|
|
|
elle____ | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-29, 3:58 PM | შეტყობინება # 396 |
![elle____](/avatar/35/767701.png) JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| Quote (AnasteishA) რა საყვარლები არიან ეგ ოხრებიიი... მიხარია, რომ ასეთი თავები გრძელდება. მალე შეიცვლება ნათ? მე აქ მგონია, რომ კეიტის მოწყობილია. კეიტის ბრალი რო იყოს, უკეთეს რამეს მოიფიქრებდა, ამათ ლაშქრობა ჩაეშალათ იმას რა? ხო არ დაშორდებიან იმის გამო რა სალაშქროდ ვერ წავიდნენ. ან რა ეცოდინება, რო ლაშქრობაში აპირებდნენ წასვლას? მოკლედ სხვა ამბავია აქ. მეც მგონია რო რაღაც უნდა მოხდეს წვეულებაზზე და ვნახოთ რა იქნება. getanmxeebiii : )))
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-29, 6:33 PM | შეტყობინება # 398 |
![♥vampiressa♥](/avatar/65/205539.jpg) ♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-29, 10:15 PM | შეტყობინება # 401 |
![♥vampiressa♥](/avatar/65/205539.jpg) ♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 0:01 AM | შეტყობინება # 403 |
![♥vampiressa♥](/avatar/65/205539.jpg) ♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| ![](http://b.pix.ge/m/58019.jpg) თავი 24 ჯესი იმდენად მონდომებულად ემზადებოდა წვეულებისთვის, რომ მეც მომანდომა და გადავწყვიტე დავხმარებოდი. ერთობლივი ნამუშევარი მართლაც რომ არაჩვეულებრივი გამოვიდა. ჩვენი ეზო ასეთი ლამაზი ჯერ არასდროს ყოფილა. ბოლოს დაღლილ-დაქანცულებმა, გადავწყვიტეთ ცოტა ხანი დაგვესვენა, შემდეგ კი ბავშვებისთვის დაგვერეკა და ზუსტი დრო გვეთქვა. მე შხაპი მივიღე და სახის კანს მივხედე, ჯესიმ კი ვარჯიში გადაწყვიტა და სარდაფში ჩავიდა, რომ ტრენაჟორებზე ევარჯიშა. შხაპმა მართლაც რომ ყველანაირი დაღლილობა მომიხსნა და ახალი ენერგიით ამავსო. სახის კანსაც მივხედე და თმასაც, რომ ამდენი მოუცლელობის გამო არ გაუხეშებულიყო. ნუ მართალია სულ რაღაც ორი დღე არ გამიკეთებია თმის ნიღაბი, მაგრამ მაინც... როდესაც ყველა პროცედურა დავამთავრე ჯერი კაბის შერჩევაზე მიდგა. თეთრი შორტი და თხელი ლურჯი მაისურიშევარჩიე, რომელიც ძალიან თავისუფალიც იყო და ძალიან მოდურიც. თან ზუსტად ისეთი გრილი იყო, როგორიც დღევანდელ ცხელ დღეს შეეფერებოდა. გამოწყობას მალევე მოვრჩი და დაბლა ჩავედი. ჯესი ჯერ არ ამოსულიყო, ნეტავ რაში სჭირდებოდა ამდენი ვარჯიში? ისედაც მშვენივრად გამოიყურებოდა. გადავწყვიტე, რომ ახლა გაგრილება არ აწყენდა, ფორთოხლის წვენი ავიღე და მეც დაბლა ჩავედი. -ჯეეს, ნახე რა მოგიტანეე? -ო ელ, შენ გადამარჩინე-მითხრა მხიარულად, შემდეგ კი მთელი ჭიქა წვენი ერთ მოსმაზე დალია. აშკარად სწყუროდა და ჩემი ჭიქაც გავუწოდე. არც იმის დაცლა დააყოვნა. -უჰ, კაი იყო-თქვა და ხელი მუცელზე მოისვა, შემდეგ პირსაწმენდით შემშრალდა და მომეხვია. -არაჩვეულებრივად გამოიყურება ფერია. -გმაადლობ ანგელოზო-ვუპასუხე სიცილით-მაგრამ მე მაგას მხოლოდ მაშინ გეტყვი, როცა წესივრად ჩაიცმევ და წელსზემოთ შიშველი არ ივლი. -ჰო რა თქმა უნდა, ახლა ვვარჯიშობდი და იმიტომ ვარ ასე. და მაინც რა გაქვს ჩემი ასე ყოფნის წინააღმდეგი? -მმ... არაფერი უბრალოდ, არ მინდა შემთხვევით მამაჩემისთვის მიცემული პირობა დაგარღვევინო-ვუთხარი და წარბები მრავალმნიშვნელოვნად ავზიდე. ამის გაგონებაზე ჯესი შეცბა, შემდეგ კი სულ ოდნავ მომიშორა. -ელ, მისმინე. მამაშენი მენდობა და არ მინდა იმედი გავუცრუო, მაგრამ ის მაინც არაფერ შუაშია. ვიცი რომ მენდობი, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა ამის გაკეთება, იმიტომ რომ ვიღაც თავქარიანი არ გეგონო. ხომ ხვდები მეც როგორ მიჭირს, მაგრამ... -კარგი რა ჯეს, რა თავქარიანი. მაგრამ შენ როგორც გინდა-ვუთხარი გაბუსხულმა. -ელ, სულ ერთი კვირაც მომეცი რომ დარწმუნდე შენს გრძნობებში და შემდეგ ყველაფერი ისე იქნება როგორც მოგინდება, კარგი? -მე დარწმუნებული ვარ ჯეს და მინდა, რომ ყველანაირად შენი ვიყო. -ელ! გთხოვ, თორემ სადაცაა დამარწმუნებ. -და რატომ გეშინია იმის თუ დაგარწმუნებ? -მე დარწმუნებული ვარ იმაში რაც მინდა, მაგრამ შენ? დარწმუნებული ხარ რომ ამას არ ინანებ? -კი რა თქმა უნდა. ხომ გითხარი, მინდა ყველანაირად შენი ვიყო-ვუთხარი და ვაკოცე, წინააღმდეგობა არც მას გაუწევია, პირიქით, უფრო ძლიერად მაკოცა ვიდრე ოდესმე. ჩემს ნებაზე რომ ყოფილიყო ამ კოცნას არასდროს დავამთავრებდი, მაგრამ ჰაერი აღარ მეყო. -ელ, ახლა არა, აქ არა-მითხრა ჯესიმ და ცხვირზე მაკოცა-სულ ცოტაც მოიცადე-შემდეგ კი ეშმაკურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. რა მაგარია! მე ის დავარწმუნე! უფრო სწორად კი შევძელი, რომ მამასთვის მიცემული პირობა გაეტეხა და ის გაეკეთებინა, რაც უნდოდა! მაგრამ სამწუხაროდ არ მითხრა როდის მოხდებოდა ეს. მან თქვა მალეო, მაგრამ მე ხომ არ ვიცი მისთვის მალე რამდენ ხანს ნიშნავს? იმედია ცოტას. ღმერთო! ჩემს თავს ვეღარ ვცნობ! სად გაქრა ის ელი, რომელიც ეშლის ეჩხუბებოდა ამ ყველაფრის გამო? სად გაქრა ძველი ელი? მაგრამ მე ძველი ელის დაბრუნება სულაც არ მინდოდა, იმიტომ რომ თავს ასე უფრო კარგად ვგრძნობდი. ვაკეთებდი იმას, რასაც გული მკარნახობდა და არ მაინტერესებდა სხვისი აზრი ჩემს საქციელთან დაკავშირებით. იმიტომ რომ მე ელი ვარ, მყავს ჯესი და ვცხოვრობთ ლოს-ანჯელესში, სადაც არავის არაფერი უკვირს. აი მამა კი, სულ ვერ გაიგებდა ჯესიმ პირობა შეასრულა თუ არა! ჩემი გამარჯვებით გახარებული, აღარ შევწინააღმდეგებივარ ჯესის, რომ ახლა ზემოთ ავსულიყავით და ცოტა ხანი მოგვეცადა. შემდეგ მაშინვე ტელეფონს ვეცი და ჯერ სემს დავურეკე და კევინთან ერთად დავპატიჟე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეშლისთან სამსაათიანი საუბარი მელოდა წინ. სემი მაშინვე დამთანხმა, მისი ხმაც სულ სხვანაირად ჟღერდა, ის ბედნიერი იყო და ამას პირდაპირ ასხივებდა. შევუთანხმდი, რომ საღამოს რვა საათისთვის ჩემთან ყოფილიყო, ის კი დამპირდა, რომ კევინი არაჩვეულებრივ შოუს მოგვიწყობდა, იმიტომ რომ ის ბარმენი იყო. მოკლედ რომ ვთქვათ წინ დიდი მხიარულება გველოდა. სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ჯესის დაბადების დღე, მე კი შევძელი და ეს დღესასწაული მოვუწყვე. სემთან საუბარი მალევე დავამთავრე, შემდეგ კი ეშლის დავურეკე. ჩემი ხმის გაგონებისთანავე იკივლა და მილიონი შეკითხვა დამისვა, მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ ამ საღამოს ყველაფერს დეტალურად მოვუყვებოდი დამშვიდდა. შემდეგ მალევე გამითიშა, ასე თქვა საღამოსთვის უნდა მოვემზადო, შემდეგ კი რამე ნორმალური საჭმელი უნდა წამოვიღო, თორემ დარწმუნებული ვარ თქვენს ხელში მშიერი მოვკვდებიო. მოკლედ, ყველაფერი კარგად მოგვარდა. საღამოს რვა საათზე გოგონები ჩემთან იქნებოდნენ, მანამდე კი სულ რაღაც ნახევარი საათი იყო წინ. მე და ჯესიმ ბოლო დეტალები შევამოწმეთ, რომ წვეულება არაჩვეულებრივი გამოსულიყო და შემდეგ დისკების შერჩევას შევუდექით. ამ საქმეში მე არ ჩავრეულვარ, რადგან მაინტერესებდა ამ საკითხში ჯესის როგორი გემოვნება ჰქონდა. მან კი ზუსტად იმ დისკებს დაადო თითი, რომლის ყველა სიმღერაც იმდენად მიყვარდა, რომ ზეპირად ვიცოდი. როგორც იქნა რვა საათიც გახდა და ზუსტად ამ დროს ჩვენი ეზოს წინ ეშლის მერსედესი და კიდევ ერთი უცხო მანქანა გაჩერდა, რომლიდანაც სემი მიქნევდა ხელს. ალბათ ეს კევინის მანქანა იყო. ეშლი მაშინვე გადმოხტა მანქანიდან, ჩემსკენ გამოექანა და კისერზე ჩამომეკიდა. -ეეელ, ვკვდები ისე მაინტერესებს რა უნდა გვითხრა ასეთი მე და სემს-აწიკვინდა ეშლი, შემდეგ კი მას სემიც მოჰყვა, რომლის გვერდითაც ქერა ბიჭი იდგა და თბილად იღიმებოდა. -ელ გაიცანი, ეს კევინია-სემმა ერთმანეთი გაგვაცნო, შემდეგ კი ეზო მოათვალიერა და ჯესი რომ ვერ დაინახა მკითხა: -ელ რა ხდება, სად არის ჯესი? -არაფერი სემ, უბრალოდ უკანასკნელ დეტალებს აზუსტებს. ამ დროს მთელს ტერასაზე შუქი ჩაქვრა და ჯესის დამონტაჟებული ფერად-ფერადი ნათურები აინთო, ყველაფერი ისე იყო, როგორც დისკოტეკაზე. შემდეგ კი ჯესიც შემოგვიერთდა და ნამდვილი მხიარულებაც დაიწყო. პირველ რიგში, ყველამ დაბადების დღე მიულოცა, შემდეგ ცოტა დავლიეთ და კევინმა მართლაც რომ შესანიშნავი შოუ გვანახა. ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ბიჭებმა ერთმანეთს შესანიშნავად გაუგეს. ბოლოს კი მთელს ხმაზე მუსიკა ჩავრთეთ და მთლიანად ცეკვაში გადავეშვით. სადღაც ოთხი-ხუთი საათის შემდეგ, როცა უკვე სასმელიც კარგად მოგვეკიდა და ცეკვითაც ისე ვიყავით დაღლილები, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებოდით ყველანი აუზის წინ შევიკრიბეთ. ბიჭები ერთად დასხდნენ და ფეხბურთზე დაიწყეს საუბარი, მე და სემი კი ეშლიმ ჰამაკთან წაგვათრია, აუზისგან მოშორებით და როდესაც კარგად მოვკალათდით, ცნობისმოყვარე თვალებით მომეშტერდა. გოგონებს აფსოლიტურად ყველაფერი მოვუყევი, არც ერთი წვრილმანი არ გამომრჩენია და სარდაფში მომხდარი ამბის შესახებაც ვუთხარი. ამის გაგონებისას ეშლიმ სიხარულისგან იკივლა, სემს კი თვალები გაუფართოვდა და შემდეგ მანაც თბილად გამიღიმა. -როგორც იქნა ჩემნაირად აზროვნებას იწყებ ელ!-ჩამეხუტა ეშლი, რომელსაც არც სემი ჩამორჩა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ცოტაც და მზე ამოვიდოდა, ამიტომ ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ სახლებში დაბრუნებულიყვნენ, არც მე დამიძალებია მათთვის დარჩენა, იმიტომ რომ ჩემი ჩანაფიქრი უნდა განმეხორციელებინა. როდესაც ყველანი წავიდნენ და მე და ჯესი მარტონი დავრჩით, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ჯესის ერთ ჭიქაზე მეტი არ ჰქონდა დალეული, აშკარად ნერვიულობდა, მე კი ეტყობა სასმელმა მომცა ამდენი გამბედაობა. -ელ, დარწმუნებული ხარ? იცოდე ბოლოჯერ გეკითხები-მკითხა ჯესიმ, როდესაც ოთახში ავედით. -ისე, როგორც არასდროს-ვუპასუხე გაბედულად. ამ ერთმა სიტყვამ, ჯესის გამბედაობა შესძინა და მე უკვე ყველანაირად მას ვეკუთვნოდი, რითაც საოცრად ბედნიერი ვიყავი. ამ ღამეს მე მისი გავხდი.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|