RoB-dOd | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:35 PM | შეტყობინება # 453 |
572
Offline
| | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 11:02 PM | შეტყობინება # 454 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 28 გოგონებს ყველაფერი დეტალურად მოვუყები, რითაც ეშლის შექება დავიმსახურე, რომ ასეთი გამბედავი ვიყავი. არ ვიცი ეშლი გამბედავში რას გულისხმობდა, მაგრამ ზუსტად ასე მითხრა: „ყოჩაღ ელ, ბევრი გოგო შენ ადგილას ვერ გაბედავდა ბიჭთან ამ თემაზე ასე თავისუფლად საუბარს“. გოგონებმა ყველაფრის მოყოლის შემდეგ უფლება მომცეს, რომ გარეთ გავსულიყავი და გაკვეთილზეც ჯესის გვერდით დავმჯდარიყავი. მართალია ცოტათი ეჭვიანობდნენ და ამბობდნენ, ჩვენ სულ დაგვივიწყეო, მაგრამ ეს თქვეს თუ არა, ზუსტად იმ წამს ორივეს მობილურმა რეკვა ატეხა და შემდეგ როგორც მოსმენილიდან გავარკვიე, ენდრიუ და კევინი ურეკავდნენ. კიბის ქვეშიდან გამოვედი თუ არა, მაშინვე ჯესის შევეჯახე, რომელმაც მხიარულად გამიღიმა და შემდეგ კლასისკენ წამათრია. კლასში ხელიხელჭაკიდებულნი შევედით, რამაც როგოც ბავშვების, ასევე მასწავლებლის დაინტერესებაც გამოიწვია. მე კი სულ არ მაინტერესებდა ვინ რას იტყოდა ჩვენზე, მთავარი ხომ ის იყო, რომ მე და ჯესი ერთად ვიყავით და სხვებს თუ უნდათ თავზე დაემხოთ ყველაფერი. ჩვენი მერხისკენ გავემართეთ და როცა დავჯექით, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე ჩვენი მერხის ახალი მეზობელი. ჩვენს წინ კეიტი და ლუსი_მისი საუკეთესო დაქალი იჯდნენ. თან იმით სარგებლობდნენ, რომ ზარი არ იყო დარეკილი და ისე სწრაფად ლაპარაკობდნენ, რომ მგონი სულ ცოტაც და ენა მოძვრებოდათ. არა რაა, დღეს მართლაც რომ კარგ ხასიათზე ვარ. უცბად მათ საუბარში ჩემი სახელი გავარჩიე, შემდეგ კი დაახლოებით ასეთი ფრაზა: „ ამ გათხუპნულ თოჯინას როგორც ჩანს თავმოყვარეობასთან ერთად გემოვნებაც დაეკარგა. აბა რანაირად აცვია, გუჩის კაბა და კონვერსის კეტები? ნუ მართალია ორივე ძალიან ბრენდულია და ფერებიც არაჩვეულებრივად ეხამება ერთმანეთს, მაგრამ მაინც...“-არ გამჭირვებია, რომნ ამ სიბრძნის ავტორის ხმა ამომეცნო. სხვა ვინ იქნებოდა ასეთი მწარე თუ არა კეიტი? -კეიტ, სხვათაშორის არ გეთანხმები-ეს უკვე ლუსი იყო-მე ვფიქრობ, რომ ეს კაბა და კეტები ძალიან ესადაგება ერთმანეთს. მაგრამ ის კი ვერ მივხვდი, თავმოყვარეობის დაკარგვაში რა იგულისხმე? -როგორ თუ რა?-გაოცებულმა ჰკითხა კეიტმა-ნუთუ არ იცი? ჯესი მასთან მხოლოდ ფულის გამოა, თორემ სინამდვილეში მე ვუყვარვარ-ოხ ეს თვითკმაყოფილი იდიოტი, როგორ ბედავს?! -რას ამბობ კეიტ, მართლა? -რა თქმა უნდა. ის კი არა დღეს შეხვედრასაც ვაპირებთ. არ ვიცი როგორ მოახერხებს ჩემი მტრედი, მაგრამ შეიძლება საღამოს ვნახო-ჰმ, რა სასაცილოა, ჯესი და მტრედი? ეჰ, საწყალი, კიდევ კარგი სულ არ უსმენს ამ ჭორიკნების ლაპარაკს და მიდ ძმაკაც ტაილერს ელაპარაკება, თორემ ალბათ ნამდვილად გაგიჟდებოდა. ჰმ, მტრედიო, არა მაინც რა სასაცილოა-ჩემდა უნებურად ჯესი თეთრ ფრთებში წარმოვიდგინე, თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა, რაითაც ფაქტიურად ჩემი თავი მეთვითონვე გავყიდე. კეიტმა და ლუსიმ ჯერ ჩემსკენ გამოიხედეს, შემდეგ კი შებრუნდნენ და მთელი გაკვეთილი ხმა აღარ ამოუღიათ. უი, გაკვეთილზე გამახსენდა. აწი მომიწევს კარგად ვიმეცადინო, რომ გაცდენილი ერთი კვირაც ავინაზღაურო და ის დღეებიც, რომლებშიც ჯესიზე ფიქრის გამო გაკვეთილს არ ვსწავლობდი, თორემ სულ რაღაც ერთ თვეში გამოსაშვები გამოცდებია და მე კი ნამდვილად ვერ მოვასწრებ ამდენი რამის ერთიანად სწავლას. კიდევ კარგი მანამდე კარგად ვსწავლობდი, თორემ ახლა მომიწევდა მთელი წლის პროგრამის ერთიანად სწავლა და ალბათ მართლა გავგიჟდებოდი. გაკვეთილმა კარგად ჩაიარა, მასწავლებელს არც კი გავხსენებივარ, მაგრამ სამაგეროდ ჯესი გაწურა კითხვებით და ჩემი გაოცებაც დაიმსახურა იმით, რომ ჯესიმ თითქმის ყველა კითხვაზე უპასუხა. ნუ მართალია ვიცოდი, რომ ჯესი აქ სტიპენდიით მოხვდა, მაგრამ თუ ასე კარგად იცოდა ყველაფერი მართლა არ მეგონა. გაკვეთილის დამთავრებისთანავე ჯესის ხელი ჩავავლე და შენობიდან გავათრიე. შემდეგ პირდაპირ სპორტდარბაზში შევიყვანე და ფეხბურთის გუდის ტრენერს წინ დავუყენე, რომ ჯესის აღარ მოემიზეზებინა დღეს მეზარება თამაში, თან არც შენ გაქვს ვარჯიში და ხვალიდან დავიწყებო. მართალია სულაც არ მეხალისებოდა ის ფაქტი, რომ მხარდამჭერთა გუნდის ვარჯიშებზე და ჩვენებებზე სულ დაბნეული უნდა ვყოფილიყავი ჯესის ყურადღებით, მაგრამ ეს მისთვის იქნებოდა სასარგებლო. ჩვენს დროში ფეხბურთელებს უკვე საკმაოდ დიდი კარიერა აქვთ და არც ჯესი იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი იყო. არა, იმიტომ კი არ ვამატებ, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მართლა უზომოდ ნიჭიერია. მწვრთნელმა რამდენიმე კითხვა დაუსვა ადრე თუ თამაშობდი სადმეო და როცა ყველაფერი გაარკვიეს და ანკეტაც შეავსებინეს ჯესის, მაშინვე ფეხბურთის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ჩაწერეს და გაკვეთილების ბოლოს ვარჯიშზე დაიბარეს. ეს ამბავი მომეწონა , იმიტომ რომ ჩემე და ჯესის ვარჯიშები ერთმანეთს ემთხვეოდა. ახლა კი უნდა მოვმზადებულიყავით, იმიტომ რომ მთელი ერთი კვირა გავაცდინე და ცეკვისთვის მზად სულაც არ ვიყავი. ნუ მართალია ცეკვა ძვალსა და რბილში მქონდა გამჯდარი, მაგრამ გავარჯიშება მაინც მჭირდებოდა. სწორედ ამ მიზეზით მუსიკის გაკვეთილიდან დავეთხოვე და გასახდელში ვივარჯიშე. ამასობაში კარგა ხანიც გავიდა და როდესაც ექვსი გაკვეთილის შემდეგ ზარმა ხანგრძლივად დარეკა, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ სასწავლო საათები დამთავრდა გასახდელში უამრავი გოგო შემოვარდა და ყველა თავის კარადას ეცა. მე კი ვინაიდან უკვე ჩაცმული ვიყავი, მხოლოდ თმები გავისწორე, უკან ცხენის კუდად შევიკარი, შემდეგ კი იმით ბედნიერი, რომ სტადიონზე ჯესის ვნახავდი გარეთ გაღიმებული გავემართე. აი აქ კი სრული შოკი მივიღე. ჯესი ისე მაგრად თამაშობდა, რომ ბურთს არავის უთმობდა. არა რა, ხომ ვამბობ ჩემი ჯესი ყველაზე ნიჭიერია და თან ყველა საქმეს აფსოლუტურად უნაკლოდ აკეთებს, ყველას! -გოგონებო, მოეწყვეთ!-დაიყვირა სარამ, ჩვენმა ტრენერმა და სასტვენში ჩაბერა. ძლივს მოვახერხე, რომ ჩემი ანგელოზისთვის თვალი მომეშორებინა და რიგში ჩავმდგარიყავი. -მის სკოტ რას აკეთებთ? თქვენ ხომ კაპიტანი ხართ და უკანა რიგში რატომ დგებით?-მკითხა გაბრაზებულმა ტრენერმა და ჩემი ადგილისკენ მანიშნა, მე კი ისევ იდიოტივით გაღიმებული გავემართე და ის ადგილი დავიკავე, რომელიც ტრენერმა მითხრა. და ვარჯიშიც დაიწყო. მართლაც რომ ეს ყველაზე მაგარი ვარჯიში იყო ჩემს ცხოვრებაში. ასე არასდროს მიხალისია. ნუ მართალია ჯესიმ რამოდენიმე დაზიანება მიიღო იმის გამო, რომ როცა მე გოგონებმა ჰაერში ამწიეს, გაღიმებული მომაშტერდა და ბიჭებმა გადათელეს, მაგრამ მაინც ძალიან სასაცილო იყო. დღეს რაღაც ძალიან აჟიტირებული ვიყავი და თავში მშვენიერი იდეა მომივიდა, მაგრამ ამის განსახორციელებლად ბუფეტში შეპარვა და ტომატის მოპარვა დამჭირდა, რაც ეშლის დახმარებით საკმაოდ ადვილად შევძელი. ეშლი კიდევ ერთ საქმეში დამეხმარა, მაგრამ ამას მოგვიანებით განვახორციელებდი. ახლა კი უკეთესი საქმე მქონდა. სანამ ბიჭები მატჩების დღეებს აზუსტებდნენ მე მათ გასახდელში შევიპარე და ჯესის კეტში ტომატი ჩავუსხი, შემდეგ კი ელის შეტყობინება გავუგზავნე და მანაც წარმატებით მისწერა ჯესის შემდეგი ტექსტი: „ჯეს, ელი ძალიან ცუდად არის, დაჭრეს და ახლა გასახდელშია. გთხოვ იჩქარე, შეიძლება ვერც მოუსწრო“. როცა ეშლიმ შემატყობინა, რომ მესიჯი ჯესის მიუვიდა, სასწრაფოდ გულზე ტომატი დავისხი, თმები ავიწეწე და იატაკზე გავწექი, ზუსტად ისე, როგორც მომაკვდავს შეეფერებოდა. ჩემი დაწოლა და გასახდელში ჯესის შემოვარდნა ერთი იყო. მაშინვე მომვარდა და გულში ჩამიკრა, მე კი ჯიუტად არ ვახელდი თვალებს. -ელ, გთხოვ არ მიმატოვო...-თქვა შეკავებული ტირილისგან შეცვლილი ხმით და კიდევ უფრო ძლიერად ჩამიკრა გულში. მე კი მისმა შემხედვარემ თავი ვეღარ შევკავე და ჩავბჟირდი. ჯესიმ მაშინვე მომიშორა და გაოცებული თვალებით შემომხედა. მე ტომატიან გულზე თითი გავისვი, შემდეგ კი ჯესის გავალოკე და როდესაც მიხვდა რაში იყო საქმე მის თვალებში შიში და გაოცება გაბრაზებამ შეცვალა. -ჯეს გეხვეწები მაპატიე რაა, უბრალოდ მაგარ ხასიათზე ვიყავი და რაღაც სისასტიკის ჩადენა მომინდა. მაპატიე რააა, გეხვეწებიი-ვუთხარი და ისე ძლიერად ვაკოცე, რომ ყოველგვარი გაბრაზება დავავიწყე, ნუ მე ასე მეგონა, მაგრამ თურმე შევცდი. ჯესიმ ამიყვანა, ზურგზე გადამიკიდა და ავტოსადგომზე გამიყვანა. თან სწორედ იმ დროს, როცა ავტოსადგომზე ყველაზე მეტი ბავშვი, უფრო სწორად კი მთელი სკოლა იყო.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
♥izabella♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-04-08, 6:42 AM | შეტყობინება # 458 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
|
eeek | თარიღი: პარასკევი, 2011-04-08, 2:18 PM | შეტყობინება # 460 |
142
Offline
| eh aacancara eli siyvarulma:D:D:D
| |
|
|
|
|
|