯესიმ, რამაც ჩემი სიცილი გამოიწვია.
-ჯეს, ჯერ მხოლოდ ხუთი წუთია რაც დავქორწინდით და შენ უკვე მაგას მეკითხები? შენ როგორ გრძნობ თავს?
-არაჩვეულებრივად! მაგრამ მხოლოდ ერთი დეტალი მაწუხებს და იმედია ლოს-ანჯელესში მალე დავბრუნდებით, რომ ეს სათამაშო რაღაც ნამდვილით შევცვალოთ-მითხრა სიცილით და ფოსფორის ბეჭედზე მიმანიშნა.
-რატომ, მე ჩემი ბეჭდით ძალიანაც კმაყოფილი ვარ-ცხვირწინ მივუტანე თავისივე ნაჩუქარი ულამაზესი ბეჭედი, რომელმაც ჩემი თითი ჯერ კიდევ აეროპორტში დაამშვენა.
-შენ კი, მაგრამ აბა ვნახოთ როგორ ილაპარაკებდი თითზე ფოსფორის ბეჭედი რომ გქონდეს წამოცმული. უი მართლა, სახლში დარეკვას არ აპირებ? თუ კიდევ ერთხელ გინდა გული გაუხეთქო შენებს?
-სასტუმროში მივალთ თუ არა მაშინვე დავრეკავ. იმედია დედა ძალიან არ ნერვიულობდ, თორემ მისთვის ეს საშიშია.
-დარწმუნებული ვარ შენი ძმა დაიბადება თუ არა მაშინვე გცემს, მუცელში ყოფნისას რომ არ ასვენებდი.
-ოჰ, ნუ იქნები მასე დარწმუნებული რომ ძმაა. მე და მირჩევნია.
-კარგი, მაშინ შენ დასაც ვასწავლი ფეხბურთს და ერთად ვითამაშებთ-გულუბრყვილოდ გამიღიმა.
-ო ღმერთო ჯეს, შენ ნამდვილად ჭკუაზე შემშლი!
-ნამდვილად სასიამოვნოა ამის მოსმენა-მითხრა და ტაქსი გააჩერა, რომ ნებისმიერ უახლოეს სასტუმრომდე მივსულიყავით.
სასტუმროში მისვლისთანავე სახლში დავრეკე და ახალი ამბაი ვახარე, რამაც სრული გაოგნება გამოიწვია. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდნენ მომხდარს. ვერ წარმოედგინათ, რომ მე შეიძლებოდა ასე ბრალოდ ავმდგარიყავი და ჯინსებში და მაისურში გამოწყობილი გავთხოვილიყავი, მაგრამ როდესაც ვუთხარი თუ რას ვგეგმავდი პლიაჟზე დედამ მაშინვე დამიჯერა, რომ მე მე ვიყავი და არაფერი მჭირდა. დედასთან ლაპარაკი დავამთავრე თუ არა, მაშინვე ეშლისთან დავრეკე და ყურმილი ყურიდან ცოტათი მოვიშორე, რომ გოგონების კივილს არ დავეყრუებინა. კიდევ კარგი ასე მოვიქეცი, თორემ მათ ამ ამბის გაგებისას იმხელა იკივლეს, რომ მგონი ტელეფონში კი არა ისედაც გავიგებდი მათ ხმას. საბედნიეროდ ჯესიმ ამდენ ხანს ჩემს ტელეფონზე საუბარს ვეღარ გაუძლო, ყურმილი გამომართვა, გოგონებს უთხრა, რომ სერიოზული საქმე გვქონდა და გაუთიშა, ამის შემდეგ კი ჩვენ ნამდვილად სერიოზული საქმე გვქონდა...

მზის სხივებმა თხელი ფარდის გავლით ოთახში შემოაჭყიტეს და პირდაპირ ჩემს ცხვირზე მოიკალათეს, რამაც ჩემი უკმაყოფილება გამოიწვია. გვერდი ვიცვალე, რომ ჯესის ჩავხუტებოდი, მაგრამ მის ნაცვლად ბალიშზე დადებული წერილი დამხვდა.
„ელ საყვარელო, აეროპორტში წავედი ბილეთების ასაღებად, რომ დღესვე დავბრუნდეთ სახლში და კიდევ ვიღაც კაცმა დამირეკა და მასაც უნდა შევხვდე. შენ მოემზადე, რომ მოვალ თუ არა წავიდეთ. მიყვარხარ ჩემო სიცოცხლევ.“

ჯესის დანაბარების მიხედვით მოვიქეცი და მალევე მოვემზადე, მაგრამ ჯესი არსად ჩანდა. აეროპორტიდან დარწმუნებული ვარ მალევე წამოვიდოდა, მაგრამ ნეტავ იმ უცნობს რაღა უნდოდა? ნეტავ რა ხდება? ალბათ რაიმე სერიოზული საქმეა, თორემ ჯესი ამდენი ხნით არ დაიკარგებოდა.
დაახლოებით ნახევარ საათში ოთახში ჩემი ანგელოზი შემოვიდა, რომელიც ბედნიერებისგან ერთიანად ბრწყინავდა. ესეიგი რაღაც კარგი ამბავი გაიგო, რომელსაც ახლავე მომიყვება!
-ჯეს, შენით მომიყვები რა მოხდა თუ გაიძულო?-ვკითხე დოინჯშემორტყმულმა, მაგრამ ბოლოს მაინც გამეცინა იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ ვაწამებდი ჯესის, რომ ახალი ინფორმაცია გამეგო.
-ვაიმე ელ, რომ გაიგო რა მოხდა არ დაიჯერებ! მეც კი არ მჯერა!
-ამოღერღე ნუ დამტანჯეე!
-ესეიგი, დილით ვიღაც კაცმა დამირეკა და შეხვედრა დამითქვა, იქ მისულს კი თურმე ნამდვილი სასწაული მელოდა. გახსოვს ადრე პლიაჟზე რომ მოგიყევი ჩემი ბავშობის შესახებ? რომ გითხარი, რომ ჩემი მშობლების დაღუპვის შემდეგ ოჯახის ახლობელი მეხმარებოდა? დღეს სწორედ მაგ კაცთან მქონდა შეხვედრა. როგორც ჩანს, სასამართლოებში დახარჯული ფული, ჩვენი ქონების ერთი პროცენტიც კი არ ყოფილა. ბილიმ მამას საბუთები აღმოაჩინა, რომლის მიხედვითაც ჩვენ უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილი რამოდენიმე ფირმის მფლობელები ვართ!
-არ არსებოობს! ვაიმე ჯეს მართლა? რა მაგარიაა! გილოცაავ! ვაიმე რა მაგარიაა!-გავკიოდი ამ ახალი ამბით აჟიტირებული და პატარა ბავშივით დავხტოდი, შემდეგ კი ჯესის ჩავუხტი კალთაში.
-ხომ გეუბნებოდი ვერ დაიჯერებთქო! ჰა, ხედავ რა მაგარი საქორწინო საჩუქარი მოგიწყვე?-გაიღიმა თვითკმაყოფილი მზერით და გულში ჩამიკრა.

რამოდენიმე საათში უკვე სახლში ვიყავით, სადაც არა მარტო ჩემი მშობლები, არამედ ეშლი და სემიც გველოდებოდნენ. ყველაფერი მილიონჯერ მოგვაყოლეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოსმრნა მაინც არ ჰბეზრდებოდათ. მამა და ჯესი ეზოში გავიდნენ, რომ ჩვენგან დაესვენათ და ქორწილის დეტალები შეეთანხმებინათ, მაგრამ ეს გავიგე თუ არა, მაშინვე გამახსენდა, რომ რაც შეიძლებოდა მოკლე დროში ყველაფერი უნდა მომესწრო და გოგონებს და დედას ვუთხარი, რომ სასწრაფოდ მომზადებულიყვნენ საყიდლებზე წასასვლელად. მე მხოლოდ მზის სათვალე და რამოდენიმე საკრედიტო ბარათი ავიღე.
დედას მერსედესით წავედით და მძღოლიც წავიყოლეთ თავისი მანქანით, რომ ყველაფერი თავისუფლად ჩატეულიყო. გზიდან ჩემს დიზაინერს დავურეკე, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი და შეხვედრაზე შევთანხმდით. მიუხედავად იმისა, რომ შაბათი იყო და მისი სალონი ისვენებდა, მე როგორც განსაკუთრებული კლიენტი მაინც მიმიღო და როცა გაიგო რა საქმეზეც ვიყავი მისული ძალიან გაუხარდა და მომილოცა. სანამ თვითონ კაბებს არჩევდა, რომ მომეზომა და მათ შორის საუკეთესო ამომერჩია, ეშლიმ ინტერიერის დიზაინერიც იშოვა და თვითონ წაჰყვა პლიაჟზე, რომ იქაურობა ზღაპრულად მოერთოთ. როგორც ეშლიმ მითხრა, ეს იქნებოდა მისი საქორწინო საჩუქარი და ხვალამდე იქაურობას ვერავინ ვნახავდით. მაგრამ თუ ყველაფერი ხვალისთვის არ მოესწრებოდა, მაშინ იქაურობას მხოლოდ ქორწილის დღეს ვნახავდით. ასევე მითხრა ჯესიმაც იმ საიდუმლოზე, რომელსაც ვითომდა ტაილერთან სიარულად ნიღბავდა და მე, როგორც სუსტი ნებისყოფის და ძლიერი ცნობისმოყვარეობის პატრონმა, ვეცადე, რომ როგორმე ყველაფერი ხვალამდე მომესწრო. ჩვენი თაფლობის თვე მამამ საკუთარ თავზე აიღო და რომელიღაც კუნძულზე გასამგზავრებელი ბილეთები გვაჩუქა. კუნძულის სახელიც კი არ მქონდა გაგონილი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მამამ ასეთი ადგილი სწორედ იმიტომ შეარჩია, რომ არავის შევეწუხებინეთ და თავი მყუდროდ გვეგრძნო.


სანამ ამ ამბებს ვაგვარებდით ლუისმა, ჩემმა დიზაინერმა კაბები გადაარჩია და გასახდელში გამიყვანა, სადაც ნამდვილი საოცრება მელოდა. ამდენი ულამაზესი კაბის დანახვით რამის თვალები ამიჭრელდა. ყველა ულამაზესი იყო და წარმოდგენაც კი არ მქონდა, როგორ უნდა გამეკეთებინა მათ შორის არჩევანი. მაგრამ როდესაც benjamen roberts-ის კაბაში გამოწყობილმა სარკეში ჩავიხედე, მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მე მჭირდებოდა. მართლაც რომ არაჩვეულებრივი კაბა იყო, სწორედ ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი_ნაზი, სადა, მაგრამ ამავდროულად საოცრად ლამაზი და დახვეწილი. დანარჩენი აქსესურების არჩევა უკვე აღარ გმჭირვებია, ყველაფერი კაბას მივუსადაგე და ბოლოს არაჩვეულებრივი კომპლექტი მივიღე. ეს ყველაფერი დედას და სემსაც ძალიან მოეწონათ. ის იყო უნდა წამოვსულიყავით, რომ რაღაც გამახსენდა და ლუისს ვთხოვე, რომ კაბები ჩემი მეჯვარეების_სემისა და ეშლისათვისაც შეერჩია. მინდოდა, რომ გოგოებს ერთნაირი კაბები სცმოდათ. მათი კაბების არჩევა უკვე ლუისსა და თავად სემს მივანდე. საოცარი იყო ის ფაქტი, რომ როგორც წესი, კაბებს მე უფრო ადვილად და სწრაფად ვირჩევდი ხოლმე, მაგრამ დღეს სემმა პირველივე მოზომვაზე ისეთი არაჩვეულებრივი კაბა ამოარჩია, რომ მეც კი შემშურდა.

ლუისის სალონიდან ხელდამშვენებულები წამოვედით და პირდაპირ სახლში წავედით. იუველირის საქმეები ჯესიმ მოაგვარა, ინტერიერი_ეშლიმ, ხოლო მთავარი, ანუ კაბები მე, სემმა და დედამ და შესაბამისად გასაკეთებელიც აღარაფერი იყო. მხოლოდ მენიუ იყო შესარჩევი, რომლისაც მე არაფერი გამეგებოდა და ამიტომ ეს საქმე დედას გადავულოცე.
იმ დღეს საკმაოდ გვიან მოვრჩით ყველაფერს და დაღლილს და ხვალინდელი დღის მომლოდინეს, მალევე და ღრმად ჩამეძინა.

(ქორწილამდე რამოდენიმე საათით ადრე)
-დეეე, დამეხმარე რა, კაბას ვერ ვიცმევ-გავყვიროდი და VICTORIA SECRET-ის საცლებში გამოწყობილი ოთახში გიჟივით დავრბოდი. ასე ჯერ არასდროს მინერვიულა, როგორც ახლა ვნერვიულობდი, მინდოდა, რომ ყველაფერს ზღაპრულად ჩაევლო.
-ელ დაწყნარდი საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება-მამშვიდებდა დედა და უკვე კაბის ელვა შესაკრავს მიკრავდა.
-დე გოგონები უკვე მივიდნენ? ჯესი იქ არის? ბეჭდები მოწესრიგებულია? რამე ხომ არ დაგრჩათ?-კითხვას კითხვაზე ვუსვამდი დედას და ვცდილობდი, რომ დავწყნარებულიყავი, რათა მაკიაჟი და ვარცხნილობა არ გამეფუჭებინა.
-ელ! იცოდე დაწყნარდი! ყველაფერი კარგად არის. შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები. ახლა კი ადექი და წავიდეთ, თორემ მამაშენი აღარ დაგელოდება და შენს გარეშე წავა-სიცილით მითხრა დედამ და კაბის შლეიფი ამიწია, რომ კიბეზე თავისუფლად ჩავსულიყავი.



პლიჟზე ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო მოწყობილი, სემი და ეშლიც ულამაზესად გამოიყურებოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩემს ანგელოზზე.
ცერემონიალმა მალევე ჩაიარა და როგორც იქნა ჯესისთან ლაპარაკის საშუალებაც მომეცა.
-ჯეს, ჩემს სიურპრიზს როდის მანახებ?
-ახლავე ელ. ის აქვეა, მაგრამ შენ ვერ ამჩნევ-მითხრა სიცილით, შემდეგ კი მარჯვნივ შემატრიალა და მე არაჩვეულებრივი, პატარა მაგრამ ძალიან ლამაზი სახლი დავინახე.
-ჯეს, ეს შენ....-ენა დამება ბედნიერებისგან და თავი ძლივს შევიკავე, რომ ბედნიერების ცრემლები არ წამომსვლოდა და მაკიაჟი არ გამეფუჭებინა.
-კი ძვირფასო, ეს მე ავაშენე და დღეიდან ეს ჩვენი სახლია. ნუ შეგვიძლია რამე უფრო დიდი და მოხერხებულიც ვიყიდოთ და ეს მხოლოდ დასასვენებლად გამოვიყენოთ ხოლმე, მაგრამ...
-არც კი გაიფიქრო! ამაზე უკეთესს ვერაფერს ვიშოვით!-ვუთხარი და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა! მე ამ ქვეყნად უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, იმიტომ რომ ახლა უკვე ჩემს განხორციელებულ ოცნებას, ჩემს მეუღლეს, ჩემს ლოს-ანჯელესის ანგელოზს ვკოცნიდი!

დასასრული

ელის და ჯესის ტორტი
ელის ვარცხნილობა



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - კვირა, 2011-05-15, 2:45 AM
ძებნა: