|
|
RoB-dOd | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-27, 10:01 PM | შეტყობინება # 543 |
572
Offline
| ნათია :ო ვაიმე ეს თავი ისეთი ამაღელვებელი იყო კინაღამ ტირილი დავიწყე... აუ ნეტა რა ხდება? :ო რატო აწყენინებს ელის? :ო აუ ეს ტაილერი კიდე რა? ვერ გავიგე რაა....
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: პარასკევი, 2011-04-29, 5:13 PM | შეტყობინება # 548 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| ♥vampiressa♥, Gamocdebis mere anu rodis ?? :))) Vaime Gaurkvevloba Mklavss ))
| |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2011-05-08, 2:55 AM | შეტყობინება # 551 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 34 (ორი დღის შემდეგ) ო ღმერთო, როგორ ვნერვიულობ. სულ რამოდენიმე საათში ჩემი წვეულება დაიწყება და მთელი ლოს-ანჯელესის ელიტა აქ მოიყრის თავს, მე კი უნაკლოდ უნდა გამოვიყურებოდე. 18წელი... ჰმ, რა მალე გავიდა ეს 18წელი და მე დღეს უკვე სრულწლოვანი ვხდები. ამდენი წლის განმავლობაში რამდენი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. ჯერ იყო და სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგო გავხდი, შემდეგ ჩვენს სკოლაში ჯესი გადმოვიდა და პირველივე დღეს დამატყვევა თავისი სილამაზით. შემდეგ რამოდენიმე დღე მასზე ტირილსა და ნერვიულობაში გავატარე, ბოლოს კი ჩემი პრინციპები ფეხქვეშ გავთელე და საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ჯესი მიყვარდა. შემდეგ თითქოსდა ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ დაწყევლილ წვეულებაზე ყველაფერი ჩაიშალა. იყო კვლავ ტირილი და ტკივილი.... შემდეგ ბედნიერი დღეები, სულ ბოლოს კი ეჭვი. ახლაც არის ის ეჭვი, რომელიც ჩემი გულის ყველაზე ბნელ და შეუმჩნეველ კუთხეშია მიყუჟული, ბოროტული თვალებით უცქერს სიყვარულს და შესაბამის მომენტს ეძებს ამ გრძნობის მოსაკლავად. მაგრამ კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე არასდროს არ დავუშვებ რომ ჩემი და ჯესის სიყვარული ეჭვმა დაანგრიოს. (რამოდენიმე საათის შემდეგ, წვეულებაზე) -და თქვენს წინაშეა დღევანდელი დღის მთავარი პერსონა, უმშვენიერესი ელი სკოტი-გამოაცხადა მამამ და მეც სცენაზე ავედი. ეს იდეა მე სულაც არ მომწონდა, მაგრამ ეშლიმ დაიჟინა, რომ ასე უფრო ეფექტური იქნებოდა ჩემი გამოჩენა. ხალხი აპლოდისმენტებით შემხვდა. უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ზიგს არც კი ვიცნობდი. მთელი სკოლა აქ იყო და მხიარულობდა, მაგრამ აი ის, ვინც ახლა დავინახე ნამდვილად არ იყო სასურველი სტუმარი. ჩემს წვეულებაზე ის წესით საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ბართან წითელ კაბაში გამოწყობილი კეიტ უილსონი იდგა და მხიარულად ელაპარაკებოდა კევინს, რომელმაც დღევანდელ საღამოს ბარმენის ფუნქცია იკისრა და არაჩვეულებრივ შოუს დაგვპირდა საღამოს დასასრულისთვის. ნეტავ ვინ დაპატიჟა აქ კეიტი? ან საერთოდ რატომ მოვიდა? ხომ იცის რომ ყველასთვის არასასურველი სტუმარი იქნება? მაგრამ იქნებ ყველასთვის არა? ამ ფიქრებით გაბრუებული ძლივს ჩამოვედი სცენიდან და ხალხში გავერიე, რომ ჯესი მომეძებნა. მართალია იმ საღამს უხეშად გავაგდე ჩემი ოთახიდან, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა საერთოდ არ შეცვლილა, თუ ტაილერის გამო ხშირად წაკინკლავებას არ ჩავთვლით... ჯესი ვერსად ვნახე და გადავწყვიტე სანამ მას ვნახავდი მანამდე კეიტი მომენახულებინა და აქედან მიმებრძანებინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ ბართან იქნებოდა და სწორედ იქითკენ გავემართე, მაგრამ იქ არ იყო. კევინმა მითხრა, რომ საპირფარეშოსკენ წავიდა. მეც მისკენ გავემართე, მაგრამ თან გული ცუდს მიგრძნობდა. ხალხს დარბაზის ცენტრში მოეყარა თავი და მუსიკით გაბრუბულები ცეკვავდნენ. ყველა მხიარულობდა ჩემს წვეულებაზე ჩემს გარდა. ვხვდებოდი, რომ კეიტის გამოჩენას უნდა დავლოდებოდი და მე არ უნდა მივსულიყავი მასთან, ვხვდებოდი რომ ასე აჯობებდა, მაგრამ რატომღაც ცნობისმოყვარეობამ იმდენად შემომიტია, რომ საღი აზრი დაჩრდილა და საპირფარეშოსკენ წავედი. გზაში მუსიკა პირდაპირ ტვინში მირტყვდა და ჩემი საყვარელი სიმღერაც კი უაზრო ხმაურად მეჩვენებოდა. როდესაც საპირფარეშოს დერეფანში შევედი ადგილზე გავიყინე და ვინატრე, რომ საერთოდ არ წამოვსულიყავი აქეთ. სწორედ ახლა მივხვდი რატომ მომეჩვენა „ნაითვიში“ ხმაურად. არ მინდოდა იმის გააზრება და ბოლომდე აღქმა რაც იქ ხდებოდა, ამიტომ მაშინვე გამოვბრუნდი და რაც ძალა და ღონე მქონდა გამოვიქეცი. გაინტერესებთ რა იყო ჩემი ასეთი რეაქციის მიზეზი? ჰმ, დარწმუნებული ვარ არ მოგეწონებათ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იგრძნობთ იმ ტკივილს, რომელიც მე ვიგრძენი. დერეფანში ჯესი და კეიტი იდგნენ. კეიტს ჯესიზე ხელები შემოეხვია და კოცნიდა. ნამდვილად არ მსურდა ამ მომენტში ჯესის დანახვა და სწორედ ამიტომ გამოვიქეცი. მაგრამ როდის იყო რომ მარტო ყოფნას გაცდიდნენ? გამოვიქეცი თუ არა, იმ წამსვე ჩემს უკან ფეხის ხმა და შემდეგ კეიტის ყვირილი „შენ მე უბრალო გოგო ხომ არ გგონივარო“ გაისმა. ჯესი მომსდევდა და თუ არ მოვინდომებდი მალე დამეწეოდა. ის იყო გარეთ უნდა გავვარდნილიყავი, რომ მკლავში ხელი ჩამავლო იმ მოღალატემ და თავისკენ შემატრიალა. მის თვალებში ვერაფრის ამოკითხვა ვერ შევძელი. ყველაფერს ტკივილი ფარავდა, მაგრამ ვერ მივხვდი რა უნდოდა მის თვალებში ტკივილს. -ხელი გამიშვი-გამოვცერი კბილებს შორის. -არა ელ. ჯერ უნდა მომისმინო. უნდა აგიხსნა... -ასახსნელი არაფერია. ხელი გამიშვი-უკვე ხმას მოვუმატე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი არავის ესმოდა, იმ~მხელა ხმაზე იყო ჩართული მუსიკა. -ელ მე მართლა არ მიკოცნია მისთვის. შენს თავს ვფიცავარ. ის მომვარდა თუ არა იმ წამსვე შენ შემოხვედი და უბრალოდ მისი მოშორება ვეღარ მოვასწარი. მართლა გეუბნები ელ, გთხოვ დამიჯერე. ჩვენს სიყვარულს ვფიცავარ... -არა ჯეს... არ შემიძლია, უბრალოდ არ შემიძლია... ამ ბოლო დროს უკვე იმდენ რამეს მიმალავ, რომ უბრალოდ ვეღარ გენდობი... იცი, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე, მგონი კეიტი მართალს ამბობდა-ვთქვი ეს და იმ წამსვე ჩემი ლოყები მდუღარე ცრემლებმა დაფარა. -რას გულისხმობ? -არ მინდა გამეორება გთხოვ... იცი რასაც ვგულისხმობ. -ელ მაპატიე მაგრამ ვერ ვხვდები. და იმ საიდუმლობს კი რომელსაც შენ გულისხმობ დღეს საღამოს აეხდება ფარდა. გთხოვ წადი, თავი მოიწესრიგე და გასასვლელში დამელოდე. გთხოვ ერთხელაც მენდე. ჯესის თხოვნამ ჩემზე ძალიან იმოქმედა და გადავწყვიტე, რომ ერთხელაც დამეჯერებინა მისთვის, მაგრამ საპირფარეშოში მიმავალს ისეთი რამ მომეშმა, რამაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება მაიძულა. კეიტი ვიღაც გოგოს ეუბნებოდა, რომ აქ ჯესიმ დაპატიჟა და რომ გუშინ ჩვენს პლიაჟზე იყვნენ... აი თურმე რატომ არ უნდოდა ჯესს ჩემი იქ წაყვანა. არა ჯეისონ უილიამს, ვეღარ ეღირსები ჩემს ნდობას! მორჩა, ყვეაფერი დამთავრდა! (ჯესი) ნამდვილი საშინელებაა. ელიმ სწორედ იმ მომენტში დაგვინახა, როცა ეს გადარეული კეიტი მეცა და შესაბამისად არასწორი დასკვნებიც გამოიტანა, მაგრამ მიუხედავად იმისა თუ რა დაინახა, როგორ იფიქრა რომ მე შემეძლო მისთვის მეღალატა? მით უმეტეს კეიტ უილსონთან? არა, ეს სრული სისულელეა. ახლა ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ ელი წამოსვლაზე დავითანხმო და დანარჩენი უკვე მე ვიცი. სულ არ მაინტერესებს რას იფიქრებს ხალხი, როცა აღმოაჩენენ ჩემი და ელის გაქრობას. ალბათ ძებნასაც დაგვიწყენებ, მაგრამ მე მანამდე არ მოვისვენებ სანამ ელს სიმართლე ბოლომდე არ გავაგებინებ. უნდა ვანახო, რომ სინამდვილეში ჩემი საღამოობით წასვლის მიზეზი ტაილერის მანქანა კი არა, ჩვენი სახლი იყო, რომელიც სანაპიროზე ავაშენე. უნდა მივიყვანო იქ და სწორედ იმ ადგილას უნდა ვთხოვო ხელი... მესმის, რომ ეს წინადადება მისთვის სრულიად მოულოდნელი იქნება, მაგრამ უნდა ვცადო, რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა ვცადო... (ელი) არა ეს როგორ გამიკეთა? საკუთარ დაბადების დღეზე მშვენიერი საჩუქარი მომიძღვნა ვერაფერს იტყვით... არაჩვეულებრივი იმის დანახვა როგორ კოცნის შენი შეყვარებული შენს მოსისხლე მტერს. არა და თან როგორ დამარწმუნა. ვაპატიე და დავუჯერე კიდეც, მაგრამ კიდევ კარგი სანამ წავყვებოდი კეიტის საუბარი გავიგონე, თორემ კიდევ ერთხელ გავსულელდებოდი. ახლა რა უნდა ვქნა? როგორ უნდა ვიცხოვრო ჯესის გარეშე? როგორ უნდა გავძლო მის გარეშე თუნდაც რამოდენიმე საათი? დღეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... რატომ შემემთხვა ასეთი რამ მაინც და მაინც მე? არ შეიძლება რომ მეც ვიყო ბედნიერი? ნუთუ არ შეიძლება? მართლაც რომ ბედის ირონიაა. დარბაზში ხალხი ჩემს წვეულებაზე ცეკვავს და ერთობა, მე კიდევ საპირფარეშოს იატაკზე მოვკალათებულვარ და მშვენიერ კაბას ცრემლებით ვისველებ. -ელ რა გჭირს?-თავის მოსაწესრიგებლად შემოსულმა სემიმ დამინახა და მაშინვე მეცა. -მოვკვდი სემ, მე მოვკვდი, აღარ ვარსებობ-გული სმომიჯდა და ხმამაღლა ტირილი დავიწყე-რატომ მაინც და მაინც მე? რა დავაშავე? სულ არ მჭირდება არანაირი ბრენდი. მომაშორეთ ყველაფერი ოღონდ ჯესი დამიბრუნეთ? რატომ სემ? რატომ?-ვტიროდი და თან სემს ვეხუტებოდი, ის კი თმაზე ხელს მისმევდა და ცდილობდა დავემშვიდებინე. მან იცოდა, რომ ასეთ დროს ჩემთვის არაფერი არ უნდა ეკითხა, უნდა ეცლია გულის მოოხება და შემდეგ უკვე დაწყნარებულზე გამოეკითხა ყველაფერი. -რატომ მოვკვდი ასე ადრე? ხომ შეიძლებოდა კიდევ ცოტა ხანს მეცოცხლა? რატომ წამართვა იმ კახპამ ჯესი? რატომ მომკლა? განა რა ნახა ჯესიმ მასში ისეთი რაც მე არ მაქვს? იქნებ მე არ ვიყავი სკმარისად კარგი მისთვის? მე ხომ უბრალო გოგო ვარ, ის კი მართლაც რომ ანგელოზია. ალბათ მე დავუშვი შეცდომა, მე ვერ ვუთმობდი ბევრ ყურადღებას და იმდენ სიყვარულს ვერ ვაგრძნობინებდი რამდენიც სჭირდებოდა. ალბათ სწორედ ამიტომ წავიდა სხვასთან-ვყვიროდი და თან ვხვდებოდი, რომ გულზე მეშვებოდა. თითქოს დიდი ლოდი მომაცილესო. როცა ჩემი მონოლოგი დავამთავრე უღონოდ მივესვენე სემის მხარზე და ჩუმად ტირილი განვაგრძე. -ელ, უკვე ერთი საათია აქ ვართ ძვირფასო, მოდი ცოტა მოწესრიგდი და გავიდეთ, თორემ დედაშენი ინერვიულებს, არადა ხომ იცი, მისთვის არ შეიძლება ნერვიულობა. -აჰ, რა დრო გასულა. კარგი, სულ ხუთი წუთიც სემ და გავიდეთ. მაკიაჟს შევისწორებ. ყველანაირად ვეცადე, რომ როგორმე ყველაფერი ისევ ისე გამეკეთებინა, როგორც წეღან, მაგრამ დასიებულ თვალებს ვერაფერი მოვუხერხე. გარეთ როცა გავედით ხალხი თითქმის უკვე დაშლილიყო, მხოლოდ რამოდენიმე სტუმარიღა დარჩენილიყო, ისინიც ოჯახის ახლობლები. დედამ რომ დამინახა ჩემი ჩამოშლილი თმა ცოტა კი ეუცნაურა, მაგრამ მე ბევრ ცეკვას დავაბრალე და ცოტა ხნით დავამშვიდე. სემი ერთი წამითაც კი არ მშორდებოდა გვერდიდან, ამასობაში ეშლიც ვიპოვეთ და სემმა მას ყველაფერი უამბო. ეშლი ისე გაცხარდა, რომ ძლივს გადავაფიქრებინეთ კეიტის მოკვლა და შემდეგ ჯესის ზედ მიყოლებაც, მაგრამ რატომღაც მე სიკვდილთან დაკავშირებული აზრი ჭკუაში დამიჯდა. მე ხომ წეღან სემს ვუთხარი რომ მოვკვდი და რა იქნება იმაზე კარგი თუ ეს მართლა მოხდება? თან ხომ თვითმკვლელობა ახლა არც ისე რთულია...
[color=purple]ეს კი ელის კაბა :)[/color]
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - კვირა, 2011-05-08, 3:04 AM | |
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: კვირა, 2011-05-08, 9:07 AM | შეტყობინება # 553 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| gulii (( shemdegi tavi mindaa ))
| |
|
|
♥izabella♥ | თარიღი: კვირა, 2011-05-08, 10:34 AM | შეტყობინება # 554 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| Na a a at es ra aris gamiskda qals guli agar shemidzlia tan es tvitmkvleloba ra aris kide tai guli mec movkvdi ogond jesis nacvlad ;(
| |
|
|
|