♥izabella♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-04-11, 7:49 PM | შეტყობინება # 481 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
♥izabella♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-04-11, 11:53 PM | შეტყობინება # 483 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| natuka, Quote (natuka) exla daviwyeb weras da tu movaswari da muza ar gameqca dgesve davdeb biggrin nu geshinia nat chven davichert shens muzas da mogiyvant :lol:
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-04-11, 11:55 PM | შეტყობინება # 484 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 30 -რაა? რა მაგარია დედააა!-ვიკივლე ბოლო ხმაზე, აუზიდან ამოვხტი და დედას ჩავეხუტე. -ელ საყვარელო, სულ დამასველე-მითხრა დედამ და თბილად მომიშორა. -ვაი მაპატიე. აუ რა მაგარიაა-ემოციებს ვერ ვფარავდი. -მართლა ძალიან მაგარია-ამ ამბით ჯესიც გახარებული იყო. -ჯე... ჯე... ჯესიკა საყვარელო დარწმუნებული ხარ?-მამა იმდენად გაოგნებული იყო, რომ მეტყველების უნარიც კი დაკარგა. -ასი პროცენტით. დღეს მთელი დღე ათას გამოკვლევაზე ვიყავი. -და დარწმუნებული ხართ რომ ბიჭია?-კითხა აღფრთოვანებულმა ჯესიმ. -ჯეს გთხოვ თქვენობით ნუ მომმართავ რა, უბრალოდ ჯესიკა დამიძახე, თორემ თავი ბებერი მგონია. აი ბავშვს კი რაც შეეხება ნამდვილად ვიცი რომ ბიჭია. ხომ ხედავთ, უკვე ტანსაცმელებიც კი შევარჩიე. -ტანსაცმელი კიბატონო, მაგრამ ოთახის დიზაინი მე მომანდე რა დეე გეხვეწები, კარგი? -და მეეც!-ჩაგვერთო ჯესიც. -კარგით ბავშვებო, მაგრამ იცოდეთ, ექსპერიმენტები არ ჩაიდინოთ-სიცილით გვითხრა დედამ-ახლა კი წავალ და ტანსაცმელს გამოვიცვლი, თორემ ელიმ სულ დამასველა. დედა სახლში შევიდა და მამაც მას გაჰყვა. ის ისეთი სასაცილო იყო. ისე იქცეოდა, თითქოს დედა ორი კი არა უკვე ცხრა თვის ორსული ყოფილიყოს. -აუ ჯეს, რა მაგარი არაა? -აუ მართლა ძაან მაგარია ეელ. თან ბიჭია, რა მაგარია! ფეხბურთს ვასწავლი! -ჯეეს! -ხო კარგი, ცოტა რომ გაიზრდება მერე ვასწავლი. ახლა კი წავედით გამოვიცვალოთ, რომ გაგიყვანო ეშლისთან და მერე მეც წავიდე ბიჭებთან. -აჰ ჰო... ეგ სულ გადამავიწყდა. თავის მოწესრიგებას მალევე მოვრჩი. თმა ცხენის კუდად შევიკარი, ჯინსის შორტი და თხელი მაისური ჩავიცვი, ფეხზე კონვერსები მოვირგე და დაბლა ჩევედი. ჯესი ტელევიზორთან იჯდა, პოპკორნს ჭამდა და რაღაც სერიალს უყურებდა. -ჯეს, სასწრაფოდ ადექი და წავედით, თორემ უკვე დეპრესიის პირველ ნიშნებს გატყობ, რაც სახლში ჯდომით არის გამოწვეული. -ელ, შენ როდის შეწყვეტ შენი არაჩვეულებრივი სილამაზით ჩემს გაოცებას?-მითხრა და გულში ჩამიკრა, შემდეგ ხელი გადამხვია და სახლიდან ასე გავედით. -ისევ შენი საოცრად დიდი ჰამერით უნდა წავიდეთ? -ჯერ ეს ერთი, დიდი სულაც არ არის და მეორე, აბა შენი ვარდისფერი კაბრიოლეტით წავიდე ბიჭებთან როცა ეშლისთან მიგიყვან? -არა რატომ, შეგვიძლია ვოლვოთი წავიდეთ. -ოო კარგი რა ელ, ბიჭებისთვის ჩემი მანქანა კარგად არ დამითვალიერებინებია. მაგრამ თუ გინდა კარგი, მომეცი გასაღები. -არა იყოს, მე სულაც არ მაწუხებს ის, რომ მთელი ქალაქი ჩვენ გვიყურებს-ვთქვი მხიარულად და დიდი ძალისხმევის შედეგად მანქანის სალონში მოვთავსდი. -მადლობ ელ-მითხრა ჯესიმ და როდესაც დარწმუნდა, რომ დედა და მამა სახლში იყვნენ ძლიერად მაკოცა. -მადლობა რისთვის? -იმისთვის, რომ არსებობ-გამიღიმა და მანქანის უზარმაზარი ძრავა ააღმუვლა. ეშლის სახლამდე სულ რაღაც თხუთმეტ წუთში მივედით. ჯესიმ თქვა მეჩქარება და ვერ შემოვალო და როცა გოგონებს მიესალმა, მაშინვე საჭეს მიუჯდა და წავიდა. -ელ ძვირფასო, დღეს რაღაც განსაკუთრებულად ბედნიერი მეჩვენები-სემის დაკვირვებულ მზერას ჩემი გაბრწყინებული თვალები არ გამოჰპარვია. -ჰო ელ, რაშია საქმე? -გოგონებო, ისეთი მაგარი ამბავი გავიგე ახლაც შოკში ვარ-ვთქვი აღტაცებულმა. -შენებმა შენ და ჯესის ცალკე სახლი გიყიდეს?-ეს რა თქმა უნდა ეშლი იყო. -ოო ეშლი კარგი რაა, შეიძლება სულ მაგაზე ფიქრი?-შეუბღვირა სემიმ-ელ, აბა აღარ გვეტყვი რა მოხდაა? -ბავშვებო, ჩვენს ოჯახში სულ მალე ახალი წევრი გაჩნდება-სპეციალურად არ დავაკონკრეტე ვინ იქნებოდა ეს ახალი წევრი, რომ გოგონები დამეინტრიგებინა. -რაა?-ერთხმად შეჰკივლეს მათ. -ელ, ნუთუ შენ.... ნუთუ... ეელ, მითხარი რამეე....-აწიკვინდა ეშლი. -ელ, შენ რა ორსულად ხარ?-როდესაც გაფითრებულმა სემიმ ეს კითხვა დამისვა თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. -თქვენ რა სულ უკიდურესი შემთხვევებისკენ აზროვნებთ. მე არა, მაგრამ დედაჩემია ორსულად და სულ მალე პატარა ძამიკო მეყოლებაა. -ვაუუ, რა მაგარიაა. აუ მეც მინდაა-ოცნებებში გადავრდა სემი. -აუ პატარა ბავშვი? მერე რომ გაგაწვალებს?-თავისთვის ჩაიბურტყუნა ეშლიმ, მაგრამ როდესაც ჩემი და სემის მკაცრი მზერა დააფიქსირა, მხოლოდ საყვარლად გაიღიმა და შემდეგ მომილოცა. შემდეგ ათასი სისულელით გავერთეთ. ხან ჩვენი პატარაობის სურათები დავათვალიერეთ, ხან კოქტეილების გაკეთებით შევიქციეთ თავი, ბოლოს კი გადავწყვიტეთ ჩვენი საყვარელი საქმიანობა, მაკიაჟის გაკეთება გაგვეხსენებინა. სტილისტი რა თქმა უნდა მე ვიყავი, მაგრამ როდესაც ჯერი ჩემზე მიდგა, ეშლიმ და სემიმ ბალიშებით იჩხუბეს იმის გასარკვევად, თუ ვინ მიხედავდა ჩემს კანს. რა თქმა უნდა ეშლიმ გაიმარჯვა, იმიტომ რომ ის ნამდვილი ჩემპიონი იყო ბალიშებით ბრძოლაში. ის-ის იყო ჩემთვის დამატენიანებელი ნიღაბი უნდა წაესვა,რომ მისი მობილური აწკრიალდა და როდესაც ეშლიმ ეკრანს დახედა და თვალები გაუბრწყინდა, ჩვენთვის დღესავით ნათელი გახდა თუ ვინ ურეკავდა. სემიმ შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და ჩემი დამაკიაჟება საკუთარ თავზე აიღო. სიმართლე რომ ითქვას სემი ყველაფერს ნამდვილი პროფესიონალივით აკეთებდა და თან საოცარი უნარი ჰქონდა, შეეძლო საოცრად ანერვიულებული ისე დაეწყნარებინე, რომ ყოველგვარი დარდი დაგვიწყებოდა. ჰოდა ეს მის მომავალ პროფესიაზეც აისახებოდა_სემი მომავალი ფსიქოლოგი იყო. ის ყველაზე მოწესრიგებული იყო ჩვენს შორის. მან ჯერ კიდევ შარშან გადაწყვიტა თუ ვინ უნდა გამოსულიყო მომავალში, მე და ეშლის კი ჯერაც ვერ გადაგვეწყვიტა. მე უფრო ჟურნალისტობაზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი როგორ გამომივა. წარმოიდგინეთ რა მაგარია, როცა მსოფლიო პრემიერებზე ვივლი და ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან ინტერვიუს ავიღებ. არა მართლა მაგარია! ცნობილი ჟურნალისტი ელი სკოტი! არაჩვეულებრივად ჟღერს! ყველაზე მეტად კი ის იდეა მიზიდავს, რომ კერძო სფეროს ჟურნალისტი არ ვიქნები, ყველაფერს გავაშუქებ და შესაბამისად როდესაც ჯესი ცნობილი ჟურნალისტი გახდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ გახდება მე მის თამაშებსაც გავაშუქებ. არა გადაწყვეტილია, ჟურნალისტი ვხდები! ჩემს ფიქრებში ისე გავერთე, რომ ვერც კი შევამჩნიე როდის დაამთავრა სემიმ მაკიაჟის გაკეთება. როცა თვალები გავახილე და სარკეში ჩავიხედე, საკუთარი თავი ძალიან მომეწონა. -სემ, შენ ნამდვილი საოცრება ხარ!-ვუთხარი და ჩემს „საოცრებას „ გადავეხვიე. -მადლობ ელ, მიხარია რომ მოგეწონა. -უი მართლა გოგონებო, გადავწყვიტე ვინ უნდა გამოვიდე-ვახარე გოგონებს ჩემი აღმოჩენა. -მოდელი, ფოტოგრაფი ან დიზაინერი-უცბად ჩამოარაკრაკა ეშლიმ, რომელსაც საუბარი უკვე დაესრულებინა. -არაა.... -მსახიობი? -არაა. ვერ გამოიცანით. თქვენს წინაშეა მომავალი ჟურნალისტი ელი სკოტი! -ვაუ ელ, რა მაგარიაა-შემომეხვივნენ გოგონები. -თან შენ ხომ არაჩვეულებრივად გეხერხება ლამაზად საუბარი და არც ახალი ამბების მოძიება გიჭირს-მხიარლად გამიღიმა სემიმ. -ბავშვებო, ყავას დალევთ? უკვე საკმაოდ დაბნელდა და რომ არ დაგვეძინოს მგონი ყავა არ გვაწყენდა?-შემოგვთავაზა ეშლიმ. როდესაც მან თქვა „საკმაოდ დაბნელდა“ მე მხოლოდ მაშინ შევატყვე, რომ უკვე გვიანი იყო, მაგრამ ჯესი ჯერ არ ჩანდა. -მე არ მინდა საყვარელო, უკვე მალე უნდა წავიდე. ჯესი სადაცაა მოვა-ამის თქმა და ჩემი მობილურის აწკრიალება ერთი იყო. ჯესი მირეკავდა. -ჰო საყვარელო. -ელ, იცი მგონი მე შემაგვიანდება-დამნაშავის ხმით მითხრა ჯესიმ. -ხომ მშვიდობაა? -დაახლოებით, უბრალოდ ტაილერს რაღაც საქმე აქვს და ჩვენი დახმარება სჭირდება. მაპატიე რაა... -ნუ ღელავ ჯეს. -ელ, მართლა არ ვიცოდი ასე თუ მოხდებოდა და შენ შეძლებ რომ სახლში მარტო წახვიდე? თუ დამელოდები? -არა იყოს, წავალ, თორემ დედა ინერვიულებს ასე რომ დავაგვიანებთ და მის მდგომარეობაში კი ეს არ შეიძლება. -მაპატიე ელ. მიყვარხარ! -მე უფროო. -არა მე-მითხრა და სასწრაფოდ გამითიშა. -გოგონებო, მე წავალ. ჯესიმ მითხრა, რომ ტაილერს რაღაც საქმე ჰქონია და ბიჭების დახმარება სჭირდებოდა, ჰოდა ჯესის შეაგვიანდება. -გაგიყვანო ელ?-შემომთავაზა სემიმ-მანქანით ვარ და უკვე დროა მეც სახლში წავიდე. -კარგი, წავიდეთ. -ბავშვებო, ხვალ გამომივლით?-მოგვაძახა ეშლიმ, სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით. -კი ეშლი, მე გამოგივლით ორივეს. ახლა კი კარგად ძვირფასო-მე და სემი დავემშვიდობეთ ჩვენს ჭინკას და მანქანაში ჩავსხედით. სემთან მგზავრობა არაჩვეულებრივი იყო. საერთოდ არ გაწუხებდა ზედმეტი შეკითხვებით, მაგრამ თუ ვინმესთვის გულის გადაშლას მოინდომებდი მასზე მშვენიერ მსმენელს ვერც კი ინატრებდი. ის და ეშლი მართლა მშველიდნენ, როცა ხასიათი მიფუჭდებოდა, მაგრამ რადგან ეშლი აქ არ იყო გადავწვიტე სემისთვის მიმემართა. -სემ, როგორ ფიქრობ, მართლა რამე სერიოზული საქმე გამოუჩნდა? -ჯესიზე ამბობ? ალბათ კი, თორემ ხომ არ მოგატყუებდა? -გზიდან თვალის მოუშორებლად მიპასუხა სემიმ. -ჰო, არ მომატყუებდა-ვთქვი და საკუთარი თავი დავადანაშაულე იმაში, რომ გულში ეჭვად მაინც გავივლე, რომ ჯესი მატყუებდა. სახლში მალევე მივედი და აღმოვაჩინე, რომ იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ თერთმეტი საათი იყო დედას და მამას უკვე ეძინათ. სახლში მისულს კიდევ ერთი სიახლე დამხვდა. როდესაც ჯესის ოთახში შევედი, რომ მისი ნივთები და გარდერობი წესრიგში მომეყვანა, მის საწოლზე დადებულმა ბარათმა მიიქცია ჩემი ყურადღება. წერილი ხელში ავიღე და თვალიერება დავუწყე. მასზე ეწერა, ჯესი უილიამსს, ხოლო მეორე მხრიდან კი ჩვენი სკოლის ლოგო იყო მიკრული. ისეთი არაფერი, მაგრამ რატომ არ წერია გამომგზავნის ვინაობა?
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|
|
elle____ | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 7:46 PM | შეტყობინება # 491 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
|
♥izabella♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 10:25 PM | შეტყობინება # 493 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 10:27 PM | შეტყობინება # 494 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|