ლოს-ანჯელესის ანგელოზი
|
|
|
eeek | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 3:25 PM | შეტყობინება # 572 |
142
Offline
| araa celi ro mokvdes am fiks azri ekargeba:Dar mokvdeba:)))
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 8:09 PM | შეტყობინება # 573 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 9:28 PM | შეტყობინება # 574 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Quote (♥vampiressa♥) tu ar damezara dges davwer miyvarxar natii !! vaime ra kargi xarr...uhu vso vicdi dgheees !! Udzlieresi tavi iyo mec gaghiareb !!
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 11:45 PM | შეტყობინება # 575 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (ucnobiucnobi2) miyvarxar natii !! mec miyvarxaar exla viwyeb axali tavis weras Quote (ucnobiucnobi2) Udzlieresi tavi iyo mec gaghiareb !! didi didi madloa
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 1:49 AM | შეტყობინება # 576 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 36 (ჯესი) ელისგან ასეთ ქცევას არ მოველოდი, მეგონა როცა შემპირდა, რომ წამომყვებოდა და დამიჯერებდა თავის პირობას შეასრულებდა, მაგრამ ეტყობა მან ეს ყველაფერი უბრალოდ თავიდან მოსაშორებლად მითხრა. ისე უნდა მოვიფიქრო და როგორმე კეიტი ვაიძულო, რომ ელის უთხრას რაც ჩაიდინა. ყველაფერი მაგ ეშმაკის ბრალია. ჯერ იყო და ხმები გაავრცელა ვითომდა ელი არ მიყვარდა, მასთან მხოლოდ ფულის გამო ვიყავი და სინამდვილეში მიყვარდა, შემდეგ კიდე დაინახა, რომ ელი მოდიოდა და სპეციალურად მაკოცა. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, მით უმეტეს გოგო ასეთი უთავმოყვარეო როგორ უნდა იყოს. გოგონება პირიქით თავის დაფასება იციან ხოლმე და კეიტი კიდევ კისერზე მეკიდება და ყველაფერს აკეთებს, რომ უბრალოდ გავუღიმო მაინც... ან დღეს ელის ქცევა რა იყო. მთელი ღამე მაგის კარებთან გავატარე, რომ დილას არ გამპარვოდა და დავლაპარაკებოდი, მაგან კიდე შუადღისას კიბეზე ისე ჩაირბინა და ჩაჯდა მანქანაში, რომ ვერც კი შემამჩნია, რომ სასტუმრო ოთახში ვიყავი. სახლში ისეთი დატვირთული დაბრუნდა, გეგონებოდათ მოგზაურობიდან ჩამოვიდაო. ანუ უკვე მივიწყებს და ისევ ისეთი ხდება, როგორიც იყო. მე ყველანაირს მივიღებ, მაგრამ იმის უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემ, რომ ისე დამშორდეს, რომ არ ამახსნევინოს ყველაფერი... ერთ ბნელ ქუჩაში, ბორდიულზე ლამაზი ბიჭი იჯდა, ლუდს სვამდა და ფიქრობდა. ფიქრობდა მასზე, ვისაც გუშინ გული ატკინა და ცდილობდა რამე მოეფიქრებინა, რომ მათ შორის მდგარი ეშმაკი, რომელმაც გუშინ თავისი გაიტანა და მათი დაშორება შეძლო თავის ადგილზე მოესვა. ბიჭი ფიქრობდა, ფიქრობდა, შემდეგ რაღაც გაახსენდებოდა, მწარედ ჩაიცინებდა და ისევ ფიქრს აგრძელებდა. ლუდის ბოთლი უკვე ჩაცალა და გვერდით მიუდგა რამოდენიმე დაცლილ ბოთლს. უქმად ჯდომას არ აპირებდა, კიდევ ერთი ბოთლი გახსნა და სმა დაიწყო. ის ასეთ მდგომარეობაში ჯერ არავის ენახა. ასე მაშინაც კი არ დამთვრალა, როცა ელის დავიწყებას ცდილობდა კლუბში და შემდეგ მაიკლი ნახა. ახლა მისთვის მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ გათიშულიყო. ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა ახლა სახლში რა ხდებოდა. ეს რომ სცოდნოდა, ალბათ თვითონ გაასწრებდა ელს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სასმელი სულ არ ეკიდებოდა, ოდნავადაც კი არ დამთვრალა, ის კი აქ ჯდომას იქამდე აპირებდა, სანამ კარგად არ დათვრებოდა. ასე ხომ უფრო იოლი იქნებოდა ყველაფერი, მისთვის... ვერ ხვდებოდა, რომ ახლოა საჭირო მისი სწრაფად სახლში წასვლა იყო და არა ვიღაც მაწანწალასავით ქუჩაში გალეშვა. (ელი) მივფრინავდი, მაგრამ სიმშიდის ნაცვლად ჯერ მხოლოდ ხელის წვას ვგრძნობდი. ალბათ „იქ“ მისასვლელად ჯერ კიდევ დიდი დრო მქონდა და ადამინურ ტკივილს ამიტომ ვგრძნობდი. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ როგორც ამბობდნენ გვირაბის ბოლოს სინათლე სულაც არ ჩანდა. პრინციპში გვირაბი არც ყოფილა. უბრალოდ ყველაფერი ტრიალებდა და ვარდისფერ სივრცეში ვიძირებოდი. თან ეს ვარდისფერი საოცრად გავდა ჩემი სააბაზანოს კედლის ფერს. ვერაფერი გამეგო, რატომ არ სრულდებოდა ეს სივრცე და ზემოთ რატომ არ მივდიოდი? რატომ არ ვმსუბუქდებოდი? მაგრამ იქნებ სამოთხეს სულაც არ ვიმსახურებდი? იქნებ ზემოთ კი არა უფსკრულში უნდა წავსულიყავი და ჯოჯოხეთის ცეცხლში დავმწვარიყავი? მაგრამ სულერთია, ხომ მაინც უნდა დამეტოვებინა დედამიწა და ერთხელ მაინც დამეხედა ჩემი უსულო სხეულისათვის? მაგრამ მე ამას ვერ ვახერხებდი. სამაგიეროდ უფრო ვიძირებოდი ვარდისფერ სივრცეში და გარშემო ყველაფერი უფრო სწრაფად ტრიალებდა. ამ ყველაფერს გულის რევის შეგრძნებაც დაერთო და ბოლოს როგორც იქნა გავითიშე... (ჯესი) მივხვდი, რომ აქ ასე ჯდომას და ლუდით გაბერვას აზრი აღარ ჰქონდა, სასმელი მაინც არ მეკიდებოდა. ჯობდა სახლში წავსულიყავი და ელის დავლაპარაკებოდი. იქნებ როგორმე მისთვის ამეხსნა რაც მოხდა და დამერწმუნებინა ჩემს სიმართლეში. უკვე შუაღამე იყო და ტაქსის შოვნა გამიჭირდებოდა, მით უმეტეს ამ მიყრუებულ უბანში. ნეტავ მანქანა წამომეყვანა... მაგრამ რადაც არ უნდა დამჯდომოდა და სულ რომ ფეხით წასვლა დამჭირვებოდა სახლში მისასვლელად მაინც უნდა წავსულიყავი. წამოვდექი და გზას გავუყევი, რომ ცენტრალურ ქუჩამდე მივსულიყავი. მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ წვიმდა. დილით უფრო ჩუმად და მყუდროდ წვიმდა, ახლა კი თავსხმა იყო. ელავდა და საშინლად ქუხდა. თითქოს ბუნება ვიღაცას რაღაცას უკრძალავდა და აფრთხილებდა, მაგრამ ვის? ან რატომ? ახლა ამაზე ფიქრის თავი ნამდვილად არ მქონდა. პირველივე შემხვედრ ტაქსს ხელი დავუქნიე, სასწრაფოდ ჩავჯექი და სახლის მისამართი ვუთხარი. დაახლოებით ათ წუთში უკვე სახლის ეზოში ვიდექი და შიგნით შესვლას ვერ ვბედავდი. მთელი სახლი ჩაბნელებულიყო, მხოლოდ ელის ოთახიდან გამოდიოდა მკრთალი ნათელი, ალბათ ღამის ნათურა ენთო და მელოდებოდა, რომ კარგად გამოველანძღე და ბოლოს სახლიდანაც გავეგდე. მაგრამ სანამ ყველაფერს არ ავუხსნიდი, აქედან ფეხს არ მოვიცვლიდი. უკუნ სიბნელეში ძლივს ავუყევი მეორე სართულის კიბეებს და ელის კარებთან შევჩერდი. ჯერ კიდევ ვერ გადამეწყვიტა შესვლა, მაგრამ ბოლოს გულმა ვეღარ გამიძლო და ოთახში დაუკაკუნებლად შევედი. აი აქ კი საკმაოდ უცნაური გრძნობა დამეუფლა, რომელიც შემდეგ შიშმა შეცვალა. ოთახში არავინ იყო, მხოლოდ ელის საწოლზე იდო შავი ვარდი, მის ქვეშ კი კონვერტი. სააბაზანოდან ძლივს გასაგონად გამოდიოდა დებიუსის ხმა. ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ სააბაზანოსკენ წავედი და კარის გაღება ვცადე, მაგრამ როგორც ვეჭვობდი ჩაკეტილი აღმოჩნდა. -ელ სასწრაფოდ გამიღე კარი-ვცადე მშვიდად მეთქვა და კარზე კაკუნი ავტეხე, მაგრამ იქ სრული სიმშვიდე სიფევდა. წყლის ხმაც კი არ ისმოდა, ანუ ელი შხაპს არ იღებდა. -ელ გააღე კარი!-ჩემს ხმაში უკვე იგრძნობოდა აღელვება. -ელ არ მაინტერესებს, ვამტვრევ-დავიღრიალე ბოლო ხმაზე და კარი შევამტვრიე. ზუსტად სამ წამში, სამი საშინელება მოხდა: კარი შევამტვრიე, ადგილზე გავიყინე და მშვენიერი თეთრი ანგელოზი დავინახე, რომელიც ჯაკუზიში იწვა და ხელიდან სისხლი სდიოდა. ჩემს ტვინს არ უნდოდა, დაეშვა ის ფაქტი, რომ ეს ანგელოზი ელი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც მიიღო ეს ინფორმაცია და მე წამის უსწრაფესად მასთან გავჩნდი. ვცდილობდი ფრთხილად მემოქმედა, რომ ჭრილობა არ დამეზიანებინა, მაგრამ როდესაც მისი მარცხენა მაჯა ხელში ავიღე და შევხედე, გულზე მომეშვა. არანაირი ჭრილობა არ იყო, ეს იყო მხოლოდ უბრალო განაკაწრი, რომლიდანაც სუსტად მოდიოდა სისხლი. რა თქმა უნდა დამუშავება ამასაც ესაჭიროებოდა, მაგრამ სანერვიულო აღარაფერი იყო. უცბად ელის ხელში ჩემი დანა დავინახე, რომელიც სისხლით დასვრილიყო და ის წუთი დავწყევლე, როდესაც ელს ამ დანის არსებობა და ჩემი დანებისადმი მიდრეკილება გავუმხილე. დანა სასწრაფოდ გამოვაცალე ხელიდან და იქვე დავდე, შემდეგ კი ელი ფრთხილად ამოვიყვანე წყლიდან, გულზე მივიხუტე და მისი ოთახისკენ გავემართე. საწოლზე დავაწვინე, შემდეგ კი ოთახიდან გავვარდი და ჯესიკას დავუძახე. მესმოდა, რომ ახლა მისი ნერვიულობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ის ახლა აქ უნდა ყოფილიყო. როდესაც ჯესიკა ოთახში შემოვიდა, მაშინვე გაფითრდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო, მაგრამ მე მაშინვე ვუთხარი რაც ხდებოდა და ცოტათი დამშვიდდა. სინათლე აანთო და აფთიაქის ყუთი მოიტანა. მე ელის ხელი მეჭირა და ვევედრებოდი, რომ გონზე მოსულიყო. ჯესიკამ ჭრილობა მალევე დაუმუშავა და შეუხვია. შემდეგ კი ნიშადურის სპირტი ამოიღო და ელს ცხვირთან მიუტანა. მაშინვე გონს მოვიდა და მისუსტებული თვალებით გადმომხედა, შემდეგ დედამისს შეხედა და აშკარად გულდაწყვეტილმა მწარედ ჩაიცინა. ხელი გამომტაცა და გულზე მიიდო, თვალებიდან კი წყვილი ცრემლი გადმოსცვივდა. -ელ, ეს რატომ გააკეთე შვილო? რა მოხდა საყვარელო? ხომ იცი, რომ ყველა შემთხვევაში გვერდში დაგიდგები, რა საჭიროა უკიდურესი ზომების მიღება?-ჯესიკაც მშვიდი ხმა ნელ-ნელა აუკანკალდა და შემეძლო დამეფიცა, რომ ტიროდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მის სახეს ვერ ვხედავდი, იმიტომ რომ ელის დატოვებულ წერილს ვკითხულობდა და საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. როგორ შემეძლო, რომ ასეთი სუსტი და ნაზი არსებისთვის იმხელა ტკივილი მიმეყენებინა ჩემი სისულელით, რომ თვითმკვლელობაზე ეფიქრა? ნამდვილი იდიოტი ვარ! -დე, ძალიან გთხოვ ახლა ნუ მალაპარაკებ. ყველაფერი წერილში წერია, იმას გამოართვი და წაიკითხე-ჰმ, ელის ჩემი სახელის წარმოთქმაც კი არ სურდა. -ჯესიკა გამომართვი და ძალიან გთხოვ, თუ შეიძლება ცოტა ხნით მარტო დაგვტოვე, მე და ელს სალაპარაკო გვაქვს-ვთქვი და ჯესიკას წერილი გავუწოდე. -არა! ერთადერთი ვინც აქ ზედმეტია ეს ვაჟბატონია და იმედია მიხვდება რომ დაგვტოვოს! და თუ შეიძლება დედა შენც დამტოვე! შემეშვით! ყველანი წადით! ნუთუ ასეთი ძნელია რომ თავი დამანებოთ! ასე ძალიან გძულვართ რომ ერთ სურვილსაც კი ვერ მისრულებთ? რატომ არ სცემთ პატივს ჩემს გადაწყვეტილებას? -ელი უკვე ისტერიულად გაჰყვიროდა და ცრემლები სდიოდა, მაგრამ მასთან მიკარების უფლებას არავის გვაძლევდა. ამ ყვირილზე ოთახში დეივიც შემოვიდა. -მამა! მამა ჩემო საყვარელო, გთხოვ უთხარი ამათ რომ გავიდნენ! გეხვეწები მა, ძალიან გთხოვ-ელი უკვე წყნარდებოდა, მაგრამ ტირილს არ წყვეტდა. დეივი სასწრაფოდ შვილს ჩაეხუტა და გვანიშნა, რომ გავსულიყავით. ჯესიკას ვთხოვე, რომ დაწოლილიყო და დაესვენა, მაგრამ სასტიკი უარი მივიღე. ამბობდა სანამ დეივი არ გამოვა და ყველაფერს არ მოგვიყვება ფეხს არ მოვიცვლიო. ბოლოს დავითანხმე, რომ სასტუმრო ოთახში მაინც წამოსულიყო და დამჯდარიყო. მივხვდი, რომ საკმაოდ დიდხანს მოგვიწევდა ლოდინი და გადავწყვიტე ჯესიკას კითხვით აღსავსე მზერისთვის მეპასუხა, რომლითაც წერილის წაკითვის შემდეგ მიყურებდა და კითხვის დასმას ვერ ბედავდა. მოვემზადე და მოყოლა დავიწყე. აფსოლუტურად ყველაფერი მივუყევი დღევანდელი დღის ჩათვლით და ის შემპირდა, რომ დამეხმარებოდა. გამიგო და მიხვდა, რომ ელი სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და შემომთავაზა, რომ ხვალ ელს თვითონ წამოიყვანდა სანაპიროზე და მე მას ყველაფერს ავუხსნიდი, მაგრამ ის იყო უნდა დავთანხმებულიყავი, რომ ოთახში დეივი შემოვიდა და საშინელი მზერით დამაჯილდოვა. როგორც თქვა ელი საშინლად იყო და სულ იმას იმეორებდა, რომ არ მივეცით საშუალება წასულიყო და განთავისუფლებულიყო ამ ტკივილისგან. დეივიც საშინლად გრძნობდა თავს, ჩემსკენ არც კი იხედებოდა და მე მივხვდი, რომ უკვე ამ სახლში ზედმეტი ვიყავი. ჯესიკას ვუთხარი, რომ აღარ ღირდა ჩვენი გეგმის განხორციელება, რამაც საკმაოდ გააკვირვა დეივი, მაგრამ ახლა ყველაფრის თავიდან მოყოლა აღარ მინდოდა. აღარც აზრი ჰქონდა, იმიტომ რომ მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება. ელის არაფრის გაგონება არ სურდა და მე არც ვაიძულებდი, რომ ჩემთვის მოესმინა თუ არ უნდოდა. მე მას ტკივილს ვაყენებდი და კინაღამ მან ჩემს გამო თავიც კი მოიკლა. ახლა უკვე საკუთარ თავს ვეღარ მივცემდი უფლებას, რომ მასთან ვყოფილიყავი. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, მე აღარასდროს აღარ მივაყენებ ჩემს სიცოცხლეს ტკივილს, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე, ხვალვე შევალ დირექტორთან და ხელს მოვუწერ მოსაწვევზე, რომელსაც ვადა ზეგ გასდიოდა. დიახ, მე ესპანეთში გავემგზავრები, რაც შესაძლოა ყველაზე შორს ელისგან და თუ საჭირო გახდება იმის იქითაც წავალ, მაგრამ ელს ტკივილს აღარასდროს მივაყენებ. უხმოდ ავედი ჩემს ოთახში, სპორტული ჩანთა ავიღე, ჩემი ნივთები ჩავალაგე, ბოლოს კი საწერი მაგიდის უჯრა გამოვაღე და მოსაწვევი ამოვიღე. დაბლა რომ ჩავედი დეივმაც შემომთავაზა დახმარება, როგორც ჩანს ჯესიკას მისთვის უკვე ყველაფრის მოყოლა მოესწრო. მაგრამ მე მათ ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი და ვთხოვე, რომ როცა ელი გამომჯობინდებოდა მისთვის აუცილებლად ეთქვათ, თუ რა ძლიერ მიყვარს ის და რომ ყოველთვის მეყვარება. შემდეგ დევემშვიდობე და წამოვედი. არც კი ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი, მაგრამ შემდეგ ჩვენი სანაპიროს სახლი გამახსენდა, რომელმაც ვერ მოასწრო, რომ „ჩვენი“ გამხდარიყო და მისკენ გავემართე.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
Renesmee | თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 1:59 AM | შეტყობინება # 577 |
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
Offline
| raaaaaa sacyali tavia :s :s auuuuuuuuaaaaaaxaaaaaliiiii mindaa ukvee !!!
♥.. Renesmee..♥
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 2:39 PM | შეტყობინება # 579 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (♥izabella♥) boriti adamiani xom xar araaa ar var imitom rom sul yvelaze bevri 5tavigaa darchenili
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 6:05 PM | შეტყობინება # 582 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 37 იმ ავადსახსენებელი დღის შემდეგ უკვე ორი დღე გავიდა, უფრო სწორად კი საშინლად გაიწელა. ხელი ოდნავღა მეწვოდა, მაგრამ დედა სახვევის მოხსნის უფლებას არ მაძლევდა. იმ ღამეს მალევე ჩამეძინა, მაგრამ სამაგიეროდ დილა გამოდგა საშინელი. დედამ მითხრა, რომ ჯესი ჩვენი სახლიდან წასულა და ჩემთვის დაუბარებია, რომ ძალიან ვუყვარდი. ამ სიტყვების გაგონებისას ჩემში ვითომდა მიმალულმა გრძნობებმა გაიღვიძეს და ცრემლების სახით მოევლინნენ დედამიწას. დედამ მაშინვე ინანა რომ ეს მითხრა, მაგრამ დავამშვიდე, ვუთხარი რომ ისეთი არაფერი მომხდარა და ჩემს ოთახში ავედი. ამ ორი დღის განმავლობაში ჩემს სააბაზანოში ვერ შევდიოდი, სტუმრების აბაზანით ვსარგებლობდი. მართალია მოახლემ იმ ღამესვე ყველაფერი დაალაგა და ახლა იქ სისხლის ერთ კვალსაც კი ვეღარ ნახავდით, მაგრამ იქ შესვლისას მაინც უცნაური გრძნობა მეუფლებოდა. ის დღე მახსენდებოდა და ვნანობდი, რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე. მაშინ რომ სისხლის დანახვაზე გული არ წამსვლოდა საქმეს ბოლომდე მივიყვანდი და ახლა უკვე ზემოდან, მშვიდად გადმოვყურებდი ჩემს ოჯახს. სხვა თუ არაფერი ამდენ ტკივილს მაინც აღარ ვიგრძნობდი. მაგრამ ახლა, უკვე ისედაც დიდი ტკივილი მივაყენე ჩემს მშობლებს და თავს უფლებას აღარ მივცემ, რომ ჩემი ეგოისტობის გამო ისინი დავტანჯო. გოგონები ყოველ დღე მოდიან ჩემთან, ათას სისულელეზე მელაპარაკებიან რომ როგორმე ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინონ, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ. სულ უაზროდ ვტირი, ან ფანჯარაში ვიყურები, საკუთარი ოთახიდან აღარ გამოვდივარ. არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ რატომღაც ფანჯარას ვერ ვცილდები, თითქოს ველი, რომ ის დაბრუნდება, მოვა და მეტყვის, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი იყო არაფერი მომხდარა. გუშინ საღამოს დედამ დამიწყო მასზე ლაპარაკი და მთხოვა, რომ მომესმინა, მაგრამ როგორც კი მისი სახელი გავიგე, მაშინვე ჩემს ოთახში ავვარდი და ლაპარაკის დასრულება აღარ ვაცადე. ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია. როცა მისი სახელი მისმის, თითქოს ჭრილობა ახლიდან მეხსნება და ტკივილი გაასმაგებული ძალით მაწვება გულზე. აღარ მინდა რომ დიდხანს გავაგრძელო ასე, მაგრამ რა ვქნა არ ვიცი, როგორმე უნდა დავივიწყო ის და ძველი ელი დავაბრუნო. მართალია იმ მეტიჩარა და თვითკმაყოფილ ელს უკვე ვეღარ ვიტან, მაგრამ ის მხოლოდ ერთი რამით მჯობია: არ სტკივა და არ იტანჯება, არაფერი მიაქვს გულთან ახლოს... არა, არც ეს მაწყობს. არ მინდა ისევ ისეთი გავხდე როგორიც ვიყავი. მგონი ჯობია „რეაბილიტაციის კურსები“ დღესვე დავიწყო, ახლა ავდგე, მოვემზადო და სკოლაში წავიდე. მაინც უთენია გამეღვიძა და ვეღარც დაძინებას ვახერხებ. ასე რომ სხვა საზრუნავი აღარაფერი დამრჩა. საწოლიდან მალევე წამოვდექი და გავბედე სააბაზანოში შესვლა. მართალია იქ შესვლისთანავე საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი, მაგრამ ცოტა ხანში გადამიარა და შხაპიც თავისუფლად მივიღე. დღეს მზიანი ამინდი იყო, მაგრამ არჩევანი მაინც ბაც ვარდისფერზე შევაჩერე და ჩემი დღევანდელი ტანისამოსიც ამ ფერებში გადავწყვიტე. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმები ცხენის კუდად შევიკარი, ზურგჩანთა ავიღე და დაბლა ჩავედი. დედა სამზარეულოში იყო და ჩაის სვამდა. ჩემი დანავა საკმაოდ გაუკვირდა და ეს არც დაუმალია. -რამე ხდება ძვირფასო? სად მიდიხარ? -სად უნდა მივდიოდე დეე? რა თქმა უნდა სკოლაში. ისედაც ბევრი გამიცდა და გამოცდებზე სულაც არ მინდა რომ ჩავფლავდე. ჰოდა მართლა, შეიძლება იქიდან გოგონებთან გავიარო და ცოტა შემაგვიანდეს, კარგი? -კარგი საყვარელო. ძალიან მიხარია თუ თავს უკეთ გრძნობ. მაგრამ ეს მართლა ასეა თუ უბრალოდ ....? -თუ უბრალოდ.-სწრაფად მოვუჭერი, დიდი ძალისხმევის შედეგად ოდნავ გავიღიმე და სახლიდან გავედი. დღეს ნამდვილად არ მსურდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამიტომ ვერცხლისფერი ვოლვოთი წასვლა ვარჩიე ვარდისფერ კაბრიოლეტს. გზიდან გოგონებს დავურეკე, როგორც ყოველთვის ეშლისთან იყვნენ და ყავას სვამდნენ. მოკლედ რაც ეშლის მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ საცხოვრებლად, მან და სემმა სრული ზეიმი მოიწყვეს. სემი სახლში მხოლოდ დასაძინებლადღა მიდიოდა, ისიც ათასში ერთხელ. ტელეფონზე სემმა მიპასუხა და ჩემი ხმის გაგონებისას გაოცების შეძახილი აღმოხდა. -ელ, შენ რა მართლა მართლა აპირებ სკოლაში წასვლას? -კი სემ და ძალიან გთხოვ ამ თემაზე ასე ნუ მელაპარაკები, დიდი ამბავი თუ სკოლაში წასვლა გადავწყვიტე. -აჰ ჰო, მაპატიე ელ. ვიცი რომ არ გსიამოვნებს როცა ისე გექცევით, როგორც... -არ დაასრულო, ისედაც ცხადია რაც ვარ. ახლა კი მოემზადეთ, მალე თქვენთან ვიქნები და სკოლაში ერთად წავიდეთ. -კარგი ძვირფასო. დაახლოებით 10წუთში უკვე სამივენი ჩემს მანქანაში ვისხედით და სკოლისაკენ მივდიოდით. გოგონებმა ათასი კომპლიმენტით ამავსეს და მოდაზე დაიწყეს საუბარი, რომ როგორმე გავერთე, მაგრამ შემდეგ შემთხვევით ეშლის წამოსცდა რომ გუშინ ენდრიუსთან დარჩა და როცა მიხვდა, რომ „ის“ გამახსენდა და გული მეტკინა, მაშინვე მომიბოდიშა. ვეღარ გავძელი დიდხანს ასე და სკოლის ავტოსადგომზე როცა გავჩერდით, სანამ მანქანიდან გადავიდოდით გოგონებს მივუბრუნდი და ვუთხარი: -ბავშვებო, ხომ იცით, ახლა ძალიან რთული პერიოდი მაქვს და არ მინდა, რომ ჩემს გამო ყოველი სიტყვის აწონ-დაწონვა და გაანალიზება მოგიწიოთ. არ მინდა, რომ ჩემთან ყოფნისას თავი დაძაბულად იგრძნოთ. იქნებ აჯობებს, სანამ გადამივლის მარტო ვიყო? რომ თავი არ მოგაბეზროთ და არ დაგკარგოთ-ბოლო სიტყვებზე ერთი მოღალატე ცრემლი გადმომიგორდა თვალიდან, რომელიც მაშინვე მოვიწმინდე. ჩემი სიტყვის დასრულება და ორივემ ერთხმად იმხელა ხმაზე იკივლეს, დარწმუნებული ვარ ყურის ექიმი დამჭირდებოდა დროზე რომ არ გაჩუმებულიყვნენ. ჩემი სიტყვების გამო საშინლად გამლანძღეს და მეორედ ასეთი სისულელის გამეორება ამიკრძალეს. შემდეგ კი სამივენი ერთად გადავედით მანქანიდან და სკოლისაკენ გავემართეთ. საკლასო ოთახში შევედით თუ არა, ზარიც მაშინვე დაირეკა, თითქოს ჩვენს მისვლას ელოდებოდაო. სემიმ და ეშლიმ თავისი ადგილები დაიკავეს, მე კი უკანა მერხთან დასაჯდომად გავემართე. რატომღაც ველოდი, რომ ჩემს გვერდით ადგილი როგორც ყოველთვის მას ექნებოდა დაკავებული, მაგრამ შევცდი. ის არამცთუ საკუთარ ადგილზე, არამედ სკოლაშიც კი არ იყო, თან თურმე უკვე ორი დღეა აცდენდა. ეს ამბავი მეუცნაურა, მაგრამ აღარ ჩავძიებულვარ და გაკვეთილზე ისე ყურადღებით ვიჯექი, რომ მგონი მთელი თორმეტი წელი არ მისმენია მასწავლებლისთვის ასე. გაკვეთილი მალევე დამთავრდა და მხარდამჭერთა გუნდის ვარჯიშზე ჩავედი. ჩვენ ვარჯიში ფეხბურთის გუნდთან ერთად გვიტარდებოდა და მეეჭვებოდა, რომ თამაშის წინ, გუნდის კაპიტანს, ანუ მას ვარჯიში გაეცდინა, მაგრამ ის არც აქ იყო. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვარჯიშის დამთავრებისთანავე ტაილერთან მივედი. -ისა, ტაილერ... გამარჯობა-ძლივს დავიწყე საუბარი-მმ, იცი რაღაც მინდა გკითხო, შეიძლება?-ნერვიულობისგან უკვე სისულელეებს ვროშავდი. -ვაუ ელ სკოტი? შენ ჩემთან მოხვედი, რომ რაღაც მკითხო? სასწაულია!-ბიჭს მართლაც რომ გულწრფელად უხაროდა. -იცი, მაინტერესებს, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია საერთოდ გკითხო თუ არა... -მკითხე-შემაგულიანა ტაილერმა. -იცი, დღეს ჯესი სკოლაში არ იყო და როგორც გავარკვიე ეს ორი დღეა აცდენს. ხომ არ იცი რაშია საქმე? -ჯესი? ჰმ! მაგას რა კითხვა უნდა! შენ რა მართლა არ იცი? -რომ ვიცოდე არ შეგეკითხებოდი-უკვე ნერვიულობას გაბრაზებაც დაემატა. -ჯესი და კეიტი ერთად გაემგზავრნენ ესპანეთში-ამ დროს ჩემი გულის ცემამ პიკს მიაღწია და დარწმუნებული ვარ, რომ სადაცაა წავიქცეოდი. ეტყობა ეს ტაილერმაც შენიშნა და მკლავში მაგრად ჩამავლო ხელი. -ისაა ეეელ, გამოფხიზლდი რაა, მოგატყუე. მართლა კი არა, უბრალოდ გაგეხუმრე. არც მიფიქრია თუ ასეთი რამ დაგემართებოდა. აი კეიტი, გაიხედე, იქ დგას ვიღაც ბიჭთან ერთად, ალბათ საწყალი მისი ახალი მსხვერპლია და მასაც უპირებს, რომ ძალით აკოცოს მისი შეყვარებულის თვალწინ! უიი, მგონი ზედმეტი წამოვროშე. -მოიცა რა თქვი? გაიმეორე რა თქვი?-ვხვდებოდი, რომ გონება უცბად გამინათდა და ის მომენტი გამახსენდა, როცა ჯესი მეფიცებოდა, რომ კეიტმა ძალით აკოცა. -კი ელ, სწორად გაიგე. საერთოდ ყველაფერი კეიტის დაგეგმილია. მას იმდენად უნდოდა ჯესისთან ყოფნა, რომ თავისსავე ილუზიაში ჩაიძირა და ყველას უყვებოდა მათი რომანის ამბავს, რაც სრული აფსურდია. -ტაილერ, სასწრაფოდ მითხარი რომ ჯესი ჯერ არ გამგზავრებულა გთხოვ. -ჯერ არ გამგზავრებულა, მაგრამ ახლა ალბათ უკვე აეროპორტში შედის. დაახლოებით თხუთმეტი წუთი გაქვს რომ მიუსწრო! -კარგი, დიდი მადლობა!-ბიჭს სწრაფად ვაკოცე ლოყაზე, შემდეგ კი ავტოსადგომისკენ გავიქეცი, მანქანაში შევხტი, დავქოქე და გავემართე ჩემი ბედნიერების დასაჭერად. მე მას არავითად შემთხვევაში არ მივცემდი უფლებას, რომ გაქცეულიყო! ვერ მოგართვი ჯესი უილიამს! არსადაც არ გაგიშვებ!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
Renesmee | თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 7:49 PM | შეტყობინება # 584 |
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
Offline
| ucnobiucnobi2, მეც მაგ ფრაზაზეე დამემართა ჩემი.. აი ჟრიალბრიალი.. რა მმმარგაია.. ხო მიუსწრებს? ხო მიუსწრეეეეეეეებს !!!! თუ არადა ვინც ნათიას ხვდება ხოლმე ლაივში იმას გადავცემ რომ სცემოს ! ":დდდდ
♥.. Renesmee..♥
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 7:55 PM | შეტყობინება # 585 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|