|
ucnobiucnobi2 | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 6:40 PM | შეტყობინება # 362 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Auuu dade dghes tore vsio gavgijdebii...ise swori xar rtulia aghwero is grdznobebi da raghac rughuceebi rac ar gamogivlia da kidev im skolis da qveynis mcxovreblebi da saertod cxovreba romelshic ar yofilxar )) aba dghes dade axali tavi ...warmatebebi...martla nichieri xar mec mindoda fikis dadeba magram gadavifiqre...
| |
|
|
eeek | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 7:21 PM | შეტყობინება # 363 |
142
Offline
| :D:D:D:Dbolo tavebit agprtovanebuli vaR:d dzalin mxiaruli muxti moaqvs:D
| |
|
|
|
|
|
|
|
|
Renesmee | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 9:58 PM | შეტყობინება # 370 |
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
Offline
| natuka, ღა თბილი ბავსვია ეს :პ <3
♥.. Renesmee..♥
| |
|
|
|
♥izabella♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 10:42 PM | შეტყობინება # 372 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| natuka, naaaaaat male dadeb,.???????? tu wavide da xval wavikitxo??????
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 10:48 PM | შეტყობინება # 374 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 22 მთელი ღამე ტკბილად მეძინა და ძალიან ლამაზი და ფერადი სიზმრებიც მესიზმრა. მთავარი კი ის იყო, რომ სიზმრებში მე და ჯესი სულ ერთად ვიყავით. შემდეგ ერთი უცნაური სიზმარიც ვნახე, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე. თითქოს აეროპორტში ვიდექი, გარშემო ხალხი მოძრაობდა, ცხოვრების სწრაფი ტემპით ცხოვრობდა, მაგრამ მე უძრავად ვიდექი და ველოდი ვიღაცას. მეექვსე გასასვლელისკენ ვიყურებოდი, ცრემლები მდიოდა. შემდეგ უცბად მივხვდი, რომ ის ვიღაც მოვიდა და გავიღიმე. ბედნიერი ვიყავი, უკვე მეც ხალხის ნაკადს შევუერთდი და გასასვლელისკენ გავემართე. კარიდან გავედი თუ არა სიზმარიც მაშინვე შეწყდა და გამომეღვიძა. უცნაური გრძნობა დამეუფლა, არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ძალიან გავდა შიშს, იმის შიშს რაც სიზმარში ვნახე. ჯესისკენ გადავბრუნდი, რომელსაც უკვე ეღვიძა და თმებზე მეთამაშებოდა, სწრაფად ვიპოვე მისი ტუჩები და როდესაც ვაკოცე, ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. აღარ მეშინოდა არავისი და არაფრის, იმიტომ რომ ჯესი ჩემთან იყო. ჩემმა ასეთმა საქციელმა გააოცა, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ გაახარა. -დილა მშვიდობისა პრინცესა. როგორ გეძინა? -მშვენივრად, შენ ჯეს? -არაჩვეულებრივად. იცი, ელ, ქვემოთ სიურპრიზი გელოდება-მითხრა ეშმაკური თვალებით, მე კი მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, რომ ჯესი უკვე ჩაცმული იყო და საბნის ზემოდან იწვა. -რა გააკეთე? -სიურპრიზიაა! -კარგი, მაშინ დამელოდე, გამოვიცვლი და გამოვალ-ვთქვი და საწოლიდან წამოვხტი რომ აბაზანაში შევსულიყავი. -არა ელ, ჩემ გამო უკვე ორი დღეა აბაზანაში იცვლი, მე დაბლა ჩავალ და შენ როგორც გინდა ისე მოწესრიგდი. კარგი? -კარგი ჯეს. გმადლობ. როდესაც ჯესი ოთახიდან გავიდა, მაშინვე გარდერობს ვეცი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. არჩევანი მოკლე შორტსა და თხელ უმკლავებო მაისურზე შევაჩერე. ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. თმა ცხენის კუდად შევიკარი, და ოთახიდან გავედი. როდესაც დაბლა ჩავედი ჯესი მისაღებში ვერ ვიპოვე, არც სამზარეულოში ჩანდა, ის იყო ისევ ზემოთ აბრუნებას და მის ოთახში მოძებნას ვაპირებდი, რომ უკნიდან მომეპარა და თვალებზე ხელი ამაფარა. -ვინ ვარ? -ანგელოზი, რომელიც ღმერთმა გამომიგზავნა კარგი ქცევისთვის-ვუთხარი სიცილით. ჯესიმ ცალი ხელი მომკიდა, ცალი კი ისევ თვალებზე ჰქონდა აფარებული და სადღაც წამიყვანა. რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ კანზე მზე მომელამუნა და მივხვდი, რომ უკვე ვერანდაზე ვიყავით. შემდეგ რამოდენიმე საფეხურიც ჩავიარეთ და როცა უკვე ეზოში აღმოვჩნდით, ჯესი ხელი გამიშვა და თვალები გავახილე. მთელი ეზო ბუშტებით იყო მორთული, ერთ ყველაზე დიდ, გულის ფორმის ბუშტზე კი ეწერა “მიყვარხარ”. ეს ბუშტი მაგიდის ცენტრში იყო დამაგრებული. მაგიდა ორ კაცზე გაეშალეთ, ერთ სავარძელში კი დიდი დათუნია იჯდა. -ჯეს მიყვარხარ-ვთქვი გახარებულმა და ჩავუხუტე. -მეც მიყვარხარ ელ. აბა როგორ მოგეწონა სიურპრიზი? -ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი სიურპრიზია, რაც კი ოდესმე ვინმეს მოუწყვია ჩემთვის. ასე ისიც კი არ გამხარებია მამამ დაბადების დღეზე ავტომობილი რომ მაჩუქა. -ოო, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჰო მართლა, ეს დათუნია შენ გელოდება. აბა, არ ვისაუზმოთ?-მკითხა და საწყალი სახით მუცელზე მოისვა ხელი. -დიდი სიამოვნებით გავსინჯავ შენს მომზადებულ საუზმეს. ჯანმრთელობისთვის ხომ უსაფრთხოა?-ვკითხე სიცილით. -კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საუზმე ტელეგადაცემის წყალობით მოვამზადე. როდესაც წარმოვიდგინე ჯესი წინსაფრით როგორ ფუსფუსებდა სამზარეულოში და თან ტელევიზორს უყურებდა სიცილი წამსკდა. ჯესი მაგიდისკენ გამიძღვა, შემდეგ სკამი გამომიწია, დათუნია აიღო და როცა სკამზე კარგად მოვკალათდი მხოლოდ მაშინ დამიბრუნა. შემდეგ თვითონაც დაიკავა თავისი ადგილი და საუზმობას შევუდექით. -ელ, ცოტა გაგრილება ხომ არ გინდა?-მკითხა ჯესიმ საუზმის დასრულებისას და ეშმაკური თვალებით აუზისკენ გაიხედა, რომელიც პირდაპირ ჩვენს უკან იყო. -რატომაც არა-წამოვიძახე გამხიარულებულმა და სასწრაფოდ წამოვხტი, რომ ჯესის არ ჩავეგდე აუზში, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მოვასწარი. ზუსტად ორი წუთის შემდეგ უკვე აუზში ვიყავით და სულელებივით ვიცინოდით. არა მაინც რას შვება ეს სიყვარული! ახლა რომ ჯესი არ მიყვარდეს ასეთ სისულელეს ხომ არ ჩავიდენდი არა?! მაგრამ სწორედ იმაშია სიყვარულის ხიბლი, რომ ღრუბლებში დაფრინავ და ათას სისულელეს აკეთებ. -ჯეს პლიაჟზე როდის წავიდეთ? -რავიცი ელ, ჯერ ადრეა და საღამოსკენ წავიდეთ. უი მართლა, ხომ იცი, იმ ადგილას არავინ დადის და არც სუპერმარკეტია სადმე, ამიტომ საჭმლისა და წყლის მომარაგება მოგვიწევს, ჩვენ ხომ ღამის გათენებას ვაპირებთ. -ოხ რა ღორმუცელა ხარ!-ვუთხარი სიცილით-მაგრამ უნდა “გაგახარო”, იქ მარტო ღამე კი არა, დილითაც დავრჩებით, შემდეგ საღამოს კი გოგონებს გავუვლით და ყველა ერთად რომელიმე კაფეში დავსხდებით. -მე უკეთესი იდეა მაქვს. ხომ გახსოვს, მამაშენმა თქვა რაც გინდათ ის ქენით, ოღონდ სახლი ადგილზე დამახვედრეთო, ხოდა ჩვენც შეგვიძლია წვეულება მოვაწყოთ და გოგონებიც თავისი შეყვარებულებით აქ დავპატიჟოთ. -ჯერ, რა მაგარი იდეაა. უკვე მომწონს შენი აზროვნების სტილი-ვუთხარი მხიარულად, შემდეგ კი ორივენი აუზიდან ამოვედით, ბალახზე გავგორდით და მზეს მივეფიცხეთ. მოსაღამოვდა, მე კი ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად. ვერაფრით ამერჩია რა ჩამეცვა, რომ ამ დღის განსაკუთრებულობა არ ჩამეშალა. ბოლოს როგორც იქნა ავარჩიე. თეთრი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი, ზემოდან კი თხელი სარაფანი გადავიცვი. პირსაწმენდი და მეორე სარაფანი კი ჩანთაში ჩავიგდე და დაბლა ჩავედი. ჯესის ყველაფერი ჩაელაგებინა, მაგრამ ჯერ კიდევ სამზარეულოში იყო. -ჯეს, დაგეხმარო? -არა ელ, უბრალოდ ვერ გადავწყვიტე რომელი წვენი წამოვიღო, ფორთოხლის თუ ანანასის? -ორივე წამოიღე და საქმეც მოგვარდება-ვუთხარი ხუმრობით, მან კი დამიჯერა და წვენები სხვა სასუსნავთან ერთად დაწნულ კალათაში ჩადო. უკვე კარგად შებინდებულიყო როცა პლიაჟზე მივედით. ჯესიმ მაშინვე კარავი გაშალა, ნუ კი შეგვეძლო მანქანაში დაგვეძინა, მაგრამ მე ვთხოვე რომ ისე მოვქცეულიყავით, თოთქოს სადმე კუნძულზე ვიყავით. როდესაც საქმიანობას მორჩა შემდეგ ცოტა ვიცურავეთ, ბოლოს კი ჯესიმ კარვის წინ კოცონი აანთო და მის წინ მოვკალათდით. ისევ თხელი სარაფნით ვიჯექი, მაგრამ არ მციოდა, ეს კი კოცონის კი არა ჯესის დამსახურება იყო, რომელიც მთელი ძალით მეხუტებოდა, ისე თოთქოს რაღაცას ზეიმობსო. უცბად გამახსენდა მიზეზი, რის გამოც წამოვიყვანე აქ და სასწრაფოდ მობილურ ტელეფონს დავხედე, რომ საათი გამეგო. თორმეტს აკლდა ხუთი წუთი. სულ ხუთი წუთიც და ჯესის დაბადების დღეც დადგებოდა. მე კი საჩუქარი მანქანაში დავტოვე. -ჯეს, გავალ და მალევე მოვალ, კარგი? რაღაც შემცივდა და შემოსაცმელს ავიღებ. -კარგი ელ, გინდა გამოგყვე? -არა იყოს, მანქანა აქვეა და ჩემით მივაგნებ-ვთქვი მხნედ, მაგრამ ამ სიბნელეში მანქანის პოვნა ძალიან გამიჭირდა. როგორც იქნა სალონში ჩემი ჩანთაც ვიპოვე და პირდაპირ ის წამოვიღე, იმიტომ რომ აქ საჩუქრის ძებნას აზრი მაინც არ ჰქონდა. როდესაც ჯესიმ ჩანთით ხელში დაბრუნებული დამინახა, საკმაოდ გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია. სწრაფად მივუახლოვდი და კალთაში ჩაუჯექი, შემდეგ ჩანთიდან პატარა კოლოფი ამოვიღე, კოლოფიდან კი გულის ფორმის ყელსაბამი. შემდეგ ამ გულს ნახევარგული მოვაძრე, ოღონდ ეს ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ ჯესის არ დაენახა, ყელსაბამი ხელზე გავუკუთე, შემდეგ ვაკოცე და ყურში ვუჩურჩულე: დაბადების დღეს გილოცავ ჯეს!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
შეტყობინება შეასწორა natuka - პარასკევი, 2011-03-25, 10:50 PM | |
|
|
|