ლოს-ანჯელესის ანგელოზი
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-14, 2:52 PM | შეტყობინება # 512 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Mgoni Dghes Axali Tavi Iqneba ))
| |
|
|
aNs_VolTuri | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-14, 3:59 PM | შეტყობინება # 513 |
The Walking Dead
342
Offline
| Quote (ucnobiucnobi2) Mgoni Dghes Axali Tavi Iqneba )) ra kargia velodebit axal upro saintereso tavs
| |
|
|
Renesmee | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-14, 4:41 PM | შეტყობინება # 514 |
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
Offline
| natuka, :)) სურათებზე შეგიძლია მომმართო.. რაღაც არქივი მაქვს.. ჰოდა საკონტაქტო მომეცი შენი, დაგიმატებ და.. რა სურათიც დაგჭირდება მითხარი და სანამ შენ თავს დაწერ მე სურათს მოვეძებნი. გინდა?
♥.. Renesmee..♥
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-04-18, 11:43 PM | შეტყობინება # 522 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 32 -რაა? ჯეს...-ამოვიკნავლე, შემდეგ უცერემონიოდ გადმოვედი მანქანიდან და სკლისკენ გვემართე, ჩემს უკან კი რა თქმა უნდა ნაბიჯების ხმა მომესმა. -ელ მოიცადე-ჯესი სწრაფად დამეწია, მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ შემაბრუნა-ელ მაპატიე, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, გამიგე გთხოვ... -ძალიან კარგად მესმის ჯეს, ახლა კი ხელი გამიშვი, გაკვეთილზე მაგვიანდება. -გვაგვიანდება-შემისწორა ჯესიმ და შემდეგ ჩემთან ერთად წამოვიდა სკოლაში. მთელი გაკვეთილი საშინლად დაძაბული ვიყავი. არა რა, მაინც როგორ მითხრა ეს? მანქანაზე გამცვალა? ნუ რა თქმა უნდა ეს სულელური ეჭვიანობაა, მაგრამ მაინც... როგორ გავძლებ ისე, რომ ყოველ საღამო ჯესი არ ვნახო? (ჯესი) ვხვდები, რომ ჩემი საქციელით ელს გულს ძალიან ვტკენ, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. უბრალოდ ასეა საჭირო მისთვისაც და ჩემთვისაც. ასეა საჭირო ჩვენი ბედნიერებისთვის. ცოტათი უნდა ვიწვალოთ, რომ შემდეგ ერთად ყოფნის ფასი გავიგოთ. ეს სამი კვირა ყველანაირად უნდა გავიჭირვო და როგორმე ელის გარეშე გავძლო, ვიცი რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ აუცილებელია. ახლა რომ ელს სიმართლე ვუთხრა, ვუთხრა რის გამოც მიწევს ყოველ ღამე წასვლა, დარწმუნებული ვარ ისეთი რეაქცია ექნება, როგორსაც ველოდები, მაგრამ მაინც... არ ღირს ყველაფრის წინასწარ თქმა, არ მინდა, რომ ყველაფერი გავაფუჭო. ისე რაღა მაინც და მაინც ეს მოვიფიქრე ნამდვილი მიზეზის დასამალად? ჩემს ძმაკაცებს რაღატომ ვრევდი ამ საქმეში? ისინი ხომ არაფერში არ არიან დამნაშავეები. ელი ტყუილად უნდა გაბრაზდეს ტაილერზე და ჯერემიზე, როდესაც ყველაფრის მიზეზი მე ვარ. ჩემს გამო ხდება ეს ყველაფერი. კეიტი? ამ გოგოსთან მექნება ყველაზე დიდი პრობლემები. უნდა მოვახერხო და როგორმე შევძლო მისი გაჩუმება, ნუ სულ ცოტა ხნით მაინც... მან თუ ხმა ამოიღო და ისეთი საუბარი დაიწყო, როგორიც აქამდე, მაშინ ყველაფერი წყალში ჩამეყრება, ის კი არა და შეიძლება ჩვენი ურთიერთობაც ცუდად დამთავრდეს. ღმერთო, რატომ მივდივარ ამხელა რისკზე ამ პატარა რაღაცის გამო? დეივს რომ ვუთხრა, დარწმუნებული ვარ არანაირი პრობლემა არ იქნება და როგორც კაცს ყველანაირად გამიგებს, მაგრამ არ მინდა, რომ ამ საქმეში ვინმე ჩავრიო. ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში ვარ. ან ისე უნდა მოვიქცე, რომ ელის არ ვაწყენინო, ან კიდევ გეგმის მიხედვით უნდა ვიმოქმედო. არა არა, ელი გამიგებს. გავა დრო და მაპატიებს... შესაძლოა ისეთი მძაფრი რეაქცია არც ჰქობდეს როგორც მგონია, მაგრამ მაინც ჯობია გეგმის მიხედვით ვიმოქმედო. ელი და ჯესი გაურკვევლობაში იყვნენ. ელი ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ძმაკაცის მანქანა მასზე მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ჯესის კი ვერ გადაეწყვიტა რა ეღონა, რომ ელს გული ძალიან არ სტკენოდა. თუ გეგმის მიხედვით იმოქმედებდა, მისი გულის ტკენა გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ეს ხომ აუცილებელი იყო. ჯესი ასე უნდა მოქცეულიყო, სულ ცოტაც მოეთმინა და შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. საჭირო იყო სულ ცოტა დრო, სულ ცოტა, დაახლოებით სამი კვირა... იმ დღეს გაკვეთილების ბოლოს ელი და ჯესი მაშინვე სახლში წავიდნენ. ჯესი ცდილობდა როგორმე ელის ყურადღება მიექცია, გოგონა კი თავის ფიქრებში იყო ჩაძირული და ჯესის ასეთი საქციელის მიზეზს ეძებდა. (ელი) სახლში მალევე მივედით. მე იმდენად ვიყავი ამ ახალი ამბით აღშფოთებული და განაწყენებულიც კი, რომ გადავწყვიტე სიტყვის უთქმელად ჩემს ოთახში ავსულიყავი და კარგად მეფიქრა იმაზე, თუ რატომ იქცეოდა ჯესი ასე. აღმოჩნდა, რომ დედა კვლავ საყიდლებზე იყო წასული, მამა კი თავის ოფისში, ასე რომ ხელს არავინ შემიშლიდა ჯესის გარდა. სახლში შესვლისთანავე კიბისკენ გავემართე, მაგრამჯესიმ შემაჩერა, თავისკენ შემატრიალა და მაკოცა. მთელი გულით ვეცადე, რომ სრულიად გულგრილი ვყოფილიყავი, რათა ჯესი მიმხვდარიყო, რომ მასზე ნაწყენი ვიყავი, მაგრამ როდესაც საქმე ჯესს ეხება, ეს სრულიად შეუძლებელია. ვერავინ ვერ დარჩება გულგრილი მაშინ, როდესაც ჯეს უილიამსი გკოცნის. როგორც წესი ამ კოცნამ ყველაფერი დამავიწყა. ჯესის თმებში ხელი ჩავავლე და უფრო ძლიერად მოვიზიდე, შემდეგ კი ვეცადე კიბეზე ავსულიყავი, რათა ოთახში შევსულიყავით, მაგრამ როგორც ყოველთვის ყველაფერი ლილიმ, ჩვენმა მოახლემ ჩაშალა, რომელიც კიბეზე ჩამორბოდა ტანსაცმლის კალათით ხელში და პირდაპირ ჩვენ შეგვასკდა. ახალი გარეცხილი ტანსაცმელი კი იატაკზე დაიყარა და კვლავ გასარეცხიგახდა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სახლის იატაკი, ზოგის სულზე სუფთაა. ოი რა უხეში შედარება გამომივიდა, მაგრამ მართლა ასეა... -ჯეს, ჩვენს სანაპიროზე წავიდეთ, იქ მაინც ვიქნებით მარტონი-ყურში ვუჩურჩულე ჯესს, როდესაც ლილი ოთახიდან გავიდა. -არა!-ასეთ პასუხს ნამდვილად არ მოველოდებოდი-ძალიან გთხოვ მეორედ ეგ ადგილი აღარ მიხსენო. -კი მაგრამ რატომ? ის ხომ ჩვენი სანაპიროა?-ვკითხე გულწრფელად გაოგნებულმა. -ელ გთხოვ, სანამ მე თვითონ არ გეტყვი იმ სანაპიროზე არც შენით წახვიდე და არც მე დამელაპარაკო. შევთანხმდით?-მკითხა შერბილებული ტონით, ბოლოს კი საყვარელი თვალებით შემომხედა გრძელი წამწამების ქვემოდან. როგორ შემეძლო, რომ ამ თვალებისთვის უარი მეთქვა? არა აშკარად რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ ასე სულ ყველა პრინციპს დავკარგავ. უკვე რამდენი ხანია იმდენად ლმობიერი გავხდი, რომ უარს ვეღარაფერზე ვიძახი და არამარტო ჯესისთან, არამედ სხვებთანაც ისე ვიქცევი, როგორც მათ ესიამოვნებათ. -შევთანხმდით-ვუთხარი და საკოცნელად გადავიხარე. ის-ის იყო ჩვენი ტუჩები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, რომ უცბად პატარა საშინელებამ, ჯესის მობილურმა არეკა რეკვა, მე კი გულში საშინლად გავლანძღე მობილურის მომგონი. -ტაილერია-თქვა ჯესიმ, როდესაც ეკრანს დახედა და შემდეგ საწყალი თვალებით შემომხედა. სახეზე ეწერა, რომ ჩემგან გაბრაზებას ელოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ანგელოზებს არ უბრაზდებიან! -მერედა უპასუხე, რაღას უცდი? თუ პასუხი არ სჭირდება და პირდაპირ მასთან უნდა გაიქცე რომ დაეხმარო? მიდი მიდი, გაიქეცი, არ დაგაგვიანდეს, მაგრამ იცოდე, ორი დღე კოცნას ვეღარ ეღირსები-ენა გამოვუყავი და სასწრაფოდ კიბეზე ავვარდი. ჩემმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ზუსტად ხუთ წამში, მე ჯესის კოცნით გართულმა ბრმად შევაღე საკუთარი საძინებლის კარი....
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|