|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 11:29 PM | შეტყობინება # 378 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Vauuu ra magari iyo ai dzalian dzalian
| |
|
|
|
teko93 | თარიღი: შაბათი, 2011-03-26, 11:36 AM | შეტყობინება # 380 |
31
Offline
| | |
|
|
|
Renesmee | თარიღი: შაბათი, 2011-03-26, 12:40 PM | შეტყობინება # 382 |
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
Offline
| Perfect! უბრალოდ უბრალოდ... არა.../ შესანიშნავია!
♥.. Renesmee..♥
| |
|
|
|
|
|
|
|
Renesmee | თარიღი: კვირა, 2011-03-27, 9:50 PM | შეტყობინება # 388 |
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
Offline
| ver deb?
♥.. Renesmee..♥
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-29, 0:43 AM | შეტყობინება # 390 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 23 ჯესი ჩემმა საქციელმა ძალიან გააოცა, შემდეგ კი მთელი ძალით ჩამიკრა გულში. ასე ვისხედით კარგა ხანს, სანამ კოცონი თავის ბოლო ნაპერწკლებს ისროდა, გამეფებულ წყვდიადს ანათებდა და სიმყუდროვის შეგრძნებას ბადებდა. საოცრად ლამაზი საღამო იყო. ცაზე დიდი სავსე მთვარე ანათებდა, გარშემო კი ათასი ვარსკვლავი ჰყავდა შემოხვეული. ისინი იმდენნი იყვნენ და ისე ახლოს, რომ მეგონა ხელი რომ გამეწვდინა დავიჭერდი. მინდოდა ეს მომენტი მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო, რა თქმა უნდა ჯესისთან ერთად, მაგრამ ოღონდ ჯესისთან ვყოფილიყავი და ანტარქტიდაზე ცხოვრებაზეც კი არ ვიტყოდი უარს. -ელ, უკვე ძალიან გვიანია და ხომ არ ჯობია დავიძინოთ? -რავიცი ჯეს, როგორც გინდა. დღეს შენი დღეა, ასე რომ ყველაფრის უფროსი შენ ხარ-ვუთხარი სიცილით-ისე ასეთი მცირედი საჩუქრისთვის ბოდიში უნდა მოგიხადო, მამა რომ ჩამოვა და ფულს მომცემს მერე რაღაც განსაკუთრებულს გიყიდი, აი მაგალითად… -ელ, ელ-შემაწყვეტინა-შენ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ხარ, რაც კი ოდესმე მიმიღია. შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა და მე იმითაც ბედნიერი ვარ, რომ შენ ბედნიერი ხარ. ის მიხარია რაც შენ და ის მტკივა რაც შენ. შენი ყოველი ამოსუნთქვა ჩემი მთელი სიცოცხლის ტოლფასია, შენი ცუდად ყოფნა კი ჩემი სიკვდილის. ასე რომ ძალიან გთხოვ მეორედ აღარ გამიმეორო, რომ ცუდი საჩუქარი გამიკეთე. ისე იცი, ამის ყიდვას მეც ვაპირებდი, მაგრამ დამასწარი-გამიღიმა, შემდეგ კი ჩემს ტუჩებს ეამბორა. -ჯეს, რომ იცოდე რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის. შენი ყოველი გაღიმებაც კი, მთელს გულს სიხარულით მივსებს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ვინმე შეიძლებოდა ასე შემყვარებოდა და მის გამო მთელი ღამე პლაჟზე გამეტარებინა, მაგრამ შენ შეძელი სასწაული. სიმართლე გითხრა, ახლა სულ არ მაინტერესებს რა ფირმის ტანსაცმელი მეცმევა, ან რომელ სუნამოს დავისხამ, ამას მხოლოდ შენთვის ვაკეთებ… -ელ, ხომ იცი ტომარაც რომ ჩამოიცვა ჩემთვის მაინც ყოველთვის ჩემი ფერია იქნები. -შენ კი ჩემი ანგელოზი-კისერში ვაკოცე. შემდეგ ჯესიმ ხელში ამიყვანა და კარავში შევიდა. იქ უკვე გაემზადებინა თბილი საძილე ტომრები და პატარა სანათიც ყოველი შემთხვევისთვის. კარგად მოვკალათდით და შემდეგ გადაღლილობამ თავისი ქნა და ორივეს მალევე და ტკბილად ჩაგვეძინა, რა თქმა უნდა ხელი-ხელ ჩაკიდებულებს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს იგივე სიზმარი მესიზმრა, მაგრამ ახლა კიდევ ერთი უცნაურობა დაემატა. აეროპორტში ფეხბურთის სტადიონიდან მოვხვდი. ისევ ისეთი გრძნობა მქონდა. მართალია უკვე ვიცოდი რომ ეს სიზმარი იყო, მაგრამ მაინც საშინლად მეშინოდა. დილით ადრე გამეღვიძა. თვალი გავახილე თუ არა, მაშინვე იქით გავიხედე, სადაც წესით ჯესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ დავინახე და სასწრაფოდ წამოვჯექი. ის კარავში არ იყო, გარეთ კი უკვე მზე ანათებდა. ალბათ გარეთ გავიდა. საცურაო კოსტიუმზე თხელი სარაფანი გადავიცვი და გარეთ გავედი. აქ კი ისეთი სასაცილო სანახაობა დამხვდა, რომ მთელი გულით გადავიხარხარე. ჯესი მუხლამდე შესულიყო წყალში და რაღაც უცნაური ჯოხით ცდილობდა თევზის დაჭერას, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ საჭმელი გვქონდა და ოკეანის თევზი არაფერში გვჭირდებოდა. -ჯეეეს-დავუძახე, მაგრამ ვერ გავაგონე. შემდეგ კი მშვენიერი იდეა დამებადა თავში. სარაფანი გადავიძვრე, მისკენ გავექანე და პირდაპირ ჯესის შევახტი, შემდეგ კი ორივე ერთად აღმოვჩნდით წყალში. როცა ამოვყვინთე და ჯესის გაოცებული სახე დავინახე სიცილი ამიტყდა. -აბა ჩემო მებადურო, რატომ ცდილობდი ასე საწყლად თევზის დაჭერას, როდესაც მთელი კალათი ლაზანია გვაქვს? -რაა? აბა მე რომ ვერ ვიპოვე? -რა თქმა უნდა ვერ იპოვიდი, იმიტომ რომ სხვა კალათში შევინახე. იმ კალათში რომ შემენახა რომელშიც შენ დაუწყებდი ძებნას, მაშინ ეს ლაზანიები გუშინ საღამოსვე შემოგესანსლებოდა. -ეელ?! მე შენგან ამას არ მოველოდებოდი-მითხრა ვითომ გაბუსხულმა-ამისთვის ნამდვილად დასჯას იმსახურებ-შემდეგ კი ეშმაკურად შემომხედა და მთელი ძალით ჩამაყვინთინა. -მოგკლაავ! დაგახრჩობ!-ვიმუქრებოდი და თან თმიდან ზღვის წყალმცენარეებს ვიცილებდი, როდესაც ოქროსფერ ქვიშაზე ამოვაღწიეთ, შემდეგ კი გაბრაზებაც დამავიწყდა, პირდაპირ ქვიშაზე დავწექი და მზეს მივეფიცხე. -მგონი ძალიან უწყინარი მკვლელი ხარ ელ-ჯესიმაც ჩემს გვერდით მოიკალათა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ის ამ ჩაყვინთვით სულ არ დაზარალებულა, მე კი ზღვაში რაც კი წყალმცენარე იყო ყველა მივიკარი. ნუ მართალია წყალქვეშ არაჩვეულებრივი სამყაროა, რომლის ნახვაშიც ჯესი დამეხმარა, იმიტომ რომ მე ყოველ ნახევარ წუთში ამოყინთვას ნამდვილად ვერ შევძლებდი, მაგრამ ამ არაჩვეულებრივმა სამყარომ ჩემი თმაც შეიწირა. -თმა თივის ზვინ მიმიგავს-დავიწყე წუწუნი. -სულ რომ მელოტი იყო მე მაინც მეყვარები ელ-სიცილით მიპასუხა ჯესიმ, შემდეგ კი ჩემსკენ გადმოიხარა და მაკოცა-ისე სხვათაშორის ტალახის აბაზანებიც ძალიან სასარგებლო ყოფილა-ოდნავ მომშორდა და ჩემს ქვიშაში ჩასაფლობად მოემზადა, მაგრამ იმხელა ხმაზე ვიკივლე, რომ ჩემი ხმის მე თვითონვე შემეშინდა. -არც კი გაბედო! იცოდე ეგ არც კი გაბედო, თორემ არ ვიცი რას გიზამ! -კარგი რა ელ, ცოტა გავერთოთ-სიცილს არ წყვეტდა ჯესი-თან როცა მოიფიქრებ რა შეიძლება მიქნა, მაშინ უკვე გვიანი იქნება. -ჯეს, გთხოვ-ვუთხარი მშვიდად, შემდეგ მისი სახე ხელებში მოვიქციე და საყვარელი თვალებით შევხედე. -კარგი ელ. არ ვიცი რა გამიკეთე, მაგრამ უარის თქმაც კი არ შემიძლია. -მე ვიცი რაც გაგიკეთე, ისევე როგორც შენ დამმართე ეს მე. -რაა?-მკითხა მართლაც გაკვირვებულმა. -როგორ თუ რა? თავი შემაყვარე რა თქმა უნდა-ვუთხარი და სრულიად გულწრფელად გავუღიმე. როდესაც მზე უკვე ცის შუაში აიწვერა და საშინლად ჩამოცხა სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ. წამოსვლის წინ კიდევ ერთხელ გავცურეთ, შემდეგ ჩვენი ნივთები მოვაგროვეთ, საბარგულში ჩავყარეთ, ჩვენც მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუდექით. მთელი გზა წყნარად ვიმგზავრეთ, სახლში მისულებს კი არც თუ ისე სასიხარულო წერილი დაგვხვდა. წერილი ჯერ ჯესიმ წაიკითხა, შემდეგ კი მოწყენილი თვალებით გადმომხედა და ბარათი მე გამომიწოდა. “ბავშვებო, როგორ ხართ? როგორ დროს ატარებთ? დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაარკვიეთ და ძალიან ბედნიერები ხართ, მაგრამ სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუოთ. სამსახურში პრობლემები შემექმნა და ამიტომ დროზე ადრე გვიწევს სახლში დაბრუნება. ხვალ საღამოს უკვე აეროპორტში ვიქნებით, მანამდე კი ჭკვიანად მოიქეცით! ჯეს, ხომ გახსოვს რასაც შემპირდი! ახლა კი, სანამ დავბრუნებულვართ გაერთეთ, ოღონდ რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში. ძალიან გვიყვარხართ. დედა და მამა” ჯანდაბა! ლაშქრობაც ჩაგვეშალა! ბედიც ამას უნდა! მამას ყოველთვის საათივით ჰქონდა სამსახურის საქმეები აწყობილი და რაღა ახლა შეექმნათ პრობლემა. რომ არ ვიცოდე რომ კეიტმა ჩემი და ჯესის შესახებ არაფერი იცის, ნამდვილად ვიტყოდი რმ ყველაფერი მისი მოწყობილია, იმიტომ რომ მამამისი მამაჩემის ფირმის ერთ-ერთი მსხვილი კონკურენტია. მაგრამ რა დარწმუნებული ვარ რომ არ იცის? არა შეუძლებელია, საიდან უნდა იცოდეს? -ჯეეს-გავძახე ჯესის, რომელიც უკვე ეზოში იყო და წვეულებისთვის, რომლის გამართვასაც საღამოს ვაპირებდით, სხვადასხვა დეკორაციას ამზადებდა. რა თქმა უნდა მისი საყვარელი ბუშტებიც არ დაუვიწყებია. მაგრამ ახლა ფანტაზიას და რესურსებს უფრო მეტი გასაქანი მისცა და აუზზე და ტერასაზე სხვადასხვა ფერის ნათურები დაამონტაჟა, იქვე ახლოს კი დიდი ცენტრი დადგა საღამოს მხიარულად გატარებისთვის. -რა მოხდა ფერია? -ჯეს, დარწმუნებული ხარ რომ კეიტმა ჩვენს შესახებ არაფერი იცის? -კი პატარავ, რატომ მეკითხები? -მგონია, რომ მამას სამსახურის პრობლემა მისი მოწყობილი უნდა იყოს. -ნამდვილად ვერაფერს გეტყვი. მაგრამ საიდან უნდა გაეგო? -მაიკლი!-ერთხმად შევძახეთ მე და ჯესიმ-რა თქმა უნდა ყველაფერს ეტყოდა და კეიტიც მიხვდებოდა რომ გეგმა ჩაეშალა და შევრიგდით-დაასრულა ჯესიმ. -ოხ ეგ დეგენერატი! როგორ ვერ ვიტან! ადამიანს ბედნიერებას არ აცდის რაა!-გაბუსხულმა ხელები გადავიჭდე და აქეთ-იქით სიარული დავიწყე, ჯესიმ კი მაშინვე დამიჭირა, ძლიერად ჩამიკრა გულში, ყურში მიჩურჩულა -და ვინ თქვა რომ ბედნიერები არ ვართ?-შემდეგ კი ნაზად მაკოცა და ყოველგვარი სანერვიულო გამიქრო.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|