ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 41
  • 42
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ლოს-ანჯელესის ანგელოზი

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 11:20 PM | შეტყობინება # 1
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სახელწოდება:ლოს-ანჯელესის ანგელოზი
ავტორი: natuka
რეიტინგი: G (General)
ბეტა:AnasteishA elle___
ჟანრი: რომანტიკა, კომედია
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან: ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უსაყვარლეს ბეტებს, ანის და ელეს, რომელთა თანადგომითაც დავწერე ეს ფიკი. ასევე დიდი მადლობა იმათ, ვისაც არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ smile მიყვარხართ ძალიან ძალიან :*

შესავალი
ელიზაბეტ სკოტი_ ლოს-ანჯელესის ანგელოზი. ელი მდიდარი და ლამაზი გოგონაა, რომელიც თავის თავს სხვებზე აღმატებულად მიიჩნევს. ის თვლის, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს და ჩვეულებრივი მოკვდავნივალდებულნი არიან ეთაყვანონ მას. გულშემატკივართა კაპიტანსა და სკოლაში ყველაზეპოპულარულ გოგოს, სკოლის დედოფალს სამყაროს თავზე დაამსხვრევს ერთი უბრალოდ ბიჭი. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ელი სკოტი!

პერსონაჟების სურათები
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4




შეტყობინება შეასწორა natuka - პარასკევი, 2011-02-04, 1:27 PM

eeekთარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 1:33 PM | შეტყობინება # 2

142
21  +
40  ±
   ±
Offline
saintereso chans:*velodebi pirvel tavs:*:*:*

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 1:46 PM | შეტყობინება # 3

842
83  +
   ±
Offline
natuka, natii, shesavali momewonaaaa love siujeti magaria happy darwmunebuli var, rom dzalian kargi gamogiva kiss

mileyთარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 1:54 PM | შეტყობინება # 4

93
17  +
31  ±
   ±
Offline
damainteresa sastikad velodebi pirvel tavs cool


★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 2:07 PM | შეტყობინება # 5
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
natuka, siujeti magaria momewona dzaan sainteresod wer smile lips velodebi shemdeg tavs mainteresebs movlenebi rogor ganvitardeba.


dodoთარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 2:19 PM | შეტყობინება # 6

267
66  +
69  ±
   ±
Offline
vaimeee ra magarii gamovaaa gerwmunebiiii surprised happy happy happy happy magar..shesaval momewon happy biggrin

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 2:36 PM | შეტყობინება # 7
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
madlobt bavshvebo yvelaas. axali tavi dges iqneba smile


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 4:25 PM | შეტყობინება # 8
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
mec momeowna los angeles`s angel biggrin dzaan sayvareliaa :**


ROBsessedთარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 4:29 PM | შეტყობინება # 9
***
1111
54  +
   ±
Offline
momwons...
pirvel tavs veli kiss




Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

bachia_bachia555თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 7:48 PM | შეტყობინება # 10

206
19  +
33  ±
   ±
Offline
dasawyisi zaansainteresoa ;*gagrzelebas veli :*:*:*

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 9:12 PM | შეტყობინება # 11
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 1
დილით როგორც ყოველთვის ბეთჰოვენით გავიღვიძე. მაშინვე საათს შევხედე. უკვე 7 საათი იყო, ესე იგი უნდა ავმდგარიყავი. ჩემი სახის კანს ზუსტად იმდენ ხანს ეძინა, რამდენიც საჭიროა და აღარ იყო საჭირო ზედმეტი განებივრება. დღეს ორშაბათი იყო და ამიტომ გუჩის თხელ კაბასა და პრადას ფეხსაცმელებში გამოვეწყვე. ზუსტად ისე მეცვა, როგორც ზაფხულის ცხელ დღეს შეეფერებოდა, მაგრამ სანამ ჩავიცვამდი მანამდე, რა თქმა უნდა, შხაპი მივიღე, თმა დავივარცხნე და სახის კანის დამატენიანებელი ნიღაბიც გავიკეთე. ნამდვილად ვერ გავწირავდი ჩემს ნაზ კანს სკოლის მტვერისთვის. როდესაც ყველაფერი დავამთავრე და ჩემი ქერა კულულები უკან ზარას თმისსამაგრით შევიკარი, მსუბუქი მაკიჟის გაკეთებაც მომინდა. დიდი არაფერი გავიკეთე, რომ კანი არ გამეღიზიანებინა, მხოლოდ თვალის ჩრდილი წავისვი, რათა ჩემი მშვენიერი ცისფერი თვალები უფრო ლამაზი გამოჩენილიყო. 8 საათზე უკვე მზად ვიყავი. ჩემს ტანისამოსთან შეხამებული ფერის ჩანთაც ავარჩიე და კიბეზე დავეშვი.
-ელ, საყვარელო, უკვე გაემზადე? -ეს ჩემი უსაყვარლესი დედიკო, ჯესიკა იყო.
-რა თქმა უნდა, დედა. ხომ იცი, სკოლაში ადრე უნდა მივიდე, რათა ყველამ დამინახოს თუ რა მშვენიერი ვარ. გაკვეთილებზე ჩემი სილამაზით ტკბობას ისედაც ვერ ახერხებენ, ამ სიამოვნებას არ მოვაკლებ ბავშვებს და ადრე მივალ სკოლაში.
-ელიზაბეტ! ხომ იცი რომ ვერ ვიტან როცა ასე ლაპარაკობ?
-მე კი ვერ ვიტან როცა ელიზაბეტს მეძახი,-დედამ იმდენად გამაბრაზა ამ სახელის დაძახებით, რომ კინაღამ წარბები შევიჭმუხნე, არადა ეს ჩემს კანს სულაც არ მოუხდებოდა. კიდევ კარგი დროზე გამახსენდა. უბრალოდ დედას ნაზად გავუღიმე იმიტომ, რომ ეს ღიმილი ყველას აჯადოვებდა, შემდეგ ლოყაზე ვაკოცე და გარეთ გავედი.
-ელ, ძვირფასო დღეს ფეხით მიდიხარ?-დედამ სამზარეულოს ფანჯრიდან გამომძახა.
-არა, რა თქმა უნდა, ასე ხომ ჩემს პრადას ფეხსაცმელებს გავაფუჭებ. ის იმისთვის არ შეუქმნიათ, რომ ზაფხულში ცხელ ასფალტზე იარო.
-ოჰ, შენ და შენი ცნობილი ფირმები! ნეტავ, როგორ არ გერევა ერთმანეთში?
-დედაა!-აღშფოთებით წამოვიძახე. როგორ შეიძლებოდა რომ ეს ფირმები ერთმანეში ამრეოდა? ეს იგივე იქნებოდა სახეზე ალოეს ნიღბის ნაცვლად შოკოლადის მუსი რომ წამესვა.
-კარგი, კარგი. მაშინ თუ მაგ შენი შანელის ფეხსაცმელების გაფუჭება არ გინდა შემოდი და შენი მანქანის გასაღები და სკოლის ჩანთაც გაიყოლე.
-ვაი, გასაღები და ჩანთა სულ გადამავიწყდა. ჰოდა, რაც მთავარია, ეს ფეხსაცმელები შანელის კი არა პრადასია.
როგორც იქნა სახლიდან გამოვაღწიე და უკვე ეშლის სახლის გზაზე მივდიოდი ჩემი უმშვენიერესი ვარდისფერი კაბრიოლეტით. რა ფირმის იყო ჩემი ავტომობილი ხანდახან ახლაც მავიწყდებოდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? მთავარია რომ ჩემი ტანსაცმლის უმრავლესობას უხდებოდა, ხოლო რომელსაც არ უხდებოდა, იმას მაშინ ვიცვამდი როცა ვერცხლისფერი ვოლვოთი მივდიოდი. ფიქრებში გართული კინაღამ ეშლის სახლს გავცდი. უცბად დავამუხრუჭე და დავასიგნალე. ეშლიმ სამზარეულოს ფანჯრიდან გამომხედა და დამინახა თუ არა რომ მე ვიყავი, მაშინვე გამოიქცა.
-ელ, საყვარელო, როგორ ხარ?
-კარგად, ეშლი, შენ?
-მშვენივრად. სემი უკვე სკოლაშია?
-არა, მასაც გავუვლით და ყველანი ერთად მივალთ. ჰო მართლა, დღეს დილით ნიღაბი გაიკეთე?
-ამმ, კი აბა რაა, მაგის გარეშე როგორ გამოვიდოდი სახლიდან?-ეშლი ასეთი დაბნეული მხოლოდ მაშინ იყო, როცა მატყუებდა.
-ეშლი! ახლავე მითხარი, მთელი დილა ისევ ენდრიუსთან მესიჯობაში გაატარე, ხო?
-ოო, კარგი რა, ეელ, ნუ იცი მასე. შენც გეყოლება შეყვარებული და მერე ვნახავთ როგორ მოიცლი ნიღბებისთვის.
-ვაიმე, უბრალო ბიჭის გამო მე ჩემს სახის უნაზეს კანს ვერ ვუღალატებ.
-ჰოდა მაშინ ბედნიერებას გისურვებ შენს სახის კანთან,-ეშლი საყვარლად ახითხითდა. როცა ასე იცინოდა წამში მავიწყდებოდა გაბრაზება.
მთელი გზა თავის და ენდრიუს ამბებს მიყვებოდა. ენდრიუ 5დღის წინ გაიცნო და ახლა მასზე აფანატებდა, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ასე ხდებოდა. უკვე სემიც შემოუერთდა ჩვენს კომპანიას. კიდევ კარგი, მას მაინც არ დავიწყნოდა ნიღაბი. ის ნამდვილი დედოფალი იყო ამ მხრივ, ნუ, რა თქმა უნდა, ჩემს შემდეგ. მე და სემი ძალიან ვგავდით ერთმანეთს ხასიათით იმიტომ, რომ ორივე მარტო ვიყავით. როგორც იქნა სკოლამდეც მივაღწიეთ. ავტოსადგომზე საუკეთესო ადგილი, რა თქმა უნდა, ჩემთვის გაენთავისუფლებინათ. მანქანა დავაყენე და სამივენი ერთად გადმოვედით. ნამდვილ პრინცესებს ვგავდით და უკვე აღარ გამკვირვებია, როცა ყველა ჩვენ გვიყურებდა, ბიჭები სიამოვნებით, ხოლო გოგონები კი შურით ანთებული თვალებით!




ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 9:26 PM | შეტყობინება # 12
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan davinteresdi pirveli tavi dzaan magari iyo momewona dzaan saintereso da gansxvavebuli siujetia . velodebi shemdeg tavs dzaan mainteresebs movlenebi rogor ganvitardeba


bachia_bachia555თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 9:46 PM | შეტყობინება # 13

206
19  +
33  ±
   ±
Offline
pirveli tavi zaan momewona smile arachveulebrivat wer, :*:*

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 9:52 PM | შეტყობინება # 14

842
83  +
   ±
Offline
მომეწონაააა biggrin happy ვაიმე ეს ელი რა პრანჭიააა surprised მატრაკვეცა biggrin biggrin ნიღაბზე რომ შეეკითხა დაქალს biggrin biggrin როგორ მაინტერესებს რა მოხდება, როდესაც ის ვიღაც ბიჭი გამოჩნდება biggrin მანქანა მომეწონა ძაან love შემდეგ თავში გამოჩნდება ის ბიჭი? biggrin ძალიან კარგად გიწერია ნაათ kiss

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 9:57 PM | შეტყობინება # 15
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
madlobt bavshveboo. eli martlac sashinlad matrakvecaa biggrin
Quote (bella-vampire)
შემდეგ თავში გამოჩნდება ის ბიჭი?

jer ar vici, mgoni ki happy



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 41
  • 42
  • »
ძებნა: