|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 11:13 PM | შეტყობინება # 500 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Hah !! es bavshvi sul ufro intrigani xdeba !! me mgonia es fexburttanaa dakavshirebulii ((
| |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 11:26 PM | შეტყობინება # 502 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| natuka, auu mee 11:55 wutze misruldeba vada da tu moaswreb dadebas gamixardeba...magram komes dawera sheidzleba ver movaswro ...wina tavi anu konvertze rom iyo pirvelma wavikitxe kome dawerili mqonda magram chemi dzma shemovida da Cancel !! :((
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 11:54 PM | შეტყობინება # 503 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 31 ცუდად გამაკანკალა და ვიგრძენი, რომ ერთიანად გავფითრდი. ჩემში ორი ელი ებრძოდა ერთმანეთს, ერთი, რომელსაც საშინლად უნდოდა ამ წერილის გახსნა და მეორე, რომელიც პირველს ამშვიდებდა და იმის გამო ეჩხუბებოდა, რომ ჯესის წერილის მის დაუკითხავად გახსნა უნდოდა. ვერ გადამეწყვიტა რა მექნა. გული ცუდს მიგრძნობდა. კარგა ხანი ვიდექი ასე გაშეშებული, მაგრამ ბოლოს, როდესაც გადაწყვეტილება ვერ მივიღე, გადავწყვიტე ჯესისთვის დამეცადა და წერილი ერთად გაგვეხსნა. ჯესის საწოლზე დავწექი, პლედი მივიფარე, წერილი გულში ჩავიკარი და გადავწყვიტე ჩემს ანგელოზს ასე დავლოდებოდი. რა თქმა უნდა ასე დიდხანს ვერ გავძელი და სადღაც ათ წუთში უკვე მეძინა და ჩემს ჩვეულ კოშმარში ვიყავი. ძალიან ვცდილობდი, რომ სიზმარში რაიმე ახალი დეტალი მეპოვა, თუნდაც უმნიშველო და კარგად დამემახსოვრებინა, რომ შემდეგ როგორმე შემძლებოდა მისი გაშიფვრა. რა თქმა უნდა ახალი არაფერი, ისევ იგივე სიზმარი, იგივე ადგილი და იგივე გრძნობა. ძილშივე ვხვდებოდი, რომ ეს სიზმარი იყო და მისგან თავის დაღწევა მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ძალიან რეალური იყო ეს ყველაფერი. ვიცოდი რომ მეძინა და ამ ყველაფერს სიზმარში ვხედავდი, მაგრამ ყვირილით გამოღვიძებასაც ვუკრძალავდი თავს, იმის გამო, რომ დედა არ გამენერვიულებინა. თითქოს საკუთარ თავს სულ სხვა განზომილებიდან ვუყურებდი. -ელ საყვარელო, როგორ ხარ? რა მოხდა?-სიზმრიდან ჯესის თბილმა შეხებამ და მოსიყვარულე ხმამ გამომაფხიზლა. დავინახე თუ არა, დღევანდელი დღე ერთმანეთში აირია, ემოციები ვეღარ შევიკავე და მთელი ხმით ავტირდი. -ელ ძვირფასო, რა მოხდა?-მკითხა აფორიაქებულმა ჯესიმ და გულში ჩამიკრა. -ჯეს... ეს რა არის?-ვუთხარი სლუკუნით, შემდეგ ოდნავ მოვშორდი და ხელში ჩაბღუჯული კონვერტი ცხვირწინ ავუფრიალე. -არ ვიცი, ჩემია? -კი, შენი სახელი აწერია, მაგრამ გამომგზავნის ვინაობა მითითებული არ არის... -და შენ ამის გამო იეჭვიანე?-მკითხა ჯესიმ, რომელიც უკვე ძლივს იკავებდა სიცილს. -ნუ არა... თუ ჰოო... არ ვიცი, მოკლედ გახსენი სწრაფად რაა... -კარგი ელ დაწყნარდი რა, უბრალოდ წერილია-თქვა და კონვერტის გახსნას შეუდგა. იქიდან სწრაფად ამოაცურა ორად მოკეცილი ფურცელი და მე გამომიწოდა-შენ წაიკითხე-მითხრა და ცხვირზე მაკოცა. „სკოლის საფეხბურთო გუნდებს ვიწვევთ ესპანეთში. გამორჩეულ ფეხბურთელებს საშუალება მიეცემათ, რომ თავისი პროფესია უკეთ შეისწავლონ, რაშიც მათ საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელები დაეხმარებიან. რეისი იქნება ერთ თვეში, ასე რომ, მოსაფიქრებლად საკმაო დრო გექნებათ. იმედია შანსს ხელიდან არ გაუშვებთ და დათანხმდებით ამ შემოთავაზებას. პატივისცემით მისტერ ბენი!“ საკმაოდ ოფიციალური წერილი აღმოჩნდა, რომლითაც ჯესს ესპანეთში იწვევდნენ, მაგრამ ჩემთვის ეს ორი სიტყვა იმდენად ცუდად ჟღერდა, რომ მთელს სხეულში სიცივემ დამიარა და გამაკანკალა. ჯესს მივაშტერდი, რომელიც ჯერ კიდევ წერილში იყო ჩაფლული. -ჯეს... შენ დამპირდი.... -რას ელ? რას დაგპირდი საყვარელო?-შემომხედა დაბნეული თვალებით. -დამპირდი, რომ არასდროს მიმატოვებდი. შენ ამას პლიაჟზე დამპირდი-ვიმეორებდი და სლუკუნს ვუმატებდი. -ელ ძალიან გთხოვ გამაგებინე რა გჭირს. მოვედი და დამინახე თუ არა ტირილი დაიწყე, ახლაც უმიზეზოდ ტირი. რამე მოხდა ისეთი რაც არ ვიცი?-მკითხა სერიოზულად. -არაფერი არ მომხდარა. უბრალოდ მითხარი რას აპირებ, წახვლ?-ვეცადე ცოტა დამშვიდებულს მეკითხა და თან თითით კონვერტზე მივანიშნე. -არა რა თქმა უნდა. მილიონებს რომ მაძლევდნენ, მაინც არც ერთი წუთით არ მიგატოვებდი. ნუ თუ არ მოხდება რაღაც, რის გამოც შენ თვითონ მთხოვ რომ წავიდე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ასეთი რაღაც არ მოხდება. -ამას არასდროს გეტყვი-ვუთხარი და ჩემი დამამშვიდებლისკენ გავიწიე, ჯესი მაშინვე მიხვდა რაც მჭირდებოდა და მთელი გრძნობით მაკოცა. იმ ღამეს ჯესის ოთხში დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი სახლში იყო. დილით როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა და მაშინვე აბაზანაში შევვარდი, რომ სახიდან გუშინდელი ცრემლები ჩამომერეცხა. როდესაც ჩემს გუშინდელ საქციელს ვუფიქრდებოდი, ვხვდებოდი რომ სულელურად ვიქცეოდი, მაგრამ იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლებოდა ჯესი წასულიყო, საშიბელი კანკალა მიტანდა და ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, როგორიც არასდროს მიგრძვნია. სამწუხაროდ შევცდი, შხაპმა ვერ მიშველა. ისევ ისეთი დაძაბული და ანერვიულებული ვიყავი, როგორიც გუშინ. ვცდილობდი არ მეფიქრა ამაზე, თან მითუმეტეს ჯესი დამპირდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდა, თუ ამას მე ვთხოვდი, ეს კი არასდროს მოხდებოდა, შესაბამისად არც ნერვიულობის საბაბიც არ მქონდა, მაგრამ მაინც ვერ ვწყნარდებოდი. გარეთ მზე ანათებდა, ლოს-ანჯელესში სიცოცხლე ჩქეფდა. ყველა სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა, მე კი ჯესის მაგიდაზე უყურადღებოდ მიგდებულ წერილს ვუყურებდი და ტკივილს ვგრძნობდი. თითქმის ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც სიზმარში, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ. ეს წერილი რა კავშირში იყო ჩემს სიზმართან? რა თქმა უნდა არანაირში, მაგრამ მაშინ რატომ მეუფლებოდა ზუსტად იგივე გრძნობა? -ელ წავედით?-ოთახში შემოვიდა ჯესი, რომელსაც უკვე საუზმობაც კი მოესწრო, მაგრამ როდესაც დამინახა, რომ მე ჯერ კიდევ პირსახოცშემოხვეული ვიდექი და წერილს მივშტერებოდი, გაბრაზდა, მაგიდას მიუახლოვდა და წერილი უჯრაში ყველაზე ბნელ წერტილში მოისროლა. თითქოს ჰიპნოზი მომხსნესო მე მაშინვე გამოვფხიზლდი და წუთისწინანდელი ფიქრებისგან გასანთავისუფლებლად თავი გავიქნიე. -სულ ხუთი წუთი მჭირდება-ვუთხარი ჯესის და ჩემს ოთახში გავვარდი. შეუძლებელი იყო ხუთ წუთში ყველაფრის მოსწრება, მაგრამ დროც აღარ გვქონდა. ტანსაცმლის არჩევას ვერ ვასწრებდი, ისიც კი აღარ მახსოვდა დღეს რა დღე იყო, რომ ბრენდი გამეხსენებინა და ტანსაცმლის არჩევაში მინიმალური დრო დამეხარჯა. პირსახოცშემოხვეული დავრბოდი მთელს ოთახში, ხან სარკესთან მივვარდებოდი და თმებს ვისწორებდი, ხან კიდევ გარდერობს და ტანსაცმლის არჩევას ვცდილობდი. ამ გაწამაწიაში ვიყავი, რომ ოთახში ჯესი შემოვიდა და ჩემი გარდერობისკენ გაემართა. არც კი გაუხედავს ისე შეყო ხელი შიგნით, რაღაც გამოიღო და გადმომიგდო. იმის დრო ნამდვილად არ ნქონდა, რომ დამენახა რას ვიცვამდი, თან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს გარდერობში რაიმე საშინელებას უბრალოდ ვერ ვიპოვიდი. არც თმების გაკეთების დრო იყო, ამიტომ ჩავიწანი, ფეხი კეტებში ჩავყავი, ჩანთას დავავლე ხელი, მეორე ჯესის მოვკიდე და კიბეები ჩავირბინე. როდესაც მანქანაში ჩავსხედით, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჯინსის კომბინიზონი მეცვა. ესეც ასე, შესანიშნავია! ჯინსის კომბინიზონი, ჩაწნილი თმა და კეტები მართლაც რომ არაჩვეულებრივია გოგოსთვის, რომელიც უკვე წლებია სკოლის დედოფლის და ყველაზე მოდურად ჩაცმული გოგოს სტატუსს ინარჩუნებს. ის იყო სკოლას მივუახლოვდით, რომ მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ ეშლისა და სემისთვის უნდა გაგვევლო და სახე ხელებში ჩავრგე. -მომკლავენ-აღმომხდა იმის წარმოდგენაზე, თუ რა დღეს დამაყრიდნენ გოგონები. -არაა, დარეკეს და თქვეს დღეს ენდრიუ მოგვიყვანს სკოლაში და თქვენ აღარ გამოგვიაროთო. ეშლის ხმა რომ გაგეგო სიცილით გაიგუდებოდი, ასე თქვა, გოგონებს თვალები გადმოსცვივდებათ, როცა დაინახავენ, რომ სკოლაში შეყვარებულმა მიმიყვანა და თან ის ჩვენზე ორი წლით დიდია_20წლის არისო-თქვა ჯესიმ ხითხითით. ძნელი წარმოსადგენი არ იყო ის, თუ როგორ ამბობდა ეშლი ამას და მეც სიცილი ამიტყდა. -ჰო მართლა ელ, რაღაც უნდა გითხრა და მგონი არ გესიამოვნება. ნუ იმედია არ გამიბრაზდები-დაიწყო ჯესიმ სერიოზულად. -მითხარი ჯეს-გავამხნევე. -იცი, ტაილერმა მანქანის ნაწილები იშოვა და ამიერიდან ყოველ საღამო მე და ჯერემიმ მასთან უნდა ვიაროთ და აწყობაში დავეხმაროთ.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-13, 2:41 PM | შეტყობინება # 506 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-13, 3:47 PM | შეტყობინება # 508 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Xom vtqvi fexburtzeatqo )) taileris manqanis ambavi me mewyina elis magivrad da ukve vxvdebi ra moxdeba momavalshi ukve isaxeba naxatebi amati dashorebis ((
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-13, 3:49 PM | შეტყობინება # 510 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (★Gvanca★) ხო ელის სიზმრები არ მომწონს მგონია რომ კიდევ რაღაც დიდი და უსიამოვნო სურპრიზი გველის წინ რაც შენგან ნამდვილად მოსალოდნელია . ra kargad micnob gvanc magram sheidzleba saertodac araferi ar moxdes, winaswar ar getyvit Quote (★Gvanca★) ყოჩარ ნათ ძალიან მაგრად წერ ასე გააგრძელე და შემდეგი თავი მალე დადე madlob sheidzleba dges iyos shemdegi
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|