♥vampiressa♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-27, 5:09 PM | შეტყობინება # 540 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 33 რა არის იმაზე უკეთესი, როდესაც დილით საყვარელი ადამიანის მკერდზე მიხუტებული იღვიძებ? დამეთანხმეთ რომ არაფერი, მით უმეტეს თუ თქვენი მშობლები მთელი დღეები საყიდლებზე დადიან. საყიდლები! ჯანდაბა, სულ დამავიწყდა! სულ რაღაც სამ დღეში ჩემი დაბადების დღეა, მე კი ჯერ კაბაც კი არ შემირჩევია, კლუბზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არა ასე არ შეიძლება, სხვა თუ არაფერი სრულწლოვანი ვხდები. საწოლიდან სასწრაფოდ წამოვხტი, რითაც შემთხვევით ჯესი გავაღვიძე, ხალათი შემოვიცვი და დაბლა ჩავვარდი, რომ დედა მენახა და მეთქვა, რომ დღეს და ხვალ სკოლაში არ წავიდოდი, რადგან ზეგ ჩემი დაბადების დღე იყო და მომზადება მჭირდებოდა. -დედაა, დეეე!-ვიძახდი და მთელს სახლში დავრბოდი, მაგრამ დედა არსად ჩანდა. -ნატალი!, დედა სად არის? -ახლა უკვე მოახლეზე გადავედი. -მის ელ, დედათქვენმა დაიბარა რომ საქმეზე მიდიოდა და დილით ადრე წავიდა. გნებავთ რამე? -არა ნატალი, გმადლობთ, შეგიძლია წახვიდე. და ჰო მართლა, მე მივდივარ, დაბადების დღისთვის უნდა მოვემზადო და თუ ვინმე მიკითხავს უთხარი რისთვისაც წავედი. -კარგით. თქვენის ნებართვით-თავი დამიკრა და ოთახიდან გავიდა. მე მაშინვე ჩემს ოთახში ავვარდი, რათა მოხერხებულად ჩამეცვა, რომ შემდეგ მთელი ლოს-ანჯელესი შემომევლო და საუკეთესო წვეულება მომეწყო. ჯესი უკვე ჩაცმული დამხვდა და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩემს სამკაულებში იქექებოდა. -ჯეს, რას აკეთებ?-ვკითხე ჩუმად და კარი ზურგს უკან მივიხურე. -ამმ... არაფერს, უბრალოდ რაღაცას ვეძებ, მალე გაიგებ ყველაფერს-მითხრა, შუბლზე მაკოცა, ზარდახშიდან ანგელოზის ფორმის გულსაბნევი ამოიღო და ოთახიდან გავარდა. ოჰ ღმერთო, რა ხდება? როგორ ყველაფერი უცნაური მე უნდა დამემართოს? ჯერ იყო და ჩემი დაბადების დღე დამავიწყდა, შემდეგ დედა ისე წავიდა სახლიდან, რომ არ დაიბარა სად მიდიოდა, ბოლოს კი ჯესი ჩემს ნივთებში იქექებოდა. არა, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის რას ნიშნავდა რომ მითხრა ყველაფერს მალე გაიგებო და ოთახიდან გავარდა? არაფერი მესმის. ამდენი ფიქრისგან გაბრუებულმა გარდერობი გამოვაღე და რაც პირველი იდო და რაც ყველაზე მოხერხებულად მივიჩნიე ის გამოვიღე. ჯინსი და თხელი მაისური სწრაფად ჩავიცვი, ფეხი კონვერსებში ჩავდგი, ჩანთაში მობილური და საფულე ჩავიგდე, ყურსასმენები გავიკეთე და კიბეზე დავეშვი. დაახლოებით ხუთ წუთში უკვე მანქანაში ვიჯექი და ეშლის სახლისკენ მივდიოდი, სადაც ეშლი და სემი მელოდებოდნენ, რომ წამომყოლოდნენ წვეულების საქმეებზე. გზაში იმაზე ვფიქრობდი თუ რომელ კლუბში გადამეხადა წვეულება, მაგრამ თავში აზრად არაფერი მომდიოდა, სულ იმაზე ვფიქრობდი თუ რატომ მითხრა ჯესიმ ყველაფერს მალე გაიგებო? ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული? ან დედამ და მაგან რატომ გადაწყვიტეს ერთად გაქრობა? ჯესი ისე წავიდა, რომ არც კი უთქვამს თუ სად მიდიოდა, ასევე მოიქცა დედაც.... ღმერთო, რა ხდება? არ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ვიყო გაურკვევლობაში? ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე რომ შუქნიშანი წითელს უჩვენებდა და გზა განვაგრძე, რის შედეგადაც კინაღამ გვერდიდან მომავალი სატვირთო შემასკდა. რამოდენიმე წამში მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გადამირბინა და იმ მომენტზე შეჩერდა, როცა ჯესიმ პირველად მითხრა, რომ ვუყვარდი. სულ რამოდენიმე წამიც და მე უკვე ამ უზარმაზარი სატვირთოს ბორბლებში აღმოვჩნდები და ყველანაირი გაურკვევლობაც დასრულდება. აი ახლა კი ალბათ უნდა გავფრინდე, ნუ ჩემი სული გაფრინდეს, მაგრამ მოიცა, ეს რა ხდება? უამრავი მანქანის სიგნალი და სატვირთოს მძღოლის ყვირილი ჩემსკენ იყო მომართული -გოგონა რას აკეთებ, მღუპავ? შენ თუ სიცოცხლე მოგბეზრდა მე რაღას მერჩი? როგორღა მომესვენა შენ რომ რამე მოგსვლოდა?-მოიცა, მე რა გადავრჩი? -გაიარე რა, არ გეყო რაც ჩაიდინე?-მომესმა ხმა უკნიდანაც. რაც შემეძლო მოვინდომე და საკუთარი თავი დავაწყნარე. ერთიანად მაკანკალებდა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე, მანქანა დავქოქე და იქაურობას მოვცილდი. ეშლის სახლამდე სულ ცოტაღა რჩებოდა, ამიტომ ჯერ უნდა მომეთმინა, შემდეგ კი საშუალება მომეცემოდა თავისუფლად მეტირა. ეშლის სახლის წინ სწრაფად დავამუხრუჭე, სასწრაფოდ მანქანიდან გადმოვედი და გავიქეცი. ეშლიმაც დამინახა, შეშინებულმა კარი გააღო და გარეთ გამოვარდა. მაშინვე მივვარდი და ჩავეხუტე. მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ ცუდად ვიყავი. მივხვდი, რომ საიმედო ხელში ვიყავი და თავს მოდუნების საშუალება მივეცი, სწორედ ამ დროს თვალთ დამიბნელდა და ვეღარაფერს ვგრძნობდი ეშლის და სემის ცივი ხელების გარდა. დაახლოებით 15წუთი ასე ვიდექი და ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ წავქცეულიყავი, შემდეგ კი თავს ძალა დავატანე და თავი ეშლის თმებიდან ამოვყავი. -მაპატიეთ გოგოებო, შეგაშინეთ...-წავილუღლუღე და ეშლის ოთახისკენ გავემართე. კიდევ კარგი დედამისი სახლში არ იყო და ასეთ მდგომარეობაში ვერ მნახა. ოთახში შევედი თუ არა, მაშინვე პუფისკენ გავემართე და როცა დავჯექი, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი დაღლა... სემიმ მაშინვე წყალი მომირბენინა, ეშლიმ კი სანამ დავლევდი, შიგნით დამამშვიდებელი ჩააწვეთა და გამომიწოდა. ერთი მოსმით დავლიე და თავი ვაიძულე, რომ ცოტათი მაინც დავმშვიდებულიყავი, თორემ გოგონებს უკვე ალბათ ძალიან ეშინოდათ. დამამშვიდებელმა მალევე იმოქმედა და კანკალმა გამიარა. როცა დავრწმუნდი, რომ არ წავიქცეოდი წამოვდექი და სარკისკენ გავემართე. ჩემი თავი ასეთ მდგომარეობაში ჯერ არ მენახა: სრულიად თეთრი, ჩაწითლებული და დასიებული თვალები და დამძიმებული ქუთუთოები. ისეთი შესახედაობა მქონდა, იფიქრებდით რომ რამოდენიმე დღის გამოუძინებელი ვიყავი. საკუთარ თავს დიდხანს ვათვალიერებდი, მაგრამ ეს ყველაფერი ეშლიმ შემაწყვეტინა: -ელ, ღმერთო აღარ აგვიხსნი რა მოხდა?-მკითხა განერვიულებულმა. -მაპატიეთ გოგონებო, ვიცი ძალიან შეგაშინეთ. უბრალოდ... უბრალოდ ისეთი არაფერი... დღეს კინაღამ-დიდხანს შევყოვნდი შესაფერისი სიტყვის საპოვნელად, რათა „სიკვდილის „ გამოყენება არ მინდოდა-კინაღამ წავედი. -რაა? სად წახვედი? ელ ძალიან გთხოვ გასაგებად ილაპარაკე-სემისაც კი, რომელიც წარმოიდგენელი ნებისყოფით გამოირჩეოდა ნებისყოფამ უმტყუნა. -უბრალოდ თქვენთან რომ მოვდიოდი შუქნიშანზე წითელი ვერ შევამჩნიე და კინაღამ სატვირთომ გამიტანა-ვთქვი და ნერვიულობის დასაფარავად გავიცინე, მაგრამ გოგონები მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს პანიკური სიცილი იყო. უხმოდ მოვიდნენ ჩემთან და ჩამეხუტნენ, თმაზე მეფერებოდნენ და მეც რაღაცნაირად თავი ძალიან მყუდროდ ვიგრძენი. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შენ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ, მას სჭირდები და შენი აქედან წასვლით გულს ატკენ. ყოველთვის მეგონა, რომ ძლიერი პიროვნება ვიყავი და არაფრის შემეშინდებოდა, მაგრამ დღეს ჩემს სიმხდალეში დავრწმუნდი. უფლის ნებით არაფერი მომხდარა, სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩი, მაგრამ იმის გაფიქრებითაც კი, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო, გული მეკუმშებოდა. როცა დავრწმუნდი, რომ საბოლოოდ დავწყნარდი და ნერვიულობის საბაბი აღარ მქონდა, გადავწყვიტე ის საქმე განმეხორციელებინა, რისთვისაც აქ მოვედი. -ისაა... ბავშვებო, არ წავიდეთ? -სად?-გაოცებით მკითხეს ეშლიმ და სემიმ. -სად და იქ სადაც უნდა წავსულიყავით, მთელი ლოს-ანჯელესი შემოვიაროთ და ჩემი წვეულებისთვის ყველაფერი ვიყიდოთ, 18წელი უბრალო თარიღი ხომ არ არის-გავიცინე და წამოვდექი, უკვე იმდენად ვიყავი ამაზე გადართული, რომ სახლში ვეღარ ვჩერდებოდი. მთელი დღე საყიდლებზე სიარულში დავხარჯეთ. მე პირადად, მგონი რამოდენიმე მაღაზია მთლიანად დავაცარიელე, ისე კი არც ეშლი და სემი ჩამომრჩნენ. რაც კი მომეწონა ყველაფერი ვიყიდე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა ის რამოდენიმე თვე ვერ ჩამეცვა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ სეზონის შესაფერი არ იყო. აი წვეულების კაბაზე კი საკმაოდ გავწვალდი. ყველა კაბა ისეთი ერთფეროვანი და მოდიდან გასული იყო, რომ მეგონა წვეულებაზე ჯინსებით მომიწევდა წასვლა, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ეს გავიფიქრე, სემიმ ისეთი არაჩვეულებრივი კაბა დამანახა, რომ კინაღამ სუნთქვა შემეკრა. სიმართლე ითქვას და კაბა ღირებულად თითქმის უმნიშვნელო იყო, მაგრამ მე ძალიან მომეწონა. მისი ზედა ნაწილი შავ კორსეტს წარმოადგენდა, ქვემოთ კი ფუშფუშა ვარდსიფერი ქვედაბოლო ჰქონდა მიმაგრებული. კორსეტზე გულთან მიმაგრებული იყო ვარდისფერი პეპელა, კაბაზე კი შავი ლენტი, რაც ავსებდა ამ ყველაფერს. ამ კაბის აღმოჩენით საოცრად გახარებულმა, ახლა უკვე ფეხსაცმელზე და შესაბამის აქსესუარებზე დავიწყე ფიქრი. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, დღეს ისე მომწონდა ყველაფერი ბავშვური, რომ ვარდისფერი კონვერსები, ზოლიანი წინდები და პატარა დიადემაც შევიძინე. ამის დანახვაზე ეშლი სიცილით კინაღამ გაიგუდა, ასეთივე მდგომარეობაში იყო გამყიდველიც. საყიდლებით იმდენად დაღლილები ვიყავით, რომ უკვე კლუბის არჩევის ძალაც აღარ გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საქმეში ინტერნეტი დაგვეხმარებინა და სემის მანქანით პირდაპირ სახლისკენ გავწიეთ. სიმართლე ითქვას კლუბების დიდი არჩევანი არ იყო, მხოლოდ რამოდენიმე მომეწონა, მაგრამ საბოლოო არჩევნისთვის, მაინც გადავწყვიტე ადგილზე მივსულიყავი და ყველაფერი დეტალურად მენახა. ეს საქმე ხვალისთვის გადავდეთ, რადგან ჯერ ერთი უკვე ღამე იყო და მეორეც, ძალიან დაღლილები ვიყავით. ეშლიმ ბევრი მეხვეწა ჩემთან დარჩიო, მაგრამ მე გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე, რომ სანამ ჯესი გადაწყვეტდა როდის გაემხილა ჩემთვის ყველაფერი, მანამდე მე გამერკვია და სახლისკენ გავწიე. სემიმ არაფრით არ მომცა უფლება, რომ დღევანდელის შემდეგ საჭესთან დავმჯდარიყავი, მით უმეტეს ღამის ლოს-ანჯელესში, როდესაც მანქანები გიჟებივით დაქრიან. საჭესთან თვითონ დაჯდა, ჯერ მე მიმიყვანა სახლში, შემდეგ კი ჩემი დაჟინებული თხოვნით ჩემი მანქანით წავიდა სახლში, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი ჩემისგან რამოდენიმა კვარტლის მოშორებით მდებარეობდა და როგორც სემი ამბობდა, არ იყო საჭირო ამდენი შეწუხება, ფეხითაც მშვენივრად მივიდოდა. სახლში შესულს შუქები ჩამქვრალი დამხვდა, სინათლე მხოლოდ მისაღებში ენთო, ისიც მხოლოდ იმიტო, რომ თუ ვინმეს დაბლა ჩამოსვლა დასჭირდებოდა, კიბეზე არ დაგორებულიყო სიბნელეში. ეს საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ საათს რომ შევხედე, საერთოდ არ გამკვირვებია, რომ ღამის ორ საათზე ყველას ეძინა. ყველას და მათ შორის ჯესისაც, ჰმ, ისიც კი არ დამელოდა. გაბრაზებულმა შევაღე ჩემი ოთახის კარი და როცა სრულიად მოულოდნელად სიბნელე სანათის მკრთალმა შუქმა გაფანტა, კინაღამ გული გამისკდა. სანათის გვერდით ჩემი პუფი იყო მიჩოჩებული, პუფში კი ჯესი იჯდა და გაბრაზებული თვალებით მიყურებდა. -რა მოხდა ჯეს, რა დაგემართა, ასე რატომ მიყურებ?-ვუთხარი და თან კალთაში ჩავუჯექი, მაგრამ მისგან რატომღაც სრული იგნორი მივიღე. -როგორ თუ რა მოხდა? იცი როგორ ვინერვიულე? სახლში დავბრუნდი და ნატალიმ მითხრა, რომ საყიდლებზე იყავი წასული, შემდეგ კი მთელი დღე მობილურზე გირეკე, შენ კი ის საერთოდ გამორთული გქონდა. -ამმ.... ალბათ ავარიის დროს რამე დაემართა-ჯანდაბა! რა სულელი ვარ! როგორ წამომცდა. -რაა? რომელი ავარიის? ელ რა მოხდა? -არაფერი საყვარელო, დამშვიდდი. უბრალოდ დღეს კინაღამ სატვირთომ გამიტანა და...-ვუთხარი და ვაკოცე, რომ ეს დაძაბული გარემო ცოტათი განმემუხტა. -ელ, შენ მე მაგიჟებ. არ შეიძლება ასე თავისუფლად ილაპარაკო იმაზე, რომ თურმე დღეს კინაღამ სატვირთომ გაგიტანა. -ხო კარგი, მაპატიე რომ აღარ ვნერვიულობ იმაზე, რაც არ მომხდარა. შენ გირჩევნია ის მითხრა, ამ ბოლო დროს რა ხდება? ჯერ იყო და ტაილერთან დაიწყე სიარული და მთელ საღამოებს მასთან ატარებ, შემდეგ პლიაჟზე წასვლაზე მითხარი უარი, ახლა კი ჩემი გულსაბნევი აიღე და მითხარი რომ ყველაფერს მალე გავიგებდი. აღარ მოვიდა დრო რომ ყველაფერი გავიგო?-ვკითხე სრული სერიოზულობით, ჯესის კი ამ კითხვაზე სახე გაეყინა და თითქოს დაიბნა კიდეც. -არაფერი ელ, რა უნდა ხდებოდეს? უბრალოდ ის გულსაბნევი რაღაცისთვის მჭირდება, მაგრამ თუ გინდა შემიძლია დაგიბრუნო და სხვა რამ ვიშოვო-მითხრა ნაწყენი ხმით-აი დანარჩენს კი რაც შეეხება, მე გითხარი, რომ ყველაფერს მალე გაიგებდი და ძალიან გთხოვ მანამდე ნურაფრის გარკვევას ეცდები, სანამ მე არ გეტყვი ყველაფერს. შევთანხმდით? -გულსაბნევი არ მინდა, გამოიყენე რაშიც გჭირდება, მაგრამ შეთანხმებას რაც შეეხება, არც იოცნებო. სანამ ყველაფერს არ ამიხსნი, არ მოვისვენებ. -კარგი, როგორც გინდა, მაგრამ ჯერ მაინც ვერაფერს გაიგებ. ახლა კი მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე. შენ რომ გელოდებოდი ტაილერთან ვერ წავედი და ახლა ალბათ უკვე ბრდღვინავს. -ოჰ, ბოდიში რომ გალოდინე. შეგიძლია მიბრძანდე-ვუთხარი ნახევარი ტონით ამაღლებული ხმით და ხელი კარისკენ გავიშვირე-მიდი არ დაგაგვიანდეს, გელოდებიან!-ვუთხარი და უკვე გაღებულ კარში გავაგდე.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|