ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ლოს-ანჯელესის ანგელოზი

teko93თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 11:36 AM | შეტყობინება # 406

31
4  +
11  ±
   ±
Offline
biggrin biggrin biggrin heart heart heart heart yochag elis biggrin naat magaria biggrin biggrin lips lips lips lips lips lips lips lips lips lips


☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 12:30 PM | შეტყობინება # 407
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, ოჰოო! ეს კი აშკარად ლოს-ანჯელესია!!! ელი ნახეეე! ასე გაგრძელებას ნამდვილად არ ველოდი... ისე მთვრალი რო "გახდა მისი" ცუდია. ერთი ის მომეწონა, რომ გახსნილად ლაპარაკობდნენ ამ თემაზეც. საქართველოში ასე არ ხდება. ბიჭი თუ დაიწყებს ამაზე ლაპარაკს სილას მიიღებს ლოყაზე, თუ გოგო დაიწყებს იარლიყს მიიღებს რა სახელწოდებით, ძნელი გამოსაცნობი არაა. რის გამო ხდება ასე ვიცი, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენ ვრცელი კომენტარით ნათ. უბრალოდ გეტყვი, რომ ლამაზად გქონდა ყველაფერი აღწერილი. მგონი გარდამტეხ ეტაპს მივადექით და მალე აირევა სიტუაცია sad შემდეგ თავს ველოდები


★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 1:56 PM | შეტყობინება # 408
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმე ეს რა მაგარი თავი იყო surprised surprised surprised .გაოცებული ვარ საერთოდ არ მოველოდი ასეთი რამე თუ მოხდებოდა . ყოჩაღ ნათ უმაგრესად წერ.


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 3:13 PM | შეტყობინება # 409
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshveboo, didi madlobaa <3 miyvarxart yvelani uzomoood. sxvatashoris aset dasasruls arc me ar movelodebodi, magram chemma daqaleb,a gadamiyvanes chkuidan da damitanxmes. imedia dzaan cudad ar gamomivida da ravi, mokled mixaria rom mogewonat love AnasteishA, an mtvrali ar iyo, erti-ori chiqa hqonda daleuli biggrin
Quote (AnasteishA)
მგონი გარდამტეხ ეტაპს მივადექით და მალე აირევა სიტუაცია

eeh, samwuxarod unda dagetanxmoo sad sad sad love love love
Quote (★Gvanca★)
გაოცებული ვარ საერთოდ არ მოველოდი ასეთი რამე თუ მოხდებოდა .

gvanc arc me ar vapirebdi amis daweras, magram biggrin
mokled miyvarxart yvelani dzalian dzalian da didi madloba yvelaaas love love love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

eeekთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 3:22 PM | შეტყობინება # 410

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaime ra shokismomgvreli tavi iyooo:D:D:D:Dcudad var:D:D:D

RoB-dOdთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 6:45 PM | შეტყობინება # 411

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Quote (natuka)
ამ ერთმა სიტყვამ, ჯესის გამბედაობა შესძინა და მე უკვე ყველანაირად მას ვეკუთვნოდი, რითაც საოცრად ბედნიერი ვიყავი. ამ ღამეს მე მისი გავხდი.

ai es mesmiss:** dzlivs girda amden xvewnad:**keiaa:*yochag:*los-anjelesia bolos da bolos smile smile happy


I Hate This FuCkinG Life <3

ucnobiucnobi2თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 8:16 PM | შეტყობინება # 412
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Quote (ucnobiucnobi2)
vaime gtxov es ar daaorsulo ar gadamiyvano chkuidan ))
upasuxe am komentars torem shevishlebii... ))

RoB-dOdთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 8:47 PM | შეტყობინება # 413

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Quote (ucnobiucnobi2)
upasuxe am komentars torem shevishlebii... ))
mec .... upasuxe qal:D


I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 11:22 PM | შეტყობინება # 414
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (ucnobiucnobi2)
upasuxe am komentars torem shevishlebii... ))

Quote (RoB-dOd)
mec .... upasuxe qal:D

ras vizamt bavshvebo, xom icit, yvelafers aqvs dasasruli da arc es fiki iqneba gamonaklisi. samwuxarod dges ver vaxerxeb axali tavis dadebas, magram xval iqneba albat kiss madlobt rom kitxulobt kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

aNs_VolTuriთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-31, 3:49 PM | შეტყობინება # 415
The Walking Dead
342
36  +
77  ±
   ±
Offline
bolom imena daglija haha


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-04-01, 4:35 PM | შეტყობინება # 416
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 25
დილით ჯესის მკერდზე მიხუტებულს გამეღვიძა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი კი არა, მშვენიერი რეალობა იყო. გამოღვიძების მეშინოდა, ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს დავკარგავდი, მაგრამ საბედნიეროდ ეს რეალობა იყო. ჯესის მშვიდად ეძინა. მისი თბილი სუნთქვა ლოყაზე მელამუნებოდა. ხელები შემოეხვია და ჩახუტებული ვყავდი , მაგრამ გამოღვიძებას კი არ აპირებდა. მისი გაღვიძება არ მინდოდა, მაგრამ უნდა ავმდგარიყავი, რომ გუშინდელი წვეულების შემდეგ საკმაოდ არეული სახლი ცხოვრებაში პირველად საკუთარი ხელით დამელაგებინა, რათა როდესაც დედა და მამა ჩამოვიდოდნენ გული არ გახეთქვოდათ. რაც შემეძლო ყველაზე უხმაუროდ ავდექი, ხალათი შემოვიცვი და სააბაზანოში შევედი. შხაპმა საბოლოოდ გამომაფხიზლა და დამაბრუნა რეალობაში. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, როგორც იქნა ეს ყველაფერი მოხდა და მე სულით ხორცამდე ჯესისი ვიყავი. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი, მაგრამ საბედნიეროდ ღმერთმა ანგელოზი გამომიგზავნა ჯესის სახით. ვერასდროს ვერც კი წარმოვიდგენდი თუ შეიძლებოდა ასე შემყვარებოდა ვინმე. მისთვის სიცოცხლესაც კი უყოყმანოდ გავწირავდი. ჯესის რომ რამე გასჭირვებოდა არც კი დავფიქრდებოდი ისე მივცემდი საკუთარ სიცოცხლეს. ჩემი სული უკვე ისედაც მას ეკუთვნოდა. შხაპის ქვეშიდან გამოვედი და პირსახოცშემოხვეულმა სარკეში ჩავიხედე. ადრეც ძალიან მიყვარდა სარკეში ყურება, მაგრამ ახლა მე სულ სხვა ელს ვუყურებდი. გოგონას, რომელიც სარკიდან მიმზერდა, თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა და სრულიად უმიზეზოდ იღიმებოდა. თმაც დასავარცხნი ჰქონდა, მაგრამ მას ეს სულ არ ადარდებდა, მისთვის მთავარი იყო მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც ასე ძირფესვიანად შეცვალა, უკეთესობისკენ. მე ძალიან მომწონდა ეს ელი, ეს უფრო ბუნებრივი, თბილი და დადებითი პიროვნება იყო. მას შეეძლო მთელი დღე უმიზეზოდ ბედნიერი ყოფილიყო თუნდაც მხოლოდ იმით, რომ კარგი ამინდი იყო, ან ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. მაგრამ ხომ ყველამ იცოდა, რომ სინამდვილეში მისი ბედნიერების მიზეზი გარემო კი არა, ერთადერთი პიროვნება იყო. მე ვუყურებდი ჩემს თავს და მიხაროდა, რომ ასეთი გავხდი და დავიფიცე, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, აღარასდროს აღარ შევიცვლებოდი. სარკეში ჩემს ანარეკლს თვალი ჩავუკარი და გამოვბრუნდი. სველი თმა დავივარცხნე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ჩავიწენი. თმა პირველი კლასის შემდეგ არასდროს დამიწნავს, არც კი გამიფიქრია, რომ შეიძლებოდა თმა ასე გამეკეთებინა, მაგრამ ახლა რატომღაც მომეწონა. ოთახში გასულს საწოლი გასწორებული დამხვდა, ჯესი კი აღარ ჩანდა. რა საყვარელია, ოთახიც მიულაგებია, რომ ისედაც დასალაგებელ სახლ ამ ოთახის დალაგებაც არ დამატებოდა. გარდერობის კარი გამოვაღე, შემდეგ თვალები დავხუჭე, ხელი შიგნით შევყავი და რაღაც გამოვიღე. თხელი კაბა აღმოჩნდა, რომლის არსებობა აღარც კი მახსოვდა. არც დავფიქრებულვარ რა ბრენდის იყო, ან დღეს მომიხდებოდა თუ არა, მაშინვე გადავიცვი და ოთახიდან გავედი. ჯერ ჯესის ოთახში შევედი, მაგრამ არც იქ რომ არ დამხვდა, ვიფიქრე ალბათ სამზარეულოში ჩავიდათქო და მეც კიბეებს დავუყევი. აი აქ კი ნამდვილი სიურპრიზი მელოდა: სამზარეულოს მინის კედლიდან ძალიან კარგად ჩანდა ეზო, რომელიც სრულიად დაელაგებინათ. აფსოლიტურად აღარაფერი აღარ იყო დასალაგებელი. ბუშტებიც კი ჩამოეხსნა ჩემს ანგელოზს. ამ ყველაფრის დანახვაზე ორი გრძნობა დამეუფლა, პირველი_გამიხარდა, რომ ჯესიმ ჩემზე ასე იზრუნა, მეორე კი_თავი დამნაშავედ ვიგრძენი, იმიტომ რომ სანამ მე თავს ვიწესრიგებდი ჯესი იდგა და ალაგებდა. ის იყო გარეთ გასვლას და ჯესის ეზოში მოძებნას ვაპირებდი, რომ მადლობა გადამეხადა, რომ უცბად უკნიდან თბილი ჩახუტება ვიგრძენი. ეს ჩემი ანგელოზი იყო. შემოვბრუნდი და მეც ძლიერად ჩავეხუტე.
-მადლობ ჯეს-ვუჩურჩულე-მაგრამ არ იყო საჭირო ჩვენი არეული სახლი მხოლოდ შენ დაგელაგებინა.
-არა ელ, ეს მე უნდა გადაგიხადო მადლობა ყველაფრისთვის, თუნდაც მხოლოდ იმისთვის რომ არსებობ. შენ ყველაზე კარგი საჩუქარი ხარ ჩემთვის.
-მიყვარხარ.
-მე უფრო მიყვარხარ ელ-გამიღიმა და ჩემს ტუჩებს ეამბორა. ისე ნაზად და ფრთხილად მაკოცა, როგორც პირველად-ჰო მართლა ელ, აეროპორტში მასე წამოხვალ?-მკითხა და კაბაზე მიმითითა, რომელიც აშკარად ზღვას უფრო შეეფერებოდა, ვიდრე აეროპორტს.
-ამმ... უკვე დროა წავიდეთ?-ვკითხე დაეჭვებულმა, ისე რომ საათისთვის არც კი შემიხედია.
-კი ელ, უკვე შუადღის სამი საათია. გუშინ ასე გვიან რომ დავწექით აბა რა გეგონა-მითხრა სიცილით.
-კარგი, მაშინ ავალ და ზუსტად ხუთ წუთში დავბრუნდები. შენ მანამდე მანქანა გაამზადე, კარგი?
-კარგი ფერია. გელოდები.
ოთახში ავირბინე და რაც შეიძლებოდა ყველაზე უბრალო ტანსაცმელი ავარჩიე_ჯინსის შარვალი, პერანგი, ჟილეტი და კეტები. თმას თვალი შევავლე, რომელიც ისევ ისე მშვენივრად გამოიყურებოდა როგორც დილით, შემდეგ სუნამო ვიპკურე და დაბლა ჩევედი. ჯესის უკვე მანქანა დაექოქა და მელოდებოდა.
ეოროპორტში მალევე მივედით, რაც ჯესის მანიაკური სისწრაფისა და აეროპორტის ჩვენს სახლთან ახლო მდებარეობის ბრალი იყო. იქაურობა როგორც ყოველთვის ხალხით გადაჭედილიყო. ზოგი ვიღაცას ემშვიდობებოდა და ცრემლებით აცილებდა, ზოგი კი ბედნიერების ცრემლებით ტიროდა და ახალჩამოსულს ელოდებოდა. უცბად ჩემი ყურადღება ერთმა გასასვლელმა მიიპყრო, სადაც ფორმიანებს მოეყარათ თავი. სულ ბიჭები იყვნენ, ხელში სპორტული ჩანთები ეჭირათ. დაახლოებით ჩვენხელები იქნებოდნენ. თავიდან ვერ მივხვდი რატომ მიიპყრო ჩემი ყურადღება ფეხბურთელების გუნდმა, რომლებსაც სკოლის ფორმები ეცვათ, მაგრამ შემდეგ, როცა გასასვლელის ნომერს შევხედე, ადგილზე გავიყინე და ჯესის ხელი მაგრად მოვუჭირე. ცივმა ოფლმა დამასხა და წამით თვალთ დამიბნელდა, მაგრამ მალევე გამოვფხიზლდი გონს და საკუთარ თავს შთავაგონე, რომ აქ გულის წასვლა, ნამდვილად არ იქნებოდა სახარბიელო. ასეთ მდგომარეობაში იმიტომ ჩავვარდი, რომ ეს ბიჭები ზუსტად იმ გასასვლელში შედიოდნენ, რომელსაც სიზმარში ვხედავდი. მას დიდი ასოებით, მკვეთრად ეწერა: „სპეციალური რეისები“. მაგრამ რატომ ვხედავდი ამ გასასვლელს სიზმარში? რატომ მეშინოდა აქაორიბის? რატომ ვგრძნობდი თავს ცუდად როცა კარზე წარწერას ვუყურებდი? ამ ყველაფერს ერთი პასუხი ჰქონდა: იმიტომ, რომ ჯესი ახლა სკოლის ფეხბურთის გუნდში იყო ჩაწერილი, საიდანაც ხშირად უშვებდნენ პერსპექტიულ ბიჭებს სხვადასხვა კლუბებში სათამაშოდ.
-ელ, ძვირფასო რა დაგემართა?-მკითხა ჯესიმ აღელვებული ხმით.
-ჯეს, გთხოვ დამპირდი, რომ არასდროს მიმატოვებ, გთხოვ
-ელ რა მოხდა? საიდან ასეთი აზრები?
-დამპირდი!-ვუთხარი მკაცრად.
-გპირდები ელ, რომ არასდროს მიგატოვებ და სულ შენთან ვიქნები-მითხრა სრული სერიოზულობით და ცოტა გულზე მომეშვა.-ახლა კი, გთხოვ ამიხსენი საიდან გაგიჩნდა ეს აზრი?
-შეხედე-გავახედე იმ გასასვლელისკენ, რომელშიც უკანასკნელი ფეხბურთელი შევიდა და შემდეგ კარები მაგრად მოჯახუნდა-ვერ გადავიტან, თუ ოდესმე შენც წახვალ რომელიმე კლუბში სათამაშოდ, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე დღით.
-ელ დაწყნარდი ძალიან გთხოვ. მე არსად წასვლას არ ვაპირებ.
-ვიცი, იმიტომ რომ დამპირდი-გავუღიმე და ვაკოცე, მაგრამ ზუსტად იმ წამს, როცა ჩვეი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა, ჯესიმ მომიშორა და იქითკენ გამატრიალა, საითაც თვითონ იყურებოდა. აი აქ კი, ნამდვილად არ გველოდა კარგი ამბავი, დედა და მამა ზუსტად ჩვენს წინ იდგნენ და შესაბამისად ყველაფერი დაინახეს.
უხერხულად ჩავახველე ნერვიულობის დასაფარად. ვერ მომეფიქრებინა როგორ დამეწყო საუბარი.
-დედაა, მამაა, როგორ ხართ?-დავიწყე ყველაზე ბანალური ფრაზით, შემდეგ კი მათკენ გავექანე და ორივეს ჩავეხუტე.
-კარგად ძვირფასო შენ? როგორ მომენატრე ჩემო პატარავ-გულში ჩამიკრა დედამ, არც მამა ჩამორჩა. შემდეგ კი ორივენი ისევე თბილად შეხვდნენ ჯესის, როგორც მე.
-აბა ბავშვებო, წავედით?-იკითხა მამამ-იმედია მანქანით ხართ, თორემ მძღოლის მანქანაში ბარგის მეტი არაფერი არ ეტევა.
-კი მაგრამ რა წაიღეთ ამდენი?-ვკითხე გაოცებულმა, იმიტომ რომ კარგად მახსოვდა, ბევრი არაფერი წაუღიათ.
-კი არ წავიღეთ, ჩამოვიტანეთ-თვალი ჩამიკრა მამამ, შემდეგ კი ყველანი მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ გავწიეთ.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-04-01, 4:51 PM | შეტყობინება # 417
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
natuka, ძაან საყვარელი თავი იყო . ჯესი უსაყვარლესია happy happy happy happy ელის მშობლებმა რა ჩამოიტანეს იმდენი რომ ერთ მანქანაში ძლივს ეტევა biggrin biggrin . ყოჩაღ ნათ უმაგრესად წერ.


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-04-01, 4:53 PM | შეტყობინება # 418
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
★Gvanca★, madlob gvanc. dzalian miyvarxar kiss chemi ertguli mkitxveli iyavi dzvel fikshic da aqac kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

ucnobiucnobi2თარიღი: პარასკევი, 2011-04-01, 5:51 PM | შეტყობინება # 419
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
-ვიცი, იმიტომ რომ დამპირდი-გავუღიმე და ვაკოცე, მაგრამ ზუსტად იმ წამს, როცა ჩვეი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა, ჯესიმ მომიშორა და იქითკენ გამატრიალა, საითაც თვითონ იყურებოდა. აი აქ კი, ნამდვილად არ გველოდა კარგი ამბავი, დედა და მამა ზუსტად ჩვენს წინ იდგნენ და შესაბამისად ყველაფერი დაინახეს. da aranairi reaqcia ?

aNs_VolTuriთარიღი: პარასკევი, 2011-04-01, 6:56 PM | შეტყობინება # 420
The Walking Dead
342
36  +
77  ±
   ±
Offline
Quote (ucnobiucnobi2)
da aranairi reaqcia ?

ra sakvareli mshoblebi kavs ra ginda kai rom ar kondat reakcia biggrin


ძებნა: